შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ნახვით შემიყვარდი...


29-03-2015, 01:52
ავტორი aquarius
ნანახია 2 986

აი უკვე გათენდა. მეც ავდექი მოვემზადე. დღეს ხომ სკოლის პირველი დღეა. ძალიან მიხარია სკოლის დაწყება რადგან , მეგობრები ძალიან მომენატრა, მომენატრა ახალი თავგადასვლები და ისტორეიები, ახალი შეგრძნებები....
სულ დამავიწყდა მეთქვა მე მია ვარ ჩვეულებრივი გოგო , რომელმაც ბერი რამ გადაიტანა , მაგრამ მყავს საუკეთესო მეგობრები , მაგრამ გამოვარჩევდი სალომეს , რომელიც ჩემი არაბიოლოგიური დაა.
აი მაღვიძარამაც დარეკა, საათს დავხედე უკვე 7 საათი იყო , უცებ ავდექი , მოვწესრიგდი. უხხ როგორ მიყვარს გაპრანჭვა, ტანსაცმელები ჩემი ყველაზე დიდი სისუსტეა. მეც ლამაზად გამოვეწყვე და სალომეს გავუარე.
გზაში ბევრი ვიცინეთ და გეგმებს ვაწყობდით სალომეს დაბადების დღესთან დაკავშირებით. მე 9კლასში ვარ , სალომე კი 11 კლასელია, მაგრამ ამისდა მიუხედავად ჩვენ სულ ერთად ვართ...
-მია , მია , მია(გავიგონე თუ როგორ მეძახდა უკნიდან ვიღაცეები )
-ბავშვებო , როგორ მომენატრეთ (ჩემ კლასელებს გადავეხვიე და საკლასო ოთახში ავედით).
გაკვეთილზე როგორც ყოველთვის კარგ დროს ვატარებდი ბავშვებთან ერთად, როგორც იცით პირველ დღეს რა ხდება სკოლაში ,ერთი ამბავია, ბავშვების ჟრიამული, თან გაკვეთილებსაც არ გვაძლევენ , ჩვენ ერთმანეთს ვუყვებით თუ როგორ გავატარეთ ზაფხული და ასე შემდეგ ... და ზარიც დაირეკა. დამთავრდა 6 გაკვეთილი.მე სახლში წასვლას ვაპირებდი როცა სალომე დავინახე...
-მია , უჩემოდ აპირებდი წასვლას?
-აჰააჰა არა სალომე, თუ კი ? არვიცი , მე მეგონა რომ შენ უკვე წასული იყავი და .....
-კარგი , კარგი , რა საყვარელი ხარ , წამო წავიდეთ .
მე და სალომემ გზა გავაგრძელეთ , კიბეზე ჩავდიოდით , მაგრამ ჰოი საოცრება, სწეორედ იმ დღიდან დაიწყო ჩემი თავგადასავალი, როდესაც პირველად ის დავინახე..
-მია შეხედე ეს ბიჭი აშკარად შენ გიყურებს , უეჭველი მოეწონე, თან ნახე როგორი სიმპატიურია.
-ჰაჰ არა სალომე გეშლება ნახე უკან რამდენი გოგო მოდის , ან იქნებ საერთოდ მის მეგობარს უყურებს რომელიც ჩემს უკან დგას.
-თუ კარგად დააკვირდები მიხვდები რო შენ გიყურებს , თან მას საერთოდ არიცნობ და საიდან იცი ვინ არის მისი მეგობარი?
-კარგი , მორჩა .. ჰო არვიცნობ , მაგრამ გამოგიტყდები რომ ძალიან საყვარელია...
ჩემს სახლს ვუახლოვდებოდი როცა ვიღაც უკნიდან მოვიდა, მხარზე ხელი დამადო და ალექსანდრე დამიძახა... გაგიკვირდებათ ალბათ , რატომ მაინდამაინც ბიჭის სახელი, იმიტომ რომ , ის ბიჭი რომელიც მე და სალომემ დავინახეთ , მას თმები კარედ ქონდა , მაგრამ არა ძალიან დიდ სიგრძეზე , არა საშუალოდ და მას ძალიან უხდებოდა , მე კი ჩემ გრძელ თმებს ზაფხულში დავემშვიდობე და მეც თითქმის აი იმ ბიჭის "სტილში" მქონდა თმები და თან ჯინსები და "სროჩკა" მეცვა და ალბათ ამიტომ ავერიეთ ერთმანეთში.
როცა მოვბრუნდი , მისი სახე უნდა გენახათ როცა ის ალექსანდრეს ელოდებოდა და ვიღაც უცხო გოგო დაინახა...
-ამმ...ბოდიშით , იცით მე სხვას ვეძებდი , ჩემს მეგობარს , უკნიდან უცებ ის მეგონეთ და ამიტომ ბოდიშს გიხდით ამ გაუგებრობისთვის
-აჰჰ არაუშავს, რა სისულელეა , მეც მომსვლია ეგეთი რამ ბევრჯერ, კარგით არაფერია..
მე გზა გავაგრძელე და სახლშიც მივედი და პირდაპირ შემს ოთხში , ჩემს საყვარელ საწოლზე უსულოდ "დავეგდე" და აი იმ ბიჭზე ვფიქრობდი დღეს რომ დავინახე სკოლის კიბეებზე , რომელიც სალომეს თქმით , უეჭველი მე მიყურებდა..
6 საათი იყო როდესაც ტელეფონზე კლასელმა დამირეკა და მითხრა , იქნებ ჩემთან გადმოსულიყავიო , გვეჭორავა და ფილმსაც გვეყურებინაო , მეც მომეწონა იდეა და მაღაზიაში წვენი და ჩიფსი ვიყიდე , და ნათიასთან წავედი ... სწორედ იქ გავიგე თუ ვინ იყო ის იდუმალი ბიჭი რომელიც , თურმე ერთი ნახვით შემიყვარდა ....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent