შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაინც მაგარი სიყვარული გცოდნია. (ნაწილი2) 1


30-03-2015, 15:21
ავტორი Tiiko ^.^
ნანახია 3 511

წამოვდექი და რაც შეილება ნორმალურად ჩავიცვი, თმა ავიწიე რადგან აწეული თმა ძალიან მიხდება და დედასთან გავედი, თან დავტრიალდი
-აბა?
-ლამაზად გამოიყურები
-მადლობა.- ჩანთა ავიიღე და გავედი სახლიდან,ტელეფონი ამიწკარუნდა დავხედე და თეკო იყო, ოო ალბად დაგაინტერესდათ ვინ იყო თეკო? გეტყვით. თეკო იყო ჩემი მეგობარი ალბად გემახსოვრებათ ზღვაზე ვისთან ვისაუბრე ბოლოს, კი თეკო იყო ის ისეთი ლამაზი და საყვარელი იყო, ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობს ერთი წლით ჩემზე პატარა, ჰო კიდე მის ძმასაც დავუმეგობრდი, დათო ისიც ზღვაზ გამაცნო, 25 წლისაა და თავის ჭკუაზე გვატარებს ორივეს სხვათაშორის დღეს ორივე უნდა ვნახო და მიხარია, უფრო მეტს გზადაგზა მოგიყვებით
-ჰოუ თეკო?
-რა ხმა გაქვს?
-მეზინა და დედაჩემმა ამაყენა, წუხანდელის მერე ძლივას დავიძინე და
-აა ჰო
-შენ სად ხარ?
-მე სკოლაში, ქართული მქონდა და დავეთხოვე რო დამერეკა, გოგო აბა წარმატებები და არავინ გაიცნო ისეთი რო ჩემი ადგილი დაიკავოს
-რა სულელი ხარ თეკო, მადლობა
-კაი მიდი წავედი, ლევანი მოდის და მომკლავს
-ვინაა ლევანი
-მანდატური.- განწირული ხმით ჩამყვირა და გამითიშა, გამეცინა თან თავს ვაქნევდი, რა უტვინოა ამხელა გოგო თქო, ტელეფონი ჩანთაში არ ქონდა ჩადებული ახლა დათო მირეკავდა
-გისმენთ ბატონო დავით?
-ოჰ რა ოფიციალურია, როგორ ხარ?
-რავი არამიშავს, შენ?
-ცოტა თავვი მტკივა
-უი შენც.- რაღაცნაირი სახე მივიღე თითქოს დაინახავდა
-ჰო, აბა წარმატებები პირველი დღეა
-მადლობა
-მე რო პირველად მივდიოდი, მეგონა მთელი უნივერსიტეტი ჩემ ხელში იქნებოდა მარა ისეთი მომაბეზრებელი იდეა იყო გადავიფიქრე.
-სულელები ხართ ეს და-ძმა
-კაი კაი წავედი.- გაიცინა და გამითიშა.
როგორც იქნა მივაღწიე და შევედი ჩემდა გასაკვირად არ დამიგვიანია, ცოტახანი გარეთ ვიდექი მერე ლექტორი გამოვიდა და გამოაცხადა ვინც უნდა გაყოლოდა თან და როგორც მწყემსს ცხვრები ისე გავყეით ბავშვები. აუდიტორია დიდი არ იყო როგორც წარმომედგინა მაგრამ საკმარისი იყო იმისთვის რო კარგად მესუნთქა, თავი მერხზე ჩამოვდე და გადავწყვიტე არ მომესმინა ლექციისთვის თუმცა მაშინვე შემამჩნია ლექტორმა
-ქალბატონო კატო დღეიდან სკოლაში აღარ იმყოფებით და გირჩევნიათ მომისმინოთ.- მეც შემრცხვა ყველა რო მე მიყურებდა ზოგი ფხუკუნებდა კიდეც და ლექტორმაც პირველ დღეს შენიშვნა, მხრებში გავიმართე და ქუთუთოებ ვეხვეწებოდი არ დახურულიყვნენ, ერთი სული მქონდა დრო როდის გავიდოდა, თან ტელეფონს დავცქეროდი, თეკოს სმს მქონდა
-მე სკოლად დავამთავრე და სახლში დაგელოდებით, დათო შენ გამოგივლის.- და აი დადგა ის დროს რო გავედი გარეთ და დათოც დავინახე თავის მანქანასთან
-აბა როგორ იყო პირველი დღე
-საშინლად მომაბეზრებელი.- გადავკოცნე და კარგად შევათვარიელე
-შე ოხერო ვისთვის გამოიპრანჭე ასე?
-რავი, მიდი მალე ჩაჯექი შესვენებაზე ვარ ეხლაც მოვასწროთ ლაქლაქი მერე უნდა წავიდე
-კაი.- მანქანაში ავხტი ღვედი გადავიჭირე და დათოს დავუწყე ყურება იმის იმედით რო რამეს იტყოდა, ბოლოს ყელში ამოუვიდა და მკითხრა
-რა?
-არაფერი.- თან მეცინებოდა
-მაინც?
-არაფერი, მარა რაღაც ხდება?
-არაფერი
-ხო იცი ვერ მომატყუებ?.- უკვე დავისერიოზულე ხმა
-არაფერი თეკოს გეფიცები
-იცოდე თუ მატყუებ
-არაფეერსაც არ გატყუებ.- აღარაფერი არ მიკითხავს, თეკოსთან მივედით და წივილ-კივილით ჩახუტებები თავში წამორტყმები, კბენები და ბოლოს პიცერია უგემრიელესი პიცით, ყველას შიოდა და ხმას არცერთი არ ვიღებდით, ბოლოს კოლა მივაყლურწე და ფეხებ გაშლილმა გავხედე ორივეს
-ღორივით ვარ.- თან სიცილი ვერ შევიკავე, იგივე გააკეთე თაკომაც
-მეც.
-მე საერთოდ არა, კიდე შევჭამდი
-ოო ვერ ხარ შენ.- და საათს დავხედე
-ერთ ბიჭს აგვიანდება სამსახურში
-რაა?.- პირგამოტენილმა თქვა და საათს დახედა
-ფუ ამის, ჰა თეკო ფული და გადაიხადე, უნდა წავიდე მე.- წამოხტა და გაიქცა
-გოგო ჯერ ადრე არ იყო?.- გაოცებულმა მკითხა
-ოო ნეტა შენ, საათი გადავუწიე დებილი ვერ მიხვდა.- მაშინვე ბოროტულად გადავიხარხარეთ ორივემ და დარჩენილის ჭამა გავაგრძელეთ.
საღამოს მეღირსა სახლში მისვლა და ჩემდა გასაოცად ჩემი სახლის წინ გიორგი და ნატალია დამხვდნენ ერთმანეთზე ჩაფსკვნილები, არც შემიხედავს ზედ გამეცინა და კიბეები ავირბინე
-დეე მოვედი.- გავძახე და ოთახში შევედი, მაიკა გადავიძრე შარვალიც და საცვლებით დავიწყე ხტუნაობა ფანჯრების წინ, კიდე კარგი მუქი ფარდები მქონდა
-რა ტარზანივით ხარ შვილო?
-აუ იმდენი ვჭამე...- გეგონება ჯოკპოტი მოვიგე ისე ვთქვი
-რა სულელი ხარ
-აბაზანაში ვინმეა?
-შენი ძმა, ახლახანს შევიდა უი ხვალ თავისი შეყვარეული უნდა გაგვაცნოს, ახლახანს ჩამოვიდა საქართველოშიო
-უი მართლა კაია. აუ იმდენი პიცა ვჭამე მე დათო და თეკო ვიყავით, მერე დათოს საათი გადავუწიე ტელეფონზე და მალევე წავიდა
-შეშლილი ხარ
-უი კიდე ლექტორმა პირველი შენიშვნა მომცა
-ყოჩაღ
-და მეტი არაფერი.- ერთი კარგად შავხტი და ლოგინზე მოვადინე ზღართანი. მთელი საღამო წინ და უკან დავდიოდი რა მექნა არ ვიცოდი ვინმესთვის მინდოდა ნერვების მოშლა, ჩემი ზმა სახლში არ იყო დედაჩემი საჭმელს აკეთებდა, მამაჩემიღა დარჩა და დაველოდე როდის მოვიდოდა
-დედა მამა როდის მოვა?
-შვილო კარგად ხარ შენ?
-რატო?
-მამაშენი ქუთაისშია და მაგიტო, მეორე კვირაა უკვე
-უი მართლა?
-ჰო.- ყველაფერთან ერთად ბილობილიც მჭირდება, ტელეფონი ავიღე და დათოს დავურეკე
-დათუჩ შენტან მინდა ველურული ღამის გატარება და სად წავიდეთ?
-კარგად ხარ?
-კი უბრალოდ სახლში დავიღალე რა მინდა გავერთო წავიდეთ რა სადმე, თეკოს მე გამოვივლი მითხარი სად ხარ და შეგხვდები
-სახლში ვარ, მიდი ჩაიცვი და მე და თეკო მოვალთ
-კაი.- აჰა ესეც ასე, ადგილზე ავაბაკუნე ფეხები და ოთახისკენ გავქანდი.


-აჰა ესეც ახალი ნაწილი და ახალი თავი, ახალი ისტორიით იმედია მოგეწონებათ <3



№1 სტუმარი tikacho

ვაიმე თიკო როგორ გამიხარდაა ❤კაია მალეე დადეე ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent