შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,,შკოლნიკი" და ,,ბაბნიკი" 1


30-03-2015, 18:13
ავტორი ml99
ნანახია 3 935

ეს ჩემი ახალი ისორიაა ვიცი შეცდომებთ არის სავსე მაგრამ იმედი მაქვს მოგეწონებათ
პ.ს ისორია 2 თავიანია

შკოლნიკი და ბაბნიკი

გოგონა წერა-კითხვას სწავლობდა, ბიჭი ქუჩურ ჟარგონებს.
გოგონა დავალებებს ამზადებდა, ბიჭი ,,რაზბორკებზე" დადიოდა.
გოგონა საგამოცდოთ, ემზადებოდა, ბიჭი მორიგი ნაშასთან შესახვედრად.
გოგონას სიცოცხლე უყვარდა, ბიჭს არა...
რა ჰქონდათ ამ ორ ადამიანს საერთო?! არც არაფერი... (თუ არ ჩავთვლით ერთ უბენში გვერდიგვერდ მდგომ სახლებს, ოჯახების ახლო ურთიერთობას და საერთო ბიზნესს) დემეტრე ვერ იტანდა ,,შკოლნიკებს" ანასტასია კი ,,ბაბნიკებს".
ურთიერთობა მათ შორის არასდროს ყოფილა იდიალური.
4 წლის ტასოს, დემეტრე თოჯინებს უმტვრევდა, 7 წლის გოგონას, დემეტრე წიგნებს უხევდა... ახლა ანასტასია 16 წლისაა, დემეტრე კი 17ის.
ანასტასია საქართველოშია, დემეტრე ამერიკაში...
-----
-ტასო ადექი ლააა!
ოთახში შემომივარდა საბუკა და საწოლზე დაებერტყა.
-დედა... დაიყვირა საბუკამ, ნელი კი ღიმილით გაემართა ანასტასიას ოთახისკენ.
- რა იყო შვილო რა გაღრიალებს? გაუცინა მომტირალ საბუკას ნელიმ
-ტასო ალალი, ტასო აგალალი
ამოიტირა საბუკამ და დედას მიეკრო
-აააააა ვინ უნდა შევჭამო ახლაა... მხიარულად გამოვიდა ტასო სააბაზანოდან.
საბუკამ მის დანახვოსას ყურებამდე გაიღიმა. დედის კალთას მოშორდა, საწოლიდან ჩახტა და ოთახიდან გავარდა. ანასტასია კი მას გაეკიდა მგლის სტატუსით. მხოლოდ სახლში იყო ანასტასია ასეთი მხიარული, არ შეეძლო თავი შეეკავებინა ცელქი საბუკას დანახვისას და არ ეთამაშა მასთან. მას ხომ ძალიან უნდოდა 13 წელი ძმაიკო ან დაიკო ყოლოდა. და აი სამი წლის წინ ეს ნატვრაც აუსრულდა.
მტაცებელმა კლანჭებში მოიქცია მსხვერპლი და იქამდე უღუტუნა სანამ დედა მგლისგან შენიშვნა არ მიიღო. ანასტასია ფეხზე წამოდგა საბუკა ხელში აიტაცა და სასაუზმოდ მაგიდასთან დასვა, თვითონ კი საპირისპირო მხარეს ჩამოჯდა და ხელის მოძრაობით ანიშნებდა მომღიმარ საბუკას ,,კიდევ ჩაგიგდებ ხელშიო". დის ამ საქციელზე საბუკა კისკისებდა და საჭმლის დიდ ულუფას პირში იტენიდა.
ამასობაში 8:45 შესრულდა, ანასტასი მოემზადა და სკოლაში წავიდა. საერთოდ დავითს მიყავდა ავტომობილით, მაგრამ როგორცჩანს დღეს კომპანიაში ადრიანად წასულიყო.
კლასში შესულს მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია, განა იმიტომ რომ ანასტასია უშნო იყო პირიქით, მომწვანო მოცისფრო თვალები, გრძელი სწორი ყავისფერი თმა სწორი, პატარა ცხვირი, და გემოვნებით, მაგრამ სადად შერჩეული სამოსი მის გარეგნობას და სიუბრაოებას ხაზს უსვამდა. მიჩვეული იყო, რომ ვერავინ ამჩნევდა და ეს ყველაფერი მას სულაც აღარ სტკენდა გულს. ,,მათ ხომ მხოლოდ ის აინტერესებთ ვინც მაგარ პონტში გაჩითულია". დანარჩენებისგან განსხვავებით მისთვის გაკვეთილებს უაზროდ არ ჩაუვლია, უსმენდა მასწავლებლებს, ახალს და საინტერესოს გებულობდა. 4სთ სრულდებოდა.
სახლში დაღლილი დაბრუნდა, შორტის ამარა მოტანტალე საბუკას დანახვისას ღიმილი ვერ შეიკავა, მოუნდა დაეკოცნა პატარა მაუგლი. ასეც მოიქცა საბუკას გაეკიდა და სანამ საბუკას ლოყები არ აუცითლდა კოცნისგან, იქამდე არ მოეშვა. შემდეგ მკაცრი დაიკოს იმიჯი მოირგო და პატარა მაუგლს უბრძანა ოთახი დაეტოვებინა, რადგან მის დაიკოს უამრავი სამეცადინო ჰქონდა,მისთვის კი არ ეცალა. საბუკამ სასაცილოდ გამობურცა ტუჩები და დას გაბუტული მზერა მიაპყრო. მაუგლის ამ ჟესტზე ტასოს გაეღიმა, თავი ანიშნა ოთახი დაეტოვებიდა უმცროს დევდარიანს, შემდეგ კი დავალებების მომზადებას შეუდგა.
----
-მალე ძმაო თორემ ჩაგვავლებენ მიმართავდა ნახევრად ქართველი მაიკლი დემეტრეს.
-ეეეე დამელოდეთ ბიჭოოო!!! ფუ შენი აი სად დამერხა.
დემეტრე პოლიციამ დააკავა, ახალგაზრდა დანიელ გროუვენის ფიზიკური ძალის გამოყენების ფაქტზე. რამოდენიმე დღეში დემეტრემ დატოვა საკანი. ბატონი ნოდარისთვის ეს უკვე ბოლო წვეთი იყო. განრისხებულმა უბრძანა თავის ვაჟიშვილს დაეტოვებინა იქაურობა და თბილისში დაბრუნებულიყო, იქ კი სწავლა გაეგრძელებინა და გამოცდები ჩაებარებინა. დემეტრეს მამამისისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, ულაპარაკოდ დაბრუნდა საქართველოში. ,,ისედაც მომბეზრდა იქაურობა" ფიქრობდა და თვითმფრინავის სალონში თავის ადგილს ეძებდა.
----
21:00 იქნებოდა როდესაც ანასტასიამ გაკვეთილების მომზადება დაამთავრა და დაბლა ჩავიდა. საბუკას ამჯერად ,,ადამიანი ობობა"-ს ფორმა ჩაეცვა და აქეთ იქით დახტოდა. დავითიც დაბრუნებულიყო შინ, მამას ჩაეხუტა და გვერდით მიუჯდა
-აბა მამას პრინცესა როგორ მიდის საქმე?
-კარგად მა ცოტას ვნერვიულობ გამოცდებზე
-ტასო ვიცი რომ არ გჭირდება მაგრამ, მა შემიძლია რეპეტიტორი აგიყვანო რომელი საგანიც გაგიჭირდება.
-არაა საჭირო დავით მე თვითონაც გავუმკლავდები მკაცრად მაგრამ ღიმილით უპასუხა მამას.
-კარგი მა შენ როგორც იტყვი გაეღიმა დავითს შვილის მკაცრ ტონზე.
ცოტა ნელისთანაც ისაუბრა საბუკასთან ითამაშა და დასაძინებლად წავიდა.
ამ კვირამაც ჩვეულებრივ ჩაიარა. შაბათს დევდარიანებმა გადაწყვიტეს მშობლიურ კუთხეში წასულიყვნენ. ანასტასიამ და საბუკამ ბევრი იმხიარულეს, თინა ბებოს ეზოს და სახლის საქმეებში ეხმარებოდნენ, საღამოობით კი ტასო საბუკას ზღაპრებს უკითხავდა და ერთად ტკბილად იძინებდნენ. სოფელში ერთი კვირა დარჩნენ. კვირას საღამოს ისევ დაადგნენ თბილისისაკენ გზას.
ვერ იტანდა ტასო ისეთ დღეებს როდესაც დავალებები მომზადებული არ ჰქონდა . მის კლასში არც არავინ ინტერესდებოდა სწავლის საქმით ამიტომ გაკვეთილების მომზადების მცდელობა ჩაეშალა, გადაწყვიტა წიგნი წაეკითხა. საბა შემოტანტალდა მის ოთახში უკვე გვიანი იყო წიგნის კითხვამ ისე გაიტაცა ვერ გააცნობიერა რომ საკმაოდ დრო გასულიყო
- საბუკა აქ რა გინდა? უკვე 2 სთ-ია რატომ არ გძინავს?
- აუ ცემ ოთახსი მალტო მესინია
-შენ არ დაიჟინე მარტო ოთახი მინდა უკვე დიდი კაცი ვარო ? გაეცინა ანასტასიას
-აუ ლა კი დიდი კაცი ვალ მაგლამ მეც მესინია!
-მოდი სწრაფად არ გაცივდე ტასომ საბანი გადასწია საბუკა დაიკოს ჩაეხუტა.
-ტასო ლაზე ოცნებობ? კითხა საბამ ნახევრად მძინარე დას
ანასტასია ძალიან გააკვირვა ძმის ამ კითხვამ, როგორ შეუძლია, ამ პატარა მაუგლს ასეთი ჭკვიანური კითხვები დასვას ის ხომ 3 წლისაა.
-ვოცნებობ რომ მე და შენ მამასავით ბიზმესმენები გავხდეთ და ჩვენი კომპანია შევქმნათ
-ლა მაგალია ბევლი ფული გვექნება გახარებულმა წარმოთქვა საბუკამ
ანასტასიას გაეცინა საბას გულწფელ ნათქვამზე
-კარგი ახლა საბუკა მოდი დავიძინოთ
-კალქი
----
დილით ადრიანად შევიდა ნელი ანასტასიას ოთახში უკვირდა აქამდე საბუკას როგორ არ გაუღვიძია, უკვე მაღვიძარას როლის შესრულებას აპირებდა როდესაც ძალიან საყვარელ სიტუაციას წააწყდა. საბუკა მიკროდა დაიკოს, ტასოს ტუჩები საბუკას შუბლისთვის მიედო ხელებით კი შემოხვეოდა პატარა სხეულს. ნელის გაეღიმა, მეორე ოთახში გავიდა ფოტოაპარატი შემოიტანა და უმცროსს დევდარიანებს სურათი გადაუღო. ფოტოაპარატის ხმაზე ანასტასიას გამოეღვიძა, იცოდა ნელიმ როგორ არ უყვარდა ტასოს ფოტოების გადაღება, ამიტომ სასწრაფოდ დამალა ფოტოაპარატი.
-გაიღვიძე დე!
-კი რომელი საათია ?ხომ არ ვაგვიანებ?
ამას აქ რა უნდა? იკითხა ძილბურანში მყოფმა ტასომ.
- მე რავიცი ?
-უი ღამის 2 საათი იყო, ოთახში შემოვიდა მეშინიაო! გადაიკისკისა ტასომ და ჯერ კიდევ მძინარე ძმაიკოს წვალება და მოსიყვარულება დაიწყო.
-კალგი რა ტასოოო გამისვი ლა გნებდები ტიტინებდა საბუკა და შველას ითხოვდა.
-ტასო ადექი დე თორემ დაგაგვიანდება
-ვდგები გასძახა გოგონამ, აბაზანიდან გამოსულს ლოგინზე მოხტუნავე საბას დანახვისას ღიმილი ვერ შეიკავა მაგრამ მაინც მკაცრად მიმართა
-ბატონო საბა დატოვეთ ჩემი აპარტამენტი სწრაფად.
-ალა! დაეჭყანა საბა უფროს დას
-წეღან ვინ მეხვეწებოდა გამიშვიო! ახლა კი აქედან რატომ აღარ გადიხარ?
-ლა სენი საქმეა ისევ დაეჭყანა საბა ტასოს
-ბიჭო შენ ძალიან გამითამამდი დატოვე ჩემი ოთახი უნდა გამოვიცვალო! ღიმილს ძლივს იკავებდა ანასტასია ძმის შემხედვარე, ცდილობდა მკაცრად გამოსვლოდა
-აუუუ ლა ბუზღუნით გავიდა საბუკა ოთახიდან
ტასო მოემზადა, წიგნები ჩანთაში ჩაალაგა, ისაუზმა და ამჯერად დავითთან ერთად წავიდა სკოლაში.ავტომობილის კარი მოხურა და მამას დაემშვიდობა. კლასში შესულს ჩვეული სიტუაცია დახვდა მაგრამ მიხვდა რაღაცაში რომ იყო საქმე ბავშვები დაჯგუფებულიყვნენ და რაღაცაზე აღრფთოვანებული და ცხარე საუბარი გაემართათ. ტასოს მათთვის ყურადღება არ მიუქცევია, ქართულკს წიგნი გადაშალა და გამეორება დაიწყო.
- ეი შკოლნიკ ახალი ამბავი არ იცი? ტასოს კლასის ყოყლოჩინა მამალი რატი მიუახლოვდა.
-რა ამბავი?! მობეზრებულმა უპასუხა
- კლასში ახალი მოსწავლე გვყავს იმენა ტიპია?! ხამი ჭორიკანა გოგოსავით დაიწყო ლაპარაკი. რატის კი მთელი კლასი აჰყვა ზოგი მის გარეგნობას აღმიწერდა, ზოგი მის ხასიათს, ზოგი მის მანქანას საბოლოო ჯამში კი აყალმაყალი ატყდა და არაფერი მესმოდა. სინამდვილეში არც მაინტერესებდა,ისევ ქართულის წიგნს მივუბრუნდი.
-შენ რა არ გვისმენ? მომმართა ძერსკმა თიკომ, თმა თითზე დაიხვია და ყბები აამუშავა საღეჭი რეზინით რომელიც მემგონი 2 კვირაა პირიდან არ გამოუღია.
-რაც არ მაინტერესებს იმას რა თქმაუნდა არ მოვისმენ. საერთოდ რას წარმოადგენს ეგ თქვენი დემეტრე აბაშიძე! გაღიზიანებულმა წარმოვთქვი და ის იყო კითხვა უნდა გამეგრძელებინა რომ საშინლად უხეში ტონით მომმართეს.
-ჭორაობის მეტი საქმე არ გაქვთ! და შენ შკოლნიკ მალე გაიგებ ვინაა დემეტრე აბაშიძე! ისეთი საზიზღარი ხასიათის ტიპი იყო გული მერეოდა. მაგრამ უსიმპატიურეს გარეგნობას ვერ დავუკარგავდი.
კლასში დამრიგებელი შემოვიდა, დემეტრეს სახელი და გვარი წარმოთქვა მაგრამ იდიოტს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია , კლასის ბოლოში მერხზე დაიკავა ადგილი. როდესაც გვერდით ჩამიარა გაღიზიანებულს წამომცდა:
-თავზე შეყვარებული იდიოტი ვთქვი ჩემთვის მაგრამ გაიგო და ისეთი განრისხებული თვალები მომაპყრო ჟრუანტელმა დამიარა ტანში.
ამ კვირამ ჩვეულებრივ ჩაიარა, ბატონი დემეტრე გაკვეთილებს არ ესწრებოდა, მე კი მშვიდად ვისმენდი საგაკვეთილო მასალას.
კვირას საღამოს საშინლად იწვიმა, მთელი ღამე არ გადაუღია.
დილით საბუკამ გამაღვიძა, წასვლამდე ძალიან გამამხიარულა. დავითი დღესაც ადრიანად გასულა ოფისში, ამიტომ მომიწევდა სკოლაში ფეხით წასვლა.
სკოლამდე სულ რაღაც 2 წუთის სავალ გზა მქონდა დარჩენილი, გუბემ შემაფერხა რომელიც სავალი გზის 90% იკავებდა. ვფიქრობდი საიდან მომევლო რომ არ დავსვრილიყავი. ქუჩის ბოლოს შავი ლამბორჯინი გამოჩნდა, მძღოლი თანდათან უმატებდა სიჩქარეს უკვე უსაფრთხოდ გადმოვლახე გუბე, ლამბორჯინი გამითანაბრდა, მანქანა შუა გუბეში გაატარეს და ჭუჭყიანი წყალი შემომესხა მთელ ტანზე. ავტომობილიდან კი სატანური სიცილ ხარხარი გავიგონე და თვით სატანას მზერასაც წავაწყდი.
-ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა. ახლა რა ვქნა! სახლში დაბრუნებას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ თავის მოწეარიგებით გავემართე სკოლისკენ. საბედნიეროდ სელპაკი აღმომაჩნდა ჩანთაში. სამოსი ტალახის წვეთებისგან გავასუფთავე მაგრამ ძალიან სველი იყო. ცრემლებს ვერ ვიკავებდი ასეთ უძლურად არასდროს მიგბრძვნია თავი. მძულდა, მძულდა აბაშიძე, მთელი გულით. შეძლებისდაგვარად მოვიწესრიგე თავი და დაგვიანებით შევაღე კლასის კარი. მასწავლებელი არ იყო მიჩვეულნი ჩემ დაგვიანებას და ძალიან გაუკვირდა
-შეიძლება!
-ანასტასია?! მოდი (მარეხი მასწავლებელი)
-ჭაობის ბაყაყიც მოვიდა წამოიძახა ვიღაცამ ჩემ მიმართულებით და კლასმა ხარხარი ატეხა
-ჩუმად, სიჩუმე ჯანელიძე თავი შეიკავე კომენტარებისგან !
,,ჯანელიძე შენ ხომ, ეღირსები კიდევ გადაწერას შემაჯამებელზე" გავიფიქრე და ჩემს უძლურობაზე მწარედ გამეღიმა, ვინანე რომ უფლებას ვაძლევდი ამ უტვინოთა ბრბოს დავეჩაგრე და მასხრად ავეგდე. მასწვლებელს ვუსმენდი და თან ვფქრობდი: კიდევ ერთი წელი, და აქაურობას ჩამოშორდები. შენი მთავარი მიზანია ისწავლო. გაძელი ამ ყველაფერს.
----
მე-2 დღეა აბაშიძე სკოლაში არ მოსულა. მე კი თავისუფლად ვსუნთქავ. დამრიგებელმა დამავალა ბუღალტერის კაბინეტიდან საბუთები ამეტანა კლასში. ძალიან მძიმე და ბევრი იყო. გზას ძლივს ვხედავდი. მეორე სართულამდე უსაფრთხოდ ავედი.დერეფანში მივაბიჯებდი რომ ვიღაცამ მხარი გამკრა, წონასწორობა ვერ შევიკავე, წავკქეცი ხოლო საბუთები აქეთ იქით მოიფანტა. სწრაფად დავიწყე მათი შეგროვება, რათა სწრაფად გავცლოდი სატანას. როგორციქნა მოვრჩი და ბოლო საბუთის აღებას ვაპირებდი, რომ დამასწრო და ხელში აიტაცა ფეხზე წამოვდექი,.სხეული მთლიანად მიკანკალებდა, მან საბუთი ხელებში მოიქცია და შუაზე გადახია.
კმაყოფილმა გაიღიმა და გზა განაგრძო ისევ გამკრა მხარი მაგრამ ამჯერად წონასწორობა შევიკავე. დავიხარე და გადახეულ საბუთს დავხედე -ახლა რა გავაკეთო? რა პასუხი გავცე დამრიგებელს? ცრემლები მისველებდა თვალებს და საშინელად ვიყავი. ყოველთვის ახერხებდა სატანა ჩემს გამწარებას მე კი ყოველ ჯერზე დაუცველად ვგრძნობდი თავს. იმ დღეს დამრიგებელს არაფერი შეუმჩნევია. სკოლიდან წამოსულს საშინელ ხასიათზე ვიყავი. ისევ კანკალმა ამიტანა სახლთან მისულს დემეტრეს ლამბორჯინმა რომ ჩამიარა გვერდით. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როდესაც მისი მანქანა მეზობელ სახლთან გაჩერდა. სატანა მანქანიდან გადმოვიდა და სახლში შევიდა. საშინლად გავბრაზდი, მისი ხილვა სკოლაშიც არ მეყოფოდა ახლა ერთ უბანში ვცხოვრობთ.
სახლში შესულს საბუკა გამომეგება, ჩამეხუტა მაგრამ გაღიზიანებულმა ცივად მოვიშორე პატარა სხეული. საბუკამ ნაწყენი თვალები მომაპყრო და წასვლას აპირებდა როდესაც დავიჭირე, ის პუტკუნა ლოყები კოცნით ავუწითლე.
საბუკასთან თამაშმა ცოტა ხასიათზე მომიყვანა მაგრამ მაინც საშინლად გაღიზიანებული ვიყავი. გაკვეთილების მომზადებას შევუდექი, მაგრამ გული ვერაფერს დავუდე. გადავწყვიტე შხაპი მიმეღო და შემდეგ გამეგრძელებინა მეცადინეობა. აბაზანიდან გამოსულს საბა დამხვდა ოთახში რომელიც რაღაცას ხატავდა.
-საბა ეს რა გააკეთე რატომ დახატე ჩემს სასკოლო რვეულში ეს ხატვა კი არ ჯღაბვნაა, გადი სწრაფად ჩემი ოთახიდან.
საბუკა ტირილით და დედას ძახილით გაიქცა მისაღებში. 22 სთ -დე გაკვეთილებს ვამზადებდი. დაძინება მინდოდა მაგრამ სინდისი არ მაძლევდა ამის საშვალებას დღეს დემეტრეზე გაბრაზებულმა, საბუკაზე ვიყარე ჯავრი. თან ძალიან მომწყინდა ძმაიკოს გარეშე. როგორც ჩანს ძალიან ვაწყენინე რადგან დილით არ გამაღვიძა. სკოლაში ისე წავედი, სახლში არ შემინიშნავს.
- სულ ტყუილად დაეძებ შენზე ნაწყენია და თქვა სანამ სახლიდან არ წავა არ გამოვალ გარეთო
-შეხედე მაგას გამეღიმა ზოგჯერ მგონია რომ 70 წლის ბერიკაცია. ისე ჭკვიანურად საუბრობს.
-რა მოხდა გუშინ
-აუ დედა არ არის შენი საქმე და ნუ მეკითხები უხეშად ვუპასუხე დემეტრეს გახსენებისას საშინელ ხასიათზე ვდგებოდი
-კარგი თქვა ნაწყენი ხმით ნელიმ და სამზარეულოში ფუსფუსი განაგრძო. მე კი საშინლად გავბრაზდი საკუთარ თავზე როგორ შემეძლო ასეთი უხეში ვყოფილიყავი. ულაპარაკოდ დავტოვე სამზარეულო და სკოლაში წავედი.
ბატონი დემეტრე უკვე კლასში დამხვდა და როგორც ყოველთვის ყველა კლასელი გარს შემოხვეოდა.
გაკვეთილები ჩვეულებრივ მიმდინარეობდა, მე ვუსმენდი სხვები ჭორაობდნენ.
-აბაშიძე გადააგდე საღეჭი რეზინი
- არა !რასაც მინდა იმას დავღეჭავ ნინო მასწავლებელო ნაგლურად გაუღიმა.
-დავღეჭავ არა დავღეჭ უვიცი წამომცდა და მაშინვე ამიწვა მწველმა, გაღიზიანებულმა, მზერამ ზურგი.
სანამ სახლში დავბრუნდებოდი, გადავწყვიტე ჩემი დანაშაული გამომესყიდა. ნელის საყვარელი შოკოლადი ხოლო საბუკას ბეტმენის სახატავი, აკვარელები, ფანქრები, და საშლელები ვუყიდე.
-დე ბოდიში დილანდელისთვის ნაღვლიანად გავუღიმე და შოკოლადი გავუწოდე.
-არაუშავს დე, ყავას გავაკეთებ და შოკოლადი მივაყოლოთ გინდა?
-კი, საბუკა სადაა?
-მთელი დღე ფანჯარასთან იჯდა და გელოდა, როდესაც დაგინახა რომ დაბრუნდი, ოთახში გაიქცა და დაიმალა
-როგორც ჩანს ისევ ნაწყენია
-ხო გაეღიმა ნელისაც
-წავალ შემოვირიგებ ბატონ დევდარიანს
საბუკას ოთახში შევედი მაგრამ ვერსად ვიპოვე, ბოლოს საწოლის ქვეშ ვიპოვე!
-საბუკა აქ რას აკეთებ ?
-......
-აუ შემირიგდი რა, იცი როგორ მომენატრე! თან მე შენთვის საჩუქარი მაქვს
-ლა საჩუქალი?
- გამოძვერი და განახებ
საბა გამოფოფხდა საწოლის ქვემოდან და ჩემ პირდაპირ ჩამოჯდა.
-და და დამ
-აუ ლა მაგალია სახატავი!! გაუხარდა საბუკას და ჩამეხუტა
-შემირიგდი?
საბამ თავი დამიქნია და ლოყაზე მაკოცა. 30 საათი ვითამაშეთ მე და საბუკამ შემდეგ ვისადილეთ. მე სასწავლებლად ის კი სახატავად გამოიკეტა ოთახში.
-ტასო! გძინავს ?
- არა საბუკა მოდი
-აუ ველ დავიძინე და ნაცალქექია წამიკითხე ლა.
-კარგი მოდი
-ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა. დაამთავრა ზღაპრის წაკითხვა ანაატასიამ, საბას ჩასძინებოდა. წიგნი ტუმბოზე გადადო, საბუკას შუბლზე ეამბორა და ლანფა გამორთო.
დილით თმების წიწკვნამ გამოაღვიძა, საბუკა დაიკოს თმებზე ეთამაშებოდა.
-საბა მეტკინა ძამიკო!
-აუ ლა კაი თმა გაქვს!
-ხოოო რომელია საათი, სკოლაში არ დამაგვიანდეს!
ჯერ კიდევ 06:59 იყო
- საბა ასე ადრიანად რამ გაგაღვიძა ჯერ შვიდი საათია, მოდი დავიძინოთ რა
-ალა დაეჭყანა საბუკა ტასოს
ნახევარი საათი დილობდა ანასტასია ცოტა ხნით დაეძინა მაგრამ საბუკამ არ მოისვენა.
-ახლა ვიღაცას შევჭამ
საბუკა საწოლიდან გადახტა და მშობლების ოთახისკენ გაიქცა, მშობლებს შორის ჩახტა და საბნის ქვეშ დაიმალა.
-მშიერი მგელი მოვდივარ, აქეთ თიკანს ხომ არ ჩამოუვლია, ნეტავ სად დაიმალა ? თამაშობდა ტასო და სიცილს ძლივს იკავებდა საბუკას დანახვისას რომელსაც საბანი მხოლოდ თავზე დაეფარებინა და ფეხები უჩანდა.
-დაგიჭირე! შესძახა ტასომ. უმცროს დევდარიანებმა დათო და ნელი ჩაკოცნეს და ოთახი სიცილით დატოვეს.
ინგლისურის გაკვეთილი
ანასტასია გაკვეთილს ყვებოდა როცა აბაშიძემ შეაწყვეტინა
-i must wear school uniform და არა i can wear school uniform შენ ვალდებული ხარ ატარო სკოლის ფორმა.
ტასო შეპასუხებას აპირებდა როდესაც სიტყვა მასწავლებელმა ჩამოართვა.
-ანასტასია დემეტრე მართალია, დაჯექი.
მთელი გაკვეთილი დემეტრე და მასწავლებელი ინგლისურად საუბრობდნენ. თითქოს ვერ ამჩნევდნენ რომ გაკვეთილი იყო. ყველა აღრფთოვანებული უსმენდა მათ. ანასტასიას გარდა. იგი საშინლად გაბრაზებული იყო აბაშიძეზე და გრძნობდა თუ როგორ ევსებოდა გული მისდამი სიძულვილით.
დრო გადიოდა და დემეტრე დღითიდღე ამწარებდა ანასტასიას თავის ქმედებებით.მხოლოდ ღამე ტიროდა გოგონა, მხოლოდ მთვარეს ანახებდა თავის ცრემლებს. გაზაფხულის ბოლო დღეები იწურებოდა. ბუნება ზაფხულს ეგებებოდა. როგორ უყვარდა ტასოს ეს დრო, მაგრამ ახლა მხოლოდ შიშს და მწუხარებას დაესადგურებინა მის გულში. გამოცდები ახლოვდებოდა მას კი ძალიან აშინებდა ყოველივე, ამასთან ერთად დემეტრე აბაშიძეც რომელიც ყოველდღე ცდილობდა გოგონასთვის გული ეტკინა. უკვირდა ტასოს ძალიან უკვირდა დემეტრე ყველა დანარჩენს ადამიანურად ექცეოდა. რატომ მაინც და მაინც მას ტკენდა გულს?! ამ ნერვიულობის ფონზე ტასო ნაკლებს ჭამდა და ძალიან ბევრს მეცადინეობდა.
-ტასო გილოცავ დაბადების დღეს! ყვირილით შევარდა საბუკა დაიკოს ოთახში და თავზე დაახტა.
-აეე მაუგლი მეტკინა თავი გაუწყრა ტასო ძამიკოს
-ეს შენ გვირილების გვირგვინი დაადგა თავზე საბუკამ და დაიკოს ჩაეხუტა.
-მადლობ საბუკა, ეს საიდან გაჩნდა აქ? კითხა გვირილის გვირგვინზე,
-მე გავაკეთე, გახსოვს სოფელში ლომ ვაკეთებდით?! მასინ მითხალი ლომ ძალიან გიყვალდა კავილები. ხო და ცოტა დედიკოც დამეხმალა.
ტასო გააოცა ძამიკოს საუბარმა, ძალიან ესიამოვნა რომ საბუკამ ასეთი სურპრიზი გაუკეთა.
ოთახში ნელი შემოვიდა გილოცავ დე და დიდი ყუთი გაუწოდა ტასოს. ანასტასიამ ყუთიდან თეთრი გვირილებიანი კაბა ამოიღო, უყვარდა ანასტასიას კაბები მაგრამ არასდროს არ იცვამდა მათ, ნელის უცნაურად გახედა.
-გთხოვ რა ეს კაბა ჩაიცვი დედა, ვიცი არ გიყვარს მაგრამ ჩემი ხათრით 17წლის ხო ცხოვრებაში ერთხელ ხვდები. შეხედე როგორი უბრალოა.
-აუ ტასო ცაიცვი ლა ეგ კაბა მე ავალჩიე ჩაერთო საუბარში საბუკაც. ანასტასიას გაეცინა და თქვა:
-მხოლოდ ერთხელ, ისიც თქვენი ხათრით.
-ულაა ტაში შემოკრა საბუკამ და დაიკოს კიდევ ერთხელ ჩაეხუტა, შემდეგ კი დედასთან ერთად ოთახი დატოვა.
ტასომ გაბა ჩაიცვა, აქამდე შეკრული თმა გაიშალა, რომელიც ამ 6 წლის გამავლობაში გაზრდოდა, ფეხზე თეთრი ბალეტკები ჩაიცვა და ოთახი დატოვა.
-ვაუ ლა ლამაზი ქალ ანასტასია შეჰყვირა საბუკამ ანასტასიასკენ გაიქცა და ჩაეხუტა.
-როგორ მოგიხდა დედა, რა ლამაზი ხარ ტასო წარმოთქვა აღფრთოვანებულმა ნელიმ.
-მამა სად არის?
-სამსახურში ადრიანად გავიდა.
უპასუხა ნელიმ და შეუმჩნევლად ჩაეღიმა.
ტასომ მოიწყინა და გაუკვირდა დავითის ეს საქციელი, არაფერი შეიმჩნია,უჭმელად გავიდა სახლიდან. სკოლაში შესულს ყველა გაკვირვებული უყურებდა, გოგონა მართლაც ულამაზესი იყო. არავის არ გამოუხატია აღრფთოვანება ხმამაღლა, ისე იქცეოდნენ ვითომ ამ ულამაზეს არსებას ვერ ამჩნევდნენ. ბევრმა შპაკლიანმა შურით გადახედა ტასოს. კლასში შესვლისთანავე ზარი დაირეკა. პირველი გაკვეთილი სულ რაღაც 15 წუთის დაწყებული იყო როდესაც კლასში დამრიგებელი და ახალი მოსწავლე-ანდრეა ჯანელია შემოვიდნენ. ქალბატონმა ნანამ ანდრე კლასს წარუდგინა და ერთადერთ ცარიელ მერხისკენ მიუთითა რომელიცც ტასოს გვერდით იყო ცარიელი. ანდრეამ შემოსვლისთანავე შეამჩნია გოგონა და არ დაგიმალავთ ძალიან მოეწონა.
-ანდრეა ჯანელია ხელი გაუწოდა ბიჭმა ტასოს დაჯდომისთანავე. ანასტასიამ გაკვირვებული შეხედა და ძლივს უპასუხა
-ანასტასია დევდარიანი
ანდრეას კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა მაგრამ ტასომ თავი გაატრიალა და მასწავლებელს შეხედა.
მეოთხე გაკვეთილი ბიოლოგია ჰქონდათ. ანასტასი თავს შეუძლოდ გრძნობდა, დროდადრო აღარაფერი აღარ ესმოდა. მაგრამ არაფერს იმჩნევდა. მთელი ამ დროის განმავლობაში გრძნობდა ვიღაცის მწველ მზერას უკნიდან. მაგრამ რამდენჯერაც სცადა გაეგო ვინ უყურებდა, ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნა. მასწავლებელმა კითხვა დასვა ტასო ჰეხზე წამოდგა და სწორი პასუხი გასცდა დაჯდომას აპირებდა როდესაც ძირს დავარდა თავი სკამს მიარტყა და გონება დაკარგა.
----
დემეტრე
თვალს ვერ ვაშორებდი ტასოს ისეთი, უბრალო, ლამაზი და საყვარელი იყო. თავს ძლივს ვიკავებდი ის ნაბი....ი ანდრეა ასე რომ უყურებდა, მინდოდა მომეკლა. დემეტრე გამოფხიზლდი შენ გძულს ანასტასია, შემომძახა მეორე მემ და გამომაფხიზლა.გაკვეთილები უაზროდ გადიოდა ბიოლოგია გვქონდა. რატი ვერ ისვენებდა, ანდრეა გიორგის ელაპარაკებოდა. ჩემი გოგო ადგა და მასწავლებელს კითხვაზე სწორად უპააუხა. აუ ჩემი რა მჭირს უკვე ,,ჩემსას" ვუწოდებ. რატიმ ტასოს სკამი შეუმჩნევლად გამოუწია. მეგონა მიხვდებოდა ტასო მაგრამ მწარედ შევცდი რამოდენიმე წამი გავიდა მაგრამ ტასო ფეხზე არ წამომდგარა. ანდრეა მოტრიალდა და დაიყვირა გონება დაკარგა-ო. ხელში უნდა აეყვანა მაგრამ გაუცნობიერებლად წამოვდექი
- ხელი გაუშვი! შენ კი მოგხედავ ახვარო ვუღრიალე რატის. ტასო ხელში ავიყვანე და მედპუნქტისკენ წავედი.
---
რამოდენიმე საათი უგონოდ იყო ტასო. სკოლის ექთანმა გააღლილი, უჭმელი იქნებოდა და იმიტომ დაკარგა გონებაო.
----
თავის საშინელმა ტკივილმა გამომაფხიზლა. ოთახი არ მეცნო და შემეშინდა, შიში გამიორმაგდა როდესაც ოთახში დემეტრე დავინახე. ერთხანს მიყურა. მე შეშინებული ვუცქერდი მეგონა რამე საშინინელებას მეტყოდა, მაგრამ შევცდი ფეხზე წამოდგა მოახლოვდა. შემეშინდა თავი გვერდზე გავატრიალე. ტუჩები შუბლზე მომადო მაკოცა და ყურში ჩამჩურჩულა
-დაბადების დღეს გილოცავ ანასტააია. შემდეგ კი ოთახი დატოვა. რამოდენიმე წამში ექთანიც შემოვიდა.
- რა დამემართა?
-გონება დაკარგე გოგონა, როგორც ჩანს დილით არ გისაუზმია.
-თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
-დემეტრეს აქ რა უნდოდა?
-იმ ყმაწვილზე ამბობ ხო, მან მოგიყვანა, ძალიან ნერვიულობდა შენზე, კარგი ბიჭია ექთანმა თვალი ჩამიკრა და ოთახი დატოვა 1სთ-ში სახლში ვიყავი, მზე დიდი ხნის ჩასული იყო. სახლიდან სინათლე არ გამოდიოდა რაც ძალიან მეუცნაურა. კარი ფრთხილად შევაღე და
-სურპრიზი დაიყვირა საბუკამ და ჩემსკენ გამოიქცა.
ბებო, ბაბუა, მამა,დედა,საბუკა, , ვიღაც გოგო, ორი შუახნის ცოლქმარი და მოშორებით მდგარი დემეტრე დამხვდა მისაღებში საჩუქრებითა და ტორტით ხელდამშვენებულნი. ძალიან გამიკვირვა და შემაშინა დემეს ჩემს სახლში ყოფნამ.
-ანასტასია მოდი სანთლები ჩააქრე გამიღიმა ნელიმ.
-მოიცადე ძელ სულვილი ცაიფიქლე შეჰყვირა საბუკამ. მისი მხიარულება მეც გადმომედო ვანიშნე ჩემთან მოსულიყო
-საბუკა მოდი ერთად ჩავაქროთ სანთლები
-ულააა! დაიყვირა საბუკამ ჩემთან მოვიდა, ხელში ავიყვანე და ერთად ჩავაქრეთ სანთლები.
ნელიმ ტორტი მაგიდაზე დატოვა და მისი დაჭრა დაიწყო.
-მა გილოცავ ჩემო ჭკვიანო, სულ ბედნიერი მყავდი! გადამეხვია დავითი და გასაღები ააჩხაკუნა.
-ეს რა არის? ვიკითხე გაოცებულმა
-ეს შენი ახალი ბინის გასაღებია, გამიღიმა დავითმა
-აუ მაგარია მადლობა მა ჩავეხუტე გახარებულმა დავითს.
-ტასო ალბათ გახსოვს ნოდარია, ნანა, მისი ქალიშვილი ქეთა და დემეტრე. მე და ნოდარი ბიზნეს პარტნიორები ვართ, დემეტრე კი ალბათ გემახსოვრება ერთად თამაშობდით გაიღიმა დავითმა. 9 წლის წინ გადავიდნენ ამერიკაში საცხოვრებლად.
ხელი ჩამოვართვი ბატონ ნოდარს, ქეთის გავუღიმე ქალბატონმა ნანამ საჩუქარი გამომიწოდა
- როგორ გაზრდილხარ და გალამაზებულხარ ანასტასია გილოცავ!
-მადლობ!
-დემეტრე მოდი შვილო მიესალმე ანასტასია
- არაა საჭირო ნანა კლასელები ვართ
-მერე ახლა უნდა თქვა შე კაცო ეგ ?! გაუწყრა შვილს ნოდარი.
როგორც იქნა მოვრჩი სტუმტების გაცნობას და ბებიასთან და ბაბუასთან მივედი, ორივეს ჩავეხუტე და დავუკოცნე დანაოჭებული ლოყები.
-მოდით სუფრა გაშლილია
-წავალ გამოვიცვლი კიბეებზე ავდიოდი როცა ნელის მზერა დავიჭირე ,,არ გამოიცვალო მოგკლავო" მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და ოთახში ავედი. ჯინსის ბრიჯი და უკლავო მაიკა ჩავიცვი თმის შეკვრას ვაპირებდი, კარზე კაკუნი გავიგონე.
-სეილება? მითხრა ღიმილით -მოდი საბუკა
-დედამ თქვა მალეოო!
არ მინდოდა ქვემოთ ჩასვლა და დემეტრეს ნახვა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა ბოლოს და ბოლოს ჩემ დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
-აუ ლა ტასო ლატო გამოიცვალე კაბა, ლამაზი იკავი.
-კიდე ჩავიცვამ ხოლმე ოღონდ სახლში.
-კალქი, ტასო იცი ხვალიდან მე ბაღში ვიწკებ სიალულს
- რა მაგარია!
-ხო მეც გამიხალდა
-წამოდი ქვემოთ ჩავიდეთ
-აუ მოიცადე, საწოლზე დაჯექი ლა
-კარგი
საბა საწოლზე ამოძვრა თმის სამაგრს ხელი მოკიდა და ძალიან სწრაფად მომაძრო, შემდეგ ოთახიდან გავარდა და კისკისით ჩაირბინა კიბეები.
-ოხ საბუკა საბუკა გამეცინა მის ქცევაზე. უჯრიდან ახალი სამაგრი ამოვიღე და თმა კოსად გავიკეთე.
დემეტრეს პირისპირ მომიწია დაჯდომა. ყველა მხიარულობდა ჩემ და მის გარდა მე მის ყველა შემოხედვაზე ტანში ჟრუანტელი მივლიდა. დროდადრო გამეღიმებოდა საბას შემხედვარეს: როგორ ცდილობდა ჩანგლით ტორტი სწორად ეჭამა, მაგრამ მთელ სახეს მაინც ტორტით ითხუპნიდა. დემეტრე კი იჯდა ჯმუხი სახით და ჩუმად აპარებდა ჩემკენ თვალებს.
------
დემეტრე
სახლში მისულს მთელი ოჯახი დამხვდა. ქეთათო გამოიქცა, ჩამეხუტა და ლოყები დამიწითლა, დედა თბილად გადამეხვია, ნოდარი კი უბრალოდ მომიკითხ. დიდად არ მიმიქცევია, ნოდარისთვის ოთახში ავედი და ლოგინზე წამოვწექი. ისევ ანასტააიაზე დავიწყე ფიქრი როგორ აშინებს ჩემი ყვლა შემოხედვა და შეხება. ნაგავი ხარ აბაშიძე ნაგავი, რას ერჩი მაგ გოგოს, შემომიძახა სინდისმა. უკვე მეორე დღეა ეგ გოგო ძილის საშვალებას არ მაძლევს. ოთახში შეთა შემოვიდა.
-დემე ადექი მოვდივართ
-სად?
-მეზობლად, დაბადების დღეზე
-არ მოვდივარ წადით უჩემოდ
-დემე კარგი რა ხომ იცი ნოდარი როგორ გაბრაზდება გირჩევნია წამოხვიდე.
-ფეხებზე შენი ნოდარი!
-ძამიკო კარგი რა
-ხო კარგი კარგი ვისთან მივდივართ?
-დევდარიანებთან
ანასტასიას გახსენებაზე დემეტრეს გაეღიმა, ქეთას კი ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია.
-რა ხდება ძამიკო რაღაც საეჭვოდ იღიმები რას მიმალავ?
-რას გიმალავ გოგო ხომ არ გაგიჟდი?! გადი მალე ოთახიდან.
ქეთიმ სიცილით დატოვა ოთახი და ძამიკო ჩაფიქრებული დატოვა.
ახლა კი ზის დემეტრე ტასოს პირდაპირ და თავს აიძულებს არ შეხედოს. მაგრამ ყოველი მცდელობა უშედეგოდ მთავრდება. ამ პატარა გოგონამ სულ მთლად მოიცვა მისი არსება, მაგრამ ამაში თავს არ უტყდება.
დაბადების დღემ ჩვეულებრივ ჩაიარა, აბაშიძეებმა მალე დატოვეს მასპინძლის ოჯახი. ქეთას ძილი მოერია მაგრამ, დაძინებას არ აპირებდა, გაკვეთილების მომზადება დაიწყო ღამის 2სთ-ზე დაამთავრა და დადო თუ არა თავი ბალიშზე მაშინვე ჩაეძინა. აი დემეტრეს კი არ ეძინა, ტასოს ოთახის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ოთახში გადავიდა და მთელი ღამე აკვირდებოდა ფანჯრიდან, გოგონას ჩრდილს რომელიც დაღლილობის მიუხედავად მაინც ამზადებდა დავალებებს. ხვდებოდა დემეტრე რომ ტასოზე ფიქრს ვერ იშორებდა თავიდან. და ყოველი მისი სახელის გაგონებისას უცნაურის სითბო ეღვრებოდა გულში. გადაწყვიტა ტასოზე ფიქრი შეეწყვიტა. ერთ კვირა სკოლაში არ წასულა. მთელ დღეებს ბარებში და გოგონებთან ფლირტში ატარებდა. სახლში კი გვიან ღამით ბრუნდებოდა. როდესაც მიხვდა რომ უკვე აღარაფერი შეეძლო , გადაწყვიტა ტასოს დაახლოებოდა, იცოდა რომ ეს რთული იქნებოდა რადგან გოგონას იგი სძულდა , მას კი ასე თავდავიწყებით უყვარდა დევდარიანი.



№1  offline მოდერი Kira

აუ ძალიან მომეწონა love wink მალე დადე რა შემდეგი თავი love
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№2  offline წევრი ninonino7500

დზმაგარია :* მალე დადე რა :* :*

 


№3 სტუმარი anna

Axali tavi ? Es xo ido :((

 


№4  offline წევრი nuki-nuka

მომეწონა ძალიან და ველოდები მეორე ტავს.

 


№5  offline წევრი შიკალატკა

ძალიან საინტერესო და საყვარელი მოთხრობაა! ❤️ სულმოუთქმენლად ველი შემდეგ ნაწილს!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent