გაურკვეველი ქორწინება (1 თავი)
გეგა ბაქრაძე-28 წლის ნანა დედალამაზიშვილი-გეგას დედა დადა ბუჩუკურია-28 წლის, გეგას საუკეთესო მეგობარი ნინე ბაქრაძე-18 წლის. გეგას და. _____________________________________________________________________________________________ ელენა მაკალათია-20 წლის. ნუნუკა გოდუაძე-დედა გურამ მაკალათია-მამა თამთა ლორია-22 წლის, საუკეთესო მეგობარი. დადა მაჩხოშვილი-30წლის გაურკვეველი ქორწინება თავი პირველი. _გაიღვიძებ, ელენა! გაიღვიძებ და ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, შენ შენს ოთახში გაიღვიძებ, ისევ ივლი უნივერსიტეტში თამთასთან ერთად, ისევ ისეირნებ დადასთან კუს ტბაზე. მორჩა, ყველაფერი, მორჩა.-თვალდახუჭული იმშვიდებდა თავს გაურკვევლობაში მყოფელი. რამდენჯერმე დაახამხამა თვალები, რომ როგორმე „მზერა გაეწმინდა“ და თავის ვარდისფერ ოთახში გამოღვიძებოდა, თუმცა ეს ყველაფერი უშედეგო გამოდგა. კიდევ ერთხელ მოავლო ჩაბნელებულ ოთახს თვალი, ლურჯი შპალერი რუხს და შეუვალს რომ ხდიდა. _ჩემგან რა უნდა უნდოდეთ? აშკარაა, მდიდარი ოჯახია... არამგონია, მამაჩემს ვინმესთნ მილიარდები მართებდეს.. ალბათ რამე დავაშავე,-ბურტყუნებდა ხმაჩამწყდარი და ადგილს ვერ პოულობდა. შიშისგან, თუ სისუსტისგან დამძიმებულ სხეულს ძლივს ითრევდა. ქუთუთოები საშინლად ტკიოდა და თვალების აციმციმებასაც ვერ ახერხებდა, ირგვლივ მიმოხედვა რაღაა. ქვედა ტუჩი გამეტებით მოიკვნიტა და შიშისგან დააკვესა ცრემლაკიაფებული თვალები. კანკალმა ერთიანად აიტანა კარზე ჩხაკუნი რომ გაისმა. ახლა ვერაფერს გრძნობდა გონებაში მოწოლილი სასოწარკვეთილების გარდა. ხელის ბალიშები სულ დაუბუჟდა, ფეხებსაც ვერ ამოძრავებდა, თითქოს რაღაც უხილავმა ზღვარმა, ძალამ, ან ზონარმა საწოლზე ტკიპასავით მიაკრა. როგორც ჩანს, დერეფანში კაშკაშა ნათურა ანათებდა, რადგან გაღებული კარიდან სინათლე საძინებელშიც შემოვიდა. იქ მდგარმა მაღალმა სილუეტმა სულ გადარია და შეშალა ისედაც შეშინებული მაკალათია და ლამის ბოლო ხმაზე დაიწყო ღრიალი. იმდენად დიდი იყო მამაკაცის ფიგურა, ამას ვარაუდიც არ დასჭირდებოდა, რომ მამრობითი სქესის წარმომადგენელი იყო, თუმცა ამაზე ფიქრისთვის ნამდვილად არ ეცალა გოგონას, პატარა კრავივით კანკალებდა მგელი რომ თავს დაადგება და გასაქცევი არსად აქვს. _აქ რა მინდა?!-ამოიწუწუნა წრუწუნასავით და ობლად ჩამოგორებული ცრემლი, საჩვენებელი თითის მოქნევით ამპარტავნულად ჩამოიშორა. _დაწყნარდი, აქ შენი კეთილდღეობისა და მომავლისთვის ხარ, არაფრის დაშავებას არ ვაპირებ!-მკაცრი, ინტონაციური ბარიტონი სასიამოვნოდ მოხვდა მაკალათიას ყურის ბარაბნებს, თუმცა არც ხმის მომხიბვლელობის გასაზომად ცხელოდა. _აბა დამაბრუნე სახლში, რას მერჩი?!-თავისას იმეორებდა გოგონა და მოკეცილ მუხლებს ისევ ეგოისტივით ეხუტებოდა. _არაფერს არ გერჩი-თქო, ვერ გაიგონე რა გითხარი?! ერთხელ ნათქვამს არ ვიმეორებ,-ისევ შეუვალი, მკაცრი ხმით უთხრა გოგონას და შუქით გაანათა აქამდე ჯოჯოხეთივით ჩაბინდებული ოთახი. მაღალ, საოცრად სიმპათიურ მამაკაცს წააწყდა, რუხი,ლურჯი თვალებიდან ჯიქურ რომ უმზერდა შეშინებულ გოგონას, კრიჭა კუშტად შეეკრა და როგორც ჩანს ხმის ამოღებას არც ის აპირებდა, ერთმანეთის თვალიერებას რომ მორჩნენ, გოგონამ კიდევ ერთხელ გაბედა ხმის ამოღება, მის წინ მდგარი სილუეტი ვერსაიდან რომ ვერ იცნო. _ვინ ხარ?! ამიხსენი მაინც, რა გინდა, რას მოითხოვ ჩემგან!-სიმკაცრე შეერია ტონში მაკალათიას, მაგრამ ვაი იმნაირ სიმკაცრეს, კაცის შეტყუპებულ წარბებთანაც რომ უძლური იყო. _გეგა ბაქრაძე, ტყუილად მეკითხები, მაინც არ მიცნობ და მერე მეორეც, შენგან არაფერს მოვითხოვ, უბრალოდ იცოდე, რომ დღეიდან ჩემი მეუღლე ხარ და ამ სახლში მოგიწევს ცხოვრება! _რა-ა?!-გაკვირვებულს, კიდევ ერთხელ ეგონა რომ სიზმარში იყო, მსგავსი მომენტები, მხოლოდ სიზმრად უნახავს და სასაცილოდაც არ ყოფნიდა დილით გაღვიძებულს, ახლა კი როგორც ჩანს ეს ყველაფერი რეალურად ხდება, რასაც გულის მტკივნეული ბაგა-ბუგი და გამაყრუებელი წუილი უმტკიცებს.- რა სისულელეებს ამბობ?! მე ჯერ გათხოვებას არ ვაპირებ! _მშვენივრად გეტყობოდა რასაც აპირებდი დადა მაჩხოშვილთან ყოფნის დროს!-გაბრაზებულს გამოსცრა კბილებში და იქვე ლურჯი ფერი პუფში მოწყვეტით ჩაეშვა. _შენ რა იცი დადაზე?!-სულ გადაავიწყდა აქ რისთვის ან რატომ იყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს მაინც არ იცოდა, ახლა ის უნდა გაერკვია დადა რა შუაში იყო. _მეტს არაფერს ვამბობ, ერთი კი ვიცი, დადა მაჩხოშვილთან შეხება აღარ გექნება დღეიდან!-მკაცრი ტონი შეინარჩუნა გეგამ და გოგონას წარბაწეულმა შეხედა. _ამას შენ ამიკრძალავ?!-ირონია შეურია ელენამ ხმაში, აშკარად ეტყობოდა, რომ გაგულისდა ბაქრაძესთან. _ზუსტად, და სანამ მკითხავ გეტყვი, რომ ამას იმიტომ გიკრძალავ, რომ შენი ქმარი ვარ.. მომავალი.-დაამატა ბოლოს და არც მან დააკლო გოგონას ირონია. _ჩემი მომავალი ქმარი შენ არ იქნები, იცი რატომ?! მე შენ არ მიყვარხარ, მე დადა მიყვარს და მას გავყვები ცოლად! _რამხელა ამბიციები ჰქონია ქალბატონს. ნუ ნაღვლობ, შენ არც პირველი და არც უკანასკნელი იქნები, რომელიც უსიყვარულოდ გათხოვდა. რაც შეეხება დადა მაჩხოშვილს, მაგ ტერორისტის და ა*ვრის დავიწყება მოგიწევს, ამის გარანტიას მე გაძლევ!-გამოსცრა ბაქრაძეს. აშკარად დაეტყო, გოგონას ნათქვამმა რომ გააღიზიანა. _რა გინდა, ადამიანო?! შემეშვი, ხომ ვცხოვრობდი ჩემთვის ბედნიერად?! რას გამოჩნდი?!-ცრემლმორეული აწუწუნდა და თავი დახარა, არ შეეძლო ამ სიმპათიური ბაყბაყ-დევისთვის ყური დაეგდო და მისთვის ცრემლები დაენახვებინა. _დამიჯერე, მერე მადლობას მეტყვი და როცა ყველაფერი მოგვარდება, გპირდები, აუცილებლად გაგშორდები. შენი ბედნიერება კი მალევე დიდ ტანჯვად იქცეოდა, ახლა ამ ოთახში რომ არ იყო!- თითქოს უთანაგრძნო გოგონას, თუმცა მაინც შეურია ხმაში სიმკაცრისა და შეუვალობის ნოტა. _დადა რა შუაშია ჩემს ბედნიერებასთან?!-იმ ადამიანის ხსენებას მაინც არ ეშვებოდა გოგონა, ასე რომ აღიზიანებდა ბაქრაძეს. _წესი ნომერი პირველი, ჩემს, უკვე ჩვენს სახლში, არც მაგ კაცის სახელს და არც გვარს არ გავიგონებ! წესი მეორე, ეს ყველაფერი ისევ და ისევ შენი ბედნიერებისთვის კეთდება და არა ჩემი! _კარგი „ჩვენ რომ ვიცით“ ის რა შუაშია?!-მობეზრებულმა ჩაილაპარაკა, ამით ერთი მხრივ ეცადა კიდეც დაემალა შიში, რომელიც სადაცაა ისედაც გაუქრა. ახლა მისი არსება მხოლოდ შინაგან უკმაყოფილებასა და წყრომას მოეცვა, გაბრაზებასთან რომ ქმნიდა ნაზავს. _ეგ კაცი მალე გაგაუბედურებდა, ვიცი. მე კიდევ უბედურების თავიდან აცილებაში დაგეხმარე! მორჩა ამაზე საუბარი, თემა დახურულია! საღამოს რვაზე სავახშმოდ ჩამოდი,-ამ სიტყვებით დატოვა უკვე გოგონას ოთახი და კარი გაიჯახუნა. „ამას ასე არ დავტოვებ, რას ქვია უკვე ვთხოვდები?! თან ვიზე..ამ.. ამ სიმპათიურ ბაყბაყ-დევზე?! დადას ცილს წამებს, დარწმუნებული ვარ, არც თვითონ იცის რაში, მაგრამ ფაქტია ცილს წამებს. გავიქცევი, აუცილებლად გავიქცევი აქედან. მანამდე კი თავი უნდა მოვაჩვენო, თითქოს ყველაფერს უკვე შევეჩვიე. ამის ცოლი მაინც არ გავხდები, მე დადა მიყვარს!“ თავს იმშვიდებდა მაკალათია, თუმცა თვითონაც კარგად იცოდა, ბაქრაძე უჭკუო კაცი რომ არ იქნებოდა და ასე ადვილად გაქცევის საშუალებას არ მისცემდა გოგონას. ეცადა შიში დაემალა, ასე რომ კვეთდა ძვლებს და ნაბიჯის გადადგმის საშუალებას არ აძლევდა.. ცემლები ახრჩობდა, თუმცა მაინც ჯიქურ ებრძოდა წინააღმდეგობას, მან ხომ იცოდა, აუცილებლად იგემებდა მწარე მარცხს, მაგრამ ამაზე საფიქრალი დრო აღარ იყო. უნდა წაყოლოდა დინებას, მის საპირისპიროდ რომ მოძრაობდა ამჯერად. ბინა მყუდრო იყო. საძინებლისგან განსხვავებით, სხვა ოთახები თბილ ფერებში იყო გაწყობილი, რაც ნამდვილად ესიამოვნა, ცივი, ლურჯი ფერის შემდეგ მაკალათიას თვალებს. გრძელი კოლიდორიდან საშუალო ზომის მისაღებში გავიდა, სადაც წრეზე დივანი იდგა,თეთრი, ალაგ-ალაგ შავი პატარა ბალიშები უსწორმასწოროდ ეყარა,რაც ლამაზიც იყო და კონტრასტულიც. ფეხების ცოცებით გავიდა სამზარეულოში, ყოველთვის ასე იქცევა, როცა მისი ფუმფულა დათუნიები ეცვა ფეხზე, ახლა კი იგივე შიშველი ტერფების მეშვეობით უნდა გაკეთებინა. სამზარეულოში, მინის მაგიდასთან იჯდა და სალათს ურიაქცეოდ შეექცეოდა. გოგონას ტირილისგან აწითლებული ცხვირი რომ დაინახა, მთლად წაეშალა სახე და ჩანგალი უხმაუროდ დადო თეფშზე. _ელენა, დამიჯერე, საპანიკო აქ არაფერია,-მშვიდი ხმით დაიწყო,-როცა ყველაფერს გაიგებ, აუცილებლად გავშორდებით, ახლა ასე მოგვიწევს ცხოვრება. _შენთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა? რაც არ უნდა იყოს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია! არ ვაპირებ ცოლად გამოგყვე! ახლავე მითხარი ყველაფერი!-გაკაპასდა გოგონა და ოდნავ აუწია ხმას. _ტონი აკონტროლე,ელენა! პირველად მომყავს ცოლი, მგონი, ოცდარვა წლის ასაკში, ეს ნორმალური უნდა იყოს!-გაბრაზდა ბაქრაძეც და ფეხზე დენდარტყმულივით წამოხტა. _არ გამოგყვები ცოლად-თქო!-თვალდახუჭულმა უთხრა მაკალათიამ. ასე მაშინ აკეთებს, საშინლად გაბრაზებული რომაა და ცდილობს თავი დაიმშვიდოს. _შენ მაგას უკვე აღარავინ გკითხავს, კრინტი!-გაბრაზებულმა შეკრა კრიჭა ბიჭმა და ისევ შეუდგა ვახშმობას. _სვანი,-ჩაიქირქილა თავისთვის, ჩუმად და წარბებიდან ამოხედა ბაქრაძეს, კიდევ უფრო გაბრაზებული რომ უყურებდა ელენას. _რას ერჩი სვანებს, ვერ გავიგე?! _არაფერს, უბრალოდ შენმა შეწინააღმდეგების უნარმა, სვანები მომაგონა,-თავი იმართლა მაკალათიამ, არა და მართლა ასე ფიქრობდა, სულაც არ მიიჩნევს სვანებს „სალანძღავ“ ხალხად, პირიქით გიჟდება მათზე. _შენთვის ჯობია მასე იფიქრო, ცოლო!-გამოაჯავრა გოგონა და ღიმილით შეუდგა ჭამას. „ეს ადამიანი უკვე ნერვებს მიშლის“-ესღა გაიფიქრა გულში, ისიც ჩუმად, ესეც არ გამიგოსო და მანაც გადაიღო საჭმელი, თორემ კუჭი შიმშილობისგან უკვე აგინებდა. _______________________________________ დადადამ! დავბრუნდით მე და ჩემი ქორწილები!! ისეთი რამ მაქვს ჩაფიქრებული, ამ საიტზე საერთოდ რომ არ დაწერილა!! ხვალ დავდებ ახალ თავს, ვეცდები დიდი დავდო უფრო!! თქვენი კომენტარები მამხნევებს და გთხოვთ, გამოთქვათ თქვენი აზრი! მოსიყვარულე ლუცი’ფერი :დდ ფოტოებზე გეგა და ელენა არიან! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.