მე + შენ = ჩვენ ( თავი 18 )
"არ ვიცი რას წერენ პირველ სიტყვას ან რა წინადადებით იწყებენ დღიურის წერას ... არ ვიცი ,რადგან არასდროს მქონია სურვილი ჩემი ფიქრები და გრძნობები ფურცელზე გადამეტანა ...ერთ-ერთ tvshow- ში ნანახი მაქვს როგორ ამბობენ 'dear diary ', ქართულად კი ცოტა უცნაურად ჟღერს ეს სიტყვები... თუმცა ვგრძნობ ჩვენ ერთმანეთს დიდხანს ვეღარ დაგვაშორებენ ... ისე ირონია არაა ?! მას რომ დღიურს ვჩუქნიდი რას წარმოვიდგენდი თუ ოდესმე მეც დამჭირდებოდა ... აი უკვე ორი დღეც გავიდა , მხოლოდ ორი დღე ... თუმცა საკმარისი იმისთვის,რომ ყველა გრძნობა და ემოცია განმეცადა ... ორი დღეა ის აქ არ არის ...და მის გარეშე კი ყველაფერი ჩვეულებრივია. ილო წავიდა , წავიდა ქვეყნიდან , წავიდა უნივერსიტეტიდან , წავიდა თბილისიდან , წავედი ალბათ ჩემი ცხოვრებიდანაც . თუმცა შენ არ იცი ხო ვინ იყო ილო ბარათელი ?! ილო ... ის მწვანეთვალება ბიჭი იყო... რომელიც სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში . სრულიად დაუგეგმავად შემიყვარდა და სრულიად წარმოუდგენლად დამთავრდა ეს ყველაფერი ... უკვე ორი დღე გავიდა არ დაურეკავს . არ მოუწერია . ალბათ ველოდი დარეკვას ?! მოწერას ?! არ ვიცი შეიძლება.... იქნებ მე უნდა დავურეკო ან მივწერო ?!იქნებ ის ელის ჩემგან პასუხს... არვიცი . არეული ვარ ,ვერ ვხვდები როგორ მოვიქცე... რაღაც მაჩერებს რომ დავურეკო და ვუთხრა რომ .... მაგრამ ვერ ვდგამ ნაბიჯს და რა ვქნა ? არვიცი . არვიცი . და კიდევ ერთხელ არვიცი . ასე მგონია არაფერი არ ვიცი. აი ესაა მთელი ისტორია დღიურო.. უცნაურად ჟღერს უსულო საგანს პირდაპირ რომ მივმართავ... მაგრამ მჯერა შენ მალე ძალიან ახლობელი გახდები ჩემთვის. " დავხურე დღიური ,ავდექი და აივანზე გავედი. მზიანი დღე ,მაგრამ მაინც ციოდა ... როგორც ზამთარს სჩვევია ისე , გარეგნულად ამ ქუჩებს ,ამ უბანს ამ ორ დღეში შეცვლილი არაფერი ეტყობოდა მაგრამ ჩემთვის ... ჩემთვის ყველაფერი სხვანაირი იყო ... უცბად მობილურის ხმა გავიგე ვიღაც მირეკავდა ...გიჟივით შევვარდი ოთახში, მივვარდი მობილურს ,დავხედე ეკრანს და სანდროა . ხო რა თქმა უნდა... " ლილე " " ჰოო" " როგორ ხარ?" " სანდრო ყოველ ერთ საათში დარეკვა და კითხვა 'როგორ ხარო' მგონი ცოტა არა ნორმალურია არა?!" " კაი ტოო " "ვიცი რომ ჩემზე ზრუნავ ... ისიც ვიცი რომ ზედმეტი მომივიდა იმ დღეს ... მაგრამ შენც ხო იცი არ ვარ ეგეთი ისტერიჩკა ტიპი ...უბრალოდ მაშინ რა დამემართა არ ვიცი და გთხოვ ყოველ წუთში ნუღარ გამახსენებ და ნუ მკითხავ როგორ ხარ თორე უკვე მართლა გავგიჟდები " " კაროჩე გადამიარე ცვეტში რა " " უბრალოდ - " " კაიი გასაგებია ...პროსტა უნდა მეთქვა რომ შუალედურების კვირა იწყება და მობილიზდი თქო " " უკვე დრო დამიდგა, რომ სანდრო მოითხოვს ჩემგან სწავლას ?!" " რა შუაშიაა ტო ... პროსტა უაზრო ფიქრების ნაცვლად იმეცადინე და გადაერთვები რა, თან რა იცი იქნებ უფრო მეტი ცოდნა შეგივიდეს ტვინში და მოხვიდე გონს " " სანდრო " " ჰო კაი ... " " აუ ისე მეზარება ეხლა კონსტიტუციის თავი მაქვს ?! ან ვაფშე რა უაზრო დროსაა რაა" " შენ რა გიჭირს მე კიდევ, ხუბუა აიი ყველა ვარიანტში მეტენება ...კაროჩე ყელშია უკვე რს " " რა ვქნათ ,უნდა გავუძლოთ სხვა გზა არაა " პაუზა იყო . არვიცი ალბათ იმიტომ რომ ეს ბოლო სიტყვა უაზროდ კვლავ ' დეპრესიული ' გოგოს ინტონაციით გამომეთქვა. " კაი ჭკვიანად იყავი დაგირეკავ მერე" " კაიი მიდი " გავუთიშე სანდროს და სამზარეულოში გავედი ,დედაჩემი როგორც თვითონ მითხრა ჩემს საპატივცემულოდ ,ჩემს საყვარელ ნამცხვარს აკეთებდა. მივუჯექი მეც მაგიდას ,სასიამოვნო იყო ეს ყველაფერი : გარეთ ზამთრის მზიანი დღე, დედაჩემის ღიმილიანი სახე და უგემრიელესი სურნელით გაჟღენთილი სახლი ... ჰმმ უკვე უცნაური აზრებიც გაჩნდნენ ჩემს გონებაში ... მოკლედ ამ ფიქრებში ვიყავი გართული ,რომ აღმოჩნდა დედაჩემი თურმე მეუბნებოდა 'ვანილი' მომაწოდეო და მე კიდევ რეაქცია არ მქონია ,სანამ ახლოს არ მოვიდა და არ გამომაფხიზლა. - ლილე რამე მოხდა? - არაა.... არაფერი რა უნდა მომხდარიყო.. გავუღიმე და კვლავ ფანჯრისკენ მივატრიალე თავი. - რაღაც ძალიან გათიშული ხარ ,თითქოს აქ არ ხარ გონებით - შუალედურებზე ვფიქრობდი დედა ... - იცი რა ,მე კიდევ რაღაცეებს გავაკეთებ და შენ ბავშვები ამოიყვანეე... გაერთობით ისედაც რთული კვირა გეწყებათ - რავი ... მოდი დღეს არა და შემდეგზე ამოვიყვაან - კაი დედიკო შენ როგორც გინდა. და თავისი საქმე გააგრძელა ... მიყვარდა დედაჩემი "დედიკოს "რომ მეტყოდა ხოლმე, რადგან ეს ერთი სიტყვაც საკმარისი იყო უდიდესი სითბო მეგრძნო . თითქოს წამიერად მთლიანად სითბო ჩაიღვრებოდა ხოლმე ჩემში და თავს ყველაზე დაცულად ვგრძნობდი ... ზედმეტად ემოციური ვარ დღეს თუ მე მეჩვენება ?! კვლავ ეს უაზრო კითხვები ჩემს თავთან. - ეს შუალედურები და რაღა დარჩა შენი დაბადებისდღეც მოვაა.. მოულოდნელად კვლავ მისი მხიარული ხმა გავიგონე .. - ხოო ... და ახალი წელიც. მხოლოდ ეს ვთქვი ,შემდეგ წამოვდექი და გასვლა დავაპირე რომ დედაჩემმა ,რომელმაც ეჭვი მაქვს,შეატყო რომ მე ჩემთვის დაუხასიათებელ "მე-დ" ვიქცეოდი მკითხა - ლილე მართლა კარგად ხარ ? გავჩერდი ,გავხედე კვლავ გავუღიმე - რომ გამოცხვება დამიძახეე . და გამოვედი . არაფერი მიპასუხა. დედა ხომ ყოველთვის ხვდება ,როცა შვილი თავს არც თუ ისე კარგად გრძნობს ,ისიც მიხვდა. ხო მიხვდა ...დღემ უაზროდ ჩაიარა. პირდაპირი მნიშვნელობით : უაზროდ. ალბათ ხვდებით იურისტებო როგორი დღე იქნებოდა კონსტიტუციისა და ხუბუას სწავლაში გატარებული საათები ,რომ აღარ დავამტოთ ფიქრი ამათ გარდა კიდევ სამ საგანზე. დაღამდა . ესე უბრალოდ დაღამდა. ჩემს მობილურზე კი მხოლოდ ოჯახის წევრების, და ჩემი მეგობრების მესიჯები ან დარეკილები შემოდიოდა, და არაფერი იმ ადამიანისგან ,რომელიც... მიყვარდა. მოულოდნელად ისევ მობილურის ხმა გავიგე ,ალბათ კიდევ სანდრო მირეკავდა ,გამაგიჟებს ეს ბიჭი ... მივვარდი მობილურს და ავიღე ეგრევე თუ არა " სანდრო უკვე მაგიჟებ ორი წუთისწინ არ გელაპარაკეე ?! კიდევ ერთხელ რომ მკითხო როგორ ხარო იცოდე დავივიწყებ რომ ბავშვობის მეგობარი ხარ და მოგკლაავ" ჰაჰ ჩავისუნთქე აშკარად ბევრი რამის თქმა მომივიდა ერთად . " მორჩი ?!" პასუხად ეს ხუთი ასო გავიგე და ეს სანდროს ხმა არ იყო . ჯანდაბა. დემე ყოფილა ,ხო გითხარით ჩემში ემოციები ორ მილიონმაგი დოზით არის მომძლავრებული თქო. " ჯანდაბა სანდრო მეგონე " " კი მივხვდი და ცოტახანში გამოგივლი და მზად იყავი" " რაა ?!" " რა რა ?!" " სადმე მივდივართ?!" " ეგრე გამოდის " " ბოდიში მარა, დემე მართლა არ მაქვს ეხლა ნერვი სადმე წასვლის " " 20 წუთი გეყოფა ?!" " დემე ვერ წამოვალ თქო შანსი არაა!! მართლა არ შემიძლია ან ვაფშე სად მიდიხარ ?!" " გასართობათ " " წადი შენ ...მართლა არ ვარ გართობის ხასიათზე რა" " აბა რის ხასიათზე ხარ ჩაბნებულ ოთახში , საბანგადაფარებული წოლის ,სევდიანი მუსიკის მოსმენისა და გოდების ?!" " დემე " " ლილე კაი 5წთს მოვამატებ და 25 წთში ვიქნები მანდ .სადმე კლუბში წავიდეთ ,ვინმე ახალი დიჯეი ეყოლებათ" " რომელი კლუბებში დიდი მოსიარულე მე ვარ ?!" " სამაგიეროდ მე ვარ და შენ კი ჩემთან ერთად მოდიხარ - ეს განსხვავებაა " " გიჟი ხარ ... მარტო უფრო არ გაერთობი ?! " " ვკიდებ იცოდე და 25 წთში სადარბაზოსთან გელოდები " და უცბად გათიშა მობილური. ეს ბიჭი გიჟია ...არა ნორმალური არც არასდროს ყოფილა ,მაგრამ მაინც... ოო შანსი არააა... ეხლა არსად წასვლის სურვილი არ მაქვს ... ავდექი და გავედი სამზარეულოში ... უკვე ნახევრამდე ჩაყვანილი და თითქმის დამთავრებული შოკოლადის ნამცხვარი მოვიჭერი ,დავეხეთქე სკამზე და დავიწყე შოკოლადით ცხოვრების გალამაზება , დედაჩემიც შემოვიდა და ყავის გაკეთება დაიწყო - დემემ დამირეკა გიჟია ეგ ბიჭი... 25წთში გამოგივლიო ,ვერ გავაგებინე რომ გართობის ხასიათზე არ ვარ რა სვანია გეფიცები - ჰაჰა ძალიან მიყვარს დემეტრე ძალიან კარგი ბიჭია . - დემეტრე აჰჰააჰჰაჰა გისმდენდეს გაგიჟდებოდა. - იცი სულ მინდოდა მეთქვა ,ძალიან მიხარია რომ ესეთი კარგი მეგობრები გყავს ... ნატი ,სანდრო,უკვე დემეც. - კაი დედა ავტირდები ეხლა - დააფასე ,რადგან ყველას არ უმართლებს ეგრე და ნუ გააბრაზებ - ხო ,მაგრამ ეხლა არ ვარ არანაირი დიჯეის მოსმენის ხასიათზე - გირჩევნია სახლში იჯდე და ნამცხვარს ჭამდე ?! .. - რა შუაშ- - თავშია ... ხო ხედავ ჯერ კიდევ გუშინდელივით მახსოვს როგორ გახდი 1 წლის და აი უკვე რამდენიმე კვირაში 19 ის ხდები ... ლილე ვერც კი მიხვდები ისე გაფრინდება დრო.. და სანამ ახალგაზრდა ხარ ჯობია გამოიყენო ეს ,თორემ სახლში ყოფნა და ნამცხვრის ჭამა მერეც გეყოფა. ეხლა მოემზადე და წადი დედიკო ოღონდ ძალიან არ დააგვიანო და ფრთხილად იყავი. არვიცი რა გამომეტყველება მქონდა სახეზე, მაგრამ შინაგანად დადუმებული ვიყავი,დედაჩემის სიტყვებმა დამადუმა... აქამდე რატომღაც ესეთი " ფსიქოლოგიური " ლაპარაკები არც თუ ისე ხშირად გვქონდა ხოლმე ... თანაც დედა ეუბნებოდეს შვილს წადი გაერთეო ,ცოტა უცნაურად მეჩვენებოდა... მაგრამ ალბათ მიზეზი ისიც იყო რომ ის მენდობოდა ..და იცოდა მის იმედებს არასდროს გავაცრუებდი...ის მართალი იყო ყველას არ უმართლებს. ყველას არ ჰყავს ესეთი ოჯახი და მეგობრები . მეც წამოვდექი , გავიღიმე და ჩავეხუტე - მადლობ . ვაკოცე ლოყაზე და გაღიმებული სახით ,უკვე გულწრფელი ღიმილი იყო ჩემს სახეზე,რომელიც ამ ორ დღეში სრულიად უცნობი რამ გახდა ჩემთვის, შევვარდი ოთახში და მზადება დავიწყე. ცოტახანში ისევ მობილურის ხმა გავიგე ჯანდაბა ნორმალური ადამიანი 15 წთში მომზადებას მოასწრებს ?!არვიცი მე როგორ მოვასწარი . " მოვედი " " კაიი ორწთში ჩამოვალ" "კაი " და ჩაცინების ხმა მომესმა ,უფრო ' მე გავიმარჯვე ჩაცინების ' ხმა იყო, ოხ დემე :)). ცოტახანში ჩავედი ქვემოთ,მანქანით იყო ..გადავკოცნეთ ერთმანეთი - რა საჭირო იყო ამდენი ამბავი ?ვიცოდი ბოლოს მაინც ჩამოხვიდოდი - დედაჩემის დამსახურებაა სხვათაშორის რა ძაან უყვარხარ - ხო უფროსებთან აშკარად უფრო მიმართლებს და ისე შენ- - გაჩუმდი . უცბად შევაწყვეტინე - იცოდე ორ რამეზე უნდა შევთანხმდეთ კაიი?! - გისმენთ - ორი პირობა მაქვს : 1. არ მეტყვი როგორ ხარო შეწუხებული სახით და 2 . არ მეტყვი რამე ხომ არ გჭირდებაო ,ასევე შეწუხებული სახით . - მეტი არაფერი ?! - არა . - კაი მაშინ 1. არ ვაპირებ გკითხო 'როგორ ხარ' 2. არც იმაც გეტყვი რამე ხომ არ გჭირდებაო და მითუმეტეს შეწუხებული სახით . უცბად გაჩუმდა ... რა უცნაური და ზედმეტად მკაცრი იყო დღეს ბატონი დემეტრე . - და იცი რატომ ?! მოულოდნელად კვლავ განაგრძო საუბარი - იმიტომ რომ 1.დებილი ხარ 2.ხო უბრალოდ დებილი რომ არ ყოფილიყავი არც ამ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდი და არც ეს ორი პირობა იარსებებდა . ეს თქვა, შემდეგ მუსიკა ჩართო და ბოლო ხმაზე აუწია . არაფერი ვუპასუხე . მაგრამ მისი ესეთი სიმკაცრე ნამდვილად არ მომეწონა .მანქანა დაძრა და წავედით... ბოლოს მაინც გვეღირსა მისვლა საცობებთან დაუმთავრებელი ბრძოლის გადალახვის შემდეგ და აი უკვე გადმოვედით მანქანიდანაც ... გავიარეთ facecontrol და შევედით . დემე სულ ჩუმად იყო. გაყინული სახით . უემოციოდ. უბრალოდ პირველად მასთან ყოფნის დროს ..სულ პირველად ამდენი ხნის მერე ...დღეს,ეხლა თავი ზედმეტად ვიგრძენი ... საერთოდ ვერ ვხვდები რატომ წამომიყვანა ... - სულ ესეთი სახით აპირებ ყოფნას ?ანდაც ვაფშე ჯობია მე წავალ რა. შესული არ ვიყავით რომ უკვე ვეღარ გავუძელი ამდენ დუმილს და გადავწყვიტე წამოვსულიყავი ... აშკარად ვაღიზიანებდი ან არვიცი რა ვიფიქრო... უბრალოდ მოვტრიალდი და გასასვლელისკენ წამოვედი... კარი გავაღე, რომ მოულოდნელად ჩემ თვალწინ დავინახე ვიღაცის ხელმა როგორ მიკეტა ის . უფროსწორად ნაცნობმა ხელმა, და უკვე ამ ხელის პატრონი დამიდგა წინ . - რას აკეთებ ტო? - მივდივარ . - და რატომ ? - იმიტომ რომ ...მოკლედ... გამატარე ესე ჯობია რა. არ იძვროდა ადგილიდან. - კაი რა დემე... ისედაც გაღიზიანებული ხარ ...არ მინდა რომ - ისეთი სახით მიყურებდა გავჩუმდი.... მუსიკა კი ბოლოხმაზე უკრავდა ... კონტრასტი იყო ეს ყველაფერი და მოულოდნელად დემემ ხელი სახესთან მომიტანა და უცბად საჩვენებელი თითი საფეთქელთან დამადო. დავიბენი. ვერ მივხვდი რას აკეთებდა. - ზოგჯერ საჭიროა რომ ეს დაიკიდო . მიყურებდა და თან თითს საფეთქელთან მადებდა - გასაგებია ?! შემდეგ კი ხელი გულთან მომიტანა . - და მხოლოდ ამას... ამას მოუსმინო კარგად . გავოგნდი . ხო სწორედ ეს დამემართა. როგორც ინგლისელები იტყოდნენ ნადვილად არ ვიცოდი ის თუ ესეთი "deep" ადამიანი იყო ... რამდენჯერ უნდა გავეკვირვებინე მას ?!ამ ბოლო დროს განსაკურთრებით მაოცებდა მისი საქციელები,და უცბად გამიღიმა . აი ისე ,როგორც ყოველთვის მიღიმოდა ხოლმე ,ცოტახანს ესე მიყურებდა . თბილად ... შემდეგ კი ხელი გადამხვია - წამოო ეხლა მაგრად უნდა გავერთოოოთ ,რადგან დღეს კიდევ ერთი შეცდომის ჩადენას ვაპირებ და სულ ფხიზელი ვერ გავქაჩავ. - ბევრი არ დალიოო იცოდე და რა?! დაიცა რას აპირებ ?! - ნუ გეშინიაა ჩაბარებულ ბავშვს მოგხედავ მაინც ჰაჰაჰა - რას აპირეებ თქო? - მერე გაიგეებ. და შევუერთდით ხალხს . არ ვიცი მაგრამ ამ დღეს ყოველი რიტმი ,ყოველი მელოდია ჩემში რაღაც უცნობ ემოციას იწვევდა, უბრალოდ ვერ ვჩერდებოდი,ჩემში ყოველ ნაკვთს უბრალოდ ცეკვა სურდა. თითქოს ეს იყო ერთადერთი საშუალება ემოციისგან დაცლის...ყოველივე ცუდი ფიქრის გამოდევნის.... ამიტომ უბრალოდ მთელი გრძნობით ვცეკვავდი , მსურდა ამ რამდენიმე წამით მაინც დამევიწყებინა ყველაფერი. დემეც ვიცოდი რომ იმავეს ცდილობდა ოღონდ თან სვამდა. მაგრამ მე მაინც ვუკონტროლებდი ,არ მინდოდა დამთვრალიყო ... ცოტას ვაღიარებ მეც ვსვამდი ,უფრო სწორედ ,ძლივს ძალით ვგლიჯავდი ხელიდან ,მაგრამ ეგრევე მართმევდა უკან ,შენთვის არ შეიძლებაო... ვცეკვავდით ... ვიცინოდით... უაზროდ ...ჩვენში ემოცია არ იყო ,ყველაფერი ამ რიტმებში და მელოდიაში იკარგებოდა . დემეს გარშემო ათასი გოგო იკრიბებოდა, რას აღარ ცდილობდნენ ,რომ ყურადღება მიექციათ ,ლამის ზედ ახტებოდნენ მაგრამ დემეს ყველა ეკიდა,იშორებდა და ისევ ჩემთან მოდიოდა... თვალებს ხუჭავდა ,თითქოს ისიც მუსიკას შეიგრძნობდა და მხოლოდ ჩემთან ცეკვავდა ... ჩემთანაც მოდიოდნენ ბიჭები .. ამაზრზენი იყო ყველა , მიხაროდა რომ ოდნავი მოახლოებაც და დემეს მკაცრი გამომეტყველება მზად ჰქონდა და შემდეგ ყველანი ეგრევე "ტყდებოდნენ" ... რა ტყუილად იკლავდნენ ან გოგოები ან ეს ბიჭები თავებს ... მაგრამ საიდან ეცოდინებოდათ ,რომ ჩვენი გულები უკვე დაკავებული იყო სიყვარულით. მას ნატი უყვარდა,მე ..მე ილო. მოულოდნელად დემე გაჩერდა. . - უკვე დროა - წასვლის ? - არა დიდი შეცდომის ჩადენის - ხო კარგად ხარ ? - წავედით - საად ? - მასთან - დემე ვისთან ? - ნატისთან - რაააა ?! - წამოდი და მომკიდა ხელი და გასასვლელისკენ წამიყვანა .რას აპირებდა ეს ბიჭი ?! ვიცოდი თუ არა ?!არ ვიცოდი. ის ხომ დემეა . ამოუცნობი არსება .იმპულსური . არაპროგნოზირებადი . უბრალოდ დემე კალანდაძე - მანქანით მივდივართ ? - აბა ფეხით ლილე ?! -_- ზუსტად ამ სახით შევხედე - ნასვამი ხარ - იმდენად არა ,რომ ტარება ვერ შევძლო - პოლიციამ რომ გაგვაჩეროს? - ლილე ნუ გეშინია - არ მეშინია უბრალოდ ვნერვიულობ - ხო ეგ გრძნობა ძაან შემოგეჩვია და რავი არ ჩაჯდები? - ნელა ატარე იცოდე. - ნუ გეშინია მეთქი მიჩვეული ვარ - ჰო კაი და გავაღე მანქანა და ჩავჯექი მეც. დემეც დაჯდა... - რას აპირებ არ შეგეშვები თუ არ მეტყვი - პირდაპირ ვეტყვი ყველაფერს - რააა ?!სიყვარული უნდა აუხსნაა ?! ეხლა ?!!ესეთ მდგომარეობაში ?! - ამოგეწურა კითხვები ?! - ნუ მესწერვები - 1. არ გესწერვები 2. არ ვაპირებ სიყვარულის ახსნას 3. ვერ ვიტან ეგეთ დედააფეთქებულ გამოხტომებს ,ტარიელობებს და ასე შემდეგ 4 .არანაირ მდგომარეობაში არ ვარ ,ნასვამი ვარ პროსტა და შესაბამისად ყველაზე გულწრფელი და 5 .მხოლოდ ვეტყვი იმას რასაც ვგრძნობ და თქვენ რაც გინდათ ის დაარქვით, ეხლა კიდე გაჩუმდი ,გაიკეთე ღვედი და წავედით. მართლაც გაოგნებული ,ნაემოციები, გულაჩქარებული ვიჯექი მთელი გზა და წარმომიდგენია მე თუ ესე ვიყავი ,დემე რა დღეში იქნებოდა. - რომელი საათია ? მოულოდნელად დემემ მკითხა - 2 ის წთებია - ღადაობ ტო - ნუ გეშინია არ ეძინება დემემ გაიღიმა და გააგრძელა ტარება. მართლაც მივედით ნატის კორპუსთან. გაჩერდა მანქანაც. - დაურეკე რომ ერთ წამს ჩამოვიდეს - რაა ღადაოობ ?! - რაც გინდა ის უთხარი პროსტა უეჭველი უნდა ვნახო და მე რო დავურეკო ვიცი არ ჩამოვა - სანდროც რომ ნატისთან იყოს ? - დაურეკე ლილე - იქნებ დარჩა ამათთან ან - - ლილე ყველაფერი დაურეკე - კაი დამშვიდდი ... მართლაც რა უნდა მოიფიქრო ისეთი ,რომ შენი დაქალი ღამის 2 ის წთებზე ჩამოიყვანო ქვემოთ და თან ისე რომ ეჭვი არ შეეპაროს რამეში ? ! არ ვიცი. თუმცა მე მოვიფიქრე . ლილე ნაკაშიძეს ჯერ კიდევ შერჩა სწრაფი აზროვნება... მართლაც ნატი დამთანხმდა ჩამოსვლაზე რადგან ვუთხარი თითქოს ხურდა არ მქონდა და ლიფტით უნდა ავეყვანე რათა ჩემი ჭირ- ვარამი გამეზიარებინა მისთვის ,რატომ ვლაპარაკობ ისე თითქოს მართლაც სასაცილო იყოს ეს ყველაფერი არ მესმის.და აი ლიფტის კარიც გაიღო - ნატიიი ვიცოდი რომ არ დაგეზარებოდა - გოგო ღადაოობ ... რას დგახარ შემოდიი - ორი წუთი ვიყოთ ჰაერზე თორე სახლი აღარ შემიძლია კაიი ?! - ეხლა?! ჰო კაი ჯანდაბას გარეთ დავჯდეთ მაშინ ,ოღონდ ცოტახანი თორე გავიყინები ჟაკეთით ვარ გოოგო - კაი .. - და მიდი გისმენ დაიწყე რა მოხდა ამ შუაღამეს აქ როგორ აღმოჩნდი? ჩემს დაქალს, ბავშვობის დაქალს პირველად ვატყუებდი. უცნაური გრძნობა იყო ... მაგრამ თავს ვაჯერებდი რომ ეს ტყუილი ... ეს სხვანაირი ტყუილი იყო... უბრალოდ სიმართლეს არ ვეუბნებოდი ბოლომდე რა ,ასე ვიმართლებდი ჩემს საკუთარ თავთან საკუთარ თავს (ჰმ დილიდან უცნაური გამონათქვამები მაქვს და უკვე მეშინია ) - რა გჭირს ??... უცბად ისევ ნატიმ მკითხა...მე თავი გავაქნიე არაფერი თქო .. მოკლედ გავედით გარეთ და ...დემე მანქანას ეყრდნობოდა ,ხელები ჰქონდა გადაჯვარედინებული და მაღლა იყურებოდა.... ნატიმ დაინახა რადგან პირველი რეაქცია შემდეგი იყო : - ლილე მეღადავები?! და დემეც მხოლოდ ამ ხმაზე გამოერკვა ფიქრებიდან ... ჩვენკენ წამოვიდა - გთხოვ მოუსმინე გთხოვ - ლილე - გთხოოვ სადარბაზოში გელოდებით აიი აქვე ვარ ჩემი ხათრით მაინც მოუსმინეე . არ დავაცადე პასუხი ეგრევე სადარბაზოში შევედი ,თუმცა ვხედავდი როგორ მიუახლოვდა დემე და როგორ უყურებდა მას ,ნატი ზურგით იდგა და სახეს ვერ ვხედავდი ,მაგრამ რადგან თავი დახრილი ჰქონდა მგონი არ უყურებდა თვალებში ... ისევ ეს სიჩუმე ...გთხოვ დემე უთხარი ... შენ მაინც უთხარი .თვალებში შეხედე და უთხარი რას გრძნობ ...შენ მაინც შეძელი ეს გთხოოვ..მთელი გულით მინდოდა ეს გაეკეთებინა თუმცა ჯერჯერობით ის იდგა და თვალს ვერ აშორებდა... მე არც ისე მოშორებით ვიდექი,თანაც ღამე იყო და წესით მათი ლაპარაკის გაგებასაც შევძლებდი თუ აღირსებდა და ამოიღებდა დემე ხმას ..და მოულოდნელად დაიწყო - ხო ხედავ არც ვარდები მომიტანია .... და სერენადაზე ხო ვაფშე არც მიფიქრია ... არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია ...და ესე უბრალოდ მოვედი შენთან .. ხო თან ცოტა ნასვამი ვარ მაგრამ ...დამიჯერე ყველაზე გულწრფელი ეხლა ვარ ...ვიცი გოგოებს გიყვართ ეს ზედმეტად რომანტიკული როჟები და "გავეფხისტყაოსნებული" ტიპები ,მაგრამ რავქნა ...არ შემიძლია .. ვერ ვიტან, მეზიზღება ეგეთი რაღაცეები... ან ვაფშე ვერ ვხვდები რატომ უნდა ასოცირდებოდეს სიყვარულთან ის ყვავილი, რომელიც დღეს ან ხვალ მაინც დაჭკნება .. ან სიმღერა ,რომელიც სულ რაღაც რამდენიმე წუთში დასრულდება ... როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ასოცირდებოდეს იმ გრძნობასთან, რომელიც ჩემში არასდროს დამთავრდება ან დასრულდება ?! ეს ხო კონტრასტია ტო ... ამ გრძნობის კონტრასტი... ნატი კვლავ თავდახრილი იდგა ... დემეს ხმა კი ... არვიცი სიტყვები საკმარისი არაა რომ აღვწერო ის სითბო ,ის ემოცია რომელიც მისი ხმიდან გადმოდიოდა - ადრე ვმეგობრობდით მაინც და ... ეხლა კი, ვაფშე შორს ხარ ტო ... ყველანაირად შორს ... ... აი პროსტა ეხლაც ...წინ მიდგახარ ,მაგრამ ვერ გეხები ჩემი ... ასე ახლოს ხარ და შენ ...თვალებშიც კი არ მიყურებ ... მართალი ვყოფილვარ ნატი მას არ უყურებდა . - ჯანდაბა ნატი ... ამ მდგომარეობას და ყველაზე საშინელ მომენტის გულის ტკივილს შევეცი ტო... შენთავს გეფიცები ეს გრძნობა შარია ..ხო უბრალოდ არვიცი ... ასეთ მდგომარეობაში არასდროს ვყოფილვარ ...უბრალოდ მითხარი რა გავაკეთო და ... ან.. ან როგორ დაგივიწყო მითხარი ... ... ვაფშე როგორ შემიძლია რომ არ მიყვარდე ჰა ?! ამაზე მაინც შეძლებ პასუხის გაცემას?...ვერ მპასუხობ ...ხმას არ იღებ ,ჩუმად ხარ და ვერც კი ხვდები გულს უფრო რო მტკენ ... შემთხვევით მოხდა.. დაუგეგმავად ...და მოწონება სიყვარულში გადაიზარდა ... ხო სწორად გაიგე... მიყვარხარ ნატი... ხოო მიყვარხარ ამ უაზრო მიკიბ-მოკიბვების გარეშე... ამ უაზრო ბევრი ლაპარაკის გარეშე ... ლამაზი სიტყვების გარეშე გეუბნები რომ მიყვარხარ ... და თან ისე ,როგორც ვაფშე არასდროს არავინ მყვარებია ჩემს სიცოცხლეში ... და ყველაზე მეტად რა მაგიჟებს იცი?ამ სიტყვებს პირველად ვამბობ ჩემს ცხოვრებაში, პირველად ვუხსნი ჩემს გრძნობებს ადამიანს ,რომელიც სიგიჟემდე მიყვარს და ის ... ის კიდევ .. ამის დედასშევეცი ნატი შემომხედე" უცბად დამავიწყდა სად ვიყავი ....ვინ ვიყავი .... ჩემი თვალები ისეთ სცენას უყურებდა რომ ალბათ ჩემი გული მეტს ვეღარ გაქაჩავდა ... დემეს სახე ...ეს აუღწერელი იყო ... ამ ხნის განმავლობაში ხელებით ლაპარაკობდა ... ხან უახლოვდებოდა და შემდეგ ჩერდებოდა და ნაბიჯს უკან დგამდა .... ნერვებისგან აწითლებული სახე ჰქონდა ...და ვხედავდი ,რომ თითოეული ძარღვი უფრო და უფრო ეჭიმებოდა ... ნერვიულად თავზე ხელს ისვამდა ... და მთელი გრძნობით ელაპარაკებოდა და ნატი?! ნატი კი ისევ იმავე პოზაში იდგა . თითქოს გაშეშებული...თითქოს ყოველგვარი ქმედების უნარი დაკარგული ჰქონდა. მე კი მომინდა მის გონებასა და გულში წამიერად გავჩენილიყავი და მეთქვა: "ხმა ამოიღეე .შეხედეე ....გთხოოვ.. თქვენ ერთმანეთს იმსახურებთ...არ დაკარგო დემე გთხოოვ". მაგრამ რა თქმა უნდა არ შემეძლო ამ ყველაფრის თქმა ... ნერვიულობისგან უკვე მეგონა გული წამივიდოდა ...ნატის ესეთი მდგომარეობა უფრო ცუდად მხდიდა და დემეს სახე კი ვაფშე მაგიჟებდა .. და უცბად დავინახე ..ხო ნამდვილად დავინახე როგორ მოტრიალდა ჩემს მხარეს ნატალია კობახიძე და ჩქარი ნაბიჯებით ,უკან მოუხედავად , როგორ მიახლოვდებოდა ...როგორ შემოვარდა სადარბაზოში და როგორ ავარდა კიბეებზე ..ცოტახანს ვერ გავიაზრე რამოხდა ...მაგრამ მოვედი გონს თუ არა მეც გავყევი. ხმას არ იღებდა ვეძახდი დამელოდე ,გაჩერდი თქო ,მაგრამ რეაქცია არ ჰქონდა ..ბოლოს გიჟივით გააღო კარი და შევარდა სახლში .. მეც შევვარდი სრული არ სიტყვის მნიშვნელობით ..ის უკვე ოთახში იყო... - ნატი . - ლილე გთხოვ . - მესმის ყველაფერი მესმის ,მაგრამ დემეს - - დემე ,დემე და დემე ... ყოველთვის დემე ხო ?!.. უნდა მითხრა რატომ წამოვედი, რა დებილი, რა სულელი ვარ ...იდიოტი... ყველაზე არასწორი ..მაგრამ სანამ ამას მეტყვი გიპასუხებ, რომ იცი რატომ არცერთხელ არ მოსულა მიშო ჩემთან ?! დემეს გამო ...ხოო სანდრო თითქოს საკმარისი არ იქნებოდა ,დემეს რომ არ ევაჟკაცა და არ მოესურვებინა ზედმეტი გარჩევები ...საქმე ის კი არა ,რომ მე კვლავ მიშო მიყვარს ან მასთან დაბრუნება მინდოდა არა !მორჩა! ყველაფერი სამუდამოდ დამთავრდა, მაგრამ ლილე ..უბრალოდ ... უბრალოდ ამდენ წლიანი ურთიერთობის შემდეგ ერთხელ, ერთადერთხელ მაინც ველოდი ,რომ მოვიდოდა და დამემშვიდობებოდა მაინც ...ბოდიშზე რომ აღარაფერი ვთქვათ...ამდენი ხანი ,ამდენი დღე სულ ვფიქრობდი რომ ერთხელ მაინც დამირეკავდა ან მოვიდოდა ...ამდენი წელი ...ნუთუ ერთ "ნახვამდის" ,ერთ "ბოდიშს" მაინც არ ვიმსახურებ თქო ?! აი სულ ამას ვფიქრობდი ლილე ... მხოლოდ ეს მჭირდებოდა რომ ახალი ცხოვრება დამეწყო ...მხოლოდ ეს ... და მთვრალი დემე ვითომც არაფერიო ბაკურიანში ,რომ ვიყავით მეუბნება თითქოს სწორედ მოიქცა ...მიშოს თავისი უნდა მიზღვეოდა ,რადგან ის მე არ მიმსახურებდა ..წარმოდგენაც არ მინდა რა ამბებს დაატრიალებდა ..ხო არ მაინტერესენს რადგან აზრი აღარ აქვს ... და ეხლაც ჰგონია მთვრალი თუ მოვა და მეტყვის რომ\ უცბად გაჩუმდა ...აღარ დაამთავრა ბოლომდე სათქმელი... ვუყურებდი ჩემს საუკეთესო დაქალს, მეგობარს, ადამიანს, რომელიც დასავით მიყვარდა როგორ ცახცახებდა ნერვებისგან . - მაგრამ დემეს ხო- - მარტო მინდა ყოფნა ლილე - ის იმსახურებს ნდობას ნატი გთხოვ- - როგორ შემიძლია ვენდო ან როგორ შეგიძლია ენდო ადამიანს ,რომელსაც სულ რამდენიმე თვე ვიცნობთ?! მას შემდეგ რაც ბავშვობის დროინდელმა მეგობარმა და სიყვარულმა მიღალატა ?! - კი მაგრამ- - უბრალოდ წადი გთხოვ. და ზურგი შემაქცია ...ფანჯარასათან მივიდა ... ვეღარ შევძლებდი მისთვის რაიმეს თქმას, რადგან იმდენად ანერვიულებული იყო ,რომ აზრი არ ექნებოდა ... - კარგი მივდივარ მაგრამ ... არასწორად ფიქრობ ნატი - შენ არ გესმის .. ვერც გაიგებ და გთხოვ ჯობია წახვიდე - მართალი ხარ .. შეიძლება არ გადამიტანია ის რისი გადატანაც შენ მოგიწია და ამიტომ შეიძლება ვერ ვხვდები და არ მესმის ეს განცდა, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცი ... დემეს ძალიან უყვარხარ ... ის შენ მიმართ გულწრფელია და ნამდვილი გრძნობა აკავშირებს ... ის ყველაზე მეტად იმსახურებს შანს ...სიამაყე აქ ზედმეტია ...და ყველაფერს ართულებს ,რადგან ამით მხოლოდ გულს სტკენ მას ...და მეშინია მისი დაკარგვით ნამდვილ სიყვარულზე უარის თქმა არ მოგიწიოს... ყველას კი არ უმართლებს შენსავით ნატი .. მხოლოდ ეს ვთქვი და მოვტრიალდი . - და შენ ?შენ არ გეშინია ? და უცბად ნატის ხმა გავიგე ,ხელი გავუშვი კარის სახელურს და მოვტრიალდი მისკენ - რაას გულისხმობ? დავიბენი. - იმას რომ შენც შენი სიამაყის გამო შეიძლება ილო ბარათელი დაკარგო? უკვე სადარბაზოდან გამოვედი მაგრამ ეს სიტყვები არ მშორდებოდა.... ასემეგონა ღრმად ჩამიბეჭდეს გონებაში და არასდროს მომშორდებოდა...არ ჩერდებოდა კვლავ ეს სიტყვებიი არ მეშვებოდა.. მანქანის მივუახლოვდი ფანჯრიდან დავინახე დემეს თავი რულზე ედო . გავხსენი კარი ... შეკრთა ..წამოიწია - წავედით ? და მკითხა . მხოლოდ თავი დავუქნიე ... გაიხედა ,მაგრამ ორ წთში ისევ გამომხედა - რა გჭირს ?რამე ხო არ გითხრა ნატიმ? - არა არაფერი უთქვამს .... მხოლოდ სიმართლე ... და გავჩუმდი ... მთელი გზა ხმა არცერთს არ ამოგვიღია .... არვიცი ამ ფიქრებით დრო ვერც გავიგე ისე მალე მივუახლოვდი ჩემს კორპუს ... არაფერზე არ ვფიქრობდი ან ვერ ვფიქრობდი ,მაგრამ უბრალოდ ვიგრძენი მანქანა გაჩერდა და ანუ მივხვდი რომ მივედით. - კაი ღამემშვიდობის დემე . დემემ თავი დამიქნია მხოლოდ ... დავაპირე მანქანიდან გადმოსვლა რომ უცბად გავიაზრე რომ უნდა მეთქვა ,მას უნდა სცოდნოდა : - არ დანებდე ნატიზე. შეკრთა ,არ ელოდა . - გთხოვ დემე ... ის იმსახურებს ნამდვილ სიყვარულს და ადამიანს როგორიც შენ ხარ ... დემე გთხოვ დამპირდი ,რომ მისთვის იბრძოლებ. გაჩუმებული მიყურებდა , გაკვირვებულიც და თან თითქოს ემოციის თავიც აღარ ჰქონდა - ვერ დაინახე ტო ... მაპატიე მაგრამ აზრი აღარ აქვს ლილე მორჩა .დამთავრდა... - პირიქით დემე და ამაში დღეს დავრწმუნდი...მას ყველაზე კარგად მე ვიცნობ ...ის ეხლა მთელი ძალით ცდილობს ყოველი მონენტი რაც შენთან აკავშირებს დაივიწყოს, მაგრამ ამავდროულად ,პარარელურად ახსენდება შენი სიტყვები ...ყველაფერი ....მაგრამ თვითონაც ვერ ხვდება იმას რაც წეღან წამოცდა.. - რრას გულისხმობბ??? - იმას რომ მას მიშო აღარ უყვარს დემე და მითუმეტეს მასთან აღარასდროს დაბრუნდება . ვთქვი, გავუღიმე დემეს და მანქანიდან გადმოვედი ... //////////////////////////////////////////// 06/12/14 00:05 " შეცდა ... თურმე მისი სტატისტიკა შეცდომა იყო... უკვე ახალი დღეც გათენდა,12საც გადასცდა ... და მე ყველაზე ბედნიერი ლილე არ ვარ . არც დემე არ არის ,რომელიც ეხლა ალბათ სადმე სვავს და თან გული ტკივა ... არც ნატია ..ალბათ ოთახშია მარტო , სიჩუმეში და ფიქრობს ... ეს კი მას ბედნიერს სულაც არ ხდის ... უკვე რამდენი ახალი დღე გათენდა, მაგრამ არაფერი იცვლება.... საერთოდ არაფერი " 10/12/14 " შუალედურების კვირა მაქვს. ჩემი ცხოვრება ერთ უაზრო რუტინას დაემსგავსა . ადრე ადგომა ,სწავლა ,შუალედურის გამოცდის დაწერა , სწავლა ,ჭამა ,და მხოლოდ რამდენიმე საათი ძილი . და შემდეგ ყველაფერი თავიდან ... ერთადერთი კარგი რაც მოხდა ის არის რომ მე და ნატი ე.წ შევრიგდით ... 'ე.წ' იმიტომ ვუწოდე ,რომ რეალურად ჩვენ არც ნაჩხუბრები არც გაბუტულები არ ვიყავით ... უბრალოდ ორივეს მარტო ყოფნა გვჭირდებოდა ... შევთანხმდით და აიკრძალა ჩვენთან ორი თემა " დემე " და " ის " ... ხო უბრალოდ არ მინდა მისი სახელი და გვარი გონებაში მაინც გამე- და ჯანდაბა ... მაინც გამეფიქრა .... უკვე დილის 4ის წთებია ... და ვგრძნობ რომ დავიღალე .. სულ რაღაც ორ- სამ საათში კვლავ ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს ...8 დღე გავიდა... რაც ის წავიდა ... ... მისი ხმა ..თვალები ... ანდაც ...არაფერი... ჯობია დავიძინო ... ნახვამდის 'დღიურო ' და მაინც ვერ მივეჩვიე ესე რომ მოგმართავ" //////////////////// 20/12/14 " დღეს მე ნატისა და სანდროს პირდაპირი მნიშვნელობით სერიოზული შეჯიბრება გვქონდა ჰამბურგერების ჭამაში . ვერ ვართ . კიდევ ვერ გავიზარდეთ. ეს არის უბრალოდ დასკვნა დღევანდელი საქციელის ...შუალედურებს რამდენიმე დღის წინ მოვრჩით ...და იმის მერე დემე დაჩაზეა ... ერთად მიეწყო ჯერ ნატის ამბავი ,შემდეგ ეს ჯანდაბა კვირა და ნამდვილად სჭირდებოდა დასვენება ... შეიძლება ითქვას იმ დღის მერე მასთან ნორმალურად არც მილაპარაკია ... ნატის თემას ვგულისხმობ ... მეცინება ყველანი რაღაც დრამა ფილმში აღმოვჩნდით .. და მხოლოდ სანდროა ის ერთადერთი ვინც ჩვენ შორის ყველაზე კარგადაა და მიზეზიი ?!მიზეზი ისაა, რომ მასთან სიყვარულს არ მიუღწევია ...თუმცა ეჭვი მაქვს დადგება დრო და ისიც გაიგებს ამ გრძნობას ...და იმედი მაქვს მხოლოდ მის ერთ მხარეს - ბედნიერებას ." //////////////////// 30/12/14 " მენატრება ... ხო ... ამდენ დამალვას აზრი აღარ აქვს ...არც თავის დარწმუნებას ... არც ე.წ overthinking-ის შეწყვეტის მცდელობას ... აღარაფერს აქვს აზრი, რადგან მე ის მენატრება. ადრე არ მენატრებოდა ,ადრე გული მტიკიოდა ეხლა კი ... მენატრება, ღმერთო, როგორ მენატრება... მენატრება მისი ღიმილი და თვალები მენატრება...მენატრება ,აუუ ყველაფერი მენატრება მისი ჩახუტება,რომელიც მოულოდნელად წამიერად მათბობდა ...მამშვიდებდა და თან გულისცემას წამიერად მიასმაგებდა.. მენატრება სულ ,რომ ვჩხუბობდით ან ერთმანეთს ვეჯიბრებოდით ,ვჯიუტობდით , ვკამათობდით ეგეც მენატრება... მისი უცნაური მზერა ... მისი მწვანე, ხო , ყველასგან განსხვავებული მწვანე თვალები მენატრება ... მისი გაცინება .. მენატრება ,რომელიც ყველაზე სიმპატიურს ხდიდა ... მასთან ცეკვა მენატრება ...მისი შეხება ... მასთან ყოფნა მენატრება ... მისი ხმა ..მისი მკაცრი . ძარღვიანი ... თბილი .... რაღაცნაირი ხმა მენატრება ,რომელიც მადნობდა და მადებილებსა ..რომელიც სრულიად მოულოდნელად გამოჩნდებოდა და გაკვირვებულს მტოვებდა ... მენატრება ყველაზე და ყველაფერზე მეტად, რადგან მიუხედავად ყველაფრისა მე ის მიყვარს ... ხო ,ილო ბარათელი კვლავ ძალიან მიყვარს " მოულოდნელად მობილურის ხმა გავიგე ..არვიცი მაგრამ უცბად ისე შემაკრთო ამ ხმამ ... ალბათ იმიტომ, რომ ყოველ დარეკვაზე სულ ილოს ზარის იმედი მიჩნდებოდა ...მაგრამ ეს იმედი ყოველთვის მიცრუვდებოდა ხოლმე . ეხლაც დავხედე ეკრანს და სანდრო იყო ,როგორც ყოველთვის სხვა ..და არა ის ვინც ყველაზე მეტად მინდოდა და მჭირდებოდა ... არადა ერთი ხმა ...ერთი ზარი... ერთი მესიჯი და მე მზად ვიყავი , მისთვის მეთქვა რომ ყოველთვოს დაველოდებლდი ... " ჰო სანდროო" " ჰო სანდროო?! იცი რომელი საათია ?" " აუ არა რაღაცას ვაკეთებდი და " ამდროს ოთახის კარი გაიხსნა ,ბებიაჩემი იყო გაღიმებული სახით და რაღაც პარკი შემომიტანა - აქ დავდებ ბებოო და რომ მორჩები გამოდიი მეც თავი დავუქნიე " 12 საათია ქალბატონო ლილე და შესაბამისად ჩემი გოგო გაიზარდააა ... როგორც ყოველთვის ეხლაც პირველი ვარ ხოო აჰაჰა" ანუ 31 დეკემბერიც დადგაა.. ჩემი დაბადების დღე . და ეს პარკიც საჩუქრის ყოფილა,გამეღიმა. " უკვე 19ის ვაარ ანუუ?! " გამეცინა 31 დეკემბერი- ადრე ყველაზე მეტად ამ დღეს ველოდებოდი ხოლმე, და დღეს კი, ისე გახდა 12 საათი რომ ვერც გავიაზრე. " მოკლედ ხო იცი რომ ძალიან მიყვარხარ და მხოლოდ ყველაზე საუკეთესო მინდა შენთვის ..როგორც ადრე ეხლაც იმას გეტყვი, რომ ეს წელი ვაფშე ყველაზე მაგარი ყოფილიყოს რაც კი გქონია აქამდე ...ყველაზე ჯიგრულად უნდა იყო გესმის ?!მოკლედ ყველაფერს საუკეთესოს და ბედნიერებას გისურვებ ლილე..." " დიდიი მადლობა სანდროო!!მაგრაამ იცი შეიძება ითქვას ბებიაჩემმა დაგასწრო მოლოცვა ჰაჰაჰაჰაჰა " " ღადაობ ტო?! ამდენი წლის შემდეგ პირველად დამასწრეს და ისიც ბებიაშენმა ?!" უცბად ბოლოხმაზე გადახარხარების ხმა გავიგე ,მეც გამეცინა " ხოო აჰჰაჰა სანამ მომილოცავდი მანამდე შემოვიდა და საჩუქრის პარკი დამიტოვა უუჰ რა საყვარელიაა პროსტა " " ჰჰაჰა აუუ ჩემი რა ... მოკლედ დანარჩენს ხვალ რო გნახავ გეტყვი რაა ...მიყვარხარ და შენ იცი ,ხვაალ იცოდეე მოწყენილი სახით არ დამენახო!!!" " ჰაჰა კაიი კაი მადლობააა ძალიან დიდიი ...გკოცნი" გავთიშე მობილური და საჩუქრის პარკს მივუტრიალდი გაღიმებული სახით ... ჩავიხედე პარკში და ჯერ რაღაც პატარა კოლოფი ამოვიღე ... ეგრევე გავხსენი და ვაიმე სამაჯური იდო ... ვერცხლისფერი იყო ,ნაზი ,სადაა მაგრამ ორივე მხარეს დასამაგრებელთან რკალის ფორმა ჰქონდა ... აუუ ბებიაჩემი ყველაზე მეტად მიყვარდა და თან კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ის ყველაზე გემოვნებიანი ადამიანი იყო ... ძალიან მომეწონა ,ისეთი ლამაზი იყო ეს სამაჯური ,რომ ეგრევე გაკეთება დავიწყე და როცა ორივე მხარის დასამაგრებელი ერთმანეთთან მივიტანე, მხოლოდ მაშინ მივხვდი ეს რკალები შეერთებით პატარა გულს ქმნიდა ...და უცბად მთელს სახეზე ისეთი ღიმილი გამომესახა რომ მოულოდნელად გულში სიხარულის ენდორფინებმა გამოღვიძება დაიწყეს.. უბრალოდ ყველაფერი გაფერადდა ... უკვე შემდეგი საჩუქრების ნახვის დრო დადგა ,პარკი ამოვატრიალე და ორი რაღაც გადმოვარდა . მარკერი ?! თუ მეჩვენება ?!ხო ხელში ავიღე და დავრწმუნდი აშკარად ჩვეულებრივი მარკერი იყო ... ცოტა დავიბენი ... ანუ ეს ბაბუაჩემმა გამოაგზავნა და რამე სერიოზული ფირმისაა თუ ?! მოკლედ ვერ მივხვდი და გვერდზე გადავდე .. მესამე საჩუქარი ავიღე ,რომელიც ყველაზე მეტ ინტერესს იწვევდა ჩემში.. ფურცელი იყო დახვეული და პატარა თასმით შეკრული ... გავხსენი ,შემდეგ ფურცელი გავშალე და --- უცბად მეგონა დავბრმავდი ..არა, ხო ... უცბად თავი შეუძლოთ ვიგრძენი ... რეაგირებას ვერ ვახდენდი ... თითქოს გავშეშდი... ხელში მეჭირა ფურცელი და ვუყურებდი ... მგონი თვალების დახამხამებაც აღარ შემეძლო ... ვუყურებდი ... და ვხედავდი საკუთარ ღიმილს ?! მართლა ვხედავდ ფურცელზე საკუთარ თვალს , შუბლზე ძარღვს ?........ ეს არ იყო პორტრეტი ,არა ეს იყო დეტალები ხო ... ჩემი სახის დეტალები ... ესეთი რამ არასდროს მინახავს ... ხო არასდროს ... ცოტახანს კიდევ ვუყურებდი შემდეგ შედარებით გონს მოვედი და ეგრევე ფურცელი ამოვატრიალე მაგრამ არა... უკან არაფერი ეწერა ... ორი წთი გიჟივით ვაკვირდებოდი ცარიელ ფურცელს მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე ის ცარიელი იყო . ისევ უკან გადმოვატრიალე და უკვე დავინახე ...ქვემოთ კუთხეში ... სადაც წეღან ხელი მქონდა მოკიდებული. აი სწორედ მანდ დავინახე წარწერა.. " შენი სახის თითოეული დეტალი ჩემი მუზაა - გილოცავ ლილე დაბადებისდღეს , ი.ბ " თითქოს ჩემს გონებაში მოულოდნელად ფილმივით გადაიხვია მომენტები ... უცბად მისი სიტყვებიც ,ჩვენი დიალოგიც და ის საღამოც გამახსენდა ვიდეო ჩათით ,რომ ვლაპარაკობდით " - დიდიხანია ხატავ? - კი დიდიხანი მაგრამ ... კარგახანია არაფერი არ მქონდა დახატული.. - რატომ მუზა დაკარგე? - პირიქით ნამდვილი მუზა ეხლა ვიპოვე ... ყველაფრისგან განსხვავებული თან... - ალბათ არ მეტყვი ხო რა არის ? - არა " ანუ ის მე მგულისხმლბდა და მე ვერც მივხვდი,ვერც წარმოვიდგინე ...საერთოდ ვინ იცის რამდენ რამეს ვერ ვხვდებოდი ?!ამ ფიქრით მთელი ძალით წამოვარდი საწოლიდან , გამოვგლიჯე ოთახის კარი და უცბად ჩემი მშობლების და ბებიაჩემის მოძახილი გავიგე "გილოცააავ" კართან იდგნენ და ტორტით ხელში გაღიმებულები მიყურებდნენ . დავიბენი . როგორ შემეძლო ორი წუთის წინ მიყენებული ფსიქოლოგიურ-ემოციურ-შოკურ ტრავმის შემდეგ ნორმალური ადანიანის სახე მიმეღო ?! მაგრამ წამიერად თავი ვეცადე დამეწყნარებინა ... ცოტახანს კითხვაზე პასუხს ვერ გავიგებდი ...როგორც ყოველთვის ეხლაც უნდა მომეცადა... ნახევარი საათი როგორ გავიდა არ ვიცი.. მაგრამ როგორც კი შევამჩნიე რომ შედარებით ნაკლებად ვიყავი ცენტრში ბებიაჩემი წამოვაყანე და გავიყვანე ოთახში - ბებოო ,ბაბუამ დაგიბარა მალე ჩამოვალ და ძაან ბევრ საჩუქარს ჩამოგიტანო - წეღან რაც შემომიტანეე მეგონა ისინი შენი საჩუქრები იყოო - არაა შვილო ჰაჰაჰა რას ამბობ - ბებოო საიდან გაჩნდა აქ ეგენი ან ვინ მოიტანა და როდის ? - ბებო დედას დაბადებისდღეზე ერთი ახალგაზრდა მოვიდა გიკითხა, მაგრამ არ იყავი, შემდეგ კი ძალიან მთხოვა ეს შენს დაბადების დღეზე ზუსტად 12 ზე მომეცა და იმდენი მთხოვა არ უთხრათ აქ რომ ვიყავიო ,რომ მეც არ გითხარი არ მინდოდა სიურპრიზი ჩამეშალაა - ბებო .... ამიღწერე - შენხელა ბიჭი იყო და ძალიან სიმპატიური, კარგი აღნაგობის - ბებო შავი თმა და მწვანე თვალები ჰქონდა ?გაიხსენე გთხოოვ - კი კი ბებოო. აღვნიშნე კიდევაც თვალებზე ...ისეთი საყვარელი და ზრდილობიანი ბიჭი იყო.. დაიცა იკა თუ ... რაღაც პატარა სახელი მითხრა - ილო - ხოო ხო ბებო ილო ერქვა კიი ზუსტად ვიცი და შენი კურსელია ?! - იყო . უცბად ვიგრძენი . ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი. ხო ერთდროულად ყველა გრძნობა განვიცადე. და შედეგად კი ენერგიაგამოლეული, ემოციებით პიკში მყოფი მთელი ძალით 'დავეგდე' საწოლზე. წარმომიდგენია რა სახით მიყურებდა ბებიაჩემი, რადგან გიჟივით მომვარდა ხო კარგად ხარო... რა შემეძლო მეთქვა ..არაფერი..მხოლოდ თავი დავაქნიე ..ცოტახანის პაუზის შემდეგ გვერდზე მომიჯდა და კვლავ დაიწყო ლაპარაკი - ასე თქვი იყოო ?! და რამე ცუდი ხო არ შეემთხვა საწყალს ჰა ? აშკარად უფრო დამიმატებდა ბებიაჩემი თუ კიდევ მსგავსი რაღაცეების თქმას გააგრძელებდა - არაა ... ის....გერმანიაში წავიდა - უიიმე კიდევ კაი როგორ გამახარე ..მე კიდევ რა აღარ ვიფიქრე... რაოო მომწონსოო გერმანიაო ? - არ ვიცი ბებო. - უი მემეგონა ახლოს იყავით . - კი ვიყავით. - და არ უნდა იცოდე როგორაა მერე ?? - არ მილაპარაკია ... - რატოო მერე ბებოო წარმომიდგენია ეხლა როგოროაა .. - დაიცა რას გულისხმობ ? წამოვიწიე, რადგან ამ სიტყვებს ვერ მივუხვდი. - იმას რომ იქ სულ მარტოა, არავინ ჰყავს ,არც ოჯახი, არც მეგობრები ... მეცოდება ბებიკო ყველა ვინც უცხოეთში მიდის.. არაფერი ვუპასუხე... ბებიაჩემიც წამოდგა თმებზე გადამისვა ხელი,გამიღიმა და კარისკენ წავიდა, რომ მოულოდნელად კვლავ მისი ხმა გავიგონე - ის მიდიოდა ,მაგრამ ამდენი დღით ადრე მაინც მოვიდა და ეს საჩუქრები დაგიტოვა ..ესეიგი მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ და დაურეკე ბებო ..მადლობა გადაუხადე ჩემი აზრით დაიმსახურა... ეხლა წავედი და იცოდე მალე გამოდი გელოდებიით.. გამიღიმა და კარი მიიკეტა. ცოტახანს ესე გაუნძრევლად ვიჯექი და შემდეგ კი ... უჯრა გამოვაღე და ...ამდენი დღის შემდეგ პირველად ილოს წერილი ავიღე ... გავხსენი და თავიდან წავიკითხე...თითოეული სიტყვა თავიდან შევიგრძენი... ყველაფერი სხვანაირად მეჩვენებოდა ... მოულოდნელად კი ერთმა წინადადებამ ყველაზე მეტად დამაბნია " თუ ერთხელ მაინც შეძლო მაპატიო , ან თუ უბრალოდ წყენა მაინც გადაგივლის გთხოვ მიდი ჩვენს ადგილას ლილე . მიდი და ნახე ... " ადრე ეს სიტყვები არ შემიმჩნევია ...იმდენად ემოციურად წავიკითხე იმ დღეს რომ ალბათ მიზეზიც ეს იყო ... "მიდი და ნახე " რა იგულისხმა ამ სიტყვებში ?! ნუთუ მარკერს ამ სიტყვებთან აქვს კავშირი ?!.რა უნდა ვნახო?! რა არის ამ მარკერის დანიშნულება ... და ამ კითხვებით ,კიდევ ერთი მიზეზი დაემატა ჩემს ისედაც ათას საფიქრალს და კიდევ მოუთმენელ ლოდინს გათენებისა იქ უნდა მივსულიყავი ხვალ დილით და ყველაფერი საკუთარი თვალით მენახა ... თუმცა ამ ფიქრებს ზარები,მესიჯები მწყვეტდნენ ... თითოეულს ვპასუხობდი,თითოეული მათი თბილი სიტყვა მახარებდა, მაგრამ გონება სხვაგან იყო. როდის გათენდებოდა ეს ფიქრი არ მშორდებოდა ... ბოლოს დაძინება გადავწყვიტე ...და უკანასკნელი რამ რაც ძილის წინ ჩემმა თვალება ნახეს ილოს ნაჩუქარი სამაჯური იყო ,გული და ფიქრი იმაზე, რომ ეხლა პირველი აღმოჩნდა ...პირველი ვინც დაბადების დღე მომილოცა. . . . . . ....................................................................... " სანდროოო " " ლილე ?! შენ ხარ ?!" " აუ გაგაღვიძე ხო ... ჯანდაბა რაღაც რო გთხოვოო ძალიან ძალიან შემისრულებ?!" "რომელი საათია ვაფშე?" " მიპასუხეე იუბილარს და შენს ყველაზე საყვარელ მეგობარს ხომ შეუსრულებ თხოვნას?" " თუ დამაცდი გამოფხიზლებას ალბათ კი" " უკვე7ხდება რადროს ძილიაა" " მეღადავები?! ჰო კაი რა გინდა გისმეენ ჩემო პრინცესა " " ვერ ვიტან ეგრე რო მეძახი თქო რამდემჯერ გითხრააა " "კაი მაშინ დავიძინებ მე" " არაა მოიცადეე, გთხოოვ ძალიან მნიშვნელოვანია სხვას ვერ ვთხოვ შეგიძლია ერთ ადგილას წამიყვანო?" " ეხლა?!რაა დგილას ხო მშვიდობაა?" "კიი ... უბრალოდ რაღაც უნდა ვნახო" " რა უნდა ნახო?" " არ ვიცი ჯერ " "ლილე მართლა კარგად ხარ??" " კი სანდრო და გთხოვ" " კაი ნუ მთხოვ ცოტახანში გამოგივლი და წავიდეთ" " ვაიმეეე დიდი მადლობა ვიცოდიი !!!" " ჰაჰა დღეს ხოო იუბილარი ხარ ჰაჰა კაი კაი მიდი პრინცესა " " სანდროო" ხო სიმართლე ვუთხარი მართლა არ ვიცოდი რა შეიძლებოდა მენახა .. ის მართლაც ნახევარ საათში უკვე ჩემს სახლთან იყო... გიჟივით გავვარდი მეც ... - ნწნწ რაა მეთქი გაიზარდა თქო მარა არაა ამ დილაუთენია მომინდოდა გასეირნება - ნწ ნწ ნწ ?! - ძაან ერჩი ამ ბოლოდროს ჩემს ლექსიკას შენ. გამეცინა და ჩავეხუტე ..მართლაც წავედით...ძლივს ავუხსენი გზა ...ალბათ მაგარ გაურკვევლობაში იყო ან რა მინდოდა სად მივდიოდით ან რატომ .მაგრამ მაინც ცდილობდა სხვა თემებზე გველაპარაკა. მანქანა გაჩერდა . ისევ ეს ადგილი . ბოლოს აქ რომ ვიყავი ... არ მინდოდა ის დღე გამეხსენებინა ამიტომ კარი გავხსენი გადმოსვლა დავაპირე ,მაგრამ მანამდე სანდროს მივუტრიალდი .. - სანდრო ამიტომ ვაფასებდი და მიყვარდა ეს ადამიანი ყოველთვის ასე ძალიან ..თითქოს მას უსიტყვოდ ესმოდა ყველაფერი ..ეხლაც სანამ ვეტყოდი, რომ აქ დარჩენილიყო თვითონ დამასწრო თქმა : - აქ დაგელოდები ლილე პასუხად კი თბილად გავუღიმე .. მხოლოდ ეს შემეძლო . ცოტახანს ასე ვიყავი ვაკვირდებოდი და ვფიქრობდი რა იღბლიანი ვიყავი ,რომ ის მყავდა.. ცოტახანში მართლაც გადავედი მანქანიდან ... ირგვლივ ყველაფერი ისეთი იყო როგორც ძველად.. არაფერი არ იყო შეცვლილი .. ისევ თბილისი . ისევ ყველაფერი ჩანდა .. ისევ ყველაზე მაღლა ვიდექი ..ისევ ყველაფერს ვხედავდი .. მაგრამ ... ერთი რაღაც აკლდა აქაურობას .. რაღაც არა ...ვიღაც ... ბოლოს ისევ ის კითხვები დამიბრუნდნენ გონებაში: რა უნდა მეპოვნა ?! რა უნდა მენახა ? არ ვიცოდი არაფერი ... მივუახლოვდი მოაჯირს ... და მართლაც როგორც იურისტმა ,როგორც დაშერლოკებულმა და როგორც პატრიკ ჯეინის მოსწავლემ ეგრევე დავიწყე ამ მოაჯირის დათვალიერება... მაგრამ იმ სიგრძე იყო,ასე მეგონა ბოლომდე ვეღარ მივაღწევდი ..არვიცოდი რა შეიძლებოდა მეპოვნა ...სხვადასხვა სახელები ეწერა. .. სულ ერთი და იგივე,ისევ ერთიდაიგივე ..და არაფერი ისეთი რაც ჩვენზე შეიძლებოდა ყოფილიყო .. ბოლოს იმ ნახატსაც მივუახლოვდი ... და თავიდან გამახსენდა ის დღე .. ლაპარაკი "- შეხედე ვიღაცას რა მაგარი რაღაც დაუხატავს ამ მოაჯირზე... - მიკვირს ქვაზე ფანქრითაა დახატული და მაინც რამაგრად ჩანს - ქვა არ არის ..ბეტონია მაგრამ ...ხო მაგრად დახატა ვიღაცამ ... აუუ იცი როგორ მიყვარს ეს ადგილი... არ ვიცი რაღაცნაირი მუხტია აქ." ჩამოვჯექი და ვიყურებოდი სივრცეში არ ვიცი სად .... მისი ჩახუტება გამახსენდა ...რამდენი დეტალი იყო ...რამდენი რამ მოხდა. ..და ეს ყველაფერი რომ გამეერთიანებინა თითქოს ფილმი გამოდიოდა ..ჩვენი ფილმი ... მე ეგოისტი ვარ ? და უცბად ეს კითხვა დაიბადა ჩემში ... ამდენი ხანი მხოლოდ ვფიქრობდი როგორ ვიყავი მე .. და ის ... ის რას გრძნობს ეხლა ?! რას აკეთებს ?! როგორაა ?! და ბოლოს ერთმა წინადადებამ გაიჟღერა ჩემს ფიქრებში " მან ხომ არ იცის ჩემი პასუხი .. მან ხომ არ იცის რომ მეც მიყვარს " ... და მოულოდნელად ამ სიტყვებმა გამომაფხიზლა .. წამოვდექი ... კიდევ ერთხელ დავხედე ამ ნახატს ...გამეღიმა ...თუმცა გულიც დამწყდა..იმ იმედით მოვედი რომ რაღაც უნდა მეპოვნა..მაგრამ ეხლაც იმედი გამიცრუვდა... მოვტრიალდი ამ ფიქრებით რომ უცბად ... გონებაში და თვალებში რაღაც წარწერა წარმომიდგა. . ნამდვილად დავინახე თუ მომეჩვენა ?! ესეთი რამ დაგმართიანთ როცა გვიან გახსენდება და კადრი თვალწინ გიდგება?! ის რაც ცოტახნის წინ ვერც შეამჩნიე ..და თითქოს ეხლა გაიაზრა შენმა გონებამ ყველაფერი .. სწორედ ეს დამემართა...მართლაც გიჟივით მივტრიალდი და ნახატს მივვარდი ...აქ ,სადღაც ,რაღაც დავინახე.. მართლაც ავათვალიერ- ჩავათვალიერე მისი გარშემო ' ტერიტორია ' და უცბად . უცბად ... დავინახე. სიტყვები ... " მე + შენ " სიგრძეზე ეწერა... ნახატისგან ოდნავ მოშორებით ...უცბად გული ამიჩქარდა...რადგან უკვე ნათელი იყო ყველაფერი . ეს ილოს ხელწერა იყო ... მე გამეღიმა ... ასევე გაღიმებული სახით გავხსენი ჩანთა და ამოვიღე მარკერი ... დრო იყო მას თავისი მოვალეობა შეესრულებინა. . . . . . უკვე სახლს ვუახლოვდებოდით ... მე კი გაღიმებული სახით ვიჯექი და ფანჯრიდან ვუყურებდი თბილისის ქუჩებს. .. მოულოდნელად კი სანდრომ ამდენ ხნიანი დუმილის შემდეგ ლაპარაკი დაიწყო - ლილე იმ მოაჯირზე რამე დაწერე ? - დაინახე ? - კიი .. და ვაფშე ვერ ვხვდები სად ვიყავით ან რა ხდება და ვაფშე რა დაწერე?! - არაფერი სანდრო... უბრალოდ ვუპასუხე - რას ?! - განტოლებას. - ლილე ნუ გადამრიე ტო რა განტოლებას ?! - ჩემი ცხოვრების განტოლებას სანდრო . მისი ესეთი გაკვირვებული სახის დანახვაზე სიცილი ამიტყდა. - აქ გააჩერა რა ,მაღაზიაში უნდა შევიდე ... და იცოდე 7ისკენ გელოდებით და ხო იცი ახალ წელს ჩემთან ვხვდებიით ...ჩუ არაფერი მითხრაა ...უბრალოდ ძალიაან დიდი მადლობა სანდროო ვაკოცე ლოყაზე და ეგრევე გადმოვედი მანქანიდან .... თანაც ისე სწრაფად რომ სიტყვის ამოღებაც ვერ მოასწრო ... წარმომიდგენია რამდენად არა ნორმალურად მთვლიდა ის ეხლა ... ალბათ ცოტახანს გონზე მოსვლაც სჭირდებოდა რომ გაეაზრებინა რაები ჩავიდინე ამ რამდენიმე საათში. .. .. ... ... ... "- ანუ ვინ მოდიის ?? ზუსტად უნდა ვიცოდე რამდენ ადამიანზე გავშალოოთ - ესეიგი ნატი ,სანდრო ,დემე და ერთი გოგო მოვლეენ ანუ 5 ვიქნებით მარტო - გამაგიჟებ ლილე ახლაც ვერ ვხვდები რატომ არ გინდოდა სადმე რესტორანში ან კლუბში გადახდა და ბარემ სხვებსაც დაუძახებდი. - დედა შარშან მთელი სკოლა მყავდა ლამის და მოდი წელს არ მინდა ეგეთი ამბები რა.... თან მინდა მხოლოდ ჩემს მეგობრებთან ერთად შევხვდე ახალ წელს და არა უბრალოდ "ბევრ ხალხთან" .. - და ის გოგო ვინ არის ?? - ახალი მეგობარია .. ძალიან კაი გოგოა მალე შეგაყვარებს თავს - ძალიან კარგი !! ისე მეგონა იმ ბიჭსაც დაუძახებდი - ვინ ბიჭს ? ! - ილო ბარათელზე ვამბობ .. ხო ახლოს იყავით ? დაიცა არ მითხრა, რომ კიდევ იკამათეთ - კიდევ ?! რას გულისხმობ ????? - ცუდად რომ იყავი მაშინაც ხო ნაჩხუბრები იყავით - რაა ?! საიდან მოიტანე ან ?!არმესმის?! - რავიცი ლილე შენ რომ ცუდად იყავი ყოველდღე მირეკავდა და შენ ამბავს კითხულობდა ,ცოტა ვიკამათეთ და არ უთხრათ რომ დაგირეკეთო მთხოვდა .. - რ ა ა ა ა ა ა ა ა ?! - მეგონა ალბათ შენგან იცოდა ჩემი ნომერი თქო .... და თან ისე თბილად გკითხულობდა და არ ავიწყდებოდა დარეკვა მეგონა ახლო მეგობრები იყავით - დედა მითხარი რომ უბრალოდ მეღადავები და ამ ყველაფერს ეხლა, ამდენი ხნის მერე არ მეუბნები .. დედაა - ხო ვიცი აქამდე უნდა მეთქვა, მაგრამ ისე მთხოვა არ უთხრათო და მერე ამდენი საქმის გამო მეც გადამავიწყდა" - ლილეეე ლილეე ?! ვიგრძენი ვიღაც ჩემს სახელს იძახდა ... ჯანდაბა ფიქრებში წავსულვარ .. და გაოგნებული ნატის ალბათ გიჟიც ვეგონე ..მაგრამ რა ჩემი ბრალი იყო თუ დღეს დედაჩემისგან ესეთი 'ამბავი ' გავიგეე?! რამაც სრულიად დამადუმა ...დამშოკა ...და ამრია- დამრია... გამახსენდა როგორც ვბრაზდებოდი არ მწერს, არ მკითხულობს თქო... შემდეგ ის მოწერაც გამახსენდა ... როგორ ვბრაზობდი ის ერთობოდა და საერთოდ არ ვახსოვდი თქო ... ბევრი რამ გამახსენდა . და მთავარი მაინც აქ ის იყო რომ , უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი თუ როგორ არ ჰგავდა ილო არავის... ისევ ნატის გაკვირვებული სახის მოწმე გავხდი - არაფერი მჭირს ნატიი ნუ მიყურებ ეგრე .... უბრალოდ უცბად რაღაც გამახსენდა და ... - ხო მესმის ეგ 'რაღაც ' ძალიან კარგად ... მისმინე. დანარჩენები აღარ მოდიან ? - კიი ყველა მოდის პროსტა ვერც მე ვხვდები სად არის დემე ამდენ ხანს .. ბაბიმ კი მითხრა მალე მოვალო,მაგრამ დემესთან არ მილაპარაკია დილის შემდეგ და ეხლა კი მობილური გათიშული აქვს - გასაგებია .. მხოლოდ ეს მიპასუხა ნატიმ ... მეც არაფერი ვუთხარი ...ვერ ვხვდებოდი დემე სად შეიძლება ყოფილიყო... მოულოდნელად ზარის ხმა გავიგონეთ .. - ვააახ არ მჯერაა - დაიცა მე გავაღებ გამომძახა სანდრომ და ჰოლისკენ წავიდა.. წამოვვარდი გიჟივით მეც ..არვიცი რატომ, მაგრამ ნატიც წამოდგა .. და ველოდებოდით ბაბის ან დემეს, რომელიმეს შემოსვლას .. თუმცა არცერთი არ ჩანდა. . უკაცრავად და აშკარად გავიგე კარის გაღების ხმა და სად გაქრნენ ?! - დაიცა გავხედავ სად არიან ამდენ ხანს. გავედი ოთახიდან და მოულოდნელად ორი ადამიანის დიალოგის მომსწრე გავხდი,რომელიც როგორც ჩანს რამდენიმე წუთისწინ დაწყებულა და გრძელდებოდა ამ წუთამდეც ...კედელთან ვიდექი და კარგად მესმოდა მათი ხმა. - როგორც ვხედავ ამჯერად შეძელი ჩემი გვარის დამახსოვრება. - კი აშკარად არ გამჭირვებია. - ხო წესით ძაან რთული არ უნდა ყოფილიყო . ამ სმაილის ხმით თქვა სანდრომ ეს სიტყვები ... რა უცნაური შედარებები მაქვს ?!უკვე ჩემი თავი მაშინებს - და რავი სახლში შემომიშვებ თუ ესე უნდა ვიდგეთ ? - უი ..ჰო.. შემო... შემოდი ... მომეცი ეგ მე დავკიდეებ - კაი აჰაა... რაიყო?! - არაფერი ?! - აბა რატომ მიყურებ ეგრე ?! - როგორ გიყურებ ?! - არ ვიცი რაღაცნაირად .. - ალბათ იმიტომ, რომ დღეს სხვანაირი ხარ - სხვანაირი ? - ხო ანუ ბოლოს ჩემთან, რომ იყავი იმ დღისგან განსხვავებული. - ხოო ?! - ხო ცოტა უცნაური ხარ - ჰმმმ და ეს როგორ გავიგო ?! - ცუდად არა .. ანუ ვიგულისხმე რომ ... მოკლედ ... ეს ფერი გიხდება ,ამის თქმა მინდოდა რა.. - ეს ფერი ?! - ჰო ... - ანუ შავი - ხო ' ანუ შავი '. - რავი როგორც მახსოვს იმ დღესაც ამ ფერებში ვიყავი ... ცისარტყელა ჩემში არ ზიის. პაუზა იყო . მე კი პირზე მაქვს აფარებული ხელი და პირდაპირი მნიშვნელობით ძლივს ვიკავებ თავს, რომ არ გავსკდე სიცილისგან ... არასდროს . ხო არასდროს . მე ლილე ნაკაშიძეს სანდრო ფალავანდიშვილი ესეთი დაბნეული გოგოსთან არასდროს მინახავს .. ანუ სანდრო არ იყო ის ტიპი რომ იბნევიან ან წითლდებიან ან უაზრობებს ლაპარაკობენ ... თუმცა ამ წამს ის სწორედ ესეთი იყო ... - ანუ ვიგულისხმე რომ კაბაში სხვანაირი ხარ თქო პაუზის შემდეგ მისი 'სანდროსეული' ხმისგან ოდნავ განსხვავებული ხმით უპასუხა მან... უფრო სწორედ ამ ხმაში აღარ იგრძნობოდა ' მე მაგარი ტიპი ვარ ' -ს მომენტი. - გასაგებიაა. - დაიცა ... ის კი არ მიგულისხმია ,რომ მაშინ ცუდად იყავი ან რამე.. არაა შენთავს გეფიცები ... უბრალოდ .. დდღეს ... ანუ მინდოდა მეთქვა - კომპლიმენტი - რა ?! ააა ჰოო ჰო ეგ ... ანუ დღეს ძალიან ლამაზი ხარ თქო მინდოდა მეთქვა ხო ანუ კომპლ- ...ჯანდაბა ცვეტში ვიღაც ვით ვლაპარაკობ ტო. ჩაცინების ხმა მომესმა ...შემდეგ ისევ პაუზა იყო ... თუმცა მე კი ნამდვილად გამიჩნდა კითხვა ' ეს მართლა სანდრო იყო ?! ლურჯ თვალება პრინცი ალექსანდრე ?!' - მადლობა სანდრო, შენი თვალებიც წინასთან შედარებით ძალიან ლურჯია დღეს ?! მოულოდნელად ბაბის სიტყვები გავიგე ,რომელიც შეიძლება ითქვას კითხვის ნაირი ინტონაციით იყო ნათქვამი ..თითქოს გვიან გაიაზრა რა თქვა ..და მაინც გაფიცებთ რა თქვაა ?!მოულოდნელად ნატიმაც გამოიხედა ოთახიდან, მაგრამ ვანიშნე ჩუმად იყავი თქო.. უცბად ისევ სანდროს ხმა გავიგეთ - არაფრის რა მადლ-....დაიცა რა თქვი ?! ძაან ლურჯიაო ?! ჰჰაჰაჰჰაა და უცბად მისთვის დამახასიათებელი სიცილით გადაიხარხარა ..სანდრო ეგეთი იყო თუ სიცილი აუტყდებოდა მტრისას მისი გაჩერება ძნელი იყო . - კაი ნუ დაიხრჩობი ოღონდ - არ ვაპირებ ,პროსტა მაგრად გამეცინა ჰჰაჰაჰაჰაა ხო გითხარი უცნაური ხარ თქო - კაი - კაი ?! - ჰოო კაი . - დაიცა დაიგრუზე ტო? - საიდან მოიტანე? - რავი ტო თვენ ხო ' კაი-ს ' ყველაზე დიდი სწერვობის ან ცვეტში. საბოლოო განადგურების დროს იყენებთ ხოლმე - ეგ სიტყვები fb-ზე სტატუსები სტატუსებში წაიკითხე ? - არა თუ სწორედ მახსოვს ვალერის ,ნინის , გიორგის თუ ჯემალის სტატუსებში იყო... ეგ სერიოზული თემაა ჩამორჩი ტო . უკვე ისევ მისთვის დამახასიათებელი ხმით ლაპაროკბდა სანდრო . ანუ 'თავის ხელში აყვანა ' შესძლო . - აააჰამ უკვე მივხვდი , მაგრამ სამწუხაროდ ეს უბრალოდ ჩვეულებრივი 'კაი' იყო ალექსანდრე. - გასაგებია ბარბარე. - ძაან კაი ალექსანდრევ ,ოღონდ ბაბი გინდოდა გეთქვა ალბათ . - ბარბარა ხო არა ?! - ბაბი მეთქი. - ბარბი . ვსო გასაგებიაა. ისევ პაუზა იყო . მოულოდნელად ისევ ბაბიმ დაიწყო ლაპარაკი - და ახალწელსაც აქ უნდა შევხვდეთ ალექსანდრე ? - რ-რა ? - არა უკვე ერთი საათი ასე ვდგავართ და რამდენიმე საათში ისედაც ახალი წელი დგება თქო. - უი ... ხო... ჯანდაბა.... ...წამო ტო ..შევიდეთ .... გველოდებიან ... წამოდი ბარბი. - ბაბი და აღარ გავიმეორებ. - ბარბი თქო ... ზედმეტსახელები ჩემი თემაა და ამიტომ შანსი არ გაქვს ბარბი. - კარგი ალექსანდე ისევ ჩაცინების ხმა მომესმა და შემდეგ უკვე ნაბიჯების ხმითაც მივხვდით რომ ჩვემკენ მოდიოდნენ.. ჩვენც გიჟივით შევვარდით ოთახში და ვითომც არ გაგვიგია არაფერი ისეთი სახეები მივიღეთ ... და მართლაც ბაბი შესანიშნავად გამოიყურებოდა. შავი წელში გამოყვანილი მოკლე კაბა ეცვა . შავი წელამდე გრძელი თმები გაშლილი და გასწორებული ჰქონდა , მაკიაჟი და მთლიანად ეს პატარა დეტალები მას უფრო მეტ სილამაზეს მატებდა ... და ეხლა უკვე მესმის სანდროს დაბნევა სულაც არ უნდა გაგვკვირვებოდა ...მაგრამ მთავარი ამ ყველაფერში სულ სხვა იყო ... ის ფაქტი რომ ჰოლში დაწყებულ ფლირტისგან ჰაერი უკვე ამ ოთახშიც იწყებდა დახუთვას. ბაბის დიდი ემოციით შევხვდით მე და ნატი, მშობლებსაც გავაცანი და სახის გამომეტყველებით მივხვდი რომ უკვე ძალიან მოეწონათ ...შემდეგ ყველანი სუფრასთან დავსხედითთ ... ბევრი ვილაპარაკეთ, მაგრამ ილოს თემას არცერთხელ შევხებივართ.... მუსიკა გვქონდა ბოლოხმაზე ჩართული, სანდრო თავის სტილში იყო და ეხლაც ათას სასაცილო რაღაცას გვიყვებოდა ... სურათებს ვიღებდითთ... ვჭამდით რადგან ამდენ გემრიელობებზე უბრალოდ უარს ვერ ვამბობდით... ცოტას ვსვამდით კიდეც ...თუმცა ამ ყველაფერს დემეს არ ყოფნა ელფერს უკარგავდა . ვურეკავდი ,მაგრამ კვლავ გამორთული ჰქონდა . ეხლაც მეორე ოთახში გავედი დასარეკად .. კიდევ გამორთული აქვს,მოულოდნელად ოთახში ნატი შემოვიდა. - კიდევ გათიშული აქვს ? -ხოო და უკვე მეშინიაა ნატი - ნუ გეშინია არაფერი შემთხვევია დამიჯერე - კი მაგრამ ამდენხანს სადაა ..ან რატომ არ რეკავს .... რამე ხო არ მოხდა მართლა ..სახლში ხო არ დავრეკო ?აუუ არ ვიცი რა ვქნა !!! - ლილე დამშვიდდი ... კარგად მეცნობა ეს მომენტი და დამიჯერე ცუდი რამე რომ მომხდარიყო უკვე დიდიხნის წინ გავიგებდით - რას ამბობ ?! დაიცა მეცნობაში რას გულისხმობ ?! - შენ არ გახსენდება ?! რრა- და უცბად გამახსენდა .... მისი ნერვიულობა გამახსენდა... მისი სიტყვები გამახსენდა... მიშო გამახსენდა ... - მიშ- - ხო სწორედ გამოიცანი... ისიც არ ჩანდა ...მასზეც ვნერვიულობდით. მასაც გამორთული ჰქონდა ....მაგრამ ბოლოს კარგად გახსოვს სადაც იყო... ხოდა ალბათ დემეც .... დემეც სადმეა .... ერთობა ... რა ... იცი, არადა მეგონა რომ .. თუმცა ის ხომ დემეა ,რომელიც უარს გართობაზე არასდროს იტყვის. - ნატ- - ლილე ეს სიტუაციაც იგივეა ...ყველაფერი ესე იყო ადრეც და ეხლაც ... და ბოლოს არცერთი აღარ მოდის .. გპირდებიან ... სიყვარულს გაგრძნობინებენ ... შენში ემოციას გამოიწვევენ ...გრძნობას გააღვიძებენ .. იმედებს ააშენებენ და ბოლოს .ბოლოს კი საკუთარ აშენებულს თვითონვე ანგრევენ ..ისინი სიყვარულისთვისაც კი არ იბრძვიან .. უბრალოდ გტოვებენ და მიდიან. გავჩუმდი ... მისი სიტყვები ისეთი გულისტკივილით იყო ნათქვამი რომ ...პირველად გამიჩნდა კითხვა ... ეხლა ის მიშოზე ლაპარაკობდა თუ ?! თუ დემეზე ?!... - ნატი უბრალოდ გეტყვი მხოლოდ ერთს : დემეს კარგად არ იცნობ... თორემ მიხვდებოდი როგორი ადამიანიცაა და დააფასებდი. - კაი დაივიწყე. მოკლედ მომიჭრა და ოთახიდან გავიდა ... თუმცა ვიგრძენი ეს სიტყვები გულში მოხვდა ... შემდეგ მეც გავყევი და უცბად დავინახეთ შემდეგი სცენა : ბაბი დივანზე იჯდა და ფოტოაპარატში სურათებს ათვალიერებდა .. სანდრო კი ისევ მაგიდის თავში იჯდა ,ცალი ხელი მაგიდაზე ედო,ცალში სიგარეტი ეჭირა და ეწეოდა და თან მთავარი აქ ის იყო ,რომ ბაბის უყურებდა და ჩვენ ვერც გვამჩნევდა ... სიგარეტის ბოლის ამოშვებისას კი თავს ოდნავ უკან წევდა და მაინც ბაბის თვალს არ აშორებდა . მე და ნატი გაოგნებული გაჩუმებულები ვიდექით და ვუყურებდით ფილმის ულამაზეს კადრს ,რომელსაც ჩართული სიმღერა უფრო მეტ ემოციას მატებდა ... მაგრამ უცბად კარზე ზარის გამო ეს მომენტი დამთავრდა.. სანდროც გამოფხიზლდა და იმ მომენტიდანვე შეგვამჩნია თუ არა ეგრევე ხელი კისერთან მიიტანა .... და შემდეგ სერიოზული სახით ამოგვხედა - 15 წუთით ადრე მოუწია ჩვენს მეკვლეს აშკარად მოსვლა. გაგვეცინა ყველას ...და მოულოდნელად დედაჩემის სიცილის ხმაც გავიგეთ .. ჩემი მშობლები დღეს ახალი წლის დადგომას რესტორანში უნდა შეხვედროდნენ და ვიფიქრე ალბათ უკვე გადიან და კარსაც გააღებენ თქო ალბათ მეზობელი იყო ან მათი მეგობარი ... ამ ' დიდებს ' რას გაუგებ .. და უცბად მოულოდნელად კიდევ ერთი ხმა მოგვესმა და აშკარად უცნაური გადახარხარებაც ?! თოვლის ბაბუისნაირი გაცინება ?!"ჰა ჰა ჰა ჰა "?! თოვლის ბაბუა აშკარად არ გამოგვიძახებია ხო ?! ეგრევე ოთახის კარი გამოვაღე ,რომ გავსულიყავი და უცბად ვხედავ : დემე კალანდაძეს . ქურთუკს იხდის , შავი კაპიშონიანი ჟაკეტი აცვია .. და ამ შუა ზამთარში მისი საყვარელი დახეული ჯინსები , და ბოლოს > თოვლის ბაბუის ქუდი .მხარზე მოკიდებული აქვს დიდი პარკი და მომღიმარი სახით მისი დამახასიათებელი 'პახოდკით ' კიდევ ერთხელ აღვნიშნავ დემე კალანდაძე მომიახლოვდა . - რა იყოთ ჩემი, თოვლის ბაბუას ესე ხვდებიან ხოლმე?! .... კაი რა იყოთ ტოო წვერსაც ვაპირებდი პროსტა ამ წვერზე ზემოდან კიდევ თეთრი წვერი ვეღარ გავქაჩე . ?! ლილეე ჩემო ლამაზო მართალია დღეს შენი დაბადების დღეა ,მაგრამ ცოტახანში ახალი წელიც დგება ხოდა გადავწყვიტე საჩუქრები ყველასთვის მომეტანაა და ცვეტში ეს თოვლის ბაბუობა მაგრად დამევასა რა ჰაჰაჰაჰ ... და რავიი ?! ესეთ სახეებით უნდა მიყუროთ კიდევ დიდხანს ?? ამ ლაპარაკის დროს არ ვიცი, მაგრამ დაბნეული ნაბიჯებს უკან ვდგავდი და თან ვფიქრობდი ეს რა ადამიანი იყო ?! რა წარმოშობის ?! რა გამოშვების ?! რა ფირმის ?! გაოგნებული ვიყავი... და უცბად ჩემი პირველი რეაგირებაც 'განხორციელდა ' : ნატის გავხედე . და მან შეძლო . სწორედ ეს სიტყვები გამიჩნდა გონებაში. დემემ შეძლო მისი გაკვირვებაც ,რადგან უბრალოდ ვერც კი აგიღწერთ ისეთი სახით იდგა ნატი . გაოცებული იყო და მხოლოდ მას უყურებდა ...ხო სწორად გაიგეთ .. დემეს .. პირველად .ხო პირველად ამდენი ხნის შემდეგ ის მას უყურებდა ... და ვხედავდი ... ნელ-ნელა ეს გაოცება, გაკვირვება, ღიმილში გადასდიოდა ,რადგან პირთან აშკარად ვატყობდი ჭრილს.... მოვედი გონს თუ არა დავინახე ,რომ ბაბი და სანდრო უკვე საჩუქრებს იღებდნენ ... იცინოდნენ .... დემეც ცანცარებდა ... და ნატი კი .. ამ ხნის განმავლობაში თითქოს უბრალოდ მას სწავლობდა ... აკვირდებოდა .. უყურებდა ... როგორ მინდოდა დემეს ეს შეემჩნია, როგორ მინდოდა .. დაენახა .... მაგრამ ის არ იხედებოდა მისკენ .. ჯანდაბა ..თავს არ ატრიალებდა არაა .... მოულოდნელად ნატის წეღან ნათქვამი სიტყვები წარმომიდგა თვალწინ ... ის ხომ აშკარად მრავლობითში ლაპარაკობდა . ხო ..მრავლობითში იყო ....თანაც ...ნუთუ .. ნუთუ ?!მას- და მოულოდნელად სანდრომ დაიწყო ლაპარაკი - დაიცაათ ეე ,თოვლის ბაბუა 'სნეგურაშკას ' გარეშე მაგრად ტეხავს ტოო ვინმე ხო უნდა დაეხმაროს ჩვენს ბაბუას საჩუქრების დარიგებაში ჰჰაჰაჰააჰჰაჰაჰა ხოდა ... ნატი არ გინდა შენ იყო თოვლის ბაბუას 'სნეგურაშკა ' ?! აი ისე როგორც ფილმებში ხდება ,მოულოდნელად წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა . დემე .. ის გაჩერდა .. ხო ,დემე რომელიც თავდახრილი იდგა და საჩუქრებს ალაგებდა ამ სიტყვებზე გაჩერდა. და უცბად ამოიხედა ... ჯერ სანდროს შეხედა .. შემდეგ მე ... მის გამოხედვაში ის დღე გამახსენდა... ხო ვითომ ორი წთის წინ ასეთი მხიარული იყო ,მაგრამ არა ... მის სახეზე,თვალებში ნათლად დავინახე რომ მაგრად ცუდად იყო .. უბრალოდ ' გატყდომილი ' ადამიანის თვალები დავინახე ... და სანდროს ეს სიტყვები კი. ... თითქოს ძალით იყო ნათქვამი.. რო არ მცოდნოდა სანდრომ არაფერი იცის თქო და მეგონებოდა განზრახ თქვა ეს სიტყვები და ამით გვანიშნა თქვენ გგულშემატკივრობთო .... დემესთვის თვალი არ მომიშორებია , ვუყურებდი და ის ფაქტი ,რომ მას არცერთხელ არ შეუხედავს ნატისთვის ცუდად მხიდა და უცბად კი საერთოდ , თავი დახარა ისევ .. და მე დავინახე... როგორ დახუჭა თვალებ .. თითქოს მას თავიდან ,უკვე სიტყვებით ,უნდა მოესმინა უარი ... რომ მოულოდნელად ნატის სიტყვები გავიგონეთ - კიი მინდა ... ძალიან მინდა ... თუ დემე .... უფროსწორად თოვლის ბაბუა თანახმა იქნება მე ....დიდი სიამოვნებით ვიქნები მისი ფიფქია და. სხვათაშორის სანდრო 'სნეგურაშკა ' ქართული სიტყვა არა ჰაჰჰაჰაჰაა . ნატის სიტყვების ,სიცილის გაგონების შემდეგ... მახსოვს ღრმად ამოვისუნთქე . კარგად მახსოვს რონ თვალები უკვე მეც დავხუჭე და როგორც ამბობენ ხოლმე 'ყურებამდე გავიღიმე '. ვიგრძენი ,მივხვდი ,დავრწმუნდი ნატი წეღან დემეზე ლაპარაკობდა ,ნატიმ დემე დააფასა ,ნატი დემეს უკვე ენდობოდა ,ნატის დემე შეუყვარდებოდა თუ უკვე ასეც არ იყო. და ამ ფიქრით ჩემი ოთახისკენ წავედიი... დემეს სახე თვალებიდან არ მშორდებოდა .ნატის სიტყვებით გამოწვეული მისი სახე, მისი ემოცია თითქოს მანახებდა .. მიმტკიცებდა იმას, რომ ზოგჯერ გოგოები ბიჭებსაც არასწორად ვაფასებთ ...ზოგჯერ ვერც კი ვხვდებით ,რომ მათაც აქვთ გული ,რომელიც სტკივათ ან გული ,რომელიც დიდი სიხარულისგან გაასმაგებულად უცემთ ....ამ ფიქრებით უკვე მობილურში მის ნომერს ვკრეფდი . ... ამ ფიქრებით უკვე მობილური ყურთან მიმქონდა და ვცდილობდი ჩემს გულისცემას ზუმერის ხმა არ გადაეფარა ...1 ....არ იღებდა. 2... კვლავ არავინ იღებდა მობილურს ... მესამეჯერ გავიდა ზუმერი კვლავ არავ- - ლილე ?! და უცბად მისი ხმა . ამდენი ხნის შემდეგ პირველად მისი ხმა გავიგე ...ხმა ,რომელსაც ყოველთვის 'რაღაცნაირს 'ვუწოდებდი, რადგან არ შემეძლო სიტყვით გადმომეცა ...ეს ტონალობა ,ისევ ეს 'რაღაცნაირი' ტონალობა... უცბად ვიგრძენი მონატრებაც... შეიძლება ითქვას დამადუმა მისმა ხმამ ...ადრე მიუხედავად ყველაფრისა ესე ემოციურად არ მეჩვენებოდა ხოლმე მისი ნათქვამი სიტყვები, ეხლა კი ამ ოთხ სიტყვაში ვერ აღვწერ იმდენი რაღაც ვიგრძენი ... უცბად მივხვდი ,რომ ჩემთვის ყველაფერმა დაკარგა აზრი, 'ყველაფერში' კი იმ ყველაფერ ცუდს :ცუდ დღეს, ცუდ დროს ,ცუდ საათებს ვგულისხმობდი ... მოულოდნელად თვალები დავხუჭე ... ეს ყველაფერი უბრალოდ ორ წამში მოხდა მე კი ხო ხედავთ ფიქრებით საუკუნეს გავცდი ...აი უკვე მისი აჩქარებული, ღრმა სუნთქვასაც კი ვგრძნობდი ..ხოო განა მესმოდა, არა უკვე ვგრძნობდი კიდეც . უკვე ალბათ სამი წამი გავიდა ...და ეს ყველაზე დიდი ,ღრმა, გრძელი სამ წამიანი სიჩუმე აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. და მოულოდნელად მივხვდი რომ ... უკვე საკმარისი იყო. ხო საკმარსი იყო ამდენი დუმილი, სიჩუმე და ულაპარაკობა ..ხო უკვე უაზრობას ემსაგვსებოდა ეს ყველაფერი ... უკვე სიამაყემაც დაკარგა აზრი ... მხოლოდ ერთი რამ იყო ნათელი . მე ის მენატრებოდა . მე ის მჭირდებოდა . მე არ ვაპირებდი ახალი წლის დაწყებას მის გარეშე . ხო და დანარჩენს უბრალოდ უკვე აზრი აღარ ჰქონდა . და მეც ,ლილე ნაკაშიძემ , პირველად დავარღვიე სიჩუმე : - მართალია შენთან სამი საათით უკან მაგრამ აქ... აქ მხოლოდ ეხლა გახდა 12 საათი... და აღმოჩნდა რომ შენ დამებედე ...ირონიაა ან ბედი ,რომ კვლავ ერთმანეთთან დაკავშირებულები აღმოვჩნდით ...კვლავ მე და შენ ... და იცი რა ?! მე არ ვაპირებ ამის შეცვლას ...არ ვაპირებ რაიმეს შესწორებას ... არ ვაპირებ იმ მოაჯირზე დაწერილი სიტყვების გადაშლას და ჩასწორებას ...არ ვაპირებ მოვიქცე ისე ,როგორც იმ წერილში მომწერე ... ხო ,არ ვაპირებ წარსულის დავიწყებას.. და მითუმეტეს ... შენთან დამშვიდობებას არ ვაპირებ ილო და იცი რატომ ?! იმიტომ, რომ მიყვარხარ ... ხო მიყვარხარ თანაც ძალიან და ჩემთვის მთვარი მხოლოდ ესაა და ის ფაქტიც ,რომ მე და შენ ,უკვე ჩვენ გავხდით ... და დანარჩენი კი ....დანარჩენი ჩემთვის უბრალოდ სისულელეაა. /..//////////.../////////////////////////////............ მართლა დიდი ბოდიში ასეთი დაგვიანებისთვის ... და დიდი მადლობაა წინასწარ ყველას ვინც წაიკითხავთ ან დააკომენტარებთ ამ თავს !!!!! მიყვარხართ ყველანი ძალიან !!!!!!! < 3 < 3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.