შევიცვალე და როლებიც გავცვალეთ
_მორჩი რა.არ მინდა,ხომ იცი არ მიყვარს ეგეთი ცანცარობები. _აუ რა გოიმი ხარ თაკო გეფიცები.პროსტა ვიღადაოთ.ამ ერთხელ რა გთხოოვ. _კაცი ვერაფერს შეგაგნებინებს მაგ პატარა და ჩერჩეტ თავში. _იეეეს,ჩემი სუპერ გოგო ხარ. ტელეფონი მოვიმარჯვე და ტექსტის აკრეფვა დავიწყე.ნათიას იდეა იყო,რომ მის მეგობარს გავხუმრებოდით.მასზე ნაწყენი იყო და ამით სამაგიეროს უხდიდა. არადა სულ სხვა მიზნით ვიყავი სოფელში ჩასული.მინდოდა დამესვენა ჩემს გემოზე,უნივერსიტეტისგან და ქალაქისგან შორს.მაგრამ ვინ გაცადა. _ჰა რა ქენი მიწერე? _არაა _აქამდე რას აკეთებ თაკო? _ვერ ვხვდები რა უნდა მივწერო _მომეცი მე ვიცი. ტელეფონი გამომგლიჯა და სავარძელში მოკალათდა. „ლექციებს 4ზე ვამთავრებ და გამომიარე ნიინ.გელოდები“ _ესეც პირველი მესიჯი. _ნათია არ მომწონს რაღაც ეს იდე,ცუდად დავამთავრებთ გული მიგრძნობს. _ოო ნუ ხარ პანიკა.ვიცი ამ მესიჯზე წამოეგება და მოგწერს. _მიხვდება,რომ ვეღადავებით. _ნუ მასწავლი მაგის ხასიათს.პოლიციელი მე უფრო ვარ ვიდრე ეგ. _რა თქვი გოგო?პოლიციელია?შენ სულ გააფრინე ხო? _დავიღალე შენთან ლაპარაკით.წავედი და როცა მოგწერს უაზრობები არ დაიწყო,როგორც დაგარიგე ისე მოიქეცი.ამ ერთხელ.ჩემი ხათრით. სასაცილოდ დამეჭყანა ჩემი საუკეთესო მეგობარი.მის ასეთ გამოხტომაზე გულიანად გამეცინა. _რატომაც არა. გავიფიქრე ჩემთვის.ნათიას გამო გავაკეთებ. პასუხმაც არ დააყოვნა და ტელეფონზე ზარი შემოვიდა. ამასობაში სულ დამავიწყდა ჩემს შესახებ რამე მაინც გითხრათ. თაკო ელბაქიძე,იურიდიული ფაკულტეტის 4 კურსის სტუდენტი.ვცხოვრობ თბილისში,მშობლებთან ერთად.ნელ-ნელა ყველაფრის შესახებ გაიგებთ. _გისმენთ. დაბნეულობა არ შევიმჩნიე _მე გისმენ. გაისმა მკაცრი ბარიტონი _თქვენ მირეკავთ და კიდევ მე მისმენთ? _ცანცარა ბავშვებისთვის დრო არ მაქვს.ვინ ხარ? _მე მგონი თქვენობით მოგმართე. უცნაური სითამამე შემეპარა _მისმინე გოგონი. დამარცვლით წარმოთქვა ბოლო სიტყვები.ნომერი შეგეშალა აშკარად და მეორედ ნუღარ შემაწუხებ. საკუთარ თავში დარწმუნებული იდიოტი. გავიფიქრე ჩემთვის და მოქმედებაზე გადავედი. _მეტისმეტად ამბიციური ტონია,ამიტომ გირჩევნია შეიცვალო. _შენთვის აზრი არ მიკითხავს.კარგად ტელეფონი უხეშად გამითიშა. _ოხ ნათია ამის გულიზე რას გიზავ,ეს ვის გადამკიდე.საერთოდ ვინ არის ნეტავ ეგ მაინც ვიცოდე. მთელი დგის ემოციებისგან დატვირთულს დამეძინა.გამთენიისას კი ჩემი „კიბოს“ ნათიას ხმა ჩემესმა. _აუუ თავს რატომ არ მანებეებ. _გაიღვიძეე,გოოგო ,ადექი ივარჯიშე. სასაცილოდ დაიწყო ხელების ქნევა _ნუ მახსენებ,რომ ზედმეტი კილოგრამები მაქვს,ვიცი. _ჩემი ფუმფულა.ხომ იცი მე ასეთი მიყვარხარ და ყველაზე ლამაზი ხარ. _ნუ მეაფერისტები.რა გინდა პირდაპირ მითხარი. ლოგინზე წამოვჯექი ჩემი ზედმეტი კილოგრამები არ მაწუხებდა,მაგრამ მაინც მინდოდა სასურველ წონაზე დადგომა.ამისთვის თავს არ ვზოგავდი და ვცდილობდი დამეკლო. _მოკლედ დღეს რესტორანში მივდივართ. _თ??? ვინ თ? _მე,შენ და კიდევ სხვები. _ნათია ნუ ცანცარებ. _მართლა გეუბნებიი.სასტავი ვქეიფობთ და შენც წამოხვალ. _შანსი არაა,არ წამოვალ. _წამოხვალ თან სულ ცეკვა,ცეკვით. _არაფერი მაქვს ისეთი ჩასაცმელი. _მოძებნი რამეს,ადექი ახლა. ბევრი ძიების შემდეგ,სადად ჩავიცვი.ბევრი არაფერი მქონდა ისეთი რომელიც ჩემს სრულ ფორმებს დაფარავდა,ამიტომ შევეცადე მოკრძალებულად ჩამეცვა. სასიამოვნო გარემო დაგვხვდა.მუსიკის მოსმენით გართული ვიყავი,როცა ნათია მეცა მაჯაში და გვერძე გამიყვანა. _იმ კუთხეში გაიხედე ოღონდ შეუმჩნევლად. _მერეე? _იქ რო ტიპი ზის,პორმით.დათოა. _დათო ვინ არის? _შენ ნუ გამაგიჟე.გუშინ ვისთანაც მიგაწერინე.ისე ეგ სულ დამავიწყდა.არაფერი მოგწერა? _კიი,დამირეკა,მაგრამ ხისთავაა და მაგასთან მიწერას აგარ ვაპირებ. _შანსი არაა,გეგმებს ვერ ჩამიშლი. _რა გინდა რას ერჩი,ცუდი ტიპი არაა შეხედულებით,მაგრამ ასე ჰგონია მის გარშემო ტრიალებს სამყარო. _გაჩუმდი,ჩვენსკენ მოდის. _ვახ,ქალბატონო ნათია.როგორ გიკითხოთ? _გადასარევად.თავად? მე კუთხეში ვიდექი ჩემთვის,მოფუზულად.არც კი შეუმჩნევია ჩემი არსებობა იქ.თუმცა რა გასაკვირია,ზოგადად,როგორც ხდებოდა მისი გარეგნობის და აღნაგობის ბიჭი არასდროს მაქცევდა ყურადღებას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.