შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნანო! (სრულად)


31-03-2015, 14:22
ავტორი lika-kika
ნანახია 4 602

თოვს! ისე საზიზღრად ცივა,რომ სიცივე ძვლებში მატანს და გაუსაძლის ტკივის ვგრძნობ ყველა ძვალში რაც კი გამაჩნია, ცოტაც და ტვინიც გამეთიშება სიცივისაგან. აშკარად მოვიყინე, ფეხებიც დამისველდა, გინდ გეცვეს ეს ფეხსაცმელი გინდ არა, მაინც ერთიდაიგივეა ისსე შემდის და გამდის წყალი. როგორ მინდა ეხლა თბილ ოთახში გამათბობელთან ახლოს, თბილი პლედით ფუმფულა სავარძელში, ყავასვის ფინჯანთან ერთად,,, მაგრამ ვაი, რომ სახლში მისულს ისიც არ მეღირსება გამათბობელს რომ მიუახლოვდე, ზედ ფაშაა გადამჯდარი. იმსიმძმეა ეს ქალი მიკვირს, როგორ უძლებს ეს გამათბობელიც. ფიქრებიდან ავტობუსის მობრძანებამ გამომიყვანა 20 წუთია ველოდები! ავტობუსში სითბობ მომთენთა და ეხლა საწოლი ვინატრე მაგრამ,,,,ჩემი ბედოვლათი ქმარი საწოლს კი არა სამზარეულოს აქეთ არაფერს არ მანახებს მზისშუქზე! მესიკვდილებოდა სახლში მისვლა, მაგრამ პატარა მარიამზე ფიქრი არ მაძლევდა მოსვენებას და მაიძულებდა შინ დაბრუნებას. ან მქონდა კი წასასველი სადმე?!...ერთადერთი ნათელი წერტილი პატარა მარიამი იყო, რომელიც ჩემი ქმრის შვილი იყო, მაგრამ ისე მიყვარდა როგორც საკუთარი შვილი. სახლში მივედი გაყინული, გათოშილი, მშიერი, მწყურვალე დასაშინლად დაღლილი. ჯერ პროდუქტებს მივუჩინე ადგილი, მერე გამოვიცვალე და რაც იყო მომზადებული იმის ჭამა რომ დავიწყე თავზე წამომადგა ფაშა და ისე დამჩხაოდა კინაღამ ლუკმა გადამცდა, ჩემს მომზადებულ მჭადებს როგორ ჭამო...ვაიმე ან ფქვილი სად ქონდა, ან ზეთი, ან ტაფა ვინ იყიდა და საერთოდ ვინ იხდის გაზის ფულს? ეს კიდევ დამჩხავის აქ თავზე, ჩემი ქმრის გამო ვერაფერს ვეუბნები, ვეტყვი და ისე მცემს გელა 2 დღე დასისხლიანებულმა და ჩალურჯებულმა უნდა ვიარო. რამოდენიმე დღის წინ ფეისბუქზე ვნახე ფოტო, წარწერით “როგორ მოვარჯულოთ დედამთილი“ ტექსთი შემდეგნაირია;“ ავიღოთ დედამთილი, მოხერხებულად ვწვდეთ თმებში, ხელის მკვეთრი მოძრაობით ვახეთქბინოთ თავი იატაკზე, სასურველია იყოს მეტლახი. მიზანშეწოლილია ასევე წიხლის გამოყენება, პროცედურა სასურველიაა გავიმეოროთ დღეში 3-ჯერ.“ ძალიან მომეწონა და დიდი სიამოვნებით ერთხელ მაინც გავიმეორებდი ამ პროცედურას, მაგრა ისეთი შედეი მოყვება ამ ყველაფერს არ მიღირს. ძალიან მინდა ამ სახლიდან შორს ვიყო, ძალიან შორს მაგრამ მარიამს ვერ წავიყვან, არც უფლება მაქვს და არც წასაყვანი ადგილი.
ყველაფერი ასე დაიწყო, გამორჩეული გრეგნობის ბავშობიდანვე ვიყავი და უამრავი თაყვანისმცემელიც მყავადა, რაც ჩემი ოჯახის წევრებს ძალიან არმოსწონდათ, ხან ყვავილებს მიგზავნიდნენ ხან სათამაშოებს, მამაჩემი კიდევ ყველაფერს სანაგვეზე ყრიდა. მე ერთი უფროსკლასელიმომწონდა, რომელიც დიდიყურადღებით არ გამოირჩეოდა ჩემს მიმართ,მას ირაკლი ერქვა. საოცარი სილამაზის ბიჭი იყო და ბერი გოგო ცდილობდა მისი გულის დაპყრობას და რახან საერთოდ არ მიმჩნევდა მეც ჩავთვალე რომ სხვა უყვარდა და ვცდიობდი ნაკლები მეფიქრა მასზე. ერთხელ სკოლიდან რომ მოვდიოდი იაკლის წამომწეია, ის იმდროისათვის სკოლას ამთავრებდა, მე კიდევ 8 კლასელი ვიყავი. ისე დავიბენი და ისე გვაწითლდიძლივს მოვაბიორი სიტყვა რომელიც ერთმანთს ვუთხარით. ამასობაში სახლსაც მიუახლოვდი და ერთმანეთსაც დავემშვიდობეთ. მამაჩემს დავუნახივართ ერთად რომ მოვდიოდით და სახლში ისეთი ამბავი ატეხა 2 კვირა სკოლაში არ მიშვებდა, ვერაფრით გავაგებინე რომ არაფერი უთქვამს ირაკლის, მხოლდ ერთად მოვდიოდით და სკოლის ამბებს განვიხილავდით. დედაჩემს ეჩხუბა, შენ გაატუტუცეო, ხედავ რეებს ბედავსო? სანამ თავს მოგვჭრის უნდა ვიზრუნოთო. მალე იზრუნეს კიდეც და გელა გამონახეს. გელა დედისერთა, ჩემზე 10 წლით უფროსი ბიჭი იყო, იმ დროისათვის ერთ-ერთ ფირმაში მუშაობდა, ჩემებმა პერსპექტიულ სასიძოთ ჩათვალეს და როგორც კი 8 კლასი დავამთავრე გელას მიმათხოვეს. ბევრი ვიტირე, ბევრი ვემუდარე ჩემებს მაგრამ არაფერი გაიგონეს ჩემი. იმ დღეს თავისუფლებასთან დ გათხოვებასთან ერთად ჩემი მშობლები სამუდამოდ დავკარგე, მათ ეგონათ რომ გადამივლიდა გაბრაზება, მაგრამ მეგაბრაზებული არც ვყოფილვარ, მე ბრალოდ შემძულდა ისინი, და ადამიანები რომლების მიმართ სიძულვილს განვიცდი არანაირ გრძნობებს, ემოციებს არ იწვევენ ჩემში! წლებია მათ შესახებ არაფეი ვიცი და არც მაინტერესებს. სანამ გელას ცოლი გავხდებოდი ქალბატონი დარეჯანი, ეგრედ წოდებული ფაშა ძალიან კარგად მექცეოდა, თბილად, მაგრამ როგორც კი მათთან გადავედი იმ დღიდან ამითვალისწუნა. ალბათ ჩემი ქონების გამო მომიყვანაეს... რადგან როგორც კი ჩემები უარვყავი იმდ დღიდან დამიწყო სწერვობა და გამოიბა კუდი! ყველაფერში მეჯიბრებოდა,მე ვარ შენი ქმარის ერთადერთი საყვარელი ადამიანო, ამაზე მეცინებოდა მაგრამ მერე საერთოდ ძალიან გაუბერა, დიეტები დაიწყო, შენზე უკეთეს ტანზე ვიდექი შენხელა რომ ვიყავი და უნდა დავიბრუნო ფიგურაო არადა მინიუმ 130 კილო იქნება,ზოგჯერ თუ ძალიან კარგ ხასიათძე იყო შემომივარდებოდა ხოლმე ოთხში , მოდი სარკეში ჩაგახედებ ნახე შენ რა ნაკვთები გაქვს და მერე მეო,ძალით ამათრევდა და მერე რა ლამაზი სახე მაქვს ნახეო გაიძახოდა, ამ ყვეაფრის მერე არანორმალრად შევრაცხე, მაგრამ ატანა მაინც მიჭირდა.არც ნაჭამ თეფშებს იღებდა და საერთოდაც არაფერს აკეთებდა სერიალების ყურების გარდა, მე სკოლა რათქმაუნდა მივატოვე.მთელი დღე სახლს ვალაგებდი, ვრეცხავდი, ვწმენდდი ამყველფერს მარიამის მოვლაც ემატებოდა,მაგრამ ეგ ყველაზე სასიამოვნო საქმე იყო. მარიამის არსებობის შესახებ ქორწინებიდან 1თვის მერე გავიგე. კარებზე დაგვიკკუნეს და მარიამი დაგვიტოვეს. ჩემმა ქმარმა იცოდა რომ მისი იყო, იმ დღიდან მე ვზრდი მარიამს. ნანოს მეძახის,თავიდან დედა დამიძახა მაგრამ ისე ეჩხუბა ფაშა იმ დღის მერე ეს სიტყვა საერთოდ ლექსიკონიდან ამოიღო მარიმ. ვცხოვრობდით ასე, ძალიან დამღლელი ყოველდღიურობით. აუტანელი დედამთილის ატანით, საოჯახო სააქმებით, რომელიც ულევად მქონდა და საშინელი პირადი ურთიერთობით. საერთოდ არ იცოდა ქალთან მოპყრობა გელამ! ან ამ ფაშას ხელში რა ეცოდინებოდა?! ყველაფერს ისე აკეთებდა, თავი უკანასკნელი ცუდი ყოფაქცევის ქალი მეგონა! არანაირი მოფერება, კოცნა ,,,მხოლოდ ცხოველური ინსტიქტები გააჩნდა. გელას 1000 ლარიანი ხელფასი ჯერ 800 გახდა,მერე 500 და საბოოლოდ სახლშიც გამოისტუმრეს, დავრჩით ასე უშემოსავლოდ. ჩემი ქმარი კომპიუტერს მიუჯდა და მე მითხრა, საკმარისად გარჩინე,ბავშვიც უკვე დიდია და აწი შენ იმუშავებო. უცოდინარს ვინ მიმიღებდა რაიმე დაწესებულებაში თანამდებობაზე? ის კიარადა დამლაგებლის ადგილებიც არ ქონდათ. არც მაღაზიებში ამიყვანეს , გამოცდილება არ გაქვსო, სხვა რომ ვერაფერი ვნახე დამლაგებად დავიწყე მუშაობა. სახლებს ვულაგებდი შეძლებულ ადამიანებს, დღეში ზოგჯერ ორსაც ვასწრებდი, ზოგჯერ საერთოდ მთელი კვირა უმუშევარი ვიყავი. ერთი სახლი სდალაგება 30 ლაიდან 40 ლარამდე ღირდა, საარსებო მინიმუმადე გვყოფნიდა. ერთხელ როდესაც სახლს ვალაგებდი , პტრონი იმაზე ბევრად ადრე მოვიდა ვიდრე ვლოდებოდი. ადრემომიწია დაბრუნებამ და იმედია ხელს არ სეგიშლიო... გბრუნებას ვაპირებდი რომ ნაცნობი სახე დავინახე,თვითონაც მიცნო და გაკვირებული მიყურებდა არ ელოდა ჩემს ამ ფორმაში ნახვას.
-ნანო ეს შენ ხარ?
-კი ირაკლიმე ვარ... დავიმორცხვეისე ვუპასუხე..
-როგორ ხარ, რას შები, რამდენი წელია არ მინახიხარ,,, მგონი 5 წელი გავიდა მას მერე....
-ხო, 5 წელი გავიდა.. სევდიანადი ხმით დავეთანხმე.
-გავიგე შენზე რომ გათხოვდი, ბავშვიც გყოლიათ...
-ხო ყველაფერი სწორად გაგიგია,--არ ვაპირებდი მისთვის იმის მოყოლას რომ მარიამი ჩემი ღვიძლი შვლი არიყო, არც იმისას რომ საერთო შვილი არ გვყავდა მე და გელას. შენ რას შვები როგორ ხაარ? გავიგე რომ ინგლისში წახვედი.
-ხო მანდ სასწვლებლად წავედი და ცოტათი შემოვრჩი,,, გამიხარდა შენი ნახვა,,,
_მეც ძალიან გამიხარდა ირაკლი...
მერე საქმე ისე აეწყო, ირაკლის სახსაც მე ვლაგებდი ხოლმე, ფულს ორმაგს მიხდიდა. არ მინდოდა მასთან მემუშავა თუმცა უარის თქმის მიზეზი ვერ მოვიფიქრე და... ვცდილობდი იშვიათად მოვხვედრილიყავი მის სახლსში მე. მერე ვიღაცამ ჩემს ქმარს ცუდად მიუტანა ენა,იმ დღეს დაიწყო თუ დაიწყო, ისე მაგრად მცემა გარეთ ვერ დავდიოდი ორი კვირა, ეს არ იყო პირველი გარტყმა მისგან. სილა აქამეც ბევრჯერ უთავაზებია, ეს კიდევ დასისხლიანება იყო. იმ დღის მერე ხშირად სვამდა,ვერაფერს ეტყოდი, ეგრევე ცემაზე გადადიოდა და ვცილობდი არ დავენახე ხოლმე. რამოდენიმეჯერ ირაკლიმაც მნახა ესე გალამაზებულ ფორმაში და ყოველ ჯერზე მეხვეწებოდა რომ გავყროდი. მე თავიდანვე გავაფრთხიე რომ ჩემს ქმარზე თითიც არ დაეკარებიადა ჩვენს ურთიერთობაში არ ჩარელიყო. ასე რომ მომხდარიყო გელა საიქიოს იმაზე მალე დამანახებდა ვიდრე მე ეს მსურდა. მერე საერთოდ მივატოვე ირაკლისთან მუშაობა. მაგრამ ერთხელ მისი მეგობრის სახლში რომ ვალაგებდი მანდ მოვიდა,ვიღაც ქალი მოიყვანა,რომლმაც შემცვალა და მე და ირაკლი ქალაქგარეთ გავედით. სულ მტვერში დადალაგებაში მყოფი დასვენებულ მდგომარეობას ვერ ვეჩვეოდი,თან მერდებოდა, აქ ყოფნა, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი.
ირაკლიმ დაიწყო საუბარი...
-ნანო, მე შენ იმ დღიდნ მიყვარხარ,როდესაც პირველად დაგინახე, პირველკლასელი ბავშვი იყავი, მაშინ ჩემს მეგობრებს ვუთხარი ის გოგო ჩემი ცოლი იქნებათქო, არ ვიცი ეს რატომ ვთქვი, ცოლის მნიშვნელობა არც ვიცოდი ალბათ. მერე წლები გადიოდა, შენც იზრდებოდი და უფრომ შვენდებოდი. ვერაფრით გაგიბედე თქმა რომ სიგიჟემდე მიყვარდი. იმ დღეს გადავწყვიტე რომ მეთქვა პირველად და უკანასკნელად რომ მივდიოდით ერთად სახლში ,თუმა ვერ გავბედე და ამას ვნანობ ძალიან! იქნებ ამ სიტყვებს შეეცვალა რამე...მერე 2 თვეში შენი გათხოვებაც გავიგე, არ მინდა გითხრა რადა როგორ გადავიტანე, არ ვუსურვებ მტერსაც კი! მერე აქ ვერ გავჩერდებოდი და ინგლისში წავედი, ვცდილობდი შენზე არაფერი გამეგო,მაგრამ მაინც ვიცოდი ცოტა რამ , მაგრამ არა სიმართლე თურმე! მინდა რომ დაშორდე გელას. მე დაგაწყებინებ მუშაობას, შენი ხელფასით შეძლებ რომ ბინაც იქირაო და მარიამიც არჩინო.
-მე არ შემიძლია.
._შეგიძლია! ნუ მებნები რომ არ შეგიძლია! ვერ ხედავ რას დაემსგავსე? სარკეში საერთოდ არ იხედები? ხან ერთი თვალი გაქვს დასიებული და დალურჯებული,ხან მეორე და როდემდე უნდა იყო ასე? ან ბავშვს რატომ წირავ ასე რომ ასეთს გიყუროს?
_ მე ვერ დავტოვებ მარიამს, მას ასე ვერ გავწირავ თორემ ჩემი ქმარი არც ეხლა მიყვარს და არც ოდესმე მყვარებია.მე არ გამაჩნია არანაირი უფლება, რომ მარამი წამოვიყვანო თან.
_ შენ ალბათ არ იცი კანონები..
_მაგდენი გამეგება ირაკლი,მაგრამ მარამი ჩემი შვილი არაა, ის გელას შვილია _ გაოცებისაგან პირღია მისმენდა ირაკლი.
-მე თქვენი შვილი მეგონა, მაგრამ არაუშავს ამასც მოვაგარებთ. მენდე,,,,
_არ ვიცი ირაკლი, დიდიხანია საკუთარი თავის გარდა არავინ მყავს და არავის ვენდობი. მადლობა რომ გიყვარდი, მაგრამ რით დავიმსახურე არ ვიცი.
-კი არმიყვარდი მიყვარხარ! ეხლა არაა შესაფერისი დრო,არც შენ მიცნობ სათანადოთ ამაზე მერე ვისაუბრთ ჩვენ. ეხლა კიდევ მოემზადე, გაბედე და მიატოვე ეგ არაკაცი!

სახლში მისულს ნასვამი გელა დამხვდა, რომელიც მარიამს ისე სცემდა ბავშვი ვერ სუნთქავდა ტირილისაგან. მოკინტული სკამისქვეშ შემძვრალიყო და ტიროდა, გელა კიდევ გამეტებით ურტყავდა ქამარს. ეს რომ დავინახე გავგიჟდი, გელას კისერზე მოვახტი და დახრჩობა დავუპირე მაგრამ ამხელა აყლაყს რას მოვრეოდი,მეც კარგად მომხვდა ქამარი და მისისხლიანებული მარიამს ავეფარე რომ გელას კიდევ ერთხელ მოქნეული ქამარი არ მოხვედროდა პატრას რომელიც ისეტიროდა ცრემლები ნიკაპთანეფსკვნებოდა ერთმანეთს და მერეზედაზე დაედინებოდა, ისე იყო შეშინებული მთელი ღამე შფოთავდა და მეკვროდა. ფაშამ ის მიიღეთ რაც დაიმსახურეთო, ელაპარაკე ეხლა ამას რაიმე! დილით როცა სადისტებს ეძინათ მე და მარიმ მამოვახეხეთ და სახლიდან გამოვიპარეთ, ირაკლიმ დაპირემისამებრ ყვეაფერი შეასრულა, ბინაც გვქონდა სამსახურიც და ყველაფეი რომ მე და მარიამი ბედნიერები ვყოფილიყავით,თუმცა გელმ მოგვაგნო და რამოდენიმეჯერ კარგადაც აგვაწიოკა, მერე იყო სასამართლო, რომელიც მე, მარიამმა და ირაკლიმ ერთად ვიზეიმთ, მარიამი ჩემთან დარჩებოდა სამუდამოდ. მაგრამ გელამ ისევ დაგვიწყო მოვარდნები ,მერე კიდევ ირაკლი დაჭრა, ძლივს გადარჩა ირაკლი, აი გელა კიდევ ციხეში გავისტუმრეთ. ირაკლისგაულამაზებია ადრე და ვერ აპატია ბიჭმა,ეხლა კიდევმიიღო სკადრისი! ფაშა იყო დადარდიანებული, ამის კიაარა ბევრად უარესის ღირსია ეგ დამპალი!
ერთ დღეს ფაშას ზარი რომ დავინახე კინაღამ დავიშოკე, მასთან დამიბარა, მარიამს ველაპარაკე, ვიცი შენ რომ არაფერი იციო, არ უნდა ჩემი ნახვაო,ღირსი ვარ მაგრამ მომაკვდავს ეს ერთი სურვილი მაქვს რომ ჩემს საკუთარ სსისხლსა და ხორცს პატიება ვთხოვო და უკანასკნელად ჩავიკრა გულშიო. ფაშას კიბო აღმოაჩნდა, სურვილი ავუსულე და მარამი ბოლო დღეები სულის გვერდით ყავდა და ისე ექცეოდა როგორც თბილ ბებიკოს. ნამდვილი შოკი ანდერძმა გამოიწვია, რომლის მიხედვით ბინის მფლობელი მე ვიყავი. ეს ბინა გავაქირავეთ, აქ არ მე და არც მარამი არცერთი წამით არ ვყოფილვართ ბედნიერები და ცხოვრების სურვილიც არ ვგქონია .სამომავლოდ გამოადგება მაიამს. ამ დროის მონაკვეთში ირაკლიმ სიყვარული ამიხსნა,მე არაფერი მითქვამს თუმცა ვხვდებოდი რომ ისიც კარგად ხვდებოდა რას ვგრძნობბდი მის მიმართ. ერთ დღეს, სამსახურიდან დამირეკეს, ჩვენი თნამშრომელი რომელიც აეროპორტში უნდა წასულიყო და დახვედოდა სტუმრებს ვერ მიდის და შენ უნა დახვდდეო, აეროპორტში მისულს კიდევ ირაკლი და მარიამი დამხვდნენ გაკრეჭილები . შსვლისთანავე მგზავრების თუ გამომიწვდი ხელს ჩაირთო ტელს ხმაზე... სიმღერის დასასრულს ირაკლი მომიახლოვდა და ყურში ჩამჩურჩულა ის სიტყვები რომელიც ჩემი ბედნიერების მომასწავლებელი იყო. ირაკლიმ ცოლობა მთხოვა,,,მე ვიტირე, მარიამი გახარებული და ძალიან ბედნიერი გვეხუტებოდა ორივეს.მერე ჩასხდომა გამოცხადდა და მალევე გავფრინდით საკუთარ ქორწილში რომელიც პარიზში გაიმართებოდა.



მოკლედ წეღან კინაღამ მეც მომარტყეს ერთი-ორი. მეზობლები ჩხუბობდნენ ცოლ-ქმარი , ცოლი შველას ითხოვდა ხოდა მე ვითომ ვუშველითქო და ძლივ ავიცდინე მუშტი. სამაგიეროდ გინება ვერ ავიცდდინე. საშინლად მეზიზღება ყველა მოძალადე ადამიანი! ეს ისტორია კი ისე,მიმეჩხაპნა...



№1  offline წევრი lika-kika

Madloba irma <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent