შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პროვინციელი (1)


31-03-2015, 18:45
ავტორი northern light
ნანახია 3 175

-არ მინდა დედა მე აქაც მშვენივრად ვარ - გაცხარებული ვიქნევდი ხელებს და ვცდილობდი როგორმე დამერწმუნებინა დედაჩემი იმ აზრში რომ სულაც არ მინდოდა მის ახალ ქმართან და შვილიკოსთან გადასვლა
-მისმინე მე ამას შენთვის ვაკეთებ მინდა კარგი მომავალი გქონდეს და ნორმალურად იცხოვრო - გულს ამიჩუყებდა მისი სიტყვები გულიდან რომ ყოფილიყო წმოსული და ირონიით გაჟღენთილი არ ყოფილიყო
-მაგაზე მანამდე უნდა გეფიქრა სანამ აქ დამტოვებდი - უკვე ცრემლები მახრჩობდა და აკანკალებული ხელით გავთიშე ტელეფონი. საქანელაზე მაგრად გავქანდი და ცრემლებმაც ნიაღვარად დაიწყო დენა ჩემს ლოყებზე . იმედგაცუებისა და სიცარიელის მეტს ვერაფერს ვგრძნობდი და მინდოდა სადმე ძალიან შორს გაქცევა . არაფერია ჩემი ცხოვრება , უბრალოა მაგრამ სიგიჟემდე მიყვარს ჩემი რაიონი, დუშეთში ვცხოვრობ ბებოსთან ერთად და სულაც არ ვარ უკმაყოფილო ჩემი ყოფით . 8 წლის ვიყავი მამამ რომ დაგვტოვა და საყვარელთან უკრაინაში წავიდა მერე დედაც თბილისში წავიდა თავის ახალ სიყვარულთან და საბრალო ბავშვი რომელიც სულ მარტო დარჩა მოხუცმა ბებომ გაზარდა . სულს მივცემ იმისთვის რომ ჩემი ბებო კარგად იყოს , შეიძელაბა არ უნდა ვამბობდე მაგრამ დედაზე მეტად მიყვარს . დამტოვა და მხოლოდ თვეში ერთხელ ცდილობდა ჩემს მოთაფვლას ლამაზი ტანსაცმლითა და ტკბილეულით , თავიდან მიხაროდა მაგამ გავიზარდე და მივხვდი რა უბადრუკობა იყო ყოველივე ეს . ზედმეტობის გრძნობა არ გასვენებს , როცა საკუთარმა მშობლებმა დაგტოვეს სხვას რაში დასჭირდები? აი ასეა მარტლაც ბებოს გარდა არავის ვჭირდები და ახლა 9 წლის შემდეგ გაუღვიძდა დედაჩემს მშობლის თვისებები და უნდა რომ თავის ახალ ქმართანნ და ახალ შვილთან თბილისში გადავიდე. არანაირი სურვილი არ მაქვს ბებო დავტოვო და სადმე წავიდე მითუმეტეს როცა აქ ჩემი ბებოა , მეგობრების სიმრავლით არასოდეს გამოვირჩეოდი მხოლოდ ერთი, ჩემი შაკო რომელთანაც ძმასავით ვარ მხოლოდ ის და ბებო მყავს . ახლა მათი დატოვება მიწევს და მივდივარ იქ სადაც ჩემი ადგილი არაა იქ სადაც არავის ვჭირდები და მხოლოდ იმიტომ მიწევს წასვლა რომ დედაჩემში მშობლის ინსტიქტებმა გაიღვიძეს და გაახსენდა საკუთარი შვილი .
-ბებო ადექი ახლა და ჭამე საჭმელი ისედაც გადაფიჩხინებული ხარ და სულ შემომადნები ხელში, რას იტყვიან თბილისელები იქ რომ ჩახვალ? არ აჭმევდა ბავშვსო - ქოთქოთით მიახლოვდებოდა ბებო და მეც სასწრაფოდ მოვიწმინდე ცრემლები . საქანელა გავაჩერე და იქვე მიყრილი ფეხსაცმელები ამოვიცვი
-მოვდივარ ბე - სიცილით ვაკოცე ლოყაზე და ხელი მოვხვიე
-შაკომ საღამოს ამოვალ და სტადნიონზე მივადივართ ბიჭებიო - მომახსენა და ღუმელიდან ცხელცხელი ხაჭაპურები გამოიღო . არასოდეს მიყვარდა ჭამა მაგრამ ბებოს ხელში რას არ შევჭამდი?დილა იმაზე ჩხუბით იწყებოდა არაფერს ჭამ და იმით ღამდებოდა რომ არაფერს ვჭამდი -გამაგებინე ერთი რას დაძღინკილაობ იმ სტადიონზე გოგო ხარ თუ ქაჯი?-გამიწყრა ჩემი ბებო და თეფში წინ დამიდგა
-ბე მისმინე მე იქ შაკოს საგულშემატკივროდ მივდივარ - პირგამოტენილმა ვუთხარი და ხმაურით ჩავყლაპე ხაჭაპური
-არ ვიცოდე მაინც რა ნაზმაზუნა ხარ შვილო იტკენ რამეს და რომ მოხვალ აბღავლებული ვერ გიშველი მე -არ წყვეტდა ქოთქოთს ნაზიკო და მეც სიცილით ვუსმენდი . ფეხბურთის გაგებაში არ ვარ მაგრამ მესამე დღეა შაკოს დავყვები ორი სკოლაა პირველი სკოლა და მეორე სკოლა , ყოველთვის მტრობა იყო ამ ორი სკოლის ბავშვებს შორის და 3 დღეა გადამბულად თამაშობენ ფეხბურთს და მეც დავყვები შაკოს აბა მარტოს ხომ არ გავუშვებ? . ახლა წავალ თბილისში და რა იქნება? ახალი მამა და ძამიკო? ვერაფრით შევეგუები, უბრალოდ ვერ წარმოვიდგენ სრულიად უცხო ადამიანი როგორ უნდა მივიღო, არ შემიძლია ! მეთორმეტე კლასს იქ დავამთავრებ და ალბად ყველაფრის თავიდან დაწყება მომიწევს . არ მიყვარს უეცარი გადაწყვეტილებები და არეულიცხოვრება , მირჩევნია წყნარად და მშვიდად ვიცხოვრო მაგრამ ერთფეროვნება არ მიყვარს . გულში საშინელ სიცარიელეს ვგრძნობა როცა წარმოვიდგენ რა იქნება მომავალში , აქ ყველაფერი თითქოს თავისით მდიოდა , ახლა რა იქნება? .....
-სესილი სად ხაარ?-ფიქრებიდან შაკოს ხმამ გამომიყვანა თვალზე მომდგარი ცრემლები უკუვაგდე და თავი რამდენჯერმე გავაქნიე ფიქრების დასაწმენდად
-აქ ვარ პაწკუ - სიცილით დავუძახე და კიდევ ერთი ლუკმა ჩავყლაპე
-ნუ მეძახი რა ეგრე- სიცილით შემოვიდა ოთახში და სკამზე დაეხეთქა
-კაი რა პაწკუ - მეც გავუცინე და ხაჭაპური გავუწოდე
-არ მინდა მერე ვეღარ ვითამაშებ , მზად ხარ? - ხმაურით ჩაყლაპა ნერწყვი "მიმზიდველი" ხაჭაპურის დანახვაზე და თვალი აარიდა
-მოიცა გამოვიცვლი და წავიდეთ -ფეხზე წამოვდექი და ჩემი თეფში გავრეცხე , ხაწაპურებიც შევინახე და კიბეებზე ავირბინე ჩემს ოტახში შესასვლელად , ფრთხილად გამოვაღე ძველი ხის კარადა და შორტი და მაისური გამოვიღე , ძალიან მიყვარს შავი ფერი აი სიგიჟემდე და მეც ნახევარ ტანსაცმელზე მეტი სულ შავი ფერის მაქვს . ახლაც შავი უბრალო მაისური და შავი შორტი ჩავიცვი, ძველებურ მოჩუქურთმებულ სარკეში ჩემს თავს შევავლე თვალი , სარკიდან ნაღვლიანი ცისფერი თვალები მიმზერდნენ და შველას მთხოვდნენ , ისევ მომეძალა ცრემლები მაგრამ დაწყნარება ვცადე და რამდენჯერმე ღრმად შევისუნთქე ჰაერი
-კარგი რა , ხომ იცი მაინც ჩემი დაიკო იქნები და ნაზიკოს ერთადერთი შვილიშვილი , რა გატირებს?- შაკოს ხმაზე შევხტი მაგრამ რომ გავიაზრე რა მითხრა უფრო მეტი ცრემლები დაგროვდა , იხექეს და გადმოლაზეს ჯებირები
-მომენატრებით - ტირილით ჩავილაპარაკე და მაგრად ჩავეხუტე ჩემს ძმადნაფიცს
-რა შტერუკა ხარ სესი -სიცილით ჩამეხუტა და ატირებულს თავზე მაკოცა - მისმინე ვიცი რომ ჭკვიანად იქნები მაგრამ თავი არავის დააჩაგვრინო, ძაან ახლოსაა თბილისი და ყოველ კვირას გნახავ ხოლმე პირობას გაძლევ
-უხ შენ რომ არ მყავდე - სიცილტირილით ვუთხარი და იქვე მიგდებულ ტელეფონს დავავლე ხელი
-ვერ იარსებებდი პაწკუ - სიცილით მითხრადა საფეხბურთო ფორმაში გამოწყობილი წინ გამიძღვა . მალევე მივედით სტადიონთან და მეც ჩემთვის განკუთვნილი ადგილი დავიკავე , მართალია ვერაფერი გავიგე იმის მეტი რომ მოვიგეთ მაგრამ მაინც სიხარულით ვხტებოდი და ვყვიროდი ყველა გოლზე .
- სესიი ნახე რა ჩავუტარეეთ - ლოყაზე მაგრად მაკოცა შაკომ და ხელი გადამხვია
-ჩაუტარეთ მაგრამ ოფლიანი ხარ და მომშორდი , ხელით მოვიშორე და სიცილით გავდექი გვერდზე
-მწარე წიწაკააო შენზეა ნათქვამი
-არ მოდიხარ? -ხელი დაუქნია ერთერთმა თანაგუნდელმა და ოცდათორმეტივე კბილი გადმოყარა
-სესის ჩავაცილებ და მოვალ
-არა მე ჩემით წავალ მართლა თან ჯერ დღეაისევ და ჩემთვის გავისეირნებ კაი? -ვიცოდი როგორ უნდოდა დარჩენა და მეც არ მაწყენდა მარტო ყოფნა
-აუ ძმა ხარ იმენა სესილეეე - სიცილით მითხრადა ბიჭებისკენ გაიქცა -ჭკვიანად - საფირმო სიტყვა მომაძახა და მათთან ერთად ქუჩის კუთხეში გაუჩინარდა . გაბრუებული და დაცარიელებული მივაბიჯებდი ფეხშიშველი მინდორზე და ვფიქრობდი ყველაფერზე ასაც კი ჩემი ტვინი სწვდებოდა, რა საშინელებაა როცა იცი არავის სჭირდები , როცა ზედმეტობის შეგრძნებით ცხოვრობ , ამაზეარასოდეს დავფიქრებულვარ მაგრამ შინაგანად მაინც ვგრძნობდი რაღაც ტკივილს , ალბათ გავიზარდე , გავიზარდე და ჩავწვდი ცხოვრების არსს , მეც მინდა თბილი ოჯახი, დედა და მამა , სითბო და სკოლიდან მისულს მოფუსფუსე დედა სამზარეულოში , მაგრამ მწარეა რეალობა , რეალობა რომელსაც ვერსად ვერ დაემალები ...

მინდოდა რამოდენიმე დღის მერე ამეტვირთა პირველი თავი მაგრამ ისე მომენატრეთ ვეღარ მოვითმინე :D <3 აბა შემიფასეთ არ დაგეზაროთ



№1  offline წევრი ტასიკო

kargiaa ty dzaqn.ar daagvianeb upro.kargi.iqneba

 


№2  offline წევრი Khaleesi

მაგარია გააგრძელე

 


№3 სტუმარი Ann

Kvelaperi idealuria :3 dzaan momwons... aba shen icii... warmateebebii!!

 


№4  offline წევრი Unnamed

Damainteresda.. Shens istorias pirvelad vkitxulob da ravi momewona :D :*

 


№5  offline წევრი lika-kika

Uff, kargia! Velodebi axals, diiids da male :) dzalian kargad wer <3

 


№6  offline წევრი northern light

lika-kika
Uff, kargia! Velodebi axals, diiids da male :) dzalian kargad wer <3

მადლობა <3 დღეს ავტვირთავ ახალს <3

 


№7  offline წევრი teddy))

Kargia momwons

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent