შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"შენ არავინ გგავს!"


1-04-2015, 10:16
ავტორი aleksandra
ნანახია 3 649

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ? ისმის კითხვა, მაგრამ არ არის პასუხი... შენშიც გაიდგა ზამთრის სუსხმა საძაგლად ფესვი, შენც მიდიხარ და მიტოვებ მხოლოდ მოგონებებს. მოგონებები, რომელიც ყოველ ღამე ასველებს ფუმფულა ბალიშს... არ მოველოდი.. შენგან ღალატს არ მოველოდი. როგორ მეგონა, რომ სულ ბოლომდე ერთად ვიქნებოდით... მაგრამ... შენც გამიცრუე იმედი და გახდი მორიგი... მორიგი მოღალტე... შენც ბრბოს ნაწილი ყოფილხარ არადა როგორ მეჯერა, რომ განსხვავებული იყავი მათგან... შევცდი უკვე მერამდენჯერ...მიმატოვე და მატკინე, ყველაზე მეტად შენ მატკინე... უნამუსო ხარ, ეგოისტი,მაგრამ მე ასეთი შემიყვარდი... რა უცნაურია ეს სიყვარული და უფრო მეტად სასტიკი... მან ხომ იცოდა წინასწარ რაც მელოდა, მაგრამ არც მან დამინოდო, მანაც გამწირა... ორივემ გადამთელეთ... წიხლქვეშ გამიგდეთ.. ჩემს ღირსებას შეაფურთხეთ... მატკინეთ!!! მაგრამ მე მაინც მიყვარხარ... და ისევ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ?!
...ზამთრის სუსხიანი დღე იდგა...ქუჩას მარტო მივუყვებოდი როგორც ყოველთვის... სიცივე ძვალრბილში მატანდა, არ ვიმჩნევდი... მეტროსთან შენ დაგინახე, ბიჭებთან ერთად იყავი, ვიღაცას ელოდებოდი.. მეგონა ვერ მიცნობდი,მაგრამ მაინც მიცანი. მომიკითხე... წლების მერე პირველად ვიგრძენი სიხარული.. სიხარული იმის რომ ვიღაცას მაინც არ დავვიწყებივარ... მერე შენ გაგაცილებო –მითხარი, მე ვიუარე. ასე ვიცოდი და ახლაც ასე ვიცი თავის დაფასება, არადა სადღა შემრჩა სიამაყე... მეტჯერ აღარ გითხოვია. მეწყინა, მაგრამ არ შევიმჩნიე... შენ მაინც შეამჩნიე. გაგეღიმა, ისე რგოროც მხოლოდ ჩემთვის იღიმოდი ხოლმე. ახლა ალაბათ სხვას აჩუქე ეგ ღიმილი... მერე წამოვედი და მანდ დასრულდა ჩვენი შეხვედრა... მე ტკივილი და ბედნიერება ერთროულად დამიტოვა შენ ალბათ არაფერი...
* * *
პირველად მომყავდა ლუკა სკოლიდან, მე თვითონ ბავშვს 6 წლის ბავშვი ვინ მანდო ალბათ გადარეულმა მშობლებმა... ელენეს არავინ მოაკითხა და ისიც მე წამოვიყვანე ავიკიდე ზედმეტი შარი... ლუკას მეგობარი იყო და აბა ხომ არ დავტოვებდი... გზაში მაქანა წამოგვეწია და ისეთ ხმაზე დაგვისიგნალა სამივე შევხტით...პირვლეად მაშინ ვიგრძენი რა იყო შიში, უცხო მამაკაცის თვალებში ისეთი სიბრაზე დავინახე ცოტაღა მაკლდა და ბავშვებს ამოვეფარებოდი... რომ მიღრიალა მაშინ მივხვდი, რომ ჩემი საქმე კარგად არ იყო. მერე ელენე ატირდა ნუ ყვირი მეშინიაო. ისიც დაწყნარდა თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა, მერე უკვე გვიანი იყო... ელენე მანქანში იჯდა უცხო მამაკაცი კი ჩვენსკენ მოდიოდა
–აღარ გაბედო პატარა ლაწირაკო ბავშვის წამოყვანა–მისმა ტონმა ფეტვის მარცვალივით დამბნია,მაგრამ შერჩენილი გამბედაობა მოვიკირიბე მე ხომ მაჩაბელი ვიყავი ბოლოს და ბოლოს
–დროულად მიაკითხეთ და აღარავის მოუწევს წამოყვანა. მარტოდმარტო დამეტოვებინა სკოლის კიბეებზე? მომავალში გავითვალისწინებ კარგად ბრძანდებოდეთ– თავისდაუნებორად შემოპარულ გამბედაობასთან ერთად ვაქციე ზურგი და ჩემს ხელზე ჩაბღაუჭებულ ლუკასთან ერთად სახლისკენ ავიღე გეზი...
ეს იყო და ეს.. მას შემდეგ თუ გადავეყრებოდი გაყინულ მზერას მტყორცნიდა როგორც "ცუდმა ბიძიებმა" იციან ხოლმე და წავიდოდა...
გვიან გავიგე ელენეს ძმა ყოფილა მე კიდევ მამა მეგონა... მერე ამაზე იმდენი ვიცინე კუჭის ტკივილი დამეწყო:დ ასე მემართებოდა ზედმეტი სიცილისგან...
ისე გაირბინა ორმა წელმა და აღმოვჩნიდი მე–12 კლასში რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი და იქ დაიწყო ჩემი წამება... სწავალ არასდორს მეზარებოდა, მაგრამ გადამეტებულსაც ვერაფერს ვიტანდი... ერთი მასწავლებლიდან მეორესთან სირბილი ბოლოს მიღებდა და სახლში მისულს ტანსაცმლიანად მიწევდა ძილი.
ქართულიდან მოვდიოდი ძალა გამოცლილი ძლივს მივაბიჯებდი წვიმ,ა რომ დაიწყო.. ჩემი ბედი დავწყევლე და გზა განვაგრძე იმის მოლოდინში, რომ სასურველი ავტობუსი დამეწეოდა... ავტობუსი არა, მაგრამ უცხო მანქანა გამიჩერდა ფეხებთან... წაყვანა შემომთავას ვიუარე და გზა განვაგრძე... აბა უცხოს ხომ არ ჩავუჯდებოდი, მითუმეტეს სახეც ვერ შევამჩნიე ცუდი განათების ფონზე... რომ გაიელვა და სადღაც მეხი, რომ ჩამოვარდა პირველამ მაშინ მეწყინა უფლისგან. მან ხომ იცოდა ბავშვობიდან ჩემი პანიკური შიშის შესახება... ობოლი ცრემლი ჩამომიგორდა ისედაც სველ ღაწვებზე, მაგრამ არ შევჩერებულვარ...
სახლთან რომ მივედი მაშინ შევამჩნიე ის მანქანა უკან რომ მომყვებოდა, გულში ცუდად გამკრა... კიბეები სწრაფად ავირბინე და გაწუწულმა პირდაპირ აბაზანას მივაშურე... ცივი წყალი ეამა გაყინულ სხეულს და ერთიანად მოვეშევი... ზოგადად როდესაც ძალიან ვიღლები ყოველთვის ვცდილობ, რომ შხაპი მივიღო... საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობ შხაპის შემდეგ...
თბილ პიჟამაში, უნარების კონსპექტებთან ერთად მოვთავსდი ფანჯარაზე.. ჩემი ჭკუით უნდა მემეცდინა, მაგრამ როგორ და საიდან შემომეპაარა ძილი არ ვიცი, თუმცა ფაქტია სიზმრების სამყაროში ადვილად აღმოვჩნდი და როცა უკან რეალოაბაში დავრუნდე უკვე ღამის სამი საათი ხდებოდა... საწოლში გადასვლას ვაპირებდი, როცა იგივე მანქანას მოვკარი თვალი... არ მჯერა შემთხვევითობის, მაგრამ შიშის დასაფარად ამ ერთხელ შემთხვევითობას დავაბრალე, არ იყო გამორიცხული შავი პორშე "კაიმანი" სხვასაც ჰყოლოდა...
...დილით საშინელმა თავისტკივილმა გამაღვიძა, გამაყუჩებელი ძლივს ვიპოვე და კიდევ ერთხელ შევუკურთხე ჩემი სკოლის დირექტორს არანაირ შეღავათს, რომ არ გვიკეთებდა. სწრაფად გავემზადე და სახლიდან ისე გამოვედი დედისთვის დალოცვა, რომ მეთქივა დამავიწყდა. ბავშვობიდან მიჩვეული ვიყავი, რომ სახლიდან დედის ლოცვის გარეშე არ უნდა გავსულიყავი, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ მაგვინადებოდა ჩათავებული კიბეები უკან ავირბინე და კარებში მომლდინე დედას ღიმილი შევაგებე.
ჩემდა სასიკეთოდ სკოლა სახლიდან არც ისე მოშორებითაა და მაქსიმუმ 15 წუთში დანიშნულების ადგილას ხარ, მაგრამ როგორც ყოველთვის მე დამაგვინადა და ლამაზი კალიგრაფიის მქონე მანდატურმა ჩემი გვარი გარკვევით ჩაიწერა, თითქოს და რამე მნიშვნელობა ჰქონდეს. პირველი ქართული მქონდა, მარუსა გაფრთხილებული მყავდა, რომ მასწავლებეს არა არ დაეწერა, ამიტომ ძალიან დინჯად შევაბიჯე საკლასო ოთახში...რომ გითხრათ ამ დღეს რამე მნიშვნელოვანი მოხდათქო მოგატყუებთ. ისევ ყაყანი და კამათი, ერთ კვირიანი ექსკურსია საქარ– თველოს სხვადასხვა კუთხეში თუ ტრადიციული ბანკეტი... ექსკურსიის აზრმა ძლია, მაგრამ ჯერ მხოლოდ ოქტომბერია იქამდე კიდე დიდი დროა, საკმაოდ დიდი...
ყველაზე დატვირთული დღე ოთხშაბათია. სამი მასწავლებელი! გეფიცებით, ისე ვიღლები, ქუჩაში ირაკლის მხარზე მძინავს ხოლმე. იკა ჩემი მეგობარია, ერთად დავდივართ ქართულზე. საყვარელი ბიჭია, აი ისეთი სხვანაირი თვალით, რომ ვერ შეხედავ და კარგ მეგობრობას რომ გიწევს.
ძლივს გავიძელი სამ გაკვეთილს...
ანუკი არ იყო, მე და მარუსა მოვდიოდით ერთად სკოლიდან.. ერთი ყირსასმენი მე მეკეთა მეორე მას და ვისმენდით jay-Z [Lucifer], თან ცეკვა–ცეკვით მოვდიოდით, ისევ რომ მოვკარი თვალი.. აქ კი მართლა დამცხა! ასე არ ხდება. ამდენჯერ დაემთხვას წარმოუდგენელია. "რა გავაკეთო? მივიდე და ვკითხო, ვინ არის რა უნდა? სისულელეა!... აბა რა ვქნა? " ჩემთვის ვფიქრობდი, მოულოდნელად ქვას ფეხი, რომ წამოვკარი და ბრახ! გავიშოტე ტროტუარზე.. დაქალიც ასეთი უნდა. დგას, "იხევა" სიცილისგან და ტელეფონით ფოტოებს მიღებს. საზოგადოების დაკვირვების ობიექტი ისე სწრაფად გავხდი, გააზრებაც ვერ მოვასწარი. წითელმა ფერმა, რომ დაფარა სახე, მაშინ ინება და ხელი გამომიწოდა ქალბატონმა, არ ვიცი რატომ ,მაგრამ თვალი მაშინვე "პორშესკენ" გამექცა და ამოვისუნთქე იქ, რომ აღარ იდგა...


დღე 2

...ისევ ქართულიდან მოვდივარ და ისევ მარტო, იკა უნარებზე წავიდა...ისევ წვიმს და ისევ სიბნელეა... უცებ ბედი, რომ მაქვს საოცარი ლამპიოები გაითიშა... ენერგეტიკის მინისტრს, ბატონ კახის ერთი არ აცდეს იქიდან რაც მე ვუსურვე
რას გავაწყობდი, გზა განვაგრძე... არ მეშინია სიბნელის, მაგრამ ჭექა–ქუხილი, ისევ ეს საშინელი ელვა და ბედი მეთამაშება მგონი.. რაღა მგონი, მართლა მეთამაშება! უცებ გენიაური იდეა მომდის და ლაშასთან ვრეკავ... ხო სულ დამავიწყდა, მაშა ჩემი უფროსი ძმაა, 3 წლით უფროსი და თავი ლაცი ჰგონია , არ ველაპარაკებოდი, მაგრამ ახლა ვინ ჩიოდა ლაპქარაკს, მეშინია! ზარი გადის, მაგრამ რათ გინდა არავინ მპასუხობს.. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მეშველა.
–შემირიგდი?–აშკარად კარგ ხასიათზეა
–შეგირიგდი კიარა, დროზე მანქანში და ქამოდი ქართულზე–გაბრაზებულ ტონს არ ვიშორებ
–კიდე პრეტენზიებიტ ხარ? არ წამოვალ! –ეს მგონი მართლა ურევს... შეში შემეპარა, რაღაცას თუ იტყვის არასდროს არ ცვლის...
–ლაშა...–დასრულება ვერ მოვასწარი, ისევ რომ იელვა და სადღაც ალბათ მეხიც ჩამოვარდა, ისეთი ხმა იყო..
–სად ხარ?–შეშინებული ხმა ჰქონდა, მაგრამ იმის ხმას ვინ ჩიოდა, მე უკვე ვკანკალებდი
–ქართულიდან მოვდივარ..
გეფიცებით ზუსტად 7 წითში ჩემს ფეხებთან გააჩერა მანქანა დაისეთი სისწრაფით გადმოხტა, გული კინაღამ გამისკდა (ჩემს გულს კიდე ეს უნდოდა)
–არ იტირო რაა, მოდი ჩაჯექი, ყველაფერი რიგზეა– მამახნევებდა და გულში მთელი ძალით მიხუტებდა...ისევ გაიელვა, მაგრამ მე აღარ მეშინოდა ჩემი ლაშიკო ჩემთან იყო...



№1  offline წევრი Svvaaaniii

"შენ არავინ გგავს და არავის გავხარ"
ვგიჟდები ამ ფრაზაზე, გასისხორცებულივით მაქვს და ახლა ამ სათაურით ისტორია რომ, დავინახე ხომ წარმოიდგენ რა დამემართებოდა?! თუ ვერ წარმოიდგენ გეტყვი რომ, ძალიან გამიხარდა... აი ძალიან <3 მერე რომ, ჩავათავე სულმოუთქმელად ეს თავი ხომ, საერთოთ რადგანადაც იმედები არ გამიცრუვდა... <3 ველოდებიი შემდეგ თავსს ჩემო კარგო ^^^^ წარმატებები შენ <3
--------------------
"ერთი გული არ ჰყოფნის ერთ სიყვარულს. "

 


№2  offline წევრი vighaca

Dzalian momwons dzalian magaria

 


№3  offline წევრი londoner

საინტერესოა, იმედია მალ-მალე დადებ. წარმატებები^^

 


№4  offline წევრი aleksandra

ძალიან დიდი მადლობა! არ ველოდი საერთოდ კომენტარებს და მართლა ძალიან გამახარეთ. ყველანაირად ვეცდები, რომ არ გალოდინოთ და ყოველ დღე დავდო..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent