გიჟი აგვისტოდან [სრულად]
ზაფხული - ჩემი დრო... აგვისტო - ჩემი თვე... მზე - ჩემი მნათობი... სიცხე - ჩემი ამინდი... და ზოგადად, მთელი ზაფხული ჩემეულია.. ეს დრო მავსებს, ცხოვრებას მიხალისებს, ჩემი სტიქიაა.. და აი კვლავ აგვისტოა, მაგრამ მე ისევ ქალაქში ვარ.. ვერც სოფელში წავედი, ვერც მთაში, ვერც ზღვაზე და ვიხრუკები აქ.. ყავაც აღარ მქონია, არადა ახლა ცივი ყავა ნეტარებაა.. მაცივარიც დაცარიელებულია. უკმაყოფილო მზერით ამოვიცვი შორტი, ზედა გადავიცვი, თმები კოსა ავიკარი და სახლიდან ბუზღუნით გავედი. მაინცდამაინც წელსაა ასეთი ცხელი ზაფხული, ისეთი, ჯერ რომ არ ყოფილა..სახლის უკანაც მაქვს მაღაზია, მაგრამ იმდენი რამე მინდოდა, მოშორებით დიდ სუპერმარკეტში ვამჯობინე წასვლა. ამ სიცხეში ფეხით ვერ ვივლიდი, ტაქსი გამოვიძახე და რამდენიმე წუთში მივედი.. მაღაზიაში შესულს სიგრილე მესიამოვნა.. კალათი ავიღე და რიგებს შორის ჩამოვიარე. საჭირო პროდუქტები ჩავალაგე და სალაროსთან რიგში ჩავდექი. ზაფხულობით ქალაქში ცოტა ხალხიაო, რა სისულელეა, ჩემს წინ სულ მცირე 10-15 ადამიანი იდგა. შეწუხებული სახით ველოდი ჩემს რიგს, რომელიც სავარაუდოდ ნახევარ საათზე ნაკლებ დროში არ მომიწევდა. მომაკვდავის მზერით გავხედე გვერდით სალაროს, სადაც არანაკლები ხალხი იყო. ამოვიხვნეშე და წინ მდგომს შევხედე. - მე თქვენ მიყვარხართ ქალბატონო _ მომესმა უკნიდან. ყურადღება არ მიმიქცევია, ვიფიქრე უკან შეყვარებული წყვილი იქნება-თქო. - მე თქვენ მიყვარხართ ქალბატონო _ მეორედაც რომ გაიმეორა, ვიკადრე შეხედვა. - მე თქვენ მიყვარხართ ქალბატონო _ ახლა უკვე თვალებში მიყურებდა და ისე გაიმეორა. - მე? - დიახ, თქვენ. _ ისევ გამეცინა. _ და თქვენ? - რა მე? - თქვენ არ გიყვარვართ? - აჰ, როგორ არა, მეც, ძალიან _ გავიცინე და ერთი ნაბიჯით წავიწიე წინ. - ცოლად გამომყვებით ქალბატონო? - რა თქმა უნდა _ გამეცინა. - ეს დღე დაიმახსოვრეთ ქალბატონო, ზუსტად სამ წელში, ამ დღეს ქორწილი გვექნება. - ვიმახსოვრებ _ უკვე გულიანად მეცინებოდა. თან ვფიქრობდი ყველა გიჟი მე რატომ უნდა ავიკიდო-თქო. მერე? მერე დამშვიდობების გარეშე „დავშორდით“. გავიდა ჩემი ცხელი აგვისტო. გიჟი აგვისტოდან აღარ შემხვედრია. შემოდგომამაც შემოაბიჯა... თბილი და ამავდროულად სუსხიანი სექტემბერი გადავაგორეთ... 30-ში კიდევ ერთხელ ვიყავი იმ მაღაზიაში. არ ვიცი, შეიძლება მომეჩვენა, მაგრამ თითქოს ის დავინახე... გიჟი აგვისტოდან.. დავინახე და გაქრა.. შენც სულ გაგაგიჟეს-თქო გავიფიქრე და სასურველ პროდუქტს დავწვდი. ოქტომბერი.. სუსხმა იმატა.. ჩემს საყვარელ მზესაც აღარ აქვს ძალა.. ისღა დარჩენია შევეგუო სიცივეს და ტანსაცმელი გავასქელო. ნოემბერი... ფაქტობრივად ზამთარია, მაგრამ მაინც შემოდგომა. გიჟი აგვისტოდან აღარ მომჩვენებია, სულ გაქრა. დეკემბერი... ზამთარია.. ცივი, სუსხიანი.. მოთოვა და მერე როგორ.. აქამდე რომ არ უთოვია ისე. გარეთ ყინვაა, თუმცა მაღაზიაში თბილა. მე ისევ ჩემს რიგს ველი. როგორ ყოველთვის, ქუდი არ მაფარია, დუტის შიგნით როგორც ყოველთვის, მოკლე მკლავიანი მაისური მაცვია, დუტიც გახსნილი მაქვს და აშკარად ჩანს ჩემი თხელი ზედა. ახალი წელი მოდის და ხალხიც ბევრია. უკვე დავიღალე ლოდინით, ხელში სულ ორი ფილა შოკოლადი და ერთი კოლოფი ყავა მიკავია, რა მოხდება რომ გამატარონ. განწირული მზერით შევათვალიერე გარემო და.. - აგვისტო ხომ არ გგონიათ ქალბატონო? დეკემბერია, გამიცივდებით.. _ ისე თბილად მომხვდა ყურში ეს გამიცივდებით, მე თვითონაც გამიკვირდა. მან კი მაშნვე გააგრძელა _ მე თქვენ ისევ მიყვარხართ ქალბატონო _ გამეღიმა, მივიხედე _ დეკემბერშიც აგვისტოსეულად მიყვარხართ.. - მეც, მეც _ გავიცინე. - პირობა ხომ ძალაშია ქალბატონო? - რა პირობა? - თქვენ უკვე დაივიწყეთ, გულმავიწყი ყოფილხართ ქალბატონო..გამოვასწორებთ.. - აჰ, ქორწილს გულისხმობთ? _ გამახსენდა. - დიახ. - რა თქმა უნდა _ ვუპასუხე სიცილით. წინიდან ვიღაცამ დამიძახა თქვენი რიგიაო, მოლარესთან მივედი, მივიხედე და ჩემი გიჟი აგვისტოდან აღარ იყო.. ჩემი, ჰმ! ნეტავ როდის მოვასწარი დაჩემება. ისევ დაუმშვიდობებლად „დავშორდით“. მერე? მერე ისევ არაფერი... ცივი იანვარიც გადავაგორეთ.. ნაკიანი თებერვალიც.. გაზაფხულიც მოვიდა.. გიჟი მარტო.. თავისი სიგიჟით და ცვალებადობით.. მაგრამ აგვისტოს სიგიჟეს ვერ შეედრებოდა.. აღარ მინახავს.. ახლა უკვე დეკემბრის აგვისტოსეული გიჟი იყო.. აღარ ჩანდა, აღარ მომლანდებია.. რვა მარტს ისევ იმ მაღაზიაში ვიყავი და ისევ ველოდი.. მაგრამ ჩემს რიგს კი არა, მას ველოდი.. გიჟს აგვისტოდან.. - დღეს თქვენი დღეა ქალბატონო _ იები გამომიწოდა.. გამეღიმა.. _ მე კი, მე მარტშიც აგვისტოსეულად მიყვარხართ... ხომ არ დაგავიწყდით ქალბატონო? - არა.. მეც, მეც _ გავიცინე.. ჩემი მარტის, დეკემბრის, აგვისტოსეული კვლავ გაქრა.. გაქრა და უკმაყოფილების გრძნობა დამიტოვა. გავიდა მარტიც და მოვიდა აპრილი... ჩემი სტიქიაც გააქტიურებას იწყებდა.. ნელ-ნელა თბებოდა.. დილიდანვე იგრძნობოდა გაზაფხული.. სულშიც გაზაფხულდა..გულშიც.. ისე გაიარა აპრილმა, აგვისტო არ გამოჩენილა.. მაისი კიდევ უფრო თბილი იყო.. ყველაზე ლამაზი თვე მგონია, მშვენიერი ყვავილებით. ვარდები ხომ საოცრება.. მაგრამ იასამანი - ეს რაღაც განსაკუთრებულია.. ისევ რიგში ვდავარ, ამჯერად ნაყინით ხელში.. გულის სიღრმეში ალბათ ველოდები.. ველოდებოდი და მოვიდა.. ამჯერად იასამნებთან ერთად. - მე თქვენ მიყვარხართ ქალბატონო _ იასამნები გამომიწოდა.. გამეღიმა.. - მეც _ თითქოს უკვე ბუნებრივ მოვლენად მექცა ეს დიალოგი.. ისევ დაუმშვიდობებლად წავიდა.. ივნისი.. უკვე ზაფხულია.. მზე ცხელია.. მე, მე ივნისში ვიპოვე სხვა.. ჩემთვის მოსაწონი.. და მაინც გულში მყავდა გიჟი აგვისტოდან. მაგრამ ის არ ჩანდა, არც სახელი ვიცოდი, არც გვარი, არც ასაკი, საერთოდ არაფერი.. უბრალოდ სასიამოვნო მოგონებად დამრჩა.. მაგრამ რა ვქნა, ამ გრძნობას რა მოვუხერხო, დანაკლისს, თითქოს მაინც ველი როდის მეტყვის იმ სიტყვებს, სიგიჟეა.. გამეცინა.. ჩემი ივნისი ვიპოვე.. როგორი იყო? ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული, სტაბილური.. უბრალოდ კარგად ვარ მასთან.. მიყვარს კიდეც.. შევეჩვიე.. ივნისი გავიდა.. ცხელი ივლისიც მიჰყვა.. ქალაქგარეთ გავატარე.. სოფელში.. აგვისტოში შინ დავბრუნდი.. მაინც ასე ეგოისტურად არ ვთმობდი ქალაქს აგვისტოში.. მაღაზიაშიც ხშირად დავდიოდი, მაგრამ არ შემხვედრია.. და ზუსტად იმ დღეს, 19 აგვისტოსკვლავ მოვისმინე მონატრებული ხმა.. მოიცა, როგორი? მონატრებული! - თქვენ დამივიწყეთ ქალბატონო.. _ გაოგნებული მივტრიალდი.. ანუ სულ ყველაფერი იცის... - არ დამვიწყებიხართ.. - როგორ არა, თქვენ ახლა სხვა გიყვართ ქალბატონო _ ნაწყენი მეჩვენა _ მე კი ისევ თქვენ მიყვარხართ ქალბატონო... - მეც, მეც _ გავიცინე.. - თქვენ სხვა გიყვართ ქალბატონო _ მეც ჩამწყდა გულში რაღაც, მისი ხმის გამო ჩამწყდა.. ის კი ისევ წავიდა, დაუმშვიდობებლად.. ისევ შემოდგომა.. ისევ სექტემბერი.. მე ისევ ივნისთან ვარ.. აგვისტო არ ჩანს.. ივნისი მავსებს.. აგვისტო მაინც მაკლია, ჩემებურად, ეგოისტურად.. ოქტომბერი.. ნოემბერი.. დეკემბერი.. აგვისტო ისევ არ ჩანს.. მენატრება? არ ვიცი, სიგიჟეა.. სრული სისულელე... იანვარი.. თებერვალი.. მარტი.. გიჟი აგვისტოდან კვლავ არ ჩანს.. ივნისი ისევ ჩემთანაა.. მე კი მაინც ვერ ვხსნი აგვისტოსეულ გრძნობებს.. ივნისთანაც დამნაშავედ ვგრძნობ თავს.. თითქოს ვატყუებ მის არსებობას რომ არ ვეუბნები, მაგრამ რა ვუთხრა.. აპრილი.. მაისი.. აგვისტო მაინც არ ჩანს.. მე? მე მენატრება.. ისე მაკლია მისი „ქალბატონო“. და მაინც სრული უაზრობაა ასე მენატრებოდეს გიჟი აგვისტოდან, მაგრამ ფაქტია.. ივნისიც გავიდა.. ჩემმა ივნისეულმა ვიქორწინოთო, მაგრამ უარი ვუთხარი.. მოვიცადოთ-თქო.. რას ვუცდიდი? - მეც არ ვიცი.. ან აგვისტოს.. მაგრამ არც აგვისტოში გამოჩენილა გიჟი.. 19 რიცხვიც მაღაზიაში გავატარე, არ ჩანდა.. ამ აგვისტოში მარტო დამტოვა.. ვაწყენინე.. სხვა შევიყვარე.. მაგრამ მე ისიც მიყვარს, მართლა! აი ასე, უცნაურად, ბავშვურად, ჩემებურად, გულწრფელად.. მაგრამ მიმატოვა.. მესამე სექტემბერი დაიწყო.. დაიწყო და ისე გავიდა, როგორც დანარჩენი ორი - აგვისტოს გარეშე.. ის კი ისევ ჩემს გულშია, სადღაც კუნჭულში და სულ მახსენებს თავს.. ოქტომბერმაც ჩაიარა.. ნოემბერმაც.. აგვისტო კი ისევ მათბობს ჩემთვის.. ჩუმად.. მაგრამ თითოეული შესვლა იმ მაღაზიაში სუსხს მაგრძნობინებს.. აგვისტოს სუსხს.. მგონი მართლა ვგიჟდები.. უბრალოდ სისულელეა ვიღაც უცნობს სამი წელი უყვარდე, მაშინ როცა შენ სხვა გიყვარს.. გიყვარს? ჰმ! კიდევ უფრო დიდი სისულელეა შენც შეგიყვარდეს ეს უცნობი.. შემიყვარდა?.. არა შეუძლებელია.. უბრალოდ მივეჩვიე, რამდენიმე თვეში ერთხელ.. ისევ დეკემბერი.. ჩვეულ ფორმაში, ქუდის გარეშე, გახსნილი დუტით ვდგავარ რიგში.. დე ჟავუს განცდა არ მასვენებს, მაგრამ.. ის აღარ გამოჩენილა.. იმ თოვლივით გაქრა, სამი წლის წინ დეკემბერში რომ იყო.. იანვარი.. თებერვალი.. ისევ გიჟი მარტი.. აღარც რვა მარტი მოულოცავს.. სამაგიეროდ ივნისმა მომილოცა, ივნისივით თბილად..მაგრამ არა აგვისტოსავით გიჟურად.. აპრილიც მარტს მიჰყვა.. მაისი მოვიდა.. იასამნები არავის უჩუქებია..ივნისთან უფრო ახლოს ვარ..დავინიშნეთ.. არ ვიცი როგორ ვიქცევი, მაგრამ მასთან კარგად ვარ, მშვიდად.. აგვისტოსთან ალბათ სხვანაირად ვიქნებოდი.. ივნისში ქორწილზე უარი ვთქვი, აგვისტოში მინდოდა დაქორწინება.. არც ივნისში გამოჩენილა აგვისტო.. ალბათ სულ გავგიჟდი მეც.. რომელი ნორმალური დანიშნული გოგო ელოდება სხვას, უცნობს, გიჟს, მაგრამ მე ველოდები.. ივლისშიც არ გამოჩნდა. მაკლდა? რაღაც სასწაულად.. უკვე ივნისთან ყოფნაც მიჭირდა.. მეგონა მის გამო წავიდა აგვისტო.. კი არ მეგონა, ასე იყო.. ჰო და, უკვე აღარც ივნისი მინდოდა.. აგვისტო რომ დადგა ავივსე.. ბედნიერებით, სითბოთი და ახალი მოლოდინებით.. მალე ქორწილია, მე კი ისევ გიჟს ველი.. ისევ 19-ია, ისევ ვდგავარ რიგში, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ არ მოვა.. მას ჰგონია დავივიწყე.. არადა რა იცის, მე ისევ აგვისტოსეულად მახსოვს.. - თქვენ სულ დამივიწყეთ ქალბატონო _ ბგერები მოსწვდა ჩემს სმენას. - მე მახსოვხართ _ გულწრფელად ვუთხარი. - მაგრამ თქვენ პირობა დაარღვიეთ.. სხვაზე თხოვდებით ქალბატონო.. _ არაფერი მითქვამს _ რატომ აგვისტო ქალბატონო? აგვისტო ხომ ჩემია.. - აგვისტო თქვენია.. - მაპატიეთ ქალბატონო.. - რისთვის? - იმისთვის, რასაც ახლა გეტყვით.. წამომყევით ქალბატონო.. დატოვეთ სხვები, მე წამომყევით ქალბატონო.. _ ვერაფერი ვთქვი. გიჟი აგვისტოდან მთავაზობდა ამას, რა უნდა მეთქვა. _ ვიცი, სიგიჟეა ქალბატონო.. მაგრამ ერთხელ ყველა გიჟდება.. - ერთხელ ყველა გიჟდება.. _ გავიმეორე.. - ცოლად გამომყვებით ქალბატონო? ალბათ ყველაზე სულელი გოგო ვიყავი, ყველაზე არანორმალური, ყველაზე ჩამოუყალიბებელი, მაგრამ არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.. გული ერთს იძახდა, გონება მეორეს.. ივნისის მრცხვენოდა.. მაგრამ აგვისტოსი უფრო.. ჯერ ხომ აგვისტო დავივიწყე ივნისის გამო.. ახლა? ახლა ივნისი უნდა დამეტოვებინა აგვისტოს გამო?.. სიგიჟეა.. სრული სიგიჟე.. მაგრამ შინაგან ხმას, გულის ძახილს, ემოციებს ვერ ვიოკებდი.. აგვისტოს ზღვისფერ თვალებში ჩავიძირე, უძირო თვალებში.. ისეთში ნაპირს რომ ვერ უპოვიდი.. ივნისის თვალებში ყოველთვის ჩანდა ნაპირი, მის თვალებში ვერ ჩაიძირებოდი.. ეს კი.. ეს სულ სხვაა.. გიჟი აგვისტოდან სულ სხვანაირია.. ჩავიძირე და არც მინდოდა ნაპირის პოვნა.. სიგიჟეა.. უბრალოდ სიგიჟე.. - გამოგყვებით.... ______________________ შოკოლადებო.. დღეს ახალი თავი ვერ ავტვირთე (ხვალ ავტვირთავ).. რაც შეეხება ამას.. გუშინ რაღაცნაირ ხასიათზე ვიყავი და ასე "შემომეწერინა".. არ ვიცი, შეიძლება მართლა სიგიჟეა, შეიძლება უბრალო ნაჯღაბნი.. მაგრამ რატომღაც გუშინდელი განწყობა ჩავაქსოვე, თავისი ემოციებით.. იმედი მაქვს სრული სისულელეც არ გამომსვლია და ცოტათი მაინც გაგრძნობინებთ იმ ემოციას, რომლითაც მე დავწერე.. მოკლედ, ველი შეფასებას, კრიტიკას და ემოციების გაზიარებას..ბოდიში შეცდომებისთვის.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.