შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მისაკუთრებული ბედნიერება


2-04-2015, 07:34
ავტორი ananushki
ნანახია 2 952

ესეც ასე,ჩემი დაპირებული ახალი მოთხრობაც დაიბადა,იმედია მალე შეისხავს თქვენი კომენტარებით ფრთებს,დავაჟკაცდება და ლამაზ სიბერემდეც მივა :) წინასწარ დიდი ბოდიში შეცდომების გამო,ნუ გამილანძღავთ ქართულის მასწავლებელს :D






გაზაფხულის მზიანი თბილი დღე იდგა,თბილ ნიავს, ახლად ამოსული ბალახის სასიამოვნო სურნელი მოჰქონდა ქუჩის ერთ მხარეს მივუყვებოდი სადღაც შორიდან Julien Dassin-ის და Florence Coste დუეტი მესმოდა,ფრანგული ნოტები თავისკენ მიხმობდა,სხეული ვალსის ცეკვას ითხოვდა და გულს კი სჯეროდა რომ იქ საიდანაც სიმღერა ისმოდა მეწყვილე მელოდა
იმედები არ გამიმართლდა, სანამ მივედი ჩემი საყვარელი დუეტი შეწყდა,სხვა მუსიკის ჰანგებმა დაიპყრეს გარემო და რათქმაუნდა არც რაინდი დამხვდა ვალსის საცეკვავოდ,სამაგიეროდ თავი ულამაზეს პარკში ამოვყავი ხარბად შევისუნთქე თბილი სასიამოვნო ჰაერი და პარკის შუაგულში მდგარი უზარმაზარი მუხის ფესვზე ჩამოვჯექი
აქ არასდროს ვყოფილვარ ამ პარკის შესასვლელისთვის არასდროს მიმიქცევია ყურადრება არადა რალამაზი მეჩვენა იმ წამს იქავრობა გავისუსე და ჩავფიქრდი,საკუთარ ცხოვრებაზე ჩავფირდი, საშინელი სიცარიელე დამხვდა, გამაკანკალა,ჩემი ცხოვრება სამოცდარვა წლის მოხუცის ცხოვრებას გავდა, და არა ოცდარვა წლის ქალის, რომელიც სიცოხლით სავსეა უნდა ყოფილიყო წესით...სახლი სამსახური ამას შეადგენდა ჩემი ყოველდღიური ცხოვრება რაც სწავლა დავამთავრე და მუშაობა დავიწყე
დილით მოხუცი დედის ზარი მაღვიძებდა რომელიც ძმასთან ცხოვრობდა და იქდან ტელეფონით ზრუნავდა ჩემზე,კვირაში ერთხელ ან ორკვირაში ერთხელ მესტუმრებოდა ჭკვაზე დამარიგებდა დამტუქსავდა რვაწლის მოზარდივით და ისევ ძმის და რძლის სახლს მიაშურებდა,ის ერთადერთი ადამიანია ვისთანაც სამსხურს გარეთ ურთიერთობა მაქვს,ყველანაირად გავურბივარ ადამიანებს განსაკუტრებიტ ეგრეწოდებულ „დაქალებს’’ სტუდენტობისას ბავშობის მეგობარმა ასევთქვათ გამიჩალიჩა და ,,ქორწილი“ ჩამიშალა ანუ საქმრო ამახია მასმერე ძნელად ვენდობი ადამიანებს,აღარცერთი სქესის წარმომადგენელს აღარ ვენდობი და ვფიქრობ სწორადაც ვიქცევი,ყოველშემთხვევაში ბალიში მასმერე აღარ დამისველებია ჩემი ცრემლებით
გამეღიმა, იქნებ სწორედ ეს ცრემლები აკლდა ჩემს ერთფეროვან ცხოვრებას გულის შეკუმშვამდე რომ მიყავხარ,თითქოს სადაცაა შწყვეტს მუშაობს და თან გაიყოლებს შენს ყველა ტკივილს .......
ფიქრებში გართულმა ვერცკი შევამჩნიე როგორ მომახლოვდა ხუთიოდე წლის ბიჭუნა,გონს მხოლოდ მისმა ხელის შეხებამ მომიყვანა,ბავშვმა სახეზე ჩამომისვა ხელი
-რატომ ტირი?
-არ ვტირი-ვუარყავი მისი სიტყვები და გაუღიმე
-აბა ეს რარის?-თითი თვალთან მომისვა და ჩემი ცრემლის ნაკვალევი დამანახა თავის თითზე
ვერაფერი ვუთხარი მხოლოდ გაუღიმე და თმებზე წავეთამაშე
-დავიიით -მომესმა მამაკაცის ცივი ხმა და მივხვდი რომ ჩემს ახალ ნაცნობს ეძებდნენ
-მგონი გიხმობენ
-მამა მეძახის,წამოხვალ ჩემთან?
-არამგონია კარგი აზრი იყოს,გაიქეცი მამა არ გაბრაზო-ბავშვმა სევდიანად გამომხედა და ხმისკენ გაიქცა
დიდხანს ძალიან დიდხანს არ მომასვენა მისმა თვალებმა,თითქოს მათშიც ის სიცარიელე დავინახე წეღან უნებურად ჩემს ფიქრებში რომ აღმოვაჩინე
მესამე თუ მეოთხე დღეს ისევ ვესტუმრე ბაღს და ხისკენ გავემართე
ხის ძირში ბავშვის სილუეტი დავლანდე,ნაბიჟს ავუჩქარე დავითი საცოდავად მოკუნტულიჱო და ეძინა სახე მტვრიანი და ჭუჭყიანი ქონდა
თმაზე ხელი გადაუსვი,ყურთან დავიხარე და დავიჩურჩულე ,,დავით“ ბავშვმა ნელა გახილა თვალი და როცა მიხვდა ვინც ეძახდა სადღაც რაღაცას ბედნიერად გაუღიმა,თითქოს ვიღაცას ეუბნებოდა ,,ხომ გითხარი მოვაო“
-აქ რატომ წევხარ?
-გელოდებოდი
-მე?
-კი
-რატომ? რატომ ხარ ასეთი ჭუჭყიანი სადაა მამა?
-არვიცი გამოვიპარე
-რაა? რატომ?
-ბებომ დედაზე თქვა ცუდი იყო და ამიტომ წავიდაო
ვიგრძენი როგორ ამემღვრა სისხლი როგორშეიძლება ბავშვს ასეთი რამ უთხრა დედაზე რაცარუნდა ცუდი იყოს
-შენ გითხრა?-გაუცნობიერებლად წამომცდა კითხვა
-არა მამას უთხრა, იყო და იმიტომაც წავიდა და არაა გამორიცხული ესეც ნაბიჩვარი იყოსო
-ო ღმერთო, ადექი წავიდეთ
-სად?
-მამასთან
-არმინდა,შენთან წამიყვანე
-კარგი ჩემთან წავიდეთ -დავეთანხმე მოულოდნელად მითუმეტეს რომ მისი სახლი არვიცოდი, ის კი დარწმუნებული ვარ არაფრის დიდებით არ მეტყოდა რომც სცოდნოდა საკუთარი სახლის მისამართ
მივედით თუარა,საბაზანოსკენ მივუთითე,დავითმა დაიმორცხვა
-დავით ასე არშეიძლება ძალიან ჭუჭყიანი ხარ
-ვიცი,მაგრამ მარტოს არასდროს მიბანავია-გამეღიმა ის ხომ ოთხი ხუთიწლის პატარა არსება იყო რომლისგანაც მე უკვე შეუძლებელს ვითხოვდი
-კარგი გაიხადე ტანსაცმელი და მოვალ ახლევე,უთქმელად დამიქნია თავი და საბაზანოს კარებს მიღმა მიიმალა
ტანსაცმელი სარეცხმანქანაში შევყარე და საქმეს შეუდექი
ბანაობის პროცესი იმდენად სასიამოვნო გამოდგა რომ დროის გასვლა ვერც ვიგრძენით მაგრამ ბანაობის შემდეგმა პროცესმა საგონებელში ჩამაგდო,რა ჩამეცმივნა მანამ სანამ მისი ტანსაცმელი გაშრებოდა,ჩემს გარდერობში ყველაზე პატარა მაიკა მოვძებნე და ჩავაცვი სიცილი ვერცერთმა ვერ შევიკავეთ უცბათ დავითი მომეხვია და მაკოცა,გასაოცარია რამხელა ძალა აქვს გულწრფელ ჩახუტებას მთელ ტანში სასიამოვნო გრძნობამ გამიელვა,ამ გრძნობამ მაიძულა მეც მოვხვევოდი და შუბლზე მეკოცნა
-იყავი ჩმი დედიკო კარგი?-გავუღიმე
-ასე არხდება დავით,შენ უკვე გყავს მშობლები
-დედა არ მყავს მამას კი არ ვუყვარვარ
-არა დარწმუნებული ვარ ძალიან უყვარხარ და ახლა ძალიან ნერვიულობს შენზე
-არარის მართალი
-გინდა დაგიმტკიცო
-კი
-მისი ტელეფონის ნომერი მითხარი
-არვიცი
-მამიკოს გვარი და სახელი ხომ იცი?
-ლევან სანიკიძე
-მოვალ ახლავე
ოთახში მალევე მოვბრუნდი ხელში ლეპტობი მეჭირა და facebook ზე ლევან სანიკიძეს ვეძებდი ესაა შენი მამიკო ვკითხე ერთ სიმპატიურ ლევან სანიკიძეზე
-არა ეგარაა,ესაა -მიმითითა ბავშვმა ერთერთ სურათზე საიდანაც ძალიან სიმპატიური მამაკაცი და ულამაზესი ქალი მიმზერდნენ,სურათში ორივე ბედნიერი ჩანდა,გვერდი გავხსენი და ინფორმაცია მოვიძიე საბედნიეროდ მამაკაცს ტელეფონის ნომერი მითითებული ქონდა,მობილური მოვიმარჯვე და ნომერი ავკრიფე
-არმინდა მამასთან დაბრუნება-მომესმა დავითის სატირლად მომზადებული ხმა
-არ დაგაბრუნებ,მინდა დარწმუნდე რომ მამა ნამდვილად ნერვიულობს შენზე დავრეკოთ და ვუთხრად რომ კარგად ხარ მაგრამ არვუთხრად სადხარ კარგი?
-კარგი დამეთანხმა ბიჭი და საწოლზე წამოჯდა
ზარი გავიდა და მე დავიბენი, ახლაღა დავფიქრდი რა უნდა სრულიად უცხო მამაკაცისთვის რომლის შვილიც დაკარგული იყო და გამწარებული ეძებდა იქნებ გამტაცებლადაც ჩავეთვალე
-ალო-გაისმა ქალის ცივი ხმა და ბავშვის თვალებში შიშმა გაიელვა
თვალებითვე მივმართე ნუ გაეშინიამეთქი და ქალის ცივ ხმას ჩემი შევაგებე
-გამარჯობათ ქალბატონო ლევანთან მინდოდა საუბარი
-ვინ ბრძანდებით?
-მეგობარივარ
-გასულია ტელეფონი სახლში დარჩა,მოგვიანებით დაურეკეთ
-თუ შეიძლება გადეაეცით დავითთან დაკავშირებით ვრეკავ და ამ ნომერზე დამიკავშირდეს-ვთქვი და სასწრაფოდ გავთიშე ტელეფონი იქიდან წყევლა კვრულვა რომ არ გამეგონა-გამეღიმა მართლა გამტაცებელივით გავთიშე
ხუთიწუთიც არიყო გასული ჩემი ტელეფონი ახმიანდ,უცხო ნომერი რეკავდა
-ალო-ვუპასუხე და დიქტოფონი ჩავრთე
-ლევანი ვარ თქვენ დარეკეთ დავითთან დაკავშირებით-მომაყარა უცნობმა ხმამ
-კი,ბავშვი ჩემთანაა
-რამდენი გინდათ,არაფერი დაუშაოთ მის გამო შეუძლებელს შევძლებ
-თქვენ ვერ მიმიხვდით ბატონო ის მე პარკში მძინარე ვიპოვე და იძულებული გავხდი სახლში წამომეყვანა
ვიგრძენი ყურმილს იქით მამაკაცმა როგორ ამოისუნთქა,ჩემი პროფესიიდან გამომდინარე,ფსიქოლოგი ვარ,არ გამჩირვებია მივმხვდარიყავი რას გრძნობდა იმ წუთს მამაკაცი
-შეგიძლიად მალაპარაკოთ
ბავშვი მოიბუზა,მივხვდი არუნდოდა მასთან ლაპარაკი
-არ სურს თქვენთან საუბარი
-მაგრამ მე მამა ვარ მისი,მითხარით მისამართი და ახლავე წამოვალ
-არშემიძლია მე დავითს დავპირდი რომ თუ თქვენთან დავრეკავდით მისამართას არ გეტყვოდით
-გაგიჟდით -იღრიალა მამაკაცმა-ორიდღეა რამის ჭკუიდან გადავიდე,რასმეუბნებით ჩემი შვილის მისაკუთრება გადაწყვიტეთ
-მე არაფერი გადამიწყვეტავს,მე არ მიიძულებია ბავშვი სახლიდან გამოქცეულიყო ასერომ ტონი და სიტყვები აკონტროლეთ
-მაპატიეთ უბრალოდ
-მესმის ბატონო ლევან თქვენი,თან ძალიან კარგად მაგრამ დავითმა ასე გადაწყვიტა და მე მას პირობა მივეცი.დავითი თაად გადაწყვეტს როდის დაბრუნდეს თქვენთან
-მაგრამ ის მხოლოდ ხუთიწლისაა
-მაგრამ უკვე კარგად ესმის ,,ს“ და „ნაბიჭვრის“ მნიშვნელობა
იმწუთას ყურმილს იქით სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა,რამოდენიმე წამის მერე კი მძიმე ამოოხვრის ხმა გაისმა
-ნუთუ გაიგო?
-კი და შედეგად თქვენგან წამოსვლა გადაწყვიტა, ამიტომ ცოტა დრო მიეცით
-კარგით-დამეთანხმა მამაკაცი-ერთ სიტყვას ვეტყვი ტელეფონი მიეცით
-ესმის ელაპარაკეთ
-ჩემი კაცური კაცი დაბრუნდი მა ჩემთან-გაიმა მამაკაცის სასოწარკვეთილი ხმა და ცრემლები მომაწვა,დავითს გავხედე უხმოდ ტიროდა მოიბუზ და საწოლში ჩაიკარგა
ხმის ამოუღბლად გავთიშე ტლეფონი და დავითს მიუწექი
-ნახე როგორ ნერვიულობდა?-ბავშვმა თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია
-დავრეკავ და გაყევი კარგი
-არა,არ გავყვები არმინდა იმ სახლში მამა არასდროსარაა სახლში მე კი არმინდა ბაბოსთან მარტო-იმ წამს მივხვდი ბავშვი მამას კი არა ბებიას გაურბოდა თავზე ზელი გადაუსვი და ფიქრებს შევყევი



№1  offline აქტიური მკითხველი grafo

ისტორიებს რომ იწყებ , რატომ არ ამთავრებ ხოლმე?

 


№2  offline წევრი miyvarxar1992

ძალიან კარგია.იმედი მაქ გაგრძელებ და დიდ თავებს დადებ მალე

 


№3  offline წევრი ananushki

grafo
ისტორიებს რომ იწყებ , რატომ არ ამთავრებ ხოლმე?

რომელი არ დავამტავრე?

miyvarxar1992
ძალიან კარგია.იმედი მაქ გაგრძელებ და დიდ თავებს დადებ მალე

ვეცდები მალე და დიდი თავები დავდო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent