შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ მიყვარხარ... სულ ესაა! (თავი 1 )


2-04-2015, 20:36
ავტორი ninuca123
ნანახია 2 541

ეს ამბავი იმ წელიწადს მოხდა როდესაც ჩვიდმეტის უნდა გავმხდარიყავი.ვიყავი ერთი უბრალო გოგო,რომელიც ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა,არ ჰყავდა ბევრი მეგობარი,რადგან ცდილობდა ყველასგან განმარტოვებით,თავის სამყაროში ყოფილიყო,სადაც არავიზე იდარდებდა,არავინ შეაწუხებდა.მაგრამ ვხვდებოდი რომ ამ მდგომარეობის გამო უკვე დეპრესიაში ვვარდებოდი და როგორც ვიცთ დეპრესია სიკვდილის გვერდითი ეფექტია.დედასთან კარგი ურთიერთობა მქონდა და ვცდილობდი ყველანაირად დამეკმაყოფილებინა მისი სურვილები,გარდა ერთისა,მყოლოდა ბევრი მეგობარი,მეცხოვრა ისე როგორც თინეიჯერები ცხოვრობენ და გამომეყენებინა თითოეული დღე.ვხედავდი ხალხს რომლებიც ერთმანეთს შეჰყურებდნენ და ცდილობდნენ ბედნიერები ყოფილიყვნენ და ჩემ თავს ვეტყოდი: "შენც შეიძლება აღმოჩნდე ამ ბედნიერთა შორის!". თავს ძალიან მარტოსულად ვგრძნობ,მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა არც მინდა სხვანაირ მდგომარეობაში ვიყო,არმინდა ვინმეს სიყვარულის გამო ვიტანჯებოდე,არ მინდა ვინმე ისე მიყვარდეს რომ საკუთარი თავი დავკარგო,და ჩემი დეპრესიის,მარტოსულობის და ჩაკეტილობის მიზეზიც სწორედ ესაა.
სკოლის დერეფნებში ვხედავ გოგოებს,რომლებსაც ბიჭების ქურთუკები შემოუცვამთ და "საკუთრების" იდეაზე ვფიქრობ.მაინტერესებს ვინმე თუა ნამდვილად ბედნიერი.სხვა გოგონებისაგან განსხვავებით მე ზუსტად ვხვდები,რომ ჩვენ,ადამიანები ისეთ სიყვარულს ვთანხმდებით,როგორსაც გვგონია რომ ვიმსახურებთ,ვხვდები იმასაც რომ ზოგჯერ ადმაიანები ფიქრით იმიტომ ვიქვეცთ თავს,რომ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვას ავარიდოთ თავი. ვხვდები იმასაც რომ პატივისცემა იმისთვისაა მოგონილი,რომ შეავსოს ადამიანის გულში ის ადგილი,სადაც წესით სიყვარული უნდა იყოს.ვცდილობ ცივი გონებით ვიაზროვნო და უფრო ბევრი შევიტყო ამ ცხოვრების შესახებ,ყველანაირად ვცდილობ არ ავყვე გრძნობებს და უბრალოდ შევიგნო,რომ ვარ გოგო რომელიც იმდენად მარტოსულია რომ არც კი უნდა სხვანაირად იცხოვროს...რაც შეეხება ჩემს ოჯახურ ცხოვრებას, მყავს დედა და ძმა,მამა 5 წლის ასაკში გარდამეცვალა და დღემდე ძალიან განვიცდი უმამობას მიუხედავად იმისა რომ დედაჩემი და ჩემი ძმა ყველანაირად ცდილობენ შემიმსუბუქონ ეს მდგომარეობა.მიუხედავად ჩემი ძმის ჩემდამი ამ დამოკიდებულებისა,ზოგჯერ ძალიან გულქვაა. არვიცი შეიძლება ვცდები. შეიძლება ცუდად ვიქცევი რომ თავს მარტოსულობით ვიტანჯავ,მაგრამ ხანდახან რთულია,მიხვდე,სწორად იქვცევი თუ არა.
ვხედავ ჩემს კლასელ გოგოებს,რომლებიც თითქმის ყოველდღე ჩხუბობენ თავიიანთ "შეყვარებულებთან".ამ ყველაფრიდან დავასკვენი რომ ზოგი გოგო ფიქრობს,რომ ბიჭების შეცვლა შეუძლა,სასცილო კი ისაა,ეს რომ მართლაც ასე იყოს,ბიჭები მალე მობეზრდებოდათ,ინტერესი აღარ ექნებოდათ.უბრალოდ ჩვენ,გოგოებს გარკვეული დრო გვჭირდება იმისათვის,რომ რაღაცეების მიმართ ახლებური მიდგომა გამოვიმუშავოთ,სულ ესაა.
გადიოდა დღეები,და ვხვდებოდი რომ ჩემი მარტოსულობა უკვე პიკს აღწევდა და ვიფიქრე დამევიწყებინა ყველაფერი რაც ამ 17 წლის განმავლობაში ვისწავლე,გავიფიქრე,გავაანალიზე,და დავიწყე ჩვეულებრივი თინეიჯერული ცხოვრება. ნელ-ნელა ახალ მეგობრებს ვიძენდი და "ცხოვრებაში ჩართული ვხდებოდი", როგორც ჩემმა ძმამ თქვა.და სულ რაღაც 2 თვის შემდეგ უკვე ყურებამდე ვიყავი შეყვარებული, და ის მოხდა რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა... სიყვარულის გამო ჩემი თავი დავკარგე. საბედნიეროდ იმ ბიჭისგანაც იგივე გრძნობა მოდიოდა და ჩემს დაბადებისდღეზე უკვე როკერის პატარა გოგო ვიყავი, ყველაფერი კარგად მიდიოდა მაგრამ ერთ დღეს როდესაც დედაჩემთან ერთად სახლში მივდიოდი (წვიმა იყო და დედა საჭეს ძლივს იმორჩილებდა) საკმაოდ ტრაგიკული რამ მოხდა (ყოველ შემთხვევაში ეს ჩემთვის მეტად ტრაგიკული იყო)... დედამ საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ჩიხში გადავარდა... დედა გარდაიცვალა მე კი სასუნთ აპარატზე მიერთებული ავღმოჩნდი..


--ბავშვებო თუ მოგწონთ გავაგრძელებ love --



№1  offline წევრი ana 11

გააგრძელე ძალიან საინტერესოაა

 


№2  offline წევრი noshre

კარგიაა ძააან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent