შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქურდი შეგიყვარდა? (ნაწ. I)


2-04-2015, 23:29
ავტორი მარიამი, N7
ნანახია 3 474

თოვდა. თანაც საოცრად.
ქუჩაში ხალხი, ქალები, მათი თმები - დავთოვლილები - რაღაც საოცარ კონტრასტს ქმნიდა.
აივანზე გამოსულიყო რომელიღაც გიჟი, მოკლესახელოებიანი მაისურით და მესამე სართულიდან ათვალიერებდა ბუნებისა და ადამიანების საოცარ კონტრასტს. პირველი თოვლი იყო, თანაც საახალწლოდ, თუმცაღა სულ არ ჩანდა ბედნიერი " გიჟი " მამაკაცი. სიგარეტის ნამწვი დაბლა, თავისუფალ ტერიტორიაზე მოისროლა და აივნიდან გაუჩინარდა.
- თოვლი შეგვიშლის ხელს, ამის დედა ვატირე, - განერვიულებულმა თავზე ხელი მოისვა და ოთახს მოუარა.
- ვეღარ გადავდებთ, - უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია მეორე მამაკაცმა, რომელსაც პირველისგან განსხვავებით თბილად ეცვა.
-ლაშა, ყველაფერი მზადაა? - ოთახში სხვა მამაკაცი შემოვიდა.
-ავტომატები უნდა ამოვიღოთ, - თქვა მოკლესახელოებიანი მაისურის პატრონმა, ანუ ლაშამ.
-რატო? - გაუკვირდა მეორე მამაკაცს.
-რატო და იმიტომ, რომ ასეა საჭირო, - გამკაცრდა. - არ ვაპირებთ, რომ ვინმე მოვკლათ.
-და შენ გგონია ასე იოლად გაგიხსნიან სეიფს, უიარაღო იდიოტს? - გაცეცხლდა მეორე მამაკაცი.
-უიარაღოდ არ ვიქნებით, პისტოლეტები გვექნება და აქ წესებს მე ვადგენ, გიორგი, მგონი, ხო? - გაცეცხლდა ლაშა.
- რა ვთქვი მასეთი, - ეწყინა გიორგის.
-დროა გავემზადოთ, ვიღაცას ახალი წელი უიღბლოდ მიუკაკუნებს კარზე, - სატანურად გადაიხარხარა მესამე მამაკაცმა.
-ნიკა! - მასაც შეუბღვირა ლაშამ.
----------------------------------–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ვაშაძეების ოჯახში წინა საახალწლო ჟრიამული იყო. ორი გოგონა ნაძვისხეს მისდგომოდა და ცეკვა-ცეკვით კიდებდა მოსართავებს. დიასახლისი და დედამთილი ტორტს რთავდნენ, ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა თავად ამზადებდნენ ქალბატონები ოჯახში საახალწლო კერძებს. მელანქონიური განწყობით აღჭურვილები ცდილობდნენ, რომ შეცდომა არ გაპარვოდათ. ოჯახის უფროსი მისაღებში ანთებულ ტელევიზორს მიჯდომოდა და წინა საახალწლო კონცერტებზე მოეხდინა კონცენტრირება. გოგონები ისევ ნაძვისხეს რთავდნენ.
-თამო, ეგ მანდ არ უხდება, - საყვედურობდა ერთი და მორთვას აგრძელებდა.
-მასე, ეგეც არ უხდება მანდ, ლუბა, - ნაწყენი ჩანდა თამო.
ლუბა მხხიარულ ტალღაზე იყო, თამო კი ოდნავ შეშინებული ცდილობდა მაინც არ დაეკარგა განწყობა, მაგრამ შიშის მიზეზი არ ქონდა, პირიქით დღეს უწყდებოდა მომავალი.
-დე, ხო იცი, წვეულებაზე მივდივარ მე, - ღიმილით შევიდა სამზარეულოში ლუბა.
-ერთ წელს მაინც შეხვდი ჩვენთან, - ბრაზშერეული მუდარით ახედა თავისზე ორი თავით მაღალ შვილს კატომ.
-კაი რა დე, ისეც სულ თქვენთან არ ვარ?! - ლოყაზე აკოცა კატოს ლუბამ.
-დათუ ჩამოვიდა? - დატკბა ქალი.
-არა, 10_ზე ჩამოდის მისი თვითფრინავი. გავენზადები ახლა და წავალ, - კიდევ ერთი კოცნა დაუტოვა დედას და ჟრიამულით წავიდა ოთახისკენ.
-ჭკვიანად იყავი დე! - მიაძახა უკვე გაუჩინარებულ ქალიშვილს კატომ. ოთახში შევიდა, კარი გადაკეტა და საწოლზე მიგდებულ ტელეფონს დასწვდა. რამდენიმე ნარეკი დახვდა ეკუნასგან. გადაურეკა.
-რა ხდება, ეკუ?
-ლუბ, ჩამოფრინდა დათუნა, გამო რა.
-ახვედით უკვე?
-ხო ლუბ, შენ გელოდებით.
-კაი, გამოვალ, დროებით.
გათიშა და კაბას დასწვდა. უცბად გადაიცვა, ხვეული თმები მხრებზე ჩამოიყარა, მცირედი მაკიაჟი დაიდო და ოთახის კარი გაიკეტა. ჩანთაში მანქანის გასაღები მოჩხრიკა და დასამშვიდობებლად სამზარეულოში შევიდა.
-კატუს, წავედი მე, - თავი შეყო და მომღიმარ ქალს შეხედა.
-მანქანით მიდიხარ?
-ჰო, აბა?!
-ფრთხილად იარე, ლუბა! - მიაძახა.
თოვლს უკვე კარგად მოეკიდა ფეხი მიწაზე. ეზოში ფეხსაცმელი არ სრიალებდა, მაგრამ გზაზე გადასვლისას ფეხი აუცურდა და სულ შემთხვევით დაეჯახა მანქანას, რომელიც ეუცხოვა. რომ გასწორდა, გაკვირვებით შეხედა მანქანას, რამოდენიმე ადამიანი იჯდა, თუმცაღა სახე არ უჩანდათ. გადამეტებულად არაფერი უფიქრია, მანქანის კარი გახსნა და ჩაჯდა. სწრაფად დაძრა მანქანა და ადგილს მოსწყდა. მთაწმინდის აგარაკზე, დეასთან, უნდა აღენიშნათ მეგობრებს. საოცარ წვეულებას გეგმავდნენ, მაგრამ ლუბა დარწმუმებული იყო, რომ ვერ გაერთობოდა.

5 წლის წინ
-ლუბ, გამო რა, - შუაღამისას ბარბაცით წამოდგა საწოლიდან გოგონა.
-დათუ, გგიანია ძალიან, - თავი გადაიქნია და ფანჯრიდან გახედა შეყვარებულის სილუეტს.
-მიდი, მიდი, ჩემ თავს გაფიცებ. ჟაკეტი შემოიცვა პიჟამაზე და ჩუმად გაკვალა სახლი.
დაბადების დღე ჰქონდა, 16 წლის გახდა. არ უყვარდა ეს ციფრი, ექვსი ცუდ მოგონებებთან ასოცირდებოდა, ასე რომ აღნიშნვას არ აპირებდა. აწეწილ თმებზე თითები ჩაიტარა და სილუეტისკენ ღიმილით გაემართა.
-გილოცავ, ჩემო სიცოცხლე, - გადაეხვია დათუნა.
-გვიანია დათუ, აქ რამ მოგიყვანა? - ყელში აკოცა და ალკოჰოლის სურნელმა ცხვირი აუწვა, - მთვრალი ხარ, ბიჭო?
-იქ ვიღაც გელოდება, - თითი მანქანისკენ გაიშვირა. ლუბამ გაკვირვებულმა ახედა.
- მიდი, მიდი. ნელა წავიდა, გაკვირვებული მანქანისკენ. სხეული ცქმუტავდა შიგნით. კარი გამოხსნა და ლეკვი რომ დაინახა, გაკვირვებულმა და აღტაცებულმა წამოიყვირა.
-დაჯე რა, - საჭესთან მოკალათდა დათუნა.
-რა ხდება, დათუ? - კარი მიიხურა და ლეკვს წაეთამაშა.
-წავიდეთ რა, - ნერვიულად გახედა დათუნამ. ლუბას შიშის ჟრუანტელმა დაუარა.
-დათუ, მთვრალი ხარ, - ხმის კანკალით წარმოსთქვა გოგონამ.
-მერე რა ლუბა, ვგიჟდები შენზე ისე მიყვარხარ და მინდიხარ...
-პატარა ვარ, დათუ..
-მინდა, რომ გაგზარდო ლუბა, - ერთ წერტილს მისშტერებოდა ლუბა და შიშით კანკალებდა.
-ლეკვს მოუარე და გამიხსენე ხოლმე, - ღიმილით გადაუსვა თავზე ხელი გაკვირვებულ გოგონას.
-შენ სად მიდიხარ? - შიშისგან აღმოხდა და თვალი-თვალში გაუყარა.
-ამერიკაში, - სიმშვიდეს ინარჩუნებდა დათუნა. ლუბასთან კიდე ყველაფერი ქაოსურად იყო. ეგონა გაგიჟდებოდა, გრძნობები გააგიჟებდა, გადარევდა. უნდოდა ეყვირა, იმხელა ხმაზე, რომ შუშები ჩაემტვრია. არა, არ ქონდა არჩევანი, ან დათუნა ან მშობლები. არადა ორივეზე მიჯაჭვულიყო. – გადახვალ?
პულსი აჩქარებოდა გოგონას. ერთ წერტილს მისჩერებოდა და ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა.
-მაპატიე დათუ, - ამოიკვნესა და მანქანიდან გადავიდა.
ჰაერში მიყინული დიდ ხანს უყურებდა მანქანას, სანამ საბოლოოდ არ გაუჩინარდა. წამები, წუთები ისე გავიდოდა, ვერც იგრძნობდა გარშემო გამეფებულ სიცივეს, საფრთხეს. ლეკვიც მის მკლავებში მინაბულიყო. კატო გამოვიდა, მოეფერა, დააწყნარა და სახლში შეიყვანა. რამოდენიმე კვირა დეპრესიას მიეცა სიცოცხლით აღსავსე გოგონა, ბოლოს კი უბრალოდ მეგობრობა შესთავაზა ბავშვობის სიყვარულს და მეგობრობითაც კი კმაყოფილმა გააგრძელა ცხოვრება.
ახლა
დიდი ხანი ყოყმანობს, აყოვნებს მანქანიდან გადასვლას. გული გამალებით უცემს და აღარ იცის როგორ დაირეგულიროს პულსი. ჯერაც გამსჭვალულია ბავშვობის გრძნობებით დათუნას მიმართ. ყოყმანობს, იცის,რომ შეცგლილი იქნება დათუნა. მამაკაცად მოევლინება, ის კი, ჯერ კიდევ ბავშვი დაიბნევა და იქნებ თვალებმა გაყიდოს.
საბოლოოდ გაბედა. მანქანიდან გადავიდა, კაბა შეისწორა და სახლისკენ გაემართა. ბავშვები ეზოშივე ისხდნენ, ანთებულ კოცონთან და გამეფებულ გამყინვარებას არყით აიგნორებდნენ.
-გაგიჟდით ხალხო? - შეიცხადა ლუბამ, - თოვს, ზაფხული ხო არაა?
თვალი მოავლო ბავშვებს და დათუ რომ ვერ დაინახა, შვებით ამოისუნთქა. ამდენი ხნის მერე დათუსთან შეხვედრა სასწაული იქნებოდა მისთვის, მაგრამ შიშს ვერ უხერხებდა ვერაფერს.
-დათუნა მოვა ახლავეე, - ზურგიდან გოგონას წრიპინა ხმა გაიგო, ეუცხოვა და ნელა მიტრალდა მისკენ.
ქერა გრძელი თმა ჩამოეყარა მხრებზე. გრძელი ფეხები მაღალქუსლიანებით უფრო დაეგრძელებინა. ღამის მიუხედავად მაკიაჟისგან ჩაშავებული თვალები დამჩნეოდა და ისედაც მსხვილი ტუჩები კონტურით უფრო დაემსხვილებინა. ნუ გოგო იყო, წუნს ვერ მოუნახავდით, მაგრამ ლუბას ეჭვიანობის ცხელმა ტალღამ დაუარა სხეულში.
-შენ ახალი ხარ? - მიმართა ქერამ ლუბას.
-ახალს მხოლოდ შენ გხედავ, - ღიმილით წაკბინა.
-ხო.. - გაიწელა, - მე თათკა ვარ, საბას შეყვარებული და შენ?
-ლუბა, - უნდოდა ეთქვა მეცო, მაგრამ თავი შეიკავა და ბოლო დროს განვითარებული საფირმო ღიმილით გაუღიმა.
-ლიუბა, სასიამოვნოა, - გაუღიმა თათკამაც.
-ლიუბა არა - ლუბა, - უხეშად შეუსწორა აქცენტი ახლად მოსულმა დათუნამ.
ღიმილით გადაეხვია ლუბა დათუნას.
-მომენატრეო, - ჩაჩურჩულა დათუმ გოგონას და მასში იმპულსები გაგზავნა. უნდოდა ეთქვა ლუბას მეცო, მაგრამ არ თქვა. არადა სიგიჟემდე ენატრებოდა, თუმცა ამ ქერა ანგელოზმა განცდები წაუხდინა.
-ასე მალე რატო ჩამოფრინდი? 10-ზე არ იყო შენი რეისის დაფრენა? - სიტუაციის განმუხტვას შეეცადა ლუბა.
-სიურპრიზი მინდოდა თქვენთვის გამეკეთებინა, მაგრამ არც ისე კარგად გამომივიდა ეტყობა, - უჩურჩულა და თავით თათკაზე ანიშნა, რომელიც ქეთასთან ჭორაობაში გართულიყო.
-რატო? მაგარი გოგოა, - ისევ გაუღიმა ლუბამ.
-რავიციო, -სასწაულებრივი ღიმილით გაუღიმა დათუნამ.
"ღმერთო, რა კარგიაო" - გაიფიქრა თავისთვის და ბავშვებს მიუბრუნდა. გვიანობამდე ისხდნენ გამყინვარებაში და იქვე მიეგებნენ ახალ წელს ფეიერვერკებით. ცოტა ხანშივე მოიბეზრა ლუბამ, თანაც ცუდად იყო და სახლში წავიდა. მხოლოდ ის და დათუნა არ იყვნენ მთვრალები, დანარჩენი ყველა გონზე ძლივს იყო.
-მე წავალ, - თქვა ლუბამ და დათუნას გახედა.
-სად გეჩქარება? - გაუკვირდა.
-რა ვიცი.. ეს პირველი წელია, რომ ოჯახი შეიკრიბა და ერთად შეხვდნენ ახალ წელს და ჩემი არ ყოფნით ვერ ჩავაშხამებ, - ჩამოარაკრაკა და მამაკაციც დაიყოლია. დათუნა თავისებური ტიპი იყო, არავის ეკიდებოდა. თუ იცოდა, რომ აზრი არ ქონდა, ესეიგი არ ქონდა და ეშვებოდა. ალბათ ამაზე გიშდებოდა ვაშაძე და თათკასაც ეს მოეწონა ალბათ, მაგრამ შესახედაობითაც მაგარი ბიჭი იყო.
მალე მივიდა სახლში, თავისუფალ გზებზე სწრაფად დადიოდა. სახლში შევიდა. კარი დაკეტილი არ დაუხვდა, მაგრამ არც ამაზე არაფერი უფიქრია, მეკვლეს ამბავს მიაწერა. სახლი არ ზეიმობდა, უჩვეულოდ წყნარი იყო გარემო. მაშინვე მისაღებისკენ გაემართა, სადაც საზეიმო სუფრა ეგულებოდა, მაგრამ გზაში გადაიფიქრა, ჯერ ოთახში შევალ, გამოვიცვლიო - იფიქრა. კაბა დაელაქა, როგორც ყოველთვის, და იმიტომ.
გზაში ძირს იყურებოდა და სიჩუმით გაკვირვებულს ერთი სული ჰქონდა როდის ჩავიდოდა და სიტუაციას გააკონტროლებდა. ამის გაფიქრება და ვიღაცის სწრაფად მოძრავ სხეულზე შეჯახება ერთი იყო. თავბრუ დაესხა ლუბას და რომ არ წაქცეულიყო, სხეულს აეკრო და უცხო სუნამოს შეგრძნებაზე გაკვირვებით აიხედა ზევით.
4 საათის წინ.
-ადე, ბიჭო, ადე, - ჩხუბობდა გიო და განერვიულებული მაგიდას "კრუგავდა".
-დაწყნარდი რა, ადრეა ჯერ, - გაბრაზდა ლაშა.
-არ არის ადრე, ხო უნდა დავზვეროთ კიდევ ერთხელ, იქნებ გეგმის ხარვეზები აღმოვაჩინოთ, - ქოთქოთებდა ნიკა.
-წავედით, ჰო, წავედით, - გაბრაზებული მეგობრების აზრზე დავიდა ლაშა.
სახლის წინ იდგნენ და გეგმას კიდევ ერთხელ განიხილავდნენ, მანქანას რაღაც, თუ ვიღაც რომ შეეჯახა.
-რა ჯანდაბაა, ამის დედაც, - კარის სახელურს დასწვდა ნიკა.
-არ გადახვიდე, - გააკავა ლაშამ, - არც ილაპარაკო და ყველაფერი მშვიდობიანად ჩათავდება.
მანქანას შეჯახებულ სხეულს გახედა, რომელიც ცდილობდა გასწორებულიყო. გოგო იყო, ხუჭუჭა და როგორც ეტყობოდა ლამაზიც. ბავშვობის ოცნება წარმოუდგა მამაკაცს და გაეღიმა.
ახლა
გაკვირვვებულმა ახედა სხეულს და თვალი თვალში გაუყარა. არა, ეს არც მეკვლეა და არც ოჯახის წევრი, აბა ვინ არის?
-ვინ ხარ? - გაწონასწორებით იკითხა ლუბამ, რომელსაც ინტერესი უთრთოდა. მამაკაცმმა ხმა არ ამოიღო. როგორც ჩანს, შეცბუნებული სულ არ მოელოდა ვინმეს გამოჩენას. თითქოს მისი საშიშობა თვალებში ამოიკითხაო ლუბამ, უკან გადახტა.
-ვინ ხარ და რა უქენი ჩემს მშობლებს?-ხმის თრთოლვით იკითხა.
–არაფერი პატარავ, არაფერიი, – გაიწელა მამაკაცი. –მაგრამ შეიძლება ვუქნა, – გამოძრავდა და ლუბას გარშემო შემოუარა, თან მის კულულებს გაეთამაშა. – თუმცა მგონია, რომ ოჯახი გიყვარს, – თვალები აუციმციმდა და გონება გაუნათდა მამაკაცს, – მშობლები გიყვარს. შენი გიაკო და კატუნა, კიდევ თამო გიყვარს და თამარი ბებია, – ჩამოარაკრაკა მათი სახელები უცნობმა მამაკაცმა და ლუბას ცხელმა, საშინელმა ტალღამ დაუარა სხეულში. – ჰოდა თუ გინდა, რომ უვნებლები იყვნენ, ჩემი უნდა გახდე, ლამაზო.


მოკლედ, იმედი მაქვს ისიამოვნეთ, მოგეწონათ.წინა მოთხრობის გაგრძელებასაც პერიოდულად დავდებ, რადგან ის ზედმეტად მძიმე საწერია ჩემთვის და ერთბაშად ვერ მივაყრი, უბრალოდ არ გამომივა.
ვიმედოვნებ, აქ მაინც გამახარებთ, მოგეწონებათ და შესაბამისად იაქტიურებთ.



№1  offline წევრი kapa

Momwons <3

 


№2  offline წევრი მარიამი, N7

nino-28
Saintereso da kargia,veli shemdegs ^_^

kapa
Momwons <3

მადლობა ჩემო კარგებო <3
--------------------
სიყვარულით, N7

 


№3  offline წევრი Heartbeat

ძძააან მაგარია..❤️❤️❤️
--------------------
გაიღიმეთ..მთავარია პოზიტივი❤️

 


№4  offline წევრი მარიამი, N7

Heartbeat
ძძააან მაგარია..❤️❤️❤️

მადლობააა love
--------------------
სიყვარულით, N7

 


№5  offline მოდერი ელი

ველოდები დიდი ინტერესით...ძალიან კარგი ჩანს და ასე განაგრძე <3 ველოდები შენდეგ დიდ და გემრიელ თავს.წარმატებები <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent