NSG (სრულად)
ამბობენ ყველაფერი ადვილიაო. სენტიმენტალიზმი აბსურდია და ამ მექანიზმს ადამიანიც ვერ არღვევსო. დრო დროსაც არ დაინდობსო, აზრზე ვერ მოდიხართო, ყველაფერი დაგენგრევათო. ჩვენ დავშალეთ ის მექანიზმი. არა – “მე და შენ“, ჩვენ, ‘ნ’იტა’ს’ ‘გ’იორგიმ და ‘გ’იორგი’ს’ ‘ნ’იტამ. გვიყვარდა თბილისი. თბილისსაც ვუყვარდით ალბათ. დრომ დაგვინდო და მაინც, მაინც მეფიქრება შენზე მეტირება და მარლბოროს თავს ვერ ვანაბებ. ყველაფერი დაიწყო ადრე. ძალიან ძალიან ადრე. ჩვენამდე და ჩვენს იქეთ. მოდიოდა ქაოსით, ქარიშხლით, დაბნეულობით, გაურკვევლობით და მონატრებით. და მაშინ, როცა დაწყნარდა, როცა სიყვარულს სახელი დაერქვა, როცა ჩაეხუტა და როცა სახელის გვერძე „ნსგ“ გაჩნდა… მაშინ… აი მაშინ, ბუმერანგივით დატრიალდა, აირია და, „ნი, გიორგი დაიჭირეს“ დავიწყოთ თავიდან, სულ სულ თავიდან. მეექვსედან და მეშვიდედან, როდესაც იყო უბრალოდ ნიტა და იყო გიორგი, და სახელის გვერძე ნსგ ასოთა უაზრო ერთობლიობა. ის თბილისი, განვითარების ყველაზე ვიწრო ხიდზე რომ იდგა. ვვითარდებოდით გაურკვევლად, არ არსებული მიმართულებით. ვანგრევდით თუ ვაშენებდით. ვერ ხვდებოდა ვერავინ. ფაქტია, მივდიოდით წინ. გაუფასურებული ღირსებები და ამბიციები ზედაპირზე ისე სწრაფად აღმოჩნდა, შეუმჩნეველ ნორმად იქცა. ინგრეოდა თბილისი, აღარ ბრუნდებოდა ბუმერანგი უკან. აი ის, “ლიჟბი აქედან წავიდე” და არ არსებული, საერთოდ არ არსებული. ამიტომ ვიყავით განსაკუთრებულები, ლპობას იწყებდა ყველაფერ გარშემო, და მაინც მაინც ვცოცხლობდით, მექანიზმს ვაჩერებდით, გეხუტებოდი და მეფიქრებოდა. სულ მეფიქრებოდა, უაზროდ და მერე… აღარ ბრუმდებოდა ბუმერანგი. ბავშვობიდანვე მახსოვს, ჩვენ თაობას “გარდამტეხ თაობას“ ეძახდნენ. ზედმეტად ჩქარა გავიზარდეთ და არ არსებული სტერეოტიპები შევიძინეთ. სწორედ ჩემი ‘გარდატეხის’ დროს შემოვიდა სოციალური ქსელის აქტუალურობა. იცნობდნენ, წერდნენ, იყენებდნენ, ტოვებდნენ, იმედს უცრუებდნენ, ანგრევდნენ. ისევ და ისევ, წრეზე მიდიოდა და ირეოდა. მახსოვს, ჯერ კიდევ პატარაობაში როგორი წინააღმდეგი ვიყავი ამის, ამიტომ ზუსტად ვერც ვაანალიზებ, როდის გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ფაქტია. ჯერ მეგობრების სიაში გამოჩნდა. შემდეგ იყო მოწერები, საერთო თემები, საერთო ნაცნობები. მერე რამდენჯერმე თავი გამოვიჭირე რომ მენატრებოდა, საშინლად მჭირდებოდა ჩახუტება და არვიცი, მართლა არსებობს ალბათ რამე. აბა ასე, არაფრის გარეშე და მაინც მაინც მეფიქრებოდეს?! ნელ-ნელა იგებოდა. ყველაზე მნიშნელოვანი და ბედნიერი დღეები. ჩემი ჩამოყალიბების სტადია. შეუმჩნევლად ვიზრდებოდით ერთმანეთთან. ისევ ვშლიდით მექანიზმს, კიდევ გვინდობდა დრო. იგებოდა, ემატებოდა, გადიოდა, ისევ ირეოდა, კიდევ ირეოდა, ბუმერანგივით ტრიალდებოდა და 2 წელი) ნაჩხუბრები ვიყავით. გაუფერადე სამყაროს აქციაზე მივდიოდით მე და ელენე, დედაენის ბაღთან, მოპირდაპირე ქუჩიდან დავინახე, მოულოდნელობისგან, თუ სიხარულისგან, თუ.. არ ვიცი, ფაქტია დაბნეულმა ყველაზე სულელური იდეა მოვიყვანე იდეაში და მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავუხვიე. გაგიჟდა ელენე… მეც დაწყნარებული და და გაწითლებული ამოვედი. ცივად მივესალმე და მახსოვს ცივი სიტყვები, არშემჩნევები, თვალის გაპარვები. და ჩვენ რომ უკვე მოვდიოდით, მონატრება რომ მთელი სისწრაფით ავარდა და ტვინის ყველა უჯრედი მოიცვა. ვერ ვაანალიზებდი. კანი მეწვოდა. ჩემს თმებში ჩარგული სახე და წელზე გამეტებით შემოხვეული ხელი მეწვოდა. როცა აცნობიერებ, რომ მთლიანი ხარ და მაინც არ გყოფნის. ძალიან, ძალიან დიხანს ვეხუტებოდი და გაფრენები იწყებოდა *** -ვერავისთან ვერ ვიქნები ისე როგორც შენთან. -ისე კი არა ზოგადად ვერავისთან ვერ იქნები *** -გიყვარს? -არ ვიცი. -ნიტა?! -აუ, ჰო, ალბათ, არ ვიცი. -რას გრძნობ? -ყველაფერს ერთად, მონატრებას, გაბრაზებას, ღელვას, მაგრამ ასე უარაფროდ, 360 გრადუსით შემობრუნებული და მაინც არაფერი? გიორგი ყიფიანი. ძაან თავდაჭერილი, მკაცრი, მხიარული. საკუთარი წრე ყავდა და ბოლომდე მათთან იყო. სხვაგან არც გადიოდა, ვერც გაივლიდა ალბათ, იქ ეკუთვნოდა და იმიტომ! მიუხედავად ამისა, მთელმა თბილისმა იცოდა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ყიფიანის იმედი სულ უნდა გქონოდა. თავს გაწირავდა და პირველ შემხვედრსაც უთქმელად დაეხმარებოდა. ალბათ ამიტომაც ბუმერანგივით დატრიალდა და აირია ყველაფერი პირველად. პირველად რომ დაიჭირეს, არ ვიცი, არც მახსოვს ნორმალურად. კარგი, გეტყვით. არალეგარული საშუალება მონდომებიათ ბიჭებს და რა ექნათ აი მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს ნერვიულობდე, მართლა ნერვიულობდე ვიღაცაზე, ხელები გიკანკალებდეს, პულსი გიჩქარდებოდეს, გენატრებოდეს და გიყვარდეს სრული გაურკვევლობა ყოფილა ყველაზე აუტანელი. როცა არ იცი სადაა, რა წრეშია, რას აპირებს, როგორაა და საერთოდ არის თუ არა. იმ საღამოს, რო მომწერა და პირობითით გამოვედიო, მე რომ უკვე ძაან ვაფრენდი და ყურებამდე ვიყავი შეყვარებული, მაშინ დაიყო ჩვენი ისტორიის წერა, ზემოთ, სულ სულ ზემოთ, არა იქ არა, იმაზე ზემოთ. ლურჯ სივრცეში, ‘ნ’იტა’ს ‘გ’იორგით, გიორგის ნიტათი, მონატრებით და სიყვარულით! არსებობს რადიკალური მომენტები, შენს ცხოვრებაზე რომ ფიქრობ, ფიქრობ და კიდევ ფიქრობ, გული გიჩქარდება, ტირილამდე გბეზრდება, გრძნობებს უგრძნობ გალიაში აუფერულებ და იღებ გადაწყვეტილებებს, იდეაში რაღაცის შესაცვლელად რომაა მიმართული, სინამდვილეში კი, ისევ ბუმერანგივით ტრიალდება, ისევ ირევა და ისევ მეტირება. შენი ყველაზე სულელური გადაწყვეტილებეი ჩამოწერეო, რომ მთხოვოთ, მარტო 3 სიტყვას დავწერდი: “2014 წლის ივნისი”. ისე თავისებურად და ადამიანობის ფარგლებში შეგვიწყდა ურთიერთობა, თითქოს არც არსებობდა. აი ასე, იყო და უცებ აღარ. ხოდა, მობეზრებულმა, ტკივილამდე ფიქრებით, არ არსებული შევქმენი და ნიტას ცხოვრებაში სანდრო გამოჩნდა, ყველაზე რადიკალური ფორმით. გიორგიმ რომ გაიგო… ყველა მაგაზე ლაპარაკობდა. გაგიჟდაო. გადაირიაო. სიმწრისგან იწვოდაო, უბრალოდო, იცოდესო, მორჩაო მანამ, სანამ იმას არ იგრძნობს რაც სანდროთი მე მაგრძნობინაო, არ ვაპატიებო, დაანგრიაო. მაშინ როცა იცი, რომ ყველაზე დიდი დასაყრდნობი გაქვს. მაშინ როცა ქვებს გამეტებით იგერიებ და შეცდომებს ხვდები, ალბათ უნდა დამთავრებულიყო. ვერ უნდა გაგვეგო. უნდა შეგვეწყვიტა. არ ყოფილა გიორგის ფაქტორი, უბრალოდ ყველანაირ საზღვრებში ზუსტად ვჯდებოდით მე და სანდრო, და ამიტომ არ აეწყო. ის არ აფრენდა. იმას არ წვავდა ჩემი ხელი კისერზე. თათისთან ვიყავი ასული. თითქოს დაცლილს, მაინც ყველაფერი თავზე მენგრეოდა. სიჩუმე ყურებში ტალღებად მირტყამდა და ტკივილისგან სახე მეცვლებოდა. -იტყვი? – ბგერებმა ისე გაკვთეს ჰაერი და კედლებზე აირეკლნენ, გამაკანკალა. -დავშორდი -მერამდენედ? -საბოლოოდ, შენთავს ვფიცავარ. უბრალოდ ხო იცი რომ -ვერ აეწყობოდა. -დაამთავრა და ხელები შემომხვია. -ხოიცი?! არ დამთავრდება ყველაფერი ასე მარტივად. ვერასდროს ვიფიქრებდი გაურკველობაში ნათქვამი ასე მწარედ თუ ამიხდებოდა. ლუკას ვწერდი და გიორგი ყიფიანმა პირველად დაკარგაო ჭკუა. ვერ ვხვდებოდი, სანამ, სანამ თათის ნათქვამი არ ახდა, არ დამთავრდებოდა მართლა ყველაფერი ასე მარტივად. და ჩვენც – გავართულეთ. კვანძი უფრო იხლართება და ჩნდება გვანცა. გვანცა და გიორგი… გიორგი და გვანცა… და ჩემი ნათევი ღამეები. წარმოიდგინეთ, დადიხარ, მოძრაობ, სუნთქავ, გულის დიაფრაგმა გეკუმშება იმ იმედით რომ გყავს საყრდენი. შეგიძლია თავისუფლად მოეშვა და არ დაეცე. შეგიძლია ტიროდე მაგრამ არ გტკიოდეს, იმიტომ რომ ის საყრდენი, შენი შეცდომების მიუხედავად, იჭერს ყველაფერს. და უცებ ვარდები… ვარდები და ისე გტკივა, უცრემლოდ. მაგრამ გტკივა, გტკივა და არ გადის ტკივილი. როცა საყრდენი ობიექტს იცვლის. ყიფიანი ერქვა ჩემს პირად საყრდენს ჰოდა მოეშვა, ალბათ დაიღალა, ან იყო სანდროს ფაქტორიც. ბოღმის და ვერ გადახარშული ღალატის შეგრძნების. იყო ბევრი ჩემისიცოცხლე-ები, ბევრი ყველას მირჩევნიხარ-ები, ბევრი გვანცა, გვანცა და გვანცა. მერე მივხვდი რას ნიშნავდა გიორგის ჭკუის დაკარგვა, არავინ ელოდა მისგან ასეთ საქციელს, ყველაზე თავდაჭერილი იყო, იყო და იყოს მთავარია მე მტკიოდა და საყრდენი მეცლებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, ნსგ სახელის გვერდზე არ წაშლილა არასდროს ვერ აპატია. გიორგიმ ნიტასს და პირიქით, ნიტამ – გიორგის. აი ასე, აეწყო და დაიშალა, ერთდროულად. არ ფიქრობ, არ იბრძვი, პრინციპების დიდ გალავანს აშენებ და მიმართულების გარეშე სუნთქავ, როცა იცი, რომ დაბრუნდება. *** მაინც, სულ ნიტას გიორგის ეძახდნენ. *** მაინც, სულ გიორგის ნიტას დაუძახებენ. *** მერე იყო… მერე არ ვიცი რა იყო. 2წლის განმავლობაში, პირველად, იყო საერთოდ არაფერი. არცერთი მოწერა, არცერთი ნი როგორ ხარ, არცერთი მნახე, არცერთი მომენატრე. იყო გვანცა და უმოქმედობის შეგრძნებით შეკუმშული დიაფრაგმა. *** 05:34 -შენ გძინავს, მე კიდე ვტირი. ვტირი და ვტირი. წარსულის ღირსებას ახლა ვგრძნობ. ასე არასდროს ამტკიებია. ყველაზე მეტად მენატრება, დედას გეფიცები. შეიცვალოს რა? ხო შეიცვლება? დამპირდი რო შეიცვლება. შენ სულ მპირდებოდი ყველაფერი კარგად იქნებაო. დამიბრუნე რა… -გპირდები.. *** არ მახსოვს ის თვე როგორ გადავიტანე. მართლა ძალიან განვიცადე. იმაზე მეტად, ვიდრე საჭირო იყო. ჩენი ერთობლივი 1 წელი არმაძლევდა არაფრის საშუალებას. ვერ ვმოძრაობდი, ვერ ვსუნთქავდი. ასე როგორ გადამიარა. ასე როგორ ვერ მაპატია… *** -ნი, როგორ ხარ? -გიორგი?! აუ რავი, შენ? -ძაან მომენატრე. -მართლა? არ გეტყობა, ხო იცი. -ხო ხვდები რა და რატომაც. მაინც არ მეთმობა ის ორი ერთობლივი წელი ნინუ, არა და არა! -რას ცდილობ? -ისტორიის შეცვლას. გაირკვევა მალე ყველაფერ რა. ჭკუით. *** დაატრიალეთ ისევ ბუმერანგი. ყველაფერი ირევა და ზედმეტები გადიან ჩემი ისტორიიდან. *** ყველაფერი ისე უცებ დალაგდა, მიჭირს აღწერა. გვანცა გააგდეთ ეპიზოდიდან საერთოდ. იმიტომ, რომ სიყვარულს არ ეხება ვერ გაგება. ყიფიანის სიყვარულს და ნდობას ვერ შეეხებოდა ვერცერთი არსებული. გეუბნებით, ჩემამდე ძალიან დიდი ხის წინ აღწერა ეს ისტორია ვიღაცამ, ზემოთ, ჩვენ, რომ ვიცით იქ, სილურჯეში *** გიორგი გვანცას დაშორდაო. ხომ გითხარი, გიორგი შენზე ჭკუას კარგავს-მეთქი-ო. გიორგი აზრზე მოვიდაო. მაინც სულ გიორგის ნიტას გეძახდნენო. გაურკვევლობისგან და ბედიერებისგან თავი მტკიოდა. -მაპატიე რა, ჰო გითხარი ყველაფერი გაირკვევათქო. ცოტა დალაგდეს მოიცადე და, ვაფშე ყველაფერს ავრევთ მერე. *** პრინციპიზმი და შეურაცხყოფის შეგრძნება ჯანდაბაში მოისროლა ორივემ. მართლა ვერ მიეკარებოდა გიორგის გრძნობას ვერცერთი შეცდომა. *** -უბრალოდ იცოდე, რომ 24 მაისს, ყველაზე დიდი მნიშვნელობა მიეცა ჩემ სიცოცხლეს და უკეთესობისკენ წავიდა ყველაფერი. არსებობიდან უსაზღვრო ბედნიერებამდე ერთი ნაბიჯი ყოფილა, და ამ ყველაფრის მიზეზი ხარ შენ! ** -ჰო გიო. -ნი, სად ხარ? -ინგლისურიდან გამოვედი ახლა. -გამოფენაზე გამო რა ცოტა ხნით. -გვიანია გი, გაგიჟდება ირმა. -თალალოს დაარეკინე. ახლა რო არ გნახო, გული გამისკდება იცოდე. -ხდება რამე? -ხდება, ხდება. საბოლოოს გააგიჟე ნიტას გიორგი, -გონებაში მისი ღიმილიანი სახე იკვეთები და მაჯის ცემას ხელის თითებში ვგრძნობ. -ნახევარ საათში მანდ ვარ. ყველაფერს ველოდი, ყველაფერს. ნახვამდისს, მივდივარს, პროსტა მინდიდა მენახეს. იმასაც ვფიქრობდი. მთვრალია და უბრალოდ გამომოყვანათქო. მაგრამ სრულიად ფხიზელი, ასე, ერთ სიტყვაში თუ დაალაგებდა და თავის ადგილზე დააყენებდა ყველაფერს, ვერ წარმოვიდგენდი. შტორმი, გრიგალი, ქარიშხალი. და წვიმა, წვიმა და სულელივით მომღიმარი გიორგი. მივედი თუ არა, მისალმებაც არ დამაცადა, ისე დაიწყო. მართლა გამიგიჟებია -მე ასეთი რაღაც არასდროს არ გამიკეთებია, არ მყავდი და მაგიტო. ჰოდა, არ შემაწყვეტინო რა. შენც ხო ხვდები, რამდენი რამე დავაშავეთ ორივემ, ერთმანეთი დავაცარიელეთ ტო, ცხოვრების ბოლომდე არასწორი ვიქნები შენთან. მაგრამ ის ჩვენი 2 წელი, და ჩემი გაგიჟებული მე ფარავს ყველაფერს. იცი რა გრძნობაა, ასეთ ასაკში რომ ხვდები, იპოვე ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაფრის პასუხი და ყველაფრის ბირთვი. შენ რო მიქენი, ისეთი რავი რა. გამაფრენინე ტო, გამაგიჟე და… ნი, აღარ მინდა შენ ფეისბუქზე შემოვდიოდე და ყოველ წამს სიმწრით ველოდო ნსგ-ს წაშლას. მიყვარხარ რა, კაი?! ხელები მიკანკალებდა, გამოსახულება იბნეოდა და გული მისკდებოდა სიყვარულით, სიგიჟით, მონატრებით, გიორგით. არაფერი ბუნებრივი ან ხელოვნური ვერ აღწერს და ვერ აღმწერს მაშინდელ ნინუცა ბენდელიანს. მთლიანად ნსგთი ავსებული, ისე ჩავეხუტე, არსებობაც დამავიწყდა. -ამ წამს ისე მიყვარხარ. გული მისკდება,-ამოვილუღლუღე. ვიგრძენი, როგორ შეცბა ჩემი ჩრემლები რომ იგრძნო. -შენი ცრემლების სიძლიერის მჯერა მარტო! -ყელში ძალიან ნაზად მაკოცა და ხელები უფრო მომიჭირა. -როგორ გაგაწვალე, ეს 2 წელი, როგორ გაწვალე… -ჰო..-ბურუსი და გაურკვეველი სიტუაცია. 2 წლის შემდეგ, ამდენი რამის შემდეგ და ძლივს, დალაგდა?! -ჯერ სად ხარ,- გულიანად იცინის ყიფიანი და მე რეალობა მთელი სიძლიერით მეჯახება. ბედნიერება და სიგიჟემდე სიყვარული. მწვავდა წელზე მოხვეული ხელი, მწვავდა დევდარიანი, მწვავდა სასწაულების არსებობის შეგრძნება. მწვავდა ნსგს მაგიურობა. *** 04:23 -ამბობენ ყველას თავისებურად უყვარსო, ახლა ეგ ყველას “თავისებური სიყვარული” შეაერთე და გამარჯობა:) *** -მათეს თავს გეფიცები გოგოს ცოლად მოყვანაზე არ მიოცნებია. შენამდე. *** -შენი ყოველი ნაბიჯი სარკესავით ირეკლავს ჩემს მომავალს. *** -ჩემი პირადი სიგიჟე ხარ. *** -მიყვარხარ რა, კაი? -მიყვარხარ. *** ნირვანას მიღწევს სულაც არ სჭირდება საიქიო. საჭიროა მხოლიდ ორი გული, აჩქარებული პულსი და ვენებში სისხლს ლურჯად აყოლილი სიყვარული. *** ცხოვრება ყველაზე ცუდი რაღაცაა. მოულოდნელი სიტუაციებით და გადაწყვეტილებების გვერდ ვერ ავლებული შედეგებით. მისი მთელი სილამაზეც ხომ ამაშია?! ჩამოყალიბდე გიორგის ნიტად. *** წარმოიდგინეთ შავ-თეთრი გარემო. შავ-თეთრი ადამიანებით. სულ, სულ შავ-თეთრი. ახლა შუაში ჩასვით ორი ფერადი ადამიანი. ყველაფერი ავრიეთ ჩვენს გარშემო, მარტო ჩვენ დავდიოდით მშვიდები. მთელი თბილისი აალაპარაკა გიორგის გადაწყვეტილებამ, აზრზე მოვიდაო ისევ. *** -ნი, რამე ხოარ გაქვს ჩემთვის სათქმელო? -არა, რატო?! -საშინლად დაიბნა და ნათქვამი მაშინვე ინანა. -საბურთალოზე რა გინდოდა დღეს? -რავი გიორგი, არ შეიძლება პლეხანოვის გარდა სადმე ვიარო? -ხო იცი, ბავშვობიდან ვერ ვიტან როცა მატყუებენ, და განსაკუთრებით შენ რომ მატყუებ. -არ გატყუებ გი. -ტყუილს ტყუილზე აგებდა და სიმართლის ვერ დაბრუნებას აანალიზებდა. -სანდრო როგორაა ნიტა? -ირონიულად გაიღიმა და ძარღვებუ დაეჭიმა ხელზე. -გი, უბრალოდ მნახა, შენთავს ვფიცავარ. მოკითხვა უნდოდა უბრალოდ, მეტი არაფერი, მართლა. -ჰო არა? ეგრე ძაან უბრალოდ ავალ ახლა გვანცასთან, გაგისწორდება? თან ასე რომ მატყუებ, ვერ გავიგებდი გეგონა? -ნუ მიყვირი რაა,- ცრემლები, ცრემლები ა სინანული. -საქციელიც ხო არ მოგიწონო? ამის დედაშევეცი. – ბოლო ხმაზე დაიღრიალა და ძარღვებ დაჭიმული გავარდა. *** ყველაფერი გაიგო, დაწვრილებით. ყოველი ჩასუნთქვით, წინ გადადგმული ნაბიჯით, სიტყვით და ნინუცას გიორგობით. როგორ, ეგ უკვე ყიფიანის საქმეა თავისი გადამეტებულობას მაშინვე მიხვდა. ნიტას სიამაყე ლურჯად შეერია სისხლს. პრინციპებს კეთილები მოუკითხა და კიდევ ერთხელ იგრძნო სიყვარულის მაგიურობა. *** მამარდასთან ააკითხა. -ჰო გიორგი. -მარ, ნიტა სადაა? – აუ რავი, ცუდ ხასიათზე იყო მთელი დღე და მოსაწევად გავიდოდა, ხო იცი. -კაი გავალ მეც. -მოიცა მოიცა, თუ იცოდა რო უნდა მოსულიყავი, გამოვა თვითონ, აცადე. -თვითონ გამოვა?! -ჩაეცინა – არაფერი არი იცი, არ უთქვამს? -რა უნდა ეთქვა? -კაი არაფერი, გავალ მე რა. ფაჯრიდან დაინახა. სულ სხვა დადიანი. ყველაფრისგან დაღლილი, აღარც ტიროდა და ძალიან მშვიდი სახით ეწეოდა. ისეთი ახალგაზრდა ჩანდა მაშინ, ისეთი მშვიდი და სევდიანი. დადიანის მეორე სახე, რომელიც მარტო დევდარიანს შეეძლო დაენახა. შერცხვა საკუთარი საქციელის. შერცხვა, რომ მის გვერდით ვერასდროს ხედავდა ასეთ მშვიდს. შერცხვა საკუთარი არსებობის და ამ არსებობის ბირთვის. მიხვდა, რომ გადაწვა, დაღალა… ნსგს უნებურად გამოაცალა ყველაფერი ღირებული. ხველება რომ აუტყდა, მაშინ მიხვდა, რომ არ სუნთქავდა. დასასრულის გრძნობით გაბერილი, დიაფრაგმას ფუნქციას უკარგავდა. მაპატიეო, ჩაიჩურჩულა და უკან მოუხედავად გავიდა. გაფრენამდე სიყვარული გაორმაგებული სიჩქარით უმოძრავბდა სისხლში. ვერ ავიდოდა. თავის ნიტას ვერ გადააბიჯებდა. ვეღარ გაანადგურებდა. *** მეთხუთმეტედ ვურეკავდი. ორივეს შეგვეშალა რაღაც დოზით. ურთიერთობამ, დნობამ და გაგებამ არ იცის პირველი და მეორე, არც “შენ უფრო დამნაშავე ხარ, ვიდრე მე”. ვიცოდი, რომ მენდობოდა. უბრალოდ, წარსული მართლა ქმნის აწმყოს, არც ველოდი რომ დაივიწყებდა. შემეშალა ადრე და, შეცდომა შეცდომაა. რჩება და სულში ხელებს გიფათურებს. ს-ა-ნ-დ-რ-ო ისიც ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემზე ორმაგად ტკიოდა ჩემი ვერ დაძლეული ‘გიორგობა’. იცოდა, მის იქით არაფერი იყო ჩემთვის. მეთხუთმეტედ დაძლეული ჩემობა და მეთხუთმეტედ არგაგონილი გიორგის ხმა. ნერვები აღარ მყოფნიდა და სიგარეტის საყიდლად ჩავედი. სადარბაზოში ფეხი შევდგი თუ არა, მეგონა მოლანდებებისგან ილუზიები რეალობად ამეგო. -გიორგის ყოველი უჯრედი შენით სუნთქავს უკვე. -გი?! რამდენჯერ დაგირეკე, ღმერთო, რა აღარ ვიფიქრე. -ჩემო პატარა, როგორ დაგღალე. -მთვრალი ხარ? -ასე როგორ გიმეტებ. -გიორგი! -არაკაცი ვარ ვიცი. მარა მეც ხომ მინდა სუნთქვა?! მანიად მექეცი უკვე. ჩემი პირადი ჟანგბადი. -გიორგი.-ხმა ჩამიწყდა მე. -მაპატიე რა, რომ ვერ მივდივარ მაპატიე. ეგისტობა მაპატიე. ნსგ თავს რომ არ მანებებს ეგეც მაპატიე რა. გქონიათ მომენტი, შენში მყოფ გრძნობას რომ აცნობიერებს და გულის ცემას თითებში გრძნობ? რომ ხვდები, მთელი შენი 15 წელი როგორ ეყრდნობა წამებში ერთ ადამიანს, დაუტეველი ბედიერებისგან თავი რო გტკივდება, აფრენ და გიჟდები ყველაფერი ვიგრძენი მაშინ, გიორგი რომ მთელი ძალით მომეხვია. -როდის მოასწარი ჩემი ასე გაგიჟება?! -გიორგი, მიყვარხარ. -როდის მოვასწარი შენი ასე გიჟივით შეყვარება? -გიორგითქო! -ჰო, -აწყლიანებული თაფლისფერი თვალები ცხოვრების მიზნად ვაქცია იმ წამს. -მიყვარხარ-მეთქი! მაშინ ვაკოცე პირველად. მაშინ ვიგრძენი სიყვარულის მაგიურობა პირველად. ფრთები ვიგრძენი, მაგრამ არც მიცდია გაფრენა. დედამიწაზე ბევრად უკეთესი არაამქვეყნიურობა მედგა. *** 8 ნოემბერი 01:23 -ნი, კაროჩე ახლა კაპეზეზე ვარ და გლდაში გადავყავარ. ბევრს ვერაფერს გეტყვი, მოგწერენ და გაგარკვევენ რა. ის იცოდე ერთი. რომ ყველაფერი კარგად იქნეა! ვგიჟდები შენზე და ჭკუით, ნერვიულობები და გულის წასვლები არ დაამუღამო. *** გულის შეტევა. ინფაქტი. რა დიაფრაგმაზე და გულზეა საუბარი, სხეული ისე მიკანკალებდა ვერაფერს ვგრძნობდი. გაურკვევლობისგან ისეთი ტირილი ამივარდა, სასწრაფოს გამოუძახეს. ცოტა აზრზე რომ მოვედი… ყველა მე მწერდა. მთელი თბილისი. რა ხდებაო, როგორ არიანო, გავიგეთ ორი წელიო, ყველაფერი კარგად იქნებაო. ისეთ სიტუაციაში ვიყავი, არსებობაც ნიშნის ქვეშ დავაყენე. სიზმარი მეგონა. კოშმარი და სიგიჟე სრული. მერე იკამ მომწერა. გიორგი, მაისურაძე და მამარდა დაიჭირესო. “დაიჭირეს” “დაიჭირეს” დაიჭირეს… ნერვებისგან ტელეფონი გამოვრთე და მთელი კოლოფი სიგარეტი ისე ჩავწვი, თავბრუს ხვევაც არ მიგრძვნია. ნისლი ვერ მოვაშორე დიღმიდან ხედს, და მე, ნიტა დადიანმა, შემიძლია დავიფიცო, რომ გაურკვევლობა არის ყველაზე საშინელი გრძნობა! არ იცი. საერთოდ ვერ ხვდები. სიყვარული დნება და მთელ არსებას გიწვავს. ფერები გადაგდის. ხელები მიკანკალებდა. რეალობა მთელი ძალით მიჭერდა ყელში თითებს. ყვირილი მინდიდა და სიჩუმე მეზიზღებოდა. ცხოვრება საზიზღარი რამეა! როცა დალაგდა, პოულობ გაყოფილი არსებობის შუამავალს, გართმევს ყველაფრის ბირთვს. გული თავში მიცემდა და გაასმაგებულ პულსს მთელ სხეულში რიტმულად ვგრძნობდი. თალალოს ტელეფონზე რო ატყდა ზარები, გონს მოვედი და ტელეფონი ჩავრთე. ადამიანი დაჭრესო. დანითო.. იარაღითო… მაღაზია გაძარცვესო.. ფარმაცეპტული გამოიტანესო. მთელი პლეხანოვი ამათ უჩივისო. ორწელნახევარიო. მინიმუმ ხუთიო. შვიდიდან თორმეტამდეო. ყველა ამაზე ლაპარაკობდა. რეალური და ირეალური ერთმანეთში მერეოდა. სიზმარი მეგონა ჩვეულებრივი. ასე დაძინება როდის მოვასწარი-მეთქი. თალალომ წაუსტვინა, სულ გაგფრენინესო. დაბნეულობამ პიკს რომ მიაღწია, იკას ბოლო ხმაზე ვუყვირე ტელეფონში მალე გამარკვიეთქო. ჩემს სახლთან იყო ზუსტად 5 წუთში. გაფითრებული და თვალებ ჩაწითლებული რომ დამინახა, ხელები შესამჩნევად აუკანკალდა. -იკა, გამაგებინე რა, რა ხდება? ვინ დაიჭირეს, რატო დაიჭირეს. -ახლა ძაან მშვიდად მომისმინე, გთხოვ. მოკლედ, ვიღაცა ბიჭი ჩამოუყვანიათ რა, ეს ც, ძაან სვეჟად შევიდა პოლიციაში და ისეთები იბაზრა, დაკითხვიდან პირდაღებული გამოვედი. -ანუ? -ხმა მიკანკალებდა უაზროდ. -რაღა ანუ. წიხლებით შემადგნენო. დანა გამიშალესო, არადა არაფერი არ ყოფილა. შენ თავს ვფიცავარ. 2 ლარის საქმე იყო. -ახლა რა იქნება? -მაგას დედა მოეტყვნება, ყიფოს სახელს გეფიცები. -იკა, გიორგი?! -დაგიჯდება აქ მალე. -აბა ხუთი წელიო? -რა ხუთი წელი, ღადაობ? შტურმით ავიღებ მთელ პოლიციას, არ გამაფრენინონ. – გაიღიმა და ძალიან მაგრად მომეხვია. *** 2014 წლის თბილისი. ის თბილისი, განვითარების ყველაზე ვიწრო ხიდზე რომ იდგა. ის თბილისი, ჩვენ რომ საჭიროებაზე ბევრად სწრაფად გაგვზარდა. აღარავის უკვირდა არასრულწლოვნების სასამართლოები. ძაან ჩვეულებრივი ამბავი იყო. იცი ის დაიჭირეს, იცი იმას ხუთი წელიო, იმას ხვალ აქვს სასამართლო, ის ძებნაშია. მოწია, შეიყნოსა, გაქურდა, დაჭრა, მოკლა, შეტენეს. და მაინც. არ მახსოვს ვინმეზე ასეთი ამბავი ყოფილიყო. ყველას ენატრებოდა, ვინც არ იცნობდა იმათსაც. ყველა განიცდიდა. ყიფიანი იყო, გიორგი, და მანდ მთავრდებოდა ყველანაირი ჩარჩოები და ჰორიზონტი. ყველა ამაზე ლაპარაკობდა, მართლა. იყო უარყოფითიც, მაგრამ მთავარი აქცენტი მაინც დადებითზე კეთდებოდა და სრულად აღწერდა გიორგის ტიპაჟს. ყველაფრის ლოკომოტივი გახდა გიორგი ყიფიანი. *** მაინც სულ ნიტას გიორგის დაუძახებენ! *** 10-ში სასამართლო იყო. სხდომაზე ვერ შევედით ასაკის გამო. ნახევარი თბილისი ვიდექით სასამართლოს ეზოში. ხელები შესამჩნევად მიკანკალებდა. საკუთარი მომავლის განაჩენს ველოდი. მაისურაძე და მამარდა გამოუშვეს გირაოთი. გიორგის გადაუტანეს, 24-ში.. კოშმარი და სიგიჟე სრული. მოწევა დავიწყე. სრული ნერვოზი ავიკიდე. ხელები მიკანკალებდა სილ, გაუჩერებლად. მარჯვენა ხელზე ნსგ-ს სამაჯური მახსენებდა ყველაფრის ბირთვს. მახსენებდა, რომ ყველაზე მაგრად მე უნდა ვმდგარიყავი. 24-მდე, ყოველ მესამე დღეს მირეკავდა. კარგად ვარო, ჩემიანები არიან აქ და არ ინერვიულოო. მიყვარხარო. მანდ არ ვარ, მაგრამ მაინც მაგიჟებო. შენ ხელებს ვგრძნობ კისერზე მომენტებშიო. იმდენად მებატრებოდა, ვეღარც ვგრძნობდი. სიტუაციებში საკუთარ არსებობასაც ვეღარ ვგრძნობდი. აირია ყველაფერი, მართლა აირია. ყველგან აირია. ასე არ არეულა არასდროს. დატრიალდა ბუმერანგი, დატრიალდა, დატრიალდა და აღარ დაბრუნებულა უკან. *** სასოწარკვეთის და უიმედობის დროს სიყვარულზე ლაპარაკობენო, სიყვარულს განიცდიან და სიყვარულზე ფიქრობენო. სიყვარული გვამოძრავებსო. გახუნებული, ლურჯი ემოცია. უმაღლესი მაგია, არაამქვეყნიურობა. სიყვარული რაღაც მხრივ ილუზიააო. არა! არა და არა! ტვინის ლურჯად აკიაფებული ნაწილით მოცული მთელი არსებობა შეუძლებელია იყოს ილუზია. ნიტას გიორგი. ნი-ტას გი-ორ-გი. ნ-იტა-ს გ-იორგი. ნ-ნიტას ს-ასწაულად უყვარს გ-იორგი. ნ-იტას ს-ასწაულად აგიჟებს გ-იორგი. შენ რომ იცოდე ახლა როგორ მტკივა, გამოხვიდოდი და ძალიან მაგრად ჩამეხუტებოდი. შენ რომ იცოდე, ახლა როგორ მეფიქრება შენზე, კიდევ ათასჯერ გამიმეორებდი, რომ გაგიჟებ. შენ რომ იცოდე, ახლა როგორ მეტირება, ძალიან მეჩხუბებოდი. ბედნიერების ცრემლებს მივიღებ მარტოო, სულ მიმეორებდი. მენატრები რა. და მჯერა. ჩემი იმედიც ლურჯია და ჩემ იმედსაც გიორგი ქვია. ყველაფერს გიორგი ქვია. იმედსაც, სიყვარულსაც, გაფრენასაც, გონებასაც, გულსაც, სულსაც. არსებობას მთლიანად. ნიტას არსებობას. როდის მოასწარი ჩემი ასე გაგიჟება? მენატრები რა. *** ციხის ნომრიდან შემოვიდა ზარი. გიორგი მეგონა და მისი ძმაკაცი აღმოჩნდა. ვერ მოახერხა გიორგიმ დარეკვა და როგორ ხარო, რამე თუ დაგჭირდა ხო იცი, აქედანაც გაგიჩალიჩებო. ყოველ ღამე შენზე ლაპარაკით ტვინი მიაქვსო. მგონია რო ძაან ახლოს გიცნობ უკვეო. მარტო გიორგის შეეძლო ყველაძე საშინელ სიტუაციაშიც, თავი ყველაზე ბედნიერ გოგოდ ეგრძნობინებინა. *** 23-ის საღამო იყო. მთელი ორი თვე ერთდროულად მომაწვა, ყველაფრის გაანალიზება შევძელი, 2 თვის მერე, და ისტერიკული ტირილი ამიტკდა. მიყვარდა გაფრენამდე, სიყვარულიც აღარ ერქვა უკვე. მანიად მექცა გიორგობა. გათენებამდე ვტიროდი. თურმე… თურმე … მაინც შეიცვლები, გაფრენები დაგეწყება. და… მაშინ დაიწყება განადგურება… *** იცოდა, ზუსტად იცოდა… სისხლით გრძნობდა, ყოველ ღამე, გიორგის ფიქრების ფინიში რომ იყო. არც ისე ადვილია საზოგადოების მიერ აგებული კედლებით საზღვარი გადაფარო. გასცდე ყველას და ყველაფერს. ყველა ემოციის ბირთვი იყო და არ ვიცი, ალბათ არსებობს მართლა რამე. რაღაც ილუზიის მსგავსი. მაგიას გამოქცეული. არ ვიცი. სადაც ლოგიკაა, იქ ხომ სიყვარული ჰორიზონტში ჯდება. გავცდეთ ასტრალს. *** პარადოქსია, საჭიროება ზუსტად დაემთხვეს ყველაფრის ბირთვსა და მიზანს. იყო უმიზნოდ ბედნიერი ჯერ არ განხორციელებული იმედებით. სიყვარულს მხოლოდ სიტყვები აკლია, ამოუცნობი სიტყვები და ამით ვითარდება სამყარო. შეიგრძნო და აღწერო დაუმტკიცებელი ცნება, სუნთქვის ლოკომოტივი. *** სამჯერ გადატანილი სასამართლო. სამი თვე. *** არ აწყობილი ფილმის კადრებივით ტრიალებდა მოგონებები. Coffee.in-ში ვიჯექი. კადრები რომ აირია. ალბათ მართლა არსებობს რაღაც, ილუზია შეპარული. -აქედანაც მაგიჟებდი, შენ თავს ვფიცავარ! წელზე შემოხვეულმა ხელმა კანი ამიწვა, სიზმრად ქცეულ სახებას ნათლად ვხედავდი და სისხლში გიორგობა კიოდა. ლუჯად. და მაინც, არსებობს ალბათ რამე. რა? როდის? საიდან? რატომ? აუცილებლად დაბრუნდეა, როცა გრძნობს, რომ ელოდები:) ერთად შევქმნათ ნსგ. *** როცა “გიყვარდეს თავდავიწყებით” უნებურად შენი ხდება. როცა წამიერად თმობ ყველას და ყველაფერს ერთი ემოციის გამო. ფიქრობ, ფიქრობ და კიდევ ფიქრობ. გეტირება და ტირი! ოღონდ აღარ ეწევი, იმიტომ რომ არ გჭირდება. იმიტომ, რომ ასეთ ცრემლებს არ უხდებათ კვამლი, იმიტომ, რომ ასეთ გულს არ უნდა დამშვიდება. იმიტომ, რომ იცი, ხვალ ისევ აგეწვება წელზე შემოხვეული ხელი. იცი აღარ აირევა, დაბრუნდება ბუმერანგი და სულ შენთან იქნება. იმიტომ, რომ იცი, ნსგ აღარასდროს იქნება ასოთა უაზრო ერთობლიობა. ძნელია ადამიანი შეისისხლხორცო. ძნელია “მიყვარხარ” მუდმივ თანამგზავრად გაიხადო. ძნელია ბუმერანგი სწორად დაატრიალო. ძნელია, ყველაფერი ძნელია. გიორგი, გიორგი და გიორგი. ძნელია არსებობაში ამომწვარი ასოები შეიხორცო, არ არსებულია ნსგ გააქრო *** სასწაულები ხდება. შეისიხლხორცო სხვა ადამიანი, ესეც ხომ სასწაულია. სიყვარულიც ხომ სასწაულია. იყოს გრძნობა ამოუხსენი, ილუზიაც, სასწაულიც და გაფრენაც, ესეც რაღაც მხრივ სასწაულია. სასწაულები ხდება. უბრალოდ საჭიროა დაელოდო და აღიქვა. შენც დაგახვევს თავბრუს და შენც შექმნი ნსგ-ს, ჩემთან ერთად. *** ვიცი, ვიცი, ძალიან გავს ერთ-ერთ ისტორიას სახელით და არც დავწერდი ნსგ-თი, რეალური ისტორია და ამ ისტორიის ბირთვი რომ რა იყოს ნ'იტა'ს გ'იორგი. თუმცა "ჰეფი ენდი" და ზოგადად დასასრული ხომ მხოლოდ მოთხრობებშია, ნამდვილ ისტორიაში დღემდე გრძელდება ყველაფერი, გაურკვევლად. გიყვარდეს დღევანდელ თბილისში არ არის ადვილი, თუმცა გრძნობა რეალურია ასაკისგან დამოუკიდებლად. ეს მინდოდა, რომ გაგეგოთ, რამდენად გამომივიდა არ ვიცი. შეაფასეთ! <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.