შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძალადობის მსხვერპლი


3-04-2015, 17:52
ავტორი Rockergirl
ნანახია 2 356

თავი 1
იცით, ძნელია როცა იზრდები ისეთ გარემოში, სადაც არავინ ცდილობს მოგისმინოს, გაგიგოს, არავინ გეკითხება რა ხდება შენს ცხოვრებაში და რაზე ფიქრობ, და საერთოდაც არაფერს ნიშნავ. თუმცა, ჰაჰ, რომ არ აინტერესებდე, მაგას კიდევ რა უჭირს.ისინი გავალდებულებენ, ყელში გიჭერენ, ცუდ ნიშნებზე გეჩხუბებიან - როდესაც საერთოდ არ გრჩება დრო სწავლისთვის, ყველაფერს შენ გავალებენ და ბოლოს მაინც შენ გხვდება. როცა არსად დაყავხარ და ფილმისთვის მხოლოდ ტელევიზორში რომ მოგიკრავს თვალი - ისიც მაქსიმუმ 5 წუთით. ცხოვრობ ასე კონკიასავით, მაგრამ კონკიას ცხოველები მაინც ყავდა.
სამწუხაროდ, ეს რეალური ცხოვრებაა. აქ არ არიან კეთილი ნათლია-ფერიები, რომლებიც უცბად დაგიხატავენ ჯოხის ერთი მოქნევით ცისფერ კაბას და მოულოდნელად პრინცის საყვარლად გაქცევენ. შეიძლება გოგო რომ ვყოფილიყავი, უფრო გამმართლებოდა, მაგრამ რას ვიზავთ, მე ჯეიმს ჰოვერტონი ვარ. ახლახან ოცდაექვსი შემისრულდა. თოთხმეტის რომ გავხდი, მაშინ შენიშნა მამაჩემმა რომ უკვე თავის ხელის გულზე ძველებურად ვეღარ მათამაშებდა. მაშინ პირველად შევუბრუნე სიტყვა, თუმცა დღემდე მაქვს ნაიარევი - მამაჩემისგან სუვენირად. სახლში ფაქტიურად ხუთნი ვცხოვრობდით. დედა და მამა ერთ სამსახურში მუშაობდნენ მორიგეობით, როცა დედა მუშაობდა მამას თავისი საყვარელი მოყავდა, ან პირიქით. მაშინ როგორც ყოველთვის ან ბაღში ვიყავი, ან სკოლაში. დიდ ხანს არ მესმოდა რა აზრი ქონდა ასეთ ოჯახს, თუმცა შემდეგ მივხვდი რომ ეს არ იყო არანაირი სიყვარული, უბრალოდ ერთმანეთს ეწყობოდნენ, სახლს იყოფდნენ და ცოლქმარი ერქვათ. მეტი არაფერი. მე ხომ მათთვის შვილი ალბათ არც ვყოფილვარ.
დედას ყოველთვის ვეკიდე. უბრალოდ, არ ვაინტერესებდი და მისთვის დროის დაკარგვის მეტი არაფერი ვიყავი. თუმცა, როცა მამაჩემი მლანძღავდა ან თუნდაც - მცემდა, ყოველთვის მის მხარეს იჭერდა. მამაჩემი... მძულს, როცა იმ კაცს ამ სახელს ვეძახი. ჯიმს შეეძლო ტყუილადაც კი ეჩხუბა ჩემთვის. თუ გგონიათ რომ მაღაზიაში რომ გაგგზავნიან, თქვენზე ზემოქმედებენ და გიყენებენ, ძალიანაც ცდებით! დღეში შვიდჯერაც შევიდოდი, თუმცა სულ სხვაა როცა არაფრად გაგდებენ. კუთხეში ხარ მიმწყვდეული, უმრავლეს შემთხვევაში ოთახში გკეტავენ, თუმცა იქაც რამეს გავალებენ. სკოლაში დღეგამოშვებით მიშვებენ, „ძაღლისთვის მიგდებული“ ანტიბიოტიკი კი გაციების დროს, მაინცდამაინც არ მშველის, ამიტომაც თუ ფილტვების ანთება ან რამე მსგავსი შემეყარა, სამჯერ მაინც შემიბრუნდება და ბოლოს უკვე მიხვდებიან რომ საავადმყოფოში უნდა დავეწვინე. ისევ ჩემი სამოთახიანი ბინა ჯობდა, თაგვები მთელი ღამე არ მაძინებდნენ.
თოთხმეტი წელი. თოთხმეტი წელი ვიტანდი ამ ამაზრზენობას: ოთახში ჩაკეტვა, ცემა, ყვირილი, ჩხუბი, ყოველ კვირას ახალ-ახალი ქალები და კაცები, ტყუილი, სიძულვილი, არანაირი წიგნები, გართობა, მეგობრები. ხალხი გრიყავს, რადგან ხარ მარტოსული და ხარ მარტოსული, რადგან ხალხი გრიყავს.
მთელი ბავშვობა ამაში გავატარე, და შემდეგ მივხვდი რომ ცხოვრება საკმარისად მოკლეა იმისთვის, რომ მივცეთ ვინმეს იგი კიდევ უფრო შეამოკლოს, დაანგრიოს, გაკეთებინოს ის რაც შენ არ გსურს. მივხვდი, რომ ბავშვობა დავკარგე და თინეიჯერს არ ვიცოდი რა იყო გართობა, არ მყავდა არც ერთი მეგობარი. ამაზე ვფიქრობდი და მოულოდნელად ჭიქა ხელიდან გამივარდა. ხმაურზე ოთახიდან მამაჩემი გამოვარდა და როგორც ველოდი, ყვირილი დაიწყო. ძველებურად აღარ შემშინებია, არ გავლურჯდი და კუთხისკენ არ დავიწყე უკუსვლა. პირიქით, გაბრაზებული ვუყურებდი მას, შემდეგ თვალის მოუცილებლად ვკარი ფეხი ჭიქის ნამსხვრევს და უფრო დავამტვრიე. მამაჩემი გაშრაა და პირდაღებული მიყურებდა. ვგრძნობდი, მალე აფეთქებოდა თუმცა მოთმინებით ვუყურებდი.
- რა გააკეთე? - მითხრა მამაჩემმა, - შენ გეკითხები! იცი მაინც, ვინ მაჩუქა? იცი რა ძვირფასი იყო, შე საზიზღარო? ახლავე ბოდიში მოიხადე, თორე იცოდე მაგ ცხვირ-პირს გაგიერთიანებ.
- არა, - ვუპასუხე ნერვიულად. ვცდილობდი, ხმაში შიში არ გამომრეოდა. ჯიმი ამაზე გაბრაზდა და წინ გამოიწია და საშინლად დამიწყო ყვირილი და წყევლა-კრულვა. მე უკან არ დამიხევია და მის დარტყმას ველოდებოდი. თუმცა მამამ ამჯერად ხელი ჩაწია.
- აქედან გამეცალე, - თქვა, - იცოდე, შეგიწყალე.
- არ მჭირდება შენი შეწყალება, შენ ღმერთი არ ხარ. - ვუპასუხე მე ზიზღით.
- უკვე ზედმეტები მოგდის, ბავშვო, - მიღრიალა. ბოლოს მხოლოდ ისღა მახსოვს, რომ თავისი კოტიტა თითებით შეკრული მუშტი ჩემსკენ წამში 40 კმ/სთ სიჩქარით გამომიქნია და გონებადაკარგული ძირს დავვარდი.
სამი თვე ვიყავი კომაში. ძირს რო დავვარდი თავი ძლიერად დავარტყი, თან მაქამდეც მქონდა დაზიანებები და ოპერაციაც საჭირო გახდა. რომ გავიღვიძე, მარტო ვიყავი. თავბრუ მეხვეოდა, მინდოდა წამოვჯდარიყავი მაგრამ ვერ მოვახერხე. დიდხანნს ვიყურებოდი ჭერში. შემდეგ თავს კვლავ დავატანე ძალა და წამოვჯექი. წინ კალენდარი იყო. შეხედვა და ჩემი ყვირილი - ერთი იყო. მთელი სამი თვე! შემდეგ ვიგრძენი რომ მშიოდა, მწყუროდა და საერთოდ ყველაფერი ერთად მომინდა. ამ დროს კარები გაიღო და მოულოდნელად დედაჩემი შემოვიდა. თვითონაც გაოგნებული იყო. თითქოს წამით, არვიცი მომეჩვენა თუ არა, მაგრამ ღიმილმა გადაურბინა. შემდეგ ისევ დასერიოზულდა და აგდებულად მითხრა:
- ბევრ პრობლემებს გვიქმნი, ჯეიმს.
- თქვენივე პრობლემებს თქვენვე იქმნით. ეს, - ხელით შეხვეულ თავზე მივუთითე, - ჩემი დამსახურება არ არის.
- ზრდილობიანად ილაპარაკე. მე დედაშენი ვარ.
- გეშლება! - ვუთხარი ხმამაღლა, - დედაჩემი მაშინ მოკვდა, როცა მე დავიბადე. ასე რომ, მე დედა არ მყავს. გასაგებია?
- ჯობია მამაშენს ეგრე არ ელაპარაკო, თორემ ალბათ საბოლოოდ მოგკლავს, ბიჭო! იცი შენი აქ წოლა ეს სამი თვე რა ღირდა?
- გერჩივნათ, მოვკვდარიყავი არა? - წყნარად ჩავილაპარაკე, - ვიცი, ვიცი. როგორც კი აქედან გამწერენ, წავალ და აღარ შეგაწუხებთ. - ვუთხარი. ამ დროს ჯიმი შემოვიდა, როგორც ჩანს გაიგონა რაც ვთქვი.
- ძალიანაც კარგს იზავ, თუ აქედან მოშორდები. რომელიმე პანსიონში გაგგზავნით, ისედაც ვაპირებდით ამას. ზედმეტი ბარგი ხარ და მეტი არაფერი. - მითხრა „მამაჩემმა“.
ამან შიგნიდან მომიკლა გული და მისი რაღაც ნაწილი სიშავემ გადაფარა. ეს იყო სიძულილი ხალხის მიმართ, რომელიც ძალადობდა ჩემზე, მრიყავდა მათგან თითქოს რაიმე სენი მჭირდეს. ეს დღევანდელი საზოგადოებაა, ისინი რიყავენ ინდივიდებს, ხალხს, რომლებიც მათგან განსხავებულები არიან, რადგან ასეთებს ვერ აყალიბებენ უბრალო მოსიარულე რობოტებად, რომლების ნაკვალევი სველ ტალახშიც კი არ რჩება. ცოცხალი რობოტები - ისინი არსებობენ იმისთვის რომ დაიბადონ, ისუნთქონ და გარდაიცვალნონ. მე ვერ შემცვალეს, ამიტომაც გამოვეყე იმ უსულო რობოტთა ბრბოს და წამოვედი იმ ქვესკნელიდან უფრო მაღლა, რათა ჩამოვყალიბებულიყავი როგორც ადამიანი.


მოკლედ, ეს არის ჩემი პირველი მოთხრობა. ძალიან გთხოვთ კომენტარებში შეაფასოთ და შემდეგ თავსაც დავდებ .<3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent