შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ მიყვარხარ... სულ ესაა! (თავი 2 )


3-04-2015, 18:21
ავტორი ninuca123
ნანახია 2 464

ექიმებმა საოპერაციოდან რეანიმაციაში,ტრავმატოლოგიურის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადამიყვანეს.ამ ოთახში თორმეტი ოთახი მაინც იდგა და მედდების მთელი გუნდი დაგვტრიალებდა თავს.
მე ერთი სანიტარი და ერთი მედდა მადევნებს თვაკყურს და უამრავი ექიმი დამტრიალებს,რომლებიც ყოველ წუთს შემოდიან ოთახში.სხეულზე იმდენი რამ მაქვს მიერთებული,ვერც კი ვითვლი:ერთი მილი სუნთქვაში მეხმარება,ერთი ცხვირში მაქვს ჩადგმული და კუჭიდან სითხეს მიღებს,ერთიც ვენაში მაქვს ჩადგმული,სითხე რომ აღვიდგინო,რამდენიმე მკერდზე მაქვს მიმაგრებული,გულისცემის ჩასაწერად,კიდევ ერთი,თითზე კი პულსს მითვის.
ჩემს სანახავად ექიმების,მედდებისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლების მეტი არავინ შემოდის,სოციალური მოსამსახურე ქალი ბებოს და ბაბუს ესაუბრება წყნარი,დამამშვიდებელი ტონით.ეუბნება სამარის პირას არისო,მე კი დარწმუნებული არ ვარ ეს "სამარის პირას" რას ნიშნავს.სოციალური მუშაკი ჩემს მსახელს რომ ახსენებს,ვკრთები.მაღიზიანებს იმის აღქმა,რომ ჩემზე საუბრობენ.ბებო ქალს იმ ადამიანების სახელებს ეუბნება,რომლებიც ახლა ჩემ გვერდით უნდა იყვნენ,ბიძების,მამიდების. გიორგის (ჩემი შეყვარებულის) სახელი კი არ მესმის.
გიორგი ერთადერთია,ვისი ნახვაც მსურს.მგონია რომ ერთადერთი ადამიანია,ვისაც ჩემი გაგება შეუძლია,რადგან სხვებისგან განსხვავებით ის "ცოცხალია" და იცის რას ნიშნავს ეს.
გიორგისა და ჩემი ამბავი თავიდან სულაც არ მიდიოდა კარგად.სიყვარულის ყოვლისშემძლეობის მართალი გითხრათ თავიდანვე მჯეროდა...იმ დროისთვის როდესაც გიორგის პირველად დაველაპარაკე,მგონი ორივე მივხვდით,რომ ერთმანეთი გვიყვარდებოდა.მეგონა,ეს ყველაფერი საკმაოდ რთული გადასალახი იქნებოდა.წიგნებსა და ფილმებში შეყვარებულების ამბავი ყოველთვის იქ მთავრდება,სადაც ორი ადამიანი ერთმანეთს ჰკოცნის.ამის ემრე მოვლენების ბედნიერად განვითარების ამბავი შეთხზულია ხოლმე.ჩვენი რომანი ასე არ განვითარებულა.ჩემთვის აღმოჩენა იყო იმის გაცნობიერება,რომ სხვადასხვა სოციალური წრის მქონე ადამიანების ცხოვრებას ბევრი სიძნელე მოჰქონდა.მე და გიორგი ერთმანეთთან შეხვედრებს ისევ სკოლაში ვაგრძელებდით,მაგრამ პლატონური ურთიერთობა გვქონდა,არც ერთს არ გვსურდა,იდილია დაგვერღვია. მაგალითად, ერთად ვიჯექით კაფეში ან ან მზიან დღეს გვერდიგვერდ მსხდარნი ვმეცადინეობდით,რაღაც გვემართებოდა.ჩემი სახლი რომ არა ალბათ,ურთიერთობას მალევე შევწყვეტდით.ჩემთან სტუმრობისას,ოჯახთან ერთად რომ ვიყავით ორივე,ადვილად ვპოულობდით საერთოს.მიუხედავად იმისა რომ უკვე ჩემ ოჯახის წევრებსაც იცნობდა ხშირად გვქონდა პრობლემები მაგრამ ერთმანეთთან გადამეტებული ზრდილობიანები არ ვიყავით.
ნათესავები საავადმყოფოს მოსაცდელ ოთახში არიან შეკრებილები.ეს ოთახი დიდია და საავადმყოფოს ძირითად სართულზეა განთავსებული.უცებ მარის (ჩემს საუკეთესო მეგობარს) ვხედავ და ძალიან ბედნიერი ვარ,მიხარია მისი დანახვა.მარის დედა ახლავს,ის შვილს უფლებას არ აძლევს მანქანით შორს წავიდეს,თანაც,როგორც ვხვდები,მომხდარი უბედურების შემდეგ ამის იმედიც კი აღარ უნდა ჰქონდეს ჩემს მეგობარს.მარი ჩემი საწოლის გვერდით ჯდება სკამზე.რა ბუნებრივია,მარი ახლაც ისე მელაპარაკება,როგორც ყოველთვის! უბედური შემთხვევის შემდეგ ხომ მხოლოდ სასწრაფოს ექიმმა მითხრა,ეცადე გამოძვრეო და მედდები მეკითხებიან,თავს როგორ გრძობო,სხვა არავინ დამლაპარაკებია.ძირითადად ჩემზე საუბრობენ.
ცოტა ხნის შემდეგ ოთახში გიორგი შემოდის,საწოლის გვერდით ჯდება და მარის გასვლას სთხოვს. მარის გასვლის თანავე ცრემლები მოსდის. ამ ხნის მანძილზე პირველად ვხედავ რომ გიორგი ტირის. ცუდად ვხდები,თითქოს მკლავენ,არ შემიძლია ვუყურო გიორგის ცრემლებს,ეს ჩემთვის მეტად მტკივნეულია. მთხოვს რომ ამ სიტუაციიდან გამოვძვრე მისი სიტყვები იმდენად მოქმედებდა ჩემზე,რომ,გადავწყვიტე მისი გულისთვის არ დავნებებულიყავი და კიდევ მეცოცხლა,არ შემეძლო მეყურებინა გიორგის ტანჯვისთვის.

გიორგი- მე აქ ვარ და სიგიჟემდე მიყავრხარ (თან ტირის).არის რაღაც,რის გამოც უნდა იცოცხლო.ჩემს თავს არ ვგულისხმობ... არც კი ვიცი... შეიძლება სისულელესაც კი გეუბნები,თავზარდაცემული ვარ,მეც კი ვერ მომინელებია,რა დაემართა დედაშენს...მაგრამ მე შენ მიყვარხარ.ერთადერთი,რაზეც შემიძლია ახლა ფიქრი,ისაა,რომ საშინელება იქნება შენი სიცოცხლის აქ დასრულება.ვიცი წინ საშინელება გელის,იმას,რაც მოხდა,აღარაფერი ეშველება,მაგრამ არ შემიძლია,წარმოვიდგინო,როგორ ვეღარ დაბერდები,ვეღარ გააჩენ შვილებს. თუ დარჩები,ყველაფერს გავაკეთებ,მაგრამ თუ გინდა,გავქრე შენი ცხოვრებიდან,ამაზეც კი თანახმა ვარ.მართალია,გამიჭირდება,მაგრამ გავქრები შენი ცხოვრებიდან,ოღონდ დღეს სამუდამოდ არ დაგკარგო და სხვანაირად დაკარგვას აღარ დავეძებ,საშუალებას მოგცემ,ჩემგან წახვიდე,მაგრამ ახლა დარჩი.
გიორგი ისე მეუბნება გაგიშვებო...ისე ქვითინებს,ცრემლები ღვარად ჩამოსდის სახეზე,თვაკებს ვხუჭავ,ყურებზე ხელს ვიჭერ,არ შემიძლია ამ ყველაფრის მოსმენა.
ვცდილობ,ყველას სიყვარულს ერთად მოვუყარო თავი.გიორგის გახსენება ჩემთვის ხელახლა დაკარგვასთან ასოცირდება და დარწმუნებული არ ვარ,შევძლებ თუ არა,რომ ამას კიდევ ერთხელ გავუძლო.არა,სრულყოფილი ცხოვრება არ მქონია,იმედგაცრუებულიც ვყოფილვარ,მარტოსულადაც მიგრძნია თავი,გავბრაზებულვარ კიდეც და სხვა ადამანებზე არანაკლებ ცუდ დღეში ჩავვარდნილვარ,მაგრამ დიდი ტკივილი არ გადამიტანია,არ მქონია შესაძლებლობა,მესწავა,გავმკლავებოდი იმას,რისი გამკლავებაც გადარჩენის შემთხვევაში მომიწევს.მიუხედავად ამ ფიქრებისა,თავს ვაღწევ სიკვდილს და დღეს,ამ 3 დღის გასვლის შემდეგ და ამ ტრაგედიის შემდეგ,პირველად მესმიც ცხადში გიორგის ხმა...


-- ბავშვებო,გთხოვთ იაქტიუროთ,თუ მოგწონთ გავაგრძელებ და ხვალ უფრო დიდ თავს დავდებ <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent