შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოულოდნელი შემთხვევა (სრულად)


3-04-2015, 22:25
ავტორი kesoo
ნანახია 14 813

ისეთი სისწრაფით გაჩერდა მანქანა პირდაპირ ჩემ ფეხებთან გონზე მოსვლა ვერ მოვასწარი შიგნით ისე აღმოვჩნდი. შეშინებული ვუყურებდი უცნობ მამაკაცებს და იმის გააზრებასაც ვერ ვაახერხებდი, რომ უკვე რამდენიმე წუთია მანქანა ჩემთვის გაურკვეველი მიმართულეებით, ისეთი სისწრაფით მიქრის მცირე შანსია რამეს არ შევეჯახოთ და კიდევ უფრო ვერ ვაანალიზებ რა მინდა მე ამ მანქანაში ამდენი (ამდენი რა, 4) უცნობი მამაკაცის გვერდით, რომლებიც უაზროდ მიღიმიან და ვერც ისინი ხვდებიან, რომ სრულიად შოკურ მდგომარეობაში ვიმყოფები. არ მახსოვს რამდენი ხანი მიქროდა მანქანა ისეთი სისწრაფით, (ან შეიძლება მე მეჩვენებოდა, რომ სწრაფად მიდიოდა). გონს გზიდან რომ გადავუხვიეთ მაშინ მოვედი. იმდენად საშინელი გზა იყო შეუძლებელია ვინმე არ „გამოფხიზლებულიყო“. ახლაღა შევძელი ბიჭების (ჩემი „თანამგზავრების“) სახეების გარჩევა და დაკვირვებით დავათვალიერე ყველა. უფრო შემაშინა იმ ფაქტმა, რომ არცერთი მეცნობიდა.
–ვინ ხართ? –შეშინებულმა წამოვიყვირე და მანქანიდან გადასვლა ვცადე. როგორც ჩანს გონს ჯერ კიდევ ბოლომდე არ ვიყავი მოსული, როგორ გადავიდოდი, როცა აქეთ–იქით ისეთი „სხეულები“ მეჯდნენ, რომ მოენდომებინათ სუნთქვის საშუალებასაც არ მომცემდნენ და პლიუს მანქანის კაებებიც ჩაკეტილი იყო. ამიტომ ტყუილად მომიწია რამდენიმე წუთით „ბრძოლა“, ჩემი მანქანიდან გადასვლის თაობაზე. ფაქტიურად განძრევის საშუალებაც არ მომცეს.
–რა კარგ დროს დასვი კითხვა –ცინიკურად მითხრა მძღოლის გვერდით მჯდომმა ახალგაზრდამ და ფანჯარა აწია, მტვერისგან თავის დასაცავად.
–არ იტყვით? –ვცდილობდი არ დავნებებოდი.
–აი, სახლში მივალთ და მერე გაიგებ ყველაფერს.
–საერთოდ რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ანუ რა გამოდის რომ მომიტაცეეთ?
–რაჭველი ხო არ ხარ? –ცინიკურ ღიმილს არ იშორებდა მძღოლის გვერდით მჯდომი –თითქმის ორი საათია მოვდივართ და ახლა მიხვდი, რომ მოგიტაცეეთ?
–გააჩერეთ მანქანა! –ჩემი ხმის თვითონვე შემეშინდა
–ახლა არ გინდა ეგეთები, თორემ შენი ძალით გაჩუმება მოგვიწევს და გინდა ახლა შენ ეს?
–ჩემგან რა გინდათ? ნორმალურები ხაართ?
–სახლში რომ მივალთ მერე გაიგებ ყველაფერს, ახლა ჯობია ისევ ჩუმად ჯდომა განაგრძო. თითქმის მოვედით. –ცინიკური ღიმილი მკაცრმა გამომეტყველებამ ჩაანაცვლა და სიგარეტს მოუკიდა
–ან ფანჯარა ჩაწიე ან სიგარეტი გადააგდე გავიგუდე!
–როგორც მიბრძანებთ –თითქმის შუამდე ჩამოწია მინა და ახლა ფანჯრიდან შემოსული მტვერით „გავიგუდე“, თუმცა აღარაფერი ვუთხარი და დამშვიდება ვცადე.
–„არა, გამოსასყიდის მიზნით მე არ გამიტაცბდნენ, ჩემს მშობლებს არც იმდენი შემსავალი აქვთ, რომ ესენი დააკმაყოფილონ. თან თვითონაც არ გვანან გამტაცებლბს და ბანდიტებს. ბოლოსდაბოლოს ასე, რომ იყოს სახეზე ნიღბებს მაინც აიფარებდნენ. –სიტოაციაში გარკვევა ჩემ თავთან საუბრით დავიწყე. –აბა რა უნდა უნდოდეთ ჩემგან? ჩემთვის მშვიდად მივდიოდი ქუჩაში და ველურებით მომვარდნენ მანქანაში ჩამტენეს და აჰაა, ახლა ვზივარ მათთან ერთად და არ ვიცი სად მივყავა, ან რატომ?“ ფიქრებიდან მანქანის გაჩერებამ გამომიყვანა და ერთ–ერთის ხმამ „ფრთხილად გადმოდიო“ რომ მითხრა.
მანქანა ერთი სახლის წინ გაჩერდა, უშველებელი ეზო, რომ ერტყა გარშემო და მთლიანად მწვანეში იყო ჩაფლული.
–თუ წიოკის გარეშე იქნები უკეთესი იქნება –ღიმილით გამაფრთხილა მძღოლის წინ მჯდომმა, რომელსაც ახლა შევამჩნიე, რომ თაფლისფერი თვალები ქონდა.
პასუხად ერთი დავუბღვირე და უკან მივყევი.
სახლი საკმაოდ გემოვნებით იყო მოწყობილი. თაფლისფერთვალება მეორე სართულის ხის, მოხვეულ კიბეებს აუყვა და მეც მანიშნა უკან გამომყევიო. აქ ყვირილს და წივილს არანაირი აზრი ქონდა. როგორც შევნიშნე მეზობლად არცერთი სახლი იყო და მაინც ვერავინ გაიგონებდა სულ, რომ ხმის ჩახლეჩვამდე მეყვირა. ამიტომ გადავწყვიტეე ჯერ–ჯერობით ისე მოვქცეულიყავი როგორც მეტყოდნენ და მერე მოვიფიქრებდი რაც უნდა მექნას. ერთ–ერთი კარის წინ შეჩერდა და თვალებით მანიშნა შედიო. კარი ფრთხილად შევაღე და წითელი შპალერით დაფარულ ოთახში შევედი. ამ ოთახსაც ეტყობოდა დიასახლისის დახვეწილი გემოვნება.
–ეს შენი ოთახი იქნება –მოკლედ მიხსნიდა თაფლისფერთვალება. –სააბაზონოც აქაა და ყველა ის ნივთიც, რომელიც შეიძლბა დაგჭირდეს. იმედია ხვდები, რომ რამე სისულელეს ვერ ჩაიდენ. კარს არ დავკეტავ. ჩვენ დაბლა ვიქნებით. შენ დაისვენე და მერე ყველაფერს აგიხსნით. –საუბრის ბოლოს ისევ გამიღიმა და ოთახი დატოვა.
არაფრის თავი მქონდა, იმდენად ვიყავი დაღლილი, მაშინვე დავწექი და მალევე გადავეშვი სიზმრების სამყაროში.

უკვე ბნელოდა თვალი რომ გავახილე. თავი მოვიწესრიგე, მათი ნაყიდი ტანსაცმლიდან ჯინსის შარვალი, მაისური და კეტები მოვირგე და პირველ სართულზე ჩავედი.
ხმა სამზარეულოდან მომესმა და მეც იქით წავედი.
–გაიღვიძე? –ფეხზე წამოდგა თაფლისფერთვალება –არ გვინდოდა უშენოდ ვახშმობა, მაგრამ ძალიან გაგიგრძელდა ძილი, ამიტომ ვეღარ გავძელით –სკამი გამოწია და დაჯდომისკენ მიბიძგა
–არ მინდა! –მკაცრად ვუთხარი უარი –მხოლოდ ის მაინტერესებს აქ რატომ ვარ და კიდევ რამდენ ხანს მომიწევს აქ ყოფნა?
–ეგრე არ გამოვა –თავი გააქნია ერთ–ერთმა „გამტაცებელმა“ და ისიც ფეხზე წამოდგა. –ჯერ ვახშამი და მერე ყველაფერს გაიგებ.
შემწვარი კვერცხის პატარა ნაჭერი გადავიღე და უხასიათოდ დავიწყე ჭამა
–ბოდიში თუ ისეთი კულინარები არ ვართ, როგორც შენ, მაგრამ ნელ–ნელა დავიხვეწებით –ღიმილით მითხრა ისევ ერთ–ერთმა მათგანმა
ვახშმის შემდეგ ალაგების საშუალებაც არ მომცეს. ყველაფერს თვითონ მივხედავთო და მისაღებში გამიყვანეს. მოუთმენლად ველოდებოდი მათ ახსნა–განმარტებას.
მეორე სართულიდან მომავალი, ამ სახლში ერთადერთი ნაცნობი სახის დანახვისას ჯერ სიხარულმა, შემდეგ კი უფრო მეტად გაურკვევლობამ დამიარა სხეულში.
„გამტაცებლებმა“ ჩვენ მარტო დაგტოვებთო და ეზოში გავიდნენ
–რა ხდება? –გაკვირვებულმა ვკითხე სანდროს
–მოგიტაცე –მშვიდი ხმით წარმოთქვა რაზმაძემ
–რა გააკეთე? –გაბრაზეება, აღშფოთება, შიში, მოულოდნელობა, ყველაფერი ერთად გამოიკვეთა ჩემ ხმაში
–მოგიტაცეე –ისევ მშვიდად გამიმეორა სანდრომ
–შენ ნორმალური ხაარ? რა მომიტაცე?
–ჩემი ცოლი ხარ დღეიდან
–არ ხარ შენ კარგად მართლაა
–სხვათაშორის შენი ბრალია
–გეყოფა ახლა ხუმრობა, სხვათაშორის საერთოდ არაა სასაცილო! სახლში წამიყვანე!
–შენი აზრით ვხუმრობ?
–აბა რა ცოლობა, რა მოტაცება? რა სისულელებს აკეთებ ხვდები? საერთოდ რომელი საუკუნეა? რა დროს მოტაცბაა? სიყვარულზე გსმენია რამე?
–რომ მიყვარხარ მაგიტო მოგიტაცე
–ნორმალური მეგონე
–არანორმალურის რა შემატყვე?
–მართლა არ ხარ კარგად.
–რა არის იმაში ცუდი, რომ მიყვარხარ?
–ამაში ცუდი არაფერი არაა. ცუდი იმაშია თუ როგორ გამოხატე ეს სიყვარული. რა მოტაცება, რაღა დროს მოტაცბაა და შენი აზრით ამით რა გააკეთე? დაამტკიცე, რომ გიყვარვარ? სხვა ვერაფერი მოიფიქრე?
–ვიცი რომ შენ არ გიყვარვარ
–ხოდა მით უარესი, რა აზრი აქვს მაშინ ამ ყვეელაფერს? მოტაცეებას, აქ ყოფნას?
–რომ შეგიყვარდე
–ნორმალური ადამიანი მეგონე!!!
–რომ მიყვარხარ ამაში რა არის არანორმალური?
–ნორმალურად უნდა გეთქვა ეგ და არა ამ ფორმით. შენი აზრით ასე შემიყვარდები?
–დარწმუნებული ვარ
–იდიოტი ხარ!
–ახლა უნდა ვიჩხუბოთ?
–სახლში წამიყვანე!
–არა!
–სანდრო!
–ლილე!
–მთელი ცხოვრება ასე გამოკეტილი ვერ გეყოლები!
–იქამდე სანამ არ შეგიყვარდები! მერე თვითონ აღარ წახვალ –მისი მშვიდი საუბარი იმდენად მაღიზიანებდა, სულ რომ ეყვირა ალბათ ასეთი რეაქცია არ მექნებოდა.
–ჩემი ნებით არასოდეს დავრჩები შენთან. მეზიზღები!
–ინანებ! მაშინ ინანებ, როცა სიცოცხლეზე მეტად შეგიყვარდები და შენთვითონ ვერ აპატიებ თავს ამ სიტყვების თქმისთვის
–შემეშვი! –სირბილით ავუყევი კიბეებს და „ჩემ ოთახში“ ჩავიკეტე.

აღარც მახსოვს როდის ჩამეძინა. დილით მზის სხივების სითბომ გამაღვიძა, სახეზე, რომ „მეფერებოდნენ“. ახალგაღვიძებულზე უცხო ოთახის დანახვისას ცოტა შემეშინდა, თუმცა მალევე გამახსენდა გუშინდელი ამბები.
დილის 7 საათი იყო. სახლში არანაირი ხმა ისმოდა და ამ ფაქტით გათამამებულმა კიბეებს ჩავუყევი და პირველ სართულზე, სამზარეულოში შევედი ყავის გასაკეთებლად.
სასურველი ინგრედიენტები მალე ვიპოვე და წყალიც ქურაზეე დავდგი.
–ასე ადრე გაიღვიძე? –სანდროს ხმის გაგონება ახლა ყველაზე ნაკლებად მინდოდა. თან ახლა გამახსენდა, რომ ნახევრად შიშველი, მხოლოდ საღამურებით, რომელიც მოკლე შორტითა და ბრეტელებიანი მაისურით შემოიფარგლებოდა, ვიდექი მის წინ. უხერხულობის დასაფარად ქურისკენ მივტრიალდი და ადუღებული წყალი ჭიქაში ჩავასხი
–გამეღვიძა.
–მეც გამიკეთე რა –გამოწვდილი ჭიქა გამოვართვი და წყალი ჩავასხი
–შაქარი?
–ერთი
–ჩემს ოთახში ავალ
–რატო ჩემი გეშინია?
–არ მსიამოვნებ
–რა პირდაპირი ხარ. ხომ გითხარი რომ ინანებ
–არამგონია რამ ვინანო. ხო მართლა ჩემი მობილური სად არის?
–მობილური რათ გინდა?
–მჭირდება
–მე მაქვს
–დამიბრუნე
–მხოლოდ მაშინ, როცა იმას მივიღებ რაც მინდა
–მშობლებს უნდა დავურეკო, ალბათ ძალიან ნერვიულობენ
–უკვე დავურეკე
–რაა? შენ დაურეკე ჩემ მშობლებს?
–დიახ
–და იქნებ დამდოთ პატივი და მითხრათ რა უთხარით?
–19 წლის გოგო მშობლებს რაღატო უნდა აბარებდეს ანგარიშს?
–ანგარიშის ჩაბარებასა და პატივისცემაში განსხვავებას ხედაავ? რა უთხარი–მეთქი?
–სიმართე
–ნუ მეთამაშები
–ის, რომ ცოლად მოგიყვანე
–სულ გააფრინე ხო?
–მალე პოლიცია, რომ დაგვადგება თავზე მერე ვნახოთ როგორ აჭიკჭიკდები
–ვერ გვიპოვიან, ან თუ გვიპოვია მანამდე უკვე გეყვარები
–გიჟი ხარ
–რა შუაშია?
–თავშია
–ხვდები, რომ ჩვენი ყველა საუბარი ჩხუბით მთავრდება?
–მადლობა თქვი, რომ უარესი დასასრული არ აქვს
–მადლობა
–ცინიკოსი!
–ოთახში მიდიოდი
–ვიცი!

–ღმერთო ჩემო ვინ გონია თავი? იდიოტი! ცინიკოსი! დეგენერატი! –კიდევ უამრავი „თბილი“ სიტყვით მოვიხსენიებდი ოთახში თაფლისფერთვალებას რომ არ შემოსულიყო
–რა ხდება რა გაყვირებთ?
–მე თუ შენ ძმაკაცს?
–ჯერ შენ და მერე ჩემ ძმაკაცსაც ვკითხავ
–სახლში მინდა. იდიოტი კი მიცხადებს შენს მშობლებს დავურეკე და ვუთხარი, რომ ცოლად მოგიყვანეო
–აბა ხო არ ანერვიულებდა შენ მშობლებს. თავიდანვე უთხრა ყველაფერი
–თქვენ ნორმალურები ხაართ?
–სრულიად
–დამცინით თუ რას აკეთებთ? რამდენიმე საათში პოლიცია რომ მოვა ვერ ხვდებით? დარწმუნებული იყავით რომ რამდენიმე წლის გატარება მოგიწევთ ციხეში! –უკვე ემოციებს ვეღარ ვაკონტროლებდი და ისეთ ხმაზე გავკიოდი თვითონ მიკვირდა
–დაწყნარდი! აქედან მანამდე ვერ წახვალ სანამ იმას არ მივიღებთ რაც გვინდა
–და რა გინდათ?
–ჩემი ძმაკაცი უნდა შეიყვარო
–საინტერესოა, რომელმა თქვენგანმა დაასკვნა, რომ მსგავსი სისულელის ჩადენას ვაპირებ?
–ვნახაავთ –თვალი ჩამიკრა და ღიმილიანი სახით გავიდა ოთახიდან. მაოცებს ამათი სიმშვიდე. თითქოს ჩემი ნერვების მოშლით უფრო წყნარდებიან და სიამოვნებას ანიჭებთ. მერე აქეთ მსაყვედურობენ რა გაბრაზებსო. რა საინტერესოა აბა რას უნდა ვგრძნობდე, როცა რამდენიმ საათია არ ვიცი სად და ვისთან ერთად ვიმყოფები, თანაც იძულებით.

მთელი დღე ოთახიდან არ გავსულვარ. დილით იმ მანქანით, რომლითაც აქამდე მოვედით სამი ბიჭი წავიდნენ. როგორც მივხვდი სახლში მხოლოდ მე სანდრო და თაფლისფერთვალება დავრჩით, რომლის სახელიც კი არ ვიცი.
მთელი დღე ვუყურებდი ფანჯრიდან ვინმეს გამოჩენას, რომ აქედან თავი დამეღწია.
–ჩამოდი ვისადილოდ –დაუკაკუნებლად შემოაღო კარი თაფლისფერთვალებამ
–კარზე კაკუნი არ გასწავლეეს? არ მშია
–კაროჩე რაა! –ამჯერად სპეციალურად გაიხურა კარი ხმაურით და სირბილით ჩავიდა კიბეებზე. რამდენიმე წუთში ისევ შემოაღო ოთახის კარი, ამჯერად სინით ხელდამშვენებულმა და საწოლის გვერდით ტუმბოზე დადო.
–ხომ გითხარი რომ არ მშია? –თითქოს ჩემი კითხვა ვერ გაიგო ისე დატოვა ოთახი.

რამდენიმე საათში სანდრო შემოვიდა წიგნით ხელში.
–რატო არ ჭამ?
–არ მშია
–რატო, პროტესტს აცხადებ?
–არ მშია!
–ცუდად გახდები
–მერე შენ რა
–ნუ მენაგლბი გოგო
–საინტერესოა როგორ უნდა გელაპარაკო?
–ადამიანურად
–ჯერ დაიმსახურე
–კაცი ვერ გაჯობებს რაა ლაპარაკში
–ხოდა არც შემეჯიბრო
–წიგნი მოგიტანე , რო როგორმე გაერთო. ცოტა ხანში თბილ საბანსაც შემოგიტან ღამე რომ არ გაცივდე, ჯერ ხომ არ იძინებ?
–არა
რამდენიმე წუთში საბნით ხელდამშვენებული დაბრუნდა. არაფერი მითქვამს ისე დატოვა ოთახი.
გვიანობამდე ვკითხულობდი „უბის წიგნაკს“. ადრე ფილმი მქონდა ნანახი და საოცრად მომწონდა. ყოველთვის ვოცნებობდი ასეთი სიყვარული განმეცადა. წიგნმაც არანაკლები შთაბეჭდილება მოახდინა ფილმზე.

დილით ისე გამეღვიძა ბალიშიდან თავს ვერ ვწევდი. მთელ ტანში უსიამოვნო შეგრძნბა მქონდა. ოთახში სანდროს შემოსვლამ ცოტა გამომაფხიზლა
–არ დგებიი?
–ავდგები ცოტა ხანში –ისეთი ხმა მქონდა თვითონვე გამიკვირდა
–რა გჭირს?
–არაფერი
–როგორ არაფერი რა ხმა გაქვს? ცუდად ხარ? –შუბლზე ცივი ხელის შეგრძნება ძალიან მესიამოვნა –ჯანდაბა სიცხე გაქვს
–რა სიცხე ამ ზაფხულში, ხო არ გაგიჟდი. სუსტად ვარ უბრალოდ და გადამივლის ცოტა ხანში
–მოიცა, თერმომეტრს და წამლებს მოვიტან.

–39,5 –უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა რაზმაძემ და წამლები მომაწოდა
–აუ სანდრო არ მინდა რა ძაან გთხოვ
–კარგი ნუ იქცევი ბავშვივით, დალიე და ვსოო, საერთოდ შეგეშვები.
მთელი დღე გვერდიდან არ მომშორებია რაზმაძე. პატარა ბავშვივით მივლიდა. ყოველ წუთში სიცხეს მიზმოავდა. უნდა ვაღიარო მისი ასეთი ყურადღება ძალიან მსიამოვნებდა, მაგრამ იმ ფაქტს მაინც ვერ ვეგუებოდი, რომ „მოტაცებული“ ვყავდი. მაგრამ ისიც არ ვიცოდი რას გავაკეთებდი, ასე უბრალოდ რომ მოსულიყო და ცოლობა ეთხოვა. ალბათ მაშინ უფრო გამიკვირდებოდა.
საღამოს უკეთ ვიგრძენი თავი და სამზარეულოში ჩავედი სავახშმოდ. ბიჭებს სუფრა უკვე გაშლილი ქონდათ და მე მელოდებოდნენ.
-როგორ ხარ რძალო? -ღიმილით მომესალმა თაფლისფერთვალება ქურასთან მოფუსფუსე სანდროს ადგილი გაუცვალა.
-რა გემრიელი სუნია რას აკეთებთ?
-სანდროს ნახელავია -პასუხის გაცემა დაასწრო რაზმაძეს -რა ქმარი გყავს ხედაავ?
-სულ მე არ მყავს?
-შენ მემგონი სიცხემ კიდე არ დაგიწია -თაფლისფერთვალება ლამის ჩაბჟირდა.
სწრაფად ივახშმა და მე და სანდრო მარტო დაგვტოვა
-იჯექი მე ავალაგებ -დიასახლისობა ვცადე ვახშმის შემდეგ
-არც გაინძრე. ხო არ დაგავიწყდა რომ დილით სიცხე გქონდა?
-მერე რაა, ახლა კარგად ვარ და პატარა ბავშვივით ნუ მექცევი.
-მაშინ ნუ წუწუნებ!
-კარგი ხოო. მართლა დაურეკე ჩემეებს?
-კი
-მერე რა გითხრეს?
-ბედნიერებას გისურვებთო -ჩაბჟირდა რაზმაძე
-სისულელეს რომ აკეთებ ჩემი აქ გამოკეტვით ხვდებიი?
-ვერაა
-ღმერთო ჩემო. ჩემს ოთახში მივდივარ. ტკბილი ძილი
-შემოვალ სანამ დაიძინებ
-რატო საბანს გამისწორეებ? -სიცილით ვუთხარი და პასუხს არ დაველოდე ისე ავუყვი მეორე სართულის კიბეებს.

-გღვიძაავს? -ფრთხილად შემოაღო კარი სანდრომ
-ჯერ არა, ვკითხულობ.
-მოგეწონა?
-კი, ძალიან.
-ფილმზე ვგიჟდები, ჩემი საყვარელი ფილმი იყო ერთ დროს
-მეც, ძალიან მომწონს
-ხო, რაღაც საერთოც გვქონია.
-ხოო
-შენთვის მითქვამს რომ ძალიან ლამაზი ხარ? -მოულოდნელმა კომპლიმენტმა გამაწითლა
-არა
-კარგი, მაშინ ახლა გეტყვი, რომ ძალიან ლამაზი ხარ
-მადლობა

შემდეგი რამოდენიმე დღე ერთნაირი იყო მე სანდრო და მათე.
ვცდილობდი ოთახიდან ხშირად არ გამოვსულიყავი, მხოლოდ საუზმის, სადილის და ვახშმის დროს.
ეზოში მანქანის ხმა რომ გავიგე, მეგონა ისევ „გამტაცებლები“ დაბრუნდნე. დილით ამბობდა სანდრო საღამოს ჩამოვლენო, ამიტომ ყურადღება აღარ მივაქციე და წიგნის კითხვა განვაგრძე.
მათეს შემოსვლამ იძულებული გამხადა კითხვისთვის თავი დამენებებინა
-მოგვაგნეს
-რაა? -გაოცებული მზერა ვესროლე თაფლისფერთვალებას
-მოგვაგნეს რაა
-ჩემი მშობლები არიან?
-პოლიციასთან ერთად
სასწრაფოდ წამოვხდი საწოლიდან და კარისკენ წასვლა ვცადე მათემ რომ გამაჩერა.
-იმედია ხვდები, რომ ახლა შენ ხელშია ჩემი ძმაკაცის ბედი. რაც არ უნდა თქვა შენ სიტყვას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა
-რას გულისხმობ?
-იცი რასაც. შენ უნდა გადაწყვიტო სანდროს შენს გვერდით მიუჩენ ადგილს თუ ჩვენ ყველას ერთა ციხეში
-რა გინდა მოვიტყუო?
-შეეშვი!!! -სანდროს მკაცრმა ხმამ შეგვაწყვეტინა საუბარი -რაც სიმართლეა იმას იტყვის!
-თქვენ ხომ არ გაგიშდით?
-წამოდი, გელოდებიან! -წინ გამიძღვა რაზმაძე და დასჯილი ბავშვივით ავედევნე მეც უკან

-როგორ ხარ დედიკო? -შეშინებული მოვეხვიე დედას -რამე ხომ არ დაგიშავეს?
-არა დედა, რა სისულელეა, რა უნდა დაეშავებინათ?
-ნუ გეშინია დედიკო, ახლავე წავალთ სახლში და მალე დაგავიწყდება ყველაფერი. ამ არაკაცებს საკადრისი პასუხიც მოეთხოვებათ
-რა პასუხი მაია?
-შენი გატაცებისთვის დედა
-ციხეში ჩასვავეენ?
-ხო დედა... ახლა არ მითხრა რომ?
-ჩემი ნებით გამოვყევი -ამ სიტყვებზე სანდროს და მათეს სახეების დანახვისას სიცილი ძლივს შევიკავე.
-რა თქვი ლილე?
-დედა ჩემი ნებით გამოვყევი! -მკაცრად გავიმეორე ნათქვამი და ოთახში მყოფ პოლიციელებს თვალი მოვავლე.
-რა მოხდა დედა შეგაშინეეს?
-რა შემაშინეს მაია, რა სისულელეა. მართლა ჩემი ნებით გამოვყევი
-როგორ გაბედე?! -ხმა გაუმკაცრდა დედაჩემს -თავში ტვინი გქონდა? რას ნიშნავს შენი ნებით გამოყევი? რამდენი ხანია იცნობ? მე ამ დროს სად ვარ? ამდენი დღე ვნერვიულობ, ხან პოლიციაში დავრბივარ და ხან ქუჩაში შენ საძებნელად და შენ მიცხადებ ჩემი ნებით გამოვყევიო? როგორ ბედავ? -ცხოვრებაში პირველად აღმართა დედაჩემმა ჩემზე ხელი და ისიც ჰაერში „გაუჩერდა“. ისე წამებში მოხდა ყველაფერი ვერც გავერკვიე. მხოლოდ სანდროს ხმა ჩამესმა
-ჩემი ცოლის შეურაწყოფის უფლებას არავის მივცემ! მათ შორის არც თქვენ! -ჰაერში გაშეშბული ხელი მაიამ ძირს ჩამოუშვა და ცრემლიანი თვალებით შემომხედა
-ცოლი დედაა? -მის მზეას ვეღარ გავუძელი და თავჩაღუნული ვუსმენდი მაიას ქვითინს -ამისთვის გაგზარდე, რომ ასე სამარცხვინოდ მოგეტყუებინე? დაივიწყე რომ დედა გყავს. -ატირებული გავვარდი ჩემს ოტახში. არა სხვას რას ველოდი? ასე უტიფრად მივდივარ და ვუცხადებ თქვენი ერთადერი ქალიშვილი ისე გათხოვდა თქვენზე ერთი წუთითაც არ უფიქრიათქო. დედის აცრემლებული თვალების დანახვისას მინდოდა მიწა გამსკდომოდა. მაგრამ მაინც რატომ გავაკეთე ეს? რატომ არ გავყევი სახლში? ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდნენ და წამიყვანდნე, მე კი უკანასკნელ მომენტში ვთქვი უარი და საკუთარ „უბედურებას“ მოვაწერე ხელი, საკუტარი ნებით.

დაუკაკუნებლად შემოვიდა სანდრო ოთახში ველაფერი რომ დაწყნარდა და „სტუმრებიც“ წავიდნენ. მანქანების ხმა რომ გავიგე, იმის ძალაც არ მქონდა ფანჯარასთან მივსულიყავი და შესაძლოა უკანასკნელადაც კი დამენახა საკუთარი მშობლები. ვიცოდი როგორ ვატკინე გული. 5 წელი ელოდნენ ჩემს გაჩენას და შემდეგ 19 წელი მხოლოდ ჩემთვის ცხოვრობდნენ. ყოველტსი მეგობრული დამოკიდებულება მქონდა ორივესთან. არასდროს არაფერს ვუმალავდი და ასევე იყვნენ თვითონად. უბანში ნიაკოს გაპარვის გაპარვის ამბავი რომ გავიგეთ ერთად ვაკრიტიკებდით მე და მაია 20 წლის გოგო რას მალავს, ვინმე ხო არ დაახრჩობს სიყვარუისთვისო. ახლა კი.. ახლა ისე გავუცრუე იმედები, პირველად ცხოვრებაში დედაჩემმა ჩემზე ხელის აღმართვა ცადა. პირქვე დამხობილი ვიწექი საწოლზე და ბალიშში თავჩარგული ვქვითინებდი.
კარის ხმა რომ გავიგე არც გავნძრეულვარ
-წავიდნენ -სანდროს საოცრად თბილი ხმა ჩამესმა. პირველად ქონდა ასეთი ხმა. ალბათ იმიტომ რომ თვითონაც არ ელოდა ჩემგან ასე მოქცევას. ყოველთვის იმას ვეუბნებოდი, ნახავ თუ ციხეში არ ამოლპებითქო და ის სიტყვები რომ გაიგო ჩემგან გაოგნებული მიყურებდა. ზურგში ვგრძნობდი მის მზერას -ტირი ტოო?
-გადი! -თავის აუღებლად მივუთითე კარისკენ
-მისმინე, მადლობა მინდოდა რომ მეთქვა და არ ინერვიულო, ყველაფერი მოგვარდება. ცოტა დრო ჭირდებათ და გადაუვლით
-ჩემ მშობლებს ჩემზე კარგად იცნობ? -ტირილისგან ჩაწითლებული თვალები რომ დამინახა ვიგრძენი როგორ დაეჭმა თითეული ძარღვი - ეს გინდოდა? ხომ მიაღწიე? აჰაა დავრჩი! ვერ ხვდები რომ თავსაც იუბედურებ და მეც მაუბედურებ? რატომ მოიქეცი პატარა ბავშვივი?
-ადექი და წავიდეთ! -მკაცრი გაუხდა ხმა
-სად?
-ადექი!!! -უკვე ყვირილზე გადავიდა და ოთახშიც მაშინვე მათე გაჩნდა -ვერ ავიტან რომ მთელი ცხოვრება ასე ტიროდე. იმისთვის არ გამიკეთებია ეს რომ დამეტანჯე. ადექი და წამოდი! მე ავუხსნი ყველაფერს შენს მშობლებს და გაპატიებენ! მთელი ცხოვრება თუ გაუბედურებული გექნება ჩემთან ყოფნით რა აზრი აქვს?! ჩაიცვი და წავიდეთ!
-რას აკეთებ ბიჭო გაგიჟდი? -სანდროს დაწყნარება ცადა მათემ
-რა გავაკეთო ბიჭო, არ ვუყვარვარ და ძალით რამდენ ხანს მეყოლება აქ? ამის ცრემლების დანახვას, თან ჩემი მიზეზით, მირჩევნია საერთოდ არ ვხედავდე.
-კარგი, წამოდი. დაწყნარდით და მერე ილაპარაკეთ. -თითქმის ძალით გაიყვანა ოთახიდან სანდრო.
რა დამემართა მეე? სუნთქვა შემეკრა. გულისცემა გამიხშირდა. ვიგრძენი რომ მართლა ვუყვარდი. ვუყვარდი და ყველაფერს გააკეთებდა ჩემ გამო. ვიგრძენი რომ მხოლოდ იმიტომ არ დავრჩენილვარ აქ ციხისგან რომ დამეცვა. უფრო ძლიერი რაღაც მაკავებდა. რაღაც მაჯაჭვებდა აქაურობას და სანდროს.
ვიწექი და ყურს ვუგდებდი ჩემი სხეულის ცვლას. გახშირებულ პულსაციას, მუცელში გაჩენილ რაღაც უცნაურ გრძნობას და ვერ ვხვდებოდი როდის მოხდა ეს ცვლილებები. იმაში კი დავრწმუნდი, რომ ჩემი აქ დარჩენის მიზეზი მხოლოდ მისი ციხისგან დაცვა არ იყო. რაღც უფრო ძლიერი. საკუთარ თავს ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ... ნუთუ შემიყვარდა? არა რა სისულელეა. ორი საათის წინ მზად ვიყავი უკანმოუხედავად წავსულიყავი და დამეტოვებინა. ან იქნებ მეგონა ასე და ვერ შევძლებდი? ფაქტია ვერ გავაკეთე, ვერ დავტოვე, მაგრამ სიყვარულიი? არ ვიცი.. არასოდეს გამომიცდია და ვერ ვხვდები რა გრძნობაა. ჩემსა და დედაჩემს შორის ჩამდგარი სანდრო რომ დავინახე სუნთქვა გამეყინა. მე მიცავდა, მიცავდა იმიტომ რომ ვუყვარდი. მომიტაცა იმიტომ რომ ვუყვარდი. რამდენიმე წუთის წინ ჩემს უკან დაბრუნებას ფიქრობდა იმიტომ რომ ვუყვარდი და ახლა ვაცნობიერებდი რამდენად დიდი უნდა ყოფილიყო ეს გრძნობა, რომ ჯერ მზად ყოფილიყავი მთელ სამყაროს შებრძოლებოდი ამის გამო, შემდეგ კი იმ მიზეზით რომ საყვარელი ადამიანის ცრემლები არ დაგენახა თან შენს გამო, უარი გეთქვა შენი სურვილის ასრულებაზე და მისი სურვილი საკუთარ თავზე წინ დაგეყენებინა.
ვიწექი და ვფიქროდი.
ვფიქრობდი ყველაფერზე...
სანდროზე..
ჩემზე...
ჩვენზე...
ფაქტიურად მისი ცოლი ვიყავი, თანაც საკუთარი გადაწყვეტილებით და საოცრად მომინდა სურვილის მასთან ჩახუტების.
პირველად მივადექი მისი ოთახის კარს და დაუკაკუნებლად შევედი. ისე როგორც თვითონ, როცა იცის რომ მასზე გაბრაზებული ვარ და ჩემი ნებით მაინც არ გავუღებ კარს
-უკვე მზად ხარ? -წელს ზემოთ შიშველი მათეს დანახვისას მთელ სხეულში თბილმა ჟრუანტელმა დამიარა და ინსტინქტურად მოვტრიალდი უკან. როცა მივხვდი რომ მაისური ჩაიცვა ისევ მისკენ მივტრიალდი და ოდნავ დამტბარ, მაგრამ მაინც მკაცრ მზერას გადავწყდი, წეღან რომ ისარივით მერჭობოდა გულში
-საქმე მაქვს.
-ბიჭებს დავურეკე, ამოვლენ და წავალთ.
-არა, არ მინდა წასვლა
-რა? -ბედნიერებით და გაოცებით სავსე გაუხდა სახე
-სხვა რაღაც მაინტერესებს -მორცხვად დავიწყე საუბარი
-გისმენ -საწოლზე დასაჯდომად მიმითითა და თვითონ იატაკზე მუხლებით დადგა. თავი ჩემს მუხლებზე ედო და ქვემოდან მიყურებდა
-მაინტერესებს რას გრძნობს ადამიანი, როცა უყვარს?
-რაა? -კიდევ ერთხელ გაუკვირდაჩემი კითხვა და დაიბნა კიდეც
-რა თქვი?
-რას გრძნობს ადამიანი როცა უყვარს? -მორცხვად დავხარე ისევ თავი
-როცა უყვარს? -გამიმეორა კითხვა -იმას რასაც მე
-შენ რას გრძნობ?
-დავიწყოთ იმით, რომ რაც შენ გაგიცანი საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ. როცა გხედავ გაასმაგებული პულსაცია მიხდება, თითქოს სუნთქვაც მავიწყდება. მზად ვარ კიდეც შევწყვიტო თუ შენთვის ასე უკეთსი იქნება და შენ ამით უკეთ იქნები. ამის გარდა უზომო სიხარულს და ბედნიერებას. სულ კარგ ხასიათზე ვარ, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ხანდახან ისე მიშლი ნერვებს წყობიდან გამოგყავარ, როგორც წეღან, თუმცა ასეთ მდგომარეობაშიც კი არ შემიძლია შენთვის ზიანის მოყენება და მხოლოდ იმაზე ვფიქრობ შენ იყო ბედნიერი. ხო კიდე რავი უამრავ რაღაცას, რასაც სიტყვებით უბრალოდ ვერ ავხსნი. ხო, რაც შეეხება როცა ვერ გხედავ. მაშინ სულ მოწყენილი ვარ და საოცარ მონატრებას ვგრძნობ. შენი გახსენებისას კი უნებურად მეღიმება და სითბოთი ვივსები. ეს რამდენიმე დღე კი, როცა ვიცოდი, რომ შემს გვერდით ოთახში გეძინა ფრენაც შემეძლო. ყოველ ღამე შემოვდიოდი შენს ოთახში და მძინარეს გიყურებდი ჩუმად. მაშინ ყველაზე დაუცველი მეჩვენებოდი და ყველაზე მეტად მინდოდა სენც გვერდით, შენთან ჩახუტებულს შენი ძილისთვის მედარაჯა, მაგრამ ეს რო გამეკეთებინა,წარმომიდგენია კივილით როგორ აიკლებდი მთელ სახლს... კაროჩე ესაა რა -მცირე პაუზის შემდეგ დაამატა ბოლო სიტყვები და ფეხზე წამოდგა.
თითქმის სირბილით წამოვედი მისი ოთახიდან, ისე რომ არც შემიხედავს. ტირილი მინდოდა... არა იმიტომ რომ რამე მტკიოდა ან მწყინდა. ვიგრძენი როგორი ბედნიერი ვიყავი იმ სიტყვების გაგების შემდეგ და ბედნიერების ცრემლებმაც თავისდაუნებურად დაიწყეს ლოყებზე დენა.
არ ვიცოდი რა გამეკეთებინა... მოსმენილის შემდეგ მითუმეტეს.
ეზოში მანქანა შემოვიდა. რამდენიმე წუთში მისაღებ ოთახში ჩავედი და ბიჭებს მივესალმე.
-რძალოო, როგორ ხარ? -თითქმის ერთ ხმაში მკითხეს სამივემ -თუ რძალო აღარ დაგიძახოთ?
-რატომაც არა? -გამომწვევად ვუპასუხე და სანდროს გვერდით მოვთავსდი დივანზე. ამათი „დაშტერებული“ სახეების დანახვისას სიცილს ძლივს ვიკავებდი.
-მოიცა რა ხდება? -ინტერესით იკითხა ერთ-ერთმა მათგანმა
-კარგით, თუ არ გინდათ ნუ მომმართავთ ეგრე და ლილე დამიძახეთ უბრაოდ. -კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი ამათ „დადებილებულ“ სახეებს და სამზარეულოსკენ წავედი.
მაგიდაე დალაგებული პროდუქტების გადანაწილება დავიწყე და სადილის გასაკეთებლად სასურველი პროდუქტები მოვამზადე
-რას აკეთებ? -გაოცებული სახით შემოვიდა რაზმაძე
-სამზარეულოში ცოლის მოვალეობას ვასრულებ. ნუ მიყურებ ეგრე კარგად ვარ
-ანუ არ წაგიყვანო?
-მერე გაძლებ უჩემოდ?
-მეღადავები?
-რა შემატყვე?
-ანუ?
-ანუ, ანუ და აქ ვრჩები შენთან. რამე პრობლემა ხომ არაა?
-მატყუეებ?
-სანდრო რა გჭიირს?
-არაფერი, მიხარია უბრალოდ. -უკნიდან ჩამეხუტა და ხელები მუცელზე გადააჯვარედინა. -ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ -სასიამოვნო ჟრუანტელი მომგვარა ამ ოთხმა სიტყვამ
-ასე თუ უნდა ვიყოთ ვერაფრის გაკეთებას ვერ მოვახერხებ და მშივრები დავრჩებით.
-ცოტა ხანს რაა -ჩემს ყელში ჩარგო თავი და ამოსუნთქულმა ჰაერმა კიდევ ერთხელ მომგვარა უკვე კარგად ნაცნობიჟრუანტელი

გაოცებული ბიჭები ჩუმად უყურებდნენ ერთმანეთს და კითხვის დასმას ვერ ბედავდნენ. ხან მე შემომხედავდნენ ხან სანდროს.
-თქვით ახლა რა ხდება ტოო, ამომხდა სული -სიჩუმე დაარღვია მათემ და ოთხმა წყვილმა თვალმა დაკვირვებით მოგვაპყრო მზერა
-არაფერი -სანდროს პასუხმა იმედები გაუქრო ოთხივეს
-ქორწილისთვის მოემზადეთ ბიჭებოო -სიცილით დავიწყე მაგიდის ალაგება
-ღადაობთ ხო? -გაოცებული სახეებით უყურებდნენ ერთმანეთს
-არა, არ ვღადაობთ -სიცილით უთხრა სანდრომაც -მათიუს შენ მეჯვარეობისთვის მოემზადე, ბიჭებო თქვენ საპატიო სტუმრების სტატუსისთვის.
-ეე გილოცავთ -პატარა ბავშვებივით უხაროდათ
მთელი დღე მისაღებ ოთახში ვისხედით ტკბილეულით და წვენებით მომარაგებულები და ხან და ისტორიას მიყვებოდნენ ხან რას. სანდრო ბავშვობის სასაცილო მომენტები, მერე ერთად ჩატარებული რაღაც სასწაული ოინები, ბავშვური სიცელქით და იუმორით დატვირთული. დიდი ხანია დრო ასე კარგად არ გამიტარებია. ცოტა ხნით გადამვიწყდა კიდეც წეღანდელი ამბები და მშობლებთან ჩხუბი. მთელი გულისყურით ვუსმენდი და უკვე მუცლის ყველა კუნთი მტკიოდა ამდენი სიცილით
საღამოს ბიჭებმა ყველამ ერთად დაგვტოვეს. მათემ გამოგვიცხადა თქვენი შემხედვარე ჩემი გოგო მომენატრა და რო არ ვნახო გავრეკავო.ამიტომ ასე აღმოვჩნდით მე და სანდრო სახლში მარტოები.
-ყველაზე ბედნიერი ვარ იცი? და ვნანობ რომ აქამდე არ მოგიტაცე
-იდიოტი ხარ
გვიანობამდე ვსაუბრობდით ათას სულელურ თემას მერე „უბის წიგნაკს“ ვუყურეთ და ჩვენ ოთახებში გავემართეთ დასაძინებლად. თუმცა როგორ გინდოდა ახლა დაძინება? უაზროდ ვწრიალებდი საწოლში და უშედეგოდ ვცდილობდი დაძინებას. რაღაც მაკლდა, რაღაც არა, ვიღაც და საოცარი სურვილი მქონდა ახლა მასთან ჩახუტებულს დაძინების.
ღამის ოთხ საათზე ჩუმად ავდექი საწოლიდან და სანდროს ოთხისკენ ფეხაკრებით წავედი. უხმაუროდ გავაღე კარი და მძინარე რაზმაძის დანახვისას სუნთქვა დამავიწყდა. შევეცადე უხმაუროდ დავწოლილიყავი და ზურგზე მივეწებე.
-ვერ იძინებ? -ჩემსკენ გადმობრუნდა, თავი მკერდზე დამადებინა და ხმაურით მაკოცა შუბლზე. ყველაზე ტკიბლად მეძინა იმ ღამეს. ძილშიც კი ვგრძნობდი რომ ჩემთან იყო და მიცავდა.
დილით მის მკლავებში გაღვიძება კი ორმაგად სასიამოვნო იყო.

შემდეგ იყო ქორწილისთვის მზადება. გადავწყვიტეთ ქორწილი ამ სახლში გადაგვეხადა. არც ისე ბევრი სტუმრით, მხოლოდ ახლო მეგობრების წრეში. ჯარი სვეტიცხოველში უნდა დაგვეწერა.
საქორწინო კაბის არჩევა ერთი პრობლემა იყო, ვერსაც ვნახე ისეთი, როგორიც მინდოდა. ამიტომ სანდრომ დიზაინერთან წამიყვანა და ჩემი დიზაინით შეაკერინა კაბა.
ყველაფერი იდეალურად იყო. სრულყოფილ ბედნიერებამდე მხოლოდ ერთი დეტალი მაკლდა, რომელსაც სანდროსთან არც ვახსენებდი. თუმცა ჩემი თქმის გარეშეც ჩემზე კარგად იცოდა რას ვგრძნობდი. საოცარია, როგორ შეიძლება უსიტყვოდ გესმოდეს ადამიანის. არაფერს ამბობდეს, მაგრამ თქვენი გულები იმდდენად ახლოსაა და იმდენად გადაჯაჭვულია ერთმანეთს, თითოეული ფიქრიც კი იცი მისი.
ჩემი გოგოები ქორწილის წინა დღეს ამოვიდნენ და მომზადებაში მეხმარებოდნენ.
ყველაზე ბედნიერი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში.
ყველაზე ბედნიერი!
ოთახიდან გამოსულს ჩემი მშობლები რომ დმხვდნენ, სანდრო რომ უმშვენებდა გვერდს ცრემლი ვერ შევიკავე და ძლივს გაკეთებული მაკიაჟი გავიფუჭე. თუმცა მაკიაჟი რა მოსატანი იყო. იმდენად სრულყოფილად ბედნიერი ვიყავი ერთი წამით შემეშინდა კიდეც ამ ბედნიერების, თუმცა შემდეგ მთლიანად მივეცი თავს ყველაფრით ტკბობის უფლება.
ეს ხომ ის დღე იყო, ყველა ქალი რომ ოცნებობს და მე ასე მოულოდნელად მეწვია.
ხო, აი ასე, ყველაფერი კარგი მოულოდნელად მოდის ხოლმე, მაშინ, რდესაც ყველაზე ნაკლებად ველოდებით <3



––––––––––––––––
იმედია მოგეწონებათ ეს ისტორია love
ვიცი, რომ ძალიან ცუდი ვარ რაც წინა ისტორიასთან დაკავშირებით გავაკეთე იმის გამო და უდიდეს ბოდიშშ გიხდით, ყველას, ვინც ელოდებოდით (ელოდებით) ახალ თავს... უბრალოდ მუზები გამექცნენ და რა ვქნა... თუმცა პირობას გაძლევთ, რომ წინა ისტორია აუცილებლად დასრულდება love
ძალიან მიყვარხართ love



№1  offline წევრი Heartbeat

ვაიმე რა კაი იყო ძალიან მომეწონა❤️❤️❤️
--------------------
გაიღიმეთ..მთავარია პოზიტივი❤️

 


№2  offline წევრი kesoo

Heartbeat
ვაიმე რა კაი იყო ძალიან მომეწონა❤️❤️❤️

ძალიან მიხარია love ძაან დიდი მადლობა love

 


№3  offline წევრი მარეამო

Iimee ^^ sayvarloba iko ♡♡♥

 


№4  offline წევრი kesoo

მარეამო
Iimee ^^ sayvarloba iko ♡♡♥

მადლობა love love

 


№5  offline წევრი i love Green Day

ძალიან კარგიაა <33

 


№6  offline აქტიური მკითხველი aanamaria

შესანიშნავი იყო relieved

 


№7 სტუმარი სტუმარი Maiko

Dzalian momewona.

 


№8 სტუმარი სტუმარი Madona

Mokle da zalian sayvareli aravitari umnishvnelo detalebi zalian sayvarloba iyo❤

 


№9 სტუმარი ეკა 5

კარგი იყოო, არც გაწელილი, არც გადატვირთული, თბილი, ტკბილი, ლამაზი... წარმატებებიი❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent