შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა დავარქვა ამ გრძნობას


4-04-2015, 00:16
ავტორი TaMo19
ნანახია 1 887

დღესაც ისე როგორც ადრე უჩვეულოდ იწყება ჩემი დილა,მაღვიძარამ გამომიყვანა სიზმრების კორიანტელიდან და გამახსენა რომ უნივერსიტეტში უნდა წავსულიყავი...მზე ისე სწვავდა გარემოს ლამის მოეკიდა არემარეს...უნივერსიტეტში მისულს ჩემი საუკეთესო დაქალი თამო კარებთან დამხვდა და წუწუნი დამიწყო
- გოგო შენ თუ საერთოდ კარგად ხარ?სად იყავი?სად გქონდა მობილური?ნუთუ ვერ მომწერე?ნუთუ არ გიფიქრია რომ ვინერვიულე?
-კარგი რა თათა სულ ნუ მებიზღუნები ... უბრალოდ მარტო მინდოდა ყოფნა
-ხო ვიცი ნია,გუშინ ხომ შენი მშობლების გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა,მაგრამ ის მაინც მოგეწერა რო სუნდთქავ და ცოცხლობ
-კარგი აღარ გვინდა წავიდეთ თორემ დაგვაგვიანდა
მე და თათა 12 წელია ვმეგობრობთ ,თუმცა ეს მეგობრობაზე მეტია,შეიძლება ითქვას რომ ის ერთადერთი ადამიანია იმ უბედური დღის შემდეგ ვინც ჩემს ცხოვრებაში დავტოვე...
2014 წლის 12 აპრილი იყო როცა დამირეკეს და მითხრეს რომ მშობლები აღარ მყავს იმ დღეს დამთავრდა ჩემი ცხოვრების რაღაც პერიოდი,იმ დღის შემდეგ ყველა მეგობარს ნაგლად ვექცეოდი მინდოდა რომ მარტო ვყოფილიყავი თათასაც კი მაგრამ მანდ არ მომცა მარტო ყოფნის უფლება და მთელი ამ დროის მანძილზე ჩემს გვერდით იყო როცა ცხოვრებაში მშობლებს კარგავ იწყებ იმაზე ფიქრს თუნდაც უნებლიედ განა რა დააშავე ცხოვრებაში ესე რომ ისჯები?თუმცა დღემდე იმ იმედით ვცხოვრობ რომ როცა უფალი რაღაცას გართმევს სანაცვლოდ უკეთესს გაძლევსო მაგრამ განა მშობლებზე უკეთესი არის ქვეყნად რამე?
ჩვენი ლექციები დასასრულს მიუახლოვდა და შინისკენ წასასვლელად ვემზადებოდი როცა შემთხვევით ვიღაც ბიჭს მხარი გავკარი...
-უკაცრავად ვერ შეგამჩნიეთ(ვუთხარი მორცხვად )
-სად შემამჩნევდი განა გაქვს თვალები?(არც კი შემოუხედავს ისე მომაძახა)
არ გმიცია პასუხი ისე გავაგრძელე ჩემთვის გზა და ცოტახანში მკლავზე ძლიერი ხელი ვიგრძენი უცებ შემეშინდა...
-ნუთუ საკმარისია ბოდიშის მოხდა და წასვლა ბარბი?(მკითხა ბიჭმა რომელსაც შემთხვევით დავეჯახე)
-მემგონი კი ვუპასუხე და ვთხოვე ხელის გაშვება
-გაგიშვებ იმ შემთხვევაში თუ ბოდიშს კიდევ მომიხდი
მის ნათქვამს ყურადღებაც კი არ მივაქციე და გზა განვაგრძე
-როცა გელაპარაკები ნუ მიდიხარ (დამიყვირა)
-მე თქვენთან არაფერი მაქვს სალაპარაკო,ნუთუ ასეთი სისულელის გამო ღირს კამათი,მითუმეტეს ბოდიშიც კი მოგიხადეთ...
მისი ირონიული სიცილი ჩამესმოდა ყურში და ჩემდაუნებურად ცრემლი გადმომივარდა თვალიდან ამის მიზეზს თვითონაც ვერ მივხვდი,მაგრამ უკან მოუხედავად გზა განვაგრძე ახლა უკვე ჩქარი ნაბიჯებით.შინ მისული სულ მის ირონიულ სიცილზე ვფიქრობდი და საკუთარ თავს ვეკითხებოდი ამის მიზეზს,მაგრამ თავში მხოლოდ ის აზრი მიტრიალებდა რომ ნია არაბული არის გოგო რომელსაც ყველა თვლის ერთ პატარა განებივრებულ თოჯინად ,მაგრამ განა სინამდვილეში მათ იციან მე როგორი ვარ?ცხოვრება ხომ უცნაურობებით არის სავსე არასდროს იცი რას უნდა ელოდო ცხოვრებისგან...მაშინაც კი როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა მშობლები გვერდით მაშინ წამართვა ღმერთმა ისინა და ახლა რაღას უნდა მოველოდე?
საღამოს პარკში მე და თათა ვიჯექით და ჩვენს ბავშვობას ვიხსენებდით:
-ნი გახსოვს როგორ გვიყვარდა ცხენებზე ჯირითი?(მკითხა თვალცრემლიანმა?რაზეც მე გამეცინა რადგან თამო არასოდეს ტირის winked
-კი თამ მახსოვს მაგრამ რა გატირებს ვკითხე სიცილით
-უბრალოდ დრო გადის და ვიცვლებით
-მაგრამ მე და შენ დროც კი ვერ შეგვცვლის
-მოვა დრო და ჩვენც შევიცვლებით,შეიძლება უცხოებიც კი გავხდეთ ერთმანეთისთვის(მისმა ამ სიტყვებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა,მსგავს რაღაცეებზე ადრე იცინოდა ხოლმე ახლა კი თვითონაც ასე საუბრობს რაზეც მე მცინება)
-ნია ჩვენი მეგობრობა უსასრულოა აკვნიდან სამარემდე
-თამ რა გჭირს შენ დღეს?
-უბრალოდ დრო გადის და ეს ცხოვრება სენტიმენტალურებს გვხდის
)პასუხის გაცემას ვაპირებდი როცა იმ ირონიულ ბიჭს მოვკარი თვალი და სწრაფად წამოვდექი)
-ნია რა გჭირს სად მიდიხარ?
-არაფერი მკითხო სწრაფად წამოდი-კი მაგრამ რა მოხდა სად მიდიხარ?მოგსდევს ვინმე?
-კი უკან ტირანი მომსდევს ვუთხარი სიცილით რაზეც მან გადაიხარხარა და ტირანმაც შეგვამჩნია და დამიძახა
-სენტინენტალურო ცემლო სად გეჩქარება?
-დასაძინებლად მკვახედ ვუპასუხე
-მეც წამოგყვე ბარბი?
-უშენოდაც გავუმკლავდები
-სხვა დროს იყოს მაშინ
თამო გაშტერებული მიყურებდა
-ვინ იყო ის ტიპი?
-ტირანი
-კაი სერიოზულად
-ირონია
-ოჰჰ ნუ ბავშვობ,მართლა ვინ იყო?
-არ ვიცნობ უბრალოდ დებილია გაატარე
-არაა მაინტერესებს მითხარი რა love ისე სიმპატიური კია რა გინდა
-კარგი არ მოგბეზრდა თამო სულ მაგას ამბობ ყველა ბიჭზე ვისაც კი გამოველაპარაკები
-კარგი დავივიწყოთ
ჩემს კორპუსთან დავეშვიდობეთ ერთმანეთს...სახლში შესული ჩემს ლოგინში ჩავწექი,მერე რა მოხდა ღმერთმა იცის(ჩამეძინა wink )




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent