შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული ჩააბარებს გამოცდას (1)


5-04-2015, 17:15
ავტორი Hunted
ნანახია 1 687

დილით ქუხილმა გააღვიძა
გიჟდებოდა წვიმაზე და ნაცრისფერ ცაზე.

მობილური აიღო და ნიას დაურეკა "წავიდეთ რა დღეს ნიი"
"წვიმს?!"
"კიიი" გაიწელა ანუკი -გთხოვ წამო რა, მარტო არ გამიშვა
"ნახევარსაათში მზად ვიქნები" იყო პასუხი.
გიჟდებოდა ნიაზე ზუსტად იცოდა წვიმას რომ ვერ იტანდა მაგრამ ანუკის გამო მაინც წავიდოდა...

ორი ერთნაირი ადამიანი არ არსებობს!
ვერც ვერასდროს იარსებებს და არც არასდროს უნდა იარსებოს,
თორემ მერე ყველაფერი გაბანალურდება, სულ ყველა ერთნაირი იქნება და ცხოვრებაც საშინლად მოსაწყენი გახდება...
ყველაზე საინტერსო ორი რადიკალურად განსხვავებული ადმაიანია,
ისინი ხომ ერთმანეთს ავსებენ!
აი წარმოდგინეთ ნიას რომ მზე არ ყვარებოდა ანუკი თბილ ამინდში სასეირნოდაც კი არ გავიდოდა
ასე იქნებოდა ნიაც, ანუკის რომ წვიმა არ ყვარებოდა ვერასოდეს იცეკვებდა წვიმაში...ვერც ცისარტყელას ნაავდა ასე ახლოდან და არც მის ფერებს მიაქცევდახოლმე ყურადღებას...
მოკლედ დასკვნად შეგვიზლია დავდოთ რომ
ორი განსხვავებული ადამიანი ერთ სრულყოფილებას ქმნის!

მოკლე თხელი შავი სარაფანი გადაიცვა, მუხლამდე სერი ბოტები ამოიცვა და სახლიდან გავიდა.
მიდიდოა და წვიმას სახეს უშვერდა, თან ეცინებოდა ვინემმ რომ დამინახოს გიჟი ვეგონებიო...

ნიას რვიანებთან შეხვდა
უნივერსიტეტში წასვლას არჩიეს ყავა დაელიათ კარამელის ნაყინთან ერთად.
მიდიოდნენ და ხალხის მზერას იპარავდნენ, წყვილი თვალები ყველგან ეკიდებოდნენ.
ადამიანის თვალს საშინლად უყვარს სილამაზის ცქერა,
ნია და ანუკი კისილამაზის ანგელოზები იყვნენ.

***


***

-ორი კარამელის ნაყინი და ორი კაპუჩინო, თუ შეიძლება -ვუთხარი მე და ნიას გავხედე დასტურად იმისა რომ ათიანში გავარტყი,
თვალის ჩაკვრით მიხვდი რომ მასაც კაპუჩინო უნდოდა.

-ვგიჟდები კარამელზე -გულწრფელად ვთქვი მე და კარამელი კოვზზე დავახვიე
-იცი დღეს რა მაგარი თამაშია -დაიწყო ნიამ და უკვე ვიცოდი საუბარს საითაც წაიყვანდა
-მერე? გავიკვირვე მე
-ნიკამ მითხრა ბილეთებს მოგცემო და გამიხარდება თუ მოხვალო და კიდე ანუკის უთხარი მისი მოსვლაც ძაან გამხარებსო და მერე ორივეს სახელზე იქნებ ორი გოლი გავიტანოვო
-მერე შენ რა უთხარი?! - გავიცინე მე
-რა უნდა მეთქვა? თუ მოვახერხეთ აუცილებად მოვალთ თქო
-მერე? გავიღიმე ისევ მე
-ოო რა, მერეს მეტი არაფერი არ იცი?!
მე ჩავბჟირდი -შენ კაცმა რომ გკითხოს სულ არ მოგწონს ნიკა
-არ მომწონს კიარა ვგიჟდები, ვითომ არიცოდე რაა -იწყინა ნიამ
-არასოდეს გითქვამს
-საჭირო იყო?!-მე ისევ გავუცინე,
სინამდვილეში საჭირო მართლა არ იყო იმიტომ, რომ ჩვენ უთქმელად ვხვდებით ხოლმე ყველაფერს!
ხანდახან ყველაზე კარგი ზუსტად ეგაა,
როცა გიჭირს, შენს საუკთეოსო ადამიანთანაც კი გრძნობების გამხელა ის უბრალოდ თვალებით გახვედრებს რომ ყველაფერს გრძნობს და შენს გვერდითაა ბოლომდე
ამ დროს გრძნობს რომ გვერდით გყავს
ის ვინც ბოლომდე შენთვის იარსებებს

-წავიდეთ რაა, თან მართლა ძალიან მაგარი თამაშია
-ბილეთებს როდის გამოართმევ? -გავუცინე მე
ნიას თვალებში აღფრთოვანება დავინახე და მივხვდი რომ ნიას აღარ მოსწონდა ნიკა...
იმიტომ რომ მასზე ყურებამდე იყო შეყვრებული
-მითხრა ჩემი ძმკაცები დაგხვდებიან სტადიონთანო -ყურებამდე გაღიმებულმა მითხრა ნიამ და კაპუჩინო მოსვა
-კაი რომელზე უნდა ვიყოთ?
-რვაზე იწყება და ჩვენ შვიდზე გავიდეთ.


ჯერ მხოლოდ პირველი საათი იყო ამიტომ დრო უამრავი მქონდა,
ვგიჟდები ფეხით სიარულზე და მითუმეტეს წვიმაში
ამიტომ ვერიდან ვაკემდე ფეხით წამოვედი...
ქალაქი შედარებით ცარიელი იყო, მე უკვე საკმაოზე მეტად დასველებული
თუმცა ნაბიჯების აჩქარებას მაინც არ ვაპირებდი
ყურსასმენები სასიამოვნო მელოდიას ყვიროდნენ
მე კი ძირს ვიყურებოდი და ნიკაზე და ნიაზე ვფიქრობდი
ღმერთო რამაგრი წყვილი იქნებოდა!
სასწაული პირდაპირ!
გაგიჟდებოდა მთელი თბილისი
ჩემი ფიქრებით უკვე მათი ქორწლისთვის კაბას ვარჩევდი უცებ ფეხზე საშინელი ტკივილი რომ ვიგრძენი,
თვალებით საბურავი დავინახე ჩემს ფეხთან გაჩერებული,
რომელსაც როგორც მივხვდი უკვე მოესწრო ჩემ ფეხზე გაასეირნება.
შავი მერსედესის კარი გაიღო და იქიდან ოცდახუთწალმდე ბიჭი გადმოვიდა ღიმილით
ხომ გინახავთ მულტფილმებში ჩაიდანივით რომ ცხელდებიან
აი ისე დამემართა ზუსტად მე როცა ამ ჯამბაზის სახე დავინახე,
მინოდოდა კარგად გამომელანძღა მაგრამ ვერ ვხვდებოდი როგორ დამეწყო
-გოგონა კარგად ხარ? -ბარიტონი იყო საოცრად ხავერდოვანი და მე დავდნი...თუმცა ღიმილი არ მავიწყდებოდა
-შეიძლება გავიგო ადამიანისტვის ტკივილის მიყენება სიამოვნებას განიჭებთ?
მისი გაკვირვებული სახე რომ დავინახე მივხვდი ვერაფერს მიხვდა და დავუკონკრეტე -რა გაცინებდათ?
-თქვენ?
-რა მე? -დავიბენი მე რადგან ვერაფერს მივხვდი.
-თქვენ რა გაცინებდათ?
-მე როდის ვიცინოდი?!
-შენ იცნოდი და თან გზაზე უაზროდ გადმოდიოდი ამიტომაც ვერ გაიგე ჩემი სიგნალის ხმა
როგორ უცებ გადმოვიდა შენობით ფორმაზე გავგიჟდი.
-უაზროდ მე კი არ გადმოვდიოდი შენ არიცი ტარება -გაბრაზებულმა ესღა მოვიფიქრე და სახე დავმანჭე რადგან ფეხის ტკივილმა შემახსენა თავი, რომელიც რატომღაც დავივიწყე
-კარგად ხარ?! -საოცარი სითბო ჟღერდა მის ხმაში
-მგონი -ამოვიკრუსუნე მე
-ჩაჯექი მიგიყვან
გაპრანჭვის არც თავი მქონდა და არც სურვილი
დამაზარალა და წამიყვანოს თქო,
მხრები ავიჩეჩე და მისამართი ვუკარანახე.
სუნი რომელიც სალონში იდგა ვერაფრით ვიცანი არადა საშინლად მომეწონა,
მთელი გზა ტვინს ვიჭ....ტდი მაგრამ ვერაფრით მივხვდი
საოცრად ნაცონობი და თან უცნობი სუნი იყო
ბოლოს რომ მივხვდი თავიც მტკივდებოდა თავი დავანებე და უბრალოდ ხარბად შევისუნთქე რაც ჯამბაზსს არ გამოპარვია,
დავინახე ტუჩის კუთხეში როგორ გაეპარა ღიმილი...
სარკეში შევხედე და იქ ნანხმა აზროვნების უნარი წამრთვა, საოცრად სიმპატიური ყოფილა თქო გავიფიქრე და თავ ზალა დავატანე მზერა მომეშორებინა მაგრამ ვერაფრით შევძელი ამიტომ განგებას დავნებდი და ვინატრე ჩემთვის არ შემოეხედა..
თუმცა იქ
გულის სიღმრმეში ვგრძნობდი
რომ
მინდოდა ჩემთვის შემოეხედა
თუმცა ყველაფერი ხომ ჩვენ "მინდაზე" არა.


დამემშვიდობა და წავიდა,
რარაცნაირად გული დამწყდა მაგრამ არაფერი შევიმჩნიე
თითქოს მინდოდა სახელი მაინც ეკითხა
თუმცა ოცნებებიდან მიწაზე მალე დავეშვი და სახლში ავედი.

ფეხი ოდნავ მქონდა დალურჯებული მაგამ მაინც ძალიან მტკიოდა,
მალამო წავისვი და შევიხვიე, მაღვიძარა ხუთ საათზ დავაყენე და საწოლში ჩავწექი...

დამესიზმრა
თითქოს თამაშიდან რომ მოვედი, ჩემს სადარბაზოსთან იდგა
მეგონა რომ მე მემელოდებოდა
თუმცა ვიღაც გოგო გამოჩნდა
და კისერზე ჩამოეკიდა.
მაშინვე გამომეღვიძა და ისე გავბრაზდი,
თითქოს ჩემი ქმარი ყოფილიყო
რომელიც ღალატსი გამოვიჭირე.
მოკლედ ჩემ თვზეც და მასზზეც უაზროდ გავბრაზდი,
რას დამესიზმრე თქოს ვუჯავრდებოდი როცა ალტერეგომ ამომძახა ის კი არ დაგესზიმრა შენ დაისიზმრეო!
საათს დავხედე და მაღვძარამაც დარეკეა, ფეხის ტკივილს ვეღრ ვგრძნობდი.
წყალი გადავივლე და ყავა გავიკეთე,
საშინლად მეზარებოდა წასვლა
არასოდეს მიყურებია ფეხბურთვისთვის და ეხლა ამატ უნდა შევეწირო თქო ვიცინოდი...
შვიდ საათზე მზად ვიყავი და ნიას ველოდი
მანაც არდააყოვნა და ტაქსით მალევე გამომიარა
ქუჩაში გამოვედი თუ არა ყბა ჩამომივარდა,
მთელი თბილისი თამასისთვის ემზადებოდა
ისეთი პატრიოტული იყო ყველაფერი უნებურად მეც
ხასიათზე მოვედი და ერთი სული მქონდა როდის მივიდოდი სტადიონზე...
თითქმის ყველა ტაქსის მძღოლს ხომ ლაპარაკი უყვარს?!
ჩვენიც არ იყო გამონაკლისი
-გოგოებო ტამაშს უნდა დაესწროთ?
-კი -რიმილით უპასუხა ნიამ
-აი დღეს ჩევნი ბიჭები ნაღდად მოიგებენ!
-იმედია -საობარში ჩავერთვი მე
-იმედი კიარა ზუსტად ვიცი ჯერ მარტო გველესიანი ნიკა ხომ თამაშობს - ნიკას ხსენებაზე ნია გაინაბა - დღეს და წეღან რადიოში მოვუსმინე თურმე მაგის ძმაკაცი როა ერეკლე პაიჭაძე ეგეც ჩამოსულა დღევანდელი თამასითვის აი ნაღდად გეუბნებით მოვგიებთ
-მოიცა ერეკელც ჩამოვიდა? ზუსტად იცით? -გაუხარდა ნიას
-კი შვილო - გაგავეჭიმა ტაქსის მძღოლი
ნიამ მხარი მოკრა და გადმომცურცულა "წარმომიდგენია ნიკას როგორ გაუხარდაო" - "ერეკლე ვინღაა"
-შენ გოგო დებილი ხარო -ისე სერიოზულად მკითხა ნიამ ჩემ აიქიუში სერიზულად სმეპარა ეჭვი
-როგორ მართლა არიცი?
-ვაიმე ნია!ვინაა რატო უნდა ვიცოდე?
-ჩვენი ნაკრების კაპიტანი რო იყო გოგო რა გჭირს
-არ ვიცი
-ნაკრების კაპიტანი იყო ორი წელი, მერე მწვრთნელი ცემა ვიღაც ფეხბურთელს არათამაშებდა თუ რაღაც და გუნდიდან წავიდა
-წავიდა თუ გააგდეს? - რაღაცნაირად თითქოს გამიხარდა, ადამიანსის მიმართ გაუცნობიერებლად რომ ცუდად განეწყობი მასე დამემართა მე
-მწვრთნელი გაუშევს ეს კი არა, პროსტა ეს თვითონ წავიდა რა პონტიაო ჩემ გამო რო გაუშვესო...
-მაშინ წავია როცა ახალი მწვრთნელი მოვიდა -საუბარში ისევ ტაქსისტი ჩაერთო - მაქამდე გუნდი არ მიუტოვებია, მაგარი ბიჭია პაიჭაძე, კაცია ნამდვილი მაგას ვენაცვალე!

დანიშნულების ადგილას მივედით და ნიკას ძმაკაცებიც დაინახა ნიამ
და როცა მათთან მივედით მე ჩავვარდი ჩვეულებრივ შოკში რადგან ჩემ წინ ჯამბაზი იდგა!


ვიცი ჯერ ცოტა გაურკვეველია დ აპირველი თავია მაგრამ იქნებ მითხრაატ ღისს გაგრძლება? :/



№1  offline წევრი vighaca

Dzalian magaria

 


№2  offline წევრი Sexy Mädchen

დასახვეწია...
--------------------
:)

 


№3  offline წევრი xatia-shverdashvili

Ki kargiia dzaalian :)) male dadee :*:*:*

 


№4  offline წევრი ruti

gagrdzeleba girs namdvilad♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent