ალექსანდრეს ალექსანდრა შეუყვარდა (თავი I)
აპრილი იყო. მახსოვს როგორ ციოდა. გარეთ ცივი ქარი ქროდა. მე სახლში ვიჯექი, გვერდით ყავის დიდი ჭიქა მედგა და თუ სწორად მახსოვს ემილი ბრონტეს ,,ქარიშხლიან უღელტეხილს'' ვკითხულობდი. მაშინაც და ახლაც ჩემთვის საუკეთესო განტვირთვა კითხვა იყო და თავისუფალ დროს სულ ვკითხულობდი. მშობლები ერთი კვირით თურქეთში იყვნენ წასული, ჩემი უფროსი ძმა დათუნა კი წყნეთში იყო, რაღაც უაზრო ,,ფართი''-ზე. ასე რომ ახლა საუკეთესო დრო იყო ჩემთვის, იმიტომ, რომ მარტოობა მიყვარდა ყველაფერზე მეტად, თუმცა მარტოსული არასდროს ვყოფილვარ. და აი სიმყუდროვე მობილურზე დარეკილმა გამაყრუებელმა ზარმა დაარღვია. -გისმენ. ვუთხარი ხმაში სევდაშეპარულმა. -გოგო მისმენ კი არა, მარი ვარ. დღეს ,,საშოპინგოდ'' მივდივართ მე და ანუკი და უეჭველი უნდა წამოხვიდე. ახლაღა ვიცანი მარის ხმა. -აუუ.. ვერ წამოვალ. -წამოხვალ აბა რას იზავ. გაისმა ახლა უკვე ანუკის ხმა. -კაი, კაი მაშინ გამომიარეთ ერთ საათში. ყურმილი დავკიდე და სააბაზანოში შევედი. ჩაცმა რომ დავამთავრე, მარიმ და ანუკიმ დააკაკუნეს და სიცილით შემოვარდნენ სახლში. მარი და ანუკი ჩემი საუკეთესო მეგობრები იყვნენ. ბაღშიც კი ერთად დავდიოდით და ახლაც, უკვე დამამთავრებელ, მეთორმეტე კლასში გადასულებს ერთმანეთი უსაზღვროდ გვიყვარდა. მარიმ რამდენიმე მაღაზიაში გვაბოდიალა, მერე ძლივს რაღაცეები აარჩია და წამოვედით დაღლილები, შეციებულები და მშივრები. უახლოეს კაფეში დავსხედით და ჭორაობა დავიწყეთ. -გოგოებო დღეს ჩემთან ხომ დარჩებით? ვკითხე ისეთი ტონით, რომ უარს ვერ მეტყოდნენ. -მმმ. მარტო ხარ? -კი, კი. -ხო კაი მაშინ დავრჩებით. სახლში დავბრუნდით. ტანსაცმელი გამოვიცვალეთ და კლუბში წავედით. არ მიყვარდა ხალხმრავალი ადგილები და არც ახლა ვიყავი დიდად მოხaრული იქ ყოფნით, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ცოტა კოქტეილი მოვწრუპე და ცეკვა დავიწყე. კარგა ხანს ვცეკვავდით სამივე და კარგადაც ვერთობოდით, სანამ ვიღაც ხეპრე არ მომიახლოვდა და აგდებული ტონით არ მკითხა: -შენი გაცნობა შეიძლება ლამაზო? -რავი.. -რა გქვია? -სანდრა, ალექსანდრა. -კარგი სახელია. ვიცეკვოთ? -არა. -კი, კი ვიცეკვოთ. -არ მინდა-მეთქი. -გინდა, გინდა. -თავი დამანებე. ლამის დავუღრიალე მე და ჩემს წელზე შემოხვეული ხელები უხეშად მოვიშორე. უცებ ვიღაც მოგვიახლოვდა და ახლადგაცნობილს სახეში უთავაზა. სიბნელეში მისი სახე ვერ გავარჩიე, მე და ჩემი დაქალები იქაურობას გავეცალეთ და გარეთ გამოვედით. ხუთ წუთში დაცვამ გარეთ გამოათრია ორი ნაცემ-ნაბეგვი ახალგაზრდა. ერთი ახალგაცნობილი ბიჭი იყო მეორე კი მხოლოდ მაშინ ვიცანი. ეს სანდრო იყო. ალექსანდრე. დათუნას ბავშვობის ძმაკაცი. სადღაც მისი ასაკის, 22-23 წლის. მაშინვე სანდროსთან მივირბინე და მზრუნველი ტონით ვუთხარი: -არ იყო საჭირო სანდრო, მაგრამ მაინც მადლობა. -როგორ არ იყო საჭირო. და მადლობას ნუ მიხდი. შენ ჩემი ძმაკაცის და ხარ, ესეიგი ჩემი დაც. -ხო, კარგი. სხვა როგორ ხარ? სად იყავი დაკარგული? დიდი ხანია არ მინახიხარ. -რავიცი ,,ნიჩევო''. ,,ვბეზძლნიკობ''. ამერიკაში ვიყავი ექვსი თვით. -ვაა. კაია.-ვუპასუხე მე ოდნავ ბრაზმორეულმა, რადგან ნერვები მომიშალა მისმა ბარბარიზმებმა. სანდრო მანქანაში ჩაჯდა და მიმავალმა მომაძახა ,,ხვალ უეჭველი გამოგივლით''-ო. ისე, რომ თქმაც ვერ მოვასწარი დათუნა სახლში არაა მეთქი. წამოვედით გოგონები, დაღლილებმა საწოლში ჩავიფუთნეთ და ძალიან სასაცილო კომედიას ვუყურეთ. მერე ორივეს ჩაეძინათ. მე ლეპტოპი დავხურე და ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ მეც ღრმა ძილს მივეცი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.