მათხოვარი
ამქვეყნად იდეალური არავინ და არაფერია, იდეალური სიყვარულის ისტორიაც კი არ არსებობს. ასეთ ამბებს მხოლოდ ზღაპრებში და კინოებში თუ წააწყდებით.ერთი სიტყვით ასეთი რაღაცეების არ მჯერა. კარგით, მოდი საკუთარ თავს გაგაცნობთ მე მარიამ დიდბერიძე ვარ, 17 წლის. რომელსაც მამიდის გარდა არავინ არ მყავს. ჩემი არც თუ ისე კარგი ურთიერთობა კლასელებთან და არც ერთი მეგობარი, ალბათ ადამიანს აფიქრებინებს, რომ რთული ხასიათის ვარ. ან კიდევ ორპირი მაგრამ ეს ასე არაა. წვიმს... წვიმის წვეთები გამეტებით ეცემა მიწაზე. ქარიანი, ღრუბლიანი, ნაცრისფერი დღეა, მე კი ჩემს ოთახში ვზივარ და ერთ წერტილს მივშტერებივარ. ოთახი ჩაბნელებულია, ფარდებიც კი არაა გაწეული. არა, არ გეგონოთ რომ რაიმე დამემართა უბრალოდ ძველ დროს ვიხსენებ, ვიხსენებ მამას და დედას. იმ რჩევებს და დარიგებებს რომლებიც მათ ეკუთვნით. სწორედ ისინი დარჩნენ წარსულში, ვისაც მომავალში უნდა ეცხოვრათ. ოთახში, ბუნების სიჩუმეს მხოლოდ საათის წიკწიკი და წვიმის წვეთების წკაპაწკუპი არღვევს. "როგორც ჩანს მეტის ღირსი არ ვყოფილვარ" ესღა გავიფიქრე და სააათს გავხედე. უკვე 8 სრულდებოდა მე კიდევ ჯერ მომზადებულიც კი არ ვიყავი, სკოლაში წასასვლელად. თავი მოვიწესრიგე და სამზარეულოში გავედი. ცოტა ვისაუზმე და სკოლის გზას დავადექი. თან ჩემი განუყრელი მეგობარი ყურსასმენი მოვიმარჯვე. სანამ კლასში შევიდოდი თვალები ზეცისკენ ავმართე და უფალს ვთხოვე: -ღმერთო, ოღონდ ახლა არ იკოს მეტრეველი სკოლაში და მეტი არაფერი არ მინდა.-თუმცა ეს თხოვნა უფალმა არ შემისრულა.შევაბიჯე თუ არა კლასში, ზიზღით სავსე ის წრიპინა ხმა გავიგერომელიც ყოველთვის მამცირებდა. -ვაა, დიდბერიძე მობრძანებულა!საყვარელო ბანკეტისთვის კაბა ჯერ არ გიყიდია?უი, სულ დამავიწყდა მაგისთვის ფული სად გაქ!! -შენ ნუ ნერვიულობ, ანა!-მივმართე დამცინავი ხმით. ანას გვერდს მისი მეგობარი ხატია უმშვენებდა. რომელმაც ბევრი ფიქრის შემდეგ კითხვა მოიფიქრა და მკითხა: -და საიდან? ნუთუ ფერია ნათლია მოგიტანს?-საკუთარ ხუმრობაზე თავდვე გაეცინა. მე შემოვტრიალდი და ჩემს მერხთან დავჯექი.ამ დროს გავიგე როგორ თქვა ანამ ჩემს გასაგონად:-საწყალი, მეწყვილეც კი არ ყავს რომ ბანკეტზე მასთან ერთად წავიდეს. სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა როცა თვალები ამიცრემლიანდა და თვალიდან ჩამოგორებული წვეთი მაშინვე მოვიშორე. ნერვები იმაზე კი არ მეშლებოდა რომ "მეწყვილე" არ მყავდა, ეგ საერთოდ არ მაინტრესებდა. გულს ის მტკენდა რომ ამ მდაბიოებს ჩემი დამცირების უფლებას ვაძლევდი.დამაცადეთ ჩემი ჯერიც მოვა, არც ერთ დამცირებას, არც ერთ სიტყვას არ შეგარჩენთ არცერთს. უბრალოდ ახლა ცუდი დრო მაქ, დამაცადეთ ყველას გაზღვევინებთ.... ბავშვებო, აბა როგორი იყო. ეს ჩემი პირველი მოთხრობაა და ძალიან მწირდება თქვენი შეფასება. შეცდომებისთვის ბოდიშს გიხდით. წინასწარ მადლობა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.