შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედს რა ვუთხარრი თორემ შენ ვინ შეგიყვარებდა


5-04-2015, 20:42
ავტორი tak.
ნანახია 2 348

ტყავის კურტკა, ტყავის ელასტიკი, დიდი შავი ბათინკები, შავი მაიკა, ქერა თმები, ნაცრისფერი ცივი გამომეტყველების თვალები..ატირებული გამორბიშ სახლიდან. შემოაჯდა ბაიკს და მთელი სისწრაფით გაემართა. მიდიოდა, მაგრამ სად არავინ იცოდა. 160..180..200..220.. მკვეთრი მუხრუჭი და..
* * *
მოგესალმებით ახალი ამბებით. დღეს ბათუმშჳ მოხდა ავარია, სადაც სატვირთო მანქანა დაეჯახა ბაიკზე მჯდომ ადამიანს, სატვირთჴ მანქანის მძღოლი დაკავებულ იქნა, თუმცა ბაიკზე მყოფი ადამიანი ჯერ-ჯერობით ვერ იპოვნეს. მიმდინარეობს გამოძიება, არანაირი კვალი, მხოლოდ ბაიკის დამცავი თავსაბური. ამ გამოძიებაშჳ ჩართულია მთელი საგამოძიებო და სამაშველო სამსახური.
* * *
-ღმერთო ,ბიჯო ტელეფონს არ პასუხობს, ლუკა ბიჯო, რას შვები, სად ხარ ტო-ყვიროდა სამზარეულოდან ვახო.
-ვა..ვა..ვახო-ლუღლუღებდა ლუკა-ავარია..ბაიკზე..იჯდა...დარა..ჩემი და..-ტელეფონზე სასწრაფოდ დარეკა
-შე დედააფეთქებულო რა უქენი ა? როგორ განდე შე არარაობავ, სადაა შე ა*ვარო ჩემი და
-..
-რა? რა..რა..რა თქვი? შე სი*ო კაცო, ვისთან წაგისწრო, ფუ შენი, დამპალო დაახვიე საერთოდ-ყვიროდა ლუკა მისაღები ოთახიდან
-რა მოხდა ?-დაბნეული ეკითხებოდა ვახო
-ჩემი და, წაუსწრო იმ ძროხასთან
-რა| კიდევ მიაკითხა? ახლა სადაა დარა?
-ჩქარა, დროზე წავედით-ყვიროდა ლუკა

1კვირის შემდეგ
-ბიჯო მისმინე, აქამდე ჰო ვიპოვნიდით არა? ტყუილად ეძებ ბრატ-ეუბნებოდა ვახო ლუკას
-არა უნდა ვნახო, ვერ გადავიტან ძმაო
-ჰო, მაგრამ ძმაო, ასე ნუ ხარ, ვერ ვპოულობთ, არანაირი კვალი, უბრალოდ გაქრა, რომ გადარჩენილიყო ჰომ ვნახავდით არა?
-არა, გაჩუმდი, ნუ ამბობ მაგას-ყვიროდა ლუკა

1თვის შემდეგ
- ბიჯო წამოდი თუ ძმახარ რა, რაღა ჯანდაბა გინდა, წამო კლუბში გავიჩითოთ-უთხრა თეგამ მაქსს.
-აუ თუ ძმა ხარ რა, არ მინდა ეს კლუბი ე, თან შენ შენმა გოგომ, რომ გაგიგოს ტრუპი ხარ ძმა
-თიკუნას წამოვიყვან და წავიდეთ
-ჰო კაი კაი შენი წუწუნის თავი არ მაქ-ზლოზინით წამოდგა მაქსი სავარძლიდან.
კლუბის შესასვლელთან უამრავი ადამიანი იყო. ყველა დაფანტული დადიოდა. მაქსი თეგას ელაპარაკებოდა, რომ შემთხვევით ვიღაცას დაეტაკა და წააქცია.
-აუ ბოდიში რა არ მინდოდა
-არაუშავს-მიუგო უცნობმა, თავი მაღლა აწია ქერამ, ნუთუ ეს ის შავკურტკიანი, დიდ ბუგება გოგოა ნაცრისფერი თვალებით? კი ნამდვილად ისაა, მაგრამ როგორ რანაირად აქ? რატომ არავის არაფერი უთხრა?
-მე მაქსი
-მე..მე..არ ვიცი-დახარა თავი ქერამ
-რა არ იცი სახელი?-ახარხარდა მაქსი
-დამავიწყდა
-რა პონტში სკლეროზი გაქ?-სიცილით ეკითხებოდა ბიჭჳ
-სად ვარ ეხლა?
-თბილისში უცნობო
-კარგი, მადლობთ, მთელი თვეა აქ ვარ, კარგი მადლობთ, რომ მითხარით..მაქს
-დაიცა შენ რა მართლა არაფერი გახსოვს?-ჩაეკითხა შეცბუნებული მაქსი
-აუუ რას შვები ამდენს ბიჯო-ღრიალებდა თეგა
-შედით და მოვალ
-კარგი ნახვამდის მაქსიმილიან-მიუგო ქერამ
გამობრუნდა და გზა გააგრძელა, მაქსი მასზე მთელი დღე ფიქრობდა, ძალიან უნდოდა კიდევ ენახა. კლუბიდან გამოვიდნენ ბიჭები, იცინოდნენ და ხარხარებდნენ. იქვე გაჩერებაზე მდგომი ქერა შენიშნა მაქსმა
-ჰეი!
-..
ჰეი!
-..
მივიდა შემოაბრუნა
-აქ რატომ ხარ?
-სახლი არ მაქვს
-კი მაგრამ, არა ესე როგორ? მისმინე ჩემთან წამოდი და ხვალ ექიმთან წავიდეთ, გავიგოთ რა პრობლემები გაწუხებს, ოკეი?
-ოკეი
გაყვა მაქსს სახლში, ოთახში შეიყვანა და უთხრა
-აი, აქ მოთავსდი, ხვალ ექიმტან წავიდეთ
-კარგი
მეორე დილით მაქსიმილიანმა ქერა ექიმთან მიიყვანა. აღმოჩნდა, რომ ძლიერი ტვინისშერყევა აქვს მიღებული და ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ გოგოს არაფერი ახსოვს. შესაძლოა ეს პრობლემა მთელი ცხოვრება გაგრძელებულიყო. მაქსი ექიმს გაოგნებული უსმენდა, ღმერთჴ რა შარში გაყო თავი მაქსმა, ახლა ვალდებულია დაეხმაროს ქერას
-კარგი ქერა, ახლა მოგიწევს ჩემთან იყო, მე უნდა მოგიარო
-არა, მადლობ მხოლოდ თანხა დამჭირდება, რომ სასტუმროში გავჩერდე
-შენ ხო არ გაგუჟდი გოგო, გგონია ასე გაგიშვებ?-მკლავში ჩაავლო ხელი და მანქანაში ჩასვა.

-კარგი ქერა, ახლა დაფიქრდი და ეცადე შენი სახელი გაიხსენო
-ღმერთჴ..არ შემიძლია-ხელებში ჩარგო თავი
-კარგი აბა დაფიქრდი რა გერქვა: ელენე?..მია?..ლიზი?..ტასო?..ელისაბედი?..ნია?..ეკა?..დეა?..ელისაბედი?..ნატა?..
-ღმერთოჴ არცერთი არ მახსოვს, უბრალოდ ვიცი, რომ განსხვავებულია
-ია?..ვიკა?..ეკატერინე?..მია?
-არა უფრო სხვა
-კარგი ასე არაფერი გამოვა, მოდი სახელს დაგარქმევ, არ ვიცით რა შანსებია იმსა, რომ მეხსიერება დაგიბრუნდეს, ამიტომ იცხოვრე, ვითომც არაფერი ყოფილა ადრე, მე დაგეხმარები, ყველაფერს მოგცემ, რომ იცხოვრო, სამსახურსაც მოგაძებნინებ
-მადლობ, რომ ზრუნავ ჩემზე, არ ვიცი როთ გადაგიხადო მადლობა, კარგი რა დავირქვა? გვარი? ასაკი?
-მოდი გერქვას ვიკა, ეს სახელი ძალიან მომწონს, ასაკით ალბათ ჩემი ტოილ, ან ოდნავ პატარა, ალბათ 22-ის
-ასაკი მახსოვს, კი მახსოვს 21-ის ვარ, მახსოვს-უხაროდა ვიკას, რომ რაღაცის გახსენება , მაინც შეძლო
-ძალიან კარგია, ეცადე გვარიც გაიხსენო
-არა არ გამომდის-თავზე დაიწყო ხელები
-კარგი გაგახსენდება ნელ-ნელა. სად სწავლობდი ისიც არ გახსოვს?-არ ეშვებოდა მაქსი
-არა ის მახსოვს, რომ ლექსებს ვწერდი
-ჰო? იქნებ მწერალი?
-არა..!
-ჟურნალისტი?
-კი კი ეგ არის ნამდვილად, 2 კრსზე ვსწავლობდი, მაგრამ სად არ ვიცი
-თბილისში?
-არა სხვაგან
-ქუთაისი?
-..
-ბათუმი?
-..
-კი მაგრამ სად? იქნებ რუსთავი?
-არ მახსოვს გაიგე.. მიჭირს გახსენება-ცრემლ ნარევი ხმით შევარდა ოტახშჳ ვიკა. ცოტა ხანში მაქსი ავიდა და უთხრა
-მაპატიე ქერა მინდა, რომ დაგეხმარო
-იცი რა? მე ვიშოვი სამსახურს და აქდან წავალ, შენს ხარჯზე ვერ ვიქნები
-მე ეგ არ მითქვამს გესმის ქერა? ნუ ხარ ჯიუტი
-სანამ არ ვიშოვი ფულს აქ ვიქნები, სამსახური უნდა ვნახო
1კვირა გაუთავებლად ეძებდა ვიკა სამსახურს, ერთ-ერთი ჰიპერმარკეტში შესთავაზეს მუშაობა, სხვა გზა არ ქონდა, იძულებული გახდა და დაიწყო მუშაობა. 3 თვეში ფული მოაგროვა, რომ სახლი ექირავა და გადასვლა დააპირა. მაქსი და ვიკა ამ 3 თვის განმავლობაში ისე იყვნენ თითქოს არ არსებობდნენ ერთმანეთისთვის, მაქსი სულ თეგასთან იყო და ისიც არიგებდა ჭკუას
-ძმაო, ვხედავ, რომ ამ გოგომ გაგაგიჟა, ასე როგორ შეგიყვარდათუ ძმა ხარ, არ დაუშვა, რომ წავიდეს
-აუ თეგა, თავიდანვე შემიყვადა, რომ შევხედე, როგორი დაუცველია, მასზე ზრუნდა მიტომ ვიკისრე, შემეძლო უბრალოდ დამეკიდა
-ძმაო შენ იმენა დამწვარი ხარ

გადასვლის წინა დღეს შეძლო და მაქსმა ვიკას უთხრა
-არ წახვიდე
-რატომ
-რადგან დაუცველი ხარ და არავინ გყავს
-მე ჩემი თავი მყავს
-მისმინე, ვიკა სისულელეებს ნუ აკეთებ, აქ დარჩები და ვსო ოკეი?
-შენ წარმოიდგინე და არ ვსულელობ-მშვიდად მიუგო ვიკამ. მაქსის ნერვებზე თამაშობდა ვიკა, იმდენი ქნა, რომ ბოლოს მაქსმა ნერვები ვეღარ გააკონტროლა, და ჩემოდნიდან ტანსაცმელები ამოუყარა
-ბიჭო შენ სულ გაუბერე ჰო?
-მიყვარხარ ვიკა-თქვა და მაშჳნვე აკოცა, როცა გააცნობიერა რა გააკეთა მოშორდა და სახლიდან გავარდა. ვიკა ელოდებოდა, იმის იმედით, რომ მოვიდოდა და შეძლებდა მასთან ლაპარაკს, მაგრამ ამაოდ, არც მეორე დღეს მოვიდა, ამიტომ ვიკამ ჩემოდან ხელი მოკიდა და სახლიდან წავიდა. 1 თვეში ვიკამ მეგობარი შეიძინა-ანანო. სულ ერთად იყვნენ, ანანოს მამა ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა და მისი დახმარებით ტელეკომპანიაში მუშაობა დაიწყო. 5 თვე ისე გავიდა, რომ ვიკას მაქსიზე საერთოდ არაფერი გაეგო. ვიკა სამსახურში დიდი წარმატებებით სარგებლობდა. მოგვიანებით კი ერთ-ერთი შოუს წამყვანიც გახდა. ვიკას ის ფაქტი არარც ახსოვდა, რომ მას ადრე სხვა ცხოვრება ჰქონდა, ყავდა ნათესავები და მეგობრები, მაგრამ ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, ახლა ის იყო ცნობილი ჟურნალისტი ვიკა სტურუა.
* * *
-ლუკა ძმა მისმინე, როდემდე უნდა იყო ესე?
-ვახო გთხოვ რა. არ ვიცი სად არის ჩემი და, ისე გაუჩინარდა, თითქოს მიწამ ჩაყლაპა, ვიცი ცოცხალია, აქ რარაც სხვა საქმეა, მაგრამ რა?
-არ ვიცი ძმა ვერაფერს გეტყვი
* * *
-ვიკ როგორ ხარ?
-კარგად ანო შენ?
-მაგრად, მისმინე შენი გადაცემის საქმე როგორა?
-რავი 1 კვირაც და ამოვისუნთქავ
-მოკლედ ჩემი დემე ჰო იცი გოგო
-ჰო მერე
-მოკლედ ასე მითხრა, ზღვაზე წავიდეთ დასასვენებლადო, ვიკა წამოიყოლე და შენი სადაქალოო, მე ჩემებს წამოვიყვნო, იცოდე უეჭველი მოდიხარ
-კაი, დასვენება არ მაწყენდა
-იეს, ჯიგარი ხარ
-კაიც, მიდი გავედი აბა მეჩქარება
-კაი დღეს ჩემთან გელოდებით სასტავი ვიკრიბებით ზღვის
-აჰა ოკეი!

დაღლილ-დაქანცული მიადგა ვიკა ანანოს სახლს, კარებზე დააკაკუნა, რომ კარი მაქსმა გაუღო. გაფითრებული უყურებდნენ ერთმანეთს, ბოლოს ვიკამ დაარღვია სიჩუმე
-შემომიშვი ეხლა სახლში-გვერძე გაიწია და გზა დაუთმო ახალ მოსულ ვიკას. სტურუამ ყველა გაიცნო (სანდრო ჯიქური; ლიზა ჟღენტი; გიორგი დავითულიანი; მაკო ჯუღელი; დათა ავალიანი; მაქსი დევდარიანს ჰო იცნობდა და იცნობდა) თავი და თავი დემე ანჯაფარიძე და ანანო სიმსივე. ყველას კარგად გაუგო, მაქსი თვალს არ აშორებდა ვიკას, მაგრამ ისიც არიმჩნევდა.
-ეი ვიკა სამსახურში რა ხდება?-შესძახა დემემ
-მშვიდობა და სოლიდარობა, 1 კვირაში თავისუფლება
-მაგარია, მე მომწონს შენი გადაცემა
-ჰო მეც, ვუყურებ ძაან კაია-გამოეხმაურა გიორგი
-ეი, სტურუა მოდი აქ!-სამზარეულოდან გამოძახა ანანომ ვიკას, იგიც დაუყოვნებლივ ადგა და ანანოს ეახლა. მაქსი გაკვირვებული იმეორებდა ვიკას ახალ გვარს.
-ჩემი ძმა რა გჭირს ბრატ-დაუძახა დათამ
-არა არაფერი ძმა

სამზარეულოში შესულ ვიკას ანანომ უთხრა
-მაქსი იმენა თვალებით გჭამს
-ეგ დემეს ძმაკაცია?
-არა დათას ბიძაშვილი
-მერე რას გამოეკვეხა?
-რავი მე ,დათამ ერთი გოგო უყვარდა, ამგის გამო საზღვარგარეთ წავიდა, ეხლა ჩამოვიდა და ისევ ისეთ დღეშიაო და გულის გადასაყოლებლად წამოვიყვანეო
-ანანო მივდივარ
-სად? რატო? რა ხდება?-შეშფოთებული უყურებდა ვიკას
-ეს ის მაქსია ის არის-აკანკალებული წარმოთქვა ვიკამ
-რა?-შეჰკივლა ანანომ-ეს ის მაქსი? არ გამაგიჟო, ეგეც მოდის ზღვაზე
-მე არ მოვდივარ
-არა არა, შენ ჰო არ გაგიჟდი? პირიქით ჯინაზე მოდიხარ
-არ ვიცი დავფიქრდები, კარგი წავედი-დაემშვიდობა ყველას და ფეხით გაუყვა გზას. გზაზე ბაიკმა გამოიარა, რამდენი ბაიკი უნახავს, მაგრამ ამ ბაიკს გაკვირვებული უყურებდა, არა იმიტომ,რომ მასზე მაქსი იჯდა, არამედ იმიტომ, რომ რაღაცას ახსენებდა, მაგრამ რას ვერ გაეგო.
-წამოდი სტურუა, წაგიყვან
-არა მადლობ
-წამოდი-მკაცრად უთხრა ვიკას, იძულებული გახდა დაეჯერებინა მისთვის და ბაიკზე დაჯდა, წელზე ხელები მოხვია, იგრძნო როგორ აუჩქარდა გულის ცემა მაქსს და ოდნავ ჩაეღიმა ქერას. თვალები დახუჭა, უეცრად რაღაცამ გაუელვა თავში და შიშისგან შეჰკივლა. მაქსმა მაშინვე დაამუხრუჭა და შეშინებული ათას კითვას უსვამდა.
-მე..მე..ბაიკზე
-რა?
-ბაიკზე ვიჯექი და..
-მერე?
-არარ მახსოვს, მე ბაიკზე ვიჯექი და მოვდიოდი
მაქსი გაოგნებული უსმენდა-კარგი დაწყნარდი, სახლში მიგიყვან. ვიკა ცდილობდა გაეხსენებინა, ყველაფერი მაგრამ ამაოდ. მომდევნო დღეს ვიკას გადაცემის ჩაწერა მიდიოდა პირდაპირ ეთერში. ყველა მეგობარი კულისებში იყო გარდა მაქსისა, ის არც მოსულა, სად იყო არავინ იცოდა
* * *
-ლუკა-აფორიაქებული ხმით ურეკავდა ტელეფონზე ვახო ძმაკაცს
-ხო მშვიდობაა?
-კი უბრალოდ ტელევიზორი სასწრაფოდ ჩართე, ის, ის ძალიან გავს მას
-რა? რას ბუტბუტებ ბიჭო?
-ჩართე ტელევიზორი
ლუკამ ტელევიზორი ჩართოჴ იმ არხზე, რომელიც ვახომ უკარნახა. 5 წუთი სულელივით უყურებდა
-ლუკა ძმა, კარგად ხარ ბიჯო?
-ისაა, ვახო ისაა ჩემი და
-არა ძმაო ის არაა შენი და უბრალოდ საშინლად გავს და მიტომ გითხარი გენახა
-არა ისაა ვიცი რომ ისაა
-ლუკა ბრატ, ვიცი გენატრება, მაგრამ ეს გოგო ვიკა სტუუაა
-ოჰ ჯანდაბა, ღმერთჴ რა საშინლად გავს, როგორ მომენატრა ჩემი პაწია და, მართალი ხარ ბრატ უკვე მოლანდებები დამეწყო
-მესმის ძმა, კაი გავედი აბა
* * *
-რა თქვი ბიჯო?-შოკირებული შეჰყურებდა თეკა მაქსს
-ჰო რაც გაიგე ვნახე და ზღვაზე ერთად
-ჰო და ძმაო, ღმერთმა შანსი მოგცა ბრატ და ახლა უნდა გამოიყენო
-ჰო თუჲ ვუყვარვარ ეგაა საქმე
-უყვარხარ-თქვა თიკუნამ
-ჰო თიკა მართალია-დაეთანხმა თეგა

-აბა ჩემი ვიკუნა როგორა? მზად ხარ გოგო?
-რა? რატო? სად მივდივართ?
-ბათუმში ტულუ
-რა ლუ?
-ტულუ
-ეს ახალია?
-კი 10 წუთში შენთან ვარ
-რა გოგო? რას მოვასწრებ
-კაი 30 წუთში
-ოჰჰ რას მაცდენ ერთი აა??-უთხრა და ყურმილი გაუთიშა. 30 წუთში ვიკას უცხო ნომერმა დარეკა
-ალო
-ვიკა-მოესმა ნაცნობი ბარიტონე, როგორ უყვარდა ამ გოგოს ეს ხმა, მაგრამ როგორ სასტიკად არ უტყდებოდა თავის თავს
-დიახ
-მაქსი ვარ
-ჰო
-ქვევით გელოდებით მე, დათა, ლიზა და სანდრო, დანარჩენები მეორე მანქანით მოდიან
-ჰო კარგი
მთელი გზა ბავშვები გაუთავებლად იცინოდნენ, გარდა ვიკასი, მაქსმა ეს კარგად იცოდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ბათუმში დემეს სახლში მივიდნენ. ვიკას ეს ადგილი ძალიან ეცნობოდა, მაგრამ გახსენება სასტიკად უჭირდა. საღამოს პლიაჟზე გავიდნენ. ვიკა ზღვაში არ ჩასულა, უბრალოდ ნაპირზე დადიოდა. ისე შორს წავიდა მეგობრებისგან, რომ ვერც შეამჩნია..
დაინახა! ეცნო! უჭირდა გახსენება! მანაც დაინახა! ერთმანეთს უყურებდნენ! ბიჭი დაიძრა და ვიკასკენ წამოვიდა! უკან დაიხია! გაიქცა! გაექცა წარსულს! ბუნდოვნად ახსოვდა! ტიროდა!
მაქსმა დაინახა და უკან გაეკიდა, მკლავშჳ ჩაავლო გოგონას ხელი და გულზე მიიკრა
-დამშვიდდი პატარავ, მე შენთან ვარ! რა მოხდა ვიკ?-გაოგნებული ეკითხებოდა ვიკას
-გამახსენდა! ის..ის!
-ვინ ის ვიკა?
-ის იყო, გული მატკინა..მე..მე ბაიკზე..წამოვედი..ბათუმში-არეულად ლაპარაკობდა ვიკა და შეშინებული უყურებდა მაქსს
-ვერ გავიგე ანუ აქ წამოხვედი?-ცდილობდა გაერკვია მდგომარეობა
-აქ ვცხოვრობდი-აღმოხდა ცრემლიან გოგოს
-დაწყნარდი, მოვძებნი იმ ა*ხარს და მიეზღვება,
-არა, გაჩერდი, მე ყველაფერი არ მახსოვს მაქს, უნდა გავიხსენო, უნდა მოვძებნო ჩემი სახლი და ჩემები
-კარგი ვიკა, წამოდი ბულვარში დავჯდეთ, ეცადე შენც გაიხსენო და ხვალ დილიდან შევუდგეთ ძებნას-გაუყვნენ გზას ბულვარისკენ, მაქსმა ვერ მოითმინდა და ისევ კითხა
-მერე რა მოხდა არ გახსოვს?
-არა, არ მახსოვს, ძალიან ჩქარა მივდიოდი..ვიღაც მოხუცის სახლში ვიყავი..ფოთი-წარმოთქვა უეცრად-მერე ქუთაისი.. ბოლოს თბილისი
-მერე?
-მერე შენ გნახე-მიუგო ოდნავ დაწყნარებული ხმით ვიკამ
-კარგი, და ის არ გახსოვს იმ ბიჭთან?
-მიყვარდა-მოკლედ მოუჭრა
-ახლა?
-ახლაც მიყვარს
-კიდევ?
-კიდევ, მაგრამ სხვა
-რა სხვა?
-სხვა მიყვარს
-ვინ-შეშფოთებული უყურებდა თვალებში მაქსი
-ერთი მიყვარს ძალიან
-მეტყვი?
-თქმა რად გინდა ისედაც იცი ვინაა
-ვინ? მითხარი ვიკა ცუდად ვარ უკვე
-შენ სულელო შენ
მაქსი ემოციებს ვერ მალავდა იმდენად ბედნიერი იყო, მასაც ხომ იგი სიგიჟემდე უყვარდა, მთელი ძალით მოხვია ხელები და გულში ჩაიხუტა. იქვე სკამზე დაჯდნენ, მაგრამ ვიკას დიდი თხოვნით მაქსი ნაყინების საყიდლად წავიდა, თვითონ კი იქ დაელოდა. ვიკას თვალს არ აშორებდნენ, ელოდებოდა ბიჭს, მაგრამ მაქსი არ ჩანდა. ნერვიულობდა, რადგან ვიღაცის მზერა სახეს უწვავდა
* * *
-რა გჭირს ბიჯო? რას უყურებ ესე გაშტერებული?-ჩაეკითხა ლუკას ვახო და მანაც იქეთკენ გააპარა თვალი, საითაც მისი მეგობარი იყურებოდა
-ის გოგო, მეცნობა, მას გავს-ნერვიულად წარმოთქვა ეს სიტყვები ლუკამ
-გოგონა თოქ-შოუდან, ეს ვიკა სტურუა არის, აუ მართლა რა მაგრად გავს ჩვენ დარინას
-არა, ეხლავე მივალ, არ მაინტერესებს, თუნდაც დარა არ იყოს, არ შემიძლია-თქვა და გოგოსკენ დაიძრა
* * *
შიშისგან არ იცოდა სად წასულიყო, ან რა გაეკეთებინა სტურუას, დაინახა თუ როგორ მოდიოდა, ვირაც მაღალი ბიჭი მისკენ, არც მაქსი ჩანდა მის ჯინაზე..ბიჭი მიუახლოვდა და წინ აესვეტა, მაგრამ ვიკამ თავის აწევა ვერ გაბედა
-გამარჯობა-მიუგო მკაცრი ხმით
-...
-ვიკა-ისევ გაიმეორა ბიჭმა
-თქვენ..მე..რა..საიდან?-შეშფოთებული აღმოხდა გოგოს, მაგრამ სახეზე ისევ არ შეუხედავს
-ვიკა სტურუა, შემთხვევით თქვენ დარა ბურდულს, ხო მარ იცნობთ?-თქვა ლუკამ.ვიკამ თავი მაღლა აწია და როცა ნაცნობ თვალებს შეხედა, მის თვალებში კი სევდა შენიშნა, უნებლიედ გაიკაფა გზა ცრემლებმა..
-დარა-მივიდა და გულში მიიხუტა გოგონა
-დარა ბურდული-თქვა ვიკამ-მე დარა ბურდული ვარ-მაგრად ეკვროდა ძმას და ცრემლები სდიოდა..აი სად გამოჩნდა მაქსიც, ამ მომენტის დანახვაზე ნაყინები ძირს დაყარა და მთელი სისწრაფით გაექანა მათკენ, მომზადებული მუჭი აიქნია მაქსმა, რომ ვიკამ თქვა
-ჩემი ძმაა-ხელი ჰაერში გაეყინა და ძირს ჩამოუშვა-მაქს, ყველაფერი გამახსენდა იცი? აქ ჩემი ადგილია,დარა ბურდული, 21 წლის ვარ, ავარიაში მოვყევი, მერე იყო ფოთში, ქუთაისსა და თბილისში წოწიალი..ამ ყველაფერს გაოგნებული უსმენდა მაქსი, ვიკა ძმას მიუბრუნდა და უთხრა
-ლუკა, მე აქ ჩემს მეგობრებთან ერთად ჩამოვედი, წამოდით შენც და ვახოც და გაგაცნობთ მათ, მე თბილისს შევეგუე, თან ვმუშაობ, ყველა ვიკა სტურუათი მიცნობს, მგონი აჯობებს მეგობრებმა სიმართლე იცოდნენ, წავედით-მიუგო ყველას ვიკამ და სახლისკენ აირეს გეზი. მეგობრებთან მივიდნენ, ყველა გაკვირვებული უსმენდა ვიკა-დარას, მერე მაქსის და მისი ამბავიც უთხრეს, ამის აღსანიშნავად კი კლუბში წავიდნენ, ბევრი გაერთეს, იცეკვეს და იხალისეს..


დილით მზის სინათლემ შეუჭყუტუნა თვალეში დარას, ზღვის ხმა ჩაესმოდა, თბალები გაახილა, პლიაჟზე იყო, მიიხედა და მასთან ერთად მაქსი დაინახა, გაოგნდა, ზღვის ნაპირზე რა უნდოდათ? რა მოხდა? განცვიფრებული უსვამდა თავს ათას კითხვას. მაქსმაც გაახილა თვალები
-აუ თავი მიგჯება, რა? სად ვართ? ფუ ამის, აქ რა გვინდა?
-აზრზე არ ვარ, წამოდი სახლში წავიდეთ-მიუგო ვიკამ მაქსს
-ჰო ჰო, ეხავე
სახლისკენ გაუდგნენ გზას, გააღეს კარები, მთელი სახლი მოიარეს, მაგრამ არავინ იყო, ვერც უკავშირდებოდნენ მეგობრებს. საღამოს ვახო მოვიდა სახლში და მაქსს ელაპარაკა, ამ დროს ვიკა აბაზანაში იყო, არც გაუგია ვახოს მოსვლა და წასვლა, მერე მაქსი ვიკას ოთახშჳ შევიდა და უთხრა
-მეგობრები ქალაქში არიან გასულები, რესტორანს ჯავშნიან, ხვალ ვბრუნდებით თბილისში და არ უნდა ვიქეიფოთო?
-ჰო სულ დამავიწყდა, კარგი მოვემზადოთ და წავიდეთ
-6-სკენ მივდივართ მე და შენ, ისინი იქ დაგვხვდებიან
-აჰა, კარგი
დარინა 6 საათისთვის მზად იყო, ფოსფორის მწვანე კაბა ჩაიცვა ზურგამოღებული, თმები ზემოთ აიწია, შავი ქუსლიანები და შავი ჩანთა დაიკავა და ოთახიდან გავიდა, მაქსი სმოკინგში გამოწყობილი ელოდებოდა. რესტორანთან მივიდნენ, შიგნით იყვნენ ბავშვები, როცა შევიდნენ ყველამ ერთხმად შეყვირა
-სიურპრიზი-დარა გაკვირვებული უყურებდა, უკნიდან მაქსი დიდი დათუნიით ხელშჳ მოადგა და უთხრა
-დაბადების დღეს გილოცავ სტურუა-ბურდული- ვიკა გაოგნებული უყურებდა, სწორედ ეხლა გააცნობიერა ყოველივე ეს.
-ეს ყველაზე მაგარი დაბადების დღე ჩემს ცხოვრებაში, თან ოქროსი-ბედნიერმა წარმოთქვა ეს სიტყვები-შენ ყველაზე მეტად მიყვარხარ მაქს-მიუბრუნდა და მთელი ძალით ჩაეხუტა ბიჭს. მოგვიანებით მაქსმა დარინა საცეკვაოდ გაიწვია, როცა სიმრერა დასრულდა სცენაზე ავიდა და თქვა
-ჩემო მეგობრებო, მინდა ესეთი განცხადება გავაკეთჴ, ჩემო ვიკა-დარა მინდა გითხრა, რომ ზუსტად იმ წუთიდან შემიყვარდი, როცა გზააბნეული დაგინახე, შემიყვარდა შენი დაუცველობა, არ გავდი სხვებს, იმ დღის მერე 1 წელი გავიდა, ისევ სიგიჟემდე მიყვარხარ, მე შემიყვარდა ვიკა სტურუა, მაგრამ გამაგიჟა დარა ბურდულმა, მე შენ სიგიჟემდე მიყვარხარ, მინდა იცოდე, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ადგილი შენ გიკავია-ბეჭედი ამოიღო და განაგრძო-იქნები ჩემი ცოლი?
-ბედისწერას რა ვუთხარი თორე შენ ვინ შეგიყვარებდა-თქვა და მისკენ გაემართა, ხელი მოკიდა, ბეჭედი გაიკეთა, გარეთ გაიყვანა, ბაიკს მოაჯდა, უკან მოიჯინა და წავიდნენ! იქ, სადაც ბედნიერები იქნებიან, სადაც შექმნიან ერთ პატარა ლამაზ ოჯახს..სწორედ ასე გიმზადებს ცხოვრება მოულოდნელობებს, მთავარი ცხოვრებაში სიყვარულია..სიყვარული ყველაზე მაგარი გრძნობაა, როცა ხედავ მას და შენს მუცელში გაურკვეველი ჯიშის ცხოველები დარბიან, გული საგულეში ვეღარ ძლებს და მისი ფეთქვა საზღვარს სცდება, სიყვარული ყველაფერია, ცხოვრება კი ხალისიანი ხდება, ვერცერთი გრძნობა ვერ შეედრება იმ გრძნობას, რასაც სიყვარული ქვია, უფრთხილდები და იცავ მას,ცდილობ გააბედნიერო და ყველაფერს აკეთებ ამისთვის, ამ გრძნობას თვით ფილოსოფოსებიც კი ვერ აღწერენ, სიყვარული ყველასთან მიდის, მაგრამ სხვადასხვა გვარად, ყველა ადამიანის გულში იკავებს პატარა ადგილს, აი სწორედ აქ იწყება ყველაფერი..! მაშინ, როცა გიყვარდება, სიყვარულმა არ იცის ასაკი და ფიზიკურობა, სიყვარულს შეუძლიამ მხოლოდ ჩაგადენინოს სიგიჟეები..!



№1  offline წევრი tak.

იმედი მაქვს მოგეწონათ ბავშვებო..! ეს მოთხრობა სრულად არის დადებული, ბოდიში შეცდომებისთვის..! იმედია მოგეწონათ..დიდი მადლობა რომ კითხულობთ love

 


№2  offline წევრი melekshina

ამეტირა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent