შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ომგამოვლილები (თავი 7)


5-04-2015, 23:17
ნანახია 2 909

-სანდროს ვახლავარ !-როგორც ყოველთვის მხიარული იყო უმცროსი ერისთავი.
-კოლია როგორ ხარ ?
-ბავარიულ ლუდთან ერთად ცუდად ყოფნა შეუძლებელია, თავად როგორ გიკითხოთ აწუკვე ნაკრების ღირსების დამცველო ? -ლაზღანდარობას არათუ უკლო არამედ უმატა.
-მაგრად მომენატრე!
-მე ყველანი მაგრად მომენატრეთ. ვინ მომწერა იცი ?
-ვინ აბა ?
-აი იმ გოგომ, თეაკომ შენ რომ უყვარხარ.
-რაო აბა ?
-მგონი შეყვარებული ყავსო და მაგას მიმალავ ძმაო ?
-ცოლი მომყავს ნიკუშ...
-ლამაზია ჩემი რძალი ?
-კი საოცრად ლამაზია.
-გიყვარს სანდრიკ ?
სიჩუმე ...
ტყუილი...
-კი.- იყო ლაკონური, უემოციო.
-ესე უცებ მოვიდა სიყვარული სანდრიკ ? ცოლად მოგყავს უკვე და ეხლა მეუბნები ? ხმაზე გეტყობა მაგარ შარში ხარ.
-ცხოვრება ამენგრა და ეხლა ვცდილობ დავალაგო.
-შვებულებას იღებს ნიკოლოზა და ჩამოდის მალე, ძმა ძმისთვისაო გახსოვს ?
-კი მახსოვს !
-მაგრად აბა!
-მადლობა ნიკუშ!
ბავშვობა ამოუტივტივდა, როგორ არიგებდათ დიდი ნიკოლოზ ერისთავი. "ძმები ხართ! ამით ყველაფერს უნდა ამბობდეთ." ამბობდნენ კიდეც ტყუპებს ეძახდნენ, როცა რომ სამი წელი იყო მათ შორის სხვაობა. სულ ერთად იყვნენ, უკრაინაში ბევრი იწვალა სანდრომ ძმისთვის ადგილი და პირობები დაეხვედრებინა. ერთმანეთს უხმოდ უგებდნენო, გასაჭირს ერთად იყოფდნენო, მოიცა რა არ დაიჯერებაო იტყოდნენ ხოლმე, მაგრამ როცა მათ ურთიერთობას ცალ თვალს მაინც შეავლებნენ მოსაზრებას მაშინვე იცვლიდნენ. მერე ნიკუშამ გერმანიის მოწვევა მიიღო და იქ გააგრძელა თამაში, მიუხედავად მანძილისა ერთმანეთს სულ ამხნევებდნენ.
გადაწყვიტა დათასთან ასულიყო, თან კატოსაც დაელაპარაკებოდა.
სანდრო ერისთავს, ცხოვრება თავზე ენგრეოდა ის კი წამიერად დადარდიანდა, მერე საკუთარ თავს შეუძახა, რომ ცხოვრებას გააგრძელებდა. ტრამვებს მიჩვეული იყო, სხვა ქვეყნის გუნდში დამკვიდრება საკმაოდ რთულია, მითუმეტესს როცა შენიანი ძალიან ცოტა ადამიანია. თავიდან არც იმჩნევდნენ თანაგუნდელები, მაგრამ შემდეგ ნიჭმა დაუმკვიდრა სახელი, ნიჭმა და კარგმა ადამიანობამ.

მესამე სართულზე ავიდა, ბენდელიანის ბინიდან ხმაური გამოდიოდა. ზარის ღილაკს დააწვა, კარი ნიამ გაუღო. სიცილსგან ცრემლები მოდიოდა, მისაღებში დათა დალანდა ჩაკეცილიყო და ისიც ხმამაღლა იცინოდა, კატო სავარძელში ჩაშვებულიყო და ითვლიდა. გაოგნებული სახით მიესალმა ყველას, უყურადღებოდ დატოვეს ერისთავი,აი ბექაურს კი, რომელიც ძალიან პატარა ჟურნალების მაგიდიდან გამოძრომას ცდილობდა, არავინ აშორებდა თვალს.
-ვაა სანდრიკაც მოსულა-ძმაკაცისკენ წავიდა, დათა.
კატოს სახის რადიკალური ცვლილება, არ გამოპარვია ერისთავის მახვილ მზერას. გულის სიღრმეში ძალიან აწყენინა, ამ რეაქციამ. კიდევ უფრო მეტად გაანალიზა სათუოდ შერჩენილი კაცობა.
ბექაური, როგორღაც გამოძვრა და მიესალმნენ ის და გეგი სანდროს. კატოს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მისი ბიჭები იცნობდნენ სანდრო ერისთავს, ეგონა ჭერი თავზე ჩამოექცეოდა. შიში ბზარებივით თავს დაატყდა მის ემოციებს, ვაითუ კატოს ბიჭები გაიგებდნენ სიმართლეს მერე ალბათ ერთმანეთს დაკარგავდნენ. უსიყვარულობის და არასრულფასოვნების შიშს მისი საყვარელი ადამიანების დაკარგვის შიში მიემატა. თითქოს მის გულს მოუჭირეს, საოცარ ტკივილს გრძნობდა მარცხენა მხარეს. თავი სავარძელზე გადაწია და თვალები ჭერს გაუშტერა თითქოს ასე რეალობას ეთიშებოდა. ტელეფონის ზარმა არ დააცადა სიშავეს შეგუებოდა მისი თვალები. ბოდიში მოიხადა და ოთახი დატოვა. ეკრანზე დემეს სახელი აციმციმდა, სითბო ჩაეღვარა მისი ხმის გაგონებისას.
-კატო.
-ჰო დემე
-აღარ ბრაზობ ანუ.
-ჰო გადამიარა რა.
-გნახავ...
-ეხლა ნიასთან ვარ.
-სადარბაზოსთან მოგაკითხავ და სადმე გავიდეთ.
-კარგი.
სამზარეულოში ჩამოჯდა და ჩაის მომზადება დაიწყო. სანდროც გამოჩნდა მოქმედების არეალში ბარის მაღალ სკამზე ჩამოჯდა. აღელვება ეტყობოდა, თვალები ამღვრეოდა და თითებს აწვალებდა.
-როგორ გრძნობ თავს ?
-სახლი მენატრება...
ყველაზე გულწრფელი იყო კატო, ცოტაც და იტირებდა. 21წლის განმავლობაში ოციოდე დღეს თუ გაიხსენებდა ოჯახის გარეშე. ენატრებოდა ლალიკო, რომელიც დღეში შვიდჯერ დაუზარებლად მოირთვებოდა, ბუზღუნა მამიდა და მზრუნველი ძიძაც ძალიან ენატრებოდა, თუმცა ყველაზე მეტად თეიმურაზი აკლდა.
სანდროს ძალიან ეტკინა, ის ძალა რომელიც ძლივს შერჩენოდა თვითგვემის მსხვერპლი ხდებოდა.
-მშობლებს ვესაუბრე დღეს. ხვალ შენთან მივალთ სახლში.
-შენთან უნდა გადმოვიდე ?
-ასე ჯობს დამიჯერე...
-სახელს უფრთხილდები არა ?-ცინიკური იყო ანდრონიკაშვილი.
-ორივეს სახელს, ღირსებას და ვცდილობ პატარამ უოჯახოობა არ გამოსცადოს.-კატეგორიულობა ალაპარაკებდა სანდროს.
ზღვასავით აბობოქრდა კატო და მალევე დამშვიდდა.
-ჩაის დალევ ?
მხოლოდ თავი დაუქნია. წამები დასჭირდა მას ერისთავის სახის დასამახსოვრებლად. საოცრად ნაღვლიანი თვალები სევდისფრად რომ ბრწყინავდნენ ბალანსს ქმნიდნენ მის სითბონარევ ღიმილთან. ეს ისეთივე ემოცია იყო, როგორც წვიმდეს მზესთან ერთად. ცხელი სითხე ჩამოასხა და მისაღებისკენ წავიდა, მოვალეობასავით ექცა მასთან რამდენიმე წუთი გაძლება, მერე უკვე ბრაზი დაეპატრონებოდა და ეშინოდა თვითონ არ განადგურებულიყო ამიტომაც ტოვებდა მას.
ისევ აწკრიალდა ტელეფონი, მოსაცმელი მოიხურა და სადარბაზოში ჩაირბინა. ძალიან დასერიოზულებული ეჩვენებოდა კატოს დემეტრე, ზურგს უკან თურმე შოკოლადით სავსე კოლოფს უმალავდა მას. გული უკვდებოდა კატოს, მოსწონდა ომგამოვლილი სხვანაირი დემეტრე. უფრო მზრუნველი, დამშვიდებული, ყურადღებიანი და თბილი. ცვლილება მეტად კონტრასტული იყო, ამიტომაც ეცვლებოდა ძველი მოსაზრებები ჯიქიას შესახებ.
-როგორ ხარ ?-ნაზად მოხვია ხელი და ყელში აკოცა მან. მაშინვე წამოახურა კატოს, მოსაცმელი შეიხსნა.
-კარგად ვარ დემე შენ?
-კატო აღარ მიბრაზდება, ასე რომ ძალიან მაგრად ვარ.
-გავიაროთ რა...
ფეხით დავუყევით ქუჩას ქვაფენილი ამცნობდათ ქუჩაში გამეფებულ სიჩუმეზე, ლამპიონები კიდევ ცდილობდნენ გზა გაენათებინათ მათთვის.
-იცი ახალი ამბავი მაქვს.
-მეც მაქვს რაღაც სათქმელი-ყოყმანი შეიმჩნეოდა კატოს სიტყვებში.
-გერმანიაში მიმიწვიეს.
-გილოცავ დემეტრე ძაან მაგარი ამბავია.
-ჰო რა... თუმცა უარს ვიტყვი ალბათ...
-როგორ თუ უარს, სულ ეგ არ გინდოდა ?
-კატო მე შენ მიყვარხარ და შენ მინდა იყო ჩემ გვერდით ამაზე მეტად არაფერი მინდა საერთოდ!
თითქოს პირველად ისმენდა დემეტრეს აღიარებას, ტკიოდა გული რადგან ვერ დაეთანხმებოდა, ეგონა ქვეყნიერება იყო მის საწინააღმდეგოდ მომართული. იდგა გაყინული და ვერადერს ამბობდა, შეშფოთება სიმშვიდემ შეცვალა.
-მე ვთხოვდები...
-რა ?
-ჰო
-მეღადავები კატუს ?
-არანაირად.

ინტრიგანი ვარ, აშკარად ^_^
მადლობა რომ კითხულობთ უყვარხართ მარწყვის ^_^




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent