ეგოისტი..19..
დილით ტელეფონის ზარმა გააღვიძა, ყურმილის აღება და უპასუხო დიალოგის დაწყება ერთი იყო. –დილამშვიდობისა ძვირფასო რომეო, როგორ გეძინაა? ბოდიშს გიხდით ბატონ დირექტორო მაგრამ თქვენი ჯულიეტა გელოდებათ და თუ არ გინდათ რომ მართლა დახეული ჯინსებით მოვიდეს ჩემს ქორწილში მე და გათხოვება გადავიფიქრო პატივი დამდეთ და სახლში მიაკითხეთ, უკვე გავაღვიძე და გელოდება, დიდხანს არ ალოდინო იცოდე. –ღმერთო ნინი... როდისმე გძინავს?–ნახევრად მძინარე ლუკამ ძლიერად ამოიოხრა. –იმის გათვალისწინებით რომ ხვალ ჩემი ქორწილია და პირველად ვთხოვდები თითქმის აღარ მძინავს. მზად ხარ უკვე? –გავუვლი ლიზის ნუ ნერვიულობ, უმშვენიერესები იქნებით–ნინის დამშვიდება ცადა ლუკამ. –კარგი წავედი გიო უნდა დავატერორო, სად არის ამდენ ხანს?–ისე გაუთიშა ლუკას ტელეფონი პასუხს არც დალოდებია. ლუკა ზანტად წამოდგა საწოლიდან და სააბაზანოს მიაშურაა, ნინის თქმის არ იყოს ნამდვილად ვერ ალოდინებდა მის ჯულიეტას. ერთ საათში უკვე ლიზი ეჯდა მანქანაში და მისი მწიფე შემოდგმის სურნელით და გემოთი ტკბებოდა. –მომენატრე ლიზაზო, რა მოიფიქრე როდის ამოვიდე შენთან? –ლუკა კიდევ მაგას მეუბნები? ცოტ მოითმინე რა. –როდემდე მოვითბინო? –აი, ნინის ქორწილმა ჩაიაროს, ხვალ ქორწილია ზეგ თაფლობის თვეში მიდიან, რომ ჩამოვლენ ყვენი ერთად ამოხვალთ ... –ლიზი მე პატარა ბიჭი არ ვარ... –არც მე ვარ პატარა გოგო. –მისმინე ლიზი, მიყვარხარ კარგად იცი შენ–სერიოზულად დაიწყო ლუკამ– ვერ ვახერხებ აქეთ იქეთ სირბილს, ხანდახან ვერ ვახერხებ გნახო, მე რომ ვიცლი უკვე შუა ღამეა და შუა ღამეზე ვერ მოვალ და ვერ დაგადგები თავზე, გაიღვიძე ჩაგეხუტები და წავალთქო. მე მინდა ჩემს გვერდით იყო, ერთად დავიძინოთ და გავიღვიძოთ, დღის განმავლობაში თუ არა ის მაინც მეცოდინება სახლში რომ მივალ იქ დამხვდები და ჩამეხუტები. –ვიცი ლუკა მეც ესე მინდა, ცოტა ხანი გავუძლოთ რა. უნივერსიტეტს ვამთავრებ სახელმწიფო გამოცდებს დავამთავრებ, აქ ტესტირებას ჩავაბარებ და ხელფასიანი ცოლი მოიყვანე შენ კიდე. –რამდენი გჭირდება დრო ამ ყველაფრისთვის?– დამთმობი ხმით ჩაილაპარაკა ლუკამ. –მაქსიმუმ ერთი თვე, ლუკა მიყვარხარ მოდი ახლავე წაავიდეთ და დავქორწინდეთ მაგრამ, ახლა შენ რომ წამოგყვე ყველაფერი აირევა, გამოცდებს ვეღარ ჩავაბარებ თავგზა ამებნევა. –მე დაგეხმარები გამოცდების ჩაბარებაში–მაცდურად ჩაუკრა ლუკამ თვალი. –კი როგორ არა ვიცი როგორადაც ჩავაბარებ, როგორც ახლა მკერავთან ვარ და კაბა გამომაქვს. –კარგი ხომ მივდივართ.– და ნაწყენმა ლუკამ მანქანა დაქოქა. მალე უკვე ატელიესთან იყვნენ. –შენ აქ დამელოდები–ბრძანება გასცა ლიზიმ და სწრაფად გადავიდა მანქანიდან. რამდენიმე წუთში კი უკან დაბრუნდა შეფუთული კაბით, რომელი უკანა სავარძელზე მოათავსა. –არ გინდა მაჩვენო როგორი კაბააა?– ეშმაკური ღიმილით კითხა ლუკამ. –არა მირჩევნია ხვალ ნახო, ეფექტურობა მაინტერესებს. –კარგი იყოს ხვალ და ახლა სად მივდივართ.? –აქვე ახლოს, წადი და გეტყვი სად გაჩერდე. –ლიზი ეს ამბავი არ მომწონს,–სერიოზულად თქვა ლუკამ. –რომელი ამბავი? –თქვენი წვეულების ამბავი, არ ამბობთ სად მიდიხართ, რა საღამოს აწყობთ, თან მარი და ანასტასია აწყობს, ამით ყველაფერია ნათქვამი. –ლუკა შენ რა ეჭვიანობ? –არა, არ ვეჭვიანობ მაგრამ არ მომწონს ეს თქვენი ზე გასაიდუმლოებული გოგოების ფართი და ვფიქრობ რომ საეჭვიანოდ მიზეზები მექნება. –არაფერი მნიშვნელოანი უბრალოდ გოგოების წვეულებააა. –აი აქ გააჩერე და მანქაანაში დამელოდე. –ამ კაფეში რა გინდა? –ლუკა კარგი რააა, ამ კაფეში არ შევდივარ და არც გაბედო უკან გამოყოლა.–მკაცრად გააფრთხილა ლიზიმ და ჩანთა აიღო, ლუკამ უკმაყოფილოდ გადაააქნია თავი. ლიზი რამდენიმე წუთში დაბრუნდა უკან, ჩანთა ისევ უკან ჩადო და მშვიდი სახით დაუბრუნდა უკან თავის ადგილს. –ახლა საით/–კითხა ოდნავ ნაწყენმა ლუკამ. –ახლა წამო ჩვენ კაფეში ყავა დავლიოთ და მერე ნინისთან. კაფეში ყავა შეუკვეთეს ტკბილის მოყვარუნლი არც ერთი არ არიან. მშვიდად საუბრობდნენ, მაგრამ ლუკა ვერ ისვენებდა მოუსვენრად ცქმუტავდა სკამზე ყოველ წამს საათს და ტელეფონს დასცქეროდა. ელოდა და ზარიც გაისმა. –ხო.. *სად ხარ?–ყურმილში დიტოს ხმა გაისმა. –ლიზისთან ერთად კაფეში ვზივართ, მალე მივიყვან ნინისთან, შენ? *მე ნინისთან ვარ და ვერაფერი გავარკვიეთ, გიო და კიჭა დარბიან და ვერსად ვერც ერთი ვერ გამოვიჭირეთ. –აბა, რა ვქნათ? *ეჭვი მაქვს რომ უკვე ყველაფერი მზადდ აქვთ და უბრალოდ დროს ელოდებიან. –რამე მოიფიქრეეეე? *ბიჭების წვეულება არ შედგებაა–ამოიოხრა დიტომ. –ლიზის ნინისთან მივიყვან და გნახავ–ლუკამ გაუთიშა დიტოს ტელეფონი და ამღვრეული თვალებით შეხედა ლიზის. –ლუკა რამე მოხდააა?–კითხა შეშფოთებულმა ლიზიმ. –არა არაფერი, დიტოს რაღაც დარჩა მოსაგვარებელი და ნინიმ რომ არ გაიგოს უნდა დავეხმარო.– ურცხვად იცრუა ლუკამ. –კარგი მაშინ წავიდეთ და ქორწილი რომ არ ჩაიშალოს ჯობია დიტოს მოეხმარო ლიზიმ საეჭვოდ გადააქნია თავი რომელიც ლუკას თვალთახედვას გამოეპარა, რატომღაც ლუკას პასუხმა დაააეჭვა ლიზი. ,,ნუთუ მატყუებს და რაღაც ხდება და არ მეუბნება“. ნინის სახლამდე თითქმის ჩუმად იყვნენ არც ერთი არ არღვევდა სიჩუმეს მხოლოდ მოკლე პასუხებს ცემდნენ და ორივე გაურკვევლობაში იყო, ვერც ერთი ვერ ბედავდა კითხვა დაესვა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. როგორც იქნა მიაღწიეს ნინის სახლამდე, ყველანი ეზოში იყვნენ, მანქანიდან გადავიდნენ და ბავშვებისკენ წავიდნენ. დიტომ თავით ანიშნა ლუკას გამომყევიო, ისე რომ გოგოებს არაფერი არ ეეჭვათ, ლუკამ ანიშნა დაიწყეო. –ვერაფერი ვერ გავარკვიეთ რას აპირებენ, ანასტასია და მარი არ ვიცით სად არიან. კიჭამ სახლში მიაკითხათ, დედამისმა საქმეზე არიან წასულებიო, ნინის ამბებს აგვარებენოო... –სად მიდიან ის მაინც თუ გავიგეთ? გიორგიმ გააარკვია რამე? –არაფერი ბიჭო, რამე სისულელე არ გააკეთონ მეშინია, ანასტასია არ მპასუხობს, რომ ვურეკავ, მარიმ მომწერა არ მცალია ვერ გიპასუხებო. ლიზიმ რაო? –ლიზიმ სამზე მივდივართ გოგოები და აღარ შგვაწუხოთო, მანქანაში როგორც მეზობლები ისე ვიჯექით, არაფერი არ უთქვამს, არც უკითხავს, ლამის გავრეკე. –შესანიშნავი ბიჭების საღამო გამოგვივა, შესანიშნავი წვეულება მექნება ქორწილის წინა ღამით.–ირონიულათ ჩაილაპარაკა დიტომ. –მოიცა თუ ძმა ხარ, ცხვირი რატო ჩამოუშვი, დაველოდოთ რა იქნება–ლუკა უშედეგოდ ცდილობდა ძმაკაცის დამშვიდებას რომელში თავად არ იყო დარწმუნებული. რატომ განიცდიდნენ ასე ანასტასიას და მარის წვეულების ორგანიზატორობას? ჰქონდათ თუ არა მიზეზი შეშფოთებისა? სწორად იქცეოდნენ თუ არა ბიჭები? დიტოს ტყუილად უგრძნობდა გული ცუდს? იცით რა?... ტყუილად არც ერთი არ ნერვიულობდა და არც ერთი განიცდიდა, აქამდე ყურადღებას არ აქცევდნენ დღეში ორი საათი ყველანი რომ იკარგებოდნენ და უჩინარდებოდნენ, ქამდე არც ერთი არ დაფიქრებულა ამაზე, გოგონების მაცდური ღიმილი თავგზას უბნევდა ბიჭებს. რატო მარი? ერთხელ გიოს დაბადების დღისთვის ემზადებოდნენ, გოგოებმა თავი გაიგიჟეს სიურპრიზი უნდა გავუკეთოთო და დილიდნ ყველანი გაუჩინარდნენ და მეორე დღეს ნინის აგარაკზე მიაგნეს ბიჭებმა, ყველანი მისაღებში. ნოხსზე ეძინათ ჩახუტებულებს და ყველას თითო არყის ბოთლი ედგათ გვერდით. გაბრაზებულები არა, მაგრამ გაცოფებულები იყვნენ ბიჭბი, მაგრამ ოთახში შსულებმა მსგავსი სურათი რომ დაინახეს, ტუჩის კუთხეში ჩაეღიმათ, პიკი იყო გიოსთვის განკუთნილი ეკას ჰაეროვანი კოცნა და დაგვიანებული საჩუქარი ეკასგან. –მეც მიყვარხარ. ამ სიტყვად უღირდა ყველლაფერი, მაგრამ ვინ იცის ხუთეულმა რა გადაიტანა წუხელ, მთელი თბილისი და სამეგობრო წრე შემოირბინეს, მერე აგარაკები შემოიარეს და ნინისთან აღმოაჩინეს გოგოები. ეკას და გიოს ამბავი უარესად აღნიშნეს და ნინის დედა მთელი დღის განმავლობაში ალაგებდა სახლს. და ახლა ბიჭებს წარმოდგენაც კი არ აქვთ ქორწილისთვის რაებს გააკეთებენ გოგოები და თან ყველანი ერთად ანასტასიას და მარის ორგანიზატორობით. –ლუკა შეგიძლია ჩემი კაბა გადმოიღო მანქანიდან?– შორიდან დაუძახა ლიზიმ. –კი და სად წავიღო?–ლიზიც მანქანას მიუახლოვდა და ჩანთა თვითონ აიღო, რასაც ლუკა თვალების ბრიალით შეხვდა. –ლუკა მომეცი მე წავიღებ– კაბა გამოართვა ნინიმ–თან შევამოწმებ როგორი კაბა ეცმება ჩემს მეჯვარეს? –თქვენ რას ააპირებთ?–ლუკას და დიტოს გადახედა ლიზიმ–ბიჭბმა დაგეგმეთ რამე? –ჩვენც საქმეები გვაქვს– ორაზროვანი პასუხი გასცა ლუკამ, მერე ლიზისთან მივიდა, შუბლზე აკოცა, შემდეგ ყურტან მიუტანა ტუჩები ნაზად აკოცა და–ხომ იცი მიყვარხარ და ჩემი მთელი სამყარო ხარ, არ დაგავიწყდეს ჩემო მწიფე შემოდგომავ– შემდეგ კი ხმამაღლა დაამატა გოგოებსაც რომ გაეგონათ–ჭკვიანად იყავით. დიტომაც იგივე გაუმეორა ნინის, შემდეგ კი ეკას მიუბრუნდა. –შენ გაბარებ ამათ –შენ მგონი პირველი სიძე იქნები რომელიც თაბაშირით მივა საკუთარ ქორწილში–ღიმილით მგრამ მკაცრად მიმართა ლიზიმ–ჯერ კიდევ ჩემ დაქალს უმადლოდე რომ ამ დრომდე მყარად დგახარ ფეხზე, შემდეგ კი კიბეებს აუყვა თავით ანიშნა ნინის დამეწიეო და მის შემყურე ლუკას თვალი ჩაუკრა. ის იყო ნინი ლიზის უნდა დაწეოდა, უკნიდან ძლიერი ხელები იგრძნო კისერში ცხელი სუნქვა, სველი კოცნა და ჩურჩული. –ხვალიდან სამუდამოდ ჩემი იქნები და ამჯერად კანონიერად. –დიტო მეზობლები გადმოვარდნენ ფანჯრებიდან–ძლივს გასაგონი ხმით უთხრა ნინიმ და იმ წამს ყველაზე ნაკლებად აინტერესებდა მეზობლების აზრი. –ხვალ დილით მოგაკითხავ–და ისევ აკოცა დიტომ. –თეთრი კაბა მეცმება.–უჩურჩულა ნინიმაც. –მაშინ არ ამერევი სხვაში– ირინიით უთხა დიტომ, სამაგიეროდ გემრიელი ჩქმეტა მიიღო გვერდებში. სანამ დიტო და ნინი ჩურჩულებდნენ ლიზის მესიჯი მიუვიდა. ,,მეც მინდა მქონდეს უფლება შენი ჩახუტების სადაც მინდა და როგორც მინდა“ ,,გინდა თქვა რომ მე შენ არ გეხუტები?“ ,,ეგ არ მითქვამს, კანონიერი უფლება მინდა“ ,,გინდა ჩაგეხუტო?“–იყო ლიზის პასუხი და ღიმილი. ,,შენ მაგას არ იზამ“– ლუკამ ცადა ლიზის გამოწვევა. ,,გაჩვენო“? ,,მწიფე შემოდგომავ ცეცხლს ეთამაშები“ ,,მაგასაც ვნახავთ“–იყო ლიზის პასუხი სანამ ლუკა კითხულობდა და საპასუხო წერილს წერდა გაჩეჩილმა თავმა ტელეფონი დაუჩრდილა, ყელზე შემოეხვია მასზე სუსტი ხელები და ტუჩის კუთხეში კოცნა, ლუკა აზრზე ვერ მოვიდა ისე უცებ გაეცალა ლიზი, აზრზე მესიჯის ხმამ გამოიყვანა. ,,მიყვარს ცეცხლთან თამში“ –მემგონი მალე მეორე ქორწილიც იქნება– ლუკა მხარზე შეხებამ გამოიყვანა–წამო კიჭა გველოდება.–ნინის და დიტოს დაემთავრებინათ ჩურჩული და ახლა დიტო ლუკას მომღიმარი სახის ყურებით იყო გართული. –ლუკა, როგორ ფიქრობ ანასტასია ქორწილს ჩამიშლის? –რა იყო შე ჩემა, ასე გეშინია გოგოების წვეულების? –არამგონია ჩემზე უკეთეს დღეში შენ იყო–ლუკა ძლივს იკავებდა თავს მთელი ღამე ლიზი ოთახში გამოეკეტა და ედარაჯა რომიქედან არ გამოსულიყო, ახლა კი დიტომ ცეცხლზე ნავთი დაასხა. –წამო მაგარი იდეა მომივიდა.–მხიარულად შესძახა ლუკამ დიტომ მხარზე დაარტყა ხელი და მანქანისკენ უბიძგა ჩაჯექიო. ----------------------------------------------- ბავშვებო მაპატიეთ რომ არ დავდე აქამდე, თქვენ მე გული მატკინეთ და რომ იცოდეთ როგორი გრძნობით ვწერდი ამ ისტორიას. იცით რა მაინტერესებს? როგორ დასასრულს ელოდებით, თქვენი იმედები, მაგრამ პირობას გაძლევთ ესეთი რამ არსად არ წაგიკითხავთ და მოგისმენიათ და თან იციით რააა? ნამდვილი ამბავიაა. მიყვარხართ მე თქვენ ყველა. და იქნებ თქვენ მაჩვენოთ თქვენი ყურადღება და სიყვარული? შენ ძალით მოდიალიანო კიდე ხო რააა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.