შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე,შენ და წვიმა..(დასასრული)


7-04-2015, 16:12
ავტორი American angel
ნანახია 2 791

საოცარი სანახაობა დამხვდა..
ის რასაც ნამდვილად არ ველოდი..
ჩემი ძველი პაკლონიკი აქ საიდან გაჩნდა არ ვიცი მაგრამ ახლა აქ ეგდო და სისხლის გუბეში იწვა..
გიჟივით მივვარდი და მუხლებზე დავეცი..
წამომაყენეს..
ყვირილი დავიწყე ხელი გამიშვით-ქო მაგრამ ვინ მისმენდა..
გიჟივით ვყვიროდი..
ბოლოს ძალა გამომელია,ვხვდებოდი რომ ნიკუშა მიმათრევდა.
მას ჰქონდა ასეთი ძლიერი ხელები..
ძირს დამსვა..
სადღაც გაურკვეკველ ადგილას ვიყავი,ძაან ბნელოდა..
- რა გაააკეთე?
-ჩუმად,ნინა.
-ჩუმად? რა ჩუმად? გიჟი ხარ,არანორმალური!!!!!!!!!!!!
გაქცევა ვცადე,მაგრამ სულ უშედეგოდ..
ნიკუშავ ისევ დამაკავა..
-გამატარე მეთქი.
შედარებით წყნარად ვუთხარი,მაგრამ აღელვებას ვერ ვმალავდი..
-ნინა დაწყნარდი.
-რა?დავწყნარდეეეე?
ცინიკურად გავიღიმე და ზიზღით შევხედე.
-როგორ უნდა დავწყნარდე,როგორ?რა უქენი?მაგ ბიჭის გამო მოგკლავ.
მე ხომ ვიცოდი, რომ ნიკუშას ”ვიღაც” ლუკას კი არა არავის გამო არ მოვკლავდი,ეს უბრალოდ ვუთხარი,მაგრამ მან ვერ გაიგო...
-წადი.
-ხოო?იცოდე რომ ამისთვის პასუხს აგებ.
ასეთი გაბრაზებული არასდროს მენახა,ნიკუშა თითქოს ადგილიდან მოწყდა და ბოლო ხმაზე დაიღრიალა.
-წადი მეთქი!
არაფრის ლაპარაკი აღარ მინდოდა,სწრაფად გავშორდი ნიკუშას და სირბილით მივედი წითელში ამოსვრილ არსებასთან..
ეგრევე კისერზე მოვკიდე ხელი,მერე პულსი გავუსინჯე..
მთავარი ის იყო რომ მესმოდა..
ცოცხალი იყო..
სასწრაფოში დარეკვა ვერ გავბედე,გამოძიება და ამბები..
ნიკუშა იმ წამს მეზიზღებოდა,მაგრამ არ მინდოდა რამე მომხდარიყო..
არვიცი ამხელა ბიჭი როგორ ავათრიე ჩემ ბინაში..
ალბათ თვითონაც დამეხმარა,თორემ ასე მარტო ვერ შევძლებდი...
ნანი და მარი გაგიჟდნენ,ატყდა წივილ-კივილი,ძლივს გავაჩუმე ორივე..
ბებო ძველი ექიმი იყო და მისი დახმარებით მოვახერხეთ ჭრილობა შეგვეხვია,გაგვიმართლა რომ ძალიან ღრმა არ იყო.
************************
ის დღე წარსულს ჩაბარდა..
მარი მიხვდა რაც მოხდა,ბებოსთვის არ მითქვამს,ვუთხარი რომ ქუჩაში ვიპოვე..
ნანის ნერვიულობა არ მინდოდა..
ჩვენში დავტოვეთ ყველაფერი..
ლუკამ არავის უთხრა და მათი დაჭერაც არ მოინდომა..
ყველაფერი მასზე იყო დამოკიდებული, ის იტყოდა და ნიკუშაც ციხეში ამოყოფდა თავს,მაგრამ ლუკა ზედმეტად კეთილი აღმოჩნდა...
მაინც ვერაფრით ვერ გავიგე რა მოხდა იმ დღეს..
ნიკუშა გაქრა....
**************************
1 თვე გავიდა...
თითქოს შევეჩვიე..
ვცდილობდი ნიკუშას გარეშე..
მაგრამ ძალიან ძნელი იყო..
არსად გამოჩენილა..ამ 1 თვის განმავლობაში,არსად არ მინახავს..
იმ დღეს კაფეში მე და მარი ვიჯექით,ნიკუშას ძმაკაცები რომ შემოვიდნენ..ეგრევე ნიკუშას დავუწყე ძებნა მაგრამ მანდ არ იყო..
თითქმის ყველას ვიცნობდი,ჩემთან მოვიდნენ და გადამკოცნეს,მარი გავაცანი და როცა სიჩუმე ჩამოვარდა,ნიკუშას ერთ-ერთმა ძმაკაცმა,რომელიც გამორჩეული იყო,სერიოზულობით და დასტოინობით, გარეთ გასვლა მთხოვა,მეც გავყევი..
-არ გაინტერესებს?
-რა?
-სადაა ნიკუშა?
-ჩემთვის რა მნიშ..
-მე ვერ მომატყუებ.
-უბრალოდ იმ დღეს..
-აუ ნინა კარგი რა..
-ლაპარაკს არ დამაცდი?
-არა იმიტომ რომ შენ არ დააცადე ნიკუშას ლაპარაკი...იმ დღეს ისე გამოიქეცი არც გაგიგია სიმართლე და არც ახლა იცი..და არც გაიგებ,ყოველ შემთხვევაში ჩემგან..ნიკუშა სახლშია და ზურგზე ჭრილობა უხორცდება..
-არ წახვიდე,ერთი წამი მაცადე...
წავიდა და ვერ მივხვდი რა ხდებოდა..
იმ ღამეს ნუთუ ისეთი სიბნელე იყო რომ ნიკუშას ზურგზე სიხლი ვერ დავინახე?
ნიკუშას ზურგზე ჭრილობა ჰქონდა და ხელში აყვანილი მიმათრევდა?
ყვლაფერი ერთმანეთში ამერია..
მაგრამ ფაქტი იყო..
ნიკუშა ეგეთი არ იყო,რომ უმიზეზოდ ან ჩემი მოწონებისთვის დაეჭრა ლუკა..
ვიცოდი რომ რაღაც იყო მომხდარი და ახლა ყვეალფერი გავაანალიზე..
ლუკამ ზუსტად ამიტომ არ მოითხოვა გამოძიება, რომ დამნაშავე თვითონ იყო..
ძალიან ვინანე..ვინანე რომ ნიკუშას არაფრის ახსნა არ ვაცადე..
კაფეში შევბრუნდი და ნიკუშას ძმაკაცს დავუძახე..
სახეზე შევატყვე რომ არ უნდოდა,მაგრამ ადგა და წამოვიდა..
-მხოლოდ ერთი რამე მითხარი,ნიკუშა ძაან ნაწყენია?
-შენზე ტოო?
გაეღიმა..
-ხო.
თავი დავხარე და რაღაც საშინელი პასუხისთვის მოვემზადე..
-ისეთი ნაწყენია,რომ გამოსწორება შეიძლება..
გავუცინე და მარისთან ერთად სწრაფად გამოვედი კაფიდან..
ისევ შემოვბრუნდი და ნიკუშას ძმაკაცს ისევ დავუძახე..
შექმნილ ვითარებაზე ძაან გამეცინა,ბიჭს ფერი გადაუვიდა დამანებოს ამ გოგომ თავიო.
-აუ ერთი რაღაც უნდა გთხოვო,ნიკუშა რომ ჩამოიყვანო 5 წუთით რაა,ეტყვი რომ საქმე გაქვს,ოღონდ არ უთხრა რომ მე ველოდები, რაღაც უნდა ვუთხრა,გთხოვ..
-ბაზარი არააა..
*******************
ზუსტად 15 წუთში,ნიკუშას სადარბაზოსთან ვიდექი..და ძალიან მალე გამოჩნდა..
ხელები გამეყინა,ძალიან შემეშინდა..
ჯოხით ხელში ისეთი საყვარელი იყო,კოჭლობით წამოვიდა და რომ დამინახა ეგრევე მიხვდა რაც ხდებოდა,უბრალოდ არ გახარებია..
ნელა მივუახლოვდი და თვალებში შევხედე...
-გტკივა?
-არა.
-მაპატიებ?
გაჩუმდა და თითქოს მოვკვდი..
წვიმდა...
(მერამდენედ მიწევს ამის თქმა,მაგრამ ბედისწერა...საოცრებაა!)
ძლიერი ტკივილი ვიგრძენი და არაფრის თავი აღარ მქონდა..
მივხვდი რომ არ მაპატიებდა და გამოვბრუნდი.
მოვდიოდი,მაგრამ ცივი ხელის შეხება ვიგრძენი...
-გაპატიებ აბა რას ვიზამ!
*****************************
-ნანი რა ხდება?
-შენი შვილი გათხოვდა,არვიცი როდის მოასწრო,სახლიდან გავიდა და..
-რააააააააააააააააააააააააააა?რას ნიშნავს გათხოვდა?
...................................
-მარი შვილო ვის გაყვა ის მაინც მითხარი?
-ნიკუშას,ნანი ბებო,ნიკუშას!!!!!!
***************************************
დიდი,დიდი და უდიდესი მადლობა რომ კითხულობდით!მიყვარხართ!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent