შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ომგამოვლილები (თავი 7)


7-04-2015, 17:32
ნანახია 2 683

თითქოს დემეტრესთან რაღაც პასუხსიმგებლობა ეკისრა,თითქოს მასთან ანგარიშვალდებული იყო, თვლიდა რომ მასთან შეცდომა არ უნდა დაეშვა. იდგა გაურკვევლობით გაბრუებული და სირცხვილისგან თავი დაეხარა.ერთმა უგუნურმა და სპონტანურმა ნაბიჯმა ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი ოჯახი დააკარგვინა, ეხლა კიდევ სიყვარული ეცლებოდა ხელიდან. მართალია უნდოდა მისი მისამართით ბევრი თბილი სიტყვა ეთქვა და მასთან ყოფილიყო მაგრამ, ზუსტად ეს მაგრამ იყო უდიდესი წინაღობა, რომელსაც ვერ ძლევდა. ბედს დანებდა და უღონოდ ჩამოუშვა გაყინული ხელები.
-მე კიდევ მეგონა, რომ ყველაფერი შეიცვალა. ისეთი თბილი იყავი, მაშინ როცა საავადმყოფოში ვიყავი, მაშინ მივხვდი რომ სხვა თვალით შემომხედე. შენ, შენ კიდევ თხოვდები ? -სიტყვები უწყდებოდა დემეტრეს, ყელში მოწოლილ ბურთს ვეღარ აკავებდა.
-დემეტრე...
-რა დემეტრე კატო რა ? გიყვარს მაინც ?

ხმას არ იღებდა კატო ანდრონიკაშვილი და ეხლა უკვე მის თვალებს უყურებდა, მის ზღავასავით თვალებში ქარიშხალი იწყებოდა.
-გიყვარს ?-იმეორებდა დემეტრე.
ვეღარ მოითმინა კატომ, ზურგი აქცია და წამოვიდა. არ შეეძლო ეთქვა,რომ იმ კაცს მიყვებოდა რომელიც არ უყვარდა, არ შეეძლო მის თვალში სანდრო დაეკნინებინა და შემდეგ მისი თავი, როგორც ყველაზე უგნური გოგო დედამიწაზე. დემეტრე იდგა და უყურებდა როგორ ტოვებდა მისი ცხოვრება აზრს. ცრემლები დაუდევრად მოეფინენ კატოს სახეს, თითქოს წვიმდა, თითქოს ცრიდა, იყინებოდა, სული ეყინებოდა. ცდილობდა თავი დაემშვიდებინა და ეს მცდელობდა მოგონებების გახსნების ხარჯზე შეძლო. საერთო მეგობრის ქორწილში შეკრებილმა მშობლებმა ერთმანეთი იცნეს, დემეტრეს მამა, ემზარ ჯიქია ერთ-ერთი ცნობილი მეწარმე გახლდათ .ლალიკომაც შანსით ისარგებლა და ბავშვებს ერთმანეთი გააცნო, კატო მაშინ თოთხმეტი წლის იყო. მერე ისე აღმოჩნდა, რომ ერთ სკოლაში სწავლობდნენ, მერე ისიც აღმოჩნდა რომ ჯიქიას კატო სეუყვარდა. თავიდან იშვიათად ჩნდებოდა მის ჯგუფთან მერე ამ ვიზიტებს უმატა. ჯიქია ერთ-ერთ ყველაზე სიმპატიურ ბიჭად ითვლებოდა სკოლაში, აი კატოსთვის რომ გეკითხათ მასზე ხელმოცარული ადამიანი არ ეგულებოდა დედამიწის ზურგზე. გულის სიღრმეში კი ძალიან სიამოვნებდა, მას რომ ხედავდა ოცდაოთხი საათი მისი ჯგუფის წინ ატუზულს. როცა უფრო მეტად გაეცნო დემეტრეს მისი უაზრო ქცევებით, შემდეგ ის პირვანდელი ეიფორიაც გაუქრა და ძალიან აღიზიანებდა მისი გამოჩენა. უნივერსიტეტმა თითქოს ყველაფერი შეცვალა და ურთიერთობა ახალ საფეხურზე გადავიდა, თუმცა დემეტრემ მერე ბევრი დააშავა კატოსთან ერთი წელი ხმას არ სცემდა ამაყი ანდრონიკაშვილი. ლალიკომ რა ხერხს არ მიმართა და ბოლოს ზაფხულზე ბაქოში შეარიგა ბუტია ბავშვები.ომმა კი ყველაფერი ძირფესვიანად ამოატრიალა კატოს გონებაში, საოცრად დამშვიდებული ჩამოვიდა ჯიქია და ეს სიმშვიდე გახდა მიზეზი კატოს გრძნობების შეცვლისა.
ზურგი აქციეს ერთმანეთს, საპირისპირო მიმართულებით წავიდნენ. კატო სახლში ბრუნდებოდა და მოგონებებში ისევ ფართოდ აფათურებდა ხელებს. წლების წინ სანამ დემეტრეს გაიცნობდა, ერთი შემთხვევა დაამახსოვრდა. მთელი დღე ეწუწუნა ანი ბანკში გაჰყოლოდა დედამისთან, კატოს კიდევ ძალიან ეზარებოდა, თუმცა ბუზღუნის და სავარაუდო გაბუტვის ძალამ გაჭრა. ბანკიდან გამოდიოდნენ, როცა ძალიან სიმპატიურმა ბიჭმა ჩაუქროლათ, სანტიმეტრებით აცდა კატოს. წლების შემდეგ და ეხლა ყველაზე მძაფრად იგემა, როგორ აცდა რეალურად ცხოვრებაში მას.
სანდროს მოკრა თვალი. ცრემლები მაშინვე მოიწმინდა და ეცადა ჩვეულებრივი სახე მიეღო, აი ისეთი თითქოს არც არაფერი ხდებოდა.
-ძალიან შეგვაშინე...
-წავიდეთ.
იდგნენ ერთმანეთის გვერდით, დისტანციურად, სხვადასხვა ფიქრებით და ერთი ცოდვით. სახლამდე მიაცილა კატო, სადარბაზოს სიბნელეში გაუჩინარდა ის, ერისთავი კი იდგა და უყურებდა. ვერაფერს გრძნობდა, გარდა პასუხისმგებლობისა.
***
კატოს დილა თავისტკივილით დაიწყო, ძალიან ბევრს ჭამდა და ნია დასცინოდა.
-ეგრე თუ გააგრძელე ბეჰემოტს დაემსგავსები.
-შენც იქნები ორსულად დაიცა.
სახლი დაკეტეს და უნივერსიტეტისკენ წავიდნენ. ვერცერთ ლექციას დაუდო გული კატომ, სახლში უნდა დაერეკა და უნდა ეთქვა, რომ დღეს სტუმრები ეყოლებოდათ სანდროს ოჯახის სახით. გამოსავლად მხოლოდ ის მოიფიქრა, რომ თამარს დაურეკა.
-თამარ როგორ ხართ?
-ცუდად ვართ კატო, ხომ გესმის არავინ ელოდა ამას.
-თამარ იქნებ დედას უთხრა, რომ დღეს სანდროს მშობლები მოვლენ.
სამზარეულოში ისხდნენ ლალიკოც და თეაც მომლოდინე სახეები მიეპყროთ თამარისთვის, მიუხედავად ყველაფრისა მაინც განიცდიდნენ. ლალიკომ თავი დაუქნია და ხელით ციფრი ექვსი აჩვენა.
-ექვსი საათისთვის რას იტყვი ?
-კარგი შევთანხმდით.
ეგონა გულიდან დიდი ტვირთი მოეხსნა, მშვიდად ჩაუყვა ქუჩას და სანაყინეში შევიდა. მარწყვის ნაყინი შეუკვეთა, ვიტრინიდან ქუჩას გახედა შემოდგომა ქართან ერთად ხეტიალს არ წყვეტდა და ჰაერში ფოთლების კორიანტელი დაეყენებინა. ნაყინი მოუტანა მიმტანმა თავაზიანად გადაუხადა მას მადლობა და ტელეფონს დახედა. სანდროსთან ლაპარაკი ძალიან არ უნდოდა, წერილი მიწერა, რომ ექვსი საათისთვის ელოდნენ მის სახლში.
ნერვიულობდა, თეიმურაზის რეაქციის ეშინოდა, სანდროს მშობლების რეაქციაც აფორიაქებდა.
ისღა დარჩენოდა დროს და ბედს მინდობოდა.

ბოდიშით ჩემო კარგებო ასე პაწაწინა თავისთვის :(
ველი კომენატრებს )) ცოტა ბევრს ნუ ბევრს ^^



№1  offline წევრი Sweetiko

Aქამდე თAვს ვარიდებდი რატომღაც შEნს სიახლეებს,და არადა თურმე სასიამოვნოდ წერ.
წარმატებები.
;)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent