ყველაფერი იმაზე ჩახლართულია ვიდრე გვეგონა (1)
ძნელია მათი ამბის მოყოლა და წარმოდგენაც არ მაქვს საიდან უნდა დავიწყო. ალბათ ჯობია ჯერ ორივე გაგაცნოთ: კატო, ეს ის ძონძებში გამოწყობილი გოგონაა რომელიც მთელი დღე მათხოვრობს რათა მოხუც ბაბუას სარჩო–სანოვაგე არ მოაკლოს. პრინციპში ბაბუა და შვილიშვილი ერთიდაიმავე გზით ცდილობენ თავის გატანას, ისინი ძალიან ხელმომჭირნედ ცხოვრობენ, მეგრამ გოგონას მაინც ძალიან კეთილი გული აქვს და ცდილობს სამუშაო მოძებნოს, რათა ოდნავ მაინც ამოისუნთქოს. ხოო აქვეა რატიც, რომელიც სრულიად განსხვავდება კატოსაგან. მას არაფერი უჭირს ბინაც აქვს, მანქანაც ყავს და სადარდებელიც არაფერი აქვს, გარდა იმისა რომ შეყვარებული წლების მანძილზე უსინდისოდ ატყუებდა. მასთან მხოლოდ ფულის გამო იყო და ღალატობდა. –ფუ შენიი, სამი წელი! სამი!–გაბრაზებული ურტყავდა რატი საჭეს ხელს და უაზროდ მიქროდა მანქანით. ლამის შავი კატა გაიტანა გზაზე, რომელმაც წინ გადაურბინა. მერე სვლა შეანელა და ირგვლივ უაზროდ მიმოიხედა. დაინახა როგორ აძლევდა თბილი ღიმილით ძონძებში გამოწყობილი გოგონა მომღიმარ მოხუცს ფულს. გული რაღაცნაირად ჩასწყდა რომ დაინახა როგორ ეხმარებოდა გოგონა მოხუცს და გზა გააგრძელა. –მოხდებოდა რამე მასსავით კეთილი რომ ყოფილიყო?!–თავის თავს უაზრო კითხვას უსვამდა და კვლავ გამეტებით ურტყამდა ხელს. ბოლოს აცრემლებული ავიდა სახლში რატომღაც რომელიღაც სევდიანი სიმღერა ჩართო და უაზროდ დაესვენა საწოლზე. არა დაესვენა რბილად ნათქვამია უფრო დაებერტყა. –მმმმ!–რაღაცნაირად ამოიზმუვლა რატიმ. მერე გაიზმორა–აუუ ეს სიმღერა კიდე ჩართულია? წამოდგა, ყავა გაიკეთა მერე ტელეფონს დახედა. ჩაიციდა და გაიფიქრა–უსინდისო, ბოდიშიც კი არ მოუხდია. –ფუ შენი, 3 წელი!–ჭიქა დაახეთქა მაგიდაზე და ხელში შემოატყდა–სამიწელი ამ ბო*ს როგორ შევალიე!!! კატოს მსგავსი სადარდებელი არ ქონია, პატარაობიდანვე გაჭირვებული იყო ამიტომ სიყვარულში არავინ უტყდებოდა. სკოლა დაამთავრა კარგ ნიშნებზე, მაგრამ სწავლა აღარ გაუგრძელებია, რადგან დაცინვის გადატანა აღარ სურდა. მხოლოდ ცდილობდა ბაბუისთვის მოევლო და ბინის ქირა გადაეხადა. გადიოდა დრო და დღეების მანძილზე არაფერი იცვლებოდა. მაგრამ ერთ დღეს რატიმ გადაწყვიტა რომ ვინმე სხვა უნდა ეპოვა, ამიტომ უბრალოდ ქუჩას ფეხით გაუყვა და და ისევ ის მომღიმარი სახის გოგო შეამჩნია. უბრალოდ სურდა რომ გაეცნო ამიტომ მასთან მივიდა და რაღაც კოლოფში 100 ლარიანი ჩაუდო უნდოდა ენახა გოგონა რას იზამდა. დაახლოებით 5 მეტრის გავლის შემდეგ გოგონამ გააჩერა: –უკაცრავად დაგივარდათ!–უთხრა გოგონამ თბილი და მოსიყვარულე ხმით რატი კი გაკვირვებული იყო მისი კეთილშობილებით. –არა მადლობა ეს თქვენია! –მართლა? ძალიან დიდი მადლობა!–თვალები ცრემლით აევსო კატოს. უნდოდა მოხვეოდა ამ ბიჭს, რომელმაც სრულიად უაზროდ(მისი გადმოსახედიდან) ამხელა თანხა აჩუქა, მაგრამ თავი შეიკავა და უბრალოდ გახარებული წავიდა რატი კი მას გაყურებდა. რამდენად წმინდა და კეთილი იყო. ვერ წარმოედგინა ასეთი ადამიანები კიდევ თუ არსებობდნენ. მცირეხნიანი პაუხის შემდეგ ეს ჩემი ახალი ისტორიაა იმედია მოგეწონებათ!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.