ჩემი თუ არა აბა ვისი უნდა იყო?!
პროლოგი:ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით! დ მაშინ როცა არაფერს არ მოელი, ხდება რაღაც რაც შენს ცხოვრებას რადიკალურად ცვლის...! * * * * ვერ ვიტან ჩემ თავზე საუბარს... პატარაობიდან მომყვება ეს ჩვევა და დღმდე თან მსდევს...! მაგრამ ხომ უნდა მიცნობდეთ, ესეიგი : ვარ თამუნა წილოსანი ,16 წლის, საშუალო სიმაღლის, ხორბლისფერი კანით, დიდი წითელი ტუჩებით, მწვანე თვალებით და გამოყვანილი ტანით.მყავს ერთი დარტყმული და უსიმპატიურესი ძმა ალექსანდრე (ლექსო) ჩემზე 4 წლითაა უფროსი და სულ მისი კონტროლის ქვეშ ვარ... თაყვანისმცემლების რაოდენობას არ ვუჩივი, მაგრამ მათთვის დრო სულაც არ მაქვს... სკოლიდან პირდაპირ გავრბივარ მასწავლებლებთან და სახლში მხოლოდ 8-9 საათზე ვბრუნდები და ამის გამო საპირისპირო სქესის დაკვირვებისთვის სულ არ მცხელა, სახლში მკვდარი ვბრუნდები და ეგეც რომ არა ჩემი ძმის ხელში შეყვარებულის ყოლაზე საუბარი ზედმეტია მაგან და მისმა ძმაკაცებმა ერთხელ ისე ცემეს ბიჭები რომ საცოდავებს ფეხზე ადგომის ძალაც არ ჰქონდათ, იმის გამო რომ ჩემთან და ლელასთან საუბრის წამოწყება სცადეს. უი ხო მე მყავს უსაყვარლესი მეგობარი,დაქალი, და რავიცი რაც გინდათ ის დარქვით მაგრამ ერთი კი ვიცი ის ჩემთვის ყველაფერია, ჩემი ლელუკა, ადამიანი რომელიც ჭირში თუ ლხინში სულ ჩემთანაა, კლასელები ვართ, ისიც ჩემი ტოლაა, ლელუკა ძალიან ლამაზია მასაც მწვანე თვალები აქვს, გრელი ღია ყავისფერი თმებით, მეზობლები არ ვართ მაგრამ ჩემთან ახლოს ცხოვრობს რაც ძალიან მახარებს. ლექსო ისევე ზრუნავს მასზე როგორც ჩემზე, ლექსო ეს ბოლო 2 თვეა რაღაც ზედმეტ ყურადღებას იჩენს ლელუკას მიმართ,ეჭვიანობის სცენებიც ყოფილ რაზეც ლელუკამ გაუცხადა რომ " შენ არავინ გეკითხება მე სად წავალ და სად არა და ამიტომ ძალიან გთხოვ ნუ ყოფ ჩემ ცხოვრებაში ცხვირსო"- ხო ზუსტად ეგრე განუცხადა, ჩემმა ძმამ კიდე " გოგო შენ ხო არ გაუბერე მე თუ არ მეკითხება აბა ვის ეკითებაო", ეჭვები მაქვს რომ მისდაი რაღაცას გრძნობს, რაც მაგრა მიხარია დედა იმავე სკოლაში მუშაობს მასწავლებლად სადაც მე ვსწავლობ, ეს ერთგვარ არეულობას აწყობს ჩემში, რადგანაც მაშინ როცა მინდა რომელიმე მასწავლებელს ერთი გემრიელად მოვდო ყბაში მახსენდება, რომ ჩემს უკან დედაჩემი დგას და მიწევს რომ დავწყნარდე რაც არც თუ ისე ადვილია! მამა უმეტესწილად საზღვარგარეთაა და ამიტომაც იშვიათად ვნახულობ, სულ მენატრება, იქ მისი ბიზნესი აქვს რესტორნები აქვს გახსნილი რუსეთში, ერთი თვის წინ კიდევ დედაც იქ წაიყვანა 'ჩემი ცოლი ჩემთანო' განაცხადა, დაავლო დედას ხელი და გააქანა რუსეთში ახლა კიდევ მე ჩემ დეგენერატ ძმაზე ვარ ჩაბარებული. * * * * დილის 7 საათზე ლელუკას ზარმა გამაღვიძა, სანამ ვუპასუხებდი გონებაში ათასი სალანძღავი სიტყვით შევმკე ის ადამიანი ვინც ძილი დამირღვია, მაგრამ როცა სახელი ამოვიკითხე გონებაშივე მოვუხადე ბოდიში და მე თვითონ გამეცინა ჩემ ბავშვურ საქციელზე. -ხო ლელუკ -რას შობი თამუ? -მძინავს, ნუ მეძინა მანამ სანამ ერთმა არსებამ არ დამირღვია ძილი! -ოოოჰ, სულ როგორ უნდა ბუზღუნებდე ადამიანო, დაადრევად გაგიჩნდება ნაოჭები -დილიდანვე ხუმრობის ხასიათზე ვართო? -აჰამ, როგორც ყოველთვის მიდი ეხა აეგდე და 5 წუთში შენთან ვარ -კაი მიდი გელოდები. ლელუკას გავუთიშე, ერთი კარგად გავიზმორე, ავეგდე საწოლიდან და გავეშურე აბაზანისკენ, ცოტა რომ მოვსულიყავი ჭკუაზე. იქედან გამოსულს ნაცნობი ხმები შემომესმ რომელიც ჩემ ძმას და ლელუკს ეკუთვნოდა. ისე კამათობდნენ მეგონა ხელითაც კი შეეხებოდნენ ერთმანეთს -აუუუუ ლექსო თავი დამანებე რააა!!!-დაუყვირა ლელუკამ -გოგოოოოოო, რო გეკითხები გამეცი პასუხი- არც ჩემმა ძმამ დააკლო -რა გიპასუხო ადამიანო რააა?! -რა და გუშინ ბაჯელიძეს რა საქმე ქონდა შენთან? -არაფერი... -აბა დებილი როჟით რატო გიყურებდა?-და ჩემი ძმის სანაქებო ირონიული ღიმილი- დავიჯერო არაფერზე გელაპარაკებოდა ხელებისმტვრევთ? !!! -ოოოო დამანებე თავი რააა, რამდენჯერ გითხრა რომ შენ ნუ ერევი თქო ჩემ საქმეში! -ეხა სანამ გავჭედე მიპასუხე თორე მაგ საცოდავს არცერთ კბილს არ შევარჩენ! -ნამდვილი ცხოველი ხარ!-დაუყვირა ლელუკამ, რამაც ჩემი მის გაღიზიანება გამოიწვია და ლელუკას მკლავებში სწვდა -გოგო წესიერად მელაპარაკე! დ პასუხს ველოდები!!!-მთელ სახლში განაჩენივით გაისმა ლექსოს მბრძანებლური ხმა, რაც ლელუკას ლოყებზე მლაშე სითხის წარმოქმნას შეუწყო ხელი -ლექსო უბრალოდ ბარში დამპატიჟა... მეტი არაფერი... მართლა მეტი არაფერი არ უთქვამს...- თავის გამართლებას ცდილობდა ლელუკა. -კაი! ვსო დაწყნარდი! არაფერს არ დავუშავებ მაგ შენ ბაჯელიძეს ნუ ნერვიულობ-ირონიულად გაუღიმა ლექსომ -არ მაინტერესებს მე ეგ ბაჯელიძე!-განაცხადა ლელუკამ-არ მინდა რომ ჩემს გამო შენ შეიქმნა პრობლემები, ესა და ეს! -დაწყნარდი, კაი? და აღარასოდეს გაიმეორო ეგ, მე თუ არა აბა ვინ უნდა რუნავდეს შენზე? ყოველთვის შენთან ვიქნები გაიგე! ყოველთვის დაგიცავ! ისე იყვნენ კამათით გრთული რომ ვერც კი შეამჩნიეს რომ ამ ხნის განმავლობაში ამ სპექტაკლს მეც ვესწრებოდი -მჰმ-ჩავახველე, ჩემი აქ ყოფნა რომ შეემჩნიათ-სკოლა ვერ მოგვაკითხავს და საერთოდ როგორ შეგიძლიათ რო სულ ჭამდეთ ერთმანეთს რააა- ვთქვი მობეზრებულად მათმა ბაასმა ნახევარი საათი შეიწირა, ლექსო დაწყნარებულიყო და გამოგვიცხადა რომ მე გაგიყვანთ სკოლაშიო, ჩვენც დავთანხმდით. ლელუკა უკან მოთავსდა მე როგორც ყოველთვის წინ ვხედავდი როგორ აპარებდა ლექსო ლელუკასკენ მზერას და როგორ რცხვენოდა ლელუკას შექმნილი სიტუაციის, საყვარლები თქო გვიფიქრე და სიმღერის მოსმენა გავაგრძელე. მანქნიდან გადმოვედით თუ რა ყველას ყურადღება მივიქციეთ ამის მიზეზი კი ჩემი უსიმპატიურესი ძმა და მისი Audi Q5-ის დამსახურება იყო სანამ წავიდოდით ლექსომ გამაჩერა და მითხრა -დღეს ასე 7 საათისთვის ჩემი 2 ძმაკაცი ჩამოდის გერმანიიდან და ჩვენთან დარჩემიან რამოდენიმე ხამში...-გაგრძელებს აპირებდა რომ ტელეფონზე დაურეკეს -ხო ძმა -..... -კი, კი აქეთაა აბა სად უნდა იყოს- ჩაიცინა და გადმომხედა -..... -ხო, ხო დაგახვედრებ ცოცხალს და უვნებელს -..... -ხო, კაი რას მემუქრები მაღადავე რაიყო -.... -კაი იტოკში გელოდებით რაა ტელეფონი გათიშა და მე მომიბრუნდა... - - - - - - გამარჯობა ბავშვებოო ახალი ვარ, პირველად ვწერ და არ ვიცი რა და როგორი გამომივიდა და ღირს გაგრძელებას? ძამიან გთოვთ თქვენი აზრი გამოთქვით ყველამ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.