ალექსანდრეს ალექსანდრა შეუყვარდა (თავი IV)
ამ ამბის შემდეგ ერთი კვირა სახლში ვიყავი, წოლითი რეჟიმი მქონდა. ამ ერთი კვირის მანძილზე სანდრო არცერთხელ არ მინახავს. არც ტელეფონზე დაურეკია და არც ,,Facebook''-ზე მოუწერია. სამაგიეროდ ირაკლი ხშირად დადიოდა ჩემ სანახავად. ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს. გავიგე, რომ იურიდიულზე სწავლობდა, მეორე კურსზე იყო. ერთხელ მითხრა: ,,მე დედისერთა ვარ და შენ ჩემს დაიკოდ მიმაჩნიხარ''-ო. ერთი კვირის თავზე როგორც იყო წამოვდექი საწოლიდან, სხვა გზა არც მქონდა, იმ დღით ხომ ანუკის დაბადების დღე იყო. დილაადრიან ავდექი და კოკო მადმუაზელის სუნამო ვუყიდე. ანუკი დაბადების დღეს წყნეთში იხდიდა. სახლი ჰქონდა დაქირავებული და ძალიან ბევრ ხალხს ეპატიჟებოდა. საღამოს 7 საათზე იწყებოდა ,,ფართი'', მაგრამ მე და მარი ერთი საათით ადრე ავედით, კოქტეილების და მაგიდის გასაწყობად. -გილოცავ ჩემო სიხარულო, ხო იცი როგორ მიყვარხარ. აი ძალიან. - ვუთხარი მე, ჩავეხუტე და საჩუქარი გავუწოდე. -მეეეც ჩემო გოგო, რატომ შეწუხდი?! -კაი გაჩერდი. მითხარი ახლა ვინები დაპატიჟე. -რავი გოგო.. ყველა. - ისე მითხრა, რომ ჩემკენ არ გამოუხედავს. -უი გოგო სანდროც დავპატიჟე. -რაა? ვინ.. ვინ სანდრო? -შენ რომ სიყვარული აგიხსნა. -მერე? ახლა უნდა მეუბნებოდე? ან საერთოდ რატო დაპატიჟე როცა ნორმალურადაც არ იცნობ. -ოო. როგორ არ ვიცნობ. საავადმყოფოში უფრო კარგად გავიცანი. 7 საათზე სტუმრების უმეტესობა უკვე შეკრებილიყო. მხოლოდ სანდრო არ ჩანდა. ბოლოს მოვიდა. კარი რომ შემოაღო გულში რაღაც ვიგრძენი. მაშინ მივხვდი როგორ მაკლდა. არ ვიცი იმ გრძნობას რა ერქვა- სიყვარული თუ.. უბრალოდ მონატრება, მაგრამ ეს ორი ხომ პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. რამდენიმე გოგონას ჩამოუარა გადაკოცნა, მოიკითხა. მერე ჩემთანაც მოვიდა. -სანდრა.. -როგორ ხარ? - დავიწყე მე. -რავი კარგად. შენ? -მეც. -კარგი, კარგი გავივლი მე ბავშვებს ვნახავ. -კარგი. -ვუთხარი მე ოდნავ განაწყენებულმა, რადგან ასე მალე გაწყვიტა ჩემთან დიალოგი. დიდხანს ვსვავდით და კარგადაც გავერთეთ. ერთი საათის შემდეგ ჰაერზე გამოვედი. დავინახე, რომ ჭიშკარი გაიღო. ვიღაც ბიჭი შემოვიდა. სიბნელე იყო და კარგად ვერ დავინახე. -სანდრაა. შენც აქ ხარ? - უცებ გავარჩიე ირაკლის ხმა. -ირაკლი? შენ.. შენ იცნობ ანუკის? -კი. თან ძალიან კარგად. -არ ვიცოდი. ამოდი, ამოდი გარეთ ძალიან ცივა. ცოტა ხანში ირაკლი ოთახში შემოვიდა, ჩამეხუტა და გადამკოცნა. ჩემ თვალს არ გამომპარვია სანდროს შემკრთალი მზერა, ჩემი და ირაკლისკენ მომართული. მე და ირაკლიმ დიდხანს ვილაპარაკეთ. მერე წყალი მომწყურდა და სამზარეულოში შევედი. უკან ვიღაც მომიახლოვდა. ეს სანდრო იყო. ხელი ხელზე მომიჭირა, ძალიან მაგრად, ისე, თითქოს ჩემი და მისი სხეული გაერთიანდაო. თავისკენ მიმიზიდა და მკითხა: -რა გინდა იმ ბიჭთან? -ჩემი მეგობარია. -რა მეგობარი ის ხომ.. მის გამო საავადმყოფოში იწექი. -მერე რა. -თანაც დავინახე, რომ მეგობარივით სულაც არ გიყურებს. -მომისმინე სანდრო. - განვაგრძე მკაცრი ტონით. -ჯერ ერთი ჩვენს შორის არაფერი ხდება და მეორეც, ეს შენი საქმე არ არის. -არის. -მითხრა და მაშინ ვიგრძენი როგორ შეეხო მისი ბაგეები ჩემსას, როგორ მომეხვია წელზე მისი ხელები. არც მიცდია თავის გათავისუფლება. პირიქით უფრო მაგრად მივეკარი. ცოტა ხანი ასე ვიყავით. მანამ სანამ... ოთახში ირაკლი არ შემოვიდა. -სანდრა სად ხარ ამდ... და სიტყვა ვეღარ დაამთავრა. რომ დაგვინახა შეცბა და უკან წასვლა დააპირა. -ამაზე მერე დავილაპარაკებთ.- ვუთხარი მკაცრი ტონით სანდროს და ირაკლის გავეკიდე. -ირაკლი მომისმინე. ყველაფერს აგიხსნი. -რა უნდა ამიხსნა. რა ჩემი საქმეა. უბრალოდ.. უბრალოდ როგორ არ გესმის სანდრა. -რა? რა არ მესმის? -ის, რომ ჩემთვის მეგობარზე მეტი ხარ. იმ ბიჭის -ზიზღით წარმოთქვა ეს სიტყვები. -სანდრო ქვია. -ხო, სანდროს გვერდით რომ დაგინახე მივხვდი, რომ არ შემიძლია სხვის გვერდით გხედავდე. გესმის ეს? -არ გინდა გთხოვ. - და მანაც სცადა ჩემთან ჩახუტება, თუმცა წინააღმდეგობა გავუწიე. მისაღებ ოთახში შევვარდი და ჩემი ჩანთა ავიღე. ანუკისთან დამშვიდობება გადავწყვიტე, მაგრამ ისეთი მთვრალი იყო, რომ არ ღირდა და სახლში წამოვედი. ჩავწექი საწოლში და ფიქრი დავიწყე. ვფიქრობდი ირაკლიზე. ის ხომ ზუსტად ჩემი შესაფერისი იყო. განათლებული, მოწესრიგებული, პერსპექტიული ახალგაზრდა. სიმპატიურიც და რაც მთავარია ჩემი ოჯახისთვის ეგრედწოდებული ,,სასურველი სასიძო''. სანდრო კი.. აი სანდრო სულ სხვა იყო. პირველ წელს ჩაიჭრა გამოცდებზე და მერე აღარც უცდია ჩაბარება. ფულიანი მამა ყავდა, რამდენიმე რესტორნის ქსელი ჰქონდა. სანდროც ამ რესტორნებს აქცევდა ყურადღებას. არაფერი აკლდა: აგარაკები, ჩასაცმელი, მანქანა, ფული... მაგრამ ეს ყველაფერი ,,მამიკოს'' დამსახურება იყო და ამიტომაც 24 საათი ,,ბირჟაზე'' იდგა. ერთი სიტყვით ტიპიური ქართველი ,,კაი ბიჭი'' იყო. (ჩემი ძმაც უბანში გაიცნო და ძნელად მისახვედრი არაა, რომ დათუნაც მის მსგავს ცხოვრებას მისდევდა). თავში ფიქრები აირ-დაირია. ორივე თვალწინ მედგა. ირაკლიც და სანდროც. მერე ცოტა ხნით ,,Facebook''-ზე შევედი, სადაც თვალი მოვკარი წარწერას ,,Good girls love bad boy'' და თითქოს ამ ფრაზამ ჩააცხრო ჩემში გაორება. პასუხი ნათელი იყო. მე სანდრო მიყვარდა, მთელი გულით და სულით. როცა ვიხსენებდი მის ლურჯ თვალებს, კიდევ უფრო მიმძაფრდებოდა ლტოლვა და გადავწყვიტე, რომ მეორე დღით, გაღვიძებისთანავე დამერეკა სანდროსთან და შეხვედრა მეთხოვა. ამ ფიქრებში გართულს ჩამეძინა კიდეც. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.