შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი მაკოცნინე რაა


8-04-2015, 16:05
ავტორი Kawaii
ნანახია 1 879

- ძვირფასო მაყურებლებო,დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია, ყველაზე ცნობილი ქართველი მოდელი,ალბათ უკვე მიხვდით, ანანო ორჯონიკიძეე. აპლოდისმენტები- წამყვანმა გამომაცხადა აუდიტორიის წინაშე.. ხელი ჩამოვართვი და დავჯექი..
- გამარჯობა ანანო..
- გამარჯობათ- გავუღიმე წამყვანს.
- ანანო,მოდი დავიწყებ იქიდან,რომ მართლაც ძალიან ცნობილი ხარ,არამარტო საქართველოში არამედ საზღვარგარეთაც.- რა არის ამის მიზეზი ?
- ალბათ შრომა- გამეცინა და თავი უფრო და უფრო კომფორტულად ვიგრძენი.. - ბავშობიდან ძალიან მინდოდა მოდელი ვყოფილიყავი,ყველა ამას უბრალოდ პატარა გოგონას ოცნებად თვლიდა ,ალბათ ბევრს გქონდათ ოცნებები ამ საქმესთან დაკავშირებით,ხოდა მეც ერთ-ერთი თქვენგანი ვარ.. თუმცა პირველად საქართველომ გამიცნო სულ სხვა ამპულაში.მივიღე მონაწილეობა „საქართველოს ვარსკვლავში“.. ბევრი მოწონება დავიმსახურე და აი,ერთ მშვენიერ დილას ჩემი ტელეფონი წრიპინებს,მირეკავს სამოდელო სააგენტოს დირექტორი და მთხოვს შეხვედრას. მე ,რა თქმა უნდა,ძალიან გამიხარდა..მივედი,ძალიან მოვეწონე და ასე ვთქვათ,აქედან დაიწყო ყველაფერი,მაგრამ არ გეგონოთ,რომ საერთოდ არ მიშრომია და ჰაერიდან გავხდი პოპულარული- ვამატებ თან გულიანად მეცინება- საერთოდ რთულია 24 საათი დაიცვა დიეტა,იარო მაღალქუსლიანებზე,ღამე გაათენო.. ბევრი ტკივილი უნდა აიტანო და კიდევ თვეშ ერთხელ მაინც გვიწევს სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა..
- ხო.. ალბათ დამეთანხმებით,რომ ყველა მოდელი ვერ იქნება..- გაიღიმა წამყვანმა და განაგრძო კითხვების დასმა.. ბოლოს,როგორც იქნა,იმ კითხვებზე გადავიდა,რომელიც ყველას აინტერესებდა..
- რას გვეტყვი შენს პირად ცხოვრებაზე ? იმდენი ჭორებიი დადიიისსს სოციალურ სივცეეშიიი- გაიწელა წამყვანი და პირდაპირ პირში მომაჩერდა..
- ხო,ეს ჭორები ჩემს ყურამდეც მოვიდა.. მინდა გითხრათ,რომ 21 წლის ვარ მაგრამ ჯერ არ მყოლია შეყვარებული,თან ფიზიკურად ამისთვის დროც არ მაქვს..ეს უბრალოდ ხალხის აზრია,რომელმაც ნამდვილად არ გაამართლაა..
- კარგი ანანო,სასიამოვნო იყო შენთან საუბარი,მაგრამ სანამ გაგიშვებდე ძალიან დიდი თხოვნა გვაქვს რომ ერთი სიმღერა გვიმღერო .. ხალხის აპლოდისმენტები დავიმსახურე,ჩემი ყველაზე საყვარელი სიმღერა შევასრულე და დარბაზი დავტოვე...


იმ დღეს იმდენი საქმეები მქონდა, სახლში ძალიან გვიან დავბრუნდი.. ტელეფონის ხმა ისევ არ წყდებოდა.. უკვე ძალიან დაღლილი ვიყავი ასეთი აჟიოტაჟისგან.. დამერწმუნეთ იყო ცნობილი უკვე რთული სამსახურია.. მარტო ვცხოვრობდი,მაგრამ დედას ვთხოვდი სულ მოსვლას,იმიტომ რომ უზომოდ მენატრებოდა.. სახლში ნანა დამხვდა.. ნანა,როგორც უკვე ვთქვი,დედაჩემია,ყველაზე ერთგული და კარგი მეგობარი.. მამაჩემს დავითი ქვია,ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის დირექტორია.მე კი ანანო ვარ,21 წლის..რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ვატარებ დღიურს.. მიყვარს წერა,სიმღერა და ის საქმე რასაც მე ვაკეთებ,რაც ჩაწერაზე ვთქვი ის ასი პროცენტით სიმართლეა,რადგან ნამდვილად არ მყოლია შეყვარებული..უფრო მეტსაც გეტყვით,არავისთვის არ მიკოცნია ... კარები გავაღე და ნანას დავუძახე:
- დეეე,ძალიან გთხოვ ცხელი შოკოლადი გამიკეთე რა.. ძააან დავიღალე- ნანას შუბლზე ვაკოცე და ჩემი ოთახისკენ წავედი..
- რაო ანანო,როგორ ჩაიარა დღემ? ხო არ ინერვიულეე?- სამზარეულოდან გამოყო თავი ნანამ.
- არა დე,როგორც ყოველთვის,უინტერესო კითხვებია ამაზე პასუხიც არ უნდა გამეცა. ყველას მარტო პირადი ცხოვრება აინტერესებს..
- კაი რა ანანო,რა იყო ხალხის შეცვლას აპირებ.ასეთი ანგელოზი შვილი მყავს,აინტერესებ ხალხს და რა ქნან?
- აუ არ ვიცი რა.. მოდი რამე ფილმს ვუყუროთ?- ხალათით გამოვედი და ცხელი შოკოლადი მოვსვი..
- არა დეე.. ხო იცი დათო მოვა ეხლა სახლში და უნდა წავიდე,დაღლილი იქნება..
- კაი ნანა,მადლობა დიდი- დედას გადავეხვიე და კარები დავხურეე. უკვე 1 საათი იყო. ლეპტოპი გავხსენი და დღევანდელი დღის ჩაბეჭვდა დავიწყე.. მერე კი თვალები დავხუჭე..
დილით კარებზე განუწყვეტელმა ზარმა გამაღვიძა. წამოვედიქი,თვალები მოვიფშვნიტე და კარებისკენ უკმაყოფილოდ გავექანეეე..
- რა არიი დაჩი რა ველური ხარ , ხო იცი რო ამდროს მძინავს?- სახლი ჩემი მეგობრებით გაივსო..
- ხო,ხო არაუშავს დღეს კარგად გაერთობიი.. მოკლედ გვინდა რომ კლუბში წავიდეთ..
- უი დღეს ხო მარიამის დაბადების დღეა!!- წამოვიკივლე და აბაზანში შევედი,პირი დავიბანე..
- ხო ზუსტააად!! - თქვა ნიამ და გეგმების დაწყობას შევუდექით..
მოკლედ მოგიყვებით ჩემი მეგობრების შესახებ.. ნია ჩემი ბავშობის მეგობარია.23 წლისაა სწავლობს ბიზნესზე.დაჩი კი ნიამ გაგვაცნო,როდესაც 13 წლის ვიყავით.ბავშჰობაში მახსოვს რომ ერთმანეთი მოსწონდათ,მაგრამ მერე დრომ გადაწყვიტა ყველაფერი.. მარიამი კი,გაგიკვირდებათ მაგრამ,ერთ-ერთი რესტორანის საპირფარეშოში გავიცანი.. ამაზე სულ ვიცინით. მე 15 წლის ვიყავი მაშინ,ის 17-ის.. შევდივარ და მესმის როგორ ქვითინებდა.. მერე გამოველაპარაკე ჯერ ხმას არ მცემდა მერე კი დაიწყო ლააპრაკი და აღარ გაჩერდა. იქიდან მოყოლებული ლაპარაკობს და ლაპარაკობს.. ძალიან მიყვარს და „მოხარშულს ვიცნობ“. სინამდვილეში ძალიან ბევრნი ვიყავით.ბავშობიდან ერთად მოვდივართ მხოლოდ ჩვენ მარიამი,დაჩი,ნია და თემო.. თემო ახლა საზღვარგარეთაა... ერთი პერიოდი ძალიან მომწონდა თემო,შემდეგ კი მივხვდი რომ საჩემო ტიპაჟი არ იყო და მეგობრობაზე მეტი აღარ მომდომებია..
- ესეიგი მე და დაჩიმ გადავწყვიტეთ კლუბში წაგვეყვანა,თან გავერთობოდით, დავლევდით..ერთი ბიჭი მინდა გაგაცნო !!

პ.ს კომენტარებში დაწერეთ რას ფიქრობთ ?? <3 ძალიან მაინტერესებს ტქვენი აზრი!!



№1  offline წევრი talaxadze133

Dasawkisistvis kargia male dade da didi tavebi tu 12 mere dadeb mtlad kargi ikneba <333

 


№2  offline წევრი Kawaii

talaxadze133
Dasawkisistvis kargia male dade da didi tavebi tu 12 mere dadeb mtlad kargi ikneba <333

Vecdebi aucileblaad <3 moments velodebi komptan rom davjde :*

 


№3  offline წევრი lamazmani

ძაან კაია მალე დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent