შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კიდევ ერთი მთიელი ? ნაწ2


8-04-2015, 19:30
ავტორი toroo
ნანახია 2 159

ღმერთო რამდენი შემიძლია ჩემს თავზე მოგიყვეთ ,ძალიან ძალიან ბევრი,მაგრამ ვინამუსებ და არ ავტლიკინდები...
მახსოვს იმ დილით დედამ სადღაც წამიყვანა 3 საათი იყო საათს შევხედე და რატომღაც ის ისრებიც კი ტვინში ჩამებეჭდა ,დიდის ამბით გამომაწყო თეთრებში და კაფეში შემაცუნცულა მაშინ 5 წლის ვიქნებოდი ხო ხო ზუსტად 5 რადგან აგვისტოში 6 გავხდი და იმ წელს შემიყვანეს სკოლაში .ანო მოვლილი ქალის პირდაპირ ჩაჯდა და ისტორიების მოყოლა დაიწყო...რა აღარ თქვა , თინეიჯერი ვიყავიო შატილში ,რომ წავედიო ,მერე მამაჩემი მოკვდაო,ზუგდიდის სახლიო,ვნებათაღელვაო, წერილიო , ჩვენი გამომშვიდებოდა ,ლიანაო ... მოკლედ ჩაირთო და რა ჩაირთო ,მაშინ ჩემთვის არაფერს ნიშნავდა მისი ისტორიები ,ნორმალურად ვერაფერს აღვიქვამდი ,მაგრამ გავიდა დრო აი დღეს 18 წლის გავხდი ,იმის შემდეგ მე და დედამ ბევრი ვისაუბრეთ ოღონდ მამასთან ერთად არა ,რატომღაც არ უყვარდა ამ თემას ,რომ ეხებოდნენ შეიძლება მაიას გამო , მისი სურათი მაინც მანახა... ხო ლუკა ,ჩემი ლუკინიო, ამერიკელი გამიხდა მოკლედ სკაიპის ბრალია თუ მანჰეტენის არ ვიცი ,მაგრამ სულ ქუულებით და ჰაიებით მელაპარაკება , რომ არ დაიბნეთ გეტყვით ,რომ ლუკა მამას შვილია და ასე ,რომ ვთქვათ ჩემი ნახევარძმა ,მაგრამ არავის არ ექნება ისეთი თბილი ურთიერთობა ,როგორც მე და მას გვაქვს ,უზომოდ ნიჭიერია ,ამიტომაც ამერიკაშია სასწავლებლად და ჩამოდის ხოლმე...ისე ერთად გავიზარდეთ და ერთმანეთს ისე შევესისხლხორცეთ ,რომ სამაგალითო და-ძმაც გავხდით ... ანდრიას ისე უხარია ჩვენი კარგი დამოკიდებულება ,რომ ყოველთვის სიამაყით გვიყურებს მეზობლებისა თუ უცხო ხალხის თვალწინ ,რომ გავივლით ... მგონი ძალიან გადავუხვიე ,ხო რაც მთავარია ჩვენი სახლი ,რომელიც შატილშია და მამას ეკუთვნის დაკეტილია სამწუხაროდ არცერთი დიდი ბებია და პაპა არ შემომრჩა ... წელს კი მე ანო და ანდრია მივდივართ შატილში დასასვენებლად ,ერთი სული მაქვს ,როდის მოვა ზაფხული 1 თვეც და ვინებივრებ ჩემს დედულ-მამულეთში.. ახალი თავგადასავლები და ზაფხული იწყება ... ფოტოაპარატი ,მოკლე შორტები ,სათვალე და ეგაა მეტი რა მინდა ბედნიერებისთვის ?

სკოლა არასდროს არ მიყვარდა მიუხედავად იმისა ,რომ სკოლაში ე.წ. პოპულარული გოგო ვიყავი ,გარეგნობას ვერ დამიწუნებთ ძალიან უცნაური შერწყმაა ,მაგრამ ქერა თმა და შავი თვალები მაქვს , თქვენ წარმოიდგინეთ და ამით ისე "ვბლატაობ"მეტი ,რომ არ შეიძლება ,მიუხედავად იმისა ,რომ ჭამის არა ,მაგრამ ტკბილის გიჟი ვარ ჩემს ტან-ფეხს ვერაფერს დაუწუნებთ,ხორციანი კი ვარ ,მაგრამ როგორც მამიკუნა მეტყოდა ხოლმე ერთ დროს სწორედ ,რომ მაგ ხორცუნიებმა მოხიბლა დედიკოში...აბა რა ქალს ხომ უნდა ქონდეს ხელის მოსაკიდებელი ადგილი...ეს ყველაფერი იქეთ იყოს და ეროვნული გამოცდები ჩავაბარე იმდენს ვნერვიულობდი ,რომ ამდენი ნაშრომი წყალში არ ჩაყრილიყო ,მთლიანად მობილიზებული ვიყავი გამოცდებზე და ჩემი თავის კმაყოფილი ვარ ,კარგად დავწერე სინამდვილეში ადამიანმა ყოველთვის იცის გამოცდა ,როგორ დაწერა .. ხოდა დაფინანსებასაც ველოდები , შემიწყოს ერთხელ ხელი სახელმწიფომაც ... პასუხებს შატილში გავიგებ ,მაგრამ ახალა მგონი დროა კომპიუტერი გამოვრთო და დავიძინო ხვალ მივდივარ.. სად ? დიახ დიახ სწორედ მანდ ....

ბავშვებო ესეთი პატარა იმიტომ არის ,რომ ეს ორი თავი უბრალოდ საჩვენებელი იყო და მინდა უშუალოდ ისტორია დავიწყო შემდეგიდან ... დღეს 12 ის მერე ან ხვალ აუცილებლად დიდი თავი გელოდებათ :*****



№1  offline წევრი sofi_rio

ვააიმე როგორ მიყვარს ანო და ანდრია)))) მალერა და დიდი თავები დადე რარის! <33

 


№2  offline წევრი kiwi

Vgijdebi amatze ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent