ტკბილი ტუჩები (ანუ შენს კოცნას ვერ დავივიწყებ) *თავი3*
-ესეიგი მოდიხარ ჩემთან? -იცი ამწამს გამახსენდა დეიდაშვილის დაბადებისდღეა უნდა გავიქცე "ოსტატური ტყუილი" -რატომ მეთამაშები ნატალია?? -მე გეთამაშებით? -მეთამაშებით! -მაშინ წესებს მე ვადგენ! -აქ წესებს მე ვადგენ ლამაზო! -დღეს არა! მკაცრი ხმით ვთქვი და ჩემი მანქანისკენ წავედი "რთული თამაში წამოიწყე ნატალია" ჩემს თავს ვეუბნები,აბა რა გონია პირველივე ნახვაზე მასთან წავალ? ცდება... სახლში მივედი,რთული დღის შემდეგ აბაზანა ნამდვილად ნეტარებაა...ცხელი წლის ქვეშ დგომა და უბრალოდ ფიქრი რაზე ვფიქრობ?! არა,უფროსწორად ვისზე? ვისზე უნდა ვფიქრობდე?? არავიზეც არ ვფიქრობ,როგორ არა ფიქრობ!! ისევ ჩემი ალტერეგო მეპასუხება რაუნდა ამას უნდა რომ გამაგიჟოს?! აბაზანიდან გამოვედი გამოვიცვალე და ჩემს საყვარელ,ფუმფულა საწოლში შევძვერი...რა ცივია! გამეყინა ყველაფერი... ეჰჰ ნატალია არავინ არ გყავს რომ გაგითბოს და...ისევ ჩემი "მეორე მე" გამოვიდა სიტყვით... არვიცი ამ ფიქრებში როდის ჩამეძინა მაგრამ დილას ისევ მაღვიძარამ გამაღვიძა...რომ მკითხოთ ვინ არის ჩემი პირველი მტერი გიპასუხებთ რათქმაუნდა ეს საზიზღარი რამ! ყურში არასასიამოვნოდ მხვდება მისი ხმა და ამიტომ იძულებული ვარ რომ გამოვიღვიძო,რომ გამოვრთო...უკვე 9 საათია ვდგები,დილის პროცედურებს ვამთავრებ და კარადის წინ ვდგავარ და ვარჩევ რა უნდა ჩავიცვა დღეს... ეს ძალიან გრძელია,ეს ძალიან მოკლე,ეს ფერიარ მომწონს,ეს უკვე მეცვა ღმერთო ჩემო რა ჩავიცვა?! ყველაზე აქტუალური კითხვა ბოლოს არჩევანი მაინც ტყავის მუხლებამდე ქვედაბოლოზე და თეთრ პერანგზე გავაკეთე,მაინც სამსახურია დაკლასიკურად უნდა მეცვას,ძალიან მსუბუქი მაკიაჟი და არც ისე მაღალ-ქუსლიანი ფეხსაცმელი, ყავა გავიკეთე და მშვიდად დავლიე შემდეგ პალტო შემოვიცვი,კარები გამოვიხურე და მანქანისკენ წავედი... მანქანაში ჩავჯექი უნდა დავქოქო მაგრამ არ იქოქება შანსი არარის რას ჭირს?! სულ ახალთახალია!! სანამ მე გავარკვიე რასჭირდა სამსახურშიც დავაგვიანე დღეს კიდე თათბირი ქონდა ბატონ დემეტრეს... ღმერთო მიშველე,დავიღუპე თან ისიც იხელთებს დროს და გამამწარებს "გუშინდელი უარისთვის"... რაც შეიძლებოდა სწრაფად დავიჭირე ტაქსი და ვუთხარი რომ ცოტა ჩქარა ევლო...კომპანიაში კი არ შევედი შევფრინდი ლიფტის ღილაკს გამუდმებით ვაჭერდი მაგრამ 3ივე ლიფტი დაკავებული აღმოჩნდა სხვა რა გზა მქონდა კიბეებით მომიწევდა ასვლა...ქლოშინით დავდგი ბოლო საფეხურზე ფეხი და დაღლილმა გავაგრძელე გზა სათათბირო ოთახისკენ... კარები შევაღე და ყველას მზერა ჩემსკენ იყო... -დაგაგვიანდათ,ნატალია "უი მართლა?! მე მეგონა ძალიან ადრე მოვედი?! გამოვეპასუხე ფიქრებში სინამდვილეში კიდევ მის წინ ვიდექი და უბრალოდ ვუსმენდი როგორ მსაყვედურობდა" -მაპატიეთ ეს აღარ განმეორდება... -იმედი მაქვს ამას კარგი შედეგები არ მოყვება! ჩემი კუთვნილი ადგილი დავიკავე,დემეტრე რაღაცაზე ლაპარაკობდა მაგრამ არაფერი არ მესმოდა მაინც რა სიმპათიურია,როგორი განიერი მხრები ლაპარაკის მანერა და მომნუსხელი ღიმილი აქვს ისევ მის სახეს შევეჩეხე,გამიღიმა და საუბარი განაგრძო..და მაინც რა ცინიკოსია! -ჯერჯერობით არაფერს არ ვაპირებ ჯერ კარგად უნდა გაგიცნოთ,მაგრამ არაფერს არ გაპატიებთ ძალიან მკაცრი ვიქნები... "ოხ არავინ არ შეაშინო" გამოაცხადა პირდაპირ დემეტრემ,ბარემ ის გეთქვა მიფრთხილდით თორემ განახებთ ვინც ვარო... სათათბიროდან ჩემი კაბინეტისკენ წავედი,არც დავუძახებივარ არაფერი უბრალოდ განაგრძო ჩემს კოლეგასთან საუბარი "იმედები გავუცრუე" -ეს ყველაფერი ხვალისთვის უნდა იყოს შემოდის ოთახში ჩემი მარჯვენა ხელი და საბუთების დასტას მიწყობს მაგიდაზე... -რაა? ხვალისთვის? -დიახ ბატონმა დემეტრემ ასე თქვა... მშვიდად მეუბნება ლანა... -ნუ ეხლა თუ ბატონმა დემეტრემ თქვა... სარკაზმი არ დავიშორე ამ სიტყვების წარმოთქმისას... მთელი დღე გამოყრუებული ვიჯექი კაბინეტში,არავის არ ვაინტერესებდი,მეც ვაკეთებდი ჩემს საქმეს და ვმუშაობდი უკვე 3 საათი იყო შესვენება გვიწევდა ამიტომ ცოტა ხნით გარეთ გასვლა და ყავის დალევა გადავწყვიტე... -ახალი თანამშრომელი გვყავს... -ვაა მართლა?? -სხდომაზე რატომ ართქვა ჩვენმა დირექტორმა... -ეხლა აიყვანა,ძალიან ეშხიანი გოგოა და ეტყობა ბევრს მიაღწევს... მთელი თავდაჯერებლობით წარმოსთქვა ეს სიტყვები ჩემმა კოლეგამ... -რაა გოგოა? ყურები ვცქვიტე... -აი მოდის... ჩემს წინ ასე 28 29 წლის ქალი მოდიოდა,არაფერი დიდი შესახედაობის არ იყო უბრალოდ მკერდი ქონდა დიდი და საკმაოდ გამომწვედაც ეცვა... -გამარჯობათ,ნატალიას ვეძებ თქვა ქალმა და ლანას შეხედა... -ნატალია მე ვარ ფეხზე ავდექი და გავუტოლდი ჩემზე მაღალი მაინც არარის გონებაში ჩავიცინე და ქალის წინ დავდექი... -ბატონმა დემეტრემ მითხრა რომ თქვენ ადგილას მე უნდა ვიმუშავო და ამიტომ მალე აბარგდით თუ შეიძლება... ისეთი აგდებული ტონით მითხრა რომ ალბათ გავწეწავდი,რას ქვია ჩემს ადგილას უნდა იმუშაოს და მალე ავბარგდე... -ვერ გავიგე? -რა ვერ გაიგეთ! -რა უნდა ვქნა? -დაცალეთ თქვენი ოთახი... -ერთი წუთით გენაცვალე რაღაც გეშლება თავს ძლივს ვიკავებდი ,რომ არ ავფეთქბულიყავი,თავს საშინლად ვგრძნობდი... -თუ გინდათ ბატონ დემეტრეს ვკითხოთ! ცხვირი აიბზუა ქალბატონმა და ცინიკური ღიმილით გამიღიმა... -ეხლა აქედან დამეკარგე თორე მერე განახებ როგორ უნდა აბარგება მეც არ დავაკელი და ადგილს მოვწყდი... კიბეები ავიარე და დემეტრეს კაბინეტში შევვარდი... -რას ნიშნავს დემეტრე ეს ყველაფერი... -ნუ ყვირიხარ და წერიერად -კიდე მე ნუ ვყვირივარ? ვიღაც კა*პა მოდის და მეუბნება,რომ თურმე უნდა ავბარგდე,ამიხსენი რას ნიშნავს ეს ყველაფერი??? -სხვაგან გადამყავხარ... -რაა? -ხო რაც გაიგონე... -რას ნიშნავს სხვაგან გადაგყავარ... -მინდა რომ ჩემი მდივანი გახდე... რაო?? მდივანიო ეს ხომ არ აფრენს?? -დემეტრე,გაიმეორე რა გინდა? -მინდა რომ ჩემი მდივანი გახდე... კაბინეტიდან დამშვიდებული გამოვდივარ "თავი ხელში აიყვანე ნატალია" ჩემს თავს შემოვუძახე და დინჯი ნაბიჯებით წავედი კარებისკენ დღეს მუშაობის გაგრძელება არ შემიძლია... გზაში ისევ ის კა*პა მხვდება.. -რაო ბატონმა დემეტრემ?! -კარგად მომისმინე,არვიცი დემეტრემ რა მოიფიქრა მაგრამ დამიჯერე აქ ყოფნა დიდ ხანს არ გიწერია... ვუთხარი და საშინლად გაბრაზებული გამოვედი კომპანიისკენ,ტაქსი დავიჭირე და სახლში წავედი...სახლში შევედი თუ არა კარები მივაჯახუნე იქვე ჩავიკეცე და ავტირდი... პ.ს მადლობთ ვინც კითხულობთ,ბოდიშით ძალიან დავაგვიანე მაგრამ რაც მთავარია აქ ვარ :დ თქვენ არიცით რა გელოდებათ!! ვისაც მოგეწონათ კომენტარები დამიტოვეთ :* მიყვარხართ!! პ.ს.ს შეცდომები მომიტევეთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.