უთარიღო დღეები (1)
მოენატრეთ ჭორფლიან გოგონას (Daltonik mxatvars) და დაბრუნდა განსხვავებული ისტორიით. ეს ის მომენტია, თავისუფლად რომ შემიძლია ვთქვა "თქვენ ცოცხლობთ, მე კი ვეღარ ვძლებ" და აჰა, მაინც დავამატე პირველი თავი. იმედი მაქვს, მოგეწონებათ და სურვილი გექნებათ, მომდევნო თავების წაკითხვის. *** უღიმღამოდ დაიწყო დილა. ნაცრისფერი ზეწარი გადაკვროდა ცას. როგორც ჩანს, წვიმას აპირებდა. უკმაყოფილოდ ამოვიფრუტუნე და გვერდი ვიცვალე. რა სჯობს ლოგინში ნებივრობას, მაშინ, როდესაც გარეთ ასეთი ცივი და მოჟამული ამინდია?! მაგრამ ვაი, რომ ნებივრობის დრო არ მაქვს და უნდა ავდგე. დავამთქნარე და ზოზინით წამოვდექი ლოგინიდან. თმები საშინელ მდგომარეობაში მქონდა. სწრაფად ჩავიცვი შარვალი და დიდი სვიტერი. დაუვარცხნელი თმა შევიკარი და მისაღებში გავედი, სადაც დედინაცვალი და მამაჩემი დამხვდნენ. ღიმილით მივესალმე, თუმცა, როგორც ველოდი, დედინაცვალმა თამუნამ ცივად გამომხედა, უკმაყოფილო სახით შეათვალიერა ჩემი გარეგნობა და ჩაცმულობა, მერე ისევ თავის საქმეს მიუბრუნდა. -უნივერსიტეტში არ მიდიხარ, შვილო? - სააბაზანოში შესვლამდე მამაჩემის ხმას მოვკარი ყური. -არა, მა, შაბათობით არ მაქვს ლექცია. - ჩავიბუტბუტე და სააბაზანოში შევედი. თვალის ფერი მიეღოთ ჩემს უპეებს, ჩამშავებოდა და უძილობისგან დაბერილი მქონდა. ხანდახან ძალიან მაღიზიანებს საკუთარი თავი. ნერვებს მიშლიც უაზრო ფერის თმა, რომელიც არც ქერაა და არც წაბლისფერი, რაღაც გარდამავალი და უღიმღამო. შავი თვალები, რომელიც თეთრი კანის ფონზე ძალიან გამოკვეთილია და თავი მარტო თვალები მგონია ხანდახან, ისეთი მკვეთრია მათი ეფექტი, ჩემს სახეზე შემოხედვისას. ნერვებს მიშლის ეს არც თუ ისე ძალიან, მაგრამ მაინც პუტკუნა ლოყები და უკარება ადამიანივით აპრეხილი ცხვირი. როგორც სხვა დროს, ახლაც უფრო ცუდ ხასიათზე დამაყენა ჩემმა არამიმზიდევლმა გარეგნობამ, კიდევ კარგი მხოლოდ პუტკუნა მეთქმის და არა მსუქანი, ესეც შეღავათია ჩემთვის, თორე ამაზე მსუქანი რომ ვიყო ნამდვილად გავგიჟდებოდი, ისედაც კომპლექსების ბუდე ვარ და ვერავის ვეკონტაქტები, უარეს შემთხვევაში კი ჩემი დანახვაც გულს აურევდათ ადამიანებს. ხშირად მეუბნებიან ჩემი ნათესავები, რომ სულაც არ ვარ მახინჯი და უშნო, რომ ეს არაა ასეთი საყურადღებო ფაქტი და რომ მე ამაზე არ უნდა ვინერვიულო, არ უნდა მივცე უფლრბა, ჩემს რამდენიმე ზედმეტ კილოგრამს, ცხოვრება მომიშხამოს და 19 წლის გოგომ კუდიანი დედაბერივით არ გამომკეტოს სახლში. მეც ვცდილობ, რომ ჩემი კომპლექსები, რომლებიც მრავლადაა, დავძლიო, მაგრამ ნამდვილად არ გამომდის. ხელ-პირი დავიბანე, თმა დავივარცხნე და ისევ მისაღებში დავბრუნდი. თამუნა იქ აღარ დამხვდა, ძალიანაც კარგი. მამაჩემს მივუჯექი გვერდით და ფეხები დივანზე ავკეცე. თავზე მაკოცა და ხელი მომხვია. -ჯუნა, სალომემ დაგირეკა, შენმა კურსელმა და მე ვუპასუხე, დღეს დაბადების დღე აქვს და მთხოვა, რომ გამეშვი მასთამ. რას იტყვი, არ წახვალ? გაერთობი კი მაინც. - ერთიანად მომაყარა, სანამ ხმის ამოღების საშუალება მექნებოდა. ტუჩი მოვიკვნიტე ყოყმანით, თუმცა მაინც გადავწყვიტე წავსულიყავი. მამაჩემს - ზურას, საჩუქრისთვის ფული გამოვართვი და ოთახში შევიძურწე გამოსაცვლელად, საჩუქრის საყიდლად რომ წავსულიყავი და გული არავის გახეთქვოდა. შავი შარვალი და ლურჯი კაპიუშონიანი ფუმფულა სვიტერი ჩავიცვი. ფული შარვლის უკანა ჯიბეში ჩავიტენე და ქუჩაში გავედი. ქუდი წამოვიფარე, ნამდვილად არ მქონდა სურვილი, დავსველებულიყავი. როგორვ მეტყობა, რომ შორს ვარ ყოველგვარი რომანტიულობისგან. არადა ჩემი ნაცნობები წვიმაზე გიჟდებიან. სულ იმას გაიძახიან, წვიმაში სეირნობა გვიყვარს, თანაც ღამითო, მაგრამ სინამდვილეში კი, გაწვიმდება თუ არა, ზოგი ქუდს იფარებს და ზოგი ქოლგას, ან სულაც არ გამოდიან გარეთ. რა ჩამოუყალუბებელია ხალხი, არ მიყვარს ეგეთი ტიპები, მაგრამ მე ვისზე ვამბობ?! მე თუ ვინმე არ მომწონს, მე ხომ ყველას მოვწონვარ რა! სუვენირების მაღაზიაში შევედი, რაღაც უაზრობები იყო, მხოლოდ ერთი მომეწომა, შუშაში ჩადებული გიტარა. ვითომ არაფერი, მაგრამ საკმაოდ ძვირი კი ღირდა. ფული გადავიხადე და საიმედოდ შევინახე საჩუქარი სვიტერის ჯიბეში, ჩემი ამბავი რომ ვიცი, არაა გამორიცხული დავკარგო. სულაც არ მიყვარს დადბადების დღეების მილოცვა და მათ აღნიშვნაზე სიარული, მაგრამ ამ შემთხვევაში უხერხულ სიტუაციაში ვიყავი, გოგომ დამირეკა, რომელიც სულაც არ მყავს დიდი ხნის გაცნობილი, თავისთან დამპატიჟა და რა იქნებოდა ჩემი საქციელი, უზრდელობის გარდა?! იმედია გავძლებ და გული არ შემიწუხდება მათი შემხედვარე. მე ხომ ვიცი, არა, რომ უნდა ვიჯდე მთელი საღამო ჩემთვის, მარტო, მშვიდად, წყნარად და მწყაზარი, არავინ ყურადღებას არ მომაქცევს და არავის შევაწუხებ მეც. მერე, სხვებს რო,მ გართობა მოჰბეზრდებათ, ავდგები მეც მათთან ერთად და ისე წამოვალ, თითქოს ის არც მყოფილვარ. ან უფრო ადრეც რომ წამოვიდე, მაინც ვერავინ შეამჩნევს ჩემს იქ არ ყოფნას. ჰო, ასე ვიზამ, ადრე წამოვალ. ძლივს ვიპოვე სალომეს ნომერი, რომელიც რაღაც ზედმეტსახელით მქონია ჩაწერილი და აღარც კი მახსოვდა. წინასწარ მივულოცე, ესეც ზრდილობის გულისთვის, თორე ისე სულაც არ მადარდებდა მის ნახვამდე რომ არ მექნებოდა მილოცილი. ჰაჰ, კიდევ ერთი პრობლემა, რა ჩავიცვა? ჩემი მუქი ფერის ტანსაცმელიდან არაფერია ისეთი, მათ ამაღლებულ განწყობაზე რომ დადებითად იმოქმედებს. ან შარვალი და სვიტრი რომ ჩავიცვა, უჭირს კი რამე?! ალბათ, არც არაფერი. შუადღე იქნებოდა, სახლში რომ ავედი. ისევ უკაყოფილოდ აუბზუა ტუჩი ჩემმა დედინაცვალმა, საჩუქრის დანახვაზე, თუმცა რეაქცია არ მქონია. მივეჩვიე კიდეც, უკვე 4 წელია ასე გრძელდება, მაგრამ რატომ არ მოვწონვარ ამ ქალს, ამას ნამდვილად ვერ ვხვდები. ვერ ვიტყვი, ცუდად მექცევა-მეთქი, თუმცა არანაირი სოთბო არ მიგრძვნია მისგან და ეს მწყვეტს გულს. ნუთუ დავუშავე რამე?! რა ჩემი ბრალია, მას რომ შვილი არ უჩნდება?! სულ გადავქექე გარდერობი, რაიმე ნორმალურისა და შესაფერისის ძიებაში,ბოლოს დაახლოებით ორი წლის წინ ნაყიდი, ცისფერი თუ რაღაც მსგავსი ფერის კაბა ჩავიცვი. არა, რას გადმოვყარე ერთი ეს მკერდი, თითქოს ძალიან მიმზიდველი იყოს. ეჰ, მაინც ქალი ქალია რა! რა ცუდ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს, მაინც იმას იფიქრებს, ნეტავ როგორ გამოვიყურებიო?! საღამოს წავედი სალომესთან. 7 საათზე უნდა ვყოფილიყავი მასთან, მაგრამ რადგან მისი სახლი არ ვიცოდი და ვერც ადვილად მივაგენი, 8 საათზე ძლივს მივაღწიე. კარზე ზარი რომ დავრეკე და დედამისმა გამომხედა, ყველაზე საშინელი მომენტი დაგვიანებული სტუმრის მისვლა და ყველა სტუმრის ჩემსკენ მომართული მზერა იყო. ერთიანად გავწითლდი სახეზე და ძლივს მოვაბი თავი სალომესთვის მილოცვას. საჩუქარი მივაჩეჩე და „ოღონდაც დავჯდე“-ს ინსტიქტით, ცარიელ ადგილზე დავჯექი. როგორც იქნა, მომაშორეს მზერა უცხო ხალხმა და ჩემს კურსელებს მივესალმე. მარჯვნივ ვიღაც უცხო ბიჭი იჯდა, მარცხნივ ჩემი ჯგუფელი ლადო, რომელიც მაინც და მაინც არ მეხატება გულზე. ნერვები მეშლებოდა დანარჩენები რომ მხიარულობდნენ და მე ყველას ფეხებზე ვეკიდე. რამდენჯერმე ვცადე მათ საერთო საუბარში ჩაბმა, მაგრამ უშედეგოდ, ყველა ისე იქცეოდა, თითქოს ჩემი ხმა საერთოდ არ ესმოდათ. ჯერ ისედაც არ მქონდა განწყობა და სულ ჩამშხამდა. სასმელს მივეძალე. ძალიან მარტოსულად ვგრძნობდი თავს. არც კი მახსოვს რამდენი ჭიქა დავლიე, თანას საკმაოდ მათრობელა ღვინო იყო. ის კი კარგად მახსოვს, როგორ ვეცეკვებოდი ბიჭს, რომელიც ჩემს გვერდით იჯდა რომ მივედი. დიდი ხანი ვცეკვავდით, ხან რას ხან რას. არ მახსენდება სხვა შემთხვევა, ასე უზომოდ დამელიოს და დავმთვრალიავი, მერე კი მეცეკვა. განათება თვალს მჭრიდა და მთვრალი გონების გამო, ისედაც შენელებულად მოაზროვნეს, მიჭირდა რამის გარჩევა. ამას ერქვა უგონოდ სიმთვრალე. ხან ვის ვეჯახებოდი ცეკვის დროს, ხან ვის. სრულიად დავიწყებული მქონდა ჩემი კომპექსები, დავიწყებული კი არა იმ მომენტში დაძლეულიც კი. როგორც მახსოვს, გაბრიელი ერქვა ბიჭს, ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეუნ ტიპი იყო. თამამად მკიდებდა ხელს, ხან წელზე, ხან მხარზე, ხან სახეზე. ხელი მომკიდა და მაგიდასთან მიმიყვანა, სასმელი აიღო და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. არვიცი რატომ, მაგრამ მეც გავყევი, თითქოს მიჯაჭვული ვიყავი გაბრიელზე ამ საღამოს, ან ეს ყველაფერი იმისგან იყო გამოწვეული, რომ ის ერთადერთი ბიჭი იყო, რომელიც ჩემით დაინტერესდა, მე კი კომპლექსების მბრძანებელს, არ შემწევდა ძალა, შევწინააღმდეგებოდი მას და არ დავყოლილიყავი მის სურვილებს. მოცეკვავე წყვილები დავტოვეთ, დერეფანი გავიარეთ და ოთახში შევედით. გაუაზრებლად მივყვებოდი მას, მით უმეტეს, რომ სიტუაციის გაანალიზების საშუალებას სიმთვრალე არ მაძლევდა. ვერ ვაღწევდი ალკოფოლის სიძლიერეს თავს, პირიქით, ყოველ წუთას უფრო და უფრო ვიძირებოდი მასში. უფრო და უფრო ძლიერად ეჭიდებოდა ჩემს საღ გონებას და მასაც თავის ბურუსში ჰხვევდა. ოთახში შესულმა ბუნდოვნად დავინახე საწოლი. სასმელი საწოლთან მდგარ ტუმბოზე დადო და ჩემსკენ წამოვიდა. ბუნდოვნად მახსოვს შეგრძნებები, რომელიც მაშინ მქონდა. შევცბი, თუმცა არაფერი გამიკეთებია მისგან რომ დამეხსნა თავი. ჩემს წინ დადგა და თვალებში ჩამხედა. ფრთხილად წამოიღო ხელი ჩემსკენ, სახეზე ჩამომისვა ცივი თითები. ჟრუანტელმა დამიარა. მერე გახელებით დამიწყო კოცნა... ვერ შევიკავე თავი... მეც ავყევი... ორივე ავყევით ვნებას. ცოტა ხანში კი ორი შიშველი სხეული არ ვერიდებოდით ერთმანეთით ტკბობას... ეს იყო წუთები თავდავიწყებისა, როდესაც მივატოვე ჩემი „მე“ და გარდავიქმენი სულ სხვა პიროვნებად... _________________ აბა?! გავაგრძელო?! ხართ წაკითხვის მსურველები? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.