შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კიდევ ერთი მთიელი ? ნაწ3


9-04-2015, 11:07
ავტორი toroo
ნანახია 2 554

-დედა არ მინდა რა ეს სვიტრი -ვეწუწუნებოდი ანოს ,თან ჩემოდანს დავაჯექი
-გინდა ,შვილო ცივა იქ ძალიან ცივა ღამით სულ ეცემა ტემპერატურა
-დედუუ...ხო კარგი ჯანდაბას ეგ ერთი და მორჩა
-კიდევ ერთი-არ ცხრებოდა დედაჩემი
-მორჩა ,შემეშვი ახლა -ძლივს დავკეტე ჩემოდანი და ანოს გავყევი ჩაის დასალევად
საღამომ მშვიდად ჩაიარა მე ანო და ანდრია მშვიდად მივირთმევდით მურაბიან ჩაის და ვიცინოდით,ვუყურებდი მათ და ვხვდებოდი სიყვარულის რამხელა ძალა აქვს , ძალა გაქციოს ბედნიერი, ნუთუ შეიძლებოდა ამ ყველაფერზე უარი ეთქვათ მხოლოდ ხალხის აზრის გამო ... და საერთოდ რატომ ვართ ქართველები ასეთი მაზოხისტები ? მხოლოდ იმის გამო ,რომ ვინმემ რამე არ ილაპარაკოს შეგვიძლია ჩვენი კეთილდღეობა დავთმოთ ,მერე საათობით ვიტიროთ და სასმელში ჩავახშოთ ჩვენი დარდი... ზოგადად დეპრესიული ადამიანი არ ვარ ,მაგრამ ცუდად ვინ არ ყოფილა ,ამიტომ შოკოლადი და მისი ჯანი ,შეიძლება ფსიქოლოგიური მომენტია ,მაგრამ მაინც მჯერა ,რომ შოკოლადი და ბედნიერება ერთი თემაა :)

-დედუ გთხოვ რა აი ბავშვობაში ,რომ თავზე ხელს გადამისვამდი და მეუბნებოდი ჩემი შატილის ასული ხარო ,მერე მიმღეროდი ..შენ ,რომ გეგონა მეძინა არადა ჩუმად ვიწექი და მეღიმებოდა ,გთხოვ ახლაც ეგრე ქენი -ჩუმად ვდუდღუნებდი და ანოს ხელზე ვეფერებოდი
დედამ მზრუნველად გადამაფარა საბანი და სიმღერა დაიწყო ,ყოველი სიტყვა გულს მითბობდა ,ბანალურია ,მაგრამ მშობლიურ სუნს ვგრძნობდი ,აი ისეთს მხოლოდ შენს საკუთარ სახლში ,შენს ოთახში და შენს საწოლში დედასთან მიხუტებულს ,რომ გეცემა ...
ყველაზე ტკბილად მეძინა ,მეორე დილით უკვე მივუყვებოდით გზას შატილისკენ

-სალო ,დედა შემოყავი რა თავი -მთელი თავით ფანჯარაში გადაყუდებულს დანაწევრებით მომესმოდა ანოს სიტყვები
-კაი გოგო ,აცადე ბავშვს ,შენნაირი გიჟია რა -ნიკაპზე მოუჭირა ხელი ანდრიამ და ისე ,რომ გზისთვის თვალი არ მოუშორებია ჩუმად შეეხო ბაგეებზე
-აუ დაიწყეთ თქვენ ისევ სიყვარულობანა-ფხუკუნით გადავხედე წყვილს და ანოს სიცილით მოჩქმეტილ ფეხზე ხელი გავიხახუნე
-მოკლედ დე ,მა თქვენთან მაქვს წინადადება ახლა ჩვენ გავაჩერებთ ,მიყიდით ხაჭაპურს ,ნაყინს და მე თქვენს საყვარლობებზე ხმას არ ვიღებ ,უკვე გამძღარი მივწვები და სიმღერებს მოვუსმენ .მოსულა ?
-გშია მამა ? შენ მოგიკვდი ლანდი გაგდის ,გამოვკვებოთ გოგო ბავშვი , რაღაც არ მომწონს უმადობა დაგჩემდა შენ - მთელი ძალებით დამცინოდა ჩემი სიმპაწიური მამიკო
-მა , იუმორი კარგია ,მაგრამ ცოდნაც უნდა,ხახახა, აი ეს იყო ხუმრობა -სიცილით გადავხედე და დედუნას თვალი ჩავუკარი
-კარგი ,კარგი შე ეშმაკის ფეხო გავაჩერებ ,მეც მომშივდა
-კარგით რა , ხალხო გადამრევთ თქვენ მე ,რისთვის წამოვიღე ეს საჭმელი რაღაც საზიზღრობა ,რომ არ ჭამოთ ,ღმერთმა იცის მაგ საჭმელში რას უკეთებენ ,მე არ შევჭამ-კატეგორიულად განაცხადა დედაჩემმა და სათვალე აიწია
-აუ კარგი ,რა დედუ მაგ საჭმელს აქვს სხვა გემო თორემ მართლა კი არ მშია
-ხო არ გშია შენ -კიდევ დამცინა ანდრიამ და გზიდან გადაუხვია
გემრიელად მივირთვით მე და მამამ ,ანომ ხაჭაპური ჯერ შუაზე გადახსნა ,მერე დაყნოსა , კარგად შეათვალიერა ,ისედაც მინიმუმი ყველის რაოდენობა კიდევ შეამცირა და ერთი ნაკბეჩის შემდეგ წამოხტა და მანქანისკენ გავარდა -მე ამ საზიზღრობას ვერ შევჭამო
მე და მამამ შევხედეთ და ხარხარი აგვიტყდა
-მა ტკაც -ხელი ავუწიე და იმანაც ომახიანად შემომცხო , დედას გულის მოსაგებად ყავა ვუყიდეთ კაპუჩინო და გაბუსხული სვამდა მთელი გზა თან მის წამოღებულ კრუასანს აყოლებდა ,ერთი მეც ჩამატენა ძალით ნახე აი ეს არის სახლში გაკეთებულის გემოო..
გზაში სიტუაციები გამოვკითხე ,ახალგაზრდობა ყოფილა შატილში იცოცხლე , მდინარეც , მზეც ,მეტი რაღა მინდა...კომუნიკაბელურობას არ ვუჩივი , ქვას ავალაპარაკებ ,მთავარია გამოცდების შედეგებმა გამახაროს და ბედნიერი ზაფხული გარანტირებული მექნება ... მოკლედ ბევრს ველი ამ თვეებისგან..იმედი მაქვს იმედი არ გამიცრუვდება ...

დარჩენილი გზა მეძინა ,თვალები ,რომ გავახილე უკვე ჩამოსულები ვიყავით ,კარები კი გავაღე ,მაგრამ მე თვითონაც გადავყევი ,თავი მაღლა ავიწიე და ჰოპა , არა სურათებში ნანახი მქონდა ,მაგრამ ნანახმა მეც კი ჩამაგდებინა ენა
ისე ჰარმონიულად ერწყმოდა ყველაფერი ერთმანეთს , სუფთა ჰაერი ფილტვებს მიფილტრავდა .თავიდან ხარბად ვისუნთქავდი ,მაგრამ მერე შევეჩვიე ,ახლა სურნელი ?რაღაც არაამქვეყნიურად სუფთა ,წყლის ჩხრიალის ხმაც მესმოდა საიდანღაც ,ჩიტების ჭიკჭიკი და მზე გასაოცრად მცხუნვარე ...აი ახლა ვიგრძენი ნამდვილი ზაფხულის სურნელი ... არა რამდენი დამიკარგავს ზაფხულობით აქ ,რომ არ ჩამოვდიოდი ,სად მქონდა ტვინი ?გამოვყოლოდი ის 2 დღე მაინც ლუკინიოს და მამას ...არც ანო ჩამოდიოდა და ალბათ მაგიტომ
დედაჩემს გავხედე ალბათ რამდენი რამე გაახსენდა ,ჩუმად იღიმოდა და ერთი ცრემლიც შევნიშნე მის სახეზე ,ანდრიამ გააგდო ჩემი ბარგი და უკნიდან მოხვია ხელები ანოს ,იმანაც გაიღიმა და ქმრის ხელს ხელი დაადო ,უსიტყვოდ გაიგეს ამ წამს ერთმანეთის გრძნობები და აზრები ... ერთი მე რა მიხარია? ამ ბარგს ბებიაჩემი შემიტანს ? სახლში სულ რიხინით შევაგორიალე ჩემი გორგოლაჭა (ჩემოდანს ვეძახდი ასე) და ზედ დავაჯექი ,სახლი კარგია ,მაგრამ ქალის ხელი აკლია ...ქალის რა ზოგადად ადამიანის , მთელი დღე ისე გავიდა სახლს ვაწყობდით ,მე "გლავნი"ზარმაცმაც კი მოვკიდე ტილოს ხელი ,რაღაცნაირად მესიამოვნა ეს პროცესი და საღამოს უკვე გადაღლიელბი ჩავესვენეთ სავარძლებში
-დედუ მე დღეს ძალიან დავიღალე და ხვალ გავალ და გავიცნობ მთელს სამეზობლ-სამცხოვრებლოს
-ხო გამოიძინე,მთელი ზაფხული აქ არ ვართ ? -დამამშვიდა ანომ და თბილად გამიღიმა
-გაუჭირდება ამას ხო იცი აქ ხალხის გაცნობა -სიცილით გადახედა ცოლს და უფრო მიიხუტა
-პატივცემულო რომეო და ჯულიეტა აი ნახავთ ,ხვალიდან ყველა ჩემზე ილაპარაკებს -თავდაჯერებულად განვაცხადე და შორტის ბოლოები გავისწორე
-გაიცნობ დედი აბა როგორ ,ვაიმე -ლოყაზე შემოიტყა ხელი -ციალას არ გავაგებინოთ ან ბექას ,რომ ჩამოვედით ?
-კარგი გოგო ,გაიგებდნენ უკვე ,ხვალ მოგვარდება ყველაფერი ალბათ იფიქრეს ,რომ დაღლილები ვიყავით
-ძალიან ყურადღებიანია ციალა , მაგათ ბიჭი ყავთ ხო ? ანოს ასაკის იქნება ... რა კარგია .რა ქვია ?ანდრია გამახსენე
-ოოო მაგათი ბიჭი კაცია კაცური ,20 წლის არის უკვე თბილისში სწავლობს ,ეგეც ჩამოდის ხოლმე აქ ,ციალა ვერ წამოიყვანა ბექამ თბილისში არ მინდა მე იქაურობაო ..მოიცა რა ქვია , სანდრო მგონი ,ანოც დიდი გგოგოა 21 არის
-ხო როგორ გამახარა მაშინ ,რომ მივდიოდი მითხრა ანოს ვარქმევო , რამდენი ხანია არ მინახავს არცერთი 6 წელია მგონი ,მაგრამ ვურეკავდი -საჩვენებელი თითი მიაჭირა ცხვირზე დედას ანდრიამ და გულში ჩაიკრა,ამათ შემხედვარე მეც კი ჩამეღიმა
-სანდრო ,ისეთი ბიჭია ,აქ სოფელში არც ჩამოესვლება გოგოები შეიპყრობენ
-შენ ხომ არ გგავს ვაჟბატონო ?
-მე ერთადერთი ვარ -დიდხანს ვუსმენდი წყვილს და იმდენად დაღლილი ვიყავი ხმის ამოღების თავიც არ მქონდა არც არაფერზე ვფიქრობდი ,რა მნიშვნელობა აქვს ვინ ვინ არის ,ჩამოვლენ და გავიცნობ ... იმ სანდროსაც ,ანოსაც და მთელს შატილს ...კარგია დავუმეგობრდები მშობლები მეგობრობენ და ერთად არც ჩვენ გაგვიჭირდება ,იმედია შევეწყობით ...

საწოლამდე ძლივს მივფოფხდი ჩემთვის განკუთვნილ პაწია ოთახში არსებულ პაწია საწოლზე მივესვენე და თვალები დავხუჭე ,რატომღაც სახელი სანდრო მიტრიალებდა ტვინში ? ხახ კიდევ ერთი მთიელი ? არ ნახულ ადამიანზე გამეღიმა და გადავეშვი ძილის და სიზმრების სამყაროში ...



№1  offline წევრი kiwi

Mixarixar ❤️

 


№2  offline წევრი sofi_rio

მალე რა :დდდ ერთი სულიმაქვს შემდეგი თავი წავიკითხო<33 მაგარიიყო ძაან!

 


№3  offline წევრი toroo

love ძალიან მიყვარხართ , ისტორიის განვითარებასთან ერთად თავებიც გაიზრდება

 


№4  offline წევრი Boo

მალე რაააა love ჯერ ხო იმაზე მოვკვდი ემოციებით და ესეც მაგარი იქნებააა წესით love love

 


№5  offline წევრი sergio ramos

au agae deeb :-( :-(

 


№6  offline წევრი kiwi

Ar agrdzeleb ?

 


№7  offline წევრი sergio ramos

au davitanjecraa tu deb dade da tu ara tqvi :-( :-( yvelaze metad lodini ar miyvars:-@

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent