ელიტარული უბანი (1)
16 წლის ლევანიკო უმცროს ძმასთან და დედასთან ერთად გაჭირვებაში ცხოვრობდნენ იმის მერე რაც ლევანიკოს მამა მოუკვდა. ერთ დროს ისინიც მდიდრები იყვნენ. მაშინ ლევანიკო ჯერ ძალიან პატარა იყო, ასე გაგრძელდა რამდენიმე წელი მანამ, სანამ ლევანიკო 14 წლის არ გახდა. მაშინ უმცროსი ძმა 3 წლის ლუკა ჯერ ერთი წლისაც არ იყო რაც მამა მოუკვდათ. ეს იყო ორი წლის წინ. სულ ცოტა ხნის წინ ლევანიკოს და ლუკას დედამ ევამ გაარკვია რომ მამამ გარდაცვალების წინ მათ სახლი დაუტოვა ელიტარულ უბანში.(რასაკვირელია ალბათ ეს სახლი ჯერ კიდევ მაშინ იყიდა როცა ისინი მდიდრები იყვნენ. ყველას რათქმაუნდა ელიტარული უბნის სახლში მოუნდება ცხოვრება და არა უბრალო სახლში. ამიტომ ადგნენ სამივენი, სახლი გაყიდეს და ელიტარულ უბანში გადასახლდნენ. ელიტარული უბანი ძალიან შორს იყო მათი უბნიდან და ამიტომაც მატარებლით უნდა წასულიყვნენ. ჯერ მინდა ლევანიკოს გარეგნობა აგიღწეროთ... შეუძლებელია იმის აღწერა თუ როგორი არაჩვეულებრივი გარეგნობა ჰქონდა ლევანიკოს. ძალიან მაგარი ბიჭი იყო გარეგნობითაც და სულითაც... არ გეგონოთ რომ აქცენტი ქერა და ცისფერთვალება ტიპებზე მაქვს... მას ყავისფერი თმა და ყავისფერი თვალები ჰქონდა. მის თვალებში ერთდროულად სევდაც იკითხებოდა და სიხარულიც. იშვიათად არიან ისეთი ადამიანები რომ თვალებში ერთდროულად ეს ორი რამ იკითხებოდეს. იყო ძლიერი ხასიათის და ამასთანავე ძალიან განსხვავდებოდა სხვებისგან გარეგნობითაც, ჩაცმულობითაც, ხასიათითაც... არ იყო იმ ბიჭების ნაირი გარჩევებში რომ მონაწილეობენ და მთელ დღეს ქუჩაში ატარებენ. დედას ეხმარებოდა, რთულ მომენტში მუდამ გვერდით უდგებოდა. და ეს იმას არ ნიშნავს რომ დედიკოს ბიჭი და ჩმორი იყო. ზრდილობიანი იყო... ადამიანების პატივისცემა იცოდა. ლუკას ამდაგვარი ჯერ არაფერი უჩანდა მაგრამ ის ხომ ჯერ პატარა იყო. მას ჯერ ყველაფერი წინ ჰქონდა... მიდიოდნენ მატარებლით ელიტარული უბნისაკენ... ლევანიკო ფანჯარაში იხედებოდა და უყურებდა ოქროსფერი შემოდგომის სურათს.(მაშინ ნოემბრის დასაწყისი იყო). უცებ ლევანიკოს თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა ფანჯრიდან ყურების დროს და ეს დედამ შეამჩნია. -რა მოხდა დე?-დედა -არაფერია დედა-ლევანიკო -სახლში მინდა!-ლუკა (და ტირილი დაიწყო) -ნუ ტირიხარ ეხლა ის იქნება ჩვენი სახლი სადაც მივდივართ-ლევანიკო ლუკამ დიდხანს იტირა მაგრამ მერე დაწყნარდა. ამასობაში ისინი ჩავიდნენ ელიტარულ უბანში და მიაგნეს მათ სახლს. უცნაური ის იყო რომ მატარებლიდან მათი სახლი მოჩანდა და ანუ ეს იმას ნიშნავს რომ ყოველი მატარებელი ყოველი გამოვლისას იმ სახლის ფანჯრიდან გამოჩნდებოდა... ლამაზი სახლი იყო... -ოჰოო აქ უფრო სიცივეა ვიდრე იქ იყო-დედა -არაუშავს დედა ამ სიცივესაც გადავაგორებთ-ლევანიკო -მცივაა!-ლუკა -მოიცა ეხლავე შევალთ-ლევანიკო -იმედია თარსი სახლი არ არის-დედა -კარგი რა დეე თუ თარსი სახლი ყოფილიყო მამა ხომ არ დაგვიტოვებდა?-ლევანიკო -ჩემი ჭკვიანი ბიჭი-დედა ამასობაში სახლშიც შევიდნენ... არაფერი ეტყობოდა თარსის... იმდენად კარგი და დადებითი აურა ჰქონდათ რომ საერთოდ დაავიწყდათ დედას და ორ შვილს ძველი სახლის შესახებ. რაღაცნაირად უხაროდათ და რაღაც ახალის და კარგის მოლოდინში იყვნენ... ამ უბანში მარტო მდიდრები ცხოვრობნდნენ ამიტომ შესაძლოა სენსაციაც კი ყოფილიყო რომ გაჭირვებულები გადმოვიდნენ ელიტარულ უბანში... იმედია მოგეწონათ:)) გავაგრძელო? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.