შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული აქა,იქა


10-04-2015, 16:35
ავტორი natalia9090
ნანახია 1 638

ზაფხულის მოლოდინში საატესტატო გამოცდებმა უცებ ჩაიარა.ჩაიქროლა ნერვიულობასთან ერთად და ერთი 3-4 კილო თან გაიყოლა ისედაც გამხდარი ძვალ-ტყავისგან.ვიცოდი როგორ მელოდებოდნენ ბავშვები,დედაჩემს არდაველოდე,მეორე დღესვე ჩავალაგე ბარგი და მარშუტკას დავაჯექი. დაგხვდეო?არ უთქვამს,საინტერესოა.. იცის რო ჩამოვედი,არ დამირეკა არადა როგორ მელოდებოდა?.. -ანააა! ამას ვის ვხედავ...იყო ერთი ამბავი,მაგრამ რაღაცნაირად...კარგი ალბათ არ ცალია...მაგრამ ამ ზაფხულში? აა, ხომ მითხრა დიდოსტატს ვკითხულობო..ალბათ წიგნმა ჩაითრია..მოსაღამოვდა და წესისამებრ სასერინოდ უნდა გავსულიყავით.ზაფულის პირველი გასეირნება ჩემს აგარაკზე გოგოებთან ერთად..რა ბედნიერებაა..მაგრამ თითქოს რაღაც მაკლია..თუმცა მალე დავინახავ..წარმომდგენია როგორ გაუბრწყინდება თვალები,რომ დამინახავს..გადაირევა ზუსტად ვიცი..
ვხედავ..მიყურებს..როგორ მიყურებს?..მოვა..მოდის..უკვე მოდის..ჩემივე გულის ძგერა მაყრუებს..ალბათ გავწითლდი..-ანა ამოიღე ხმა,წამოხვალ ღამე?-რა?სად?..მოდის..არა გაჩერდა..მე მივალ..ნაღდად რცხვენია გოგოებთან ერთად რომ ვარ..გამოვეყავი ბავშვებს და ნაბიჯი წინ გადავდგი.ავუჩქარე და აი გადავკოცნე. -როგორ ხარ?-კარგად შენ?- კარგად.სიჩუმე..-კაი წავედი გოგოები მელოდებიან.-წახვედი?კაი.-ვითომ ნაწყენი სახე და ხმა,რაღაცნაირი აფერისტული. ეს რაიყო?..ვერმივიხვდი ასე ჩვეულებრივად უნდა მომსალმებოდა ყველაფრის მერე?..მოიცა რამე ეწყინა..რასულელი ვარ..ეგრევე როგორ არ დავურეკე რომ ჩამოვედი..არა მაგან ნახოს ამ სისულელეის გამო რო მებღვირება..ძალიანაც კარგად მოვიქეცი რო არ დავურეკე.. -სად წასვლაზე ლაპარაკობთ ვერ გავიგე?-ზემოთ ახალი ბარივით გაიხსნაო,ამათი ბარი რავთქვი მარა მუსიკები იქნება,ცეკვა და გავერობით რა.
მიხდება?..ნეტავ ესეც მომესინჯა..არა ფეხზე რაღაც ახალი უნდა მეყიდა..ლურჯი ზედა როგორ დავტოვე..როგორც იქნა გამოვეწვყე და გავედი ქუჩაზე გოგოებთან.-ვაახ ანა აი დონე ხარ დავეცით.
მუსიკები უკვე შორიდან გვესმოდა.ავცანცარდით. მინდა ყურადღება მივიქციო,ვიცი იქ იქნება და ყველაფერს გავარკვევთ.
ვხედავ..რა კარგად გამოიყურება..ალბათ ისევ ვარჯიშობს..როგორ ეტყობა აღნაგობაზე..არა სპორტს თავი არ უნდა დაანებოს,არც ზაფხულში..ცურვით კი ცურავს ისევ...მოიცა...სისულელეა..უბრალოდ ეს გოგო დაუჯდა ასე და ეტენება..რას იტენის ვერ გავიგე მოიშოროს..შემომხედა..ჰაჰ დამინახა...ეხლა მოიშორებს..ადგა..ეგრე რა...სად მიყავს ეს გოგო...სისულელეა..არა ლამაზია,მაგრამ..არ მჯერა...
აღარ მეცანცარებოდა,არც მემხიარულებოდა.მხოლოდ ის მაინტერესებდა გარეთ რატო გავიდნენ.უბრალოდ ვერ ვიჯერებდი..ავდექი და კიბეებზე დავეშვი.ბარის უკან ეზოში გავედი და ჩემი ორი თვალით დავინახე როგორ შემოხვეოდა ნიკა ორივე ხელით, სახე ისე ახლოს ჰქონდათ..ნამდვილად კოცნიან..გოგოს კისკისი გავიგე..თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი ისე ჩაუძვრა ნიკა კისერში და გადავიდა სახეზე,ბოლოს ისევ ტუჩებს მიადგა და იქ შეჯერდა..არ დამინახონ..უკან აღარ ავსულვარ და სახლის გზას დავადექი.
მეორე თვე დაიწყო,ივლისის შუა რიცხვები.მე და ნიკა თავს ვარიდებდით ერთმანეთს და შორეული სალმით ვიფარგლებოდით,ზოგჯერ არც. რამდენჯერმე კიდევ დავინახე იმ გოგოსთან ერთად,მაგრამ აღარ მადარდებდა.ვითომ აღარ..

-ალო, გისმენთ.-როგორ ხარ, გამოხვალ?-რომელი ხარ?-ვეღარ მცნობ, ნიკა ვარ-უი ვერა.- ჩემი ნომერი წაშალე?-წამეშალა ალბათ.-გამოხვალ?- საღამოს გავდივარ ისედაც გოგოებთან ერთად.-არა,ეხლა გამოხვალ რო გნახო?- ვერა.-რატო?-არ მცალია.-გავთიშე და ჩავისუნთქე..ახნას რა აზრი ქონდა..ან რაზე უნდა გავსულიყავი?..ჰაჰ..
ერთი კვირის შემდეგ მომდის მესიჯი "ერთხელ მნახე და ყველაფერს აგიხსნი".
რათქმაუნდა ზედაც არ ვუქურებდი...
-ანა !!-ბატონო?-წამოდი საქმე მაქ.-ვერა,სხვაგან მივდივართ.-დიდიხნით არ მოგაცდენ.-არ მცალია.-არ გცალია თუ არ გინდა?კარგად გიცნობ.-არ მინდა.-შევხედე ჯიქურ და გოგოებს დავეწიე..
ზაფხული მთავრდებოდა.საღამოს სიგრილეში სანაპიროზე მომინდა გასეირნება. მეფიქრებოდა როგორ ჩაიარა ზაფხულმა.ცოტა უაზროდ.იყო კარგი მოგონებებიც.ახალი ადამიანები.ახალი ურთიერთობები.პატარ-პატარა გასართობი ფლირტი.ახალი თავგადასავლები.საერთო ჯამში კი..-ანა...-მაწყვეტინებს ჩურჩული ფიქრებს. მომიახლოვდა.ვერ ამოვიღე ხმა.გავშეშდი...ისეთ სიახლოვეზე მოვიდა მთელი სამი თვე რომ არ მოსულა. -მომენატრე-მითხრა და ცხვირი ჩემ ყურთან ახლოს თმებში ჩარგო. -მომენატრე.-გაიმეორა ხმამაღლა.-ხმის ტემბრმა გამომაფხიზლა,სასწრაფოდ გავიწიე.-როგორ ბედავ!-ისევ გაჩუმდა,მიყურა.არა ეს ის მზერაა,რომელსაც ვერ ვუძლებ...-ვბედავ. ამ სიტყვასთან ერთად ისევ მომიახლოვდა,ხელებით მოაჯირს დაეყრდნო და შუაში მომიქცია.-რაც გინდა მკითხე,ყელაფერს აგიხსნი.ვიტანჯები შენს გამო.-ჰაჰა.-გამეცინა და თავის დაძვრენა ვცადე მაგრამ არსად გამიშვა. სხვა გზა როაღარ მქონდა გავჩერდი. შუბლი მომადო და ეხლა ვგრძნობდი მის სუნთქვას. -მაკოცე.-მითხრა და ფეხები მომეკვეთა. არვიცი რატო,მაგრამ ტუჩები,რომ მომაწება თავი ვერ გავწიე.როგორ არ ვიცი..მომნატრებია.. ვერ გავჩერდით..ავყევი..მაგრად მკოცნიდა..ძლიერად..ხელები წელზე შემომხვია...ბოლოს მოვუხმე თავს და გავჩერდი. არ დამანება და მეც..ისევ ვაკოცე..გული როცა ვიჯერეთ, ჩემი თავი ხელებში მოიქცია და მითხრა რომ ჩემთან ჯვრის დაწერდა სურდა. პასუხი არ გამიცია,სახლამდე მიმაცილა და ხელში ფურცელი ჩამიდო. ასე მითხრა წამეკითხა სახლში რომ ავიდოდი.წერილი იყო შემდეგნაირი. "მიყვარხარ...სამი თვეა გავიგე რომ თავში დიდი ბომბი მაქ.აქამდეც რო არ აფეთქდა მიკვირს.ქიმიაზე ვარ. არ მინდოდა გენერვიულა და ასე იმიტომ მოგექეცი.ვერ შევძელი.ვიცი იმდღეს ბარის უკანა ეზოში დამინახე.ჩემი ოცნებაა ჯვარი დავიწერო შენზე და იმ ქვეყნად მაინც შევძლოთ ერთად ყოფნა.თუ არ თვლი რომ საკმარისად გიყვარვარ ჩემთვის შენი კოცნაც საკმარისია."
________________________
რასიტყვით გავაგრძელო თუ არვარგა?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent