შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ემა (თავი 5)


10-04-2015, 18:22
ავტორი აუტანელი
ნანახია 2 152

იმ საზარელი ამბის მერე თამამად შემიძლია ვთქვა, რომჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთზე უარესი გახდა! საათობით ვიდექი ცხელი წყლის ქვეშ და ვცდილობდი ჩამომებანა ეს ჭუჭყი მაგრამ ამაოდ,ღამით თითქმის არ მეძინა,თვალებს დავხუჭავდი თუ არა მუდამ ის მოძალადეები მიდგნებოდნენ თვალწინ,ვიცოდი ცხოვრება სასტიკი იყო მაგრამ ასეთიც არ მეგონა,არ ვიცოდი რისთვის ვცოცხლობდი,მიზანიც კი არ გამაჩნდა ცხოვრების,ბევრჯერ მქონდა სუიციდის მცდელობა მაგრამ,ლაჩარი აღმოვჩნდი,იმდენად მხდალი რომ ვერ შევძელი ჩემი ტანჯვისთვის ბოლო მომეღო.ყველა ამ სიკეთესთან ერთად ტყვე ვიყავი,გამოკეტილი ოთხ კედელში,კარები მუდამ გასაღებით იყო ჩაკეტილი რომელიც ან გეგას ქონდა ან იმ მოსამსახურე ქალს რომელიც ჩვენთან ცხოვრობდა,ოლია კარგი ქალი იყო,გეგამ კი მხოლოდ იმიტომ დაიქირავა რომ ქალი შემოსულიყო ჩემთან მოეტანა საჭმელი და თვითონ არც კი დამკონტაქტებოდა,ის დიდი ტკივილი რომელიც ჩემს გულში ბუდობდა არ მაძლევდა საშუალებას ლუკმა ყელში გადამსვლოდა,ოლია საათობით მარწმუნებდა ჭამეო.ვიცოდი მანაც იცოდა რაც ხდებოდა ჩემს თავს,მაგრამ ამაზე ხმას არცერთი არ ვიღებდით.

* * *
დღეები დღეებს მისდევდა,მე კი დღითიდღე მოსიარულე მკვდარს ვემსგავსებოდი,ვერ ვხვდებოდი გეგას რაში აწყობდა ჩემი ტანჯვა,რატომ არ მაძლევდა უფლებას მისი სახლიდან და ცხოვრებიდან გავმქრალიყავი.საღამო იყო,ხმაური რომელიც ქვედა სართულიდან ამოდიოდა მოსვენების საშუალებას არ მაძლევდა,ამაოდ ვცდილობდი დაძინებას როცა ქალმა ჩემი ოთახის კარი ფრთხილად შემოაღო და ნაზი ხმით დამიყვავა
-ადექი საყვარელო,აი ეს ჩაიცვი და ქვემოთ ჩამოდი-მზერა ქალის ხელზე გადავიტანე რომელზეც სათუთად გადაეკიდა თეთრი,ქათქათა,გრძელი კაბა.
-არ მინდა-მობეზრებულად ვუპასუხე და საწოლში მხარი ვიბრუნე
-ეს ბრძანება ემა-უხერხულად მიპასუხა ოლიამ
მისმა სიტყვებმა გამაბრაზა,საწოლზე სწრაფად ჩამოვჯექი და ანთებული თვალები მივანათე
-ეს რასნიშნავს?როგორ თუ ბრძანებაა?
-ბატონი გეგას ბრძანებაა,თუ ასე არ მოიქცევი ძალიან გაბრაზდება,ნახევარი საათი გაქვს-კაბა საწოლზე გადაფინა და სანამ რამეს ვეტყოდი ოთახიდან გავიდა.სიბრაზისგან ემოციების მოთოკვა გამიჭირდა,რა ეგონა ბატონ გეგას?! მისი მონა ვიყავი?ის რომ სიკვდილს გადამარჩინა არაფერს ნიშნავდა,აქამდე მმალავდა რცხვენოდა ჩემი გამოჩენა,ახლა კი კაბა გამომიგზავნა და ქვემოთ მელოდებოდა.
დიდხანს ვორჭოფობდი,არ ვიცოდი როგორ უნდა მოვქცეულიყავი,ბრძანება შემესრულებინა თუ არა?! ეს თეთრი კაბა,ჩემს ნერვებზე მოქმედებდა,ვიცოდი ეს სპეციალურად გააკეთა,თეთრი ხომ სისპეტაკის და უმანკოების სიმბოლოა,ამ ჟესტით კი შემახსენა რომ მე "ბინძური" ვიყავი,კიდევ ერთხელ დამამცირა.
-ამას განანებ!-გამოვცერი კბილებში და კაბას ხელი დავავლე.რამდენიმე წუთში თითქმის მზად ვიყავი,კაბა ისე ზუსტად მომერგო გონებაში კინაღამ შევაქე გეგა.სარკეში ამაყად თავაწეულმა ჩავიხედე,თმა შევიკარი და გავაცნობიერე რომ ის პატარა მტირალა ემა აღარ იარსებებდა,რომ მე სხვა გზა უნდა ამერჩია,მე ვიყავი ის ვისაც ყველა ჩაგრავდა ახლა კი პირიქით მოხდებოდა,მე დავიცავდი საკუთარ თავს თუნდაც გეგასგან!

* * *
მაღალი საზოგადოების წარმომადგენლებით სავსე ოთახში თავაწეული შევედი,არ ვიცი რატომ მაგრამ ყველას მზერა ჩემკენ იყო მომართული,ყველაფერი ისე თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა!,თითქმის ყველას ერთნაირად ეცვა,მამაკაცებს შავი პიჯაკი და შარვალი,ქალებს კი ულამაზესი სხვადასხვა ფერის და სტილის კაბები.მიუხედავად თვალისმომჭრელი გარემოსი მაინც არ გამჭირვებია გეგას პოვნა რომელიც აუჩქარებლად მოიწევდა ჩემსკენ,სახეზე კი ღიმილი დასთამაშებდა.მისი ღიმილი ჩემთვის პიკი აღმოჩნდა,მძულდა რადგან ასე მართავდა ჩემს ცხოვრებას,შამპანიურით სავსე ჭიქა მიმტანს სინიდან სწრაფად ავაცალე და გეგასკენ დავიძარი,მივუახლოვდი და ხელკავი გამოვდე რომელიც გაოცებული მომჩერებოდა
-დღეს კარგად იქცევი,ამისთვის საჩუქარს იმსახურებ-თვალები შემომანათა გაბადრულმა,არაფერი ვუპასუხე,მას მივყევი იქ სადაც ხალხი მოგროვილიყო და ჩვენ გველოდებოდნენ,ვგრძნობდი როგორ მაშტერდებოდა ასიოდე თვალი,როგორ ცდილობდნენ ჩემი თითოეული ნაკვთის შესწავლას,სხვა დროს დავიძაბებოდი ალბათ მაგრამ ახლა სასმელმა თავისი გაიტანა და ყველა კომპლექსისგან გამათავისუფლა
-შენ ალბათ ემა ხარ,გეგას სტუმარი-ოცდაორიოდე წლის ახალგაზრდა,ლამაზმა გოგონამ მზერა ჩვენს ხელკავს დაასო და მოუთმენლად დაელოდა პასუხს.სწრაფად გავუშვი გეგას ხელი და სარკასტულად გადავიხარხარე
-სტუმარი?მე ვარ გეგას სტუმარი?-ირგვლივ სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა და ყველა მე მომაჩერდა,ჯერ მე მერე გეგას რომელსაც სიბრაზისგან თვალები აენთო და ძარღვები დაებერა -მე გეგას მოახლე ვიყავი,არა უფრო მონა,მან არ იცის რა არის სიბრალული,არც შეცოდება იცის რაარი
-გეყოფა!
-ნუ მაჩუმებ გეგა! რაიყო რაიმეს ვტყუი?მართალია მე გეგას მოახლე ვიყავი ახლა კი ტყვე ვარ,ტყვე რომელიც მიისაკუთრა არც კი ვიცი რატომ,ის ის..-კიდევ ვაპირებდი გამეგრძელებინა მაგრამ უეცრად მაჯაში მწვდა და თრევით გამიყვანა ოთახიდან
-გამიშვი შე ცხოველო!ვინ მოქცა უფლება...მტკივა! გაიგე? -ვყვიროდი მაგრამ ამაოდ,გეგა გაცეცხლებული იყო,ვიცოდი ეს ამბავი ცუდად დასრულდებოდა,მივხვდი გაძალიანებას აზრი არ ქონდა ამიტომ დავმორჩილდი მის ნებას და მორჩილად მივყევი,მიუხედავად ამისა მაინც არ შეუშვია ხელი,მძლავრად მიჭერდა,სისხლმა მოძრაობა შეწყვიტა,რამდენიმე წუთში ჩემთვის უცნობი ოთახის წინ ვიდექი,ოთახსაც კი არ გავდა,"ალბათ სარდაფია" გავიფიქრე სასოწარკვეთილმა
-ჩემი ტყვე არა? შენ არ იმსახურებ კარგ მოპყრობას! ეს ცირკი რას ნიშნავდა.ამას არ აგაპატიებ ემა!დაგსჯი,გაგამწარებ. გაგანადგურებ! გა-გა-ნა-დგუ-რებ! -დამარცვლით გამოსცრა კბილებში და ოთახში შემაგდო
ირგვლივ ისეთი სიბნელე გამეფებულიყო ყველაფერი თვალწინ დამიდგა ბავშვთა თავშესაფარი,ის ბნელი ღამე ჩიხში.ნათლად ვხედავდი მოძალადეების სილუეტებს.ვკიოდი,გეგა კი არ მობრუნებულა,ის წავიდა და კიდევ ერთხელ გამიმეტა ტანჯვისთვის.


უდიდესი ბოდიშით დაგვიანებისთვის :* ველოდები თქვენს შეფასებას <3 ძალიან მიყვარხართ :*



№1  offline წევრი talaxadze133

Kargia magram dagviane sakmaod didi xani imedia agar daigvianeb da male dadeb tu shedzleb 12 mere dade <333

 


№2  offline მოდერი Kira

ვაიმე რა მაგარია.. მაგრამ ძაან დიდი ხანი აგვიანებ ხოლმე.. აი ძალიან გთხოვ მალე დადე და უფრო დიდი რა.. თან რა მომენტში გაწყვიტე ეხა ცნობისმოყვარეობა მომკლავს.. უმაგრესი ხარ ველოდები შემდეგს.. love wink love
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent