შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და მაინც.. ცხოვრება მშვენიერია! (1)


10-04-2015, 18:55
ავტორი unknown123
ნანახია 2 738

მომწონს მარტოობა, მომწონს როცა შემიძლია ვიფიქრო მშვიდად და არავინ მირღვევს სიმყუდროვეს.ცარიელ ოთახს სევდიანად მოვავლე თვალი და ფანჯარასთან მდგარ სავარძელში უსიცოცხლოდ ჩავეშვი.. თვალი გავუშტერე მინაზე აცეკვებულ წვიმის წვეთებს და ფიქრებს თავი მივეცი..
მართლაც, როგორ უცებ გადის დრო..თითქოს ჯერ კიდევ გუშინ ვიყავი ის პატარა გოგონა, დედიკოს ყოველდღე ხელჩაკიდებული რომ დაყავდა ბაღში და ყოველ საღამოს მამიკოს ნაბიჯების მოლოდინში ეძინებოდა..
არ მქონია დალხენილი ბავშვობა.არც „ვარდიფერი სათვალე“ ყველა ბავშვს რომ აქვს და მერე „დიდობისას“ რეალობას შეჯახებულებს ემსხვრევათ ნაწილ-ნაწილ.. თუმცა, ოპტიმისტი მე აქაც ვხედავ დადებითს : აღარ მომიწია სიმწრის ცრემლებით ფერადი სამყაროდან კარის გამოჯახუნება და რეალობაში გადმოსვლა... ზედმეტად ადრე ვეზიარე წუთისოფლის სიმწარეს,მაგრამ არ ნიშნავს ეს, რომ არ მქონია ბავშვობისას ფერადი,ნათელი და ახლა სასიამოვნოდ გასახსენებელი დღეები...
როდესაც,წლების წინ ჩემი მშობლების შერიგების იმედი საბოლოოდ დავკარგე,იმ დღეს რაღაც შეიცვალა ჩემში.როდესაც ოცნება, რომ სხვა ბავშვებივით მეც მეყოლებოდა მამა გვერდით და მისი მზრუნველობა,მისი თბილი შემოხედვა იქნებოდა მალამო მტკივნეულ დღეებში,როდესაც ეს ოცნება დამიმსხვრიეს და ტირილის უფლებაც არ მქონდა,მე მაშინ მოვკვდი.ნამსხვრევები კი დღემდე მისერავს გულს..
მახსოვს ღამე როგორ ჩუმად ვტიროდი და სიმწრისგან როგორ ვუჭერდი ბალიშს პატარა თითებს რომ სიმრისგან არ მებღავლა.დილით გაღვიძებისას,თვალები რომ გავახილე და ყველაფერი კვლავ გავაცნობიერე ხელახლა მეტკინა,თუმცა ძალა მოვიკრიბე,(სხვა გზა მაინც არ მქონდა ) ავდექი,რომ არავის დავენახე და სარკესთან მივირბინე,თვალებზე ხომ არ მეტყობოდა ღამინდელი დარდის კვალი - შევამოწმე. სახე მოვიბანე,გავემზადე და სკოლის გზას გულაჩქარებული გავუდექი...



№1  offline წევრი unknown123

პირველრიგში ყველას გულთბილი სალამი ჩემგან.. ახალი ვარ და ეს ჩემი პირველი ისტორიაა, შესავალი მგონი ზედმეტად სენტიმენტალურია, მაგრამ მაინცი მედი მაქვს მოგეწონებათ. ველოდები თქვენგან შეფასებებს, ოღონდ გულწრფელს.ღირს გაგრძელება?

 


№2  offline წევრი niakoo

Shesavalma zedmetad damainteresa pirobas vdeb ertguli mkitxveli viqnebi tu sheni istoria 0 banalurobit iqneba.. Velodebi shemdeg tavs

 


№3  offline წევრი unknown123

niakoo
Shesavalma zedmetad damainteresa pirobas vdeb ertguli mkitxveli viqnebi tu sheni istoria 0 banalurobit iqneba.. Velodebi shemdeg tavs

გპირდები განსხვავებულ და არაბანალურ ისტორიას.. მალე დავდებ შემდეგ და უფრო დიდ თავს..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent