შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უბანში [1]


10-04-2015, 19:02
ავტორი MIMI10
ნანახია 2 455

* * *
ბორდიურზე ვისხედით,
ვსვამდით და ვსაუბრობდით რაღაც–რაღაცებზე.
ღამე იყო რაღაც ისეთი, ქარიანი და თან – მთვარიანი.
მკრთალ, ცისფერ ნათებაზე ძლივსღა ვარჩევდით ერთმანეთის აბურძგნულ თმასა და გადამეტებული ალკოჰოლისგან მიბლეტილ თვალებს.
ცა იყო უცნაური,
საოცრად ღრმა და ვარსკვლავებით მოჭედილი.
განწყობაც ზუსტად ასეთივე, უჩვეულოდ თბილი და მეგობრული.
მეღიმებოდა, უაზროდ.
ვერ ვფიქრობდი, ვერაფერზე.
არ მადარდება იმ წამს არც წარსული, არც აწმყო და მითუმეტეს, არც მომავალი.
ჩვენს წინ მდგარი, აგურისფრად შეღებილი, სამ სართულიანი სახლის დიდ, რკინის კარზე მიყრდნობილი, მომღიმარი დედაჩემი რომ დავლანდე, ტუჩის კუთხეები ყურებამდე ავიტანე.
შესამჩნევად ეღიმებოდა მანჩოსაც და თავის „უკმაყოფილო“ ქნევით ცდილობდა ბაგეებზე მოთამაშე ღიმილის დაფარვას.
საერთოდ, ჩემი სამეგობროს დანახვისას მუდმივად ეცინებოდა დედაჩემს.
სიამოვნებით თუ სიმწრით, ეს ვერ გავაკრვიე.
ამ ჟანგიან დედამიწაზე, ჩემი სამეგობრო ერთადერთ ნათელ წერტილად ეჩვენებოდა მანჩოს.
ბავშვები, ჯინსებში და შავ კედებში,
სხვანაირი ჭკუით და არეული გონებით.
ხანდახან მაინც რომ უწევდათ ხოლმე შავრვალ–კოსტუმის ჩამომხობა და იმასაც თავზე რომ ახევდნენ მერე, საქმიან მშობლებს.
გამოსავალი რომ არ არსებობდა და მაინც რომ პოულობდნენ, მერე საკუთარ თავზე ეცინებოდათ და "უსწორდებოდათ" ძალიან მაგრად.

–აღარ შემოხვალთ? – ჩვენი ცქერით გული რომ იჯერა დედაჩემმა, როგორც იქნა ხმა ამოიღო და რამდენიმე წამში ხელებდაკრეფილი აგვესვეტა წინ.

–ნტ. – იყო ჩემი მრავლისმთქმელი პასუხი და უარესად მიბლეტილი თვალები. სიცილს ვეღარ იკავებდა მანჩო, ისეთ მდგომარეობაში ვიყავით ყველანი.

–როგორ არ გელევათ სალაპარაკო? – გზას გახედა დედაჩემმა.

–სალაპარაკოს რა დალევს, მანჩი?! – სრულიად უმიზეზოდ ახარხარდა ნიკო. არა, აშკარად აღარ უნდა დაელია ის ბოლო ჭიქა. ბორდიურზე გადავეკიდებოდით მალე მეორე მხრიდან და მოვეწყობოდით, კომფორტულად.

–ბომჟები ხართ, ბომჟები! – ნაკვთები ვეღარ დაიმორჩილა დედაჩემმა.

–არა?! – გაიკვირვა ქეთომ. მისი მდგომარეობა იყო ახლა ყველაზე სავალალო. „გათიშულაზროვნებისუნარდაკარგულიმიძინებული“ პოზით „იჯდა“ ბორდიურზე და უპატრონოდ გადაეკონწიალებინა კისერი.

–გვიანია, შემოდით. – კვლავ გაეღიმა მანჩოს.

–მე რომ არ მეძინება?! – ამოვილუღლუღე და დუდას მხარზე კომფორტულად ჩამოვდე სახე. არ მეძინებოდა კი არა, სამ საათში ერთხელ ვაფახურებდი გადაღლილ თვალებს.

–თვალებს ვერ ახელ, ანა! – ლოყები გამიწელა შედარებით ფხიზელმა დუდამ, ძალიან რომ ამაყობდა თავისი სიფხიზლით. გვიან ეკიდებოდა უბრალოდ, თორემ ყველაზე მეტს ყოველთვის დემეტრე სვამდა.

–რა სისულელეა?! – ვბრაზდები მე და ვცდილობ წონასწორობა შევინარჩუნო.

ყველას ძალიან რომ გვეძინებოდა და ფეხზე დგომა კი არა, ჯდომაც რომ გვიჭირდა, ეს ფაქტი იყო. მანჩოს ეცინებოდა ჩვენს „მიძინებულ“ მდგომარეობაზე და გაჭირვებით ცდილობდა ნაკვთების დამორჩლებას. ჩვენ კიდევ სალაპარაკოს რა გამოგვილევდა?! საუბრის უნარი გვქონდა დაკარგული და არაფრის დიდებით არ ვწყვეტდით ლუღლუღს.

–ახლა არსად არ მინდა. – ეღიმება ელენეს – მარტო აქ მინდა – ცდილობს აზრები დაალაგოს, თუმცა არ გამოსდის – აი აქ, სადაც ვართ. – როგორც იქნა მოახერხა და წინადადება დააბოლოვა.

–აუ, რა მაგარი ცაა?! – ხიბლშია ჩავარდნილი ვაკო. გაბადრული შესცქერის ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და სრულ აგონიაშია გადაშვებული.

–შენ გირჩევნია, ეგ მაისური გაისწორო! – ეცინება დედაჩემს და დაჭმუჭნულ, შავ, სიფრიფანა მაისურს უსწორებს ღრუბლებში გაფრენილ იოსებიძეს – და საერთოდ, აცივდა ძალიან.

–მანჩო, არ გინდა ყველანი შენი შვილები რომ ვიყოთ?! – ვეღარ საუბრობს ქეთო – შენ არ გვაძალებ ხოლმე, კლასუკურ შარვლებს და გასიებულ ბიძიებთან შესახვედრად სიარულს ... შენი შვილები ვიყოთ ხო? ჩვენ რომ გვინდა?! – წელავს სიტყვებს და ხვდება, რომ ხმა აღარ უნდა ამოიღოს.

–არ ხართ?! – არა და, მართლა არიან.

–როგორ არა?! კი?! – უადგილო ადგილას ისვრის სიტყვებს აქამდე ჩუმად მჯდარი თომა და ფერმკრთალ სახეს ხელებში რგავს.

–ხართ, ხართ! – თავზე კოცნის დედაჩემი ძილ–ბურანში გადაშვებულ , თითქმის ჩაძინებულ თომას – ხომ იცით, როგორი მნიშვნელოვანია ჩვენთვის იმ გასიებულ ბიძიებთან საქმიანი შეხვედრები. – ცდილობს გაიმართლოს თავი და გაამართლოს საკუთარი სამეგობროც.

–საქმიანი არა კვახი! – ვასკვნი მე და უარესად მელულება თვალები.

–ის ვარსკვლავი,ჩემია! – ხელს იშვერს ნიცა გაურკვეველი მიმართულებით და ცდილობს მიგვახვედროს უზარმაზარ, მოციმციმე მანათობელი სხეულებით გადატენილ ცაზე, რომელია კონკრეტულად მისი ვარსკვლავი. – ახლა სურვილს ჩავიფიქრებ.

–აუ, შენ რაების გჯერა?! – ბუინობს ლევანი და მარცხენა მხრიდან დედაჩემს ეკრობა.

–შენ საერთოდ რა გინდა?! – ებუზღუნება ნიცაც და მიბლეტილ თვალებს თითებით ისრესს.

–შევიდეთ, სერიოზულად. – სიცილით წამოიჭრა ფეხზე თამთა და სახლისკენ წაუძღვა ამალას.

ჩვენც, დასჯილი ბავშვებივით წამოვიშალეთ და ბევრი ლაპარაკის გარეშე შევლაგდით სახლში. ძილი არავის უნდოდა, მაგრამ ასე დგომა უბრალოდ გაუსაძლისი იყო. წონასწორობას ვეღარ ინარჩუნებდა, ვერავინ. სულ ასე ვიცოდით, დავლევდით, გავერთობოდით ხოლმე, მივლაგდებოდით სახლებში და იმის მაგივრად, რომ დაგვეძინა და გამოვფხიზლებულიყავით, დილამდე ხარხარში ვატარებდით დროს. მერე, უთენია ვიხოცებოდით თავის ტკივილით და გულის რევის შეგრძნებით.

–დუდი, აბა სწორ ხაზზე გაიარე?! – გავეკრიჭე მაყაშვილს და სეირის საყურებლად მოვემზადე.

–ანა, კვერცხი უფრო ადრე გაჩნდა თუ ქათამი?! – დაინტერესებული მზერა მომაპყრო დუდამ და ისტერიული სიცილი ამიტყდა. კი, ნამდვილად ღამის 4საათზე გასარჩევი საკითხი იყო, ეს! პასუხს აღარ დალოდებია, ისე გადაიძრო მაისური და სავარძელზე გაიშხლართა. არა და, მე მართლა ვაპირებდი ამ საკითხში ჩაღრმავებას.

არც ოთახებში გადანაწილებულან ბავშვები. ყველა იქ გაწვა, სადაც მოახერხა. განურჩევლად სქესისა და რჯულისა, დაახტნენ, გაჟლიტეს ერთმანეთი:)

–ვიღაც წიხლს მირტყამს?! – აღვშფოთდი მე და გვერდი ვიცვალე.

–უი, შენ ხარ?! არა და, ვაკოსთვის მინდოდა... – ყურში ჩამკივლა თომამ და წინადადება არ ჰქონდა დასრულებული, რომ უკვე ფშვინვა ამოუშვა.

–რა ვიცი, მგონი მე ვარ. – უმიზეზოდ „გავბრაზდი“ და მუჯლუგუნი ვუთავაზე შუა სიზმრებში გადაშვებულ მეგობარს.

თენდებოდა, უკვე. სასიამოვნო მყუდროებას ჩემი მეგობრების ზმუილი არღვევდა აქა–იქ. თავი მტკივდებოდა, არანორმალურად. ვფხიზლდებოდი და იმიტომ. როგორი სიცხეც არ უნდა ყოფილიყო მესტიაში, ღამით მაინც გრილოდა და თბილისიდან გამოქცეულებს ისე გვსიამოვნებდა, რომ დასაძინებლად თავებს ვერ ვიმეტებდით. სწორედ ეს იყო მიზეზი ჩვენი ბორდიურზე სხდომისა და დათენებული ღამეებისა. არც მანჩო გვიშლიდა და არც გვებუზღუნებოდა. გვაცდიდა, რომ დრო სასიამოვნოდ გაეგვეტარებინა, თორემ წუწუნი და რაღაც–რაღაცების დაშლა თბილისშიც გვყოფნიდა. ეს ყველაფერი მშვენივრად ესმოდა მანჩოს და იმიტომაც უყვარდა ყველა ჩემს მეგობარს ყველაზე მეტად:) ათივეს დედა იყო, ჩემი საოცარი დედიკო, საქმეები მთლიანად მამაჩემს რომ შეატოვა და ჩვენთან ერთად წამოვიდა.

თვალი არ მომიხუჭავს. ისე მტკიოდა ჩემი აფეთქების პირას მისული თავი, რომ სიამოვნებით ავტირდებოდი. ვაკოსა და თომას შორის გაჭედილი გაჭირვებით წამოვდექი, კედები ამოვიცვი და ბარბაცით გავედი აივანზე. ადგილი?! რაღაც არანორმალური. საოცარი სილამაზე და ბედნიერება. ადგილი, სადაც შემეძლო მთელი ცხოვრება გამეტარებინა. ახლა, ასეთ მდგომარეობაშიც კი ყველაზე ბედნიერად ვგრძნობდი თავს და ტირილის მაგივრად, ისევ მეღიმებოდა, უაზროდ.

ვიჯექი პატარა სკამზე, ფეხები მოაჯირზე შემომეწყო, თავი უკან გადამეკონწიალებინა, თვალები დამეხუჭა და ვერაფრით ვიშორებდი სახეზე მოციმციმე ღიმილს. კისერში ხმაურიანად რომ მაკოცა ვიღაცამ, გონებამ შიშის ზარს შემოჰკრა და დაფეთებულმა წამოვწიე თავი. რამ დამაფეთა ვერ გეტყვით, მაგრამ იმდენად ვიყავი ფიქრებში წასული, აზრზე მოსვლა ცოტა გამიჭირდა.

–ლევან, გამიხეთქე გული! – გულზე ხელი მივიჭირე და ჩემს წინ მდგარი, თმააბურძგნული დონღვანი ავათვალიერ–ჩავათვალიერე. ვიდზე იყო?! კედები, ჯინსი და სიგარეტი. მაისურებზე პროტესტს აცხადებდა ეს ბიჭი. მარტო აქ კი არა, თბილისშიც. ასე იყო ბავშვობიდან. ლევანი და მაისური, როგორც ცა და დედამიწა.

–მანიაკი ვარ და უნდა გაწამო. – გეცინა ჩემი რეაქციით გამხიარულებულ ლევანს და ორივე ხელით მოაჯირს დაეყრდნო.

–მანიაკი ნამდვილად ხარ.

–ხო?! – არ წყვეტდა სიცილს დონღვანი.

სანახაობა იყო რაღაც საოცარი. მზის ამოსვლა, მესტიაში.
თან ციოდა, ათრთოლებულ კიდურებს ძლივს ვაჩერებდი ერთ ადგილას და არაფრის დიდებით არ ვწყვეტდი მზერას ცაზე ამოგორებულ, უზარმაზარ წითელ ბურთს.

–რა ლამაზია! – აღმომხდა სრულიად ბუნებრივად და ლევანს გავხედე.

–ხო. – ჩაილაპარაკა „ამჩემფეხება“ დამოკიდებულებით და ჩემსკენ შემობრუნდა.

–ხო და მეტი არაფერი?! – გამოვშტერდი მე. ისეთი უემოციო სახით იყურებოდა, რომ ვერ წარმომედგინა თუ შეიძლებოდა, ვინმე ამ სანახაობით გულგრილი დარჩენილიყო.

–მზის ამოსვლას პირველად უყურებ, ანა? – გამიღიმა დონღვანმა.

–არა, მაგრამ დღეს „ისეთი“ განწყობა მაქვს.

–„ისეთი“ როგორი?! – არ წყვეტდა ღიმილს ლევანი.

–ნუ მიყურებ ეგრე! – გამეცინა მეც და ნაკვთები ძლივს დავიმორჩილე.

–„ეგრე“ როგორ?! – სახეზე ხელი მოისვა და პირში გაჩრილი სიგარეტი მოისროლა.

–ოო, ლევან! – ავწუწუნდი მე და სიცილით მივუბრუნდი „ჩემს“ მზის ამოსვლას.

მაშინ დავწყმუნდი, რომ მზის ამოსვლა ყველაზე ლამაზი რამაა დედამიწის ზურგზე. კიდევ ის დავასკვენი, რომ ყოველ დილით ღირს გაღვიძება აი, ამ სანახაობისთვის. თან, სასიამოვნო ნიავიც რომ ერთვის ზედ და სასიამოვნო ადამიანიც რომ დაყუდებულა შენს გვერდით, ამას სულ არაფერი სჯობს.

–მუსიკა გვაკლია ლევან და ვიტირებ. – ქვემოდან ავხედე დონღვანს გულაჩუყებულმა და ქუთუთოები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს ცრემლების შესაკავებლად. ასეთი ჩვევა მქონდა, ბავშვობიდან. დავინახავდი თუ არა რაიმე ლამაზს, მეტირებოდა მუდმივად. მესტიის გზაზე ხომ სულ ვბღაოდი, გადავრიე მშობლები.

–რა პრობლემაა?! – გაეცინა ლევანს და ჯიბიდან მობილური ამოაცურა. – ჩართე, ნებისმიერი და ვიტიროთ! – ისევ ეცინება დონღვანს – მიდი, მიდი. – ხელში შემომაჩეჩა ტელეფონი და თავად სანახაობას მიუბრუნდა.

დონღვანის მობილურზე არსებული გამოტოვებული ზარების რაოდენობას რომ დავხედე, სახე მომერყა.

–ლევან, 116 გამოტოვებული ზარი და 34 მესიჯი გაქვს. – გაფართოებული თვალები მივაპყარი.

–მერე , რა?! – მხრები აიჩეჩა.

–მერე ის, რომ შენ ცოტა ვერ ხარ! – გამეცინა მე და ტელეფონს მივუბრუნდი.

არ მინდოდა ტირილი, ამიტომ ყველაზე მხიარული სიმღერა ჩავრთე, რაც კი დონღვანის ფლეილისტში მოიპოვებოდა. საერთოდ არ უხდებოდა მზის ამოსვლის სცენას და ჩვენს შინაგან განწყობას, მაგრამ ტირილს ჯობდა.

–ეგ არ უხდება, ანა. – გადაბჟირდა დონღვანი.

–ძაან გინდა რომ მოვკდე ტირილით? – გავბრაზდი მე და სახე მოაჯირზე ჩამოვდე.

თავი აღარ მტკიოდა და ახლა მომაწვა მთელი ღამის დაღლილობა. ოდნავ განათებულ , უძიროდ ლურჯ ცას ავხედე და გამეღიმა. აღარ მქონდა ჯდომის თავი, მთელი სხეული მომიდუნდა და მთლიანად ავეკარი გაყინულ მოაჯირს. სხეულზე ბუსუსებმა დამაყარა და ხელები მხრებზე მოვიხვიე.

–გაიყინები, შედი და დაიძინე. – გამიღიმა ლევანმა და პატარა ბავშვივით გადამისვა თავზე ხელი.

–მე აქ მინდა ძილი. – ორი წლის ბავშვივით გამომივიდა და საკუთარ თავზე გამეცინა.

დონღვანი ულაპარაკოდ შევიდა სახლში და თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი, ისე დაბრუნდა უკან. ერთ ხელში ვისკით სავსე ჭიქა ეჭირა, მეორეში პლედი. გახარებულმა გამოვართვი პლედი და მთლიანად გავეხვიე:) მუსიკა ჩართო, მშვიდი და მელოდიური. (Rachael Yamagata – Over and over) მერე არ ვიცი, მე თვალის გახელის უნარიც დავკარგე, ბოლოს მოაჯირზე დაყრდნობილი ლევანი დავლანდე და მიმეძინა.

* * *

–რამდენი ხანია იცნობთ ლევან დონღვანს? – სათვალე შეისწორა გამომძიებელმა და დაინტერესებული თვალებით აგვათვალიერა პატარა, დასაკითხ ოთახში ერთად შეული მე და თომა იოსებიძე.

–ღრმა ბავშვობიდან. – ვთქვი ორ წუთიანი დუმილის შემდეგ, როცა მივხვდი, რომ კრტინტის დაძვრასაც არ აპირებდა ჩემს გვერდით მისვენებული იოსებიძე.

–როგორ და რა ვითარებაში გაიცანით ერთმანეთი? – თვალებში ჩამაშტერდა გამომძიებელი.

–არ მახსოვს. – გავიკვირვე მე და თომას გავხედე.

–როგორ? – გადაირია გამომძიებელი.

–ებნელები ვართ ჩვენ ყველა. ძალიან პატარაობიდან მოვდივართ ერთად, ამიტომ ნამდვილად არ მახსოვს როგორ და რა ვითარებაში მოხდა ჩვენი შეყრა. – მივაყარე მე და მზერა ფანჯარას გავუშტერე. ისე სწრაფად ჩამოვაყალიბე სათქმელი, რომ მეეჭვება ჩემი სიტყვებიდან აზრი გამოეტანა.

–როგორი ურთიერთობა ჰქონდა ლევანს ოჯახთან? – კვლავ მე მომმართა გამომძიებელმა. იოსებიძე ხმის ამოღებას არც გეგმავდა და იმიტომ.

–ცუდი. – განვაცხადე ყოყმანით და ფეხზე ისე მოვუჭირე თომას თითები, რომ ეკივლა, გასაკვირი არ იქნებოდა. ღმერთო, რას არ ვიზამდი, ოღნდ აქედან გასვლის საშუალება მქონოდა. გარკვევით მესმოდა იოსებიძის გახშირებული სუნთქვა და ნელ–ნელა ისე უწითლდებოდა თვალები, ცოტა შემეშინდა.

–რატომ? – კითხვა ამჯერად თომასკენ იყო მიმართული. ისეთი მუდარი სავსე თვალებით ავხედე, რომ იძულებული გახდა ხმა ამოეღო.

–არ იყო ის კაცი მამობის ღირსი და იმიტომ.

–კი მაგრამ, რატომ? – ცოტა გაუკვირდა გამომძიებელს.

–იმიტომ – მეთქი! – ისე გაიკვირვა თომამ, რომ გამომძიებელი შეკრთა. გადარიეს ეს საწყალი კაცი. თითქოს მისი ბრალი ყოფილიყოს რამე. ცივმა ოფლმა დაასხა. ჩვენ ბოლოები ვიყავით და ჯერ კიდევ ვერავისგან ვერაფერი გაიგო. წივილ–კივილით გამოდიოდა დარეფანში და არ არიან ესენი ნორმალურებიო, ღრიალებდა გაბღენძილი „ბიძია“. პასუხები, რასაც ის იღება ნებისმიერ კითხვაზე, იყო შემდეგი: „იმიტომ“, „არ ვიცი“ , „არა“ , „კი“ , „ხო“ , „რა?“ , „შენ შ*გ ხომ არ გაქვს?“, „ხო არ გაუბერე“? და ყველაფერი ასეთი.

–რა მოხდა მესტიაში, როცა ლევან დონღვანს სამი ჭრილობა მიაყენეს მუცლის არეში? – მოჩვენებითი სიმშვიდით განაგრძო დაკითხვა.

–ეს რა შუაშია?! – აფეთქდა თომა.

–უბრალოდ ...

–საქმესთან ახლოს, თუ შეიძლება!

–სად იმყოფებოდა ლევან დონღვანი 25მარტს, ღამის 5საათზე?! ანუ მაშინ, როცა დონღვანების სახლი გადაიწვა.

–ჩემთან! – განვაცხადე მე ისე, რომ ფანჯრისთვის თვალი არ მომიშორებია – ჩემს სადარბაზოსთან იყო, საავადმყოფოდან იმ დღეს გამოწერეს და სანახავდ მოვიდა.

–ღამის ხუთ საათზე, ანა? – დაიბნა გამომძიებელი.

–დიახ, ღამის 5საათზე. – ვერ მივხვდი, ასე რამ გააოცა.

–ასეთ დროს, მისი სტუმრობა არ გეუცნაურათ? – თვალები დააწვრილა და კალამი ხელში შეათამაშა. რაღაცაში გამოვიჭირეო, იფიქრა ალბათ, საცოდავმა.

–არა, ასეთ დროს მოსვლა ხშირად იცოდა და უცნაური ამაში არაფერი ყოფილა. – ვეცადე სიტუაციაში გამერკვია გამომძიებელი.

–ანა, რა ურთიერთობა გაქვთ ლევანთან? – კვლავ დააწვრილა თვალები.

–ტიპი გეუბნება საავადმყოფოდან გამოწერეს თუ არა, ღამის 5საათზე მომაკითხაო და რა ურთიერთობა ექნებოდათ, დაფიქრდი? – მოთმინების ფიალა აევსო იოსებიძეს, იმხელა ხმაზე იღრიალა, ადგილზე შევხტი და გაფართოებული, ამღვრეული თვალები მივაპყარი მეგობარს.

–დაწყნარდით, ყმაწვილო!

–და საერთოდ, რა შუაშია აქ ანას და ლევანის ურთიერთობა? შ*გ გაქვს მგონი შენ, იცი? – სკამს ფეხი მიარტყა და ოთახიდან გიჟივით გავარდა. დატოვა პირდაღებული კაცი . გამომძიებელს არ გაუჩერებია, მაინც ვეღარაფერს ათქმევინებდა, თუმცა ისედაც არ იკლავდა თავს ლაპარაკით. არც მე მქონდა პასუხების გაცემის ენერგია, ისე დამსიებოდა თვალები, რომ ძალიან საშიში დასანახი ვიქნებოდი, სავარაუდოდ. ხედავდა გამომძიებელი, უარესად რომ მტანჯავდა არაფრის მომცემი კითხვებით და საბოლოოდ, გადაწყვეტილება მიიღო.

–უცნაური ბავშვები ხართ. – ამოიოხრა და სევდანარევი ღიმილი აუთამაშდა სახეზე. – დაკითხვა დასრულებულია.

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

ე.ი, ამ არაჩვეულებრივ საიტზე მე გახლავართ ახლად აღმოცენებული, ამიტომ განსაკუთრებით მჭირდება თქვენი მხარდაჭერა და ვიმედოვნებ, რომ ისტორია მოგეწონებათ.

სიყვარულით, მიმი.



№1  offline წევრი შიკალატკა

Au dzaliaan magari ikoo❤️❤️ Sulmoutqmelad velo shemdeg taav! ❤️❤️

 


№2  offline წევრი MIMI10

შიკალატკა
Au dzaliaan magari ikoo❤️❤️ Sulmoutqmelad velo shemdeg taav! ❤️❤️

დიდი მადლობა <3

nino-28
Dzalian momewona, sainteresod wer ^_^ shemdegs veli <3

მადლობ love

 


№3  offline წევრი DaaDaa

ახლადაღმოცენეულო :დდ შესანიშნავად დაიწყე...ნუ არაუშავს დასაწყისისთვის საკმაოდ კარგია love თავებს თუ გაზრდი კარგს ისავ,ისე სხვა არაფერი შენიშნვა არმაქვს პირადად მე...არდააგვიანო ხოლე კიდევ,სხვა სასვენი ნიშნეიც და აზრებიც თავის ადგილასაა ;დდ გელი დააა შენიიცი არმალოდინო

 


№4  offline წევრი MIMI10

Dzaan didi madloba !!! :)

 


№5  offline წევრი lizi chachua

Sheudarebeli iyo.gramatikuladac da yvelanairad gamartuli.

Velodebi aucileeblad

 


№6  offline წევრი MIMI10

madlobt <33 dzaan mixaria

 


№7  offline წევრი niakoo

Uyure shen ! :-D velofebit shemdegs kargi iyoo damainteresa.. <3

 


№8  offline წევრი თანანო

ვაუ მომეწონა ძალიან love

 


№9  offline წევრი MIMI10

damckebi var tko ar mitkvams, ubralod am saitze davregistrirdi axlaxans <3 madloba didi

 


№10  offline წევრი Tini Gadrani

dzaan Kaia da gtxov male Dade!!

 


№11  offline წევრი MIMI10

mixaria!!!<33

 


№12  offline წევრი talaxadze133

Dzalian kargia male dade

 


№13  offline წევრი Mkitxveli

Over and over ეს სიმღერა მიყვარს ^-^
და ისტორიაც.მომწონს )

 


№14  offline წევრი Somebody

ყველა ახალბედა როდი წერს ესე კარგად,<3 ყოჩაღ
--------------------
“ნუ ადარებ საკუთარ ცხოვრებას სხვისას. შენ წარმოდგენა არ გაქვს, რისი გადატანა უწევს მას სინამდვილეში..”

- დალაი ლამა -

 


№15  offline წევრი anushkaa

iaa v shokee)) dzaankaigogoxar shengaagrdzele da etsademale dado

 


№16  offline წევრი MIMI10

dzalian dzaian gamaxareet!!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent