შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ლამბერსექსუალი [1]


10-04-2015, 21:08
ავტორი Pessimist
ნანახია 3 768

ლონდონი-კიევი.
გაისმა გამაღიზიანებელი ხმა სტანსტედის აეროპორტში.
ჩემზე ორჯერ უფრო მძიმე ჩანთა ძლივს გადავაგორე.იმდენად ვიყავი ამ პროცესს მიჩვეული,რომ უკვე ინსტიქტებით ვაკეთებდი ყველაფერს.თითქმის ამ აეროპორტში ყველა პერსონალი მიცნობდა და მათგან განსაკუთრებულ სითბოს ვგრძნობდი,თვალებში კი მხოლოდ ერთი რამის ამოკითხვა შემეძლო ''რით ვერ დაიღალე?''
ღიმილით მოვთავსდი ჩემს ადგილას.იმის წარმოდგენა,რომ მთელი რვა საათი ჰაერში უნდა ვყოფილიყავი სულს მიხუთავდა.თავი საზურგეს მივადე და თვალები დავხუჭე.მოგონებების სამყაროში ფრენა დავიწყე.ყველაფერი ახლიდან ამომიტივტივდა თავში და ისევ უდიდესი ტკივილი ვიგრძენი.ყოველთვის მეუბნებოდნენ,რომ ძლიერი ვიყავი მაგრამ მხოლოდ მე ვიცი ეს სიძლიერე რამდენ რამედ მიჯდებოდა.ის,რომ ემოციების გამოხატვა და ტირილი არ შემეძლია ყველაფერი ამ იერსახის ბრალია.არ არსებობს ადამიანი,რომელსაც შინაგარი სამყარო არ აქვს.რა მნიშვნელობა აქვს სქესს,ასაკს ან თუნდაც კანის ფერს?ყველა ადამიანი განიცდის.ამაში ორი აზრი არ არსებობს.
იცით რომელ კატეგორიაში გავდიოდი?
იმ ადამიანთა რიცხვში ვიყავი გაერთიანებული,რომლებიც ამტკიცებენ,რომ ემოცია მათთვის არაფერია.მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად.ყველა ადამიანის სულში ტრიალებს ქარბორბალა,მაგრამ მთავარია ვინ როგორ გამოხატავს ამას.
უკვე წარმოდგენილი მქონდა დედინაცვალის უკმაყოფილო სახე,ბებიაჩემის წყევლა,ჩემი ძმის ზიზღნარევი სახე.მაგრამ მამაჩემის ღიმილი ყველაფერს ალაგებდა.რამდენიმე თვის უკან უმძიმესი დიაგნოზი დაუსვევს.კარციომა...უმძიმეს მდგომარეობაში იყო,მაგრამ არასდროს უსაყვედურია ჩემთვის,პირიქით ასეთ მდგომარეობაშიც კი ინარჩუენბდა სიმშვიდეს და ელოდა ჩემს დაბრუნებას.
ამდენი ფიქრისაგან დაღლილმა თვალები გავახილე,გვერდით გავიხედე და ჩემს გვერდით მჯდარმა სხეულმა დამამუნჯა.შავი ირონიული თვალებით მიმზერდა და ოდნავ ტუჩის კუთხეში ღიმილი შეპარვოდა.როდის დაჯდა ჩემს გვერდით ვერც კი გავიგე.საკუთარ დაბნეულობაზე გამეცინა და თავი შევაბრუნე.რამდენიმე წამში აფრენილმა თვითმფრინავმა ყველაფერი დამავიწყა.ძალიან მიყვარს ეს პროცესი,საოცარ სიამოვნებას ვიღებ,რაღაც განსაკუთრებულს ვგრძნობ.ალბათ თავისუფლებას...
მრგვალ ფანჯარაში ვიყურებოდი და ისევ დავფრინავდი.ვერ გადავეჩვიე ამ თვისებას,არასდროს არ ვკარგავ წამს ფიქრისათვის.სადაც არ უნდა ვიყო,ყოველთვის ვფიქრობ.და ალბათ ამიტომაც არის ჩემი გული ასეთი დამძიმებული.
თავი შევატრიალე და პირდაპირ მას შევეფეთე.იმდენად შემეშინდა წამოვიკივლე.ხელი გულზე დავიდე და თვალები დავხუჭე.
-ნუ გეშინია შენ არ გიყურებდი.-მითხრა ჩურჩულით და ფანჯარაში ყურება განაგრძო.
-იდიოტი.-ქართულად ვთქვი და ცხვირი ავიბზუე.
-გავიგე.-მითხრა მკაცრი ტონით და შეტრიალდა.გამაოგნა იმ ფაქტმა,რომ ქართველი იყო.საოცრად უცხო იერი ჰქონდა.წვერი საოცარ მიმზიდველს ხდიდა.მისი თვალიერება დავიწყე.ხელებზე არსებულმა ტატუებმა მიიპყრო ჩემი ყურადღება.რამდენიმე წუთი ვაკვირდებოდი და მაინც ვერ გავიგე რა ინიციალები იყო.
-დამადნე შენი მზერით.-სიცილით თქვა მან.
-შენ არ გიყურებდი,შენს ტატუებს ვათვალიერებდი.-ვუთხარი მობეზრებულმა და თვალი ავარიდე.
-რა გქვია?-მკითხა მან რამდენიმე წამიანი ინტერვალის შემდეგ.
-ნატალი.
-კარგი სახელია.-მითხრა მან ღიმილით.
-შენ როგორ მოგმართო?-ვუთხარი და თვალებში ჩავაშტერდი.
-ცოტნე.-მითხრა მან ღიმილით.ღიმილი ჰქონდა საოცარი და ამით სარგებლობდა,ყოველ წამს სულელივით იღიმოდა.მაგრამ ამ სულელურმა ღიმილმა გაჭრა და მეც დებილივით გამეღიმა.
-კარგი სახელია.-გავუმეორე ''კომპლიმენტი''.
-თბილისში ბრუნდები?
-ცოტა ხნით.-ჩურჩულით ვუთხარი და ისევ არასასიამოვნო ფიქრებში გადავეშვი.
-რატომ მასეთი ხმით?არ გიყვარს შენი ქალაქი?-მკითხა გაოცებულმა.
-მიყვარს,მაგრამ იქ არსებული პრობლემები ყველაფერს მიბათილებს.-ვუთხარი ხმა ჩახლეჩილმა და ხელები უაზროდ ავათამაშე.
-არ გკითხავ არაფერს.-მითხრა მან ღიმილით.-ძლიერი ჩანხარ და დარწმუნებული ვარ ყველაფერს გაუძლებ.
-მადლობა.-ღიმილით ვუთხარი და ისევ უაზროდ ფანჯარაში გავიხედე.ოდნავი სითბო გამოიჩინა ჩემთვის სრულებით უცნობმა ადამიანმა და ძალიან გამახარა.ბედნიერება ხო წვრილმანებშია,ამიტომ როდესაც ადამიანებს ერთმანეთის გამხნევება შეგვეძლება ეს შანსი არ უნდა დავკარგოთ.რა მნიშვნელობა აქვს იცნობთ თუ არა?!უბრალოდ შეეცადეთ გააღიმოთ!
მე მამაზე ვფიქრობდი.
ის ალბათ საქართველოში მყოფ ნათესავებზე,მეგობრებზე ან საცოლეზე.

***
კიევის აეროპორტის კაფეში ვიჯექი.ამდენ ხნიანმა მგზავრობამ თავისი ქნა და მეც მოვითენთე.ცხელი კაპუჩინო მოვსვი და გაყინული სხეული ოდნავ გამითბო.იმის წარმოდგენა,რომ კიდევ ერთი საათი უნდა გავჩერებულიყავი აქ უფრო მეტად მღლიდა.ვერ ვიტან ლოდინს,ძალიან სულსწრაფი ვარ და ალბათ ამიტომ ვერაფერს ვერ ვიტან სადაც სიტყვა ლოდინი ფიგურირებს.
-შეიძლება დავჯდე?-ფიქრებიდან ცოტნეს ბოხმა ხმამ დამაბურნა.
-კი.-ვუთხარი და გავუღიმე.
-როგორ შეიძლება შენი თვალები ასეთი სევდით იყოს სავსე?-მკითხა მან და ყავის ფინჯანი ტუჩებთან მიიტანა.
-ჩემზე,რომ იყოს დამოკიდებული სულ ღიმილით ვივლიდი.
-საშუალება ყოველთვის არის.-მითხრა მან ღიმილით.-რას საქმიანობ?
-მსახიობი ვარ.შენ?
-პროფესიით ბიზნესმენი.-მითხრა მან ღიმილით.-ვერ გეტყვი,რომ ბიზნესის მამა ვარ,მაგრამ საკუთარი ბარი მაქვს.
-ძალიან კარგია,როდესაც საკუთარი ბიზნესი გაქვს.ბევრს არ აქვს მაგის საშუალება.
-კარგი ამ ცხოვრებაში არაფერი არ არის.-მითხრა მან მცირე ხნიანი პაუზის შემდეგ.-უბრალოდ ადამიანებმა უნდა შევქმნათ ისეთი გარემო,რომელშიც ცხოვრება გვესიამოვნება.
-ძალიან კარგი მოსაუბრე ხარ.მიხარია,რომ გაგიცანი.-გულწრფელი ღიმილით დავაჯილდოვე.
-განსხვავებული გოგო ხარ.
-ვითომ?-მის ნათქვამზე გულწრფელად გამეცინა.
-კი.-მითხრა სიცილით.-განსხვავებული გარეგნობა გაქვს ნატალი.
-უკრაინელი დედა მყავდა.-ოდნავ გავუღიმე,მაგრამ ვაიმ იმ ღიმილს.დედას გახსენება ყველაზე მეტად არ მინდოდა იმ წუთას,რადგან ზუსტად ვიცოდი,რომ ისედაც დამძიემბულ გულს უფრო დაამძიმებდა მისდამი მონატრება.
-ვწუხვარ.-მაშინვე მიხვდა ჩემს მდგომარეობას.
-შენ რა შუაშია ხარ,უბრალოდ ეს ისეთი თემაა,რომელსაც ყოველთვის ტკივილით გავიხსენებ.-თვალებზე მომდგარი ცრემლი ჩუმად მოვიწმინდე და კაფეში მჯდარ წყვილს შევხედე.
-რთულია მშობლის დაკარგვა.-თითქმის ჩურჩულით თქვა მან,მაგრამ ჩემი გონება იმდენად მოწყვეტილი იყო ამ სამყაროს,რომ არც კი გამიაზრებია მისი ნათქვამი,უბრალოდ თავი დავუქნია და ისევ უაზროდ დავიწყე სივრცეში ყურება.
ხშირ შემთხევაში დუმილი საუკეთესო გამოსავალია და ალბათ ასე იყო იმ მომენტში.

***
თბილისის აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი.უკვე კარებში გავდიოდი,როდესაც ცოტნე გვერდით ამომიდგა.უბრალოდ გავუღიმე და გზა გავაგრძელე.გარეთ გასვლა და ოთხი სხეულის გამოქცევა ერთი და იგივე იყო.რა აღარ ვიფიქრე,მეგონა რომ ტერორისტები იყვნენ,კრიმინალები ან უფრო უარესი ჩემს მოსაკლავად მორბოდნენ,მაგრამ ცოტნეს სხეუზე აკრულმა ოთხმა სხეულმა მიმახვედრა,რომ ჩემი ფიქრები უბრალოდ სასაცილო იყო.ამ სანახაობაზე გამეღიმა და რამდენიმე წამს გავჩერდი,მათი ყურებით ისე გავერთე ვერც კი მივხვდი ისე შემომხედა ოთხივემ.
-ცოტნე შე მაიმუნო!-იყვირა ერთ-ერთმა.-ასეთ გოგოს მალავდი ბიჭო?
-სასიამოვნოა მომავალო რძალო.-ახლა მეორე ბიჭი მოვიდა და ხელი ჩამომართვა.-მე თომა მქვია.
-ასეთი გოგო მარტო კინოებში მყავს ნანახი.-მესამემ თქვა და გამიცინა.ჩემსკენ გამოემართა და ხელები მომხვია.-სასიამოვნოა შენი გაცნობა.
გაუნძრევლად ვიდექი ერთ ადგილას,ცოტა მაკლდა და ალბათ მთელ ხმაზე ავხარხარდებოდი.ძლივს მოვახერხე რომ ორი სიტყვისთვის თავი მომება და ძლივს ვთქვი.
-ჩემთვისაც სასიამოვნოა თქვენი გაცნობა,მაგრამ აგერიეთ ვიღაცაში.-ვუთხარი სიცილით და ცოტნეს გავხედე,რომელიც სიცილით უკვე აწითლებულიყო.
-რა?-თითქმის იკივლა განწირულმა თომამ.-არადა რა მაგრად გამიხარდა ტო.
-კაი გეყოთ ახლა.-ძლივს თქვა ცოტნემ.-ნატალი დღეს გავიცანი და მივიყვანოთ სახლში,ნუ გააგიჟეთ გოგო.
-არ არის საჭირო.-ვუთხარი და ოდნავ გავუღიმე.-ტაქს გამოვუძახებ.
-ვარიანტი არ არის ახლა ჩვენ გაგიშვათ.-მითხრა ღიმილით ერთ-ერთმა და ხელი გადამხვია.იმდენად კარგად მიმიღეს ბიჭებმა,რაღაც მომენტში თავი მართლა ცოტნეს საცოლე მეგონა.''საცოლე'' თავში უროსავით მომხვდა ეს სიტყვა,სირცხვილისაგან სახე ამიწითლდა და მანქანასი ჩავჯექი.
-სად მიგიყვანოთ ნატალი?-მკითხა თომამ.
-ბარნოვის 42-ში.
მთელი გზა არ გაჩუმებულან,ყველაფერზე ილაპარაკეს.ვიღაც ნინის და ირაკლის სიყვარულიც კი განიხილეს.როგორც შევატყვე იმდენად ენატრებოდათ ერთმანეთი,რომ აღარ იცოდნენ რაზე ესაუბრათ.
ნაცნობმა ქუჩამ გული ამიჩქარა.
მოსალოდნელმა შეხვედრამ უფრო მეტად ამანერვიულა და ძლივს შევძელი კარის გაღება.
-მადლობა ბიჭებო!-ვუთხარი ღიმილით.
-რა მადლობა კარგი რა.-მითხრა ცოტნემ.
სადარბაზოსაკენ მივდიოდი,როდესაც ფანჯრიდან თავი ცოტნემ გადმოყო და იყვირა.
-გვარი.
-რა გვარი?-მივბრუნდი და გაოცებულმა შევხედე.
-შენი გვარი.-მითხრა მან ღიმილით.
-გოგოლაძე.-ვუთხარი და გავუღიმე.
ჩემი სახლის წინ დაახლოებით ათი წუთი ვიდექი და მოსალოდნელ უბედურებას ველოდი.ბოლოს ერთი ამოვისუნთქე და კარზე ხმადაბლა დავაკაკუნე.

***
საღამომშვიდობისა.
დღეს ახალი იდეა მომიფრინდა და ამიტომ დავიწყე ამის დაწერა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ წინა ისტორიას არ გავაგრძელებ.ძალიან ბევრი ვიფიქრე და მივხვდი,რომ ცოტა დრო მჭირდება ლოგიკური გაგრძელება,რომ ჰქონდეს.
იმედია მოგეწონებათ.



№1  offline წევრი niakoo

Davelodo tormetis mere ?

 


№2  offline მოდერი ელი

მე პირადად ძალიან მომწონს ეგ შენი ახლად მოფრენილი იდეა და დიდი ინტერესით ველი შემდეგ თავს... წარმატებები <3

 


№3  offline წევრი happiness

ძაან კაია, დიდი ინტერესი გამიჩნდა უკვე, უბრალიდ იმას ვერ მივხვდი როდის აპირებ დადებას? დრო მჭირდებაო...

 


№4  offline წევრი Pessimist

ძალიან დიდი მადლობა... love
დრო მეორე ისტორიაზე მჭირდება,ამას დღეს დავდებ. winked

 


№5  offline წევრი Bero)))

ვგიჟდები ლამბერსექსუალებზე ^^ ველოდები ახალ თავს

 


№6  offline წევრი arctic monkey

შემთხვევით ვნახე ეს ისტორია და სათაური ძალიან მომეწონაა..ნუ შინაარსი მაგარია ძალიან მაგრამ გვარი-გოგოლაძე ვაუმეეე სად გადავაწყდიი :დდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent