შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

-შეიცვლები?- მოიცა რა! 10


11-04-2015, 02:57
ავტორი niakoo
ნანახია 7 783

ცხელი ტუჩების შეხება ვიგრძენი შუბლზე და ნელა გავახილე თვალები, ზემოდან დაჩერებული, მომღიმარი გეგას დანახვისას მეც უაზროდ გავიღიმე, უცნაურად ჩამშტერებოდა სახეზე ერაძე, ღიმილით მისვამდა სახეზე საჩვენებელი თითის ზურგს და სახის ყველა ნაკვთს კარგად აკვირდებოდა.
- დილამშვიდობისა- ამოვიჩურჩულე და კიდევ გავუღიმე.
- დილამშვიდობისა- დაიჩურჩულა გეგამაც.
საწოლის მეორე მხარეს გადავხედე ელე უკვე ამდგარა, ან რა დააძინებდა როცა ლაშას გვერდით ოთახში ეძინა. ერაძე კი არც შეტოკებულა, ისევ ისე მეფერებოდა სახეზე და სახეზე მაკვირდებოდა.
- გარეთ წვიმს?- დაბნეულმა ყველაზე დებილური კითხვა მოვათრიე.
- ხო წვიმს- დამპლურად გაეღიმა გეგას.- ნია!
- რა?
- ადექი და ჩამეხუტე!- გასცა ბრძანება ერაძემ და წამოჯდა.
დაბნეული წამოვჯექი, უკნიდან ავეკარი გეგას და რაც ძალა და ღონე მქონდა ხელები მაგრად მოვუჭირე.
- სულ ეგ ხარ?- გადმომხედა დამცინავი ღიმილით გეგამ.
- ყველა შენნაირი ვირი ვერაა- გავებუტე გეგას და ბალიშზე ისე მივეხეთქე ზურგი მეტკინა, ღიმილით გაიმეორა იგივე ჟესტი გეგამ და წარბაწეულმა გადმომხედა.
- ახლა გაიბუტე?- გაეინა გეგას.
- დიახ!
- რა ბავშვი ხარ !
- ნუ შემჭამეთ რა ამ ბავშვით..- გაბრაზებულმა ავხედე გეგას.
- კიდე ვინ გეუბნევა ის ტაბიძე?
- არა საბა რა შუაშია!
- გირეკავდა..- ზიზღით გადახედა მობილურს.
- მერე?
- მერე აღარ დარეკავს- გაიმიღიმა და ოდნავ წამოიწია.
- რა უთხარი?
- ეგ შენი საქმე არაა!
- გეგა!
- რა?
- რა უთხარი? საბას დიდიხანია ვიცნობ..
- ..
- რამე რომ დაუშავო- სწრაფად გამიელვა იმან თუ ვის ველაოარაკებოდი და რა შეეძლო, შეშფოთებულმა ავხედე გეგას და თვალებით შევეხვეწე ხელი არ ახლო თქო.
- არც ვაპირებ- ისე აიჩეჩა მხრები თითქოს ჭინჭველასაც არ აწყენინებს რა სისულელეა გეგა და ვინმეს ცემა?
- გეგა..
- ნია ბოლოჯერ ვამბობ არაა ეგ შენი საქმე და ვსო, დაიკიდე ეგ საბა მორჩა..
- მაგრამ..
- ერთი სიტყვაც და გავჭედავ ! ვაბშე არც ახსენო გასაგებია?- გაბრაზდა გეგა.
- კარგი ვსო!- ხელები ავწიე მოვრჩი თქო.
- ადექი და ჩაიცვი, სასეირნოდ მიმყავხარ- წამოდგა გეგა.
- სად ?
- ზოპარკში !- წარბები აქაჩა გეგამ.
- დებილო!- გაბრაზებული წამოვდექი და ვანიშნე გადი თქო.
- მიკიმაუსებში ჩითავ?- გაიცინა გეგამ და მომიახლოვდა.
- რა გინდა მე მომწონს- ჩემს პიჟამას დავხედე და მერე გეგას ავხედე უკვე ჩემს წელზე რომ შემოეწყო ხელები.
- ჩემი დებილი ბავშვი ხარ !- გაიღიმა გეგამ დ გულზე მიმიხუტა.- რა პატარა ხარ ტოო.
ნუ რას ვიზამთ, საშუალო სიმაღლის გოგო ერაძესთვის პატარაა, მხრებამდეც ვერ ვწვდები, საერთოდ ვინ ვარ მე გეგას გვერდით? არაფერი.. პატარა ბავშვი ვარ, არც ვჩანვარ მის გვერდით, ის ჩამოყალიბებული ბიჭია მე რა? მაგრამ სულ 4 წლითაა ჩემზე დიდი, თუმცა გეგა ერაძე კაი ტიპია, მე ბავშვი, გეგა მაგარ პონტებში ჩითავს, მე მასწავლებლებთან, გეგას ყველა იცნობს და პატივს სცემს, ან ეშინიათ მისი, მე ნათესავები ძლივს მესალმებიან... რატომ უნდა ვუყვარდე? გრძელი შხვართი ფეხები მე არ მაქვს, არც მწვანე გულში ჩამწვდომი თვალები, არც სახის ზე ლამაზი ნაკვთებით ვმოძრაობ.. ძალიან ჩვეულებრივი ვარ, ასეთი უამრავი გოგონაა თბილისში გეგა ერაძე კი გამორჩეული ბიჭია და რატომ მე?
- მიდი ახლა ჩაიცვი- თავზე მაკოცა გეგამ და ოთახი დატოვა..
თუმცა არც მას უთქვამს რომ ვუყვარვარ და ერთად ვიქნებით, არცერთხელ წამოსცდენია ეს სიტყვა, მაგრამ მე ხომ ვგრძნობ? კი ვგრძნობ, იმასაც ვგრძნობ ჩემს ცხოვრებას რომ გეგა ერაძე დაერქვა, მთლიანად რომ გეგა ერაძე გახდა და რომ ეს კარგს არაფერს მომიტანს.
მისაღებში გასული ბავშვებს მივესალმე, ლაშა და დაჩი თეორიულად არსებობენ, გეგამ გაიღიმა ელეს თვალი ჩაუკრა და მე გადამხვია ხელი.
- წავიდეთ?- მკითხა და მისვენებულ გამშველებელს გადახედა.
- წავიდეთ.- თავი დავუქნიე და ელეს შევხედე დებილივით რომ იღიმოდა.
- არ გშიათ?- გვკითხა ელემ და ლაშას თმაზე მოეფერა.
- გარეთ შევჭამთ, წავედით- გასცა პასუხე გეგამ და კარისკენ მიბიძგა.
- გუშინ მანქანით მოხვედი?- ვკითხე როცა მის მანქანაში ცავსხედით.
- რატომ ესე გაოცებით?- მანქანა დაძრა ერაძემ.
- იმიტომ რომ ნასვამი იყავი..
- აუფ კაი გეხვეწები- გულწრფელად გაიცინა გეგამ და შე საწყალო სახით გადმომხედა.
- მაპატიეთ დამავიწყდა რომ თვით გეგა ერაძეს ველაპარაკები!- ხელები ავწიე პატივისცემის ნიშნად და გაბრაზებული გავბრუნდი ფანჯრისკენ ,წვიმის ვეთები რომ დაცოცავდა უაზროდ.- სად მივდივართ?
- ჯერ ლაშას ბარში ვისაუზმებთ, მერე ვნახოთ- გამცა პასუხი გეგამ.
- ლაშას ბარი აქვს?
- კი ..
- კიდევ შორსაა?
- მოგშივდა?- გაიცინა გეგამ.
- ხო- თავი დავუქნიე და მეც გამეღიმა.
უცნაურია მე და ერაძე ასე? სასეირნოდ და სასაუზმოდ ვისთან გეგა ერაძესთან?
პატარა კაფეს წინ გააჩერა გეგამ მანქანა და მანიშნა გადმოდიო, წყნარი და ლამაზი ადგილია იმისთვის რომ ლაშას ბარი იყოს მაგრამ,
თავისუფალ მაგიდაზე დავსხედით, გეგამ ღიმილით დაუქნია ხელი მიმტანს, გოგონაც ასევე ღიმილით მოგვიახლოვდა, გეგა გადაკოცნა და მე მომაშტერდა ინტერესიანი თვალებით, საყვარელი გოგონაა, თბილი და რაღაცნაირია.
- მაკო ეს ნიაა ჩემი მეგობარი მაკო ლაშას დეიდაშვილია- გაგვაცნო გეგამ ერთმანეთი- გაურკვეველი მიზეზებისდაგამო აქ უსწორდება მუშაობა !
- მაგ გაურკვეველ მიზეზს საკუთარი ფული ქვია ბატონო გეგა- გადახედა გოგონამ და ისევ გაიღიმა.
- მე მაპატიეთ..- წარბები აქაჩა ერაძემ.
- მიპატიებია, კაი რა მოგიტანოთ?
- მე როგორც ყოველთვის და ნიას..- გადმომხედა გეგამ.
- ჩაი და ლიმონის ნამცხვარი თუ შეიძლება.- ღიმილით ავხედე მაკოს.
- ნწ არ შეიძლება- გაიცინა და გეგას გახედა- რა საყვარელია ეს ბავშვი, როგორ მოატყუე?
- ჩშ გოგო !- "გაუბრაზდა გეგა".
- რეები მოგატყა გეფიცებ?- გადმომხედა მაკომ.
- ვიცი რაცაა არ მოვუტყუებივარ..
- და ისევ აქ ხარ?- გაოცებულმა აქაჩა წარბები- ეს ბავშვი ან გიშია, ან მაზოხისტი ან სიცხე აქვს..
- აუ მაკოოო სანამ ამოგაცალე ენა გაგვეცალე აქედან- დაიღრინა გეგამ.
მაკომ თვალი ჩამიკრა და სიცილით გაშორდა მაგიდას, გეგას გადავხედე ღიმილით არაფერიაო მანიშნა და ისევ ბარს გახედა სადაც მაკო იდგა ჩაბჟIრებული.
- საყვარელი გოგოა..- ვთქვი და მეც მაკოს შევხედე.
- პატარაა დაა.. და ნერვების კიბოც.
- რას ვიზავთ, შენ და ან ძმა არ გყავს?
- 14 წლის და მყავს ნუციკო..
- მაგარია.. ალბათ როგორ უყვარხარ, სულ მინდოდა ძმა რომ მყოლოდა.
- აუ ახლა იმასთან მერჩია რა საქმეები- ხელი აიქნია გეგამ.
- შენ სულ საქმეების გარჩევაზე ფიქრობ?
- არა ამ წამს შენს ჩახუტებაზე ვფიქრობ- სწრაფად გადმოჯდა ჩემს გევრდით გეგა და ჩამეხუტა.
- ვა ვა საძმოოს- მოგვიახლოვდა ვიღაც საშუალო სიმაღლის არსასიამოვნო ბიჭი.
- გამარჯობა- ცივად ადგა ერაძე და ხელი ჩამოართვა.
- რას შვები ტოო, სად დაიკარგე?..
იცით რა ტიპი იყო? ნაღდი ქუჩის ბიჭი, უეჭველი ნარკომანი, საზიზღარი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე რამდენჯერმე გადმომხედა და ისევ გეგას შეხედა.
- მაგარი რაღაც გავჩითე შენს ძმობას ვფიცავარ და ავიდეთ რა წამო..
- არ მცალია ეხლა..
- კაი ბიჭო რაა, რაღაც მოტყდი პონტებიდან..
- არ მცალია შაკო, დაგირეკავ მერე..
- კაი ბაზარი არაა, დროებით აბა..
- იქ წახვალ?- ვკითხე გეგას როცა ჩემს გვერდით დაჯდა.
- ვნახოთ..
- გეგა რას ეწევი?
- ვინსტონს..
- სიგარეტს არ ვგულისხმობ..
- ეგ შენ არ გეხება..
- თუ არ გახსოვს გაგახსენებ რა მოხდა როცა ბოლოს ეგ მოწიე, თუ ბოლო იყო, მეტს აღარ გაპატიებ გეგა, უნდა შეიცვალო ან..
- ან რაა? - გაბრაზება გაერია გეგას ხმას.
- ან მე დამივიწყე..
- პირობებს მიყენებ?
- ეგრე გამოდის..
- ნერვები არ მომიშალო ნია.!
- გეგა მე გაგაფრთხილე..
- დაჟე მაფრთხილებ?- იყვირა გეგამ.
- გეგა..
- ნია მომისმინე, კარგად მომისმინე- გამაფრთხილებლად გაისმა ერაძეს ხმა- მე ვერავინ, ვერაფერს, მაიძულებს, ვერავინ წამიყენებს პირობებს და ვერავინ გამაფრთხილებს გასაგებია? ასე რომ ახლა ისაუზმე და წავიდეთ- წელში გასწორდა ერაძე და ჩვენსკენ მომავალ მაკოს გახედა.
უხმოდ დავლიე ჩაი, ნამცხვრის ჭამისთვის ნამდვილად არ მეცალა, ფეხზე ავდექი და გეგას ვანიშნე წავიდეთ თქო, გაბრაზებულმა დახედა ნამცხვარს, ფული მაგიდაზე დადო და წამოდგა, ჩუმადვე ვისხედით მანქანაშიც, ის არ აპირებს შეცვლას მე კი ვერ ვბედავ ნაბიჯის გადადგმას, ნაბიჯის რომელიც მასთან დამაშორებს.. საერთოდ თუ შესაძლებელია ეს..
- როდესმე გაქრები ჩემი ცხოვრებიდან?- ვიკითხე ჩუმად და გეგას ავხედე.- თუნდაც რომ გთხოვო..
- გვიანია უკვე..- დაბალი მაგრამ მკაცრი ხმით წარმოსთქვა გეგამ.
- შენ მე არ გიყვარვარ..
- რა იცი?
- ჩვენ არ დაგვიწყია ურთიერთობა არ კი გვიყვარს ერთმანეთი..
- ნია სისულელეებს ნუ ლაპარაკობ გთხოვ, მე ვიცი ვინ მიყვარს და რა მინდა, მინდა რომ ჩემთან იყო, სულ, ისიც ვიცი რომ გიყვარვარ ! შენ კი დაიმახსოვრე რომ ჩემი ცხოვრება ხარ..
- სახლში მიმიყვანე რა - ამოვიჩურჩულე და სკამს თვალებდახუჭული მივეყუდე.
- მოვედით- თხუთმეტ წუთში გაისმა ერაძეს დაბალი ხმა.
- სად?- ვიკითხე რადგან არ მეცნო ადგილი.
- ჩემს სახლში..
- შენი სახლი აქაა?
- ეს იმენა ჩემია- გაიცინა გეგამ.
- აქ რა მინდა?
- უნდა ჩამეხუტო, მხოლოდ ჩამეხუტო..
- გეგა..
- გადმოდი რა...
მანქანიდან გადავედი და გეგას უკან გავყევი, სახლში სასიამოვნოდ თბილოდა, პლედები მოიტანა გეგამ და ტელევიზორის წინ დაყარა, მეც ჟაკეტი გავიხადე და დივანზე დავჯექი, მაგარდ ჩემხუტა ერაძე, ცოტახანს ჩუმად იყო, მერე მუსიკა ჩართო დაბალ ხმაზე და ისევ ჩემს თმაში დააბრუნა ცხვირი..
რა უნდა მექნა ან რა უნდა გამეკეთებინა როცა მეც მინდოდა მასთან ასე ჩახუტებულს თუნდაც მთელი ცხოვრება ყოფნა.. ვერც ვერაფერს ვიზავდი იმიტომ რომ ..
გეგა ერაძე შემიყვარდა ...

ამაზე ბანძი თავი არც დამიდია და იმედია არც დავდებ, ძაან გვიანია მაგრამ სამშაბათამდე ვეღარ ავტვირთავ ამიტომ მინდოდა დამდეო.. <3



№1  offline წევრი tatuli)

ძალიან კარგია... მგონი შენ ამ ნაწერზე ჯერ არც დამიკომენტარებია ვაკვირდებოდი და მინდა გითხრარომ ძალიან მომწონს!!! love love

 


№2  offline წევრი ninauka

samshabatii :(( araushavs...dzalian kargi gogo xaar :* mravals daeswariit bavshveboo,damdeg agdgomaas gilocavt,ufali gfaravdet :* ♥♥

 


№3  offline წევრი lamazmani

ძაან კაია მე მომეწონს ველი სამშაბატთს

 


№4  offline წევრი vighaca

Au magari gogo xar vgijdebi vabshe am istoriaze veli samshabats :*

 


№5  offline აქტიური მკითხველი uchveulo

au rakargia dade ra malee

 


№6  offline წევრი niakonia6

Eh ra moicdis samshabatamde((( dzaan magari motxroba <3

 


№7  offline წევრი Niacule

აუუუუუუუ სამშაბათამდეე?(((((((((((((

 


№8  offline წევრი tat cullen

ეეეეეეეე რაააააააა :(( რა სამშაბათამდე უფ!!

 


№9  offline წევრი barbare_13

ვგიჟდები შენს მოთხრობებზე <3 ეს თავი 2ჯერ წავიკითხე <3 ფარულავა ხო რაღაც ძალიან მაგარი იყო <3 ეს კიდევ უფრო მაგარია <3 <3 რო ვკითხულობ ხოლმე არ მყოფნის <3 იმედია მალე დადებ <3 <3 <3

 


№10  offline წევრი Nattush

მაგარია.. შენც მაგარი ხარ

 


№11  offline წევრი Gvantsa23

kaiaa.^^ (y)

 


№12  offline წევრი i love Green Day

Mომწოონს <333 მალე გააგრძელე რაა :)))

 


№13  offline წევრი Queen

უმაგრესიაა♥

 


№14  offline წევრი niakonia6

ukve samshabatia da velodebii :D

 


№15  offline წევრი Gvantsa23

აუუ დადეე ((

 


№16  offline წევრი bar bare

Pirvelad vakomentareb shen istoriaze, dzaan magari khar ubralod gemudarebi male dadee :*

 


№17  offline წევრი NataShka()()()

რა კარგია მალე დადე რა :( love wink
--------------------
ნ.ორბელაძე

 


№18  offline წევრი kiwi

Xoravi rame ro ikos dges otxshabatia ))))

 


№19  offline წევრი ფსიქო.13

xutshabatia :///
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№20  offline წევრი tatuli)

აღარ აპირებ ახალი თავის დადებას?

 


№21  offline წევრი niakoo

vapireb ubralod am dgesaswaulebze ar viyavi saxshi da telefonit ver vtvirtav viswavli axla da davdeb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent