პირველი სიყვარული ხომ გასაოცარია(4)
რა არის სიყვარული ? ბევრი რამ მქონდა მოსმენილი სიყვარულზე და მაინც არ მეჯერა რომ სიყვარულის გამო ადამაინს ყველაფრის დათმობა შეეძლო, ის რომ როდესაც გიყვარს მზე სხვანაირდ ანათებს, დედამიწა სხვანაირად ბრუნავს, ყველაზე ცივ და სუსხიან ამინდშიც კი შენ გთბილა რადგან ეს გულიდან წამოსული სითბოა. კიდევ უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია, მაგრამ ეს მაგალითები თქვენც კარგად იცით, ჩემი აზრით სიყვარული ის გრძნობაა, რომელსაც სიტყვებით ვერ გამოხატავ , ამაზე შეგიძლია საათობით ილაპარაკო მაგრამ საბოლოო დასკვნამდე მაინც ვერ მიხვიდე. ბევრი ამბობს სიყვარული ვერ დამაბრმავებსო იმასაც კი გეგმავენ როდის შეიყვარონ მაგრამ სიყვარული უეცრად მოდის ერთხელ და სამუდამოდ შემოდის და ისე მყარად იკალათებს ადგილს შენს გულში რომ იქიდან ვერანაირი ძალით ვერ გამოიყვან და ის სიცოხლის ბოლო ამოსუნთქვამდე შენთან დარჩება. ჩემი აზრით არაფერი შეედრება იმას რასაც სიყვარული და საყვარელი ადამიანი ჰქვია ამ დროს ყველაზე მცირედიც გიხარიათ, თუნდაც სიცივეში თქვენი რჩეული თავის ქურთუკს რომ დაგითმობთ და გეტყვით "მე სითბო არ მჭირდება მე შენ მათბობ." მიუხედავად იმისა რომ ქურთუკი ცოტა დიდი გაქვთ თავს მაინც ყველაზე კომფორტულად გრძნობთ, რა შეედრება მის ერთხელ ნათქვამ "მიყვარხარს?!" რა შეედრება მის ნათქვამ "შენ ჩემი სიცოცხლე ხარ" კიდევ უმარავი სენტიმენტალური რამ, შეიძლება დავწერო, ახლა ყველამ შეიძლება თქვათ ეს ხომ სისულელეა მაგრამ ეს ყველაზე საუკეთესო რამაა რაც კი შეიძლება თქვენს ცხოვრებაში მოხდეს. როდესაც გიყვარს ის შენთვის მზეა რომელიც გათბობს, წყარო რომელიც წყურვილს გიკლავს. ჰაერი რომლითაც სუნთქავ საკვები რომლითაც იკვებები სიცოცხლე რომლითაც არსებობ, როდესაც გიყვარს საყვარელი ადამიანის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი გეჩვენება და ეს ასეცაა, და თუ მართლა გიყვარს მუდამ მზად ხარ უთხრა უამრავი ტკბილი სიტყვა თქვა სხვასთან მასზე უამრავი თბილი სიტყვა და ყოველთვის შეგეძლოს მას უთხრა გრძნობით "მიყვარხარ!! შენს გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია, თუკი შენ არ იქნები მე სიცოცხლე არ მჭირდება". ამის თქმა ყველას შეუძლია მაგრამ არავის ისეთი გრძნობითა და ისე დამაჯერებლად გარდა შეყვვარებული ადამიანისა. რაც არ უნდა მოხდეს, ის, ვინც გიყვარს, მაინც გიზიდავს. გიზიდავს და მორჩა! განზეც რომ გადგე, ზურგიც რომ შეაქციო, სხვისკენაც რომ უბიძგო - ეს ყველაფერი კიდეც რომ შეძლო - მაინც მასთან დაბრუნდები... რადგან გაუგონრად რთულია, გაექცე იმას, ვინც გიყვარს. სიყვარული? - მიზიდულობის ძალაა. ისეთივე მიზიდულობის ძალა, როგორიც ფიზიკურ სამყაროშია. რა შორსაც უნდა ისროლო ქვა ცისკენ, მაინც მიწას დაუბრუნდება, ყველამ ვიცით - იზიდავს მიწა და იმიტომ. ასეა სიყვარულიც. როგორი ბარიერიც არ უნდა აღუმართო, "ჩინეთის კედელიც" რომ აუშენო, მშობლიური "ქვა" შორს მაინც ვერ გაფრინდება, აუცილებლად უკან მოვა ამ ყველაფერს გრძნობდა ანა ... ზოგჯერ უჭირდა ამ ყველაფრის გადმოცემა მაგრამ მაინც ახერხებდა . მშურდა კიდევაც მისი ... 25.03 ანას მოსდის მესიჯი გიოსაგან - ჩემი გოგო გილოცავ დაბადების დღეს გისურვებ ყველაფერ კარგ სულ ბედნიერი ყოფილიყავი ჩემთან ერთად დღეს 6-ზე გნახავ მიყვარხარ - მადლობა გიო მეც მიყვარხრა 6-ზე რატომ ? სკოლაში არ მოდიხარ ? - არა რაღაც საქმეები მაქვს.. - რა საქმეები ? - არაფელი ისეთი მერე გაიგბ . კარგად აბა მიყვარხარ - კარგად სკოლაში მისულ ანას ყველა ულოცავდა დაბადების დღეს მაგრამ ყველაზე მეტად ის აინტერესებდა თუ რა საქმეები ჰჯონდა გიოს .. დადგა 6 საათი და გიომ მიწერა - ჩემი გოგო კარგად გამოეწყვე 5 წუთში გელოდები გარეთ როდესაც ანა გავიდა გარეთ და შეხედა გიოს წითელი ვარდებით "თვალები გაუშტერდა " -აი თურმე რა საქმეები გქონდა . თქვა ეს და ჩაეხუტა - taxi მოვიდა წამოდი - სად მივდივართ? - მალე გაიგებ.. - კარგი გიომ ანა რესტორანში წაიყვანა სადაც დაჯაშნული ჰქონდა ადგილი მხოლოდ ორისთვის ... რომანტიკა ... გიოს მხრივ არ იყო გასაკვირი მაგრამ ანა არც ისე "ახლოს" იყო რომანტიკასთან .. მაგრამ ყველას სიამოვნებს როდესაც თბილად გეპყრობიან ... გიომ ანა საცეკვაოდ გამოიწვია ნელი მუსიკა და ისევ რომანტიკა, ყოველ წუთას რესტორანის შემდეგ ისინი გვიანამდე სეირნობდნენ შემდეგ გიომ სახლში მიაცილა და ანამ აკოცა .. გიო ძალიან გაწითლდა მაგრამ ბედნიერიც იყო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.