და მაინც.. ცხოვრება მშვენიერია!(2)
მივუყვებოდი ქუჩებს და ტკივილი მახრჩობდა. ერთ სიცოცხლედ მიღირდა ცრემლების შეკავება.. როგორ მინდოდა დედიკოს ჩახუტება და გამხნევება, მაგრამ მას ჩემი არ ესმოდა, მე კი საყვედურის უფლება არ მქონდა. ამ პერიოდმა უთქმელი სევდით განვლო, მას მერე კი მთელი 13 წელი გავიდა.. ამბობენ დრო მკურნალიაო, შესაძლოა ,მაგრამ ჩემი არა. ხომ არის ტკივილი, რასაც დრო პირიქით აძლიერებს, ხოდა ასეთი ძლიერი ტკივილი დამქონდა გულით და ვცდილობდი ღირსეულად მეზიდა ჩემი ტვირთი,რაც ცხოვრებამ მარგუნა.. 6 წლის შემდეგ ჩემს მშობლებს სხვადასხვა ოჯახები ქონდათ.. მე დედიკოსთან ვიყავი და მამინაცვალთან.. თავიდან თითქოს კარგი კაცი ჩანდა ჩემი ახალი „მამიკო“ და მეც ჩავთვალე რომ ბედმა აქ მაინც გამიღიმა.. თუმცა სწორედ აქ დაიწყო ჩემი დიდი უბედურება მისი შვილის მხრიდან, როცა ყოველთვის ცდილობდა ნებისმიერი ხერხით ჩემს ნერვებზე ეთამაშა, მე ამ ყველაფერს ჩუმად ვიტანდი და გულში ვიკლავდი დაგროვებულ ჯავრს.. ამ ჯავრში გაირბინა ხუთმა წელმა.. სკოლა წარჩინებით დავამთავრე .. სწავლის გაგრძელება ძალიან მინდოდა, მინდოდა იურიდიულზე ჩაბარება,მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო გამოცდებზე ვერ გავედი.. ეს კიდევ ერთი სტრესი იყო, რაც ისევ უთქმელად ავიტანე.. მოგონებებს მოგონებები ცვლიდა და მეც მორჩილად ვიხსენებდი ყველაფერს. თავს ვერ ვაღწევდი მათ.. გამახსენდა ჩემი გამოსაშვები საღამო, როდესაც „გამოვიპრანჟე“ , სარკის წინ დავტრიალდი და ჩემი თავით მოხიბლულმა, ამაყად თავაწეულმა გავაბიჯე დერეფანში. მახსოვს ჩემი კლასელების გაოცებული სახეები და კიდევ ბევრი ბევრი თბილი და ლამაზი სიტყვები მახსოვს.. ვფიქრობდი და მეგონა ყველაფერი ცუდი წარსულს ჩაბარდა, ახლა სხვა ეტაპი იწყება ჩემს ცხოვრებაშითქო და არც შევმცდარვარ,ნამდვილად ახალი ეტაპი დაიწყო, ამჯერად ბედნიერებაც იყო,მაგრამ ტკივილსაც არასდროს მივუტოვებივარ. ცხოვრების კიბეზე კიდევ ერთი საფეხურით ავედი, დიახ, ავედი. იმიტომ რომ ახალ განცდას, ახალ გრძნობას ვეზიარე, რასაც „სიყვარული“ ჰქვია.. შემიყვარდა პირველად, შემიყვარდა უზომოდ და უსაზღვროდ, მაგრამ ამ გრძნობის ატანაც უთქმელად მომიხდა.. დღე არ გავიდოდა მასზე არ მეფიქრა და არ მომნატრებოდა, ღმერთია მოწამე როგორ მიყვარდა და რად დამიჯდა გავჩუმებულიყავი იმ სიყვარულზე, რომელზეც მთელი ხმით მსურდა მეყვირა. ვიცოდი მასაც როგორ ვუყვარდი, ვხედავდი ყოველდღე როგორ სვავდა და მერე ჩემს სახლთან მოსული როგორ მთხოვდა ორი წუთით ვენახე, უბრალოდ დავენახე მაინც.. ვხედავდი მის ტკივილით და სიბრაზით სავსე მზერას და ვცდილობდი არ შემემჩნია როგორ მტკიოდა მისი ასეთ მდგომარეობაში ნახვა. მე კი ვერაფერს, არა , არაფერს ვაკეთებდი რომ ეს გამომესწორებინა, შემეძლო, მაგრამ არაფერი გავაკეთე, ამისთვის საზღაური კი ჩემს გონებაში წარუშლელად მისი ტკივილით,სიბრაზით,სიყვარულით სავსე თვალების ჩაბეჭდვაა,რომელიც ყოველი გახსენებისაას ტკივილს მიმძაფრებს და ეს სასჯელია ჩემი ზედმეტი სიამაყის გამო.. ბოლო შეხვედრაც მახსოვს,ბოლო დიალოგი: -შეიძლება დაგელაპარაკო?(ის) -რამე მოხდა?(მე) -კი,მოხდა. მეტის ატანა უბრალოდ აღარ შემიძლია. (ის) -და რისი ატანა? (შევხედე გაოცებულმა, მისგან ამ სიტყვების თქმა მართლაც გასაკვირი იყო, ის ხომ ამაყი, ამ საკითხში არასერიოზული და მექალთანე იყო ჩემთვის, და ეს იყო მიზეზი ჩემი დუმილის) -შენი სიყვარულის, მკლავს ნელ-ნელა და ძალას მაცლის. -არადა მშვენივრად გამოიყურები. (ირონიულმა ღიმილმა გამიპო ბაგე) -ბოლოჯერ გეკითხები, თანახმა ხარ ჩემს სიყვარულზე? გიყვარვარ? წამიერად დავფიქრდი, მაგრამ ამჯერადაც სიამაყემ მძლია და ვუპასუხე;: -არა აღარაფერი უთქვამს.უბრალოდ წამოდგა, ზურგი მაქცია და უკანმოუხედავად წავიდა.. ენა ჩამივარდა, თითქოს ტუჩები დაეწება ერთმანეთს. ვიდექი პარალიზებულივით და ვუყურებდი მის მოძრაობას,ვხედავდი როგორ მშორდებოდა თანდათან და როგორ მიქონდა ჩემი გულიც.. ღრიალი მინდოდა, კივილი, ტირილი, ცრემლები თვალებზე მაწვებოდა და ყელში რაღაც მიჭერდა.. როგორ მინდოდა ერთხელ მაინც მოეხედა, გავიქცეოდი, ჩავეხუტებოდი და აღარასდროს გავუშვებდი ხელს, რომ მოეხედა , რომ მოეხედა... სახლში წამოვედი. მოვდიოდი და თვალებში ყველაფერი ირეოდა.. მივაღწიე, ჩემი ოთახის კარი შევაღე და საწოლზე მძიმედ დავეშვი.. იმ დღის მერე ვარაუდით დავდიოდი, არ მესმოდა რას ვაკეთებდი, მაგრამ სახლშიც ვერ ვჩერდებოდი, ჰაერი არ მყოფნიდა. მე მისით ვსუნთქავდი, მე მისით ვარსებობდი.გავრბოდი უმისამართოდ და არ ვიცოდი სად. სადაც უნდა წავსულიყავი ჩემი გული და გრძნობები ხომ თან მიმქონდა, საკუთარ თავს სად გავექცეოდი. ამ მწუხარებაში გავიდა 1 თვე. არსად გამოჩენილა, არსად მინახავს, არადა რამდენჯერ გავსულვარ ქუჩაში იმედით რომ სადმე აუცილებლად შემხვდებოდა,ან შემთხვევით მაინც წამიერად შევავლებდი თვალს.. ბოლოს, როდესაც უაზროდ ხეტიალისას მისი ზმანება დავლანდე, გამოვეკიდე და სულ უცხო, ცივ თვალებს შევეფეთე. თითქოს მთელი გრძნობები, ემოციები თავზე დამემსხვრა, ბოდიში მოვუხადე უცნობს და შეშლილივით გამოვიქეცი.. მივხვდი თურმე როგორ მყვარებია და არ ვიცოდი, ადამიანი ხომ ყველაფერს დაკარგვის შემდეგ აფასებს.. იმ დღის შემდეგ კი არ ვცხოვრობ, უბრალოდ ვარსებობ. აღარანაირი ემოცია აღარ გამაჩნდა, სიხარულსაც ვეღარ ვგრძნობდი, ვეღარც მწუხარებას განვიცდიდი, ყველაფერი სულერთი იყო. ჩემს ირგვლივ ყველაფერი უფერული და ნაცრისფერი იყო.აღარ ვიცინოდი, ხანდახან ხალხში გასულს თუ ავიწებებდი ზერელე ღიმილს ნიღბად.. სახლში დაბრუნებულს კი ყველაფერი ისევ თავიდან იწყებოდა. „ხომ არიან ადამიანები, რომლებიც დგანან მუდამ ერთ მხარეს, ერთ კუთხეში, ან სულ ერთ სახლტან ყოველთვის ცალკე, როგორც ხეები..თითქოს რარაცის ან ვიღაცის არ დაბრუნებას ასე მარტონი ეგუებიან.“ როგორ ხართ ბავშვებო? მინდა მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ბევრი ბევრი სიხარულით,ბედნიერებით,სიყვარულით და ღვთის წყალობით სავსე დღეები გისურვოთ..<33 იმედი მაქვს მოგწონთ ჩემი ისტორია, ყველანაირად ვცდილობ განსხვავებული და არაბანალური იყოს, ეს რამოდენიმე დღე არარ მეცლება და საჩქაროდ ამიტომ დავწერე შემდეგი თავი, შეცდომებს თუ ნახავთ მომიტევეთ..:*** კიდევ მინდა გთხოვოთ დამიტოვოთ თქვენი მოსაზრება და შემაფასოთ,ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, გავაგრძელო? მოგწონთ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.