შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უთარიღო დღეები (5)


12-04-2015, 01:39
ნანახია 4 344

ქრისტე აღსდგა! შეგეწიოთ მისი ძალა და მადლი ყველას!
______

გულის წასვლისა და ტვინის შერყევის, თუმცა ძალიან მსუბუქ ფორმაში, საავადმყოფოში მოხვედრის შედეგად, რამდენიმე დღე მომიწია იქ გატარება. შემოწმებაც გავიარე, ნაყოფი ორი თვისაა და ძალიან კარგად ვითარდებაო. ძალიან გამიხარდა, მეგონა,რომ რამე დაუშავდებოდა ჩემი ნერვიულობითა და ჯანმრთელობაზე ყურადღების მიუქცევლობით.
ექიმმა დანიშნულება მომცა და სახლში გამწერა. ჩემს თანამცხოვრებს - ლაზარეს არ ველაპარაკებოდი. ვერ ვიტყვი, რომ თვითონ იჩენდა ინიციატივას ჩემთან ლაპარაკისას, მაგრამ ერთი-ორჯერ მკითხა რაღაც, მე კი ან ნორმალურად არ ვუპასუხე, ან საერთოდ არ ამოვიღე ხმა.
სახლში შესულმა შვებით ამოვისუნთქე. აქამდეც მშვიდობით მოვედი და რაც მთავარია, საავადმყოფოს საშინელ სუნს დავაღწიე თავი, რომელზეც ტოქსიკოზის გამო, კიდევ უფრო ცუდად ვრეაგირებდი, ვიდრე ჩვეულერივ.
ლაზარემ მიმიყვანა საწოლამდე. არვიცი, შეიძლება თავს დამნაშავედაც კი გრძნობდა, მაგრამ ს ნამდვილად არ შეტყობია. მართალია, ისე ძალიან აღარ ვჩხუბობდით და მქონდა ხოლმე პატივი, სავადმყოფოში მოკითხვისა, მაგრამ ჩვენ შორის დაძაბული ურთიერთობა, მაინც არ გამოსწორებულა.
არვიცი, ან ამჯერად რა ეტაკა, მაგრამ მას მერე, რაც საწოლში ჩამაწვინა, ბოსტნეულის სალათა მომიტანა, რომელიც თვითონ მოამზადა. არა, უნდა ვაღიარო, გემრიელი იყო ნამდვილად, მაგრამ მასთან არაფერი შემიმჩნევია. პირიქით, ისეთი სახე მივიღე, თითქოს არ მომეწონა და ძალით ვჭამდი, თუმცა ამაზე სულაც არ ჰქონია ბაჩოს უარყოფითი რეაქცია, არაფრისმთქმელი სახით მიყურებდა ჭამის პროცესში. მერე თეფში წაიღო და წვენი მომიტანა, კინაღამ გავიხრჩვე ხველებით. არა, ნამდვილად რაღაც სჭირს, ნუთუ ასე ძლიერი სინდისის ქენჯნა, რომ ამ ყველაფერს აკეთებინებს?
მერე, როგორც იქნა, ოთახიდან გავიდა და მეც ჩამეძინა.

რამდენიმე დღე საწოლში დავყავი, ექიმმა მკაცრად გამაფრთხილა, რომ საქმე ბავშვის ჯანმრთელობას ეხება და მეც სხვა რა გზა მაქვს, ვასრულებ მის დანიშნულებას. წამლებიც თავის დროზე დავლიე და ვიტამინებითაც გავიჭყიპე.

სრულიად გამოჯანმრთელებული კი, დეკემბრის ბოლო შუა რიცხვებში, ისევ სამსახურის ძებნას შევუდექი, თუმცა, როგორც ველოდი - ისევ ვერაფერი ვიშოვე.

უნივერსიტეტში ვიყავი, მაღლივი კორპუსის წინ ვიდექი და ვცდილობდი, ქარისთვის, რომელიც ჩემთვის სასუნთქი გზების შეკვრას ცდილობდა, თავისი სიმძლავრით, ყურადღება არ მიმექცია. სემინარი ახალი დამთავრებული მქონდა და სახლში წასვლას ვაპირებდი, თუმცა მეც არ ვიცი, რატომ ვიდექი რამდენიმე წუთის განმავლობაში, საშინელ ქარში გარეთ და ადგილიდან არ ვიძროდი.
-არ მოდიხარ? - ძლივს გავარჩიე ჯგუფელი სალომეს ხმა. მხრები ავიჩეჩე და თმა უკან გადავიწიე.
-წამოდი, ჩემთან წავიდეთ. ერთად ვიმეცადინოთ. - ღიმილით შემომთავაზა სალომ და მუდარით სავსე თვალებით შემომხედა. ბევრი არც მიფიქრია, მალევე დავთანხმდი და ცოტა ხანში უკვე მისი სახლის ეზოში ვიყავით.
-რატომ არ დადიოდი ეს ბოლო პერიოდი? -მკითხა მან, სახლის კარები გააღო და შემიძღვა.
-შეუძლოდ ვიყავი, ახლა კარგად ვარ. - უემოციოდ ვუპასუხე.
-რამე სერიოზული იყო? - შეშფოთდა.
-არა, უფრო ფსიქოლოგიური იყო. - ძალაუნებურად ცინიზმმა გაიჟღერა ჩემს ხმაში.
-რაა? - თვალებგაფართოებულმა შემომხედა.
-ხო, რა. სახლიდან წამოვედი და.
-შენ.. მოიცა.. რას ქვია, სახლიდან წამოხვედი? - აშკარად ვერ იჯერებდა ჩემს სიტყვებს.
-ხო, აი ასე, ავდექი და წამოვედი. ნუ, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ გამომაგდეს.
ვერაფერი თქვა, გაოცებული მიყურებდა და არ ეჯერა.
-ახლა ვერა, შეიძლება სხვა დროს გაიგო კიდეც მიზეზი. - საუბარი დავასრულე და მისაღებში, დივანზე დავჯექი.
სალომე ისევ შოკში იყო, რამდენიმე წუთი გახევებული იდგა კარებში და თვალს არ მაშორებდა. მერე გამოერკვა, დედამისს დაუძახა, სტუმარი გვყავსო და სამზარეულოში გავიდა.
თვალი მოვავლე ოთახს. აი, ის მაგიდა, სადაც სალომეს გაბადების დღეზე გამოვთვერი და მერე რა შედეგიც მოჰყვა ამ ყველაფერს, თქვენც იცით, თუმცა არ ვნანობ, ნამდვილად არ ვნანობ!
-ეს ვინ მოსულა?! როგორ ხარ, შვილო? - მისაღებში სალომეს დედა გამოვიდა, მაია ჰქვია, თუ არ ვცდები. გადამკოცნა და სადილზე მიმიპატიჟა. სამზარეულოში გავედით, შუშის მაგიდას შემოვუსხედით. დიდი სიამოვნებით მივირთვი უგემრიელესი საცივი.
-რა გემრიელ საჭმელებს ამზადებთ! - აღფრთოვანება ვერ დავმალე მე და გაღიმებულმა შევხედე მაიას.
-დიდი მადლობა, გენაცვალე. აბა, სალომეს სულ არ მოსწონს ჩემი გაკეთებული საჭმელები, უმარილო და უწიწაკოაო, მუდამ ამას მსაყვედურობს. - გაეცინა მას.
-ასე არაა, ჯუნა?! ნუ გრცხვენია, აღიარე, რომ სულაც არ მოგეწონა და მართლა უმარილო იყო! - სიცილში აჰყვა სალომეც.
-ვერ მოგართვი, ქალბატონო, მე ძალიანაც მომეწონა! - თვალი ჩავუკარი მე.
-დამპალი გოგო ხარ! - ვითომ გაბრაზდა სალომე და ცხვირი აიბზუა.
-გოგოებო, ყავას ხომ დალევთ? - ფეხზე წამოდგა მაია.
-არა, მე არა. დიდი მადლობა, მაინც. - ვიუარე მე.
-რატომ? არ სვამ საერთოდ?
რა იციან ეს ჩაკირკიტება, არ მინდა-მეთქი, რომ ვ თქვი, არ მინდა ე.ი., რაღად უნდა ახლა ამას ბევრი კითხვა.
-გადავეჩვიე, დიდი ხანია აღარ დამილევია. -ვიცრუე მე. ნუ, მთლად ტყუილიც არაა, მაგრამ გადავეჩვიე ბავშვის გამო და არა იმიტომ, რომ არ მინდოდა დალევა.
კიდევ ცოტა ხანს დავყავით სამზარეულოში. ძირითადად მაია მისვამდა კითხვებს ჩემსა და ჩემს ოჯახზე, მე კი მოკლე მოკლე პასუხებს ვცემდი. მერე სალომეს ოთახში ავედით, სამეცადინოდ. ლოგინის დანახვაზე, სულ გადამავიწყდა ყველაფერი და წამოვწექი.
-თურმე, რა ძალიან დავღლილვარ. - ამოვიგმინე, როცა მოდუნებულ სხეულში ყრუ ტკივილმა დამიარა. ფეხის ტერფები დაბუჟებული მქონდა. მალე ვიღლები ორსულობის გამო, არადა კიდევ შვიდმა თვემ უნდა გასტანოს ასე.
ერთი სული მაქვს, როდის მოევლინება ჩემი პაწაწინა ქვეყნიერებას. ნეტა, ბიჭი იქნება თუ გოგო?! „აი გპირდები, სულ, სულ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, თავი დაჩაგრულად რომ არ იგრძნო და ბედნიერი ბავშვობა გქონდეს“ - გავიფიქრე გულში, რადგან ხმამაღლა რომ მეთქვა, სალომე გაიგებდა და მუცელზე მოვისვი ხელი, რომელიც ჯერ სულაც არ მქონდა გაბერილი, სულ ოდნავ მეტყობოდა, იმასაც თუ ძალიან არ დააკვირდებოდი, ვერ შეამჩნევდი.
-დაისვენე ცოტა ხანი და მერე ვიმეცადინოთ, რა პრობლემაა. - გვერდით მომიწვა სალომეც. -არა, ისე, მეც კი დავღლილვარ. - დაამატა მერე სიცილით.
დავისვენეთ. მერე ვიმეცადინეთ, გაცდენების გამო ალბათობაში ჩამოვრჩი და სლომ ამიხსნა რაღაცები. ნაყოფიერი საღამო იყო სწავლა-განათლების მხრივ.
დაღამდა. სახლში წასვლა გადავწყვიტე, მაგრამ სალომემ და მისმა მშობლებმა თავი გაიგიჟეს, ამ ღამე სად წასვალო. დარჩენა გადავწყვიტე.
თერთმეტი საათი სრულდებოდა, მისაღებში ვიჯექით ყველა, ტელევიზორს არავინ აქცევდა ყურადღებას, ხელოვნებაზე ვსაუბრობდით და მიწის თხილის ჭამით ვირთობდით თავს.
ჩემი ტელეფონი აწკრიალდა. ხელის ფათურით მოვძებნე დივანში ჩკვეტებული მობილური და ეკრანს დავხედე. უცხო ნომერი იყო.
-გისმენთ.
არავინ გამომელაპარაკა. რამდენჯერმე ჩავძახე ყურმილში, მაგრამ ისევ არ მოჰყოლია რეაგირება. ბოლოს გავთიშე და საუბარში ჩავერთე.

-კარზეა ვიღაც. -ჩაილაპარაკა მაიამ.
სწრაფად წამოვდექი ფეხზე და კარის გასაღებად წავედი. არ მეგონა, თუ არ მოვკვდებოდი. ყველას, აბსოლუტურად ყველას წარმოვიდგენდი აქ, მის გარდა. ოღონდ ეს არა. ოღონდ სიზამრი იყოს და მალე გამეღვიძოს.
ჩემ წინ სალომეს ბიძაშვილი, მამიდაშვილი, დეიდაშვილი თუ რა მნიშველობა აქვს, რა ნათესავი - გაბრიელი იდგა! ჰო, ჰო, ზუსტად, გაბრიელი!!!
-ვა, ჯუნა? როგორ ხარ? - მხიარულად მომიკითხა გაბრიელმა და გადამკოცნა, რამაც ჩემი კიდევ ასმაგი გაოცება მოჰყვა. ასე თავისუფალი ქცევა, რავიცი...
პასუხის გაცემას თავი ვერ მოვაბი. რაღაც ვიბლუყუნე, თუმცა გაბრიელ რიჟვაძე უკვე მისაღებში იყო. სწრაფად მივკეტე კარები და უკან გავყევი.
სიხარულით შეხვდნენ ნათესავს ურუდიები. ჯერ კიდევ გაოგნებული, დაბუჟებულ ხელ-ფეხს ვერ ვგრძნობდი და პარალელურ სამყაროებში დავფრინავდი.
ნეტავ რა რეაქციე ექნებათ, რომ გაიგებენ ურუდიები, თავიანთი ნათესავისგან შვილს ველოდები?! და თვითონ გაბრიელს?! წარმოდგენაც არ მინდა და არც შემიძლია...
არ მინდა მასზე ცუდი ვიფიქრო, უარყოფითი რეაქცია ექნება და მუცლის მოშლას მომთხოვს-მეთქი, არც ის ვიცი, გაეხარდება კი?! ამიტომ ჯობია თუ საერთოდ არ ვიფიქრებ ამ თემაზე. კი, კი, ნამდვილად ჯობია!
ჩემი გადაწყვეტილებით გახარებული, დივანზე დავჯექი, გაბრიელის გვერდით. მაია დ სალომე სამზარეულოში გავიდნენ, სუფრას გავშლითო. ბესო - სალომეს მამა კი საინფორმაციო გადაცემის ყურებაში გაერთო. უხერხულად ვგრძნობდი თავს, რიჟვაძის გვერდით.. ყოველ შემთხვევაში, სიფხიზლეში მაინც, მთვრალი რომ ვიყავი, ყველაფერი გაცილებიტ ადვილად მეჩვენებოდა.
-შენ როგორ ხარ? - დაბალ ხმაზე მკითხა გაბრიელმა. შევრკთი და მისკენ მივაბრუნე თავი, ცხვირით შევეხე მის ლოყას. ტანში ჟრუანტელი ცუნამივით დამატყდა თავს.
-რავიცი, კარგად... - ძლივს ამოვთქვი მე. არვიცი რატომ, მაგრამ თან ხელი მუცლისკენ წავიღე, ინსტიქტურად. შეიძლება მომეჩვენა კიდეც, მაგრამ ისიც შემიძლია, რომ დავიფიცო, გაბრიელმა ჩემი ხელის მოძრაობას გააყოლა თვალი და ბოლოს მუცელზე გაუშტერდა მზერა. მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ მქონდა დაბრტყელებული მუცელი თავიდანვე, პირველად რომ შვეხვდით ერთმანეთს, შეიძლება მაინც შეემჩნია კიდევ უფრო გაბერვა მისი.
„სულაც არ ემახსოვრება შენი მუცლის ზომა, ჯუნა. დაწყნარდი, ვერ მიხვდება, რომ ორსულად ხარ!“ - ჩამძახა მეორე მე-მ.
-შენ როგორ ხარ? - ვკითხე უცებ, სიტუაციის განსამუხტად. რამდენიმე წამი კიდევ მიყურებდა მუცელზე, თითქოს ჩაფიქრებული იყო და გაოცებულიც. არა, იმედია მე მეჩვენება ასე და მართლაც ვერაფერს მიხვდა. მერე სწრაფად ასწია თავი და თვალებში შემომხედა. არვიცი რა დამემართა, თვალიც კი ვერ დავახამხამე. ალბათ უნდოდა თვალებშ მაინც ამოეკითხა პასუხი იმ კითხვისა, თვითონ რომ აწუხებდა.
-მეც კარგად. - მიპასუხა ბოლოს.
სიჩუმე ჩამოვარდა, მიუეხედავად იმისა, რომ ტელევიზორის ხმა ისმოდა, სამზარეულოდან კი სალომესა და მაიას საუბრის ხმა. დაძაბული ვიყავი, თითსაც ვერ ვანძრევდი.
მადლობა ღმერთს, მალე გამოვიდა სალომე და ჩვენც ყველა სამზარეულოში გავედით. ბედი არ უნდა?! აქაც გაბრიელის გვერდით მომიწია დაჯდომამ, სხვა რა გზა მქონდა?!
დიდი ხანი არ გავჩერებულვარ სუფრასთან, დაღლილობა მოვიმიზეზე და მალევე წავედი დასაძინებლად. ცოტა ხანში სალომეც ამოვიდა.
-ჯუნა, ხვალ გაბრიელი წაგვიყვანს უნივერსიტეტში.
ხმა არ ამომიღია, იფიქრებდა, რომ უკვე მეძინა.
ე.ი. ხვალაც მომიწევს რიჟვაძის ნახვა? სამწუხაროდ, არადა, როგორ არ მინდა. მართლა რომ დაეჭვდეს, თუ უკვე არ ფიქრობს ამაზე, რომ ორსულად ვარ, რა ვქნა მერე?! მირჩევნია არაფერი გაიგოს, არ აქვს მნიშველობა, რას მეტყვის.
__________
ძალიან, ძალიან მაბედნიერებთ! თქვენ რომ ასეთი კარგები ხართ, მეც ვცდილობ არ დავიგვიანო ხოლმე და საინტერესო გამოვიდეს ისტორია, იმედი მაქვს, არც თქვენ და არც მე, იმედები არ გაგვიცრუვდება.



№1  offline წევრი aDa

ძაან მაგარიაა..მალე დადე რა ოღონდ კიდე უფრო დიდი თავები love

 


№2  offline წევრი marisa

ოჰო, გამოჩნდა ვაჟბატონი...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent