შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოულოდნელობა (5)


12-04-2015, 03:06
ავტორი niwa
ნანახია 2 471

რატიმ და ელენემ იმდენი ილაპარაკეს და თან იცინეს რომ, ექთანი შემოვიდა ნუ ხმაურობთო...კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს,ბევრი რამ გაიგეს ერთმანეთზეც...

-აუ რატი წავიდეთ რა,მეშინია რომ ნიკა მოვა და ვეღარ მოვასწრებთ...

-მოვასწრებთ,მანქანაც არ ყავთ მე წამოვიყვანე,მართალი არ გაუჭირდებათ შოვნა მაგრამ, რომც მოვიდეს მე აქვარ და ნუ გეშინია, არ დავუშვებ რომ ისევ წაგიყვანოს, საღამოს წავიდეთ, მანამდე ექიმს დაველაპარაკები კარგი?

-კარგი მაგრამ მალევე მოდი გთხოვ.... მართალია ელენე რატის გვერდით თავს დაცულად გრძნობდა მაგრამ როგორც კი შორდებოდა დაუცველად გრძნობდა თავს ამიტომაც უნდოდა სულ მასთან ერთად ყოფილიყო,ისედაც თითქოს ელენე უხილავი ძაფით დაუკავშირდა რატის..
რატიმ ამის საპასუხოდ თბილად გაუღიმა და გავიდა...

*******

ამასობაში პოლიციამ გაარკვია ვისი იყო მანქანა და ინფორმაციის შეკრებაც დაიწყეს ამ ადამიანზე...ძებნაც გამოაცხადეს...მიშომ ნაცნობებს გადაურეკა ვინმე თუ იცნობდა ასეთ ადამიანს მისი მეგობრებიც ეხმარებოდნენ და თან დაყვებოდნენ,ყველა აქტიურად იყო ჩაბმული ამაში...

********

ელენეს ნერვიულობისგან აღარ იცოდა რა ექნა,რატი არ ჩანდა, თან ეშინოდა ნიკა არ მოსულიყო და უკან არ წაეყვანა, გული გამალებით უცემდა,ყოველი ფეხის ხმაზე სუნთქვას აჩერებდა რომ გაეგო ვინ მოდიოდა....უცებ კარი გაიღო და....
რატი შემოვიდა გახარებული სახით,ამოისუნთქა ელენემ და თბილად გაიღიმა

-რაო ექიმმა?

-შეგვიძლია ახლავე წავიდეთ

-მართლააა? კარრგია წავედით მაშინ.. და უცებ წამოხტა ელენე და ჩასაცმელად ტანსაცმელები აიღო, სააბაზანოში შევვარდა და კარი მიიკეტა, რატის მის ასეთ საქციელზე გაეცინა და დაჯდა სანამ მზად იქნებოდა...
5 წუთში გამოვიდა ელენე და აშკარად ეტყობოდა რომ უკვე კარგად იყო,ისეთი დარბოდა რამე არ დაგვრჩესო და სწრაფად წავიდეთო, ექიმმა შემოაკითხა ბოლოჯერ გასინჯა და უთხრა რომ შეეძლო წასულიყო ახლავე,რატიმ მისი ჩანთა აიღო და გავიდნენ საავადმყოფოდან,რატიმ ხელი გადახვია...მანქანა გააღო, კარი გაუღო ელენეს ჩასვა და თვითონაც ჩაჯდა,თბილისისკენ აიღეს გეზი, ელენე ისეთი გახარებული იყო სულ იღიმოდა..მერედა როგორ მოსწონდა რატის მისი ღიმილი? მუსიკა ჰქონდათ ჩართული და ჭკუაზე არ იყვნენ...ბოლოს ელენე დამშვიდდა ცოტა,ეძინებოდა და თან ცოტა დაიღალა...

უცებ რატიმ დაინახა რომ უკნიდან ვიღაც ფარებს უნთებდა სარკეში გაიხედა და დაინახა პოლიციის მანქანა,მალე სირენის ხმას გაისმა და ელენემაც წამოყო თავი,რატი მაშინვე მიხვდა რაც ხდებოდა მაგრამ არ აგრძნობინს ელენეს,თან უკვე მცხეთაში იყვნენ....
რატიმ გადააყენა მანქანა და გაჩერდა,ორივე პოლიციელი გადმოვიდა მანქანიდან იარაღებით და გადმოსვლა სთხოვეს ელენესაც და რატისაც, ელენეც გადმოვიდა და შეშინებული რატის აეკრო,ვერ მიხვდა რატომ გააჩერეს და რატომ უმიზნებდნენ იარაღს,ერთ ერთმა პოლიციელმა რაღაც ფურცელი ამოიღო და დახედა მერე ელენეს შეხედა და მეორე პოლიციელს უთხრა- ის არის

-რა ხდება? იკითხა შეშინებულმა ელენემ

-ელენე დევდარიანი ბრძანდებით?

-დიახ?

-ნუ გეშინიათ ყველაფერი კარგად იქნება...-თქვენ კი განყოფილებაში უნდა წამობრძანდეთ (მიუბრუნდნენ რატის,მასაც არ გაუწევია წინააღმდეგობა) ელენემ შეშინებულმა დაფეთებულმა შეხედა რატის და წინ ამოეფარა

-სად უნდა წაიყვანოთ??მას არაფერი დაუშავებია,პირიქით სახლში მოვყავდი,გთხოვთ გაუშვით

-ქალბატონო ამ ყველაფერს განყოფილებაში გავარკვევთ, თქვენ კი სახლში წაგიყვანთ

-გთხოვთ არ წაიყვანოთ..რატი.. შეხედა საწყალი და სევდიანი თვალებით

-ნუ ნერვიულობ ელე ყველაფერი კაგად იქნება,წაყევი სახლში შენები ინერვიულებენ..

-რრატი...

-გთხოვ ელე,მე კარგად ვიქნები,გპირდები..წაყევი მათ..ელენე მივარდა და ჩაეხუტა რატის, ბიჭს კი უკვე ხელებზე ბორკილები ედო და ვერ მოეხვია...არადა სურვილი კლავდა...შეიძლებოდა კაი ხანი ვეღარც ენახა თავისი პატარა გოგო.. პოლიციელებმა დააშორეს და რატი მანქანაში ჩასვეს.
ელენე კი მეორე მანქანაში რომელიც სულ რაღაც 5 წუთია მოსულიყო, ელენეს თავისდა უნებურად ცრემლები წამოუვიდა, მიუხედავად იმისა,რომ მშობლებთან მიდიოდა მაინც არ იყო ბედნიერი,რაღაც აკლდა...
მალევე მივიდნენ დევდარიანების სახლში,სადაც დაახლოებით 4მანქანა იდგა, როგორც კი სახლში შეადგა ფეხი თითქოს ეუცხოვა ყველაფერი,მიუხედავას იმის,რომ სულ რაღაც 2-3 დღე იყო გასული მეტი არა მაინც, მომღიმარი სახეები დაინახა დედის მამის,რომლებიც პირველები ჩაეხუტნენ შვილს შემდეგ მისი პატარა ძმა,გოგოები დეიდა..ბიძა ყველანი მიშოს ძმაკაცები...
თავისთვის უკან იდგა მიშო და თბილი თან სევდიანი თვალებითა და ღიმილით უყურებდა მის პატარა გოგოს...ელენეც გიჟდებოდა მასზე,ძალიან უყვარდა და პატივს სცემდა მართლა...მისკენ გაექანა და მაგრად ჩაეხუტა,მიშომ რაც შეიძლებოდა მაგრად ჩაიხუტა დეიდაშვილი და ცდილობდა ბოლომდე შეეგრძნო რომ ელენე მასთან იყო და რომ აღარ მისცემდა არავის უფლებას კიდევ წაეყვანათ მისი გოგო…როგორც იქნა მოშორდნენ ერთმანეთს და ელენემ თბილად გადახედა ყველას..უცებ დედამისის წამოყვირება გაიგო

-ვაიმე შვილო რაარის ეს ხელები??რრა გიქნეს იმ არამზადებმა დედი...ელენე გამეცი პასუხი რაარის ეს... მიშო უფრო მიუახლოვდა და დაბინტულ მაჯებს დააკვირდა კარგად,საიდანაც სისხლი იყო ოდნავ გამოჟონილი...ამის შემხედვარე ცხვირის ნესტოები დაებერა და საშინელი, მრისხანე თვალებით შეხედა ელენეს, გოგომაც ჩახედა თვალებში

-რა გიქნეს იმ ნა****მა ელენე?! ნელა უხეშად და დამარცვლით ჰკითხა ელენეს, და აი კიდევ ერთი მიშომ მისი ლოყაც შეამჩნია....ამაზე უარესად აენთო თვალები და ხელებიც დამუშტა..ელენემ დამნაშავესავით დახარა თვალები

-ეს მე გავაკეთე....

-რაა?ელენე დედა რატო გააკეთე ეს?? თუ იმათმა გაგიკეთეს

-არა დედა,მე გავაკეთე..

-ლოყაც? ჰკითხა ირონიულად მიშომ....რაზეც პასუხი ვერ მიიღო,რა თქმა უნდა მიხვდა მიშო რომ იმათმა გაუკეთეს - არ ვაცოცხლებ არცერთს...ჯერ მივიდე განყოფილებაში... მაგათი დედა შ*****ი......ყველაფერი დამთავრდა და კარგად იქნება ყველაფერი ჩემო პატარა,არ ინერვიულო,ყველაფრისთვის ვაზღვევინებ იმ არაკაცებს

-მეც მოვდივარრ განყოფილებაში

-დედა სტრესი იქნება შენთვის კიდევ რა გინდა იქ,ბიჭები მოაგვარებენ ყველაფერს..

-არა დედა მეც უნდა წავიდე....უცებ რატი გაახსენდა და თვალლები აუცრემლიანდა...ნეტა როგორ იყო? ის ხომ არაფერ შუაში იყო,რატომ წაიყვანეს ის? ახლა კიდე მიშო არ მოისვენებს სანამ რატის არ ნახავს...რამე რომ დაუშავოს?მან ხომ გადამარჩინა მე?...არრა ამას ვერ დავუშვებ..ახლა ჩემი ჯერია,მე უნდა ვიხსნა რატი და დავეხმარო...ამაზე მეტი სიმტკიცე შეემატა სითბო ჩაეღვარა გულში...რომ რატის ნახავდა...კეთილთვალებიანს....

აბაა რას იტყვიით? ველოდები შეფასებაას? მოგეწონააათ???



№1  offline წევრი talaxadze133

Axla wavikitxe kvela tavi da momeowna male dade <333

 


№2  offline წევრი ruti

mshvenieriaaaa ♥♥

 


№3  offline წევრი Ananoo

მართლა ძაან კაია შემდეგი ტავი მალე დადე<3

 


№4  offline წევრი lamazmani

ძააან კააიამ მომწონს ველი ახალ თავს იმედია მალე დადებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent