შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების საზომი [1]


12-04-2015, 19:35
ავტორი Heartbeat
ნანახია 1 855

რა უსამართლოა ცხოვრება... დაუკითხავად გვაცლის ადამიანებს ხელიდან ისე ,რომ არც უფიქრდება...შეიძლება ჩვენც უმადურები ვართ და უბრალოდ ბედნიერებას ვერ ვზომავთ რადგან, ყველას თავისი "ბედნიერების საზომი" აქვს მაგრამ, ამწამს სიტყვა "ბედნიერება"...იმდენად მიუღებელია და უცხოა ჩემთვის რომ, მასზე მხოლოდ ფიქრს თუ დავჯერდები.
ახლაც ვზივარ ფანჯრის რაფაზე და ჩემს ბედზე და განვლილ წლებზე ვფიქრობ...უკვე 19წლის ვარ სკოლა დავამთავრე მაგრამ, თავს ისეთი უბედურება დამატყდა სად მახსოვს სწავლა...
ცხელ ყავას მივირთმევ და მუხლებზე ჯეინ ეარი მიდევს...მინდა ასჯერ წაკითხული ფრაზები ისევ გადავიკითხო და სანამ წავიკითხავდე ჯეინის ცხოვრებაზე ფიქრმა გამიტაცა და ჩემს ცხოვრებამდეც მოვედი...ვგავართ თან ძალიან....მეც არ მყავს მშობლები მეც მარტოობით ვიწვი...ალბათ მეც ჩემ როჩესტერს ვეძებ და ველი მაგრამ , არ ვიცი არა..არამგონია სიყვარულისთვის არ მცხელა "ვარდისფერი სათვალე" ახლახანს გამიტყდა...ჩემს სულს კი ამოუვსებელი ღარები დააჩნდა...ჭრილობა რომელიც ყოველ დღე იდგამს ჩემში ფესვებს და არცერთი წამით არ მაძლევს ამოსუნთქვის საშვალებას...გტკივა და უბრალოდ გტკივა...ვერ აშუშებ ცრემლიც აღარ გეკარება...გაყინული სახით შევსცქერი ქუჩას და ვფიქრობ როგორ მოვიქცე...სწავლა მინდა დანაზოგი მაქვს მაგრამ...ერთ კურსე მეყოფა მერე კი რა იქნება?! არვიცი...არვიცი...ასეთ გაურკვევლობაში ,თავს ისეთი რაღაც დამატყდა ის რასაც არავის ვუსურვებ...ბედნიერება ხელიდან გამომგლიჯეს და უბედურებას მთელი არსებით შემაჯახეს...ერთი თვის წინ ჩემს დაბადების დღეზე პირველ მარტს გარეთ გავედი დედა და მამა სახლში იყო ..ჩემი მეგობრის და სკოლიდან უნდა მომეყვანა და შემდეგ თვითონაც მოვიდოდა..მეც ავდექი ჩავიცვი და გზას გავუყევი...ჩემი მეგობრის და
ანა სკოლიდან სახლში წამოვიყვანე ......ხელიხელ ჩაკიდებულები მოვდიოდით სახლში....კიბეებზე ავედი და სახლში შევაბიჯჯეთ.....უცბათ თითქოს რაღაც ჩამცეს გავშეშდი ყველაფერი ბურუსმა მოიცვა და განწირული ხმით ვიკივლე როდესაც დედა-მამაას უგონო ცხედრებს თვალი მოვავლე...
-ნია....ნიააა......ნია.._ანასთან მივედი და ...შოკში ვიყავი...სასოწარკვეთილი...ამის გახსენებაზე უსიამოვნო ცხელმა ტალღამ დამიარა....ცუდად გავხდი უკვე მეტი აღარ შემეძლო ცას ავხედე და სიმწრის ცრემლები გადმოვყარე...როგორ მაკლი ხართ თქვენ არიცით...ავქვითინდი...ან ახლამჯერა თქვენი აზრით რომ, აღარ არიან?! არა არ მჯერა..მაგრამ მათ სილუეტებს რომ ვერ ვხედავ...უნდა დავიჯერო....ახლაც ვზივარ სოფელში ბებიის მიყრუებულ სახლში სიმშვიდეში დარეალობას მოწყვეტილი...და ვხვდები რა ბეედნიერი ვყოფილვარ.

მათთანერთად უდარდელი ცხოვრება მქონდა არაფერი არ მაკლდა სითბო და სიყვარული...ყველაფერი მქონდა ეხლა?! მამაჩემის კომპანია გაკოტრდა,გაგვძარცვეს და ასე ერთი სახლის ამარა და ცოტა დანაზოგით დავრჩი...ალბათ ვალების გამო გამოასალმეს ჩემი მშობლები სიცოცხლეს?! არ ვიცი...მაგრამ გვრძნობ რომ, სხვა რაღაც მოხდა.
__________
დილა ასეთი ცივი არასდროს არ ყოფილა....გაყინული სხეული ზანტად დავაშორე თბილ საწოლს და უცბათ მოვწესრიგდი..მაგარი მაგრამ ტკბილი ყავა გავიკეთე და ჩემთვის ჩავფიქრდი...საერთოდი მიზანდასახული ადამიანი ვარ ეხლა კი ჩემი მიზანი სწავლის გაგრძელებაა...მინდა ,რომ რაღაცას მაინც მივაღწიო ამიტომ,სათანადო განათლება უნდა მივიღო....ინგლისური და მათემატიკა კარგად ვიცი ამიტომაც ცოტახანი პედაგოგობა ჩემთვის ხელსაყრელი იქნება,არც ეს არის სახარბიელო მაგრამ არაუშავს იქნებ შევაგროვო რაიმე დანაზოგი და რამენაერად ვიშოვო ფული.
ბატონმა დავითმა (მამაჩემს ახლო მეგობარმა) ერთი ოჯახი მიპოვა სადაც შემიძლია ვიმუშავო....მეც რაღა დამრჩენია ცხოვრების უკვე ტკივილით სავსე გზას უნდა გავყვე მაგრამ, არის ჩემში მომავლის პატარა იმედი...,მაგრამ ისიც ხანდახან თუ გამიელვებს...ამჯერად მაინც სულის გაუსაძლის ტკივილს ვგრძნობ და ვიწვი...არა მაინც რა დაუნდობელია ეს ცხოვრება...დროც არ გვინდობს არა....სულ რაღაც ორი თვის წინ უზომოდ ბედნიერი ვიყავი მაგრამ, ახლა?! ყველაფერი ბურუსშია...და უკვე ყველაფერი სხვანაერად არის

დრო არგინდობს...
დროს არ უყვარხარ...
დრომ მხოლოდ შეჩვევა იცის..
და გრძნობების ჩაკვლა...




გაბრიელი.

-ბატონო გაბრიელ._ჩუმად შემოვიდა ახოვანი მამაკაცი და დამწუხრებულ და სევდიანი სილუეტს წინ აესვეტა._გოგონა ვერ ვიპოვეთ.

უცბათ ყველაფერმა ფერი დაკარგა და გაუფერულდა...ამ სიტყვებმა გული მოუკლეს მაგრამ არშეიმჩნია..უცებ წამოხტა და მუშტი მაგიდას ძლიერ ჩასცხო...კაცი შეხტა და გაფაციცებით შესცქეროდა განრისხებულ სილუეტს...უცბათ საზარელმა ტონმა იქუხა.


-გავგიჟდები სად არის ეს გოგო..მთელი ქალაქი გადავატრიალეთ და მაიც ვერ ვიპოვეთ...იცოდეთ თუ არ იპოვით დაუყოვნებლივ დაგითხოვთ! არ მაინტერესებს...უნდა იპოვოთ!_განრისხებულმა დასჭექა და კაბინეტიდან გავარდა.


გაბრიელ ახვლედიანი...26 წლის...მდიდარი და გავლენიანი ..3წელია ნია უყვარს ისე რომ ნია არიცნობს და არც მის არსებობაზე სმენია რამე...ნიას დედ-მამას კარგად იცნობდა და მათ დახმარებას ცდილობდა..ზუსტად მან იცოდა ვინ მოკლა ისინი და რატომ.

უკვე ერთი კვირაა ნიას გამწარებული ეძებს...თან თავის თავთან მარტო დარჩენილი თავისთავს უწყრება.."რომ იპოვი მერე რა?!" .."რამე შეიცვლება?!"..."არც არაფერი.".."რას არ გავცემდი ოღონდ ერთხელ მაინც ჩამეკრა გულში"...ნიას თავის ბედნიერების საზომად მოიხსენიებს რადგან,როდესაც ხედავს უნებურად ბედნიერდება_დამწუხრებული დაეშვა საწოლზე და ფიქრების სამყაროში გადაეშვა.

____________
ქრისტე აღდგა!
გილოცავთ!
პირველ რიგში უდიდეს ბოდიშს ვიხდი წინა ისტორიასთან დაკავშირებით სრულად დავდებ...უბრალოდ ძალიან ცუდად ვიყავი და ვერ დავდე და რაც შეეხება ეს ისტორია გავაგრძელო? რაღაც გეგბი მაქვს და ცუდი არუნდა იყოს.
მიყვარხართ!
თქვენი ჰართბითი!



№1  offline წევრი anni-gio2001

Chemaritad
me piradad momecoma Da gaagrdzele ogond mal-male dade

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent