შემიყვარდი, პატარავ! (1 ნაწილი)
-იქნებ არ ღირს... -აბა ესე ვიდგეთ და ვუყუროთ როგორ ტირის?ცოდოა. -და რო მივალ რა ვუთხრა? -ჯერ კითხე რა ჭირს რა იყო პირველად აკეთებ თუ რა? ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში ჩავარდა სანდრო მელიქიშვილი როდესაც, ქუჩაში მიმავალმა მისმა საძმაკაცომ სკამზე თავჩახრილი, ძალიან გამხდარი ატირებული გოგო შენიშნა.სანდრო აღელვებული მიუახლოვდა გოგონას. -ისა... ხო... ცუდად ხო არ ხარ?- უხერხულად ჰკითხა სანდროს გოგონას და კეფაზე ხელი მოისვა. გოგონამ პასუხის ნიშნად თავი გააქნია.სანდროს ამოხედა და აცრემლებული თვალები შეანათა. სანდრო გაოცდა. გოგონას ტირილისგან თვალები სულ ჩასწითლებოდა და მის ლურჯ თვალებს სიწითლე ფარავდა. -იცი რა? მართლა ცუდ მდგომარეობაში ხარ. -არაუშავს. აკანკალებული ხმით უთხრა გოგონამ და ტირილი განაგრძო. -იქნებ მომიყვე და მოგეშვას? -რა მნიშვნელობა ექნება... -მართლა, თუ გინდა მომიყევი. -დედა... წავიდა და დამტოვა. -გარდაიცვალა? გოგონამ თავი გააქნია. -აბა რა მოუვიდა? -თავის ნაძირალა მეხუთე თუ მეექვსე უკვე სათვალავი ამერია, თავის ნაძირალა ქმარს გაყვა. -მერე რა მოხდა? -არ გესმის?! ხმას აუწია გოგონამ. - დამტოვა და აღარ დაბრუნდება! სადღაც ჯანდაბაშ წაიყვანა იმ კაცმა! ამ დროს სანდროს თავისი მეგობრებიც მოუახლოვდნენ. გოგონა შეკრთა. -არა ნუ გეშინია, არაფერს არ დაგიშავებთ, მართლა. -რა გინდათ ჩემგან? -არაფერი პატარა, მოგვიყევი რა მოხდა. -რატო უნდა მოგიყვეთ? -არ გინდა რო ვიმეგობროთ? -მე... არ ვიცი... -მე ვარ სანდრო, ეს გიგაა, ლუკა და ალექსი. -სასიამოვნოა... უხერხულად ჩაეღიმა გოგონას. აცრემლებულ თვალებში ღიმილიც უხდებოდა. -ლამაზი გოგო ხარ. მაგრამ მართლა არაფერს არ დაგიშავებთ. მაგის არ შეგეშნდეს. სანდრომ გოგონას მხარზე ხელი დაადო. -და შენ რა გქვია?- ჰკითხა ერთ-ერთმა მათგანმა. -მე...ლილუ. -ეე რა მაგარი სახელია. გაეცინათ ბიჭებს. -წამოდი გინდა კაფეში დავჯდეთ? -ისეთი სულელი არ ვარ რომ უცნობებს კაფეში წავყვე. -კაი რა! ეხა ხო მეგობრები ვართ! -არ ვარ ეხლა კაფეში სიარულის ხასიათზე. -მაშინ მომიყევი. -ხომ გითხარი დედაჩემმა მიგვატოვა მე და მამაჩემი მეთქი. -კი მარა რატო? -იმიტომ რომ მამა ავადაა, რაღაც ავადმყოფობა სჭირს. დედაჩემი თავიდან ვითომ მამაზე ზრუნავდა მაგრამ მერე ბოლოს გამოაცხადა, შენ ჩემთვის არაფერი გაგიკეთებია ისეთი რის გამოც ასე თავს გევლები, შენზე შეძლებული საქმრო მყავს, მშვიდობითო და კარი გაიჯახუნა. -ლილუმ ერთი ამოისუნთქა და ტირილი ისევ გააგრძელა. -კი მარა თუ არ გიყვარდა დედაშენი რატო განიცდი? -გაგიჟდი? მაგის განცდას მირჩევნია თავი მოვიკლა! მე მამაჩემის ბედი მაღელვებს! სიკვდილს ებძვის იმ საშინელმა ქალს კი რომელსაც დედაჩემი ერქვა, შეუძლია ჩემ გამო მაინც გადაიხადოს მამას მკურნალობის თანხა მაგრამ უგულო და გულქვაა! დღეს პირველივე რეისით თავის ახალ ქმართან ერთად ამერიკაში გაფრინდა. ვიცი იმ კაცსაც მობეზრდება და ისევ მამაჩემთან დაბრუნებას გადაწყვეტს მაგრამ, ვაი რომ გვიანი იქნება!- ტირილი გააგრძელა ლილუმ.-რა დააშავა მამაჩემმა ასეთი რომ ასეთ ავადმყოფობას ატარებს!-ხმამაღლა ატირდა ლილუ... სანდროს გული მოეკუმშა. დანარჩენებიც მის დღეში იყვნენ. სანდროს არ მოერიდა და გოგონას ჩაეხუტა. -დამშვიდდი, კარგად იქნება ყველაფერი. ტუჩბი ყურთან ახლოს მოუტნა და ჩასჩურჩულა: -გპირდები. შემდეგ თავზე ნაზად აკოცა და მოიშორა. -სანდრო წამოდი რა საქმე გვაქ. -მოვდივარ ხო წადით და დაგეწევით. ბიჭები წავიდნენ, სანდრო კი ლილუსან დარჩა. სანდრო სკამიდან ადგა, ლილუს წინ დაიჩოქა, ცრემლები მოსწმინდა და უთხრა: -აღარ იტირო. მამაშენი კარგად იქნება, პირობას გაძლევ. -მართლა? - აცრემლებული თვალებით შეხედა გოგონამ სანდროს. -მე დაგპირდი. - ამის შემდეგ სანდრო ადგა და წავიდა. ბიჭი მიხვდა რომ გოგონას უნდა დახმარებოდა და ერთი ნახვის შემდეგ მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. გამარჯობა, ეს არის ჩემი პირველი ისტორია. შემიფასეთ და მირჩიეთ გავაგრძელო თუ არა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.