შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალერმუს პრაიდი, ანუ ჩემი ცხოვრების შემცვლელი


13-04-2015, 00:11
ავტორი შიკალატკა
ნანახია 1 724

ბავშვებოოო! ეს არის ჩემი პირველი ისტორია, რაც კი ოდესმე დამიწერია. იმედია მოგეწონებათ და ძალიან გთხოვთ, კომენტარი დატოვეთ და შენიშვნები დაწერეთ ^_^ პ.ს. ისტორია დაფუძვნებულია კინო ტრანსფორმერებზე, რომელიც ალბათ ყველას გექნებათ ნანახი ^_^ იმედი მაქვს მოგეწონებათ და წინასწარ დიდი მადლობა <3

=_=_=_=

- ალერმუუუს! - ხმის ჩახლეჩვამდე დავიყვირე და დანგრეულ, ნახევრად დამწვარ ტრეილერს ამოვეფარე, რათა რაკეტა ამეცილებინა. - დეივ! გადმოაგდე! - ათიოდე მეტრით შორს, მანქანას ამოფარებულს გავძახე. მოქნილად გადმომიგდო დიდი, ორ ლულიანი იარაღი.
- მიკა! - დამიყვირა. მივბრუნდი და თვალებით ვანიშნე რა გინდათქო. - ორამისს მექანიზმის ცენტრში უნდა მოახვედრო. სხვანაირად აზრი არ აქვს! - გამაფრთხილა და თითქმის ჩამოშლილ შენობაში შევარდა.

=_=_=_=

ივლისის შუა რიცხვები იყო. სახლში ყიფნით მობეზრებულმა და სიცხისგან დახუთულმა გადავწყვიტე გამესეირნა. საღამოს 9 საათი იყო. გრილი ნიავი სახეზე მეალერსებოდა, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. მივსეირნობდი და ცას ვუყურებდი "რა ლამაზი ცაა" ამის გაფიქრება და ვიღაცასთან დაჯახება ერთი იყო. ცივ მიწაზე მოვადენდი ზღართანს, რომ არა წელზე შემოხვეული, ძლიერი მკლავები. ნაცნობი სურნელი მიღიტინებდა ცხვირში და ის იყო ბოდიში უნდა მომეხადა, როცა ჩემს მზერას დეივის მომღიმარი სახე მისწვდა.
- დ-დეივ? ბოდიში. - ვუთხარი და გავიმართე.
- არაუშავს. - ჭკუიდან რომ გადავყავარ, ისე გამიღიმა. - ამ საღამოს გარეთ რას აკეთებ? - ინტერესით დამაჩერდა და გზა ჩემთან ერთად განაგრძო.
- უბრალოდ ვსეირნობ. - მხრები ავიჩეჩე და თვალი იმწამს ჩავლილ მანქანას გავაყოლე.
- შენ და ალექსი რას შვებით? - ვიგრძენი, როგორ დაეჭიმა ძარღვები კისერზე, თუმცა არ შევიმჩნიე.
- რავი, ძველებურად. - უდარდელად ვუთხარი. ალექსი ჩემი შეყვარებული იყო. მაშინ ორი დღის დაშორებული ვიყავი. მუდამ კამათი გვქონდა. აღიზიანებდა, მასზე უკეთ, მანქანებში მე რომ ვერკვეოდი. დეივი კი ჩემი მეზობელი იყო.
ჩუმად მივყვებოდით გზას. სიჩუმის დარღვევა არც ერთს გვინდოდა. უცებ, ჩვენი ყურადღება ზეცაში გაჩენილმა, მკვეთრმა შუქმა მიიქცია. კომეტებს ჰგავდნენ. სულ ხუთი ცალი იყო. ვერც გავიაზრე, ისე ჩაგვიქროლა და დაახლოებით ორასი მეტრის იქით დაეცა. ირგვლივ ცეცხლი მოეკიდა. შეშინებულმა იქვე მყოფ ხეს ამოვეფარე და თვალთვალი დავუწყე გაურკვეველ ნივთს. დეივიც ჩემ მდგომარეობაში იყო. ორიოდე წუთი ასე ვიყავით, ერთ პოზაში გაყინულნი, შემდეგ ის რაღაც ამოძრავდა. შეშინებულმა, უფრო გაოცებულმა, ინსტიქტურად უკან დავიხიე, თუმცა მზერა არ მომიშორებია. "არსება" წამებში გადაიქცა მოსიარულე რობოტად, რომელსაც ბორბლები მკლავებსა და ფეხებზე ჰქონდა, სხვა ადგილებში კი მეტალი. განცვიფრებულს თვალები ლამის გადმომიცვივდა ბუდიდან. რობოტი დაიძრა და დანარჩენ ოთხს შეუერთდა, რომლებიც იმწუთას შევამჩნიე.
- დ-დეივ, ეს რა არის? - გაკვირვებულმა ვკითხე, განცვიფრებულ დეივს.
- არ ვიცი. - ხმის კანკალით მიპასუხა. იმდენად ვიყავი მათი ვინაობით დაინტერესებული, შიში ჯანდაბაში მოვისროლე და მათ ავედევნე.
- წამოდი გავყვეთ, იქნებ რამე გავიგოთ მათზე. - განვუცხადე დეივს და ხელი ჩავავლე.
- გადაირიე მიკა?! რა უნდა გაყვე?! რამე რომ დაგმართოს?! - ხმამაღლა მითხრა და მხრებში ჩაფრენილმა შემანჯღრია.
- ზუსტად, არაფერი რომ არ მოგვივიდეს ჩუმად გავყვეთ. - მშვიდად ამოვილაპარაკე და ხელიდან დავუსხლტი. არ მაინტერესებდა მარტო წავიდოდი, თუ დეივიც წამომყვებოდა, ერთადერთი მათი ვინაობის გარკვევა მსურდა.
სადღაც აკრძალულ ადგილას შეიკრიბნენ. კედელს ამოვფარებოდი და მათ საუბარს ვუსმენდი. თქვენ წარმოიდგინეთ და ჩვენს ენაზე საუბრობდნენ. ამან უფრო გამაკვირვა და გააძლიერა ცნობისმოყვარეობის გრძნობა.
- პრაიდ, თუ იარაღი აქ არის, მაშინ დესეპტიკონების სამიზნე გახდება აქაურობა. - თქვა ერთ-ერთმა. "ვინ? დესეპტიკონები? ვინ არიან? მოიცა, იარაღიო?" ფიქრები მანქანის ხმამ დამირღვია. იქით გავიხედე, სადაც ხუთი გიგანტი იყო აღმართული, თუმცა თვალი ხუთ მანქანას მოვკარი. "სად... სად წავიდნენ? წეღან აქ არ იდგნენ?"
- დეივ, სად გაქრნენ? - ვკითხე გვერდით მდგომს და ინტერესით დავაჩერდი.
- მგონი თვალებში თმა გაქვს. ვერ დაინახე, როგორ გადაკეთდნენ მსოფლიოში უმაგრეს მანქანებად?! ეს... ეს რეები არიან?! - აღშფოთებას ვერ მალავდა დეივი. მე კი ყურებს არ ვუჯერებდი "მანქანებად? კი მაგრამ როგორ?" გამუდმებით ეს კითხვები მიტრიალებდა თავში.
სახლში წასვლა გადავწყვიტე, როცა მივხვდი, რომ მათ ვეღარ ვიპოვიდი და უაზრო დროის ფლანგვა გამომდიოდა. დეივმა მიმაცილა.
- ეს რა იყო? - გაკვირვებული მომიბრუნდა.
- არ ვიცი. კარგი წავედი, თორემ ინერვიულებენ. - გავუღიმე და მივტრიალდი.
- შეხვედრამდე მიკ. - ზურგს უკან მომძახა.
დილით მაღვიძარას გულისგამაწვრილებელმა ხმამ გამაღვიძა.
- აჰჰ, მიკაა ორი დღე და მორჩება ქიმიის მასწავლებელი შენს წამებას. - საკუთარი თავი დავაიმედე და ფეხზე ძლივს წამოვიზლაზნე. რადგანაც ქიმიაში ჩავიჭერი, ნახევარი ზაფხული სკოლაში უნდა მევლო. ქალბატონი ვალკერი ხომ ცოცხალითავით არ დაგეხმარება გამოცდებზე, იდიოტი. თეთრი, დახეული ჯინსი ამოვიცვი და თეთრი, შავზოლებიანი მაიკა გადავიცვი. ფეხზე თეთრი კეტები და ქვევით ჩავედი, მხარზე ჩანთა გადაკიდებული.
- დილამშვიდობისა მიკა. - მომესალმა მამა და ლოყაზე მაკოცა.
- დილამშვიდობისა. - მეც დავუწითლე ლოყები. - ორ დღეში პასუხები იქნება და ნინძლავი გახსოვს ხო? - ეშმაკურად გავუღიმე. მე და მამას ნინძლავი გვქონდა დადებული, რომ თუ მაღალ ნიშანს მივიღებდი, მანქანას მიყიდდა. მეც თავაუღებლად ვსწავლობდი დღედაღამე, ამიტომ ახალი მანქანა არ ამცდება.
- აბა, მაღალი ქულები მიკა, თორემ მანქანას გვერდით დავტოვებთ. - ტაში შემოკრა და სამზარეულო დატოვა.

=_=_=_=

- მისმინეთ, ერთი ქულაც რომ მომიმატოთ, საკმარისია, რათა მამაჩემმა მანქანა მიყიდოს, ამიტომ გთხოვთ, მთელი ზაფხულის შრომას, მაგ წყეული ერთი ქულის გამო, წყალში ნუ ჩამიყრით.- საბოლოოდ გავობრძოლე უგულო, დეგენერატ, მისის ვალკერთან და მავედრებელი თვალებით შევხედე.
- აბა, რა მიიღე მიკაკი? - მკითხა მამამ, როგორც კი მის მანქანაში ჩავჯექი. ფურცელს ხელი გავარტყი და ვუთხარი:
- ხომ ვამბობდი, მანქანა არ ამცდება-მეთქი! - სიცილით გავუწოდე ფურცელი მომღიმარ მამიკოს.
- ყოჩაღ, მიკა ყოჩაღ! - გახარებულმა იყვირა და ლოყაზე მაკოცა. - ხვალ წავიდეთ და ვიყიდოთ. - თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და საქარე მინაზე ჩამოვადე. უნებურად ამომიტივტივდა გონებაში გუშინდელი საღამო. " მაინც ვერ გავარკვიე, რა ან ვინ იყვნენ." ერთი ამოვიოხრე. სახლის ეზოში შევუხვიეთ, როცა გაოგნებულებმა თვალები ვჭყიტეთ. ჩვენს წინ შავი, აშკარად ახალი გამოშვებული მანქანა ეყენა. ნელა გადმოვედით, მანქანას მივუახლოვდით და დაკვირვებით ავათვალიერ-ჩავათვალიერეთ.
- მაგარია ხომ? - მომესმა, როგორც ყოველთვის, მხიარული დედას ხმა. გაკვირვებულება ერთდროულად ავხედეთ. თითი მანქანისკენ გავიშვირე და ვკითხე:
- ეს... დე... შენ იყიდე? - სათქმელს თავს ძლივს ვაბამდი.
- არა. როგორ და რანაირად არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ გავიღვიძე აქ დამხვდა.
შიგნით შევიხედე და მძღოლის სავარძელზე დაგდებულ გასაღებს მოვკარი თვალი. კარი ნელა გამოვაღე " ღიაა. დღეს ნორმალური ვინცაა, ღიას არ დატოვებდა. ვინ მოიყვანა აქ? "
საჭესთან მოვკალათდი და სალონს თვალი მოვავლე. შავი, ტყავის სვარძლები, ასევე შავი ტყავის საჭე. უკანა ხედვის სარკეს ავხედე, როცა ზედ მიკრობილ ფურცელს გადაეყარა ჩემი მზერა.
" მიკა, მშვიდობაში. "
- მა, მოდი აქ. - იმწუთას მოსულ მამაჩემს ფურცელი მივეცი. ნათლად დავინახე, დაბერილი ძარღვები ხელებზა " აუუ, ყოჩაღ, მიკა! გენიოსი ხარ! ეხლა დადექი და უმტკიცე, რომ არ გყავს შეყვარებული! არა, სად მქონდა ჭკუა რომ ვაძლევდი?! " ვუწყრებოდი საკუთარ თავს.
- ვინ არის მიკა ამ მანქანის მყიდველი? - მკაცრი ტონით მკითხა.
- არ ვიცი. - მეტი დამაჯერებლობისთვის მხრები ავიჩეჩე და გაკვირვებული დავაჩერდი ფურცელს.
- მიკა-მეთქი. - იგივე ტონით, შედარებით ხმამაღლა მითხრა.
- არ ვიცი და იძახე ეხლა მიკა, მიკა - მობეზრებულად გავეცი პასუხი.
- კარგი, მაშინ აღარ გვჭირდება მანქანის ყიდვა. გყავს უკვე. - გაკვირვებულმა ავხედე.
- შენ გინდა თქვა, რომ ვიტოვებთ? - თვალებგაფართოებულმა ვკითხე.
- ზუსტად. შენთვის მოიტანეს და ასეთ მანქანას უკან არ დავუბრუნებ. - სიცილით მივატრიალე თავჯ და სალონის შესწავლა განვაგრძე. ჩემი ყურადღება საჭის ცენტრში მყოფმა მარკამ მიიქცია. გაოგნებულმა შევხედე რობოტის თავის ფორმას. მზგავსი მანქანათა ქსელი არ მინახავს. გასაღებს დავწვდი და დავქოქე. ძრავას ხმაზე ეტყობოდა, ძლიერი რომ იყო. გადმოვედი და კაპოტი ავხადე. " ვაუ! ასეთი მაგარი ძრავა ბოლო მოდელებსაც არ აქვთ. " გაოცებულმა გავიფიქრე და რამდენი არ ვიცი, მაგრამ ბევრი ცხენის ძალის მქონე ძრავას თვალი მოვავლე. მანქანა გარაჟში შევიყვანე და ოთახში ავედი.
საღამოს 10 საათი იქნებოდა, მკვეთრმა შუქმა რომ მომანათა.
გარეთ გავიხედე და თვალებს არ დავუჯერე. ჩემს ეზოში ის "არსებები" იმყოფებოდნენ.
- ელმოგარ. ოგლსი. - მგონი ჩურჩულებდნენ, არ ვიცი, მე კი მესმოდა ყველაფერი. " ვინო? ელ... რა თქვეს? " გაკვირვებული ვფიქრობდი. " ოოო, ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებ." გავიფიქრე, ქურთუკს დავწვდი და კისრისტეხვით ჩავირბინე კიბეები. მანქანაში ჩავჯექი. ჩუმად ვაკვირდებოდი და ვუსმენდი, როვორ იძახდნენ "ელმოგარ ოგლსს". წასასვლელად შეტრიალხნენ, უეცრად ჩემი მანქანა თავისით რომ დაიქოქა. შეშინებული ერთ ადგილას მივიყინე. დავინახე, როგორ გარდაიქმნენ მანქანებად " ღმერთო ჩემო. ჩემი მანქანაც მათნაირია?" გადავწყვიტე გამერკვია და კითხვა დავუსვი "ძვირფას მანქანას"
- ამმ... შენ... შენც მათნაირი ხარ? - ვკითცე და საჭეზე მსუბუქად დავარტყი ხელი. - მითხარი, გპირდები არავის ვეტყვი და რომც ვუთხრა, გიჟად ჩამთვლიან და არ დამიჯერებენ. - სანდომიანად გავიღიმე იქნებ ხედავდეს-მეთქი. რადიო ამუშავდა და ჩემს შეკითხვებზე პასუხები გაიცა:
- კი, მოწმე ხარ, ამიტომ მათთან წაგიყვან. - თითო სიტყვასა თუ ფრაზას სხვადასხვა ხმით ამბობდა. შოკისგან ენა გადამეყლაპა. წუთი მაინც დამჭირდა, ნათქვამის გასაანალიზებლად.
- მოიცა... მათთან? და... და რას მიზავთ? - შიშის ნოტები შემეპარა ხმაში და ხელები მოვმუშტე , კანკალის შესაკავებლად.
- ნუ გეშინია, არაფერი გემუქრება. - იმავე ხმებით მიპასუხა. მეც შედარებით დავწყნარდი. ისევ იქ მივედით, სადაც გუშინ ვნახე, აკრძალულ ადგილას. კარი თავისით გაიღო და მივხვდი, გადმოსვლას მთხოვდა. მეც არ დავაყოვნე და უცებ გადავხტი მანქანიდან. ჩემს გარშემო ხუთი რობოტი აღიმართა. გაკვირვებული ვაკვირდებოდი მათ თითოეულ მოძრაობას.
- მიკა მილერ, მე ალერმუს პრაიდი ვარ, ავტობოტების მეთაური. - მითხრა ერთ-ერთმა რობოტმა, რომელსაც ლურჯი ფერები ალაგალაგ შერეოდა.
- ამმ... და იქნებ უკეთ და დაწვრილებით მითხრათ ვინ ხართ? - ვუთხარი ხმამაღლ, რათა ოციოდე მეტრზე მიმეწვდინა ხმა.
- ჩვენ ტრანსფორმერები ვართ. ისევე ვცოცხლობთ, როგორც თქვენ. ჩვენი პლანეტა აქედან ძალიან შორს, გალაქტიკაშია. წლებია რაც ჩვენ, ავტობოტები, ვებრძვით დესეპტიკონებს, რომლებსაც გალაქტიკის მართვა უნდათ. აქ იმიტომ ვართ, რომ თქვენს პლანეტაზე ჩვენი წინაპრებისმიერ შექმნილი იარაღია დამალული, რომელიც ანადგურებს მზეს. ამის შესახებ დესეპტიკონებმაც იციან და მათი სამიზნე თქვენი პლანეტაა. - გაოცებული ვუსმენდი მათ და ვცდილობდი, არაფერი გამომრჩენოდა.
- და ერთ-ერთ თქვენს რობოტს ჩემთან რა უნდოდა? - ვკითხე წუთიერი დუმილის შემდეგ.
- თქვენი წინაპარი, ერიკ მილერი, იყო ჩვენი მეგობარი. ჩვენთან ერთად ებრძოდა დესეპტიკონებს და ჩვენს გამო თავი გაწირა. თქვენ გაქვთ უნარი იმისა, რომ იპოვოთ ეს იარაღი და თქვენი პლანეტა გადაარჩინოთ. - არ მჯეროდა. ხელზე ძლიერად ვიკბინე, იმაში დასარწმუნებლად, რომ არ მეძინა და ყველაფერს ცხადად ვხედავდი.
- და... ეხლა მეც თქვენთან ერთად უნდა ვიბრძოლო? - ჩამწყდარი ხმით ვკითხე. თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. "რა... რა გავაკეთო? დავთანხმდე? რა ფიქრი უნდა მიკა ამას? შენს პლანეტას, დედამიწას ეხება! უნდა დაეხმარო აბა რა უნდა ჰქნა! " გავუბრაზდი საკითარ თავს და სათქმელად პირი დავაღე, როდესაც ელიზაბეტის ხმა მომესმა:
- მ-მიკა? - შეშფოთებული გვიყურებდა. გვერდით არანაკლებ გაოგნებული დეივი ედგა. გავიგე ელიზაბეტის კივილი და უცებ დავიჭირე, არსად რომ არ გაქცეულიყო.
- ელ, ელ მომისმინე. მომისმინე! - მოთმინება დაკარგულმა ვუყვირე, რადგან ფართხალს არ წყვეტდა. დეივი კი გაუნძრევლად იდგა, ალბათ ნანახი რადგანაც ჰყავდა, არ ჰქონია დიდი რეაქცია.
- მისმინე ელ, არაფერს დაგიშავებენ, პირიქით, აქ ჩვენს დასახმარებლად არიან. - მივუბრუნდი შედარებით დამშვიდებულ გოგოს.
- რა... რა დაცვა გვჭირდება? მიკა რა ხდება და რა არსებები არიან ესენი?! - ტონს თანდათან უწევდა და შიშისგან ხმა უკანკალებდა.
- ეს ალერმუს პრაიდია. - თითი გავიშვირე აღმართულ გიგანტზე.
- ვ-ვინ? - თვალებგაფართოებულმა მკითხა.
- მე ალერმუს პრაიდი ვარ, ავტობოტების მეთაური. - ამჯერად ალერმუსმა უპასუხა.
- ავტო რა? - ჰკითხა და ახედა. რობოტმა ხელიდან რაღაც გაანათა და წამში შეიცვალა ჩვენს ირგვლივ გარემო. აღმოვჩნდით უცხო ადგილას, კონკრეტულად კი სხვა პლანეტაზე.
- სად ვართ? - ვკითხე ალერმუსს.
- ეს ჩანაწერია ჩემი მეხსიერებიდან. ახლა ჩვენს პლანეტას ხედავთ, რომელიც არარაობად აქციეს წყეულმა დესეპტიკონებმა. ეს არ ყოფილა არც პირველი და არც უკანასკნელი პლანეტა, რომელიც ამ დღეში ჩააგდეს. ჩვენ, ავტობოტები, ამის შეჩერებას ვცდილობთ და თავისუფლებისთვის ვიბრძვით. - ხელიდან გამოსხივება გაქრა და ჩვენც "დავბრუნდით" დედამიწაზე. - თქვენ არჩევანი გაქვთ: იბრძოლოთ თქვენი პლანეტისთვისა და ხალხისთვის, ან უარით გაგვისტუმროთ. - მხარზე ვიღაცის ხელი ვიგრძენი. ხელში დეივი შემრჩა.
- აბა, მიკა რას ირჩევ? - მკითხა ერთ-ერთმა რობოტმა და ჩაიმუხლა. სიჩუმე ჩამოვარდა, სამარისებული სიჩუმე, მხოლოდ სუნთქვის ხმა არღვევდა გამეფებულ სიწყნარეს. "რა გავაკეთო? არა, არა უნდა დავთანხმდე. ასე ვერ ვუღალატებ ჩემს "სახლს", თუმცა ამხელა რობოტებს ციცქნა ადამიანი რაში გამოადგება?" ჩემს თავთან ვბაასობდი.
- კი მაგრამ, ამხელა რობოტებს...- შუაზე გამაწყვეტინა ერთ-ერთმა.
- ტრანსფორმერები ვართ ჩვენ. დიდი განსხვავებაა რობოტსა და ტრანსფორმერს შორის. ჩვენ არავინ გვმართავს, ვცოცხლობთ, ვიზრდებით. რობოტი კი შემქმნელის მონაა. - ზიზღით წარმოთქვა ბოლო სიტყვები.
- კარგი, ამხელა ტრანსფორმერებს, მე, ჭიანჭველისოდენა გოგო, რაში და როგორ დაგეხმარებით? - ვკითხე გაოგნებულმა.
- შენ იცი სად არის იარაღი, რომელიც მზეს ანადგურებს. - მომიგო ალერმუსმა. თვალები ლამის გადმომიცვივდა, როცა ნათქვამი გავიაზრე.
- მე... არა, რაღაც გეშლებათ. არაფერი არ ვიცი, იარაღის შესახებაც დღეს გავივე. - ხელების ქნევით ვუთხარი. - თუმცა ყველანაირად ვეცდები დაგეხმაროთ, რათა დედამიწასა და მასზე ბინადარ ხალხს, საფრთე ავარიდოთ. - გავუღიმე და ელიზაბეტს ძლიერად მოვკიდე ხელი.
- საჭიროა ამას შეეხოთ და ყვრლაფერს გაიგებთ, რაც დესეპტორებს შესაჩერებლადაა საჭირო. - უფორმო მეტალი გამომიწოდა პრაიდმა, რომელსაც გაურკვეველი ნიშნები ეწერა ზედ. ხელში დავიკავე თუ არა, ორიოდე წამში საშინლად გაცხელდა და მეც ინსტიქტურად დავაგდე. სხეული ამიკანკალდა და გაურკვეველი სიმბოლოების დანახვა სავიწყე.
- მიკა! მიკა! რა უყავით?! მიკა! - მესმოდა დეივის ღრიალი. უცებ გავჩერდი და გაკვირვებულმა ავხედე დეივს, რომელიც მხრებში ჩამფრენოდა და მთელი ძალით მაჯანჯღარებდა.
- დავინახე. რაღაც სიმბოლოები, აი მაგ მეტალზე როგორიც არის. - პრაიდს ავხედე და მის ხელში მოქცეულ მეტალზ მივუთითე.
- სწორედ ეგ არის, რაც გვჭირდება. - მითხრა. - ეს შენი ავტობოტი იქნება. - მიმითითა ჩემს მანქანაზე, რომელიც რობოტად იყო ტრანსფორმირებული. - მისი სახელია ელმოგარ ოგლსი. - ოგლსმა თავი დამიკრა და ისევ სხვადასხვა ხმით ალაპარაკდა:
- გამარჯობა, მიხარია რომ გვეხმარები.
- ეს გირემოლუსია. - ახლა ელმოგარის გვერდით მყოფზე მიმითითა. - ესენი ტყუპები: ქერილქონი და ქერილქომი - ორ იდენტურ რობოტისკენ გაიშვირა თითი, რომლებიც მხოლოდ ფერებით განსხვავდებოდნენ: ერთ-ერთი წითელი იყო, მეორე-ყვითელი.
- ოგლსი რატომ ლაპარაკობს სხვადასხვა ხმით? - ვკითხე ყველას და ინტერესით მოვავლე თვალი.
- ის ვერ ლაპარაკობს. რადიოს იყენებს და ისე გვაგებინებს რა უნდა. - სევდა ნარევი ხმით მითხრა გირემოლუსმა.
- მოიცადე, მიკა თუ გეხმაფებათ, მაშინ მეც თქვენთან ვარ. - ამოილაპარაკა აქამდე ჩუმად მყოფმა ელიზაბეტმა და გვერდით დამიდგა.
- მეც. - მეორე მხარეს დეივი ამომიდგა და გამიღიმა.
- თქვენი გადასაწყვეტია რას იზამთ და რას არა. - მიუგო ალერმუსმა.
- არა! არავითარ შემთხვევაში! - მკაცრად განვუცხადე და წინ წავიწიე, ორივესთვის უკეთ რომ შემეხედა.
- მიკა, შენ თუ გგონია რომ მარტო გაგიშვებთ, ცდები. სადაც შენ, იქაც ჩვენ! - მითხრა ელიზაბეტმა. ისეთი ტონითა და სახით თქვა, რომ შეწინააღმდეგება ვერ გავბედე და თავი დავუქნიე. სმენას სირინების ხმა მიწვდა. პოლიციის უამრავი მანქანა მოიწევდა ჩვენკენ. ავტობოტები მანქანებად გარდაიქმნენ. ოგლსი ჩვენ წინ გაჩერდა და კარი გაგვიღო. უცებ ჩავხტით, ტელეფონი ამოვაძრე, მშობლებისთვის დასარეკად. დედას ნომერი ავკრიფე. მესამე ზარზე მიპასუხა:
- მიკა? სად ხარ? - ნამძინარევი ტონით მკითხა.
- დე ელიზაბეტთან ვარ და ტყეში მივყვები სალაშქროდ. თქვენ გეძინათ და აღარ გაგაღვიძეთ. - ვეცადე ხმისთვის ჩვეულებრივი ტონი მიმეცა და გამომივიდა კიდეც. ნერვიულად დავიწყე ტუჩის კვნეტა, რადგან ათიოდე წამი არაფერი უთქვამს.
- კარგი დე, მაგრამ გაგვაღვიძე ხოლმე! - ბოლოს მკაცრად გამაფრთხილა და ხმა ისევ დაიტკბო - ჭკვიანად იცოდე. - კავშირი გავთიშე და შვების ოხვრა აღმომხდა. ელმოგარს მივუბრუნდი და ვკითხე:
- ეხლა რას ვაკეთებთ?
- მივალთ და გეტყვიან. - მითხრა რადიოთი. ჩვენ წინ პრაიდი მიდიოდა, მის გვერდით კი ნაცრისფერი მერსედესი, ბოლო მოდელი. თვალისდახამხამებაში გადაიქცნენ ალერმუსი და მერსედესი რობოტებად. მარჯვენა ხელზე იარაღი გამოებათ და დაუნდობლად უშენდნენ ერთმანეთს. მათ მიჰყვა ტყუპები და გირემოლუსი. ოგლსმა დაამუხრუჭა და მანქანიდან გადასვლა გვთხოვა კარების გაღებით. ისიც მათ შეუერთდა.
- მიკა! გაიქეცი! - დამიყვირა სპრაიდმა და მოწინააღმდეგეს რაკეტა ესრილა, რომელიც მუცლის არეში მოხვდა.
- მიკა! - ამჯერად გირემოლუსმა დამიძახა. - რობერტ კლარკი იპოვეთ! ელმოგარი დაგეხმარება! - ყვიროდა, რათა ჩემამდე ხმა მოეწვდინა, მერე იმწამს მოსულ, გაცილებით დიდ რობოტს ესროლა სამი რაკეტა, მაგრამ ორი მოარტყა. ძირს დავარდნილმა მტერმა წიხლი მუცელთან ამოარტყა და ერთ-ერთი ნაწილი მოაძრო. ამასობაში ოგლსი ჩვენთან გაჩნდა. მანქანაში, რასაც ჰქვია შევუვარდით და იქაურიბას მოვშორდით.
- ოგლს, ვინ არის რობერტ კლარკი? - ვკითხე და " მორბენალ " ხეებს გავაყოლე თვალი.
- წარმოდგენა არ მაქვს. - " არაჩვეულებრივი " პასუხი გამცა.
- გადასარევია! ვინმეს გაქვთ რამე იდეა, თუ როგორ უნდა ვიპოვოთ ვიღაც რობერტ კლარკი?! - წამოიყვირა დეივმა და სავარძელს თავი მიადო.
- მე მაქვს. - განვუცხადე მშვიდად და გაკვირვებულ მეგობრებს გავუღიმე.

=_=_=_=

- ბროადვეის ქუჩა, საცხობი " King Bakers ". - გავიმეორე კიდევ ერთხელ და ოგლს ვუთხარი წასულიყო. ნახევარ საათში საჭირო ადგილას ვიყავით. საცხობის კარები შევგლიჯე და ბოლო ხმაზე დავიყვირე:
- რობერტ კლარკი, რომელი თქვენთაგანია? - ვკითხე და თვალი მოვავლე ოთხ კაცსა და ერთ ქალს.
- მე ვარ. - მშვიდად მიპასუხა ერთ-ერთმა.
- თქვენი დახმარება გვჭირდება. - ელიზაბეტი ჩაერთო და მავედრებელად ახედა.

=_=_=_=


- თქვენ ამბობთ, რომ დესეპტიკონები დედამიწას უტევენ და ავტობოტები ჩვენ გვიცავენ? - სათვალავი ამერია მერამდენჯერ მეკითხება ერთსა და იმავე კითხვას.
- დიახ და თქვენთან გამოგვაგზავნეს. დაგვეხმარებით? - გავუმეორე ოცჯერ ნათქვამი ფრაზა და მობეზრებულად ჩავაშტერდი თვალებში.
- დიახ. მე ოცდახუთი წლის მანძილზე ვიკვლევდი მათ. აი ნახეთ. - თაროდან უამრავი დოკუმენტი გადმოიღო და ცხვირწინ გადაგვიშალა. - ამ ფოტოებზე ყველა დესეპტიკონია. ისინი დღემდე იმალებიან. - მიგვითითა ძველისძველ მანქანაზე, შემდეგ თვითმფრინავზე. თვალი ნაცნობ ნიშნებს მოვკარი.
- ეს რა არის? - ვკითხე ეგვიპტის ერთ-ერთ პირამიდაზე გამოსახულ წარწერაზე, რომლებიც, სავარაუდოდ, ტრანსფორმერების ენაა.
- ეს მათი ენაა. ვერავინ ამოიკითხა და დღემდე უცნობია მათი შინაარსი. - საჭირო იყო რომელიმე ტრანსფორმერისთვის მეკითხა, თუ რას ნიშნავდა ჩემი ხედვები.
- მე ვხედავ ეგეთ სიმბოლოდბს. რაღაცის ნიშანია. ოგლსს ვკითხე, მაგრამ არ იცოდა, ესეიგი დიდი ასაკის ტრანსფორმერი უნდა ვიპოვოთ და მათ შინაარსზე ვკითხოთ.
- მე ვიცი ერთ-ერთი უძველესი ტრანსფორმერი სად არის. - ამის თქმა და მანქანაში ჩაჯდომა ერთი იყო.
- ოგლს, ალერმუსი და დანარჩენები, როგორ არიან? - ვკითხე ოგლს, თუმცა მეეჭვებოდა, რამე ცოდნოდა. უცებ, გვერდით ჩაგვიარა პრაიდმა და ბედნიერს, იმაში დარწმუნებულს, რომ არაფერი მოსვლია, გამეღიმა. სხვებიც უვნებელნი ჩანდნენ.
- თვითმფრინავთა მუზეუმში უნდა წავიდეთ. იქ არის. კორიცინუს ტიმორსი. - რაღაცის სათქმელად პირი დავაღე, როდესაც ჩვენ წინ ოთხი რაკეტა აფეთქდა. ოგლსმა გააჩერა თუ არა, გადმოვხტით და სირბილი დავიწყეთ შუა გზაზე. ერთი ამოვიკივლე, როდესაც დანჯღრეულმა ტრეილერმა გადაგვიფრინა და ათიოდე მეტრის იქით აფეთქდა. ერთ-ერთი დესეპტიკორი ჩვენკენ გამოემართა. მარჯვენა ხელი იარაღის ჰქონდა, დაგვიმიზნა და გვესროლა. უცებ ჩავჭიდე ელიზაბეტს ხელი, რადგან მივხვდი, რომ ადგილიდან დაძვრას არ აპირებდა. ნასროლი ავიცილეთ და გავნაწილდით. მე და ელიზაბეტი თეთრ ჯიპს ამოვეფარეთ, ხოლო დეივი და რობერტი ოციოდე მეტრის იქით, შენობის ნანგრევს ამოფარვოდნენ.
- დონემუს ჩაგაძაღლებ! - გავიგე პრაიდის ღრიალი. მათკენ მივტრიალდი. პრაიდი გამწარებით უშებდა, როგორც გავიგე, დონემუსს მუშტებსა და ტყვიებს. ქერილქონმა უკნიდან ესროლა დიდი რაკეტა და ძირს მოადენინა ზღართანი მტერს, თუმცა მეორე დესეპტიკონი წვდა პრაიდს და უზარმაზარი ხანჯალი გაუყარა, ჩვენთვის ცნობილ გულის არეში. ერთი იღრიალა და კვნესით დავარდა. გირემოლუსი დაეტაკა დონემუსს, რომელიც ჩემკენ მოდიოდა და ერთი ნაწილი მოაგლიჯა, რომელიც დეივთან დავარდა. მალევე ამოვიცანი, იარაღი იყო, რონლითაც ალერმუსს ესროდა. გირემოლუსიც მოიგერია და ძლივს ფეხზე დამდგარ პრაიდს ამოაგლიჯა სხეულის ცენტრიდან, ლურჯად მანათობელი ნაწილი. უღონოდ დაეცა მიწაზე.
- მიკა, გაიქეცი. გაიქეცი. - თქვა და ანთებული თვალები ჩაუქვრა.
- პრაიიდ! - ვიყვირე ბოლო ხმაზე. ვიგრძენი, როგორ ჩამწყდა რაღაც გულში.
- ავტობოტებო, წავედით! - გასცა ბრძანება გირემოლუსმა და მანქანად გადაქცეული, უცებ მოწყდა ადგილს.
- ოგლს! - დავიყვირე თუ არა, ჩემთან გაჩნდა. მე და ელიზაბეტი ჩავჯექით, შემდეგ რობერტსა და დეივს გავუარეთ.
- ახლა რა გავაკეთოთ? სპრაიდი მოკვდა. - ხმა ჩამწყდარმა ვკითხე რობერტს და ვერტმფრენით ჰაერში აწეულ ალერმუს პრაიდს შევხედე. - ვის სად მიყავთ?
- არ იდარდო. უსაფრთხოდ იქნება. მარკი მოუვლის. - დამაიმედა რობერტმა.
- ვინ მარკი? - ინტერესით ვკითხე.
- არმიის მეთაურია, რომელიც ავტობოტებთან ერთად იცავს დედამიწას.
- ელმოგარ, რაც შეიძლება მალე იარე. კორიცინუსი გვყავს მოსანახულებელი. - ვუბრძანე ოგლსს და ჯიბიდაბ, რკინის პატარა ყუთში შენახული მეტალი ამოვიღე. - პრაიდმა მითხრა, რომ ამ რაღაცას, ტრანსფორმერების გაღვიძება შეუძლია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent