თავად ვკლავ თავს ჩემივე სიყვარულით (1ნაწ. თავი 1)
მახსოვს მაშინ ძალიან ბედნიერი ვიყავი, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა .. ასაკი არც კი მახსოვს ზუსტად, ვიქნებოდი ასე 17 წლის, სექტემბრის ერთ-ერთი ჩვეულებრივი დილა იყო, დილით მაღვიძარაზე ადრე შემოდგომის სიცივემ გამაღვიძა. ეს ის დროა აი სუსხი დილით მთელს ტანში რომ გატანს და ადიელაში შუფუთული ცდილობ ძილი გააგრძელო თუმცა ძილის მაგივრად ფიქრები რომ გიტაცებს და ამ ფიქრებში გართული ვერც კი ხვდები დრო რა უცებ გავიდა . ვისზე იფიქრებ თუ არა ,,მასზე’’ და მასთან ერთად შენს მომავალზე. ფიქრობ თუ რა სასიამოვნო იქნება დილით მასთან ერთად გაღვიძება და საერთოდაც მასთან ერთად ცხოვრება, თუმცა რეალობას როცა უბრუნდები ხვდები რომ ეს მომავალი კიარა ოცნებებია მასზე, რომელსაც შენი ცხოვრების აზრი უწოდე და ვის გარეშე ყოველი წუთი ფერმკრთალი გეჩვენება. იმედი საერთოდ არ მქონდა რომ მომწერდა მაგრამ მაინც გავხსენი maill და მაშინცე მოვიდა წერილი: პრივეტ მარ, როგორ ხარ? იმედია კარგად. პრობლემები მქონდა ვერ შეგეხმიანე ძალიან მომენატრე, არვიცი რატომ ალბათ შეგეჩვიე და უშენოდ ვეღარ ვძლებ მაგრამ მთავარია რომ მომენატრე და ამ მონატრებას არვიცი რა მოვუხერხო. ვიცი ბოლო ჩხუბის შემდეგ ძალიან ნაწყენი ხარ მინდა ბოდიში მოგიხადო, ვიცი არ მაპატიებ, არც ვარ ღირსი პატიების. ჯარში გამომიძახეს და მივდივარ. გთოოვ ბოლოჯერ მნახო, ხომ იცი რომ მართლა ძალიან მიყვარხარ და მენატრები. ძალიან გთხოვ მნახე თან გამიხარდა თან მეწყინა, გაბრაზებული ვიყავი მაგრამ მისმა გამოჩენამ ყვეალფერი დამავიწყდა. ეხლა უფრო ბევრი კითხვა გამიჩნდა ნეტავ რა პრობლემები აქვს ან მართლა თუ მოვენატრე თუ ვუყვარვარ და ღირსია თუ არა შევხვდე. პასუხი ვერცერთ კითხვას ვერ მოვუძებნე, მისი განსჯა არ მინდოდა, არც ის რომ გამემართლებინა. ,,ვიფიქრებ შეხვედრაზე'' - მივწერე და სკოლაში წავედი. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- საერთოდ ძალიან აქტიური ვარ არასდროს ვჩერდები. ვცდილობ ჩემი აზრი დავაფიქსირო ყველაფერზე, მაგრამ იმ დღეს თითქოს სულ სხვა ადამიანი ვიყავი. მონაწილეობა არაფერში მიმიღია. - მარი კარგად ხარ ? .... მარრი ??? -გისმენ ლიკა. - კითხვა დაგისვი - ბოდიში არ გისმენდი - მოხდა რამე ? - ჩუმაად ბავშვებოო! (მასწავლებელი) - შესვენებაზე მოგიყვები. ზედმეტი რომ არ ვილაპარაკო, ჩემს საუკეთესო მეგობარს ყვეალფერი მოვუყევი მისი პასუხი კი მხოლოდ ერთი იყო - თუ გიყვარს იბრძოლე მისთვის არც კი ვიცოდი რა გამეკეთებინა მივსულიყაი თუ არა და საერთოდაც მეპატიებინა? ლიკას სიტყვებმა უფრო დამავნია, გული მეუბნებოდა რომ მიყვარდა გონება კი არა ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე და მივწერე - პარკში ექვსზე. ხუთზე უკვე იქ ვიყავი ტბის წინ ვიჯექი სკამზე და ვუყურებდი, არა ტბას არამედ ჩემს მომავალს. მომავლაზე ფიქრი ძალიან დამჩემდა ბოლო დროს, ალბათ იმიტომ რომ ჩემი ჭკუით გავიზარდე, სიმართლე გითხრათ არვიცი რატომ მაგრამ ვფიქრობდი სამომავლო გეგმებზე. საათს დავხედე ექვსის ნახევარი იყო. ჩემთბის ვფიქრობდი ,, თუნდ სულ ნუ მოვა უმისოდაც კარგად ვარ ‘’ მოვიდა და გვერდით მომიჯდა. - როგორ ხარ? - მშვენივრად! არც კი ვიცოდით რა გვეთქვა ერთმანეთისთვის, ვერც კი მოვუყარე თავი სიტყვებს. ერთი სალაძღავი სიტყვაც არ წამომცდენია. დავიბენი, მისმა გარეგნობამ დამაბნია. მაღალი, სუსტი თუმცა ტანში მოსულიც შეიძლება დავარქვათ, შავგრემანი, დიდი შავი ტუჩებით. რაღაც საოცარი მამაკაცურობით გამოირჩეოდა. - დამპირდი რომ რაც არუნდა გითხრა არ გამიბრაზდები. - ვერაფერს დაგპირდები. - გთხოვ - კარგი, გისმენ - ჯერ დამპირდი - უკვე ნერვებს მიშლი - კარგი ხო, ნუ ბუზღუნებ. - თუ არაფრის თქმას არაპირებ წავედი. - კარგი, კარგი - მოგატყუე ჯარში არავის არ გამოუზახებივარ.. და ახარხარდა - ნუ არც გამკვირვებია შენ ხომ ყველაზე დიდი მატყუარა ხარ ამ ქვეყნად. - კარგი რაა.. აბა დაფიქრდი რომ არ მომეტყუებინე შემხვდებოდი? - არა - ხოდა ნუღარ მიბრაზდები ცუნცულ, ხოიცი როგორ მიყვარხარ - წარმომიდგენია რამდენს უთხარი ეგ სიტყვები მაგრამ მე ვერ გამაბრიყვებ - მსგავსი არაფერი მიფიქრია, კარგი რა მარი ბავშვივით ნუ იქცევი - ხო .. ბავშვი ვარ და შენ არ შეგეფერება ბავშვებთან ერთად ყოფნა, წავედი .. - ეე .. მოიცა სულელო, რა საყვარელი ხარ გოგოვ, მოდი რა ჩემთან მისკენ მიმწია და მთელი ძალით ჩამეხუტა, ყურში კი მითხრა - ხო ბავშვი ხარ მაგრამ მაინც სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ! გაგიკვირდებათ და ჩემი სიტყვებიც იგივე იყო. ცხოვრებაში პირველად დავძლიე სიამაყე და ვუთხარი რომ მიყვარს. გიჟს გავდა, არ იცოდა რა გაეკეთებინა. მომვარდა მთელი ძალით ჩამეხუტა, აღარ მიშვებდა ხელს, მერე უნებურად ხელში ამიყვანა, რათქმაუნდა დამსვი მეთქი ვყვიროდი, ეს ხომ გოგოების საფირმო სიტყვაა ასეთ სიტუაციაში. ბოლოს და ბოლოს როცა დაწყნარდა მითხრა. - შენს თავს გეფიცები, ყველაზე ბედნიერ კაცად მაქციე და არასდროს არ ინანებ მაგ სიტყვებს, მართალიც იყო არც არასდროს მინანია. -ლამაზო - გისმენ - გიყვარვარ? - მესამედ მეკითხები - გიყვარვარ? - ძალიან კიდევ დიდხანს ვდუმდით .. საათს რომ დავხედე უკვე ცხრის ნახევარი იყო. ჩვენ კი წყნარად ვიჯექით ჩახუტებულები და ვუყურებდით ტბას, ხშირად დუმილი უფრო მრავლისმთქმელია ვიდრე არაფრის მთქმელი სიტყვები. ჩემი ცხოვრება, მიყვარხარ და სმგავსი ტიპის სიტყვები სწორედაც რომ სიყვარულს ვერ ასაზრდოვებს. როცა შენს გვერდითაა შენ მის მხარზე გძინავს მას კი წელზე აქვს ხელი შემოკრული ყველაფერი სხვაგვარადაა. აი მაშინ კი ეჭვი აღარავის ეპარება სიყვარულის არსებობაში. პ.ს ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. ღირს გავაგრძელოო ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.