შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დააფასე საკუთარი თავი (5)


13-04-2015, 18:58
ავტორი nitanita
ნანახია 2 545

ვგიჟდები შაბათ დღეზე! მხოლოდ ამ დღეს შემიძლია გავიღვიძო,როცა მომინდება და თან მთელი დღე ჩემ გემოზე გავატარო.ბოლო დროს ჩემ გემოზე დროის გატარება სახლში ჯდომას და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დასვენებას გულისხმობს.ხოდა,ახლაც ვზივარ ცხელი შოკოლადით ხელში,დივნის საზურგეზე მაქვს თავი გადაკონწიალებული და ბოლომდე ვირგებ შაბათ დღეს. ჩემი მზრუნველი მამიკო ძილის საშუალებასაც მაძლევს და სხვა რა მინდა სრული ნეტარებისთვის?!

უკვე ერთი თვეა კოტე არ მინახავს.ერთი თვის წინ რომ იყო ჩამოსულიისეთი კარგად ვიყავით,ისეთი კარგად ვგრძნობდი თავს,გასაშვებად მენანებოდა,მაგრამ სამსახური უხმობდა და მეც მომიწია გამეშვა საკმაოდ დიდი ხნით. როგორც კი სამსახურში მივიდა,გამოუცხადეს ორი კვირით მივლინებაში გიშვებთ გერმანიაშიო.უკვე მეოთხე დღეა,რაც იქაა.წასვლამდე ჩამოსვლა ვერ მოახერხა,რომ დამმშვიდობებოდა,თუმცა არ მწყენია.მართლა მესმის მისი.ვხვდები,რომ სამსახური უმნიშვნელოვანესია და ხშირად მომიწევს ამის გამო გარკვეულ დათმობებზე წასვლა.ამდენხნიანი მონატრების ჩაცხრობაში სკაიპი გვეხმარება.დაილოცოს ამის მომგონებელი! თითქმის ყოველ საღამოს ვსაუბრობთ.ჩვენი დიალოგების უდიდესი ნაწილი ერთმანეთის მიმართ საყვედურებია.მე კოტეს გადაღლილობა მაწუხებს,კოტეს-ჩემი და ისე ვზრუნავთ ერთმანეთზე,ბევრ სტაჟიან ცოლ-ქმარს შეშურდება.მას შემდეგ,რაც მამაჩემმა ჩააბარა პატაკი ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით,შედარებით დამშვიდდა.სამაგიეროდ მე ავნერვიულდი.სამსახურზე მთელი კონცენტრაცია,პირდაპირპროპორციულად აისახება მის წონაზე.თან აქ ჩამოსვლის და 1-2 დღიანი შვებულებების გამო,ზოგჯერ უფრო დიდი დატვირთვით უწევს მუშაობა.ეს კიდევ ერთი საკამათო თემაა,თუმცა ბოლო სიტყვა ყოველთვის მას ეკუთვნის.

ხალხის აზრის მოსმენას თუ არა გათვალისწინებას მაინც სულ ოდნავ გადავეჩვიე.ისე ვმუშაობ ამ საკითხზე წესით უკეთესი შედეგი უნდა მქონდეს,თუმცა სულ არაფერს ის ჯობია,რასაც ახლა მივაღწიე.ხალხში მაინც არ ვიწყებ ბღავილს და ეგეც საქმეა!
მათი მხრიდან ათასნაირი კომენტარის მოსმენა და ამ ყველაფრის ვაჟკაცურად ატანა იოლი საქმე როდია?
ყოველ დღე მესმის ხალხის წამოძახილები.ვინც მიცნობს და არ მიცნობს,აბსოლუტურად ყველა ჩემზე და კოტეზე იწყებს საუბარს როგორც კი გვერდით ჩავუვლი.მართლა ვერ ვხვდები სპეციალურად მასმენინებენ თავიანთ აზრს თუ შემთხვევით მოსდით.პირადად მე მათ ადგილას,რომ ვიყო,ქუჩაში შემხვედრ ადამიანზე თუ რამის
თქმა მენდომებოდა ისე,რომ არ გაეგო,ან გავლას ვაცდიდი და მერე მოვაღებდი პირს,ან ცოტა ჩუმად მაინც ვიტყოდი სათქმელს.
მომენტებში ვხვდები,რომ ძალიან ვბრაზდები და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს,მიხარია! მხოლოდ წყენით ფონს ვერ გავალ ვიცი,გაბრაზება კიდევ ხმას მაინც ამომაღებინებს იმედია.
კოტემ მიმაჩვია,რომ მთელი წყენა,რაც კი გულში მიგროვდება უნდა გავუზიარო.ოღონდ,ეს მას ჰგონია,რომ მთელ დარდს ვუზიარებ.ისე ყოველთვის ვცდილობ მხოლოდ ზედაპირულად განვიხილოთ ეს თემა.ვხვდები,რომ ძალიან ბრაზდება,როდესაც ამ მიზეზით ვარ მოწყენილი და ვცდილობ ხშირად არ გავაბრაზო.
თვითონ კოტე აღნიშნავს ხოლმე თუ როგორი მზრუნველი ვარ მის მიმართ და ისე მიხარია,მაგრამ თან ისე ვწითლდები ჭარხალს შეშურდება.
მთელი დღე საღამოს მოლოდინში,რომ ვარ,მწვანედ ანთებულ მის სახელს,რომ ვხედავ და მაშინვე ცხელი ტალღა,რომ მივლის მუცელში გულისცემის აჩქარების პარალელურად,მაშინ ვხვდები,როგორი ცუდადაა ჩემი საქმე და ბედნიერებისგან მეცინება.დიახ,მეცინება! იშვიათია საღამო უაზრო ღიმილით არ დასრულდეს. იმდღეს დამცინოდა მამა "ისე გამოგაშტერა მაგ ბიჭმა,ცოტახანში სუპს ჩანგლით შეჭამო" და მეც მართლა გამოშტერებული დიდის ამბით ვუქნევდი თავს თანხმობის ნიშნად.

-----

ხვალ კოტე ჩამოდის.უფრო სწორად დღეს,გვიან ღამით.გარეგნულად მაქსიმალურად ვცდილობ არ შემეტყოს,თუმცა ისე მიხარია მგონია ფრენას შევძლებ.ჩემ ძვირფას შეყვარებულს სჯერა,რომ სიცხიანი ვწევარ ლოგინში და თავს ვერ ვწევ.უკვე მეორე დღეა ტელეფონით ვესაუბრები და ისე წუხს ჩემს გამო,1-2ჯერ სიმართლის თქმა დავაპირე,თუმცა რომ წარმოვიდგენდი როგორ გაუხარდება ჩემი დანახვა აეროპორტში,მაშინვე ვჩუმდებოდი.
თვალები მეხუჭება და მაინც არაფრის დიდებით არ ვიძინებ.ბიჭებთან ერთად გარეთ ვუცდიდი,მერე ისინი შიგნით შევიდნენ დასახვედრად და დავრჩი მე მარტო.მინაზე მაქვს თავი მიდებული და გაფაციცებით ვაკვირდები თითოეულ გამომსვლელს. როგორც იქნა ამოვიცანი ისიც გამოსულ ხალხში.ლუკამ ჯენტლმენურად,რომ გამოართვა ჩემოდანი და სასაცილო მოძრაობით ანიშნა წინ წასულიყო,სიცილი ვერ შევიკავე.ძლივს მოვითმინე,რომ მანქანასთან ახლოს მოსულიყვნენროგორც გეგმაში იყო და სასწრაფოდ გადმოვედი.ისეთი სახე აქვს ისევ ვერ ვიკავებ სიცილს.ნელ-ნელა მივიწევ მისკენ,ისიც ძლივს მოდის გონს და უკვე მასთან ორ ნაბიჯში მდგომს სიცილით მეხუტება.უცებ შემოვხვიე მეც ხელები და ყელში ჩავუძვერი.ისეთი ტკბილი კოცნა ვუსახსოვრე მფეთქავ არტერიაზე,გააკანკალა..და მე ეს ვიგრძენი..ვიგრძენი და ჩამეცინა,ხოდა ისე გადამიხადა სამაგიერო ამ ჩაცინებისთვის,ხმა ვეღარ ამოვიღე.ტუჩებს როგორც კი მოშორდა,ძალიან,ძალიან მაგრად მაკოცა ლოყაზე და ისევ გულში ჩამიკრა.მე კი ისედაც ლოყებშეფარკლული,იმის გაცნობიერებამ,რომ ამდენი ადამიანის წინაშე მაკოცა სულ ამაწითლა.
მთელი გზა მის მკლავებში ვიყავი გაყურსული. დედამისთან,რომ მიმიყვანა გასაცნობად,მეგონა იქვე მოვკვდებოდი.ველოდი მკაცრ,უხეშ ქალბატონს,მაგრამ ამის ნაცვლად თბილი და ლაღი ადამიანი შემრჩა.გულში ჩამიკრა და ძალიან თბილად გამიცინა. გამიხარდა და თან როგორ.ყოველთვის ვოცნებობდი კარგი დედამთილის ყოლაზე და ქართული წარმოდგენების დანგრევაზე,ხოდა გამიმართლა.ოოხ,რა შორს წავედი! ეგ არის და უკვე მომიყვანა კოტემ ცოლად,დედამთილზე ფიქრით რომ ვიტკიებ თავს.საკუთარ სისულელეზე მე თვითონვე მეცინება.
სახლში ასულს მამა,რომ დამხვდა ისე გამიხარდა,ცოტაც და ხტუნაობას დავიწყებდი.ბავშვობიდან მეშინია სიბნელის და დღემდე ვერაფერი ვუშველე ამ შიშს.ახლა წარმოიდგინეთ სიბნელეს დამატებული სახლში მარტო ყოფნა მთელი ღამით? კატასტროფა! ხოდა,ჩემმა ძვირფასმა მამიკომ ვერ გამიმეტა თურმე ამ კატასტროფისთვის და ჩამოვიდა.არ მიყვარს ნათესავების შეწუხება.როგორც წესი ვიღაცას,რომ ვაწუხებ,ამით მე უფრო ვწუხდები.ჩემი სიმორცხვიდან გამომდინარე ძალიან გამიჭირდებოდა ვინმეს ისე შეწუხება,რომ შუაღამემდე დალოდებოდნენ ჯერ ჩემს სახლიდან გასვლას და შემდეგ მოსვლას.სწორად ამიტომ გამოვუცხადე მამას სახლში მარტო დავრჩები,არ შემეშინდება უკვე დიდი გოგო ვარ-მეთქი.მეგონა,რომ დავიყოლიე,მაგრამ მადლობა ღმერთს მხოლოდ მეგონა.თელავშიც ერთი პერიოდი ძალიან მიჭირდა ღამე მარტო ყოფნა.მერე დროთა განმავლობაში მივეჩვიე.როგორც პატარა ბავშვს ისე "ვასწავლიდი" საკუთარ თავს,რომ საწოლის ქვეშ არავინ არ იყო და არც სიბნელიდან გამომიხტებოდა ურჩხული.როგორღაც ეგენი ვისწავლე,თუმცა პატარა გაფაჩუნებაზეც კი საოცარ შიშებს ვერაფერი ვერ მოვუხერხე.ვერ ვიტან ღამით სახლში მარტო ყოფნას! დღისით კი ბატონო,მიყვარს კიდეც,მაგრამ არა ღამე!

----
დღეს კოტემ,რომ დამირეკა და გამომიცხადა დედაჩემი ჩვენთან გეპატიჟებაო,მე დიდად ვიუარე მრცხვენია და ვერ მოვალ-მეთქი.ერთი საათი მითანხმებდა და მე მაინც ერთ ადგილს ვტკეპნიდი.ლამის ტირილი დავიწყე ბოლოს.როგორ არ მივუდექი,რომ დამერწმუნებინა ჩემ სიმართლეში,მაგრამ ვერაფერი ვერ ვქენი.ახლა,რომ ვუფიქრდები,გასაგიჟებელი არაფერი არაა,თუმცა მე ჩემი წიკები თუ არ გამოვაჩინე ისე როგორ? ახლა ვზივარ და ვტირი.რა მატირებს არც ვიცი.თან ვხვდები მიზეზს და თან ვერა.კოტეს ბოლოს ძალიან ეწყინა და მგონი ასე,რომ ვაწყენინე მაგან ამატირა.ბიჭი ყველაფერს აკეთებს ჩემი "კომპლექსების" დასამარცხებლად,მე კიდე მთელ შრომას წყალში ვუყრი მომენტალურად.დივანზე მოკუნტული ვწევარ და ვბღავი.თან ვფიქრობ როგორ შემოვირიგო.ვიფიქრე მივწერ მეთქი,მაგრამ მესიჯებით მოგვარებულ საქმეებს ისე ვერ ვიტან,წამებში გადავიფიქრე. ისე შევედი კონტაქტებში და "ყურმილს" ისე დავაჭირე თითი აზრზე არ ვიყავი რა უნდა მეთქვა.არც ახლა ვარ აზრზე.მარტო ის ვიცი,რომ ეს გულისგამაწვრილებელი წრიპინი უკვე თავს მატკიებს.
-ხო მარიამ'- აშკარად ეტყობა,რომ ჯერ კიდევ გაბრაზებულია და ამით შეშინებულმა აღარ ვიცი რა ვუთხრა.
-შემოთავაზება ჯერ ისევ ძალაშია?-რამოდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ პირველი,რაც მომაფიქრდა ის ვკითხე.გაბზარულ ხმას მაინც ვერაფერი ვერ მოვუხერხე.ყურმილის მეორე მხარეს დუმილმა ხელახლა ამატირა.არადა მხოლოდ 3-4 წამი თუ იქნება გასული კითხვის დასმის შემდეგ.
-კი,ძალაშია.-როგორც კი მისი პასუხი და თითქმის შეუმჩნეველი ჩაცინება მოვისმინე,ღიმილი ვერ შევიკავე და თან ცრემლების შემშრალება დავიწყე.
-კაი რა გატირებს,მარიამ? გაჩერდი,გთხოვ.
-აღარ ვტირი,გავჩერდი- პატარა გაბუტული ბავშვივით ვუპასუხე და ისევ ცრემლები წამომივიდა.ნეტა ვიცოდე ახლა რაღა მატირებს.
-ახლა გავბრაზდები იცოდე.მორჩი ტირილს და მითხარი რამდენ ხანში გამოგიარო?- მგონი მივხვდი,კოტეს დამთბარი ხმა მიჩუყებს გულს და მაგიტომ ვტირი.გონებაში გადავთვალე დაახლოებით რა დრო დამჭირდებოდა გასამზადებლად და საათნახევარში მოსვლა ვთხოვე.
სააბაზანოდან ახლადგამოსული პირსახოცშემოხვეული ვდგავარ კარადის წინ და ვფიქრობ რა ჩავიცვა.ბევრი ტანსაცმელიც არ მაქვს აქ,რომ რამე ნორმალური ავარჩიო.საათს გავხედე და იმის გამო აღელვებულმა,რომ თითქმის 40 წუთიღა მაქვს გასამზადებლად,მთელი ტანსაცმელი საწოლზე გადმოვყარე.ხან რა ავიღე ხან რა.კიდევ კარგი ის მაინც ვიცი,რომ შარვლის ჩაცმა მინდა.სავარაუდო ვარიანტები გვერდზე გადავაწყვე და ამჟამად თმის გაშრობა ვარჩიე.
ნახევარ საათში თმაც გამშრალი მქონდა,ტანსაცმელიც არჩეული და ნაწილობრივ მეცვა კიდეც.ბიუსჰალტერის ამარა დავდიოდი ოთახიდან ოთახში და გზადაგზა ვწესრიგდებოდი.
4 წუთი კიდევ მაქვს დრო,ხოდა მაღაზიაში ჩავალ.ოჯახში პირველად მივდივარ და რამე ხომ უნდა მივიტანო,მაგრამ რა?
მანამ მაღაზიამდე მივიდოდი ყველაფერი მოვიფიქრე და უკვე დაწყობილი გეგმით კმაყოფილმა შევაბიჯე სუპერმარკეტში. კოტემ,რომ დამირეკა მოვედიო სალაროსთან ვიდექი რიგში და ცოტა ხნით ლოდინი მოუწია.ვიცი როგორ ვერ იტანს ლოდინს,მაგრამ რა ვქნა,ჩემი ბრალი არაა.საკუთარ თავთან თავის მართლებას,რომ მოვრჩი უკვე მანქანიდან ახლადგადმოსულ კოსტას ვუცინოდი და ნელ-ნელა ვუახლოვდებოდი.ჯანდაბა! ზედმეტად სიმპათიურია!

----

თითქმის მთელი გზა ჩვეულებრივ საუბარში გავატარეთ.არც თითები მიმტვრევია ნერვიულობით, არც თმა დამიგლეჯია.მხოლოდ კიბეებზე მიმავალი შევასკდი ნერვიულობის უდიდეს ტალღას და შეშინებული ჩავაფრინდი კოსტას მხარს.ისიც წამებში გაჩერდა და მშვიდად მომაშტერდა თვალებში გამომცდელი მზერით.ერთი საფეხურით მაღლა მდგომი თითქმის მის სიმაღლე ვჩანდი და ამის აღმოჩენით გახარებულს პატარა ბავშვივით ჩამეცინა.
-ნერვიულობ!- თითქოს გაბრაზებულმა მითხრა და შევამჩნიე როგორ დააიგნორა ჩემი ჩაცინება.
-ოხ,აღმოაჩინე ახალი ამერიკა?-ისეთი დაბეჯითებით გამომიცხადა ნერვიულობო სიცილი ვერ შევიკავე.უცებ ისე აუციმციმდა თვალები,მივხვდი კარგს არაფერს არ მიპირებდა.ისეთი გაფაციცებით ველოდი მაგ "კარგ არაფერს",ჩემი თავის შემრცხვა რაღაც მომენტში.წელზე მოხვეული ხელებით ოდნავ მიმიზიდა და ჩემი ტუჩებისკენ მომართული ვნებიანი მზერა ბაგეებით ჩაანაცვლა.მე სიამოვნების ზენიტში მყოფმა,ისიც კი ვერ მოვახერხე,რომ ხელები მომეხვია.ერთ ადგილას გაშეშებულმა მხოლოდ შეძლებისდაგვარად აყოლა მოვახერხე.ნელა მოცილდა ბაგეებს,მე კი ისევ აწითლებული ლოყების დასამალად თავი მის ყელში ჩავმალე.კიდევ უფრო ახლოს მიმიზიდა,მაგრად ჩამეხუტა და ახლა ჩემს ყელში დაათარეშებს მხურვალე ბაგეებს.მეც მოწყვეტით ვაკოცე ყელში და მაგრად შემოვაჭდე ხელები განიერ მხარ-ბეჭზე.
-ჩემი მორცხვი,ვნებიანი გოგო-სიცილით ჩამჩურჩულა და ახლა ყურისძირში დამიტოვა სველი კოცნა.მე მისი "კომპლიმენტით" კიდევ უფრო აწითლებულმა ხმის ამოღება ვერ შევძელი.

-----
დიდი სურვილისდა მიუხედავდ მაინც მოგვიწია ერთმანეთს მოვშორებოდით.თავისი ხელით გამისწორა კოსტამ აჩეჩილი თმა და ტანსაცმელი და საბოლოო კოცნა მისახსოვრა.სახლში მისულებს პირველი კოტეს ძმაკაცები შემოგვეგებნენ.ორმა ჩემთვის უცხო სახემ კარებში შესვლა არ მაცადეს ისე წარმიდინეს თავი და წამებში დამიახლოვდნენ.
-ე.ი. მე ვარ ნიკოლოზი,შენ მარიამი და ორივესთვის ძალიან სასიამოვნოა.-სიცილი ვერ შევიკავე მისი საუბრის მოსმენისას.
-მე ლეო და ჩემი გაცნობაც გიხარია ზუსტად ვიცი.
-მართლა ძალიან მიხარია- მათი გაცნობით უზომოდ კმაყოფილმა გულწრფელად ვუპასუხე.დანარჩენებიც მოვიკითხე და ამასობაში ერთ-ერთ ოთახში შევედით.
-შენ და ის,რომ უნდა გაიცნო არ გეშინია?- თითის მაღლა აწევით და საოცრად შეშფოთებული მზერით მკითხა ნიკოლოზმა.თუ სწორად მივხვდი "ის" ზემოთ,რომ დგას,როგორც მან მაჩვენა მაია დეიდაა,კოტეს დედა.ეს დეიდას დაძახება ცოტა მერიდება ამ ახალგაზრდა გოგოსთვის,მაგრამ სახელით მიმართვა კიდევ უფრო შემბოჭავს ვიცი.მოიცა,რა დროს ესაა ნიკამ ისე მკითხა არ გეშინიაო,სულ დავიბენი.კოტეს ავხედე ეცინებოდა,თუმცა დანარჩენების სახეები არ მომეწონა.სერიოზული სახეებით მიყურებდნენ და ელოდნენ რას ვუპასუხებდი.
-რატო უნდა მეშინოდეს?- გაოცებულმა ვიკითხე და ისევ ნიკოლოზს გავხედე.
-შენ რა არ იცი? გაგეფრთხილებინათ,როგორ არ შეგეცოდათ საწყალი გოგო?- გაბრაზებული მიუტრიალდა დანარჩენებს და ისე შეუბღვირა პირი ღია დამრჩა.
-კარგი,ნიკოლოზ გაჩერდი.-სიცილით გახედა კოსტამ და გულზე მიმიკრა.
-რა კარგი,კოტე? რა კარგი? არ იცი მაიას ამბავი? ახლა,რომ დაისვავს ამ ბავშვს და გამოლანძღავს ან სულაც ზედ არ შეხედავს ცოდო არაა? არადა აშკარად რაღაც კარგის მოლოდინით არის მოსული.
-მე უკვე გავიცანი მაია დეიდა და არაა საშიში-ჩემი ხმა მეც ძლივს გავიგე და დამფრთხალმა გავხედე ოთახში ახლად შემოსულ სადედამთილოს.
-კაი შეჩე*ა ისედაც ძლივს დავამშვიდე,კიდე ეს უნდა? -სიცილით კითხა და მაგრად მომხვია ხელები.ბიჭების სიცილის ხმაც,რომ გავიგე,რომლებსაც მაია ეჩხუბებოდა რატომ შეაშინეთ ბავშვი,ესეთი დამფრთხალი რატომ მიყურებსო,მაშინღა მივხვდი,რომ გამასულელეს.ისე გავბრაზდი,ისე გავბრაზდი აღარ ვიცოდი რა მექნა.ხომ ვიძახდი არ მინდა ასვლა მრცხვენია-მეთქი? რისთვის წამოვედი? ახლა მართლა შევრცხვი. მივხვდი,რომ საშინლად გავწითლდი და ეს აზრი კატასტროფულად არ მომეწონა.განსაკუთრებით მას შემდეგ,რაც ოთახში მყოფებმაც შენიშნეს ეს და რა თქმა უნდა ხმამაღლა აღნიშვნაც არ დავიწყებიათ.ჩემი მდგომარეობით გახალისებული კოტე უცებ დასერიოზულდა და გვერდით ოთახში გამიყვანა.თან ბიჭებს დაუბარა მანამ არ დამშვიდდებით ახლოს მოსულები არ დაგინახოთო. თავის ოთახში შემიძღვა და საწოლზე დამსვა,თვითონ ჩემს ფეხებთან ჩაიმუხლა და დარცხვენილ-შეშფოთებულ-შეწუხებული მზერა მომაპყრო.
-მე უბრალოდ დედაშენის შემრცხვა-არაფრის თქმა არ ვაცადე ისე ვუთხარი,რაც მაწუხებდა.
-რისი შეგრცხვა,მარიამ არ გადამრიო.
-ისეთმა შეშინებულმა შევხედე ოთახში,რომ შემოვიდა,მაშინვე მიხვდა ბიჭების მაიმუნობას,ანუ იმასაც მიხვდა,რატომაც ვუყურებდი შეშინებული და მაგისი შემრცხვა.-ისე ვაწვალებ თითებს ცოტაც და ალბათ შემომემტვრევა,თან პატარა ბავშვივით ვბუტბუტებ და ძლივს ვაგებინებ კოტეს რა მინდა.
-კაი ნუ ნერვიულობ,მაიასაც კი ეცინებოდა ხომ ნახე?
-მართლა არ გაბრაზდა?
-ღმერთო,რა ბავშვი ხარ მარიამ.მართლა არ გაბრაზრბულა-სიცილით მითხრა და ლოყაზე მიჩქმინტა.
-გავიდეთ?- პასუხით კმაყოფილმა მეც თავისუფლად გავიცინე.
-წამოდი გავიდეთ,ოღონდ როგორც კი შევამჩნევ,რომ ნერვიულობ,წავალთ იცოდე.
-კარგი, თანახმა ვარ.-ეს იდეა არც თუ ისე მომეწონა,მაგრამ ასე უფრო მოტივირებული ვიქნები,რომ არ ვინერვიული. უკვე საკმაოდ წამოზრდილი თმა ოდნავ წინ აქვს ჩამოშლილი,მეც ზუსტად ისე გავუსწორე,როგორც თვითონ მოსწონს და ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე.
-ოხ,ეს რა იყო?
-არაფერი,თმა გაგისწორე-სიცილი ვერ შევიკავე მისი ოდნავ გაოცებული მზერა,რომ დავიჭირე.ხელი მოვკიდე და კარებისკენ ვუბიძგე.
-გადი ახლა დიდ ხანს უნდა ვიყოთ აქ?
-ნუ წუწუნებ ორი წლის ბავშვივით.ჩემი ნება,რომ იყოს სულ აქ დაგტოვებდი,მაგრამ იცდიან გარეთ და რა ვქნა?
-ორი წლის ბავშვებმა ნორმალურად ლაპარაკიც არ იციან რა წუწუნზე მელაპარაკები-ახლა მართლა ორი წლის ბავშვივით გამოვუყავი ენა და მე გადავდგი კარისკენ პირველი ნაბიჯი.
-ბავშვსაც გააჩნია-ყურთან ახლოს მიჩურჩულა და მხოლოდ მას შემდეგ მომცა ოთახიდან გასვლის უფლება,რაც კარგად დააგემოვნა ჩემი ყელი.

-----
საკმაოდ კარგი დრო გავატარე.საღამომდე ზარიძეების ოჯახში ვიყავი.მაიას საკმაოდ კარგად გავუგე.არ ჩანს ცუდი ქალი,ყოველ შემთხვევაში ჩემთან მიმართებაში სულ არაა ცუდი და ბუნებითაც კეთილი და სათნო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ნიკოლოზს და ლეოს ისე დავუახლოვდი დანარჩენებმა იეჭვიანეს.აქამდე ჩემი ძმადნაფიცი ლუკა უცებ გამებუტა "ეგენი უფრო ძალიან გიყვარს შენო." არადა ლუკასნაირად მართლა არცერთი არ მიყვარს.თან უფრო დიდი ხანია ვიცნობ და უფრო მეტი გვაკავშირებს ერთმანეთთან ვიდრე მე და დანარჩენებს.განსაკუთრებით მაშინ დავახლოვდით თელავში ერთ-ერთი სტუმრობისას ძალიან მოწყენილი,რომ იყო. ზედაპირულად მომიყვა თავის პრობლემებზე და ისე ჩავერთე მათი მოგვარების პროცესში ვერც ერთმა ვერ გავიაზრეთ.მერე ამას ერთი გოგოს ხუშტურები დაემატა,რომელიც უკვე ნევროზს მართებდა საწყალ ბიჭს და ყველაფერს ერთად ისე ვუმკლავდებოდით თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვყოფილიყავით.ყველა ერთმანეთზე უკეთესები არიან,მაგრამ ლუკა მაინც უფრო სერიოზულია.აი სამეგობროში ხომ არის ერთი ისეთი,ვისაც მუდმივად რჩევას ეკითხებიან და რაღაცნაირად თითქოს ის ზრდით,ხოდა ზუსტად ეგ ტიპია ლუკა ამათ სამეგობროში. დანარჩენები უფრო მხიარულები,თავისუფლები,გართობის მოყვარული "ცეტები" არიან. მაგრამ არა დანარჩენებიც ძალიან მიყვარს
რა!
ჯერ კიდევ კოტესთან ვიყავი მამამ,რომ დამირეკა და მითხრა თელავში დაბრუნება მიწევსო. მეც ოდნავ აფორიაქებული იმის გამო,რომ ღამე მარტო ყოფნა მომიწევდა ნაძალადევი ღიმილით დავემშვიდობე.კოტემ,რომ მომიყვანა და მითხრა "ადი სახლში და ცოტა გვიან მეც მოვალ ღამე მარტო,რომ არ იყოვო" პირი ღია დამრჩა.მამამაც ტელეფონზე საუბრისას,რომ მითხრა "დღეს კოტე დარჩება შენთან მარტო,რომ არ იყოვო" ხელახლა მომიწია ჩამოვარდნილი ყბის თავის ადგილზე დაბრუნება. არა,ვერ ვიტყვი ძალიან მკაცრი მამაა მეთქი ლევანი,მაგრამ არც მთლად ასეთი თანამედროვე მეგონა.ეეხ,რას არ გააკეთებინებს კაცს შვილის სიყვარული და მასზე მზრუნველობა.
ახლა ვზივარ სავარძელში და მოუთმენლად ველი კოსტას მოსვლას.გამოდის ღამე ჩემთან რჩება.ნეტა რომელ ოთახში დაიძინებს? ყველაზე დიდი შანსია,რომ ჩემთან დაიძინოს.თუ ჩემთან დაიძინებს მე რა უნდა ვქნა? პიჟამოს მხოლოდ ზედას ვიცვამ როგორც წესი,მაგრამ კოტესთან ერთად მხოლოდ მაისურის და ტრუსის ამარა ძილი ცოტა მეუხერხულება.აი კიდევ ერთი პრობლემა! უბიუსჰალტეროდ ძილი მიყვარს მე და კოტესთან რა უნდა ვქნა? მასე ძილი მრცხვენია,მაგრამ თან,რომ არ გავიხადო და დამცინოს? რა შარში ვარ! ან რა ფიქრები მაწუხებს.ღმერთო, შენ მიშველე!
მანამ კოტე მოვიდა მაგ "პრობლემების" დავიწყებაც მოვასწარი.გადავწყვიტე,რომ როგორც სხვა დროს მძინავს,ახლაც ისევე დავიძინებ.
გული შემიღონდა ისეთი დაღლილი მოვიდა.მარტო ის მთხოვა "ძალიან მეძინება და დავწვეთო." ჩემ კითხვაზე სად დაიძინებდა ისეთმა გამომხედა,ცოტაც და ბოდიშს მოვუხდიდი.მანამ ის ლოგინში შეწვა მე აბაზანაში გავტანტალდი და თავი მოვიწესრიგე.არა აი აქამდე ხომ მქონდა გადაწყვეტილი,რასაც გავაკეთებდი და ახლა რა ჭირი მეტაკა.შუქი ჩავაქრე და უცებ შევწექი ლოგინში.მაშინვე თავისკენ მიმაჩოჩა და ზედ ამიკრა.გულისცემა ისე ამიჩქარდა,მეგონა მეზობლებსაც კი ესმოდათ მისი ხმა.
-რაა? -ჩემი გულისცემის აჩქარებით გამოწვეული მისი ჩაცინება არ გამოპარვია ჩემს ყურთასმენას და გაბრაზებულმა შევუბღვირე.
-ძალიან სასაცილო ხარ-ისეთი გულიანად იცინის,მგონი მეც ავყვები ცოტახანში,მაგრამ არაა ჩემზე იცინის და როგორ ავყვე აბა.-და კიდევ სექსუალურიც-სიცილს,რომ მორჩა ჩემი კომპლიმენტით შემორიგება სცადა.მისი კომპლიმენტი კი მესიამოვნა,მაგრამ მომენტალურად შევჭმუხნე შუბლი.როგორ შეიძლება ჩვიდმეტი წლის გოგო სექსუალური იყოს? რაღაც სისულელეა და ეს მე ისევ დამცინის.ჩემი ხასიათის ცვლილება არ გამოპარვია და მაშინვე გამომცდელი მზერა მომაპყრო.
-ახლა არ თქვა მეწყინა ეგ,რომ მითხარიო?- გაოცებას ვერ მალავდა.
-შენ მე ისევ დამცინი! -გაბუსხულმა ცრემლიანი თვალებით ავხედე- სად გაგიგია,რომ ჩვიდმეტი წლის გოგო სექსუალური იყოს? დამცინის აქ რა.რა მაქვს მე სექსუალურის.-უცებ შევუტიე გაბრაზებულმა.
-ჩემი სექსუალური ბავშვი ხარ შენ!- სიცილით მითხრა და წამებში მომექცა ზემოდან.უპარდონოდ დასწვდა ჩემს ბაგეებს და წამებში დამავიწყა,რომ გაბრაზებული ვიყავი.მეც კისერზე შემოვაწყვე ხელები და გავლილი პრაქტიკებიდან გამომდინარე მგონი უკვე კარგად ავყევი. ნელა ჩამოაცოცა ტუჩები ყელში და მკერდთანაც უცებ აღმოჩდა.ისეთი ნაზად დამიკოცნა მთელი გულ-მკერდი თავი ვერ შევიკვე და 1-2ჯერ გვარიანად დავიკვნესე.-ეს გაქვს სექსუალური! -მკერდს,რომ მოშორდა ისევ ყელზე გადაინაცვლა,ათრთოლებული ხმით მიჩურჩულა და ისევ ტრადიციული,სველი კოცნა დამიტოვა ყურის ძირში.


_____
ესეც ახალი თავიი.როგორც ყოველთვის,ახლაც უნდა მომიტევოთ შეცდომები და დაგვიანება wink feel სურათზე ჩემი კოსწიაა. love
ხო კიდევ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ.ქრისტე აღდგა!



№1  offline აქტიური მკითხველი grafo

უუფ, რა კარგია გამოღვიძებულზე ასეთი სიახლე რომ დაგხვდება. ამიტომ მიყვარს აქაურობა,რომელი ავტორი როდის "გამოხტება" და როგორ,წინასწარ არასდროს იცი ხოლმე.
ჭეშმაროტად აღსდგა! შენც გილოცავ:*.

 


№2  offline წევრი nitanita

grafo
უუფ, რა კარგია გამოღვიძებულზე ასეთი სიახლე რომ დაგხვდება. ამიტომ მიყვარს აქაურობა,რომელი ავტორი როდის "გამოხტება" და როგორ,წინასწარ არასდროს იცი ხოლმე.
ჭეშმაროტად აღსდგა! შენც გილოცავ:*.


ჩემი ერთგული მკითხველი ^_^ :* გმადლობ:*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent